დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: CROSMAN blaze XT
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3
Spanj



გამარჯობა , CROSMAN blaze XT ამ თოფზე შეგიძლიათ ორიოდე სიტყვა მითხრათ?
რამდენად ნორმალურია თავის ფასში ?
მაინცდამაინც ბევრს არ ვითხოვ თოფისგან .
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ შევიძინე და შემდეგ აღმოვაჩინე ეს ფორუმი და ისიც გამყიდველმა მითხრა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავ თუ ესტუმრებიო .
საერთოდ ვერ ვერკვევი და კულისებიდან გადევნებთ თვალს .

პ.ს.
დღეს გავიგე რომ ახალ თოფს დაშლა და შეზეთვა ჭირდება ( ვერ გავიხსენე იმ სიტყვას რა ქვია scratch_one-s_head.gif ) მე კი ვუბრახუნე უკვე 50 ტყვიამდე და შესაძლებელია დაზიანებულიყო რაიმე დეტალი? იქნებ მითხრათ ვინმე ვინც დამეხმარება დაშლაში და ქარხნული ზეთების მოშორებაში biggrin.gif
არვიცი რამდენად სწორად ვხსნი თემას , თუ რამე შემეშალა მომიტევოს ადმინისტრაციამ შენიშვნას მივიღებ და გავითვალისწინებ მომავალში.მადლობა.
chicho
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე.
მშვენიერი თოფია მშვიდობაში და კარგია რომ ამ ფორუმზე შემოხვედი, აქ გამოცდილი ხალხია და ბევრ კარგ რჩევა დარიგებას მოგცემენ.
დეკონსერვაციას რაც შეეხება არ ინერვიულო, თუ ისევ აქვს კვამლი და დიდი ხმა სროლის დროს ჯობია გაჩერდე აღარ ისროლო და დაელოდე მასტერების პასუხს , მეც ახალბედა ვარ ჯერჯერობით, ჩემ თოფზეც ვისროლე 30მდე ტყვი და მერე გავაკეთე დეკონსერვაცია და დეტალები გადარჩენილი იყო
Spanj
მადლობა მეგობარო.
სულ სამი დღეა ვიყიდე და პირველ ჯერზე მიზანი რომ გავასწორე 45 მეტრში კოკაკოლის ალუმინის ქილას უპრობლემოდ ვარტყამდი.გუშინ დავაფიქსირე რომ ლინზა ოდნავ უკან დაცურდა კარგად არ მქონდა დაჭერილი როგორც ჩანს . მოვხსენი და საგულდაგულოდ დავაყენე.შესაბამისად მიზანიც აირია.ახლა გამოსული ვარ გასასწორებლად მაგრამ ვერაფრით მოვახერხე 45-50 მეტრში კარდონზე მიმაგრებულ თაბახოს ფურცელს ვესვრი ,რომელზეც მარკერით მაქვს 10 სმ დიამეტრის წრე შემოხაზული . ხან სად მიდის ტყვია ხან სად. ესეიგი ერთსა და იმავე ნასტროიკაზე სხვადასხვა ადგილებში ხვდება ტყვია. 3 4 სანტიმეტრის ცდომილებაზე არ მაქვს ლაპარაკი sad.gif შესაძლებელია ლინზა დაზიანებულიყო? ან დეკონსერვაციის აუცილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი პრობლემა? შესაძლოა მე ვერ ვასწორებ მიზანს.

პ.ს. მიზნის გასწორების გამოცდილებას თუ გამიზიარებ დიდად მადლობელი დაგრჩები. .
chicho
თაბახის დურცელს ხვდება თუ არა არაუშავს, ჯერ გაიგე ყველა ნასროლი ერთ მხარეს მიდის თუ არა, მაგალითად 5ტყვოა საკმარისია, თუ ხუთივე ერთად იკრიბება მაშინ ოპტიკას არ აქვს პრობლემა, შეეცადე თოფი სროლის დროს რამეზე დააყრდო ოღონდ ლულით არა, როარ დაიკაწროს ხისკონდახი ნაჭერი დაუდო შეგიძლია.

თუ საიდუმლო არაა ვისთან იყიდე და რამდენად ?

5 ტყვიის სროლა ხდება შემდეგნაირად: ესეგი უმიზნებ მხოლოდ ერთ წერტილში და გაისვრი, ყველა გასროლისას დაუმიზნე მხოლოდ ერთ წერტილში და მერე ნახე ტყვიები ერთადაა თუ არა, ახლა ტყვია ტყვიაში თუარ ზის არაა პრობლემა

ხო მართლა დაწერე რა ტყვიებს ისვრი და რა წონებს.
Spanj
თოფს მანქანის კარებზე ვდებ ხის კონდახით ნაჭერი მაქვს დადებული და მაქსიმალურად ვცდილობ მყარად იყოს.
თოფი თბილისი მოლში ვიყიდე იარაღების მაღაზია რომ არის -2 სართულზე კიბეებთან 480 ლარი გადავიხადე თოფში და ტყვიებში 35 ლარი



ამას ვისვრი.
chicho
მე როგორც გითხარი ეგრე ცადე გასროლა და მიხვდები ოპტიკის ბრალია თუ არა.
რომ გაისვრი ლულაში ჩაბერე თუ ბოლს შეამჩნევ გირჩევ აღარ ისროლო, მაგ საქმეს სიჩქარე არ უყვარს .
Spanj
კი ბოლი აქვს ლულაში :/ მიზანი გავასწორე მადლობა ძალიან გამომადგა შენი რჩევა.
chicho
აღარ ისროლო დამიჯერე, დეკონსერვაცია უნდა უეჭველი
Spanj
ისე არის შემთხვევები დეკონსერვაციას რომ არ საჭიროებდეს ჩინეთის წარმოებული თოფები?აქ წავიკითხე გერმანული თოფები ზომიერად შეზეთილია ქარხნიდანვეო ...
ხ.მ.ე.ლ.ო
Spanj

კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე!

რჩევა პირველი: სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ და რაიმეს დააზიანებდე, ჯერ ჰკითხე ხალხს, რა იცი რა გირჩიონ. რადგან როგორც თვითონვე აღნიშნე ახალი ხარ პნევმო სამყაროში. (ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ თქვი: ჯერ შევიძინე და შემდეგ აღმოვაჩინე ეს ფორუმიო) ამის შემდეგ სხვა დანარჩენზე რჩევა იკითხე. smile.gif

შენი ფიშტო ჩინური არ არის. ამერიკული ფირმის crosman-ის წარმოებაა. უბრალოდ ჩინეთში იწყობა.
მაგ ფასად იდეაში ცოტა უკეთესის ყიდვა შეიძლებოდა, ვგულისხმობ ვიზუალს თორემ მონაცემები მსგავსი ფასის თოფებისა ყველას ერთიდაიგივე აქვს თითქმის. ეგ თოფი benjamin regal-ის ზუსტი ანალოგია, უბრალოდ რეგალს გაცილებით ლამაზი დამუშავება აქვს კონდახზე და გაცილებით კარგ ვიდზეა რადგან მუქი ლაქი უსვია. ნუ უფრო სიმპათიურია.

რაც შეეხება დეკონსერვაციას, ყველა თოფს სჭირდება ეს პროცესი, რადგან ქარხანაში ბევრ ტაოტს უსვამენ და ბევრ ზეთს ასხავენ ყველგან, რომ თოფი დროთა განმავლობაში არ დაჟანგდეს და ნესტი არ აიღოს, მყიდველმა კი უნდა ამოაკლოს ზედმეტი ზეთიც და ტაოტიც, მითუმეტეს ცილინდრში, სადაც ზამბარა მოძრაობს. უმჯობესია გასროლამდე მოხდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ დაპანიკდები, არაფერი მოუვიდოდა შენს თოფს 50 გასროლით. უბრალოდ აჯობებს აღარ გაისროლო და დეკონსერვაცია ჩაუტარო ჯერ. ანუ ის, რასაც შენ ამბობდი, დაშალო და მოახდინო ზედმეტი ტაოტის ამოკლება ცილინდრსა და დგუშიდან, რათა თოფმა გასროლისას არ წამოქმნას ისეთი ფეთქებადი და ცეცხლმჩენი პროცესები, როგორიც აზიანებს თოფს დროთა განმავლობაში. ეს პროცესი შეიძლება გამოვლინდეს დგუშის მანჟეტის შეჭმით-ამოწვით. თოფის ლულის გადასაბმელ ადგილას შატკის წარმოქმნის და სხვა სახით... მოკლედ არასასურველი შემთხვევაა. მე მაგალითად მინახავს, ძალიან ძლიერ თოფებზე, როგორებიც მაგალითად ჰატსან 125, ჰატსან 135 და სხვა მოდელებია, თვითონ დგუში შეუჭამია გასროლების ციკლს.

რაც შეეხება მიზნის გასწორებას, მაგ ოპტიკას შეიძლება ლინზებიჩ ჩაუტყდეს რამდენიმე გასროლის შემდეგ და არ გაგიკვირდეს, ეგ ზავაცკოი ოპტიკები სუსტია. უბრალოდ აყოლებენ კომპლექტში რომ მყიდველის ხარბი გონება მიიზიდოს და მეტი არაფერი. ერთიდაიგივე ფასიანი თოფებიდან რომელს იყიდდი, რომელთაგან ერთს ოპტიკა მოჰყვება, თუ მეორეს, რომელსაც არ მოჰყვება? რათქმაუნდა იმას იყიდი რომელსაც ოპტიკა მოყვება ხო? მარტივი და სწორი მაგალითია მოკლედ.

ნუ ზოგადად ოპტიკა რომ დაგჭირდება იკითხე და გირჩევთ. გააჩნია რისთვის მოგინდება, მიზანში სასროლად თუ სანადიროდ. შორ თუ ახლო მანძილზე გამოსაყენებლად და ასე შემდეგ...

ეხლა რაც შეეხება ტყვიებს: მაგ ტყვიებში 10 ლარით ძვირი გაქვს გადახდილი. biggrin.gif თან შენს თოფს ქარხნულად ტყვიის სიჩქარე 1200 FPS, ანუ 366 მეტრი/წამში აქვს და ცოტა მძიმე ტყვიები უკეთესი იქნებოდა. მაგრამ რაღათქმა უნდა აქაც იმას გავიმეორებ თუ რისთვის გინდა ტყვიები, სანადიროდ თუ მიზანში სასროლად? მე მაგალითად ჩემს პრაქტიკაში ყოველთვის ამ ტყვიებს ვიყენებდი, სანადიროდაც და მიზანში სასროლადაც და დამიჯერე სუფთა კამფეტია, რადგან უზუსტესი ტყვიებია smile.gif ოღონდ თუ შენს თოფსაც მოეწონება მაშინ იქნება შენთვისაც კამფეტი smile.gif

chicho
ხმელო მაგ ტყვიებს სად ყიდულობ და რამდენად ?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ May 3 2018, 08:56 PM) *
ხმელო მაგ ტყვიებს სად ყიდულობ და რამდენად ?

დინამოსთან, სულ ბოლომდე რო ჩაუყვები მონადირის მაღაზია რომ არის შენობის კუთხეში, მანდ ღირს 25 ლარი, მაგნუმშიც არის მაგრამ მგონი 28 ყიდიან ეგენი.
და რაც მთავარია ამას წინათ გრეგორს აღმოაჩნდა და 25 ად ყიდის. გრეგორთან იყიდო სჯობია biggrin.gif მაინც ჩვენი კაცია biggrin.gif smile.gif
pilotina
chicho
ციტატა(gihap0 @ 3rd May 2018 - 08:56 PM) *
ხმელო მაგ ტყვიებს სად ყიდულობ და რამდენად ?


დიღმის გუდვილში. მაღაზია " მაგნუმი "
Spanj
ხ.მ.ე.ლ.ო


მადლობა კარგი რჩევისთვის,შევიძენ მაგ ტყვიებს და დავწერ რამდენად მოეწონება თოფს .
ოპტიკასთან დაკავშირებით ახლავე გკითხავ რადგან დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ვერ გასტანს ეს .
უფრო ხშირად მიზანში სასროლად გამოვიყენებ , ზოგჯერ შესაძლოა სოფელში ყვავსაც ვესროლო .
აი ამის გათვალისწინებით რომელ ოპტიკას მირჩევდი? ადგილზე ყიდვა ჯობია თუ გამოწერა?
და კიდევ ერთი კითხვა , ვინმე მცოდნე შეგიძლია მიმასწავლოთ ვინც დეკონსერვაციას ჩაუტარებს თოფს და რა თანხასთანაა დაკავშირებული ისიც რომ მითხრათ?
Spanj
ხ.მ.ე.ლ.ო


მადლობა კარგი რჩევისთვის,შევიძენ მაგ ტყვიებს და დავწერ რამდენად მოეწონება თოფს .
ოპტიკასთან დაკავშირებით ახლავე გკითხავ რადგან დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ვერ გასტანს ეს .
უფრო ხშირად მიზანში სასროლად გამოვიყენებ , ზოგჯერ შესაძლოა სოფელში ყვავსაც ვესროლო .
აი ამის გათვალისწინებით რომელ ოპტიკას მირჩევდი? ადგილზე ყიდვა ჯობია თუ გამოწერა?
და კიდევ ერთი კითხვა , ვინმე მცოდნე შეგიძლია მიმასწავლოთ ვინც დეკონსერვაციას ჩაუტარებს თოფს და რა თანხასთანაა დაკავშირებული ისიც რომ მითხრათ?
chicho
პირადში მოგწერ ნომერს ვინც აკეთებს დეკონსერვაციას
Spanj
chicho

გაიხარე დღეს დავურეკავ და თუ ეცლება ბარემ გავაკეთებ
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(Spanj @ May 4 2018, 01:00 AM) *
ხ.მ.ე.ლ.ო


მადლობა კარგი რჩევისთვის,შევიძენ მაგ ტყვიებს და დავწერ რამდენად მოეწონება თოფს .
ოპტიკასთან დაკავშირებით ახლავე გკითხავ რადგან დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ვერ გასტანს ეს .
უფრო ხშირად მიზანში სასროლად გამოვიყენებ , ზოგჯერ შესაძლოა სოფელში ყვავსაც ვესროლო .
აი ამის გათვალისწინებით რომელ ოპტიკას მირჩევდი? ადგილზე ყიდვა ჯობია თუ გამოწერა?
და კიდევ ერთი კითხვა , ვინმე მცოდნე შეგიძლია მიმასწავლოთ ვინც დეკონსერვაციას ჩაუტარებს თოფს და რა თანხასთანაა დაკავშირებული ისიც რომ მითხრათ?

რამდენს გადაიხდიდი ოპტიკაში? მიზანში სასრილად თუ გინდა ეგ თოფი მაქსიმუმ 60-50 მეტრში გამოდგეს მიზანში სასროლად, მაგის შემდეგ უკვე რთულია ზედეპეს მიზანში სროლა. ნუ მტრედს შეიძლება 80-90 მეტრშიც გაარტა თუ რამდენიმე მილდოტით მაღლა აუწევ მაგრამ ეგ უკვე მიზანში სროლა აღარ არის.

ოპტიკა აქ უფრო ძვირი ღირს და ისეთს მაინც ვერ იშოვი როგორიც მაგ თოფისთვის გამოდგება. აქ ან ძვირიანებია, ან დაბალფასიანები და არ ვარგა. მოკლედ, უნდა გამოიწერო მაგალითად ლიპერსი 3-9X40 ან ლიპერსი 3-9X50. ან ცენტრ პოინტის 3-9X40. ან აგერ მე ჩამოვიტანე რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი ოპტიკა სნაიპერი 3-9X40. მაგ სახელს დააჭირე და ჩემს თემაში გადახვალ პირდაპირ და დაათვალიერე. წაიკითხე, ყველაფერი მიწერია მანდ. მაგრამ ეს ცოტა ძვირი ჯდება, 220 ლარამდე დაგიჯდება. სხვა ოპტიკებისგან ეს ბოლო რაც დავწერე იმით განსხვავდება რომ სხვა ოპტიკების ბადე ბარაბნებთან კავშირდება, ამას კი მინაზე აქვს დამაგრებული. მთავარია მინა არ ჩატყდეს და დალშე სულ იმუშავებს. სხვა ოპტიკებს კი მალევე უწყდებათ ხოლმე ბადე. ნუ რარათქმაუნდა თუ ბანძი ოპტიკაა. თორემ ლიპერსი და ცენტრ პოინტი ნორმალური ოპტიკებია, თუმცაღა მაგათაც დოლურებთან დაკავშირებული ბადე აქვთ.

დეკონსერვაციას რაც შეეხება, მეც შემიძლია მაგის გაკეთება, უბრალოდ სტანოკი უნდა მაგას და მე არ მაქვს სტანოკი. smile.gif
sekurifa
ციტატა(x.m.e.l.o @ 4th May 2018 - 04:49 PM) *
სხვა ოპტიკებისგან ეს ბოლო რაც დავწერე იმით განსხვავდება რომ სხვა ოპტიკების ბადე ბარაბნებთან კავშირდება, ამას კი მინაზე აქვს დამაგრებული. მთავარია მინა არ ჩატყდეს და დალშე სულ იმუშავებს. სხვა ოპტიკებს კი მალევე უწყდებათ ხოლმე ბადე.

მოიცა გიო ნუ დააბნიე ახლა ეგ კაცი სულ)) დოლურებს არაფერი არ უკავშირდება იპტიკაში. დოლურებს შიგნიდან მიმწოლი ფეხები აქვს. ტრიალისას ფეხს გაწევს და გამოწევს შიგნით და აწვება იმ ცილინდრს რომელშიც არის ჯვარი დატანებული. შენს ოპტიკასაც ეგრე აქვს. კი აქვს ჯვარი ლინზაზე მაგრამ ეგ ლინზა იმ ცილინდრშია რაც დიდ ვიბრაციას განიცდის ზდპ ეზე და ფუჭდება. ეგაა ზუსტად ოპტიკუს პრობლემა ზდპეზე.

აი ოპტიკებს რომლებსაც ბადე უდიდდებათ ზუმთან ერთად მაგათ აქვთ ჯვარი სულ სხვა ლინზაზე რომელიც არ ზის დოლურებით სამოძრაო ცილინდრში და არ განიცდის ისეთ რხევას როგორც შენი ოპტიკის ჯვრიანუ ლინზა.

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(sekurifa @ May 4 2018, 05:48 PM) *
მოიცა გიო ნუ დააბნიე ახლა ეგ კაცი სულ)) დოლურებს არაფერი არ უკავშირდება იპტიკაში. დოლურებს შიგნიდან მიმწოლი ფეხები აქვს. ტრიალისას ფეხს გაწევს და გამოწევს შიგნით და აწვება იმ ცილინდრს რომელშიც არის ჯვარი დატანებული. შენს ოპტიკასაც ეგრე აქვს. კი აქვს ჯვარი ლინზაზე მაგრამ ეგ ლინზა იმ ცილინდრშია რაც დიდ ვიბრაციას განიცდის ზდპ ეზე და ფუჭდება. ეგაა ზუსტად ოპტიკუს პრობლემა ზდპეზე.

აი ოპტიკებს რომლებსაც ბადე უდიდდებათ ზუმთან ერთად მაგათ აქვთ ჯვარი სულ სხვა ლინზაზე რომელიც არ ზის დოლურებით სამოძრაო ცილინდრში და არ განიცდის ისეთ რხევას როგორც შენი ოპტიკის ჯვრიანუ ლინზა.


მიმწოლი ფეხები ხო უკავშირდება თავისი მიწოლით მაგ ცილინდრს რომელშიც ჯვარია მოქცეული? biggrin.gif
ყოველ შემთხვევაში ლინზაზე დასმული ჯვრიანი ჩემნაირი ოპტიკა მაინც სჯობს ისეთ ოპტიკებს რომელთა ჯვარიც ცილინდრშია მოქცეული smile.gif
Spanj
ხ.მ.ე.ლ.ო
გუშინ ვკითხულობდი შენს თემას ოპტიკაზე და ძალიან მომეწონა.
ვამუშავებ ზავაცკოი ოპტიკას სანამ წელში არ გაიღუნება და შემდეგ ვიყიდი რამეს 200 250 ლარის ფარგლებში.
ისეთი მინდა ერთხელ რომ დავაყენო და ეყენოს ჯიგრულად , ძაან რომ არ გამაწვალოს .
დღეს ვუკეთებ თოფს დეკონსერვაციას და იმედია დანახშირებული არ იქნება შიგნეულობა biggrin.gif biggrin.gif
Spanj
-----------------------------------------
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(Spanj @ May 4 2018, 07:01 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
გუშინ ვკითხულობდი შენს თემას ოპტიკაზე და ძალიან მომეწონა.
ვამუშავებ ზავაცკოი ოპტიკას სანამ წელში არ გაიღუნება და შემდეგ ვიყიდი რამეს 200 250 ლარის ფარგლებში.
ისეთი მინდა ერთხელ რომ დავაყენო და ეყენოს ჯიგრულად , ძაან რომ არ გამაწვალოს .
დღეს ვუკეთებ თოფს დეკონსერვაციას და იმედია დანახშირებული არ იქნება შიგნეულობა biggrin.gif biggrin.gif

არ იქნება, თუ რამეა და მომწერე და ისეთ მანჟეტს გაყიდინებ, რომ ქარხნულად არცერთ თოფს არ მოსდევს და 10-ჯერ უკეთესია ქარხნულ მანჟეტებზე.
chicho
ვაა ხმელო რა კაი რამე თქვი სად იყიდება ეგ მანჟეტები?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ May 5 2018, 01:02 PM) *
ვაა ხმელო რა კაი რამე თქვი სად იყიდება ეგ მანჟეტები?

ჩვენ გვექნება ცოტა მოგვიანებით. მანამდე არსად smile.gif თუ დაწვრილებითი ინფორმაცია გვაინტერესებს პირადში დაგვიკავშირდით
Spanj
მეგობრებო ამ კონკრეტულ მოდელს რამდენი ჯოული აქვს შეგიძლიათ მითხრათ?
კარგი ოტპიკით კარგ მსროლელს ყვავის მონადირება რა მანძილზე შეუძლია დაახლოებით?
ჩაინიკურ კითხვებს ვსვამ , მაგრამ მინდა წარმოდგენა შევიქმნა იარაღზე და გავცდე ამ 20 მეტრზე 20 სანტიმეტრიანი თაბახის ფურცლის ხვრეტა-გლეჯვას წარმოსახვით მაინც biggrin.gif
aleqsa
Spanj

გააჩნია სად მოარტყავ. ყვავს ჩემი გამოცდილებით გვერდიდან ფრთაში გარტყმით უფრო ტოვებ ადგილზე ვიდრე მკერდში. მკერდში მოხვედრისას თუ გულში არ გაუარა მიფრინავს მაინც. აი მხარში კი ფრთის ძვლები თუ დაულეწა ტოვებს ადგილზე. თუმცა ფრთის ბუმბული ისეთ "ჯავშანს" უკეთებს რომ აქ ერთ ტანაფორუმელ უზერმანს შენელებული ვიდეოცკი უდევს როგორ ისხლეტავს ტყვიას. ვიდრე ჩემი თვალით არ ვნახე არმეჯერა რო მომიყვნენ.
თოფს რაც შეეხება კიდევ საკმარისი ძალააქვს რომ 50-60 და 70 მეტრზეცკი მოინადირო. მეთვითონ არა მარა აქ ერთი ჩემი ძმაკაცია მონსონის ნიკით აი ეგ კროსმანის ვანტაჟით ღია სამიზნით 50+ უბრახუმებდა პლინკის დროს 0.5ლ. ბოთლებს და ოპტიკით ჩემთან ერთად გადაზომილ 60მ. ზე ქედანი მოხსნა ხიდან და კიდევ 70 ზე ყავს ყვავი ჩამოხსნილი ხიდიდან. მეკიდევ 35მ.ზე ცხადად დავინახე როგორ გაყარა ბუმბული გამჭოლზე ზურგიდან გამოსულმა ტყვიამ, მარა გამიფრინდა კაი შორ მანძილზე. თვალს მიეფარა და ვერ ავიღე. ასერომ კიდევ ერთხელ გააჩნია სად გაარტყავ, მანძილს მნიშვნელობა არააქვს.

პ.ს. სხვათაშორის გვრიტზეც მქონდა მასეთი შემთხვევა ახლო სადღაც ესე 20-25 მ.ზე გამჭოლზე გაუარა ტყვიამ და ისიც გამიფრინდა ისერომ კაიხანს ტვალით ვხედავდი და ველოდი ან ეხლა დავარდება ანეხლათქო მარა ნურას უკაცრავად. ისე წავიდა რომ მეც დავკარგე და ბუნებამაც.
ხ.მ.ე.ლ.ო
შენს თოფს იმის რესურსი აქცს რომ 50 მეტზე ყვავი დატოვოს. ნუ რათქმაუნდა ალექსამ როგორც თქვა გააჩნია სად გაარტყავ თორემ მასე 10 მეტრში შეიძლება გახვრიტო ყვავი მაგრამ წავიდეს მაინც.
მე პირადად შენი თოფოს ანალოგიური პნევმოთი 79-83 მეტრში 2 მტრედი მაქვს მოხსნილი თან 2 სროლაში. რათქმაუნდა ჩამოყრდნობილი თოფით და 1 მილ დოტის მაღლა აწევით. მაშინ ჯიესბის 8.44 გრეინიან ტყვიებს ვისროდი და მტრედები რო ვნახე ორივეს მხოლოდ ფრთები ჰქონდათ დახვრეტილი და ცოცხლები დარბოდნენ. ანუ თოფმა ვერ გაატარა...
aleqsa
ხ.მ.ე.ლ.ო


ციტატა(x.m.e.l.o @ 6th May 2018 - 02:26 PM) *
მაშინ ჯიესბის 8.44 გრეინიან ტყვიებს ვისროდი და მტრედები რო ვნახე ორივეს მხოლოდ ფრთები ჰქონდათ დახვრეტილი და ცოცხლები დარბოდნენ. ანუ თოფმა ვერ გაატარა...



ხმელო გიომაც მაგ მსუბუქი 8.44 გრეინ. ტყიებით მოხსნა ის ყვავიც და ქედანიც. ქედანზე იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვუყურე გარტყმისას დაახლოვებით 25-30 მეტრი იფრინა და მერე დაეცა. ადგილზე რომ მოვედით აღმოჩნდა რომ შემავალი ფერდის მხრიდან რამდენიმე ნეკნი ქონდა დალეწილი მერე ხერხემალი ქონდა გაწყვეტილი და გამოსვლისას ბეჭის ქვეშაც რამდენიმე ნეკნი გამოიყოლა. ფაქტიურად შუაზე იყო გაწყვეტილი და წარმოიდგინე ამ დაზიანებებითაცკი კიდევ 30 მეტრამდე გაიფრინა და მერე დავარდა. ნუ ეხლა მთლა ჯამრთელად ვერა მარა მაინცხომ იფრინა. მაშინ მივხვდით ტუ რისი ამტანები იყვნენ მტრედისებთა ოჯახის ფრინველები.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(aleqsa @ May 6 2018, 03:05 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო





ხმელო გიომაც მაგ მსუბუქი 8.44 გრეინ. ტყიებით მოხსნა ის ყვავიც და ქედანიც. ქედანზე იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვუყურე გარტყმისას დაახლოვებით 25-30 მეტრი იფრინა და მერე დაეცა. ადგილზე რომ მოვედით აღმოჩნდა რომ შემავალი ფერდის მხრიდან რამდენიმე ნეკნი ქონდა დალეწილი მერე ხერხემალი ქონდა გაწყვეტილი და გამოსვლისას ბეჭის ქვეშაც რამდენიმე ნეკნი გამოიყოლა. ფაქტიურად შუაზე იყო გაწყვეტილი და წარმოიდგინე ამ დაზიანებებითაცკი კიდევ 30 მეტრამდე გაიფრინა და მერე დავარდა. ნუ ეხლა მთლა ჯამრთელად ვერა მარა მაინცხომ იფრინა. მაშინ მივხვდით ტუ რისი ამტანები იყვნენ მტრედისებთა ოჯახის ფრინველები.

კი. ხდება ხოლმე. ეს ჯიესბი 8.44 იანი შორ მანძილზე რომ ვესროლე ძალიან, მაგიტომ ვერ გახვრიტა, ფრთის გახვრეტა დასძალა ტყვიამ და თოფის ენერგიამ, მაგრამ სხეულისა ვერა, რადგან შორი მანძილი იყო. ახლოს რომ ყოფილიყო გახვრეტდა, მაგრამ იქვე დატოვებდა თქო რომ გითხრა თავს ვერ დავდებ biggrin.gif ჰო და ეგ მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ამტანები აირან ნამდვილად. ყვავზე ხო საერთოდ ლაპარაკიც აღარ ირს. smile.gif
chicho
ექსპანსიური ტყვია თუ მოხვდა გაექცევა რამე?
aleqsa
ციტატა(chicho @ May 6 2018, 03:59 PM) *
ექსპანსიური ტყვია თუ მოხვდა გაექცევა რამე?


რამდენიც გინდა იმდენი გამქცევია smile.gif ბარაკუდა ჰანტერებით ყოველშემთხვევაში.

პ.ს. კსტაწი ეგ ბარაკუდა ჰანტერები ოხეად მაქვს, გაუხსნელი კოლოფები. 200 იანი და 400 ცალიანი კოლოფებით. თუ ვინმე ხმარობთ და დაინტერესებულიხართ შემიძლია ბარაკუდას (0,69 გრამიან) ტყვიებში გადაგიცვალოთ?. მეტი-ნაკლევში. ანუ მე მეტს მოგცემთ.
sekurifa
მოკლედ დაუსრულებლად შეიძლება ამ თემაზე კამათი რომელი ტყვია ჯობია რომელ თოფზე და რა დისტანციაზე. რომელი ტყვია ტოვებს ფრინველს ადგილზე დს რომელი არა.

უნდა მოხვდეს სადაც საჭიროა და არაფერი არ გაფრინდება არსად. ექსპანსიურებს მაღალი სიჩქარე უნდა რაც ზდპეებს არააქვს (ჰაცან 125 და 135 არმაქ მხედველობაში) 300მწ უნდა ექსპანსიურს რომ დანიშნულება შეასრულის მისი. ძვალში თუ მოხვდა ნებისმიერი ტყვია დააინვალუდებს და დაჭრილი ჩამოვარდება ფრინველი (ფეხებში არ ვგულისხმობ) ხოლო რბილში მოხვედრისას რომ ექსპანსიური ტყვია გაიხსნას სიჩქარე უნდა დიდი.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(sekurifa @ May 6 2018, 05:04 PM) *
მოკლედ დაუსრულებლად შეიძლება ამ თემაზე კამათი რომელი ტყვია ჯობია რომელ თოფზე და რა დისტანციაზე. რომელი ტყვია ტოვებს ფრინველს ადგილზე დს რომელი არა.

უნდა მოხვდეს სადაც საჭიროა და არაფერი არ გაფრინდება არსად. ექსპანსიურებს მაღალი სიჩქარე უნდა რაც ზდპეებს არააქვს (ჰაცან 125 და 135 არმაქ მხედველობაში) 300მწ უნდა ექსპანსიურს რომ დანიშნულება შეასრულის მისი. ძვალში თუ მოხვდა ნებისმიერი ტყვია დააინვალუდებს და დაჭრილი ჩამოვარდება ფრინველი (ფეხებში არ ვგულისხმობ) ხოლო რბილში მოხვედრისას რომ ექსპანსიური ტყვია გაიხსნას სიჩქარე უნდა დიდი.

პრავილნო biggrin.gif biggrin.gif: D
aleqsa
sekurifa

ციტატა(sekurifa @ 6th May 2018 - 05:04 PM) *
მოკლედ დაუსრულებლად შეიძლება ამ თემაზე კამათი რომელი ტყვია ჯობია რომელ თოფზე და რა დისტანციაზე. რომელი ტყვია ტოვებს ფრინველს ადგილზე დს რომელი არა.


კი გეთანხმები, ეს თემა ამოუწურავია და საბოლოო დასკვნაზე ჩემი აზრით ყველა ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად თვითონ უნდა მივიდეს ყველა.

ჩემ აზრს რაც შეეხება ექსპანსიურ, ექსტრემალ, სანადირო თუ სპორტულ მიზანზე სასროლ ტყვიებს ესეთია:

ექსპანსიური, ქაღალდის მიზანზე სასროლი, (ზოგი ამას სპორტულს ეძახის, თუმცა სპორტული სულ სხვა ტყვიებია) და ა.შ. სახელწოდებები მე პირადად უფრო მწარმოებლების მანკეტინგული, სააფიშო დასახელებები მგონია და რატომ.
ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ ყველა თოფს (ლულას) თავისი ტყვია უნდა ვუპოვოთ ხო? აი მაგალითად დავუშვათ სიტყვაზე ერთ კროსმანს ჯიესბის დიაბლო მიაქვს ყველაზე უკეთ მიზანში და მეორე იგივე ფირმის კროსმანისას დავუშვათ ბარაკუდას ჰანტერები მოწონს ყველაზე უკეთ. ეხლა ნადირობისას რომ იმ კროსმანმა რომელსაც ჯიესბი მოწონს ბარაკუდები ისროლოს ხომ არის ვარიანტი რომ ვერაფერი ვერ მოინადიროს და პირიქით? ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ, თუ თოფს ჯიესბი მოწონს ესეიგი ჯიესბია იმის ქაღალდის სამიზნეზე სასროლი ტყვიაც და სანადირო ტყვიაც. და თუ ბარაკუდა ორივე ვარიანტში ბარაკუდა. წახვედი სანადიროდ და წაიღე ექსპანსიური ტყვია, თუ შენ თოფს არ მიაქვს ის ექსპასიური ტყია მიზანში და აბნებს აქეთ-იით ინადირე რამდენიც გინდა, იქნები ხელმოცარული მონადირე და ეგ იქნება....

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესაა ჩემი პირადი აზრი და დასკვნა, იქიდან გამომდინარე რაც შეხება მაქვს ამ სფეროსთან.
giga2010
მეც დავამატებ მაშინ ჩემს აზრს. ალექსას მსჯელობიდან გამომდინარე, რომელსაც მეც ვეთანხმები, საჭიროა მუდმივად ერთი სახეობის ტყვიას მიეჩვიოს მსროლელი.
ეს მსროლელისთვისაც უკეთესია და ადვილიც არის, იცი ტყვიის ვარდნა. რომელ დისტანციაზე რომელი ჯვარი გჭირდება.
ანუ რასაც ქაღალდზე ისვრი იმით უნდა ინადირო
aleqsa
ციტატა(giga2010 @ May 6 2018, 07:56 PM) *
მეც დავამატებ მაშინ ჩემს აზრს. ალექსას მსჯელობიდან გამომდინარე, რომელსაც მეც ვეთანხმები, საჭიროა მუდმივად ერთი სახეობის ტყვიას მიეჩვიოს მსროლელი.
ეს მსროლელისთვისაც უკეთესია და ადვილიც არის, იცი ტყვიის ვარდნა. რომელ დისტანციაზე რომელი ჯვარი გჭირდება.
ანუ რასაც ქაღალდზე ისვრი იმით უნდა ინადირო


აბსოლიტურად გეთანხმები გიგა ძმაო, მეც ზუსტად მაგას ვამბობდი ზემოთ... ტყვიას რომელსაც ყველაზე უკეთ მოირგებს ჯერ თოფი და შემდეგ მსროლელი ისაა ყველანაირი ტყვია მისთვის ჩემი აზრით, სანადიროიც და მიზანში სასროლიც.

(პრინციპში ნადირობაც ხომ სხვა მეტი არაფერია, ჯერ შეფარვით მიპარვა სანადირო ობიექტზე ან ჩასაფრება და შემდეგ იგივე ზუსტი სროლა!!!)
sekurifa
aleqsa

კი, მართალი ხარ რასაც წერ. პნევმატური იარაღი პირველ რიგში არის სიზუსტე. ზუსტი სროლისთვის არის ეგ იარაღი. ქაღალდზე სასროლი პნევმატიკა სულ სხვა განხრაა და უსაშველიდ ძვირი თოფებია.

ჩვენ ბაზარზე რაც არის ხელმისაწვდომი ეგ უბრალიდ მფლობელის ხელში მისი ჭიის გასახარებელი თოფებია ქაღალდზე სროლას თუ ვიგულუსხმებთ.

აი პესტ კონტროლზე კი სავსებით აკმაყოფილებს ყველა ხელმისაწვდომი ეგზემპლიარი. ეგ მერე გვიჩნდება სურვილი რომ მათ წუნინგებზე ვიფიქრით და შევდივართ აზარტში და ვიწამლებით)

ნებისმიერი პცპ თუ ზდპ მოხსენი მაღაზიის თაროდან და წადი პირდაპირ მავნებლების გამოსახშირად, ხოშიანად იხმარ მაგ დანიშნულებით ყოველგვარი ტუნინგების გარეშე.

რომ ვცდილობთ ჩვენ ხელთ არსებული პნევმატური იარაღის კლასით იდეალურ ჯგუფებს, ეგ სულ მასე დარჩება და იდეალური არ იქნება ატასდროს. მაგისთვის სულ მცირე შტეერი უნდა გეკაოს ხელში.

აი ტყვიებს კი უნდა შერჩევა ინდივიდუალურად და სიჩქარესაც.
ხ.მ.ე.ლ.ო
თემა არ არსებობს რომ არ გაოფდეს მოკლედ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
sekurifa
ციტატა(x.m.e.l.o @ 6th May 2018 - 08:52 PM) *
თემა არ არსებობს რომ არ გაოფდეს მოკლედ


მაშინ დავუბრუნდეთ თემას და განვიხილოთ CROSMAN blaze XT ))

koba1973
ციტატა(sekurifa @ 6th May 2018 - 05:04 PM) *
ექსპანსიურებს მაღალი სიჩქარე უნდა რაც ზდპეებს არააქვს (ჰაცან 125 და 135 არმაქ მხედველობაში) 300მწ უნდა ექსპანსიურს რომ დანიშნულება შეასრულის მისი

ერთი პერიოდი guns.ru ზე ვკითხულობდი .22 მცირეკალიბრიანზე. დიდი რესურსია 1600 გვერდზე მეტი, თითქმის ყველა იმას ამბობდა, რომ ქვებგერითი ანუ 330 მ/წმ ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტყვია არ იშლება კარგად ან საერთოდ არ იშლებაო, ბევრი პარტიზანული მეთოდიც ქონდათ აღწერილი, ერთი 4.5 კალიბრის ჯსბ პოლიმაგიდან ამოძრობილ პლასტიკის წვერს სვავდა ტყვიის წვერში გაკეთებულ ნახვრეტში და რა ვიცი რას აღარ.
ერთი სიტყვით დაბალ სიჩქარეზე ექპანსიურობა არ ხდება.
chicho
დავუბრუნდეთ კროსმანს და ალბათ spanj გვეტყვის როგორ ჩაიარა დეკონსერვაციამ smile.gif
Spanj
chicho
დეკონსერვაციამდე თოფს გაცილებით დიდი ხმა და უკუცემა ქონდა , მათ შორის ბოლავდა კიდეც.
ახლა ყველა პრობლემა მოგვარებულია,არანაირი "გამონაბოლქვი" , უკუცემა და ხმაც საგრძნობლად შემცირდა,მიზანი გასწორებულია და დიდი სიამოვნებით ვხვრეტ ბუმის ქილებს 60-70 მეტრის მანძილზე.როგორც ჩანს ის ტყვიები , რომელიც პირველ გვერდზე დავდე მოეწონა თოფს . მიუხედავად ამისა მაინც ვაპირებ ხმელოს შემოთავაზებული ტყვიების ყიდვას და როგორც კი საშუალება მოგვეცემა მე და შენ გავიდეთ გასართობად მეზობლები ვართ ბოლოსდაბოლოს ,თან განვიხილოთ ტყვიების ავკარგიანობაც .

რაც პნევმო სამყაროში შემოვაბიჯე მაშინ მივხვდი რომ იღბალიანი ვარ biggrin.gif
უფრო კონკრეტულად.
მაღაზიის ვიტრინაზე შემთხვევით დანახულმა თოფმა,რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ კისტის თოფად ვიცნობდი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და ყოველგვარი ცოდნის გარეშე შევიძინე.იმ საღამოსვე აღმოვაჩინე ეს ფორუმი და თქვენნაირი კარგი ხალხის დახმარებით ელემენტარული წარმოდგენა შემექმნა იმის შესახებ თუ რასთან მაქვს საქმე smile.gif
ორჯერ თოფის ჩამორთმევასაც გადავურჩი . ზოგი ჭირი მარგებელიაო და მეტად ამიმაღლდა პასუხისმგებლობის გრძნობა .

ისე კი ცოდნია ამ ოხერს მოწამვლა , უკვე ოპტიკაზე ფიქრიც დამაწყებინა biggrin.gif
aleqsa
Spanj


ციტატა(Spanj @ 9th May 2018 - 12:36 AM) *
ისე კი ცოდნია ამ ოხერს მოწამვლა , უკვე ოპტიკაზე ფიქრიც დამაწყებინა



ჯერ სადხარ,, smile.gif
Spanj
aleqsa

ზდპ-ს რამდენად აქვს აფგრეიდის რესურსი ისე საინტერესოა .
aleqsa
ციტატა(Spanj @ May 9 2018, 01:10 AM) *
aleqsa

ზდპ-ს რამდენად აქვს აფგრეიდის რესურსი ისე საინტერესოა .


კონკრეტულად შენს მოდელზე არვიცი მეგობარო რა და როგორაა, მარა მე ორი კროსმან ვანტეიჯი მაქვს და ერთზე შეიძლება ითქვას "ღრმა" აფგრეითი გავუკეთე smile.gif
მე მოგიყვები რაც ჩემს კროსმანზე გავაკეთე და შენ გადაწყვიტე მაქედან შენ რა გჭირდება, ( ცოტა ვრცელი პასუხიკი გამომივა მარა ამწურავი იქნება) wink.gif

დავიწყე ლულის ფასკიდან, შემდეგ გადავედი ვიზუალურ მხარეზეც, კონდახი შევუცვალე კრალის კონდახით (ცოტა ამოთლა დაჭირდა შიდა მხრიდან, კრალს უფრო ვიწრო ცილინდრიაქვს) და ლულაზე ვცადე ათასი რამის წამოცმა, ბოლოს 20მმ. დიამეტრის მეტალო-პლასტიკის მილი მოვარგე, ლულაზე ოდნავ (5-6სმ-ით) გრძელი და ამ წაგრძელებულ ნაწილში ჩავაწყვე შეიბა-კოლიცო; შეიბა-კოლიცო და ბოლოს 5 შრიანი კამერა გამომივიდა, ანუ რაღაც მინი შრაუდერის ვარიანტი გამომივიდა რა... რომ გითხრა სიმართლე ამან ხმაზე დიდი ვერაფერი იმოქმედა თითქმის იგივე ხმააქვს, მარა აი რაღაც ოდნავ შეეცვალა. შევღებე შავად, დავუყენე მოხსნადი ანტაპკები და მივიღე ეს:







ხოლოთ ამ სურათში ლულაზე წინ მაყუჩის იმიტაცია მიყენია.
მანდ ორი ვერიანტია ქარხნულიც და ჩემი "გამარიაჟებული"-ც smile.gif



ეხლა ესე გამოიყურება (სულ ქვედა) ხო კიდევ უკან მხრის რეზინი კრალის კონდახს ქონდა საშინელი, უფროსწორად ნახევრად რეზინი ნახევრად პლასტიკის, საშინლად არ მომწონდა და ელიავაზე სქელი და რბილი რეზინის ნაჭერი შევიძინე და აი ეგ გამოვჭერი რაც ეხლა უკეთია. ხო კიდევ ზაპოშნიკს მგონი რაღაც ტუფლის პადოშია (ან მსგავსი) თეთრი თხელი ნაჭერი და ეგ კონდახსა და რეზინს შორის დავუყოლე და სასიამოვნო თეთრი "უზორი" გამოვიდა მემგონი smile.gif

ხოდა აი შემდეგ უკვე როცა უკვე ვაირაუხი გამიჩნდა მივხვდი რომ კროსმანის მექანიზმის მუშაობა უკვე მეხამუშებოდა და აი მანდ დავიწყე უკვე მექანიზმში ჩაძრომაც. მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო გაცნობის და შესწავლის მიზნით რამდენიმე დაშლა აწყობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ნიტრო ფისტონის შემოტრიალების, როგორც ნიტრო-2 აი მასე.

















და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე სასხლეტს მივუბრუნდი, აქვე მინდა ვთქვა, არვიცი სხვა მოდელებს როგორააქვთ მარა მე სამ კროსმანთან მაქვს შეხება და სამივეს სასხლეტთან, ქვემოდან, სასხლეტის ვითომ სარეგულირო ვინტი რომააქვს, ეგ სულ ტყუილადააქვს. შეიძლება ითქვას არაფერს ცვლის მაგის ტრიალი.

ესეიგი პირველი რაც მინდოდა სასხლეტის დარბილება და შემდეგ სვლის შემოკლება, საბოლოო ჯამში ორივე იდეალურად გამომივიდა.
სვლის დარბილებას სასხლეტ "პედალზე" სადაც ორკაპა ზამბარის ფეხი აწვება, მანდ ბორმანქანით წვრილი-წვრილი ღარი ჩავუჭერი ისე რომ ზამბარა უფრო გაშლილიყო და ნაკლები დაწოლა ქონოდა პედალზე, აი მასე მივაღწიე. (შეიძლებოდა ზამბარის ბრტყელტუჩათი მოჭიმვაც მარა მე ეს გზა ვარჩიე, მასე ზამბარის ფეხი "პედალში" ჩემს ამოჭრილ ღარში უფრო უკეთესად ფიქსირდება)

და ბოლოს სვლის შემოკლება, ეგეც სულ უბრალოდ გამოვიდა:
იგივე სასხლეტ "პედალზე" ოდნავ უკან გაყრილიაქვს პაწუა "შპლინტი" რომელიც აწვება სასხლეტშივე მეირე დეტალს (არვიცი იმ დეტალს სახელი რა ქვია smile.gif ) და ეგ დეტალი აკეთებს უკვე მოჭიმული და კბილძე დაფიქსირებული დგუშის დასხლეტვას და აი მაგ შპლინტზე წამოვაცვი პაწუა ლითონის რგოლი (ჯერ პლასტიკის ვცადე მარა მალე ცვდება პლასტიკის) და აი ამ პატარა რგოლმა მომცა შეიძლება ითქვას თითქმის იდეალური სასხლეტი. გიოც დამემოწმება აშკარად ათი თავით უკეთესობისკენ შეიცვალა. ხოლოთ ერთი გაითვალისწინე მაგ რგოლის სისქე ძალიან მნიშვნელოვანია (ზომა აღარ მახსოვს თორემ დაგიწერდი მაგასაც, ნუ ეგ პრობლემა არაა თუ დაგჭირდა შენც დავშლი და ახლიდან გავზომავ) ხოდა აი მაგის ზომა განსაზღვრავს რა მანძილ სვლას გააკეთებს "სასხლეტი პედალი", თუ სქელი მოგივიდა ძალიან ახლო მანძილში დასხლტება ან შეიძლება კბილმაცკი აღარ ჩაკეტოს დგუში და გადახსნილ ლულას ისევ უკან ამოგიწევს.
აი სურათიც:



მოკლედ არვიცი ამ ყველაფრის დამსახურებაა თუ რა? მარა ერთი ვიცი რომ გავქრონეთ ქარხნული ვარიანტი და ჩემი ზუსტად ერთიდაიგივე მოდელების (ვანტაჯები) ერთიდაიგივე მასის ტყვიებზე ჩემმა თოფმა ჯიესბის 0,67გრ. ტყვიაზე 13მ.წმ-ით მეტი და იგივე ჯიესბის 0,547გრ ტყვიაზე საშუალოდ 20მ.წმ-ით მეტი სიჩქარე მომცა.

ქარხნულმა 0,67გრ. აჩვენა 234-237მ.წმ. ჩემმა 249-250მ.წმ.
ქარხნულმა 0,547გრ. აჩვენა 260-263მ.წმ. ჩემმა 281-282მ.წმ.

სიჩქარეებს შორის ვარდნებიც ძალიან მინიმალური მაქსიმუმ 2-3 მ.წმ-ი იყო.

ხომ ვამბობდი ვრცელი პასუხი გამომივათქო pleasantry.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
aleqsa
ჰაერის ზამბარის ამოტრიალებისსათვის არასწორი დეტალები გაქვს გამოყენებული smile.gif

მაგ ზამბარის ღერო კონუსურად ბოლოვდება, ანუ წაწვეტებულივითაა, შესაბამისად დგუშშიც იამკა ექნება ამოჭრილი, წვეტით მანჟეტისკენ მიმართული. ქარხნულადაც კი არასწორი ტექნოლოგიით სვამენ მაგ ზამბარებს, რადგან ფეხებზე ჰკიდიათ. smile.gif

ეხლა გეტყვი რატომ არის არასწორი. ზამბარა ძლიერ ვიბრაციას განიცდის გაშლის დროს, შედეგად მისი ღერო სხლტდება ასე თუ ისე, ჩვენ შიგნით არ ვზივართ და ამას ვერც დავინახავთ. ამიტომ ერთხელაც შეიძლება ამოვარდეს მაგ იამკიდან, სულ ოდნავ გადაიხაროს, მაგდაგვარად დაფიქსირდეს და გადატენვისას არასწორად დაფიქსირებული ღერო აზიანებს უკვე ბალონს.

მოკლედ, ესე უნდა გაგეკეთებინა: ნუ ტოკარი აჭრის ზამბარის ღეროს ისე, რომ მისი ზედაპირი სწორი იყოს და არა წაწვეტებული, შესაბამისად მაცენტრირებელი შაიბაც უნდა მოიჭრას და მისი იამკაც სწორი უნდა იყოს, აი ასეთი...



ეს არის სწორი ვერსია. სხვაგვარად დაზიანდება ზამბარა ადრე თუ გვიან, დაცლის ჰაერს და ვეღარ გაისვრის თოფუკა smile.gif

P.S.საერთოდ რატო გადაწყვიტე ზამბარის ამოტრიალება, ზოგადად სჯობს ისე იჯდეს როგორც შენს თოფს ქონდა თავიდან ვიდრე ამოტრიალებულ მდგომარეობაში, უბრალოდ თოფი ლულით დავლა დაყრდნობილი უნდა შეინახო ხოლმე, რომ შეიზეთოს სალნიკები.

სახხლეტს რასც შეეხება, ის ვინტი იმიტომ აქვს რომ დაუჭირო, შედეგად იღებ 2 საფეხურიან სასხლეტს. უბრალოდ აზრი იმიტომ არ აქვს ამ ვინტს, რომ ძალიან მოკლეა და ფაქტიურად ვერ იღებ ორ საფეხურიან სასხლეტს. ამიტომ ეგ ქარხნული ვინტი უნდა ამოაგდო საერთოდ და დაუყენო იდენტური, ცოტა ოდნავ სქელი და ცოტა გრძელი ვინტი, რომ დაჭერის შედეგად კარგ სიღრმეზე გადააადგილოს სასხლეტის საბიძგელა. სისქეთი ცოტა სქელი იმიტომ უნდა იყოს რომ საბიძგელა თხელია და ვინტს არ ასცდეს, კიდევ იმიტომ რომ რაშიც ეს ვინტი ეჭიურება მოდება ჰქონდეს, ეგ ქარხნული ვინტები რომც დაუჭირო უკან ვარდება თავისით ბუდიდან, რადგან წვრილია და მოდება არ აქვს.

რაც შეეხება სასხლეტის 2 საფეხურიანობას და მის დარბილებას, აღნიშნულ სასხლეტს აქვს 2 ზამბარა, ერთი ზამბარა სასხლეტის გადაადგილების ყოველ ეტაპზე არის მოძრაობაში, მეორე ზამბარა მაშინ იწყებს მოქმედებას როდესაც მეორე საფეხურზე გადადიხარ. მაგრამ არც ამ ზამბარების ყოფნას აქვს აზრი, იმიტომ რომ ორივე ერთნაირი ძალის მქონეა. წესით უნდა იგრძნობოდეს მეორე საფეხურზე გადასვლა.

ჰო და სწორედ იმ შედეგის მისაღწევად რომ იგრძნო ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა, მაგდენი ჩალიჩის მაგივრად აკეთებ შემდეგს. იღებ იმ ზამბარას რომელიც სასხლეტის გადაადგილების ყოველ ეტაპზე არის მოძრაობაში და მას ანაცვლებ გაცილებით რბილი მავთულისაგან დამზადებულ იდენტური ზამბარით.

საბოლოოდ, შეცვლილი ვინტითა და შეცვლილი ზამბარით იღებ ასეთ შედეგს: გადატენი თოფს, სასხლეტზე დაადებ თითს და სასხლეტი პირველი ეტაპიდან მეორემდე ეტაპამდე მისვლისას იმდენად რბილად გადაადგილდება რომ ძალიან უმნიშვნელო მოდება აქვს თითზე, მერე უკვე მეორე ეტაპზე რომ მივა, თითი გრძნობს უკვვე წინააღმდეგობას, ესეიგი მისული ხარ იქამდე რომ გამოკრავ ტუ არა ეგრევე გაისვრის. ნუ თუ ვინტი ღრმადაა დაჭერილი იმ შემთხვევაში თორემ შეგიძლია პირველ ეტაპზე სვლა დაამოკლო და მეორეზე გაზარდო. smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
P.S. შენი ნიტრო ზამბარა როგორც შევამჩნიე საკმაოდ გადახეხილია, ცუდად დადის უკვე და როდესღაც გაგიცრუებს იმედებს. sad.gif
aleqsa
ხ.მ.ე.ლ.ო

კი მარა შენ რამდენიმე ფაქტი გამოგრჩა მხედველობიდან ხმელო:

1. ნიტრო სწორედ მაგიტომაც შევაბრუნე რომ როდესაც "შტოკით" დგუშში იჯდა (ქარხნული ვარიანტით) გადატენვის დროს დგუშის ძირი ნიტროს ცილინდრს ხეხავდა (რაც შენ შენიშნე ხოლოთ სწორად ვერ შეაფასე სიტუაცია) ერთში მართალიხარ, ეტყობა ქარხნულად არაა სწორად დაცენტრებული და მაგიტომაც ხეხავდა. ჩემი ნიტროს შემობრუნების მთავარი მიზეზიც სწორედ ეგ იყო. ეხლა ცილინდრი დგუშში ისე ზის დაახლოვებით 8-10მმ. უნდა გადაიღუნოს რომ რამეზე მოედოს რაც ფაქტიურად გამორიცხულია.

2. შენ რაც დაცენტრებაზე მომწერე შენს შემთხვევაში როგორც სურათებიდან ვნახე კიი მასე მოუწევდა, მარა ჩემს შემთხვევაში ის უკანა ხუფი რაშიც შენ ხარატს პატარა ღრმული ამოაღებინე "შტოკის" ფიქსაციისთვის ჩემსაზე ეგ ხუფი თავიდან ბოლომდის, გამჭოლად ჩახვრეტილია. (ეტყობა სხვადასვა წელს სხვადასხვა ვარიანტად უშვებდნენ, იმიტომ რომ გიოს ვანტაჯზეც მასე შენი ხუფის მსგავსად ხვრელი არქონდა და სხვათაშორის ნიტროც უკვე ქარხნულად შემობრუნებული, ცილინდრით დგუშში იჯდა) თან ეს ხვრელი ისეთი დიამეტრით იყო გახვრეტილი, რომ ნიტროს ღერო ჭედვით მარა შიგ ჩადიოდა და ეგ გამჭოლი ხვრელი უნდა ამომექოლა ნაწილობრივ ან ის ვარიანტი გამეკეთებინა რაც მე გავაკეთე, ლატუნის შეიბას ვგულისხმობ, რითიც დავაფიქსირე ღერო ცენტრში. თითქმის ზუსტად ისე შენ რასაც მწერ, ხოლოთ შაიბის გამოყენებით.

3. დგუშზე კი მართალიხარ შიგნით რო ჩავიხედე მართლაცააქვს კონუსური ღრმული, მარა არა დგუშის გარე კედლებიდანვე, არამედ ცინტრში, ისე რომ ნაპირებზე გარშემო წრეზე 3-4 მმ. სწორ საფეხურს ქმნის. ერთერთ სურათსი ის მწვანე სილიკონის რბილი სალნიკიც ზუსტად მანდ დავუყოლე, დგუშის წინა, მანჟეტის მხარეს კედელსა და ნიტროს ცილინდრის ფსკერს შორის. ასერომ ეგ პრობლემაც (ნიტროს ფსკერის დაზიანებას ვგულისხმობ) მინიმუმამდე შევამცირე.

4. კიდევ ერთი მომენტი, დგუშში ნიტროს ცილინდრის ფოლხვა ნიტროს ცილინდრზე ჩვეულებრივი იზოლენტის დახვევით მოვსპე, თუ სწორად მახსოვს 6 სრული წრის შემოხვევა დაჭირდა ცილინდრზე რომ დგუშში საკმაოდ ჭედვით ჩასულიყო ისე, რომ შიგ დგუშში ცილინდრს ფოლხვა აღარ ქონოდა. მანდ სურათებზე თუ დააკვირდები ეტყობა კიდეც დახვევის ადგილები.

5. სასხლეტს რაც შეეხება სამ კროსმანზე (ორ ვანტაჯზე და ერთ ვენომზე, ფაქტიურად სამივე ერთიდაიგივეა) სამივეზე რამდენიც ეგ ვითომ სარეგულირო ვინტი ვატრიალე არათუ ორი საფეხური ან რამე დარეგულირების მსგავსი, გაუარესების, არევის მეტი არაფერი გაუკეთებია. საერთოდ ვეღარ გაიგებდი როდის სად დასხლტებოდა, ზოგჯერ მართლაც ორ საფეხურს აკეთებდა ზოგჯერ საერთოდ მოულოდნელად სხლტებოდა, მოკლედ სრულიად არაპროგნოზირებადი სასხლეტი ხდებოდა. მთელი სვლის მანძილზე როდის რა მონაკვეთში დასხლეტდდა ვერ გაიგებდი. ამ მეთოდით კი არანაირი ზამბარის შეცვლა რბილი ზამბარით და ასე შემდეგ, მივიღე სასურველი რეზულტატი.
sekurifa
aleqsa
საერთოდ კონტრუქციულად შტოკი უნდა იჯდეს დგუშში. შტოკია მანდ მიმწოლი ღერძი და არა ცილინდრი. ცილინდრის რახუნი კმპრესორის კედელზე ცუდად მოქმედებს ზამბარაზე. ის რომ თავიდან დგუში ზამბარას ხეხავდა ეგ მოგვარებადია, უბრალოდ ცენტროვკა არააქვს სწორი და ეგ კეთდება.

ახლა კი დარღვეული ცენტროვკით ზამბარა უკუღმა დგას და გაჭედილია. ახლა მეტია შანსი მისი დაზიანების.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.