დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Artemis PP700S-A 177
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
giga2010
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A.
წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება



ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ.
პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა.
პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
geojorjika
პლს, რადიკალზე ნუ ტვირთავს სურათებს, მილიონი იმიჯ ჰოსტინგ საიტია და იქ ატვირთეთ, ნუდამაბლოკინებთ საერთოდ მაგ ჰოსტინგს smile.gif

აგრეგატია კარგია, სურათებს რომ ვხედავდე მოგილოცავდი კიდეც smile.gif
giga2010
geojorjika
გასაგებია, მიღებულია შენიშვნა. ვერ შევდივარ http://pix.ge/ და ამიტომაც ვერ ვტვირთავ. დამაკვალიანეთ რომლით ვისარგებლო
pilotina
გილოცავ გიგა. კაი რამე ჩანს. საინტერესოა სიზუტეში რას იზავს.
userman
giga2010

ისევ გიგა ? ! smile.gif
მომილოცავს , გაემართლებიუნოს შენი იმედები .
ღია სამიზნე კარგია .

geojorjika
ციტატა(giorgi @ 14th January 2019 - 06:28 PM) *
პლს, რადიკალზე ნუ ტვირთავს სურათებს, მილიონი იმიჯ ჰოსტინგ საიტია და იქ ატვირთეთ, ნუდამაბლოკინებთ საერთოდ მაგ ჰოსტინგს


თუ ასეა , მაშინ გვითხარი რითი ავტვირთოთ ?
giga2010
geojorjika
pilotina
userman
დიდი მადლობა მეგობრებო. ამ დღეებში მოგაწვდით სიზუსტეზე ინფოებს
gela
გილოცავ გიგა, მშვენიერი შენაძენია ძმობილო
geojorjika
userman
http://imagehost.cc/
https://imgbb.com/
https://imgur.com/upload
https://postimages.org/

ამის გარდა მილიონი ჰოსტინგი კიდევ
ja_ja
giga2010
გიგა მეშლება თუ შენ უკვე გქონდა აგი ფიშტო?
giga2010
ja_ja
მქონდა, მაგრამ სხვა მოდელი იყო. ღია სამიზნის ნაცვლად ქონდა შრაუდერი
ja_ja
უპს დაჟე 2 მოდელია smile.gif
giga2010
ja_ja
ერთი მაქვს, ეს ახალი. ძველი გავასხვისე
okela84
გილოცავ გიგა, კაი ყვანჩალების სახოცი ჩანს. biggrin.gif
aleqsa
giga2010

საღოლ გიგა smile.gif გილოცავ მეგობარო.

მშვიდობაში და "ერთხელ ხო მეც დამაპიპინებინებ"? smile.gif wink.gif

მეც მაინტერესებს მსგავსი ფიშტო...

საინტერესოა რა შედეგებს მოგცემს?
giga2010
okela84
aleqsa
მადლობა ბიჭებო.
ალექს რათქმაუნდა დააპიპინებ wink.gif მოვსინჯავ სახლში 18 მეტრზე ამ დღეებში. რაც ვისროლე კმაყოფილი დავრჩი.
მინდოდა პატარა, ღია სამიზნით, მსუბუქ ტყვიებზე აგრეგატი, 30 მეტრამდე პლინკისთვის
giga2010
მეგობრებს მივესალმები და მინდა სულ 2 ჯგუფი წარმოგიდგინოთ 18 მეტრ დისტანციაზე. პისტოლეტს დავუყენე ხელნაკეთი კონდახი და საყრდენად ბალიშები მქონდა



ტყვიებზე იმედია არ დამცინებთ, მაგრამ თავიდანვე ეს ჩანაფიქრი მქონდა, მქონოდა პატარა რეზერვუარიდან შედარებით ბევრი გასროლა და გამომეყენებინა ბიუჯეტური ტყვიები. ეს პირველი ჯგუფია ლუმანი0.45 გრამი. სიჩქარე 235მწ



ეს კი იმაზე სასაცილო ტყვია, იგივე ლუმანი 0.3გრამი. სიჩქარე 267მწ

giga2010
გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იქნა ცოტა მოვიყვანე ჭკუაზე, თუმცა არ საბოლოოდ. პრობლემა იმაშია რომ ვერ ვიჭერ სიჩქარეს, ანუ 200 ბარზე დატენილი რეზერვუარიდან საშინელი პლატო აქვს. საბოლოოდ დავდექი იმ აზრზე რომ 150 ბარზე ვტენი რეზერვუარს და 100ბარამდე მაქვს 20 გასროლა იდეალური სიჩქარის პლატო +- 3მ/წ. ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელია.
დღეს მოვსინჯე ოპტიკით, დავაყენე konuspro 3-9x40, რომელიც ჩვენს ნაცნობ მაიმარკეტზე შევიძინე თავისი სამაგრით 80ლარად. ოპტიკა მომეწონა, მინდა გითხრათ რომ ძალიან ნათელი და თხელი ბადე აქვს.
დღევანდელი დღის შედეგები კი ასეთია. გავაკეთე 4 ჯგუფი, 40მეტრზე. საყრდენი მანქანის კარები. ასევე მინდა გითხრათ რომ მოვსინჯე ახალი პროგრამა, რომელიც თავად თვლის ჯგუფს და საკმაოდ ინფორმატიულია. გამოვიყენე ეს პროგრამა E-Target 1.64. არსებობს უფრო ახალი მისი ვერსია, მაგრამ გამიჭირდა მისი მოხმარება. გადმოვტვირთე აი აქედანe-target
ეს კი უკვე შედეგები. ბოდიშს გიხდით რუსული ენის გამო, იმედია ექნება პროგრამას სხვა ენაც
MonSoon
giga2010
გიგა სანამ ინსტრუქციას წავიკითხავთ მოკლედ რო დაწერო მაგ პროგრამაზე.

ანუ გადაუღე სურათი ნასროლ სამიზნეს და შემდეგ პროგრამა თავად ზომავს ჯგუფის ზომას
თუ
პროგრამაში შეგყავს სანტიმეტრიანით გადაზომილი ზუსტი ზომა და გრაფიკულად იძლევა უკვე პროგრამა.
giga2010
ციტატა(bedo @ 23rd February 2019 - 08:31 PM) *
გიგა სანამ ინსტრუქციას წავიკითხავთ მოკლედ რო დაწერო მაგ პროგრამაზე.

გიო ორი დღეა რაც ვარკვევ მაგ პროგრამას. ის ვერსია გადმოტვირთე რომელიც ძველია 1.64. პროგრამაში არის სახაზავის მაგვარი გრაფა, ზემო მარცხენა მხარეს, ამით მე ვუთითებ უკვე ჩემთვის ნაცნობ პარამეტრს(ზომას მილიმეტრებში). მაგალითად რა სამიზნეზეც მე ვისროდი, მისი შავი რგოლი არის 12,5 მილიმეტრი, ზუსტად 12,5 მილიმეტრს ვერ ვწერ, მაგრამ მივუთითე 13 მილიმეტრი. ასევე მარჯვენა მხარეს გრაფაში უთითებ მანძილს და კალიბრს. შემდგომ ისევე მარცხენა კუთხეშია გრაფა ნატყვიარების, რომელიც ამოდის რგოლივით, მიგაქვს ეს რგოლები და ადებ ნატყვიარს. დანარჩენს უკვე პროგრამა თვლის
gela
მოკლედ ბიჭებო დღეს გავედი მინდორში და გავტესტე შედარებით შორ მანძილზე ჩემი ფიშტო Artemis PP700S-A ღია სამიზნით, ტყვიები ლუმანის 0.55 გრამი



giga2010
საღოლ გელა.
ერთი შეჯიბრებაც პისტოლეტებში უნდა დავაწესოთ wink.gif
მართლა მაგარი სიზუსტე აქვს მაგ პპ700-ს, ნუ მსროლელზე აღარ ვსაუბრობ wink.gif
ბაიკერი
ესეც ჩემი ტერმინატორი


gela
ციტატა(giga2010 @ 1st October 2019 - 10:29 PM) *
ერთი შეჯიბრებაც პისტოლეტებში უნდა დავაწესოთ


სიხარულით დავთანხმდები მაგ ამბავს, იქნება და მართლა ჩავატაროთ რა მოხდება? ხალხი არ გვყავს საკმარისი თუ სროულობა არ ვიცით? biggrin.gif

ბაიკერი

ტერმინატორი მართლაც რომ საინტერესო გამოგსვლია მაგრამ ამ ფიშტოს მთელი ხიბლი ჩემთვის ღია სამიზნით სროლაშია smile.gif)
MonSoon
გამარჯობათ ფორუმელებო.
ცოტა შესავალს გავაკეთებ და მერე მთავარზე გადავალ.

სულ თავიდან მინდა დავწერო რომ მე მსგავსი სტილის პნევმატიკა და არც ცეცხლსასროლი არასდროს მხიბლავდა. ცოდვა გამხელილი სჯობსო და არასერიოზულად ვუყურებდი ალბათ იმის ბრალია რომ არ მქონია შეხება და დისტანციურად ყველაფეირ სხვანაირად ჩანს მაინც, სანამ შეხება არ გექნება.

ასე იყო თუ ისე გიგას ეს არწიომა ჩამივარდა ხელში. ერთ თავისუფალ დღესაც გავედი მინდვრად და მინდა ვთქვა რო "გამაოცა ტიპმა გამაოცა".
ძაან მსუბუქი, კომპაქტური. მოხერხებული და ზუსტია მიუხედავად არც თუ ისე დიდი ენერგეტიკისა. გასროლების რაოდენობაც კარგი აქვს. მსგავსი ტიპის პნევმოზე ალბათ უმეტესობა დაბალი ჯერადობის კომპაქტურ ოპტიკას დააყენებდა ან თავისივე ღია სმაიზნით ისვრიდა ან სულაც კოლიმატორს მიაყენებდა. მეც ვფიქრობ რო კოლიმატორით უფრო სასიამოვნო იქნებოდა სროლა, ამიტომაც მოვარგეთ კოლიმატორი და ნამდვილად არ შევმცდარვარ. ნამდვილად ვისიამოვნე.



სიტყვა გამიგრძელდა.

რა თქმაუნდა ახლოს ვსინჯე, შევატყე რომ ზუსტი იყო და მოვუმატე მანძილებს, საბოლოოდ 70 მეტრზე გადავედი. დავალაგე ბოთლები და დავიწყე სროლა. ქვევით ვიდეოში იხილავთ ყველაფერს.

სროლის პროცესზეც 2 სიტყვას დავწერ და აღარ მოგაწყენთ თავს. 70 მეტრზე საგნების დანახვა შეიძლება არ გაუჭირდეს უმეტესობას მაგრამ მემგონი დასამიზნებლად ცოტა მოუხერხებელია. საგნებს ძაან ცუდად ვხედავდი ამიტომაც უფრო მეტად ვესროდი რომელიც ბზინავდა, ესეთი იყო შუშის ბოთლი და ენერგეტიკული სასმელის ჟეშტის ბოთლი. ზომით არ არის დიდი.



ვიდეოში ჩანს იმის ნახევარი სროლები ვიდრე ვისროლე სინამდვილეში. ვიწვალე დამონტაჟებაზე და ამიტომაც ვერ მოვახერხე მეტი ნასროლის ჩატევა ვიდეოში. ესე დაწერილზე თუ დამიჯერებთ ვაცელდი იმიტო რო ვერ ვხედავდი. 10 დან 8–9 ხვდებოდა. ერთი მტრედიც ვიმსხვერპლე 50 მეტრში, ეგრევე ფართხალით ჩამოვარდა.

ვიდეოს ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი


koba1973
ყოჩაღ გიო.
შენი არ იყოს მსგავსი იარაღი არც მე მხიბლავს, თუმცა შენმა რეპორტმა რაღაც ინტერესი გამიჩინა.
უკონდახო იარაღიდან მაგხელა მანძილზე საუკეთესო შედეგია. თუმცა შენ ისედაც კარგად ისვრი, მე გამიჭირდება მსგავსი შედეგის მიღწევა.
ბოლო დროს ფორუმზე აქტიურობა შემცირდა და ძალიან კარგია სიახლე რომ შემოიტანე.
MonSoon
koba1973
გაიხარე კობა.

კონდახივით აქვს, გიგას გაკეთებული. მიიდებ მხარზე, სულ არაფერს სჯობს ნამდვილად. აფიქსირებ მხართან ასე თუ ისე.



პ.ს.
დამავიწყდა დამეწერა. 200-100 ბარამდე აკეთებს 40 გასროლას. ოღონდ რედუქტორი რა წნევაზე აყენია არ ვიცი. დატენვით ძააან ადვილად იტენება. 0_დან 200 ბარამდე სადღაც 60 ბუქნი მოუწია ნასოსზე. 100_დან 200 ბარამდე კი 40 ბუქნი. ამ მხრივაც გამიკვირდა ესე ადვილად რო იტენება.
giga2010
MonSoon
ჯიგარი ხარ გიო!!! საინტერესო მონტაჟი გამოვიდა. შენი მცდელობა ფორუმზე სიახლეების დადების, ნამდვილად დასაფასებელია. მადლობა კიდევ ერთხელ!!!
p.s სულ მეცინება და ამასთან ერთად კარგად მაქვს დაცდილი, ჩემი ყოველი აგრეგატი შენი დამსახურებით საუკეთესოდ ისვრის, თითქოს იღვიძებს შენს ხელში friends.gif
MonSoon
ციტატა(giga2010 @ 18th November 2019 - 08:24 PM) *
p.s სულ მეცინება და ამასთან ერთად კარგად მაქვს დაცდილი, ჩემი ყოველი აგრეგატი შენი დამსახურებით საუკეთესოდ ისვრის, თითქოს იღვიძებს შენს ხელში

biggrin.gif biggrin.gif

მიყვარს ახალ ახალი რაღაცეები biggrin.gif
aleqsa
MonSoon

giga2010

კიი გეთანხმები გიგა, გიოს შენი ფიშტოებისთვის იღბლიანი ხელი აქვს როგორც ჩანს? smile.gif

მშვენიერი ნასროლებია, რესპექტ!!!!

პ.ს. გული მიგრძნობს მაგ ერთი სროლით არ დაკმაყოფილდებით და წინ კიდევ ბევრი საინტერესო გვაქვს სახილველი?!! wink.gif
MonSoon
.


ერთი პატარა ვიდეო ნასოსით დატენვის ამსახველი. ზევით კი ვახსენე 100-200 მდე 40 ბუქნი უნდა ნასოსით მეთქი მაგრამ თვალი ჭამს და თვალი სვამსო.

40 ბუქნი და 40 წამი დასჭირდა სულ დატენვას.

ამ არტემისზე ინფორმაციის მაძიებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. წამებს და რაოდენობებს რო არ ვუყუროთ რეალობაში შეგრძნება გაქვს რომ უცბათ გულის აუჩქარებლად იტენება. მითუმეტეს რო 100 მდე შეიძლება არ ჩამოიყვანო წნევა.


gela
კარგიაააა, ხოშიანი ვიდეოა, ამ იარაღმა მეც ძალიან მომხიბლა. ლომკა მაქვს ყოველ დღე რომ არ ვისროლო ხოლმე, მე ძირითადად კონდახის გარეშე უფრო მომწონს სროლა, მოხვედრის ალბათობა რა თქმა უნდა მცირეა მაგრამ რომ ხვდება ორმაგი კაიფია smile.gif) ძირითადად ორი ხელით სროლა უფრო სტაბილურია მაგრამ ცალი ხელით უფრო მეტი კაიფია როცა ვარტყავ ხოლმე
name
მოკლედ ამ ფიშტოს დიდი ხანია უტრიალებდა ვიყიდო თუ არა ვერ გადამიწყვეტია, რადგან რაღაცები არ მაკმაყოფილებს, ხოდა აქვე დავსვავ კითხვებს, 0.67 გრ გასროლა თუ არის შესაძლებელი 250 მტრაწმით, და რამდენ გასროლას მომცემს 250 ამით, ასევე ყვავის მოკვლა 80- 70მეტრზე შეილება ნადირობა,?
giga2010
ციტატა(name @ 25th November 2019 - 08:09 PM) *
აქვე დავსვავ კითხვებს, 0.67 გრ გასროლა თუ არის შესაძლებელი 250

მე მაგ სიჩქარით არ დამირეგულირებია. 210 მწ მაქვს და ისვრის 23-25 ჯერ. ძალიან კომფორტული მოსახმარია, როგორც სასროლად ისე დასატენად, მე სიმართლე გითხრა არ დამიტენია ნასოსით, მაგრამ როგორც მონსონა აღნიშნავს, ერთი ამოსუნთქვაზე ტენის. სიზუსტე კი მართლა კარგი აქვს, უფროსწორედ ძალზედ კარგი. ზდპ_არც შევადარებდი.
მონადირებით კი თავად განსაზღვრე, 12 ჯოული გამოდის 210 მწ -ით, ძნელია გარანტირებულად გითხრა რისი მონადირება შეიძლება, 18 გრეინი გამფრენია 40-50 მეტრზე ხოლმე
userman
name
ციტატა(name @ 25th November 2019 - 08:09 PM) *
მოკლედ ამ ფიშტოს დიდი ხანია უტრიალებდა ვიყიდო თუ არა ვერ გადამიწყვეტია, რადგან რაღაცები არ მაკმაყოფილებს, ხოდა აქვე დავსვავ კითხვებს, 0.67 გრ გასროლა თუ არის შესაძლებელი 250 მტრაწმით, და რამდენ გასროლას მომცემს 250 ამით, ასევე ყვავის მოკვლა 80- 70მეტრზე შეილება ნადირობა,?


თუ მოარტყავ ყვავს 70-80 მეტრში კი მოკლავს , მარა ფისტალეტით მაგ მანძილზე ნადირობა ერთობ რთული საქმეა .
მითუმეტეს 250 მ/წმზე თუ დააყენებ , უკუცემაც გაიზრდება .
250 მ/წმ-ზე სადღაც 20 გასროლა ექნება , თანაც სტაბილურად მაგ სიჩქარის დაჭერა ცოტა რთულია და არა შეუძლებელი .

ერთი სიტყვით 70-80 მეტრზე სანადიროდ კლასიკურ პცპ-ებს უჭირს და ფისტალეტს რა უნდა მოსთხოვო .... biggrin.gif
თუმცა თავის კლასში ძალიან ზუსტია , მითუმეტეს კონდახს და ოპტიკურ სამიზნეს თუ დაუყენებ ...
50 მეტრამდე ნაღდად ინადირებ , თუმცა მაინც არააეგ მაგისთვის შექმნილი...
giga2010
ციტატა(userman @ 25th November 2019 - 08:32 PM) *
ერთი სიტყვით 70-80 მეტრზე სანადიროდ კლასიკურ პცპ-ებს უჭირს და ფისტალეტს რა უნდა მოსთხოვო ....

ერთს დავამატებ, მაგ მანძილებზე პპ700 მისვრია დამატებითი კონდახით, ისე რომ გეთანხმები ძნელია საკმაოდ სასროლად
name
ხო იმდენად კარგი სიზუსტეს წერენ ნეტშიც, გამიჩნდა კითხვა 80 -70 მეტრზე ნადირობის სურვილი, ოკ მადლობა ბიჭებო ინფორმაციისთვის, ეხლა უკვე გასაგებია, სულ მავიწყდებოდა ამ ფიშტოზე მეკითხა, აქ
giga2010
name
ჩემი აზრით, მე პირადად ყველა ზდპ-ს მირჩევნია სანადიროდ. 20 მეტრზე მაგიდიდან 10 მმ ჯგუფები მაქვს გაკეთებული
koba1973
giga2010
ციტატა(giga2010 @ 25th November 2019 - 08:53 PM) *
ჩემი აზრით, მე პირადად ყველა ზდპ-ს მირჩევნია სანადიროდ. 20 მეტრზე მაგიდიდან 10 მმ ჯგუფები მაქვს გაკეთებული

ოპტიკით და კონდახით ხო გიგა?
ბაიკერი
მე ძალიან კმაყოფილი ვარ. კაიც გამოდგა, პლიუს კიდევ ავზბორე მაგრად. ყველაზე კარგად 7 გრეინებს ისვრის ჩემი. ტყვია ტყვიაში სვამს.
giga2010
koba1973
კიი, ოპტიკით და ჩემი დაყენებული კონდახით, რომელიც არც თუ ისე მყარია.
ძალიან ხშირად ხელიდანაც მისვრია და 30-40 მეტრში პლინკის დროს სიგარეტის კოლოფს ძალიან მარტივად ვარტყავდი
pilotina
მე როცა მქონდა crosman 1720T, ისიც 0.67 235 მ/წმ ისროდა და ყვანჩალებს 50-60 მეტრამდე არ ახარებდა. რეკორდი 84 მეტრი იყო. რო მოხვდა ყვანჩალას, გინება დამიწყო და ვითომ აფრინდა, მარა მალევე გაუსხა ჰიდრავლიკამ და დავარდა. მანამ მივედი გასული იყო გაღმა biggrin.gif
მაგ მანძილზე ალბათ 5-6 ჯოული მიიტანა, მარა ეყო
vexam
ციტატა(pilotina @ Nov 25 2019, 09:49 PM) *
მე როცა მქონდა crosman 1720T, ისიც 0.67 235 მ/წმ ისროდა და ყვანჩალებს 50-60 მეტრამდე არ ახარებდა. რეკორდი 84 მეტრი იყო. რო მოხვდა ყვანჩალას, გინება დამიწყო და ვითომ აფრინდა, მარა მალევე გაუსხა ჰიდრავლიკამ და დავარდა. მანამ მივედი გასული იყო გაღმა biggrin.gif
მაგ მანძილზე ალბათ 5-6 ჯოული მიიტანა, მარა ეყო

გამარჯობა. 1720ტ- რაღაც შუალედური ვარიანტია პისტოლეტს და თოფს შორის და ლულაც გრძელი აქვს პპ700-თან შედარებით. პპ700-მა მაგ მანძილზე ეგ ჯოული მიიტანოს არ მგონია. მით უმეტეს 70-80 მეტრი შორია პისტოლეტისთვის (70-80 მ მანძილზე სასროლად ცეცხლსასროლი პისტოლეტები არ არის გამიზნული და პნევმატურს რატომ უყენებთ მაგ ამოცანას? smile.gif))
giga2010
ციტატა(vexam @ 26th November 2019 - 11:14 AM) *
ლულაც გრძელი აქვს პპ700-თან შედარებით

27სმ სიგრძის ლულა აქვს პპ700-ს, მგონი იმავე სიგრძისაა კროსმანის 1720ტ ლულაც
gela
არ ვიცი ჯოული მოული არაფერი მაგრამ დღეს 35 ნაბიჯში, სავარაუდოდ ალბათ 25 მეტრში სამჯერ შუშის ბოთლი გატეხა და არ მგონია მაგ მანძილში ყვავს ესიამოვნოს biggrin.gif 0.68 გრამი სავარაუდოდ 140 მეტრ წამი, მე თუ მკითხავ სანადიროდ სხვა მანძილები არც მოეთხოვება პისტოლეტია ბოლოს და ბოლოს, თან გასროლების რაოდენობა 80 მაინც მაქვს,
აქვე დასკვნა, პისტოლეტი, 80 გასროლა და 25 მეტრში იმხელა ძალა რომ შუშის ბოთლი გატეხოს საკმაოდ ნორმალურია, სხვა შედეგებისთვის არსებობს სხვა უფრო მოზრდილი აგრეგატები, და არა პისტოლეტი smile.gif აქვე აღვნიშნავ, ბოთლს ტეხავდა მხოლოდ პირდაპირი კუთხით მოხვედრის შემთხვევაში
ბაიკერი
gela
გელა 0.47 გრ ჯსბ ნახე. იმენა ტყვია ტყვიაშია ჩემით smile.gif 220ით აგზავნის მისამართზე
gela
ციტატა(ბაიკერი @ Nov 26 2019, 06:06 PM) *
gela
გელა 0.47 გრ ჯსბ ნახე. იმენა ტყვია ტყვიაშია ჩემით smile.gif 220ით აგზავნის მისამართზე


ლუმანებსაც ხოშიანად ისვრის biggrin.gif იეფი და იორღა biggrin.gif მაგ 500 ტყვიიანი ჯიესბის ფასი, 1250 ცალი ლუმანი მომდის biggrin.gif
userman
gela
ციტატა(gela @ 26th November 2019 - 09:07 PM) *
1250 ცალი ლუმანი მომდის


სად იყიდება ეგ ლუმანები ? 1250 იანი შეფუთვებიცაა ?
giga2010
ციტატა(userman @ 27th November 2019 - 12:47 PM) *
სად იყიდება ეგ ლუმანები ? 1250 იანი შეფუთვებიცაა ?

დინამოზე ვყიდულობდი ადრე, იქ ქონდათ ხოლმე. ეხლა კაი ხანია არ ვყოფილვარ
მუყაოს ყუთებში აქვტ 1250ცალია
koba1973
იმდენს იზავთ მაგასაც მაყიდინებთ!
არტემისს ვგულისხმობ.
MonSoon
koba1973
ჯერ მოსინჯე ჯობა. მაინც
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.