vatato ციტატა(vatato @ 7th May 2020 - 10:46 PM)

აირსოფტისაა წესით ეგ. პრობლემა მანდ გაზომვის და რაიმე პლასტმასის ბურთულების გამოყენებაში არაა, გაზომვით ზომავს, დაჟე მაგას აქვს ავტომატურ რეჟიმში სროლის ას სიჩქარის გაზომვა, რაც ჩვენს საქმეში პრაქტიკულად გამოუდეგარია - ნუ ეს გაზვიადებით მაგრამ.... გამოყენება შესაძლებელია მაგრამ ართულებს ცხოვრებას
პრობლება იწყება რეალური გამოყენებისას, ეგ არის გათვლილი დაბალ ენერგეტიკულ ფიშტოებზე. რომლებსაც არ აქვს დიდი ჰაერის გამოტყორცნა, PCP-ში კი ჰაერი გაცილებით მეტი გამოიტყორცნება (ნუ PP800- შეიძ₾ება იმდენს არ იფურთხება, მაგრამ თოფებში ვავა) ეგ კი იმისკენ მიგვიყვანს რომ დახურულ პლატმასის კონსტრუქციაში დიდი ჰაერის დარტყმის ტალღა მალე გამოიყვანს მწყობრიდან. მარტივი ენით რომ ვთქვათ მაგ ხლიპკი კონსტრუქციის შიგნით ჰაერის დიდი ტალღა შევარდება და გაფართოვდება რაც უარყოფითად იმოქმედებს კონსტრუქციის მდგრადობაზე...
მეორე პრობლემა შედარებით მარტივია ერთი შეხედვით და ბევრი ჩათვლის რომ უგულველსაყოფია, მაგრამ რეალში პრობლემებს შეგიქმნის, კერძოს ხვრელი რომელსაც ზუსტად უნდა დაუმიზნო... თუ არ დაუმიზნებ და ან წინ მოხვდება ტყვია ან უკან, მოკლედ დაზიანების დიდი შანსები გაქვს ხოლო გამოყენებისას დიდი გინების გამოცდილების მიღების შანსი გაქვს

მესამე პრობლემა ისაა რომ ეგ არაა ინდუქციური ამთვლელებით გაკეთებული, ანუ არის 3 ძირითადი გაზომვის მეთოდი
1) დოპლერის ეფექტი და ეგ გამოვრიცხეთ ეგეთ სისტემებში არ გამოიყენება და ძვირიანია
2) ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია - ანუ 2 ამთვლელია თავში და ბოლოში, ორივეს მიკრო მაგნიტური ველი აქვს, ტყვია ლითონისაა და მაგნიტურ ველში გავლისას იწვევს მაგნიტური ველის ცვლილებას რაც ამთვლელის მიერ ტყვიის გავლად აღიქმება - კაი იქნებოდა ეს მეთოდი გამოიყენებოდეს, მაგრამ რადგან აირსოფტისაა და აირსოფტში ლითონის მაგივრად პლასტიკატის ბურთულები გამოიყენება მაგნიტურ ველს აზრი არ აქვს. ანუ იმის თქმა მინდა რომ მილიანი ქრონოგრაფები არსებობს მაგრამ ელექტრომაგნიტური ინტერფერენციით ზომავენ (ნუ ეს როცა PCP-ზე და ჰარდ პნევმატიკაზე ვსაუბრობთ), იმის გამო რომ კონკრეტული ეგზემპლარი აირსოფტისაა და პლასტმასის ბურთებზეა გათვლილი გამოიყენება მესამე ათვლის მეთოდი
3) შუქ ამსახველი ამთვლელები რომლებიც თავში და ბოლოში ტყვიის ჩრდილს ხედავენ და მაგით აფიქსირებენ გაიარა თუ არა ტყვიამ, ყველაზე მარტივი და მუშა მექანიზმია ფეხებზე ჰკიდია რა გაიფრენს პლასტმასი რკინა თუ რაიმე სხვა, ერთადერთი პრობლემა აქვს პრიალა ზედაპირის მქონე ობიექტებზე (ანარეკლის გამო იბნევა და სწორად ვერ აღიქვავს ობიექტს ან საერთოდ ვერ აღიქვავს). იმის გამო რომ აირსოფტში გამოიყენება პლასტმასის და ჰაერის ტალღა დიდი არაა, სწორედ ეგ მეთოდია ყველაზე მარტივი მაგ ქრონოგრაფისთვის...
სხვათაშორის ეს მეთოდივე გამოიყენება სხვა დანარჩენ დიდ ქრონოგრაფებში, რქიან ან ჩარჩოიანს რომ ეძახიან, განსხვავება კი მაგ კონკრეტულ ქრონოგრაფსა და დიდ ქრონოგრაფებს შორის არის ღია სივრცე... ანუ ჰაერის ტალღა იფანტება და კონსტრუქციას არ ვნებს, პლიუს იოლია დამიზნება, შეიძლება დისტანციაზე დაყენება, მაგრამ მთავარი ისაა რომ ლულის ჭრილიდან 0.5 მეტრზე ახლოს მიტანა აუცილებელი არაა.
საქმე კი იმაშია რომ შუქ ამსახველი, ანუ ფოტოელემენტებზე დაყრდნობილი ამთვლელები ხშირად ლულიდან გამოსულ შეკუმშული ჰაერის ტალღასაც ჩრდილად ხედავენ (ძირითადად ინფრაწითელ რეჟიმში მუშაობენ ეგეთი ამთვლელები და ჩრდილებს უყურებენ და არა რეალურად ტყვიის ფორმას), შედეგად ძლიერი პნევმატიკიდან ახლოს სროლისას დიდი შანსია, ან ტყვიის წინ გამოდევნილი ჰაერის ტალღა აღიქვას ჩრდილად ან ტყვიის მერე წამოსული ჰაერის ტალღა...
მოკლედ გამოყენება შეიძლება, მაგრამ სანამ ეგეთ რაღაცეებს შენით დამოუკიდებლად იყიდი დაეკიხე აქ უკვე გამოცდილ ხალხს, დამიჯერე არავინაა შენი მტერი და არც შენ ხარ რაიმე სუპერ ახალის აღმომჩენი (შეიძლება გეგონა იაფიანი და იორღა არმოაჩინე და იმიტომაც იყიდე, აი სხვები კი შენნაირი იღბლიანები არ იყვნენ და იმიტომაც აქამდე სხვა რაცხაებს ყიდულობდნენ

)
აგერ ერთი გამოცდილება უკვე გაქვს... შენით იყიდე LUMAN-ის ტყვიები და გეგონა კარგი იყო, მეც და სხვებმაც გირჩიეს JSB-ზე გადადი ის უკეთესიო და შენ თვითონ აღიარებ ამ თემაში განსხვავებას რომ JSB გაცილებით უკეთესია
ბოლო ბოლო იგივე ჩინური 20-25$-იანი ღია ტიპის ქრონოგრაფებია უკვე ოხრად დაყრილი ალიექსპრესზე, თუ ფინანსებშია საქმე იმას გირჩევდით.... შენსავე დადებულ ვიდეოში დააკვირდი რაფერ დაფარფალებს ლულა მაგ ქრონოგრაფის წინ და აბა გამოთვალე რამდენი გასროლა დაგჭირდება სანამ ერთხელაც თვითონ ქრონოგრაფს დაუმიზნებ კარგად

მოკლედ იმედია მალე არ მოკლავ და კარგახანს გამოგადგება, თუმცა მაგ ქრონოგრაფს არცერთი გამოცდილი არ გირჩევდით თუ რჩევას იკითხავდი