დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რჩევა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
vatato
გამარჯობათ ფორუმელებო. ალბათ ბევრი გეკითხებათ რჩევას იარაღის არჩევის თაობაზე. აქამდე მხოლოდ გამო-ს მიერ წარმოებულ თოფს ვიყენებდი (ლულის გადატეხით, ზამბარაზე). გადავწყვიტე პცპ=ზე გადასვლა და მჭირდება თქვენი რჩევა. მინდა დაახლოებით 1400-1500 ლარის ფარგლებში იარაღის არჩევა (80%მიზანი/20%ფრინველი). პირადად ბულპაპი მომწონს დიზაინით, თუმცა კლასიკურ ვარიანტსაც განვიხილავ. რა თქმა უნდა 0.177 კალიბრის
pilotina
artemis P 15
vatato
ციტატა(pilotina @ Apr 15 2020, 06:12 PM) *
artemis P 15


კრალზე რას მეტყვით? Puncher break W?

ბრიტები და ამერიკელები არ აქებენ P15-ს. ძირითადში ლულების გამო
giga2010
ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 04:07 PM) *
80%მიზანი/20%ფრინველი

გამარჯობა. კეთილი იყოს პცპ სამყაროში თქვენი შემოსვლა.
რადგანაც 80 პროცენტს უთითებთ მიზანში სროლას, აქ ბულპაპი ნაკლებად გამოგადგებათ. თუმცა შესაძლებელია მიჩვევა და კარგი შედეგების მიღებაც. ბულპაპი ძნელია ქაღალდზე სასროლად, ან ბევრი ვარჯიში და შრომა ჭირდება.
კლასიკურ ვარიანტში კარგი გამოხმაურება აქვს მ16 და მ16ა, მაგრამ არცერთან მე პირადად არ მქონია შეხება და გამიჭირდება რამე გირჩიოთ.
მ16 ა ზე გაითვალისწინეთ, რომ კოლბიანია და ხელის ტუმბოთი ძალიან გაგიჭირდებათ. ზოგადად ხელის ტუმბოც მოსაბეზრებელია როცა ქაღალდზე ისვრი, მალე თავდება ჰაერი რეზერვუარში და ხელახლა გიწევს დატენვა. მითითებულ თანხაში აჯობებს იარაღთან ერთად გაითვალისწინო ბალონიც
vatato
ბალონი სად შეიძლება დავატუმბინო? ბალონს მეც ვფიქრობ, მაგრამ ძვირია და ჯერ თავს შევიკავებ ალბათ. კოლბიანი იარაღები არ მომწონს დიზაინით. შეიძება უფრო მეტი გასროლის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივიც საკმარისი იქნება. მცირე კალიბრიანით ერთ შეკვრაზე მეტს არც ვისროდი (50). მთავარია რომ მომეოწონოს ხმარების პროცესში იარაღი.
giga2010
ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 08:46 PM) *
ბალონი სად შეიძლება დავატუმბინო? ბალონს მეც ვფიქრობ, მაგრამ ძვირია და ჯერ თავს შევიკავებ

ბალონი ჯაჯასთან იტენება. მითითებულ თანხაში მგონი რომ ჩაეტევით.
ცეცხლსასროლთან შედარებით პცპ პნევმატიკა ბევრად მეტს გაგასროლინებთ, თუ მარტო სანადიროდ არ გინდათ.
vatato
მაგ თანხაში არა მგონია ბალონიც მოვიდეს, 600 ლარზე ქვემოთ ვერ ვნახე, მარტო თოფი 1000 ჯდება, პლიუს ოპტიკა

ჯაჯასათან სად ? რომელ უბანშია?
giga2010
ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 09:05 PM) *
ჯაჯასათან სად ? რომელ უბანშია?

ამ პერიოდში არამგონია რომ დაგიტენოს, ზოგადად არასდროს არ ყოფილა პრობლემა ბალონის დატენვა. ეგეც ცალკე საფასური ღირს.
დაზუსტებით შეგიძლია მიწერო თავად ჯაჯას პირადში.
თავს არ გახვევთ, შესაძლებლობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტეთ, მე მხოლოდ გირჩიეთ
vatato
მესმის რომ თავს არ მახვევთ smile.gif მეც ვხვდები რომ ბალონი უფრო გამართლებულია, ვიდრე ხელის ტუმბო, მაგრამ ეგ მომავლისთვის უფრო ალბათ smile.gif

მივწერ ჯაჯას

მადლობა
vatato
Umarex Gauntlet-ზე რა აზრის ხართ? გამოგიყენებიათ ვინმეს?
giga2010
ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 10:06 PM) *
Umarex Gauntlet-ზე რა აზრის ხართ? გამოგიყენებიათ ვინმეს?

ისიც ასევე კოლბიანი. ჩემი აზრით უხარისხო ნაკეთობაა, შეხება მქონია, მაგრამ არ მისვრია. საკმაოდ გრძელია თოფია
vatato
ციტატა(giga2010 @ Apr 15 2020, 10:29 PM) *
ისიც ასევე კოლბიანი. ჩემი აზრით უხარისხო ნაკეთობაა, შეხება მქონია, მაგრამ არ მისვრია. საკმაოდ გრძელია თოფია


გასაგებია, ცუდია როცა შეზღუდული ბიუჯეტით რამე კარგი გინდა smile.gif
giga2010
vatato
პნევმატიკა, განსაკუთრებით პცპ. ერთი თუ მოგეწონათ , თავს ვეღარ დააღწევთ. სულ უკეთესი და მეტი მოთხოვნილებები უჩნდება ადამიანს.
მოიკითხეთ მეორადი პცპ. იქნებ ჩაეტიოთ ბალონიანად, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ ბალონის დატენვაც ეხლა პრობლემაა და ისე არ გამომივიდეს, რომ ვერ შეძლოთ დატენვა
vatato
მეორადი ვნახე ერთი კრალი, გამო და პ15, პ15 ბალონთან ერთად არის პლიუს ოპტიკა ორფეხა და 1900 ლარი ღირს, გამო და კრალი (ოპტიკით) 1100ლ. როგორც გავიფე რედუქტორის დაყენება შესაძლებელი ყოფილა პცპ თოფებში. თვითონ სისტემა სადღაც 100 დოლარი ღირს
giga2010
vatato
ესე ვერაფერს გირჩევთ. უნდა ინახოს ოპტიკაც, ბალონიც(არ უნდა იყოს ვადაგასული და გადაკეთებული) და რაც მთავარია თოფია სანახავი.
არ მგონია ნორმალური ოპტიკა იყოს 100 ლარის ფარგლებში, სადღაც ოპტიკები რომელიც შეიძლება რომ გირჩიოთ მინიმუმ 400 ლარიდან იწყება
giga2010
ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 11:08 PM) *
მგონი შეგაწუხე უკვე

არანაირად არ ვწუხდები.
1. პ15 რაც შეეხება, მე პირადად მეძვირება. ახალი თოფი მგონი 1100 ლარი ღირს, სოშკები 60 ლარი ღირდა( მე პირად ვერ ვიყენებ სოშკებს) ხელის ტუმბოც მგონი 350 ლარი. ოპტიკაც დიდი არაფერი, ალბათ ალიქსპრესზე 100 დოლარი
2. კრალი პუნჩერი არაა ცუდი ვარიანტი, რადგანაც ორ კალიბრში, ანუ ორი ლულით. კრლას არ აქვს რედუქტორი, თუმცა გასროლები პლატო ქარხნულად ნორმალური აქვს(სიჩქარეებს ვგულისხმობ) ზუსტი სროლისთვის წესით წირდება რედუქტორი, სანადიროდ გამოგადგებათ.
3. პ15 იგივე, ბალონით, აქ რატომღაც მიჭირს გირჩიოთ ბალონი, რომელიც შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო და შეიძლება ჯაჯამაც არ დაგიტენოთ, პლიუს პატარა მოცულობის ჩანს და ბევრჯერ ვერ დაგიტენით თოფს. ოპტიკა არ ვარგა, მგონი ელიავას ბუშნელია
4. გამო კოიოტი. ისიც ასევე ურედუქტოროა,შესაძლოა ეყენოს რედუქტორი, არ ვიცი. შედარებიტ პატარა რეზერვუარი აქვს და გასროლებიც ნაკლები
მე მხოლოდ ზოგადად დავახასიათე, რჩევა მიჭირს კონკრეტულად
vatato
გამო კოიოტს უწერია აღწერაში BALANCED AND TUNED VALVE, როგორც ვიცი ეგ არის იგივე რედუქტორი. ამას რომელი წლის მოდელი აქვს გასაყიდად არ ვიცი. ხვალ დავურეკავ და ვკითხავ smile.gif

ნუ დიდი ბალონი სატარებლადაც ძნელია smile.gif სამჯერ მაინც თუ დატენის, მგონი ცუდი არ იქნება smile.gif

აქ არის კარგად აღწერილი რედუქტორის BALANCED VALVE-ს მუშAობის პრინციპი
https://hardairmagazine.com/ham-columns/bal...yre-here-today/
MonSoon
vatato
ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 12:17 AM) *
BALANCED AND TUNED VALVE

არ არის ეგ რედუქტორი.
ეგ უფრო არის ასე ვთქვათ მეორადი დარტყმების არმოსაფხვრელად და გასროლების გასაზრდელად.
რედუქტორი სხვა არის.

მოკლედ კოიოტი ჩვეულებრივი პრიამატოკი სისტემაა რედუქტორის გარეშე.
vatato
ციტატა(MonSoon @ Apr 16 2020, 12:28 AM) *
vatato

არ არის ეგ რედუქტორი.
ეგ უფრო არის ასე ვთქვათ მეორადი დარტყმების არმოსაფხვრელად და გასროლების გასაზრდელად.
რედუქტორი სხვა არის.

მოკლედ კოიოტი ჩვეულებრივი პრიამატოკი სისტემაა რედუქტორის გარეშე.


რედუქტორის აღწერა ვერ ვნახე ვერსად ინტერნეტში, გაქვთ ვინმეს რამე სასარგებლო ბმული?
MonSoon
vatato
ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 12:43 AM) *
რედუქტორის აღწერა ვერ ვნახე ვერსად ინტერნეტში, გაქვთ ვინმეს რამე სასარგებლო ბმული?


კარგათ დააკვირდი ამ პოსტს, ნახატებიდან წაიკითხე. თუ რამე კითხვა გაქვს იკითხე. ჯაჯას 174_ე პოსტი ნახე შუაშია სადღაც. Feb 18 2018, 11:00 PM_ზე დაპოსტილი.


http://www.airgun.ge/forums/index.php?show...3693&st=160
vatato
მადლობა დიდი
vatato
მოკლედ ბევრი ტვინის ჭ*ლეტვის მერე შევარჩიეს ეს მოდელი:https://www.mymarket.ge/ka/pr/15898539/pnevmaturi-iaraRi/PCP-Puncher-Breaker-W-kral-panCeri
დღეს უნდა ვნახო და თუ მომეწონება, აუცილებლად ავიღებ smile.gif
vatato
მოკლედ ვიყავი ვნახე, დიზაინით კარგია, მაგრამ ეტყობა პატრონს ფეხებზე ეკიდა, მოუვლელი იარაღია, თან არც იცის როდის აქვს ნაყიდი, ეჭვი მაქვს რომ ძველია, თუმცა როგორ გავიგო?

თუ იცით, PUNCHER BERAKER W მოდელი რომელი წლიდან გამოდის? ღირს ორი ლულის გამო მისი ყიდავ? (ორი ლულა მოყვება)
vatato
მოკლედ და კონკრეტულად, ბევრი ფიქრის და მკითხაობის მერე, გადავწყვიტე რომ ვიყიდო SPA Artemis M16 და ხვალ გრიგოლს უნდა ვესტუმრო smile.gif

ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა, ყველაზე გამომდგარი ტყვიები რომელია? თუ ინდივიდუალურია ?
giga2010
ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 07:50 PM) *
SPA Artemis M16

საინტერესოა, მ16 მეც მაინტერესებს. შემდგომში თუ გაგვიზიარებთ შედეგებს კარგი იქნება.
ტყვიებს რაც შეეხება, საუკეთესო ვარიანტია ჯსბ 0.67 გრამი და ჯსბ 0,54გრამი.
vatato
შედეგებს აუცილებლად გავაზიარებ, ცოტა ჩაწყანრდეს სიტუაცია, რომ გავიდე გარეთ და კარგად შევამოწმო. ერთი შეკითხვა მაქვს, არ გაგეცინოთ ოღნდ. პნევმატიკა არასოდეს არ გამისწორებია ლაზერის გარეშე, რომელი სამწუხაროდ აღარ მაქვს. როგორ მოვიქცე?
userman
ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 08:51 PM) *
შედეგებს აუცილებლად გავაზიარებ, ცოტა ჩაწყანრდეს სიტუაცია, რომ გავიდე გარეთ და კარგად შევამოწმო. ერთი შეკითხვა მაქვს, არ გაგეცინოთ ოღნდ. პნევმატიკა არასოდეს არ გამისწორებია ლაზერის გარეშე, რომელი სამწუხაროდ აღარ მაქვს. როგორ მოვიქცე?


ოპტიკის დაყენებას და გასწორებას გულისხმობთ ალბად ...
vatato
ციტატა(userman @ Apr 16 2020, 09:07 PM) *
ოპტიკის დაყენებას და გასწორებას გულისხმობთ ალბად ...


კი, ოპტიკა დაყენება და გასწორება მაინტერესებს. აქ საერთოდ არაფერი არ მაქვს
MonSoon
vatato
ლაზერით პირველად გავიგე ვინმე ასწორებდეს.

ცოტათი ცოდნაა საჭირო ოპტიკის და ლაზერი სულ არაა საჭირო. რახან ლაზერითაც ასწორებდით ესეიგი ოპტიკაც ასე თუ ისე იცით. მაშინ ლაზერი არ გჭირდებათ, მთავარია სად ხვდება ის დაინახოთ და მის მიხედვით შეიტანთ შესწორებას ოპტიკაზე
vatato
ეგ ხო, უბრალოდ აქ სროლის შანსი ჯერ არ მაქვს და უკე აღარც იარაღის ყიდვის, ხვალ იკეტება ყველაფერი, არა ტრანსპორტი, არაფერი
vatato
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო smile.gif დრეს დილით მოვასწარი მირბენა ბ-ნ გრიგოლთან და გავხდი M16-ის ბედნიერი (იმედია smile.gif) მფლობელი. სურათს არ დავდებ, ალბათ ყველამ იცით თუ როგორ გამოიყურება. პირველი რაც თვალში საცემია, ეს არის შესრულების ხარისხი. (თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი ხარისხით დამზადებული კონდახი, არანკლებ 300 მწავნე ეღირება. 13 წელი იქ ვცხოვრობდი). იარაღის ხელში აღებისას სასიამოვნო განცდა გეუფლება, იმდენად კარგად არის შესრულებული. ფასკა ერთი შეხედვით ნორმალური ჩანს. ფანრის და გამადიდებელი შუშის საშუალებით დავათვალიერე. რეალობაში რა იქნება, არ ვიცი ჯერ smile.gif
იარაღის გარდა ავიღე ოპტიკა 6-24X50AOEG. რა თქმა უნდა ჩინური smile.gif თუ ვინმეს გაქვთ ასეთი იქნებ მითხრათ, თუ როგორია და ავიღე აგრეთვე ხელის ტუმბო, რომელსაც მოჰყვა ფილტრები, რაც ხელში უშლის წყლის მოხვედრას რეზერვუარში. ტუმბოც და ოპტიკაც ბ-ნ გრიგოლის რჩევით ავიღე. თუმცა ანალოგიური პარამეტრების ოპტიკას ინგლისელებიც აქებდნენ. მთავარია ჩვენ როგორ გამოვიყენებთ. იარაღი მოვიდა დატენილ მგდომარეობაში. ისარი მანომეტრის მწვანე ზოლის შუაშია. სამწუხაროდ ეხლა არ მაქვს სროლის და შემოწმების საშუალება.მაგრამ როგორც კი დროს ჩავიგდებ ხელში. ეგრევე მოგაწვდით ინფორმაციას.

ოპტიკა იარაღზე არ დამიმონტაჟებია სახლის პირობებში არასოდეს, თუ რამე კარგი რჩევას მომცემთ, მადლობელი ვიქნები.
userman
vatato

გილოცავთ შენაძენს ! სიკეთეში და კაი გართობაში .

ოპტიკის დაყენებისას თარაზო უნდა გამოიყენოთ , ასევე სადმე კედელზე დახაზავთ ჯვარს თარაზოს გამოყენებით და გახედავთ ოპტიკიდან და ოპტიკის ჯვარი და დახაზული ჯვარი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს .

შემდეგ უნდა ისროლოთ და იმის მიხედვით უნდა გაასწოროთ .
vatato
მადლობა
vatato

საინტერესო ვიდეოა, თუ როგორ დავაყენოთ ოპტიკა ყოველგვარი ინსტრუმენეტების გარეშე. მგონი ყველას გამოადგება
giga2010
vatato
გილოცავთ შენაძენს. სულ ათიანებში და თანაც იქსებით. smile.gif
კარგია რომ მოგწონთ და იმედი მაქვს გაამართლებს. ოპტიკის დამონტაჟება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, არის ბევრი ვიდეო და შეათვალიერეთ.
ყველას ვისაც ვიცნობ აქ, უმეტესობამ თავად მოარგო ოპტიკა, მთავარია ჯვარი იდგეს ვერტიკალზე თოფთან მიმართებაში.
MonSoon
vatato
ინსტრუმენტები ისედაც არ გჭირდება იმაზე მეტი ვიდრე მაგ ვიდეოშია გამოყენებული გარდა თარაზოსი. მანდ ახალს არაფერს ამბობს.

ეგრე ხელით რო გაასწორო ბადე შეიძლება დახრილი იყოს, თვალით ძნელია პლიუს მაგას ოპტიკის გადაჭერისას კიდევ მოძრაობს ოპტიკა. ამიტომაცაა საჭირო თარაზო. და წინ კედელზე დახაზული რამე, ან უბრალოდ ტარაზო მაინც. ეგ ეტაპები გავლილი გვაქვს და მაგიტო გეუბნებიან რო საჭიროა თარაზო.

გარდა მაგისა ვიდეოში ასწორებს ლეუპოლდის ოპტიკაზე ლეუპოლდისვე სამაგრებით. ალბატ ხვდებით რა ხარისხზეცაა საუბარი. თქვენ და ჩვენ უმეტესად ვიყენებთ ბიუჯეტურ სამაგრებს ამიტომაც ლუფთები აქვს გვინდ აარ გვინდა.

თან ოპტიკა სანადიროა და ცეცხლსასროლზე დგება რომელის ტყვიასაც ბევრდად სწორი ტრაექტორია ვიდრე პნევმატიკას თან დიდი მანძილებზე არ მოუწევს სროლა. პნევმატიკაში კიდევ შეიძლება ჯვრის ქვემოთ 8 წერტილი გამოიყენო და ეგრე ზერელედ დაყენებული მაგ ვიდეოს მიხედვით ოპტიკა არ გამოდგება. მნიშვნელოვანია ჯვრის ვერტიკალური ბადე იყოს მაქსიმალურად ვერტიკალურად. რამდენდჯერაც ეგრე დავაყენე თვალით გასწორებით, 80 % არასწორედ იყო.
vatato
საღამო მშვიდობისა. თითქოს გავასწორე და ჯვარი დგას ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, შევამოწმე კედლის (ვერტიკალი) და აივნის (ჰორიზონტალი) წიბოზე. თვალით თითქოს კარგად დგას. მიზანში სროლისას (დაახლოებით 7 მეტრი, სახლში მეტის საშუალება არ მაქვს თან მარტო ვცხოვრობ და მაქვს საშუალება ვისროლო მოდერით) ჯვარი ყუთზე დახაზულ ჯვარს ემთხვევა, მაგრამ სროლისას ამ მანძილზე მიაქვს ქვევით 35მმ და მარჯვნივ 25 მმ. 5 ტყვია ლუმენ 0.67გ ჩაჯდა 18მმ-ში. ხვალ შევამოწმებ მოდერის გარეშე. ვნახოთ რას იზავს
userman
ციტატა(vatato @ 17th April 2020 - 08:25 PM) *
ტყვია ლუმენ 0.67გ ჩაჯდა 18მმ-ში.


თუ გინდათ , რომ თქვენს სანაქებო პცპ -ზე გული არ აგიცრუვდეთ , მაგ ტყვიებს შეეშვით .
giga2010
vatato
დავეთანხმები userman -ს. გასართობად და გაჭირვებაში შეიძლება ისროლო, მაგრამ თოფის პოტენციალს ვერ გაიგებთ.
მარტო მოდერის მოხსნა დაყენებით ვერ გაიგებთ სიზუსტეს, სიჩქარეებიც უნდა შეურჩიოთ. მთავარი მაინც ტყვიაა, გირჩევ ჯსბ 0,67გრამი სცადოთ და მის მიხედვით საუკეთესო სიჩქარეზე მოარგოთ.
7 მეტრზე ალბათ 7მმ იქნება საუკეთესო სიჩქარე
vatato
გრიგოლს არ ჰქონდა ჯსბ და მაგიტომ ავიღე ლუმენ 0.68გრამი, (წინა პოსტში შემეშალა) და კროსმან Hollow point 7.9gr. ეხლა თან სად ვეძებო ჯსბ ტყვიები, ალბათ უფრო მომავალი კვრიდან დავძებნი, ცოტა რომ გაიხსნება სიტუაცია.
giga2010
vatato
ვატო კარგი იქნება თუ ლულასაც გაწმენდთ, ქარხნულად კარგად ტაოტიანი მოდის
vatato
სურათი როგორ მივაბა? (ბმულის გარეშე)

ლულას ხვალ გავწმენდ, უბრალოდ ფლანელი რომ გამოვატარო რამოდენიმეჯერ, ეყოფა მგონი. ჯერ სხვა არაფერ არ მაქვს
MonSoon
vatato
ციტატა(vatato @ 17th April 2020 - 10:14 PM) *
სურათი როგორ მივაბა? (ბმულის გარეშე)

ამ საიტით
https://imgur.com/upload?beta

სურათის ატვირთვის შემდეგ, ფოტოზე მაუსის მიტანის შემდეგ Get share links


შემდეგ
BBCode (Forums) დააკოპირეთ ამ ფორუმის დასაპოსტ ველში.

2–3 და მეტი სურათის შემტხვევაში სათითაოდ უნდა გააკეთოთ იგივე პროცედურა.
vatato
გასაებია, მადლობა

https://imgur.com/UdvnkVH

ესეც ჩემი მ16, პირდაპირ ვერ ჩავსვი სურათი
koba1973
vatato
მშვიდობაში.
სიმპათიურად გამოიყურება.
მასეთი ოპტიკა მაქვს, კრალს მოყვა. კმაყოფილი ვარ ნორმალურია.
ja_ja
vatato
მშვიდობაში, ახლა მაგას პიუ-პიუ უნდა... ოღონდ ფრთხილად ახლა ისეთი აკრძალვებია რაიმე ხიფათს არ გადაეყარო
vatato
ციტატა(ja_ja @ Apr 19 2020, 11:57 AM) *
vatato
მშვიდობაში, ახლა მაგას პიუ-პიუ უნდა... ოღონდ ფრთხილად ახლა ისეთი აკრძალვებია რაიმე ხიფათს არ გადაეყარო

გამარჯობა ჯა-ჯა, რა აკრძალვებია და სად შეიძლება გავეცნო?


ციტატა(koba1973 @ Apr 19 2020, 10:42 AM) *
vatato
მშვიდობაში.
სიმპათიურად გამოიყურება.
მასეთი ოპტიკა მაქვს, კრალს მოყვა. კმაყოფილი ვარ ნორმალურია.


თავისი ფასის კვალობაზე ნორმალური ოპტიკაა, სუფთად ჩანს ყველაფერი ყველანაირ გადიდებაზე და მანძილზე.

პიუ-პიუ კი უნდა მარა ეხლა სად გავიდე smile.gif
userman
ციტატა(vatato @ 20th April 2020 - 12:22 AM) *
პიუ-პიუ კი უნდა მარა ეხლა სად გავიდე


ხოოდა ეგ იგულისხმა აკრძალვებში ჯაჯამაც .
vatato
ციტატა(userman @ Apr 20 2020, 12:40 AM) *
ხოოდა ეგ იგულისხმა აკრძალვებში ჯაჯამაც .

ნუ სხვა თუ არაფერი, მაშინ კარგია smile.gif ასეთ დროს არამგონია ჭკუათმყოფელი ადამიანი სადმე გავიდეს smile.gif
პატარა ბალონის შოვნა თუ შეიძLება იაფად ?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.