vito რაც შეეხება გაზაფხულზე იხვზე ნადირობას.
ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელმაც სიმართლე, რომ
გითხრა თავიდან მეც გამაკვირვა! იხვზე ნადირობა ხდება ადრეულ
გაზაფხულზე მხოლოდ მამალზე (რუსულად Селезнь) და მხოლოდ
წყალზე მჯდარ მდგომარეობაში, რათა აფრენილ იხვს ვერ გაარჩევ
მამალია თუ დედალი. ამით აიხსნება რუსეთში და მის მოსაზღვრე
სლავურ ქვეყნებში გარეული დედალი იხვის მოშინაურების და მოვლის
დიდი ხნის ტრადიციები (подсадная утка).
ორნიტოლოგები ამას შემდეგ ნაირად ხსნიან, იხვებში საკმაოდ მწვავეა
შიდასახეობრივი ფარული კონკურენცია და დაწყვილების შემდეგ ეულად
დარჩენილი მამალი (დაბოღმილი, შურიანი ჩათლახი) ხშირად თავს ესხმის
დაოჯახებულ წყვილს, აწუხებს დედალს და ზოგ შემთხვევაში თუ იხელთა
მომენტი ანადგურებს ბუდეს.
თავის დროზე ჰანტერ.რუ-ს ჩათის აქტიური მწევრიც ვიყავი (გიგს13) და
ეს შეკითხვა არა ერთხელ დავუსვი რუს, ყაზახ, ბელორუს და უკრაინელ,
მონადირებს რაზეეც ზემოდ ხსენებული პასუხი მოაყოლეს.
ბ-მა გელა სიმონიანმა, ლევან სიმონიანის შვილმა კი შემდეგ ნაირად მიპასუხა,
ეს, ანუ გაზაფხულის ნადირობა, დაშვებულია იმ ქვეყნებში სადაც ბუდობს იხვი
და არა გადამფრენი ტრანზიტორია.
და ჩვენთან საბოლოოდ ვერ გამიგია, ბუდობს თუ არა იხვი?

ღპტ
გიგა