
უბრალო მრგვალი ბრინჯი (და არა ვითომ სპეციალური, რომელიც 3-4 ჯერ მეტი ღირს.)
ნორის ფურცელი
ძმარი (სასურველი ბრინჯის)
თევზი: სიომგა, ასეტრინა, მასლიანკა, ან ნებისმიერი შებოლილი, დამარინადებული ან უბრალოდ დამარილებული თევზი რომლებსაც თავდაჯერებულად განვაცალკევებთ ძვლებისგან. ცოცხალ თევზს არ გირჩევთ.
ბოსტნეული: ავოკადო გრძლად დაჭრილი ან გემოვნების მიხედვით რამე რამე ისეთი, რასაც ხრაშახრუში არ დასჭირდება და სუშის სირბილეს არ დაარღვევს.
ხიზალალა: ნებისმიერი ან საერთოდ არაა აუცილებელი ინგრედიენტი.
სოუსი, სოიოს სოუსი და ვისაც მწარე უყვარს ვასაბის პასტა. კიდევ ბევრია რაც იშოვება თბილისში, მაგრამ სოუოს სოუსი არის ჩემი აზრით შეუცვლელი.
ძირითადი პრინციები ჩამოვწერე და დალშე იმპროვიზაციებიც მოსულა.