vatato ციტატა(vatato @ 8th May 2020 - 05:03 PM)

ტყვიით არა, ლაზერით ვასწორებ. მოვუშვი ასე რომ ვთქვათ
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ - შეეშვი ვირტუალურ სამყაროს

მოხსენი და გადააგდე ეგ შენი ლაზერის სამიზნე გასასწორებელი. მაგით ატყუებენ ხალხს მაღაზიებში, აჯერებენ რომ მაღაზიის პირობებში 5 მეტრიან დახლზე თოფს ასე ვთქვათ ZERO-ზე დაუსვავენ - სისულელეა ეგ ყველაფერი
ცეცხლსასროლი თუ კიდევ გაპატიებს რაღაც დონემდე ეგეთ დეტსკი სადის თამაშებს იმიტომ რომ სიჩქარე სხვა არის და ტრაქტორია გაცილებით უფრო სწორეა, აი პნევმატიკა მაგას არასდროს გაპატიებს...
იმისათვის რომ კლიკებით გაასწორო ოპტიკა, ჯერ უნდა იცოდე რა დისტანციაზე გაქვს თოფი გასწორებული, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ დაივიწყე შენი საყვარელი 6 მეტრი 7 მეტრი, ან ერთხელ სადღაც ნახსენები ზუსტად გაზომილი 6.8 მეტრი, არასერიოზულია ეგ ყველაფერი. მინიმალური დისტანცია გასასწორებლად, ან ჯგუფის გასაზომად, ან თოფის რას აკეთებს იმის გასაგებად არის 25 მეტრი, რეალში კი 50 მეტრი
შესაბამისად რა ნოლიც არ უნდა დასვა 7 მეტრზე, ვერაფრით გაიგებ რა ხდება 50 მეტრზე, იცი რატომ? პატარა ნიუანსი გაკლდება, არ იცი რეალურად რა სიჩქარით ისვრი ტყვიას
აი დაჟე 7 მეტრზე რომ ასწორებდე თოფს მაშინაც კი შეიძლება გაიგო 50 მეტრზე რა უნდა დაუმიზნო, ან რამდენი კლიკი უნდა გააკეთო, მაგრამ ამისთვის უნდა იცოდე სიჩქარე, შედეგად მერე სიჩქარე ტყვიის წონა შეგყავს ბალისტიკურ კალკულატორში, ის გიხაზავს ტყვიის ფრენის მრუდს და იმის მიხედვით უკვე შეიძლება გაგება
შენ ეხლა რეალში ხელზე რა გაქვს? ლაზერული სანიშნებელი და მორჩა დანარჩენი ვირტუალური ფიქრები, თუ ოცნებები, თუ რავიცი რაც ჰქვია, არცერთი რეალური ასათვლელი მათემატიკური ალგორითმის მონაცემი არ გაქვს... რაფერ გინდა შეიყვანო ბალისტიკურ კალკულატორში ლაზერული სხივი? ეგეთი პარამეტრი არ არსებობს

(ნუ აქ ცოტა ვიტყუები, მაგრამ მარტო სხივის მონაცემები არ გაძლევს არაფერს, დეტალებში ჩასვლა არ მინდა თორემ 2-3 გვერდი უნდა დავწერო

მეზარება ცოდო ვარ

)
გაითვალისწინე ლულის მიმართულება და ოპტიკის მიმართულება ერთმანეთს არ ემთხვევა, თუ ჩავთვლით რომ ლულა პირდაპირ სწორად იყურება, ოპტიკას ყოველთვის ცხვირი ქვემოთ აქვს ჩამოწეული, არასდროს არაა ლულის ხაზის - მათემატიკულრად რომ ვთქვათ "ვექტორის" პარალელური
ჩამოქაჩე
Chairgun-ი მაინცა, საწყისად ეგეც გამოგადგება, თუმცა უფრო ნავაროჩენებიც არსებობს (ნუ ეგ უკვე ძველი სოფტია და შეიძლება ასევე მოგთხოვოს JAVA-ს დაინსტალირება, მაგ შემთხვევაში დააყენე შესაბამისი
ვერსია ამ ლინკიდან )
შედეგად გამოვიდოდა რომაააა 10.3 გრეინიანი JSB-ის ტყვია გასწორებული 7 მეტრზე და 280 მეტრ წამით... 50 მეტრზე ძალიანაც კარგად უნდა სწორდებოდეს ოპტიკაში, ჩათვალე რომ ეგ იგივეა რეალური ნოლი გაასწორო 84 მეტრზე

ამას კი უკვე სურათებზე გაჩვენებ...

ზედა სურათზე ჩანს პარამეტრები რაც შევიყვანე, შენც გაქვს ნაწილი ხელთ, მაგალითად როგორიცაა ტყვიის წონა და გასანოლებელი მანძილი, მაგრამ არცერთმა არ ვიცით რეალში რა სიჩქარე გვაქვს და მაგის გარეშე ფორმულა არ მუშაობს, ნუ ვთქვათ 280-ით ისვრის შენი ფიშტო, მაშინ აი ასეთ მრუდს მიიღებ

იმედია კარგად ხედავ რომ 7 მეტრზე განულებული თოფი იძლევა მეორე ნოლსაც ანუ ტყვია ზემოთ მიმართული ლულის გამო ჯერ ზემოთ მიდის ოპტიკის ბადის მიხედვით, მერე გრავიტაცია ძირს ექაჩება და ჰაერის წინაღობა სიჩქრეს აკარგინებს, ამის გამო ეშვება ძირს და კიდევ ერთხელ კვეთავს ოპტიკის და ლულის ხაზს სადღაც 84 მეტრზე....
ტყვია ზემოთ ადის სადღაც 15 სანტიმეტრით, ეგ კი დიდი არაფერი პრობლემაა უმეტესობა ოპტიკებისთვის, მაგხელაზე გასწორება უნდა შეეძლოს, ახლა მოდი ვნახოთ რამდენი კლიკი იქნება საჭირო მაგისთვის

მგონი ჩანს მონიშნული რომ სულ რაღაც 40 კლიკი უნდა იყოს საჭირო... ნუ წესით არაა ეგ პრობლემა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სიჩქარე ვიცით, აი მაგალითისთვის ყველაფერ იგივეს დავტოვებ და სიჩქარეს 220 მეტრ წამს ჩავწერ, ნახე რა გამოდის

ანუ უკვე მეორე ნოლი 60 მეტრზე გაქვს ხოლო 50 მეტრზე ტყვია ზემოთ მხოლოდ 5 სანტიმეტრით ადის, კლიკები კი -15 გჭირდება მხოლოდ მაგ დროს...
ასე რომ შეეშვი დიდი თხოვნაა ყველანაირი სახით ახალი ველოსიპედების გამოგონებას და დანერგვას, ან თხოვნას მიშველეთ გამაგებინეთ თიოფი შემაკეთებინეთ, ოპტიკა გადამაგდებინეთ და ასე შემდეგო... არ გაქვს ხელთ ამოსავალი მონაცემები და რას ერჩი ან თოფს ან ოპტიკას...
მოკლედ ადრეც გითხარი და ახლაც ვამბობ, შეეშვი ამ ყველაფერს. გინდა რამდენიმე აუცილებელი პირობა:
1) ნორმალური მანძილი
2) ნორმალური საყრდები
3) ნორმალური ოპტიკა (ეხლა რაც დაწერე საწყისისთვის საკმარისზე საკმარისია)
4) ქრონოგრაფის ჩვენება, ან იყიდე ან ვინმე დაიხმარე ვისაც აქვს
მანამდე არაფრის გამოთვლას, შეკეთებას, ხელახლა ყიდვას, ვინტის მოჭერას, ან თოფის ხეზე შემომტვრევას აზრი არ აქვს... შეგვიძლიზ უსასრულოთ ვწეროთ ერთმანეთში:
- აუფ მიშველეთ არ ისვრის
- უფ მიდი ის ვინტი მოუჭირე
- არ უშველა სხვა რა ვქვა
- სასწრაფოდ ოპტიკა გამოცვალე
- გამოვცვალე 10 000$-იანი ვიყიდე იგივეა
- ალბათ ბრაკია
- არა კაია
- მაშინ თოფი გადააგდე
- გადავაგდე, ოპტიკას რა ვუყო
- რავიცი შენ მაინც ვერ იყენებ და ვინმეს აჩუქე
- ფულს ვინ დამიბრუნებს
- აბა მე რავი
და ასე უსასრულოთ. გაითვალისწინე რაიმე აჩოკებს არ ვიწერთ არცერთი აქ არსებული, შევაბერდით ამ უბედურ პნევმატიკას, ვიცით რა როგორ მუშაობს (ნუ უმეტესი ნაწილი ვიცით, ყველაფერი არცერთმა არ ვიცით

) და არ ვართ ამ საიტზე ფეისბუქის, ან იუტუბის ისე რა ზერელე იუზერები რომლებიც მხოლოდ ქულების დასაწერად რაღაცეებს პოსტავენ, იღებენ სურათებს და იძახიან მაგარია, ან იღებენ ვიდეოებს და არ იციან რაზე საუბრობენ..
იმისათვის რომ შენი თოფის ასავალ დასავალი გაიგო გჭირდება რომ გქონდეს ინსტრუმენტარიუმი, ან პირველ ეტაპზე დაიხმარო ვინმე ვისაც აქვს ეგ ნაკრები, შენს ჯინაზე ეს ჩინური კორონავირუსი დაგულაობს გარეთ და არ გამოდის ადამიანურად ვინმესთან შეხვედრა და დაკვალიანება, როგორც გავიგე რაცხაები გაქვს დაკვეთილი, მაშინ ბარემ დაელოდე და შენც ამოისუნთქავ და ტრიფონაც