giga2010
May 19 2020, 08:51 PM
vatato
პპ700 რა აქვს დასაწუნი?
რათქმაუნდა გემოვნების საითხია , მაგრამ იმის თქმა რომ პპ800 დიზაინით ჯობია და მჭიდი რომ აქვს უკეთესია მე ვერ დაგეთანხმები.
vatato
May 19 2020, 09:30 PM
გემოვნებაზე არ დაობენ, ჩემთვის PP800 უფრო მისაღებია დიზაინით. მჭიდი კი გაკრვეული კომფორტია
ja_ja
May 20 2020, 11:06 AM
ციტატა(vatato @ 19th May 2020 - 10:30 PM)

გემოვნებაზე არ დაობენ
100%-იანი ხარ... ჩემთვის მაგალითად ნუ გაგიტყდება და ეს შენი ახალი ტარი უფრო მიუღებელია ვიდრე თავისი ორიგინალი... მესმის შენ მოგწონს და ჩემს აზრს ნუ განიხილავ,
შეიძლება ძალიან უხეშ ვარიანტად ჩამითვალო, მაგრამ ნუ მიწყენ, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვავ, არაგფერი პირადული....
ჩემი გადასახედიდან - ეგ კონდახი რაღაც დიშოვკა ელიავას გამოთლილს უფრო გავს, აი ვაი ხის კარების ხელოსნები რომ არიან, მონჯღრეულ უფორმო კარფანჯარას რომ აკეტებენ ხოლმე იაფიანი მასალისგან და მერე მარილკით რომ ცდილობენ ხოლმე სიმდიდრე მისცენ და დამალონ თავისი გრეხები... აი ისეთი პონტია რა ჩემი თვალისთვის ახალბედა რომ იწყებს ვებ დიზაინერობას და საცოდავ ვებ გვერდზე ყველაფერს რომ შეტენის ხოლმე, GIF ანიმაციებს ბრჭყვიანლა რაცხაებს, უაზრო ფონს, დიდ ასოებს ას ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი ერთად ჩაყრილი პიცასავით რაღაც მწვერვალად რომ ჰგონია ხოლმე

აშკარად მასალად იაფფასიანი ხეა გამოყენებული ნუ აი პარკეტის მასალა ტიპა წიფელა (შეიძლება საერთოდ ფიჭვია, ვერ გავიგე რა მასალაა) ... მოკლედ ხის ფაქტურა აშკარად მიუთითებს რომ იაფიანი მასალაა, არაფერი განსაკუთრებული, ძალიან გლუვი მოხაზულობები, აშკარად ფორმების გამოყვანა გაჭირვებულია, დარწმუნებული ვარ უფრო მძიმეც არის და უხეშია ხელში შეხებისას, ხოლო ხელობნურად ზედმეტად გადაჯერებული ფერი მიუთითებს იმაზე რომ აი ხის ფაქტურის დამალვის მიზნით მარილკა ნამეტანი ზედმეტი იყო გამოყნებული, ან ნამეტანი მუქი...
მოკლედ კაცია და გემოვნება, მაგრამ ჩემთვის ეგ დერი, ეგ ფორმა და მასალის ფაქტურა უფრო იაფფასიან შესახედავს ხდის მაგ ფიშტოს....
vatato
May 20 2020, 12:19 PM
ჯა-ჯა გამარჯობა. ეს ტარი ახალი არ არის, არამედ გადაკეთებული ორიგინალია. სურათზე არ ჩანს კარგად, მაგრამ რეალში ბევრად უკეთესია და რაც მთავარია ხელში ზის კარგად.
ხომ იცი, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო

ყველას ვერ მოვთხოვ მოსწონდეს, რაც მე მომწონს. მთავარია რომ ჩემთვის არის მოხერხებული
vatato
May 22 2020, 08:50 PM
ყველას გამარჯობა
გუშინ მივიღე ქრონოგრაფი და საღამოს ასე ვთქვათ, გავქრონე ჩემი PP800.
მივიღე ასეთი შედეგები: (დაყოფილია 5 სროლაზე). ტყვიები JSB EXACT HEAVY DIABOLO 10.34gr.
სისწრაფე - ენერგია
1 –177.02 m/s - 10,5J---------------- 210 BAR
2 – 180,02 m/s - 10.85J
3 – 182,2 m/s - 11.12J
4 – 182,6 m/s - 11.17 J
5 – 188,2 m/s - 11.86J
6 – 193,2 m/s - 12.5J ----------------- 190 BAR
7 - 193,4 m/s - 12.53J
8 – 201,9 m/s - 13.65J
9 – 200,4 m/s - 13.45J
10 – 198,7 m/s - 13.22J
11 – 199 m/s - 13.26J ----------------- 180 BAR
12 – 214,9 m/s - 15.47J
13 – 214,8 m/s - 15.46J
14 – 222,6 m/s - 16.6J
15 - 226,4 m/s - 17.17J
16 – 229,6 m/s - 17.66J ---------------- 160 BAR
17 – 229 m/s - 17.56J
18 – 233 m/s - 18.18J
19 – 234,1 m/s - 18.35J
20 – 229,2 m/s - 17.59J
21 – 219,8 m/s - 16.181J ----------------- ~149 BAR
22 – 211,7 m/s - 15.01J
23 – 205,6 m/s - 14.16J
24 – 204,7 m/s - 14.03J
25 – 200,4 m/s - 13.45J
26 – 198,9 m/s - 13.25J ----------------- 110 BAR
27 – 192,3 m/s - 12.38J
28 – 190,8 m/s - 12.2J
29 – 187,4 m/s - 11.76J
30 – 185,7 m/s - 11.55J
31 – 181,8 - m/s -11.07J ---------------- 100 BAR
32 – 178,8 m/s - 10.7J
33 – 175,8 m/s - 10.35J
34 – 176,3 m/s - 10.41J
35 – 172,7 m/s - 10J
36 – 169,1 m/s - 9.57J ------------------- 90 BAR
37 – 166,9 m/s - 9.33J
38 – 165,2 m/s - 9.14J
39 – 162,3 m/s - 8.82J
40 - 161,1 m/s - 8.7J ------------------- 80 BAR
ასეთი შედეგები მივიღე 210-80 ბარის შუალედში და 40 გასროლით
MonSoon
May 22 2020, 09:30 PM
პლატოა დასაჭერი.
მემგონი სიჩქარე დაუწიო და პლატოზე მეტი გასროლაც იქნება. თუ სწორად ვატყობ ვერ იჭერს პლატოს იმიტო რო პატარა რეზიკი მოგნია მიზეზი.
სადღაც 170-130 ბარზე იქნება მაგ გრაფიდან გამომდინარე. მაგრამ გარკვევით არ ჩანს მაინც
nihontoman
May 22 2020, 09:30 PM
vatato კარგია. აშკარად არის პოტენციალი მაგ პატარა რეზერვუარიდან რაღაცის მიღებისათვის. ალბათ ურიგო არ იქნება აი ამაზე რომ იფქრო:
https://www.airgunsofarizona.com/parts/dian...-flight-hammer/შეამცირებს ჰაერის გადახარჯვას და შესაბამისად მოუმატებს გასროლების რაოდენობას. ამასთან, მაგ მრუდს თუ გაასწორებ რომ ასე თუ ისე პლატო მიიღო, ნაკლები გადახარჯვის ხარჯზე მეტი გასროლა გექნება ასე თუ ისე ერთი და იგივე სიჩქარით.
vatato
May 22 2020, 09:41 PM
ეხლა ამიხსენით დამწყებს, ეს მრუდი როგორ გავასწორო
MonSoon
May 22 2020, 09:46 PM
vatato ციტატა(vatato @ 22nd May 2020 - 10:41 PM)

ეხლა ამიხსენით დამწყებს, ეს მრუდი როგორ გავასწორო
ერთი ვარიანტი სიჩქარის დაგდება მგონია. მაგრამ იდეალურად არ გასწორდება იმიტო რო რედუქტორი არ აქვს. კარგ ვარიანტში 180-130 ბარებზე გექნება მეტნაკლებად ერთნაირ სიჩქარეები. მანდ ცხრილში ეხლა სიჩქარე დიდი უჩანს თავის რეზერვუარის მოცულობასთან და მაგ 180-130 ბარზე თანაბარ სიჩქარეებს ბევრს ვერ იჭერს. რეზერვუარის პატარა მოცულობის გამო მალე იწყებს ვარდნას სიჩქარის.
დააკელი სიჩქარე ერთი 150-160 ბარზე რო გქონდეს 170-180 მ/წ და მერე შეხედე როგორი იქნება.
ჩემი აზრით ესე სჯობს
giga2010
May 22 2020, 09:51 PM
მსუბუქი ტყვია აიღეთ და დაწიეთ სიჩქარე, შედარებით ნორმალურ პლატოს მიიღებთ.
ჩემი აზრით მაგ პისტოლეტს ბევრი გადაყოლა არ უნდა, პატარა დისტანციაზე სასროლი ფიშტოა და მანდ დიდი გაფანტვა არ ექნება
MonSoon
May 22 2020, 10:02 PM
ძაან პატარა რეზიკი აქვს. 50 ძაან ცოტაა. 100 რო ჰქონდეს უკვე სხვა სურათი იქნებოდა.
ja_ja
May 22 2020, 10:06 PM
vatato ციტატა(vatato @ 22nd May 2020 - 10:41 PM)

ეხლა ამიხსენით დამწყებს, ეს მრუდი როგორ გავასწორო
მაგ მოდელზე არცერთს გვიძალიჩია და კონკრეტულ რჩევებს ვერ მოგცემთ, ძIრითადად ეგეთ პაწუა თოფებში პრიამატოკის დროს მიმართავენ შემდეგ ხრიკებს (შენთან რომელი გაამართლებს ან რომელიმე საერთოდ გაამართლებს თუ აარა ადინ ჩორტ ზნაიტ)
1) დამრტყმელის შემსუბუქება და ზამბარის გაძლიერება
2) კლაპნის დაშლა და შიგნით არსებული კლაპნის ზამბარის ჩანაცვლება უფრო ძლიერით
3) გადამშვების რეგულირება, ან გაფართოება ან შემცირება
4) კლაპნის ფორმის შეცვლა
გაითვალისიწნე ყველა ამ მოდიფიკაციამ შეძლება არც არაფერი გაგიკეთოს და პირიქით დროც დაგაკარგინოს ფულიც და თოფიც გაგიფუჭოს
შენი გასროლებიდან რომ ავიღოთ ჩემის აზრით ჯერესერთი 210-ზე არ უნდა დაგეტენა, არამედ 200-ზე, და მაგას თუ მივიღებთ მხედველობაში შენი პლატო რეალში იწყება სადღაც მე-4 გასროლიდან და თავდება 30-31 გასროლაზე...
ანუ რეალში გამოდის 26-27 გასროლა პალტოში, პლატოს მინიმალური სიჩქარე გამოვა 182 ხოლო მაქსიმალური 234.. საშულაოდ ეგ არის 52 მეტრ წამის ცვლილება რაც სუპერ პუპერ სროლის დროსაც კი მხოლოდ მაგ სიჩქარეების ცხდომილება ვერტიკალში მოგცემს 5-6 სანტიმეტრ სიარულს ზემოთ ქვემოთ, პლიუს ამხელა ცდომილების გამო ნებისმიერ ვარიანტში იქნება ტვისტის მიმართულებით გადახრა სადღაც 1.5-2 სანტიმეტრით ჰორიზონტალში, ეს საუბარია 50 მეტრზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სიჩქარეებს უხეშად 220-ის დიაპაზონში, მე უფრო 25-30 მეტრზე ვიანგარიშებდი, მაგ შემთხვევაში აღწერილი დიაპაზონები მცირდება 2-ჯერ, ანუ ვერტიკალში 2.5-3 სანტიმეტრი, ხოლო ჰორიზონტალში 0.8- 1 სანტიმეტრი...
რავიცი ასატანი ცდომილებაა მაგ თოფისთვის, პროსტა კარგად აწონ დაწონე გიღირს კია ტუნინგზე ჩალიჩი? უფრო არ გააფუჭო საქმე
vatato
May 22 2020, 10:17 PM
ეს იარაღი არ აირს გათვლილი დიდ მანძილზე სროლისათვის, ნუ მაქსიმუმ 30 მეტრი და მგონი ეგ ცდომილება იქნება ასატანი. ხვალ ვეცდები მსუბუქი ტყვიებით შემოწმებას, საინტერესოა რას იზავს. დავტენი ხვალ 200-დე და ვნახოთ.
შეიძლება ხელიც არ ვახლო მართლა და რაც არის ამით დავამუღამო იგივე 25-30 მეტრი. ამ დღეებში ვეცდები M16-ც გავქრონო და ვნახოთ ის რა შედეგებს მომცემს
მადლობა რჩევებისათვის.
gela
May 23 2020, 11:40 AM
ციტატა(nihontoman @ 22nd May 2020 - 10:30 PM)

ვერ მივხვდი ეს რა პრონციპით მუშაობს
vatato
May 23 2020, 01:52 PM
Download 
ამ ბმუ;ზე ნახე აბა. ინსტალაციაა ნაჩვენები და შეიძლება უფრო მიხვდე
vatato
May 27 2020, 08:25 PM
დღეს ლულის კარგად გაწმენდის მერე ვისროლე მსუბუქი ტყვიები, Crosman premier hollow point 7.9gr შედეგები ასეთი მივიღე:
სიჩქარე ენერგია წნევა
1. 240.1 14.7 190 ბარი
2. 242.8 15
3. 251,8 16,1
4. 262 17,5
5, 263 17,6
6. 263,1 17,6 160 ბარი
7, 261,2 17,4
8, 254,1 16,4
9, 246,2 15,4
10, 243,1 15
11, 234,9 14 140 ბარი
12. 233,3 13,8
13, 224,8 12,8
14, 227,1 13,1
14, 218,3 12,1 110 ბარი
ja_ja
May 27 2020, 09:40 PM
რაცხა წინაზე უფრო მეტი გასროლა გქონდა... კი სხვა ტყვია იყო, მარა მგონი 25 გასროლამდე გამოდიოდა, აქ კი 10 გამოდის
vatato
May 27 2020, 09:52 PM
ხო, ეგ მეც შევამჩნიე, წინაზე უფრო მძიმე ტყვიით 25 გასროლა გამოდიოდა დაახლოებით, ეხლა კი 10. არ ვიცი
vatato
Jun 10 2020, 01:47 PM
მოკლედ დღეს მივიღე კროსმანის ოპტიკა პისტოლეტისთვის და კიდევ ერთხელ გამოვცადე ჩემი PP800, ამჯერად არ გამიქრონია, უბრალოდ მიზანში ვისროლე JSB exact heavy diabolo და Crosman Premier Hollow point . ნუ არ მოსწონს კროსმანის ტყვიები, JSB-ს კი მშვენივრად მიირთმევს, გამოვცადე 15 მეტრზე Bench Rest-ით. სამწუხაროდ არ გადამიღია. კმაყოფილი ვარ როგორც სამიზნით, ასევე სროლის შედეგებით.
giga2010
Jun 10 2020, 02:25 PM
vatato
მშვიდობაში. სულ ათიანებში
vatato
Jun 10 2020, 02:33 PM
ციტატა(giga2010 @ Jun 10 2020, 03:25 PM)

vatato
მშვიდობაში. სულ ათიანებში
მადლობა
ja_ja
Jun 15 2020, 04:17 PM
vatato ციტატა(vatato @ 10th June 2020 - 02:47 PM)

ნუ არ მოსწონს კროსმანის ტყვიები, JSB-ს კი მშვენივრად მიირთმევს,
სამწუხაროა მსოფლიო სტანდარტებისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს რაცხა ყველა თოფი JSB-ის ისვრის და სხვა ტყვიებზე ხრენ ზნაიტ რა ხდება, არა და საკმაოდ მაღალი დონისაა Crosman-ის ტყვიებიც, H&N-ისაც, Beeman, მაგრამ აი უმეტესობა თოფებისა JSB-ზე მუშაობას.... ან ტყვიაა უნივერსალური, ან ყველა მაგ ტყვიაზე აკეთებს ლულებს, ხრენ ზნაიტ
ცუდი ისაა რომ ნელნელა მონოპოლისტი ხდება, ვერც პლანეტარული მაშტაბით მოთხოვნილებებს გაწვდება ერთი ქარხანა და არჩევანიც როცა არ გაქვს ფასები იწყებს ზრდას
gela
Jun 15 2020, 10:06 PM
ციტატა(ja_ja @ 15th June 2020 - 05:17 PM)

მაგრამ აი უმეტესობა თოფებისა ОЫИ-ზე მუშაობას
კლავიატურას დავხედე და მივხვდი ჯიესბიზე იყო მუსაიფი, Alt/Shift კიდევ ერთხელ უნდა აგეკრიფა ჯაჯავ

ისე ჩემ პ15 ნამეტნავად ეამა კროსმანის პრემიერები, აი ხარბად შთანთქავდა
nihontoman
Jun 16 2020, 09:36 AM
ja_ja
აშკარად რკინაში რაცაა ეგ ტყვიები არაა მაღალი სტანდარტით დამზადებული. ამას წინ მეგობარს ვუნახე ულტრა მაგნუმები და ჯერ ხომ ყალიბის კიდეები ეტყობა 5 მეტრიდანაც რო შეხედო, მერე კაბებში აქვს ხანდახან წანაზარდები. ყველაზე მეტად კი მაინც ის არ მომეწონა, რომ თოფში რომ ვდებდით (ბენჯამინის რაღაცა ნიტრო პისტონი იყო), ზოგი მარტივად იდებოდა, ზოგი რთულად და ზოგი ვერც ჩავტენეთ. ნაგავიც ბევრი მოყვება :/
ამის საპირისპიროდ, კი ნახეთ მუყაოში რომ მსუბუქი პრემიერებია PP700-ით საკმაოდ კარგად მიფირნავს. მართალია გავრეცხე და ახლიდან "დავზეთე", მაგრამ არც თავიდან იყო ნამეტნავად ჭუჭყიანი და არც უაზრო ნაწიბური შემხვედრია. დიამეტრების სხვაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ja_ja
Jun 16 2020, 12:00 PM
gela ციტატა(gela @ 15th June 2020 - 11:06 PM)

კლავიატურას დავხედე და მივხვდი ჯიესბიზე იყო მუსაიფი, Alt/Shift კიდევ ერთხელ უნდა აგეკრიფა ჯაჯავ
ბლიაძ შემცა ამდენმა კლავიატურამ

პლიუს ტელეფონზე კიდევ სხვანაირად და ეტყობა ავურიე, კაი ჩავასწორებ ეხლა
vatato
Jun 19 2020, 08:32 PM
ციტატა(nihontoman @ Jun 16 2020, 10:36 AM)

ja_ja
მართალია გავრეცხე და ახლიდან "დავზეთე", მაგრამ არც თავიდან იყო ნამეტნავად ჭუჭყიანი და არც უაზრო ნაწიბური შემხვედრია. დიამეტრების სხვაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
რითი რეცხვათ და რას იყენებთ მერე დასაზეთად?
ამ დღეებში მივიღე QYS SPORTS DIABOLO STREAMLINED ტყვიები. 8.48GR ვიზუალურად რასაც ვუყურებ, შეიძ₾ება ითქვას რომ უნაკლოდ დამზადებულია ტყვიებია. ჩმივარდება ამ დღეებში და გამოვცდი
ja_ja
Jun 21 2020, 10:41 AM
გარეცხვას რა უნდა კაცოუ :-)
უბრალოდ ფრთხილად გადმოყარე ვთქვათ რაიმე პარკში, ჩაყარე სარეცხუ ფხვნილი, ჩაასხი წყალი და ფრთხილად შეაჯანჯღარე. მერე დაცალე, რამდენჯერმე წყალი გამოავლე და ეგააა...
ასევე გამორეცხე და ფამოაშრე კოლოფიც...
როდესაც ტყვია ჩამოირეცხება, გადმოყქრე ან ქაღანდის სალფეტკზე, ან პირსახოცზე და შეაშრე ფრთხილად რომ არ დაჭყლიტო... ასევე ეხლა.მზეა და მზე გამოიყენე, ან ფენი დაიხმარე, მოკლედ ნესტი არ უნდა დარჩეს თორე თეთრ ოქსიდის ფხვნილს გაიკეთებს და გააფუჭებს ტყვიებს...
როცა გაშრება, ფრთხილად გადმოყარე კოლოფში, ან რაიმე მაგდაგვარ ჭურჭელში და ზემოდან დააწვეთე რამდენიმე წვეთი სიკიკონის ზეთი...
ნელნელა ატრიალე ჭურჭელი წრეზე, ან შეაფრთხიალე რომ გადანაწილდეს ყველაზე ზეთი და თხელი დამცავი ფენა გაიკეთოს. ვსიი
მანქანის ზეთი და საჭმლის ზეთი არ გამოიყენო,, პლიუს საჭმელ ზეთს ღია ჰაერზე კრისტალიზაციის და გაქვავების მიდრეკილება აქვს
koba1973
Jun 21 2020, 12:15 PM
ციტატა(ja_ja @ 21st June 2020 - 11:41 AM)

მანქანის ზეთი და საჭმლის ზეთი არ გამოიყენო,, პლიუს საჭმელ ზეთს ღია ჰაერზე კრისტალიზაციის და გაქვავების მიდრეკილება აქვს
მეზობელმა შეზეთა საკერავი მანქანა მზესუმზირის ზეთით. ძლივს ავამუშავე. ბენზინში ვალბე კაი ხანი და ისე.
vatato
Jun 21 2020, 12:33 PM
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.