Gigabyte13 ციტატა(Gigabyte13 @ 15th July 2009 - 12:47 AM)

ფრინველს რაც შეეხება: გვრიტი, ქედანი და იხვი წყალზე (გაზაფხულზე მამალზე თუ დაუშვებენ, ხომ საერთოდ რა...)
ნადირი: კურდღელი, მელა, ტურა, იენოტი და მაჩვი
ეს გადაიკითხეთ, აქედან ზოგიერთ სახეობებზე ნადირობა მხოლოდ სანადირო მეურნეობებში ვრცელდება.
ამ შემთხვევაში ზოგადად ნადირობა დაშვებული, მტავარია პნევმოთი ნადირობა დაუშვან.
არგუმენტები მჭირდება,
რატომ უნდა დაუშვან პნევმატიკით ნადირობა !საქართველოს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N 18
2009 წლის 25 მაისი ქ. თბილისი
“ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე
”ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1999 წლის 3 ივნისის N 68 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი
1. ფრინველები
ა) რუხი ბატი Anser anser
ბ) თეთრშუბლა იხვი Anas penelope
გ) რუხი იხვი Anas strepera
დ) ჭიკვარა Anas crecca
ე) გარეული იხვი Anas platyrhynchos
ვ) ბოლოსადგისა იხვი Anas acuta
ზ) იხვინჯა Anas querquedula
თ) ფართოცხვირა Anas clypeata
ი) ხოხობი Phasianus colchicus
კ) კაკაბი Alectoris graeca
ლ) მწყერი Coturnix coturnix
მ) მელოტა Fulica atra
ნ) წყლის ქათამი Gallinula chloropus
ო) ჩიბუხელა Lymnocryptes minimus
პ) ჩიბუხა Gallinago gallinago
ჟ) ტყის ქათამი Scolopax rusticola
რ) ქედანი Columba palumbus
ს) გარეული მტრედი Columba livia
ტ) გულიო Columba oenas
უ) ჩვეულებრივი გვრიტი Streptopelia turtur
2. ძუძუმწოვრები
ა) ნუტრია Myocastor coypus
ბ) კურდღელი Lepus europaeus
გ) მაჩვი Martes meles
დ) ტყის კვერნა Martes Martes
ე) ქვის კვერნა Martes foina
ვ) მგელი Canis lupus
ზ) ტურა Canis aureus
თ) მელა Vulpes vulpes
ი) ენოტისებური ძაღლი Nyctereutes procyonoides
კ) ტყის კატა Felis silvestris
ლ) გარეული ღორი Sus scrofa
მ) შველი Capreolus capreolus
ნ) ენოტი Procyon lotor