ბაზარი არაა ცოდოა,მაგრამ ერთ ამბავს მოგითხრობთ.. 5-6 წლისები ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი,როცა ბეღურა ვნახეთ გარეთ,დაჭრილი იყო,ფრთა ჰქონდა მოტეხილი და ეგრე დასთრევდა.ზამთარი იყო.შევიყვანეთ სახლში,ვაჭამეთ,დავბანეთ და რავი რა...დედაჩემიც დაბრუნდა სამსახურიდან ამასობაში.ფრთა დაუმუშავა,სტრეპტოციდი დაფქვა,მოაყარა და შეუხვია.ესე თუ ისე,გაზაფხულამდე ჩვენთან ცხოვრობდა ის ბეჩავი.
ერთი მზიანი დღეც გამოვიდა და ჩვენი ბეღურა გავიყვანეთ გარეთ,ესე ვთქვათ ვავარჯიშებდით ფრენაში..ორი-სამი მეტრი გაიფრინა და დაჯდა იქვე ეზოში.სანამ მივიდოდით ასაყვანად და ხელახლა ასაფრენად,გამოძვრა ეშმაკისეული და შესანსლა

როგორ გადმოგცეთ გასაგებ ენაზე არვიცი,მაგრამ მასე ღრმად და მტკივნეულად არაფერი დამმახსოვრებია!!! მის მერე კი მოგახსენებთ,რომ კატ-ეშმაკებმა ჩემი სიმპატია ვერ დაიმსახურეს!
იმის მომხრე არც მე ვარ,რომ სარეკლამოდ გამოიყენონ,მაგრამ რაც დახოცვას შეეხება,ყველაფერი ცოდოა და არა ნაკლები ცოდვაა იმ ბეღურის მოკვლაც კი რომელიც ყოველდღიურად კვდება! რავი,ყველა სულიერის მოკვლა,სასწორზე ერთნაირად მოგვეკითხება,სპილო იყოს თუნდ თაგვისა!!!