დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: BR-ში შეჯიბრის თარიღი 23 სექტემბერი
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > შეჯიბრებების სახეობები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
aleqsa
ხო კიდევ ერთი კითხვა მაქვს ბიჭებო წესებთან დაკავშირებით.

აი დავუშვათ უკვე გავაკეთე მისროლა და შემდეგ ჩაირთო დრო და დავიწყე ძირითად სამიზნე რგოლებზე სროლა, ნუ დავუშვათ შუა სროლაში სიტყვაზე 5 წუთის შემდეგ ამოვარდა ქარი ან იყო და მიმართულება იცვლა, წესები რას ითვალისწინებს შემიძლია დავუშვათ შევწყვიტო ძირითად სამიზნეებზე სროლა, გავაკეთო ისევ საცდელი მისროლები გვერდით და შემდეგ ისევ გავაგრძელო ძირითადზე სროლები, ისე რომ ჩემთვის მოცემულ დროის ლიმიტს არ გადავაცილო???
pilotina
aleqsa

ციტატა(ale @ 8th September 2018 - 11:24 AM) *
აი დავუშვათ უკვე გავაკეთე მისროლა და შემდეგ ჩაირთო დრო და დავიწყე ძირითად სამიზნე რგოლებზე სროლა, ნუ დავუშვათ შუა სროლაში სიტყვაზე 5 წუთის შემდეგ ამოვარდა ქარი ან იყო და მიმართულება იცვლა, წესები რას ითვალისწინებს შემიძლია დავუშვათ შევწყვიტო ძირითად სამიზნეებზე სროლა, გავაკეთო ისევ საცდელი მისროლები გვერდით და შემდეგ ისევ გავაგრძელო ძირითადზე სროლები, ისე რომ ჩემთვის მოცემულ დროის ლიმიტს არ გადავაცილო???


წესების მიხედვით არა


ციტატა
სროლა
მსროლელს აქვს საშუალება თავიდან რამდენიმე გასროლა გააკეთოს მისროლის ზონაში. სროლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მაგრამ მისროლის ზონაში ნასროლი დრო ეხარჯება მომხმარებელს მატჩისთვის გამოყოფილი დროიდან, დამატებითი დრო არ გამოეყოფა მსროლელს.
თუ მსროლელი მორჩება მისროლით სროლას, ის გადადის ჩასათვლელ სამიზნეებში სროლაზე.თუ დაწყებულია ჩათვლითი სროლა, მსროლელს აღარ აქვს უფლება გადაერთოს მისროლის ზონაზე. მსროლელმა ჩათვლითი სამიზნეებში სროლა უნდა დაიწყოს სამიზნეების ნომერაციის მიხედდით (ჩათვლით სამიზნეზე არის ყველა კვადრატის ნომერი აღნიშნული). არ შეიძლება არეული მიმდევრობით სროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აცდენის გამოთვლა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს მსროლელისთვის
aleqsa
pilotina

ხოო. მადლობა ზურა, გაიხარე smile.gif
okela84
ეს წესები ვინმეს პირადი გემოვნებით არ დადგენილა. სამიზნეებს შორის იმდენად პატარა მანძილია რომ არაა გამორიცხული მიზანში ამოღებული სამიზნეში სროლისას მის რომელიმე მოსაზღვრე სამიზნის ხუთიანში ან ათიანშიც კი წავიდეს და რატომ უნდა ჩაეთვალოს ვინმეს რეალურად აცელილი ნასროლი ქულაში ? ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში სროლა იქნება ნუმერაციის მიმდევრობით

შეჯიბრის დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას წესებს.

MonSoon
okela84
ციტატა(aleqsandre @ 8th September 2018 - 12:26 PM) *
სამიზნეებს შორის იმდენად პატარა მანძილია რომ არაა გამორიცხული მიზანში ამოღებული სამიზნეში სროლისას მის რომელიმე მოსაზღვრე სამიზნის ხუთიანში ან ათიანშიც კი წავიდეს და რატომ უნდა ჩაეთვალოს ვინმეს რეალურად აცელილი ნასროლი ქულაში ? ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში სროლა იქნება ნუმერაციის მიმდევრობით

სწორი შენიშვნაა. მე პირადად ვეთანხმები ამას. შემთხვევით გარტყმული რო არ ჩაითვალოს ქულაში. სწორია.
giga2010
დრო რამდენია დაწესებული. 30 წუთი?
userman
15 წუთია მემგონი .

ერთი ნაკლი აქვს მაგ სამიზნეებს ნაპირას ნამეტანი სქელი შავი წრეებია , ყოფილიყო თხელი წრეები რა იქნებოდა , თუ საერთაშორისო სტანდარტებში არ ჩაჯდებოდა ?

ეს იმიტომ , რომ მანდ ტყვია , რომ მოხვდება არ ჩანს , 60 ჯერადი არ მაქვს , მაგრამ იმედია 40 ჯერადიდან მაინც გამოჩნდება .

ისე ვინმე , რომ იჯდეს დამკვირვებლად და თქვა ს სად მოხვდა , ყოველი სროლის შემდეგ , მემგონი საჭიროცაა და აუცილებელიც .

რას იტყვით ?
okela84
giga2010
გიგა ეგ შეჯიბრის წინა დღეს გადაწყდება, ხალხის რაოდენობის მიხედვით. 30 წუთი ნებისმიერ შემთხვევაში ბევრია.

მე როგორც მახსოვს საშუალოდ 10-12 წუთი ყოფნის ყველას, თუმცა თავი რო დავიზღვიოთ 20 გამოვყოთ.

okela84
userman

ციტატა(userman @ 8th September 2018 - 12:15 PM) *
15 წუთია მემგონი .

ერთი ნაკლი აქვს მაგ სამიზნეებს ნაპირას ნამეტანი სქელი შავი წრეებია , ყოფილიყო თხელი წრეები რა იქნებოდა , თუ საერთაშორისო სტანდარტებში არ ჩაჯდებოდა ?

ეს იმიტომ , რომ მანდ ტყვია , რომ მოხვდება არ ჩანს , 60 ჯერადი არ მაქვს , მაგრამ იმედია 40 ჯერადიდან მაინც გამოჩნდება .


ბესო სუ ახალახალ რაღაცეებს რატომ იგონებ ? biggrin.gif შენ წარმოიდგინე ნორმალური 15 ჯერადობითაც ყველაფერი კარგად ჩანს.
ციტატა(userman @ 8th September 2018 - 12:15 PM) *
ისე ვინმე , რომ იჯდეს დამკვირვებლად და თქვა ს სად მოხვდა , ყოველი სროლის შემდეგ , მემგონი საჭიროცაა და აუცილებელიც .

აუცილებელია და ეგ დავწერე წინა გვერდებზე რო 2 კაცი გაისვრის და 2 დააკვირდება განმუხტული თოფებით. როგორც კი ნუმერაციის კვადრატის მიღმა გავა ტყვია, მსაჯი შეაჩერებს დროს და სხვა კვადრატში გასული ტყვია მოინიშნება მარკერით.
userman
ციტატა(aleqsandre @ 8th September 2018 - 01:43 PM) *
შენ წარმოიდგინე ნორმალური 15 ჯერადობითაც ყველაფერი კარგად ჩანს.


ჩემი 12 ჯერადი ოპტიკით არ ჩანს . იმედია დამკვირვებელი იტყვის სად მოხვდა და მაგის იმედად ვიქნები smile.gif .

თეთრ ფონზე 80 მეტრიდანაც მშვენივრად ვხედავ , მაგრამ შავში არაფერი ჩანს ...
giga2010
userman
მეც ვერაფერს ვხედავ, ბიჭებიც დამეთანხმებიან
MonSoon
ციტატა(giga2010 @ Sep 8 2018, 04:10 PM) *
userman
მეც ვერაფერს ვხედავ, ბიჭებიც დამეთანხმებიან


ნამდვილად, მე მაგალითად 16 იანით მიჭირდა, მომენტებში მეგონა ავაცილე. ზოგადად ცუდი სასროლია იმიტო რო ცენტრი თეთრია და გარშემო დიდი შავი ზოლებია. მაგრამ ეგ კიდევ უფრო მეტ აზარტს და ძალების გათანაბრებას მატებს.
giga2010
ციტატა(bedo @ 8th September 2018 - 04:16 PM) *
კიდევ უფრო მეტ აზარტს და ძალების გათანაბრებას მატებს.

აზარტი კი ბატონო გიო, მაგრამ ვისაც დიდი ჯერადობა ექნება ის იმ ათიანის იქსაც დაინახავს
aleqsa
MonSoon

გიო აზარტი რა თუ ვერ ხედავს კაცი სად გაარტყა აზარტული კიარადა ალალბედზე ნასროლი უფრო გამოდის. იყავი აზარტული რა, ნუ მე 12 ჯერადობით არვიცი კაიხანია არმისვრია, მარა როგორც ბესო ამბობს თუ ვერ დაინახავს სად ხვდება შესაბამისად ვერც შესაბამის შესწორებებს შეიტანს სროლებში ხო?


ხოდა ამიტომაც ბესოჯან უნდა ჩავუჯდეთ მე და შენ წესიერ ოპტიკებს და უნდა გამოვიწეროოოოთ, smile.gif ამ შეჯიბრისტვის არამგონია მოვასწროთ მარა შემდეგისთვის წინასწარ გვექნება თადარიგი დაჭერილი, თორე ჩვენთუ ოპტიკები არგვივარგა კიარადა შეჯიბრისთვის შესაბამისი არგვაქვს ეს არავისი ბრალი არაა... არც ორგანიზატორების და მითუმეტეს არც სხვა მონაწილეების wink.gif
okela84
საკმაოდ დიდი სამიზნეებია საიმისოდ, რომ შავში არ გაუშვათ ყოველი მეორე გასროლა. თუმცა შავს თუ არ გასცდით ეგეც 5-6 ქულაა.

მოკლედ მსაჯმა თუ არ გაგაჩერათ ესეიგი საჭირო კვადრატშია ტყვია. აი რა მიმართულებით არის მააგს ვერ გეტყვით მსაჯი, ეგ უკვე დახმარება გამოდის.

ნუ რავი ალექსამაც სწორად დაწერა და მეც დავამატებ რომ ნებისმიერი ტიპის შეჯიბრისთვის რაღაც მინიმალური სტანდარტები არსებობს და ეს შეჯიბრიც დიდ წილად იმას ემსახურება რომ ყოველ შემდეგ შეჯიბრზე უფრო უკეთესი აგრეგატებით წარსდგეთ.
userman
ციტატა(aleqsandre @ 8th September 2018 - 08:52 PM) *
მოკლედ მსაჯმა თუ არ გაგაჩერათ ესეიგი საჭირო კვადრატშია ტყვია. აი რა მიმართულებით არის მააგს ვერ გეტყვით მსაჯი, ეგ უკვე დახმარება გამოდის.


დაიცა კაცო მსაჯმა კი არ უნდა გამაჩეროს , უნდა მითხრას რომ მოხვდა ცხრიანში , სიტყვაზე იმ შავ ზოლში მარცხენა მაღალ კუთხეში .

რა შუაშია დახმარება .

მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მეტრიან ტაბლოზეა გამოტანილი ყოველი ნასროლი , მასე , რომ არ იყოს არანაირი ინტერესი არ ექნებოდა სროლას, არც მონაწილეებისთვის და არც მაყურებლებისთვის .

gregory
ციტატა(aleqsandre @ 8th September 2018 - 08:52 PM) *
აი რა მიმართულებით არის მააგს ვერ გეტყვით მსაჯი, ეგ უკვე დახმარება გამოდის.

+ 100%

ციტატა(aleqsandre @ 8th September 2018 - 08:52 PM) *
რომ ყოველ შემდეგ შეჯიბრზე უფრო უკეთესი აგრეგატებით წარსდგეთ.

აგეგატი შეიძლება იგივე იყოს, ვარჯიში უნდა მაგას...
userman
მსაჯმა რომ გითხრას რომელ მილდოტზე უნდა დაუმიზნო ( ნიავის შემთხვევაში ) , მაშინ შეიძლება დახმარებად ჩაითვალოს , თუმცა მე თუ ვისვრი ვერავის რჩევას და კარნახს ვერ მივიღებ .

ერთადერთი, აუცილებელია, ვხედავდე , მოხვედრის ადგილს , ამას კი ვარჯიში კია რა ტელესკოპი სჭირდება , მინიმუმ წესიერი ჭოგრიტი .
მაშინ დურბინდის მაგვარის შოვნა მომიწვს , თუ ოპტიკაში ვერ დავინახავ იქ მაინც გავხედავ smile.gif .
MonSoon
aleqsa
ციტატა(ale @ 8th September 2018 - 07:35 PM) *
გიო აზარტი რა თუ ვერ ხედავს კაცი სად გაარტყა აზარტული კიარადა ალალბედზე ნასროლი უფრო გამოდის. იყავი აზარტული რა, ნუ მე 12 ჯერადობით არვიცი კაიხანია არმისვრია, მარა როგორც ბესო ამბობს თუ ვერ დაინახავს სად ხვდება შესაბამისად ვერც შესაბამის შესწორებებს შეიტანს სროლებში ხო?

ჰო და ჩემნაირს აწყობს ეგ ხო იცი, biggrin.gif ვისაც ზუსტი თოფები გაქვთ იმათმა რო ვერ დაინახოთ მოხვედრის ადგილი და ჩემი ქულების დონემდე ჩამოხვიდეთ biggrin.gif biggrin.gif 5-6_ებს რო გავცდე კიდე კაია biggrin.gif
aleqsa
MonSoon

ბიჯო და სხვა თუ ვერ დაინახავს შენ რა დარწმუნებულიხარ რო იმათზე უკეთ დაინახავ? ერთნაირი ოპტიკები გვაქვს ჩვენ და შენი შანსი მაშინ უთანაბრდება სხვისას თუ შენ მათზე უკეთესი ჯერადობის და კლასის ოპტიკა გექნება და სხვას შენზე ნაკლები. smile.gif
MonSoon
aleqsa
მე ხო ვიცი მიახლოვებით რა ჯგუფს ვაკეტებ, მაქედან გამომდინარე ვამბობ. სერიოზნად ნუ მიიღებ რაც დავწერე. მშვენივრად ვხვდები რაც ხდება, გუშინ კი არ გამოვიჩეკე.
ეგ კი არა გადაახვიეთ ვინმემ 23_მდე.
okela84
კიდევ ერთი გურუ და წინა შეჯიბრის პრიზიორიც შემოემატა შეჯიბრს

1. okela 84
2. giga 2010
3. pilotina
4. aleqsa
5. Mon Soon
6. NRG
7. gura93
8. S.T.A.L.K.E.R
9. ილარიონა
10. norica-dragon
giga2010
okela84
კარგიაა!!! სულ უფრო საინტერესო შეჯიბრების მომსწრენი გავხდებით
ამ შემართებით ზამთრის დახურულ შეჯიბრებასაც მოვაწყობთ.

aleqsa
ვაა საღოლ, მაგარია!!! smile.gif

და კახელები (ყვარელი) რატო პასიურობთ? რატო არ ეწერებით?

ჰაააა ბესო ხომარ დაგაბრთხო "ძველი კორიფეების" ჩართვამ შეჯიბრში? wink.gif აბა ჰე თქვენიცით, გელოდებით!! smile.gif
okela84
10 კაცი უკვე იმას ნიშნავს რომ შეჯიბრი ჩატარდება. თუმცა დიდი ალბათობით 15 კაცსაც ავცდებით.
kaka8079
-1.kaka8079
1. okela 84
2. giga 2010
3. pilotina
4. aleqsa
5. Mon Soon
6. NRG
7. gura93
8. S.T.A.L.K.E.R
9. ილარიონა
10. norica-dragon
name
ესეგი თუ შევძელი წამოსვლა 23, ჩემ ძმასაც, უნდა წამოსვლა დამსწრე საზოგადოდ, საწევროსო მექნება დასადები კიდევ 50 ? თუ როგორ არის? შარის და რაღაცებზე ფიქრი არ აქვს smile.gif)
okela84
name
50 ლარიდან დაახლოებით ნახევარი ხმარდება უშუალოდ შეჯიბრს და მეორე ნახევარი ქეიფს, ასე რომ წესით და რიგით შეჯიბრში არამონაწილე დამსწრეებისთვის დასადები თანხა უნდა შეადგენდეს 25 ლარს. ესეც იმ შემთხევაში თუ შენს გარდა რამდენიმე ფორუმელი იცნობს და გაუწევს რეკომენდაციას შენი ძმის წამოსლას.
Lukiane123
მოიცა მე ვერ გავიგე აქ შეჯიბრია თუ ნაცნობების შეკრება?რატომ არ უნდა წამოვიდეს ჩემი მხრიდან ერთი ადამიანი?ძალიან რაღაცნაირი წესებია,რაც მეტი ადამიანი იქნება და ჩავარდება მუღამში ეგ მით უკეთესია და იმედია ყველა მივესალმებით
პს.ისეთი ადამიანი ადამგონია ვინმემ წამოიყვანოს რომ აურზაურის და ატააყალის ინიციატორი გახდეს თუ ამიტომ ერიდებით დამსწრე საზოგადოებას
okela84
SVD
ციტატა(SVD @ 11th September 2018 - 06:01 PM) *
მოიცა მე ვერ გავიგე აქ შეჯიბრია თუ ნაცნობების შეკრება?

ცოტა მეტს თუ მოინდომებ გაიგებ.

ციტატა(SVD @ 11th September 2018 - 06:01 PM) *
ძალიან რაღაცნაირი წესებია,რაც მეტი ადამიანი იქნება და ჩავარდება მუღამში ეგ მით უკეთესია და იმედია ყველა მივესალმებით

ყველას აზრი რომ არ იცი რატომ ლაპარაკობ ყველას სახელით ?
საქმე ხარისხშია და არა რაოდენობაში, რაოდენობის პრობლემა რომ იყოს, აქამდე 50 კაცსაც შევკრებდით.
ან სად ვდსიო ეხლა მე იქ მთვრალ 50 პნემატურიან კაცს ?
ეს წესები პრაქტიკამ მოიტანა და არა ვიღაცის ხუშტურებმა.
giga2010
ციტატა(aleqsandre @ 11th September 2018 - 06:42 PM) *
50 ლარიდან დაახლოებით ნახევარი ხმარდება უშუალოდ შეჯიბრს და მეორე ნახევარი ქეიფს, ასე რომ წესით და რიგით შეჯიბრში არამონაწილე დამსწრეებისთვის დასადები თანხა უნდა შეადგენდეს 25 ლარს. ესეც იმ შემთხევაში თუ შენს გარდა რამდენიმე ფორუმელი იცნობს და გაუწევს რეკომენდაციას შენი ძმის წამოსლას.

ვეთანხმები 100%-ით
giga2010
მეგობრებო სულ რაღაც ერთი კვირა რჩება. იქნებ საორგანიზაციო საკითხები კიდევ ერთხელ გავიაროთ. არვიცი მედლების საკითხი. ამინდიც რაღაც ცუდს მიჩვენებს.
pilotina

ციტატა(gregory @ 7th September 2018 - 10:16 AM) *
1. პილოტინა2. გიგა 20103. Mon Soon5. ილარიონა6, aleqsa



დღესდღეობით სადღაც 12-13 კაცი აპირებს მონაწილეობას და თანხა მხოლოდ ამ ექვსმა კაცმა ჩარიცხა? ეგ როგორ?
თუ ქართულ "პუნქტუალურობას" არ ვღალატობთ და ბოლო დღემდე ვიცდით?
ბოლო დღეს კიდევ აღმოჩნდება, რომ მხოლოდ საქეიფო თანხა შედროვდა და გამოგვივა ჩვეულებრივი პიკნიკი ბუნების წიაღში.
MonSoon
ციტატა(pilotina @ 15th September 2018 - 06:47 PM) *
თანხა მხოლოდ ამ ექვსმა კაცმა ჩარიცხა?

არადა 5 კაცია. ციფრებია არეული
pilotina
MonSoon
ციტატა(bedo @ 15th September 2018 - 06:58 PM) *
არადა 5 კაცია. ციფრებია არეული


მითუმეტეს
userman
მე პირადად ძალიან დიდი სურვილი მაქვს , მაგრამ მოსავლის აღება - დაბინავების პროცესში ვარ , მოგეხსენებათ შემოდგომაა . ყველაფერს ვეცდები ,.

მაქსიმუმ 2 დღით ადრე გადაწყდება ჩემი ამბავი ...
ilariona
თქვენ თუ შეჯიბრი გინდათ სადაც თოფებს დაატოლებთ, მე იქ ვერ მოვალ! მეზარება დატოლება! სულ რომ 20 000 ლარი მქონდეს ჩარიცხული მაინც მეზარება smile.gif

ქეიფი, გაცნობა, მეგობრული შეჯიბრი და კარგი ხალხის გაცნობა კი ჩვენი დანერგილია ამ ფორუმზე და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

ამინდი სათუოა მართლა, დიდ ციკლონს გვპირდებიან სინოპტიკოსები! იმედია მაზავენ smile.gif

ლაშა, ფულს ყოველთვის ადგილზე ვკრეფდით და ისეთ მეგობრებს ვისაც არ ქონდათ არ ვთხოვდით დადებას! ვისაც გვქონდა ან ქონდათ ისინი ვინაწილებდით მათ დასადებს! აი ამის გამეორებას თუ შეძლებთ, აი მერე ექნება ამ შეჯიბრს აზრი, მანამდე კი დატოლებას უფრო გავს. sad.gif







MonSoon
ilariona
ესეიგი მეგობრობა იმარჯვებდა და საქეიფოდ დადიოდით.



პ.ს. ვაფშე ტა ეს ქეიფი და დროს ტარება ამოიღეთ და ეგ იქნებ რა.
ilariona
MonSoon

ხო და ირონიე ამ დუნიაზე ჩემს გარეშე smile.gif

მე რა მინდა შენთან მაშინ?

aleqsa
და თოფებიც რო "დავატოლოთ" wink.gif და რო ვიქეიფოთ კიდევაც არა? რა გვიშლის ხელს?

ქეიფში უკეთ არ გავიცნობთ ერთმანეთს? (მე ღრეობას არ ვგულისხმობ) კაი გულიანი, ჯიგრული დასასრული შეჯიბრის მემგონი ყველას გაგვისწორდება? smile.gif
MonSoon
ციტატა(ilariona @ 16th September 2018 - 12:54 PM) *
ხო და ირონიე ამ დუნიაზე ჩემს გარეშე

მე რა მინდა შენთან მაშინ?

არ იყო ირონია თუ დაიჯერებ. ნაწერის შინაარსს კი ვერ მივხვდი რა იგულისხმებოდა. მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ციტატა(ilariona @ 16th September 2018 - 12:54 PM) *
მე რა მინდა შენთან მაშინ?

ქეიფს თუ გულისხმობ, მაგის გარეშეც შეიძლება ადამიანის გაცნობა. ატყლაშუნო და მერე გაისაუბრო.
ilariona
მიხარია, რომ იმ ძველ აირგანს მოვესწარი სადაც ასეთი საკიტხების განხილვა არ ყოფილა!

MonSoon
ციტატა(ilariona @ Sep 16 2018, 01:05 PM) *
მიხარია, რომ იმ ძველ აირგანს მოვესწარი სადაც ასეთი საკიტხების განხილვა არ ყოფილა!

რა საკითხები ? ის რო თანხა უნდა დაიდოს ??

თუ არ აქვს ვინმეს თქვას კაცო, აქ საჯაროდ ნუ დაწერს. ვინმეს მიწეროს, კი არ ტეხავს თუ არ გაქვს.

ეგ კი არა აქტიურობა რო არ არის ეგაა ყველაზე ცუდი. 10 კაცზე მეტმა გამოთქვა სურვილი და დაიდო 5 კაცის თანხა. დავიჯეროთ ეხლა რო 10_დან 5 კაცს არ ჰქონდა თანხა ?? ხო და ორგანიზების თანხა თუ აგროვდა მე უფრო მაწყობს, სუფრა არ იქნება. მაგრამ მე მაწყობს თუ არა მაგაზე ხო არ არის. რაც საერთოა ისე უნდა იყოს
ilariona
MonSoon

ტელეფონით ციტატებს ვერ ვნიშნავ და დავაკოპირებ:

პ.ს. ვაფშე ტა ეს ქეიფი და დროს ტარება ამოიღეთ და ეგ იქნებ რა.


შენი შემოტანილია რომ იღებ? სად იღებ? რატომ იღებ? გინდა? გააკეთე ჩემს გარეშე! მე რა მინდა ისეთ შეჯიბრზე სადაც არ გავიცნობ ადამიანს!?

მასე ერთი ბარმალეი გვყვავდა ფორუმზე, სანამ არ დალია ვერ გავიცანით და როცა დალია ისე გავიცანით, რომ მას მერე თვითონ არ გაგვიცნო!

თუ ძალიან ჩახვეული არაა ჩემი აზრი მიხვდები რას ვგულისხმობ!

ასე რომ პს როცა წერ, მეტი კორექულობა გმართებს ჩემს მიმართ და ჩემს აზრთან! არის პასუხის გაცემის სტილი სადაც სუბორდინაციას არ დაარღვევ! რამოდენიმე წიგნის წაკითხვის ფაქტორია მხოლოდ
MonSoon
თან იმის თქმა რო ძველად თანხაზე არ იყო საუბარიო და ეხლა გამოძალვაზეა საქმე ეგ არის თემის სხვაგან წაყვანა. მაშინ ხალხიც მეტი იყო და უფრო სხვანაირადაც იყო საქმე. თანხაზე რო იყოს პრობლემა არც საკუთარ მაგიდებს წამოიღებდა ხალხი, არც საწვავის თანხაზეც ამოიღებდა ხმას ის ვინც მანქანით იქნება და არც უფასოდ დააბეჭდინებდა სამიზნე ფურცლებს სტამბას.
ilariona
MonSoon

შენ ისიც არ იცი, რომ სუფრაზე ცხვარს გელა კისრულობდა, ღვინოს მე, და არ ჩამოვწერ ბევრ რამეს კიდევ!
MonSoon
ilariona
ციტატა(ilariona @ 16th September 2018 - 01:16 PM) *
შენი შემოტანილია რომ იღებ? სად იღებ? რატომ იღებ? გინდა? გააკეთე ჩემს გარეშე! მე რა მინდა ისეთ შეჯიბრზე სადაც არ გავიცნობ ადამიანს!?

მასე ერთი ბარმალეი გვყვავდა ფორუმზე, სანამ არ დალია ვერ გავიცანით და როცა დალია ისე გავიცანით, რომ მას მერე თვითონ არ გაგვიცნო!

თუ ძალიან ჩახვეული არაა ჩემი აზრი მიხვდები რას ვგულისხმობ!

ასე რომ პს როცა წერ, მეტი კორექულობა გმართებს ჩემს მიმართ და ჩემს აზრთან! არის პასუხის გაცემის სტილი სადაც სუბორდინაციას არ დაარღვევ! რამოდენიმე წიგნის წაკითხვის ფაქტორია მხოლოდ

ჩქარობ. რატო გეგონა რო მე რაიმეს ვწყვეტტ საერთოდ აქ ან ამის სურვილი მაქვს. ნაადრევი დასკვნა გამოგაქვს.

ციტატა(ilariona @ 16th September 2018 - 01:16 PM) *
ასე რომ პს როცა წერ, მეტი კორექულობა გმართებს ჩემს მიმართ და ჩემს აზრთან! არის პასუხის გაცემის სტილი სადაც სუბორდინაციას არ დაარღვევ! რამოდენიმე წიგნის წაკითხვის ფაქტორია მხოლოდ

ამაზე საერთო არ გიპასუხებ, ჩემგან აცდენილი პოსტია. რა კორექტულობა, რის 2 წიგნის წაკითხვა. არ მიცნობ და რო გამიცნობ წარმოდგენაც შეგეცვლება დაწმუნებული იყავი.
ilariona
MonSoon

შენი პ.ს რომ წავიკითხე მას მერე ჩამომიყალიბდა აზრი!

MonSoon
ilariona
ციტატა(ilariona @ 16th September 2018 - 01:18 PM) *
შენ ისიც არ იცი, რომ სუფრაზე ცხვარს გელა კისრულობდა, ღვინოს მე, და არ ჩამოვწერ ბევრ რამეს კიდევ!

ჰო აი თურმე მაშინაც ყოფილა და ეხლაც არის ის რო ყველას თავისებური პატივისცემა და ჩართვა უნდა. რატო ვყოფთ მაშინ ძველად და ახალს. ამაზე არ გვინდა მოკლედ საუბარი, მე მოვრჩი.



ხო კიდე. მაგდენი ზრდილობა და მიხვედრილობა მაინც მაქვს ვის როგორ მივმართო.
პ.ს. არ ნიშნავს რო პირადად მას მიმართავ. პ_ს ნუ მიაწერ მაინცადა მაინც personal_ს, პირადს. მე ზოგადად დავწერე და შენ პოსტის შემდეგ ზუსტად ეგ პ.ს. იმიტო დავწერე რო შენ არ გეკუთვნოდა.

ნაადრევი და პოსტიდან გამომდინარე ნუ გამოვიტანთ მყარ დასკვნებს ნუ შევიქმნით ნაადრევ წარმოდგენებს,
giga2010
ჩემი აზრით არაფერია საკამათო. უფრო ვერ გავუგეთ ამ მიწერ-მოწერაში. რეალურად ალბათ რომ შევხვდებით სულ სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდება ერთმანეთის მიმართ.

ilariona
ჩვენ არ გვქონია ამდაგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა მიღებული. გვინდა რომ კარგი ორგანიზებული და სასიამოვნო მეგობრული შეჯიბრება გაიმართოს.
არვიცით როგორ რა ხდებოდა მანამდე, არ მიიღოთ წყენად, მაგრამ 2 წელია ამ ფორუმზე ვარ და მეგობრული შეჯიბრების მაგვარი შეკრება არ მომხდარა.
დამერწმუნეთ არც თანხის შეგროვებაზე არ დაგვიწყია მსჯელობა.
დავამთავროთ კამათი და მივხედოთ საორგანიზაციო საკითხებს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.