master
May 28 2018, 12:53 PM
ციტატა(ბაიკერი @ May 28 2018, 12:57 AM)

350$
რავა გავყიდო ახლა ჩემი მოსბერგი.....
არა არა ვერ გავხდები სექტანტი.....
ერთადერთი ჭეშმარიტი ძალა, დენთის აალებით წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიაა და არა არს სხვა ძალა თვინიერ დენთისა და ფისტონია მოციქული მისი.....
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 12:54 PM
ესეიგი. შენი თემაც გადავიკითხე და პიამიდაირზეც ვნახე ამ ფიშტოს მონაცემები.
ისე იქ გიწერია, იმდენად მომეწონა არასდროს არ გავყიდიო

რედუქტორი არ ჰქონია, მაგრამ შენს თემაში გეწერა უნდა დავუყენოვო და ხომ არ დაგიყენებია?
კიდევ ის მინუსი აქვს რომ 1 ტყვიას ისვრის.
რამდენადაც სწორად ვნახე 190 -ი ბარია მაქსიმუმ მუშაობის ნორმალური წნევა ხო?
koba1973
May 28 2018, 02:36 PM
როგორც ჩანს ფასმა ჩემს გარდა სხვებიც დააინტრიგა.
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 04:40 PM
ციტატა(koba1973 @ May 28 2018, 03:36 PM)

როგორც ჩანს ფასმა ჩემს გარდა სხვებიც დააინტრიგა.

ნუ კარგი ფასია ნამდვილად. უბრალოდ უკლიპო რომ არის და არც რედუქტორი აქვს, ეგ მზადნავს. ნუ კიდევ ის რომ რეზიკი მოუხსნელად არ იტენება
ბაიკერი
May 28 2018, 04:58 PM
ხ.მ.ე.ლ.ო 150$ უნდა რეზიკს თავისი რედუქტორით და გარედან დამტენით. ჩამოვა მაქსიმუმ 2 კვირაში. ენერგია 30 ჯოულამდე აიწევს. 350$ ად იარაღი იყიდო ევროპული, უზუსტესი ლულით და დიოპტრიკული სამიზნით მემგონი უნამუსოდ იაფია.
ახალი იარაღი მაქვს ბევრად ძვირიანი და ამას აღარ გამოვიყენებ. თუ არ გავა დავიტოვ და მერე ნელ ნელა დავააპგრეიდებ. ძირითადა რეზერვუარი თავის რედუქტორით. დანარჩენი იდელაურია. 1 ტყვიის სროლა არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას. მეორე აღარ მჭირდება ხოლმე
vexam
May 28 2018, 05:17 PM
ერთ-ერთ თემაში აღნიშნა ჩვენმა ფორუმელმა "გადავიხადოთ თანხები და იქნება იდეალური".
ამ თოფისთვის 350$ ძვირი ნამდვილად არ არის. პირამიდაზე ფასი ნახეთ, მერე განბაჟება დაუმატეთ და გასაგები იქნება შეძენა რა ხარჯებთან არის დაკავშირებული დაახლოებით. თითქმის ნახევარ ფასში ყიდის "ბაიკერი". იდეალური თუ ვინმეს უნდა, "იდეალურს" 350$ არავინ მოგვცემს.
okela84
May 28 2018, 05:33 PM
იდიალურები დაახლოებით ათჯერ ძვირი ჯდება
უ.ი
ერთი ტყვია მინუსად როდიდან ითვლება ამ კლასის პნევმოსთვის ?
MonSoon
May 28 2018, 06:20 PM
კარგი რამეა.
..........
giga2010
May 28 2018, 06:28 PM
MonSoon
რეზერვუარის შეცვლას ხომ არ ჯობია დამტენი პორტი გაუკეთდეს
MonSoon
May 28 2018, 06:39 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 28th May 2018 - 07:28 PM)

რეზერვუარის შეცვლას ხომ არ ჯობია დამტენი პორტი გაუკეთდეს
პორტი როგორ ?? რეზერვუარი მოუხსნელად რო დაიტენოს ?? ეგაც კი. მე უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან რეზერვუარის სიმცირის გამო ვახსენე შეცვლა უფრო დიდით.
მაგრამ მეორე მომენტიც არის ალბათ. ამ ტიპის თოფზე ჩალიჩი არც ღირს, რაც არის უხეში ქირურგიით რო არ ჩაერიო. ქარხნული დატოვო. ნუ რავი ალბათ.
giga2010
May 28 2018, 06:43 PM
MonSoon
ეგ ვიფიქრე, რეზიკის დატენვის გამარტივება. ისე მშვენიერი თოფია და ფასიც ძალიან მისაღები. კარგი იქნება თუ ჩვენი ფორუმელის ხელში დარჩება
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 06:58 PM
ციტატა(ბაიკერი @ May 28 2018, 05:58 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო 150$ უნდა რეზიკს თავისი რედუქტორით და გარედან დამტენით. ჩამოვა მაქსიმუმ 2 კვირაში. ენერგია 30 ჯოულამდე აიწევს. 350$ ად იარაღი იყიდო ევროპული, უზუსტესი ლულით და დიოპტრიკული სამიზნით მემგონი უნამუსოდ იაფია.
ახალი იარაღი მაქვს ბევრად ძვირიანი და ამას აღარ გამოვიყენებ. თუ არ გავა დავიტოვ და მერე ნელ ნელა დავააპგრეიდებ. ძირითადა რეზერვუარი თავის რედუქტორით. დანარჩენი იდელაურია. 1 ტყვიის სროლა არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას. მეორე აღარ მჭირდება ხოლმე

მერე 150$ თუ დამატებით გადავიხადე 350 კი არა უკვე 500$ გამოდისდა საქმეც ეგაა. ფასი იმიტოა კაი რო 350 ღირს თორე კი ყიდდი 450$ და იყიდა ვინმემ?

ტყვიას რაც შეეხება მეორე აღარ გჭირდება რას ქვია, 1 ჩიტი გყოფნის? მერე რა რომ ზუსტია, წარამარა ტყვიის ჩადებაზე რომ არ იწვალო კაია კლიპი
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 07:03 PM
vexam
okela84
ე ბიჭო რა ყველაფერს უკუღმა იგებთ ამ ფორუმზე.
იმას კი არ ვამბობ მაგ ფასად ცუდია თქო, იმას ვამბობ რომ ფასი კარგია მაგრამ იმ თვისებების გამო რომელიც მე მინდა რომ ჰქონდეს და არ აქვს თავს შევიკავებ ყიდვისგან.
და თქვენ კიდევ თუ ეგრე ძალიან მოგწონთ და აფანატებთ მაგ ფასზე და თვალს ხუჭავთ იმ თვისებებზე ფასის გამო, რომლებიც არ აქვს-იყიდეთ მაშინ რას უტრიალებთ? ხოტბას რომ ასხამთ იყიდეთ კიდეც ბარემ...
MonSoon
May 28 2018, 08:05 PM
ხ.მ.ე.ლ.ო კლიპი რო არ აქვს ეგ მინუსი არ არის არც ჩემი აზრით. კლიპიანი დისქავერი მაქვს და ხშირად მიფიქრია კლიპი რომც არ ჰქონდეს არც არაფერი დაშავდებოდა მეთქი არადა დისკო ქარხნულად კლიპის გარეშეა. ნადირობისას კი აი 80–90 პროცენტ შემთხვევებში მეორე გადატენვას ვერც ასწრებ, დამტყდარია ხეზე მჯდომი არმია თუ არადა იმ 1 ტყვიის ჩადებას სულ რაღაცა 10 წამი უნდა მაქსიმუმ. ნუ ჩემი გამოცდილებით.
ნუ ჩემი აზრით რა...
giga2010 ციტატა(giga2010 @ 28th May 2018 - 07:43 PM)

ეგ ვიფიქრე, რეზიკის დატენვის გამარტივება. ისე მშვენიერი თოფია და ფასიც ძალიან მისაღები. კარგი იქნება თუ ჩვენი ფორუმელის ხელში დარჩება
ხო კაი კი იქნება. ვინმე ფორუმელს ეყიდა და არა კისტის თოფების საზოგადოებიდან. მე რო მირეკავენ ხოლმე, "აი იმ გამოს თოფზე ლამის 2 ჯერ მეტი გამოდის შენი თოფი ნასოსიანადო და მაშინ იმას ვიყიდიო.
okela84
May 28 2018, 08:55 PM
ხ.მ.ე.ლ.ო როგორც წერ ისე გვესმის. შენ სჯობს დამშვიდდე

ციტატა(x.m.e.l.o @ 28th May 2018 - 01:54 PM)

კიდევ ის მინუსი აქვს რომ 1 ტყვიას ისვრის
კაცი ყიდის და მინუსად მოიხსენიებ იმას რაც არ არის მინუსი.
ციტატა(x.m.e.l.o @ 28th May 2018 - 08:03 PM)

და თქვენ კიდევ თუ ეგრე ძალიან მოგწონთ და აფანატებთ მაგ ფასზე და თვალს ხუჭავთ იმ თვისებებზე ფასის გამო, რომლებიც არ აქვს-იყიდეთ მაშინ რას უტრიალებთ? ხოტბას რომ ასხამთ იყიდეთ კიდეც ბარემ...
აი მართლა უკუღმართული პასუხის სრულყოფილი ნიმუში
ჩემი რჩევა ეხება ისეთი პნევატიკის მაძიებლებს ვინც იაფად ეძებს ხარისხს
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 09:10 PM
ციტატა
okela84
როგორც წერ ისე გვესმის.
კაცი ყიდის და მინუსად მოიხსენიებ იმას რაც არ არის მინუსი.
ჩემთვის მინუსია.
ციტატა
okela84
აი მართლა უკუღმართული პასუხის სრულყოფილი ნიმუში
ჩემი რჩევა ეხება ისეთი პნევატიკის მაძიებლებს ვინც იაფად ეძებს ხარისხს
რავიცი, ისე აქებთ რომ მგონი მართლა აქამდე უნდა გეყიდდათ რომელიმეს.
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 09:22 PM
ციტატა
okela84
ჩემი რჩევა ეხება ისეთი პნევატიკის მაძიებლებს ვინც იაფად ეძებს ხარისხს
იაფად არ ვეძებ ხარისხიანს, პირიქით ავღნიშნე რომ ამ თოფისთვის საკმაოდ მიმზიდველი ფასია, საქმე აქ ფუნქციაბშია და არა ხარისხში.
userman
May 28 2018, 09:26 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o @ 28th May 2018 - 07:58 PM)

ტყვიას რაც შეეხება მეორე აღარ გჭირდება რას ქვია, 1 ჩიტი გყოფნის? მერე რა რომ ზუსტია, წარამარა ტყვიის ჩადებაზე რომ არ იწვალო კაია კლიპი
კლიპიანი და უფრო იაფიანი კრალია ....
ზოგადად იმ თოფებს , რომლებსაც კლიპი აქვთ , იშვიათია , რომ იდიალურად მუშაობდეს აბოიმა .
ასეთებიდან მახსენდება ვაირა 100 და ჰაცანის ზოგიერთი მოდელი ( ძველ ვერსიებს ვგულისხმობ )
ერთი სიტყვით აბოიმა კარგია , მაგრამ ის უფრო ცუდია ჰქონდეს კლიპი და ვერ იყენებდე

.
okela84
May 28 2018, 09:29 PM
ხ.მ.ე.ლ.ო
ვერ გავიგე შენს ირგვლივ ბრუნავს მთელი ფორუმი ? ვინმემ გითხრა რო შენ იყიდეო ?
ვინმე ახალბედა რო შემოვა სწორი დასკვნა ხომ უნდა გამოიტანოს ?
ხ.მ.ე.ლ.ო
May 28 2018, 09:37 PM
ციტატა
ხ.მ.ე.ლ.ო ერთი სიტყვით აბოიმა კარგია , მაგრამ ის უფრო ცუდია ჰქონდეს კლიპი და ვერ იყენებდე

.
გეთანხმები. მე მაგალითად მქონია შემთხვევა, რომ მარაუდერის გადატენვისას კლიპში ტყვია ისე უცნაურად გაიჭედა, რომ ძლივს გამოვაცალეთ. ნუ უფრო სწორად გამოვჩიჩქნეთ. ის კლიპი ჭედავდა. ჰატსანის ეთ-44-ზეც მოდელზეც შევსწრებივარ მსგავს შემთხვევას. ანუ კლიპები ხნადახან ჭედავს გადატენვისას ასკარად.
okela84რავიცი, მე ვთქვი ყიდვას ვფიქრობ თქო და ამის შემდეგ წამოვიდა დანარჩენი ინფორმაცია და...

ახალბედისთვის ეგ იარაღი ნამდვილად კამფეტი იქნება.
userman
May 28 2018, 09:43 PM
ხ.მ.ე.ლ.ო როგორც ატ -44 არა აქვს კლიპის პრობლემა ,ნეტა ასე ყოფილიყოს მთელი პცპ სამყარო

...
ბაიკერი
May 29 2018, 12:25 AM
რაამბავი გაგიმართავთ. სულ არ გავყიდი ოღონდ არ იჩხუბოთ

))
1600$ დოლარიანი ლეში ისროლდა ცალობით და დიდი ამბავი დამწყების პცპმ ისროლოს ცალობით.
gregory
May 29 2018, 07:44 AM
არა რა ვერ მივიდა ჯერ გონება იქამდე რომ კისტში მთავარი სიზუსტეა და არა ძალა

დისკოს ან დიანას ან კრალს აღარ ჯობია ეს მამაძაღლი?!
vexam
May 29 2018, 09:52 AM
გრეგორ +
უზერმენ+
ბაიკერ+
ხმელო+
ყველას ვერ ჩამოვთვლი და ვინმეს რომ არ ეწყონოს ყველას + და ნუღარ გავჩერდებით და გავაჯანჯლებთ..

ნუ ვიჩხუბებთ გემოვნებაზე.. ყველას თავისი მოთხოვნა აქვს და გემოვნება. მართალია ყველა. და ყველა ტავისი გადასახედიდან მსჯელობს. კაცს კლიპით უნდა და წინა დამტენით და რედუქტორით და დიდი რეზერვუარით. ამაში საცხუბი და გასარჩევი არაფერია. თუმცა ამ "ოპციების დამატებით" თოფის ფასი გახდება მაგ. პ15 -ის ტოლი ფასი. ისმის კითხვა რომელი ჯობია? პასუხი ჩემთვის ნათელია (შეიძლება ვინმემ სადაოდ გახადოს, ბულკა და კლასიკურის თემა და ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა). მეორე საკითხია 1200-1300 ლარის გადახდა, მაშინ როდესაც დამატებით ოპტიკაც იქნება შასაძენი (დიოპტრიკული სამიზნით 10 და 15 მეტრზე სასროლად ეს თოფი არავის გვინდა-ამ მანძილზე სასროლად შეჯიბრებაზე არავინ გამოვდივართ) და ნასოსიც (თუ არ გაქვს). და ფასი სადაც ადის გასაგებია. ანუ პრობლემა მიდის ფინანსებზე ისევ და ისევ და არა ბაიკერის მიერ დასახელებულ ფასზე (ძალიან მისაღები ფასია) ან თოფის ხარისხზე (საერთოდ არ იწვევს კითხვებს -ძალიან კარგი თოფია).
okela84
May 29 2018, 01:26 PM
ზოგადად ყველას ინტერესი თანაბრად უნდა იყოს დაცული და ფორუმის მთელი არსიც იმაშია რომ არც გამყიდველს უნდა მივცეთ გადაჭარბების (ნახევარ კმ-ზე ტახს აგდებს) და მსგავსი განცხადებების დადების უფლება და არც პოტენციურ მყიდველს ან შემფასებელს განცხადებაზე უსამართლოდ ნეგატიური გავლენის მოხდენის
ბაიკერი
May 30 2018, 02:05 AM
ეს არის ნამდვილი ევროპული იარაღი. რამოდენიმე წლის ბესტსელერი. ყველაზე უპრობლემო მექანიზმი. აი ჩარევა რომ არ უნდა და ისვრის და ისვრის.
ვისაც კლიპი და რედუქტორი უნდა არის არჩევანი ადგილზევე ჩინური და თურქული ნაწარმები. არავის არაფერს ვაძალებ.
პცპ პნევმატიკა საკმაოდ ძვირიანი ჰობია. როცა საშუალება მაქვს არ მენანება 1000$+ და ვიხდი დაუფიქრებლად და გადავიხდი კიდეც თU მექნება თAვი.
რაც შეეხება კრალის ბულპაპს. მაგას ბულპაპს რატომ ეძახით არ ვიცი. ლაივში ვნახე და ჩვეულებრივი ტროლეიბუსია. მაგხელა და მაგსიმძიმე იარაღი არის ნახევრად კარაბინი ან ნახევრად ბულპაპი. ვერასოდეს მივა თურქეთი და ჩინეთი ევროპასთან და რუსეთ-უკრაინასთან პცპ პნევმატიკაში.
gregory
May 30 2018, 06:57 AM
ციტატა(ბაიკერი @ 30th May 2018 - 03:05 AM)

ვერასოდეს მივა თურქეთი და ჩინეთი ევროპასთან და რუსეთ-უკრაინასთან პცპ პნევმატიკაში.
ბაიკერი მაგაში არ დაგეთანხმები.
რაც შეეხება შენს ფიშტოს.
ამდენ წერას არ ჯობს რამდენიმე კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხები დადო და უფრო ადვილად მიხვდება მყიდველი უნდა თუ არა ეს იარაღი:
1.რა სიჩქარით ისვრის ეხლა?
2. რამდენ სტაბილურ გასროლას აკეთებს ერთი დატენვით?
3. პლატო როგორი აქვს?
4. 50 მეტრში როგორ ჯგუფს აკეთებს სტაბილურად და რა ტყვიაზე?
მე რომ მკითხო "თითქმის ახალი" ჯობს გაუხსნელი ყუთის ყიდვას. აქ უკვე კონკრეტული იარაღის მონაცემებზეა საუბარი და არა ზოგად ინფოზე.
koba1973
May 30 2018, 07:10 AM
ბაიკერი ციტატა(gregory @ 30th May 2018 - 07:57 AM)

ბაიკერი
მაგაში არ დაგეთანხმები.
რაც შეეხება შენს ფიშტოს.
ამდენ წერას არ ჯობს რამდენიმე კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხები დადო და უფრო ადვილად მიხვდება მყიდველი უნდა თუ არა ეს იარაღი:
1.რა სიჩქარით ისვრის ეხლა?
2. რამდენ სტაბილურ გასროლას აკეთებს ერთი დატენვით?
3. პლატო როგორი აქვს?
4. 50 მეტრში როგორ ჯგუფს აკეთებს სტაბილურად და რა ტყვიაზე?
მე რომ მკითხო "თითქმის ახალი" ჯობს გაუხსნელი ყუთის ყიდვას. აქ უკვე კონკრეტული იარაღის მონაცემებზეა საუბარი და არა ზოგად ინფოზე.
+
ეგ კითხვები მქონდა მეც.
koba1973
May 30 2018, 07:31 AM
userman ციტატა(userman @ 28th May 2018 - 10:43 PM)

როგორც ატ -44 არა აქვს კლიპის პრობლემა ,ნეტა ასე ყოფილიყოს მთელი პცპ სამყარო ...
კრალის ახალ კლიპზე არასდროს არ მქონია არანაირი პრობლემა. არ ვიცი მე შემხვდა ასეთი თუ ახლები ყველა ასე მუშაობს.
ბაიკერი
May 30 2018, 08:36 AM
ბოლოს ისროდა 225 მეტრით 8.44 ჯსბს. სტაბილური 40 გასროლა ან მეტი.
პლატო კაია. თავიდან ბოლომდე ანუ 190დან 100მდე დაახლოებით +-5 მეტრი სხვაობა. 190 ბარზე აქვს შედარებით დაბალი სიჩქარე. 170დან ფაქტიურად რედუქტორივით მუშაობს.
gregory
May 30 2018, 08:41 AM
ციტატა(ბაიკერი @ 30th May 2018 - 09:36 AM)

ბოლოს ისროდა 225 მეტრით 8.44 ჯსბს. სტაბილური 40 გასროლა ან მეტი.
პლატო კაია. თავიდან ბოლომდე ანუ 190დან 100მდე დაახლოებით +-5 მეტრი სხვაობა. 190 ბარზე აქვს შედარებით დაბალი სიჩქარე. 170დან ფაქტიურად რედუქტორივით მუშაობს.
გასროლების რაოდენობა და სტაბილურობა მშვენიერია. არ მესმის რად უნდა ამ იარაღს რედუქტორი.
ეხლა მხოლოდ ჯგუფების ამბავი მაინტერესებს
koba1973
May 30 2018, 08:47 AM
ბაიკერი
ჯგუფი 50 მეტრზე?
ბაიკერი
May 30 2018, 04:56 PM
30 მეტრი მაქვს ეზო და და 1 ნატყვიარში ხვდება ყველა ჯსბ 8.4 და ჰ&ნ 8.64 იანებით. სადგამში მიდევს თოფი ეგრე ვისვრი. 50 მეტრის პირობები არ მაქვს
okela84
May 30 2018, 06:21 PM
ბაიკერი ციტატა(ბაიკერი @ 30th May 2018 - 05:56 PM)

30 მეტრი მაქვს ეზო და და 1 ნატყვიარში ხვდება ყველა ჯსბ 8.4 და ჰ&ნ 8.64 იანებით.
3-4 მისვლა ზედიზედ ერთ ფურცელზე რო გააკეთო, ანუ 20 ტვია რო ისროლო ჯამში და ფოტო რო დადო ეგ იქნება ყველაზე მაგარი და ბევრად უფრო მალე გაყიდი, ან პირდაპირ 15 ტვიიანი ჯგუფის ფოტო რო დადო. ხალხს მაინც სტაბილური ჯგუფი აინტერესებს და ერთი 5 ტყვიიანი ჯგუფი არ ეყოფა.
ბაიკერი
May 30 2018, 06:45 PM
okela84
ოპტიკა მოვხსენი და ar15 ზე მიყენია. ვერანაირად ვერ დავტესტავ მეტს. თოფი დაკონსერვებულია ყუთში
vexam
May 30 2018, 07:19 PM
ციტატა(ბაიკერი @ May 30 2018, 03:05 AM)

რაც შეეხება კრალის ბულპაპს. მაგას ბულპაპს რატომ ეძახით არ ვიცი. ლაივში ვნახე და ჩვეულებრივი ტროლეიბუსია. მაგხელა და მაგსიმძიმე იარაღი არის ნახევრად კარაბინი ან ნახევრად ბულპაპი. ვერასოდეს მივა თურქეთი და ჩინეთი ევროპასთან და რუსეთ-უკრაინასთან პცპ პნევმატიკაში.
ხედავ უზერმენ, როგორ გაილანძღა კრალი!? დამითმე ის 4,5 მმ კრალის კომპლექტი, შენ დაამატე და იყიდე ეს მართლა კარგი და მართლა თოფი და ყველანი ვიქნებით კმაყოფილი - მეც, შენც და ბაიკერიც კიდევ რაღაცა ახალს იყიდის.
okela84
May 30 2018, 07:38 PM
ბაიკერი
ვაა გილოცავ. რომელი ეიარი დაითრიე ?
ბაიკერი
May 30 2018, 07:45 PM
okela84
ადამს არმსი. დგუშიანი
userman
May 30 2018, 08:39 PM
vexam ციტატა(vexam @ 30th May 2018 - 08:19 PM)

იყიდე ეს მართლა კარგი და მართლა თოფი და ყველანი ვიქნებით კმაყოფილი - მეც, შენც და ბაიკერიც კიდევ რაღაცა ახალს იყიდის.
რა გინდა კაცო, მთელ აირგანს ხომ არ ვიყიდი მართლა და მართლა ?!
vexam
May 30 2018, 08:44 PM
იფიქრე, იფიქრე.. კარგი ვარიანტია რასაც ვამბობ.
koba1973
May 30 2018, 09:40 PM
მე მინდოდა მაგრამ აუქციონზე "ვოსტოკ ცმ2" მოვიგე და თანხაში ვიჭედები
ბაიკერი
Jun 2 2018, 09:53 AM
უპპპპ
koba1973
Jun 2 2018, 02:26 PM
ბაიკერი
არ გაგვიმართლა . შენ გაყიდვაში, მე ყიდვაში.
მაინც ვაპირებდი ვოსტოკის მიუხედავად, მაგრამ ავარია შემემთხვა და მთელი რესურსი იქით წავა სავარაუდოდ.
არადა როგორ მინდოდა ჩზ. ჩეხებს კარგი იარაღი აქვთ.
gregory
Jun 2 2018, 02:39 PM
300 ად ავიღებ თუ გაწყობს?!

საერთოდ არ მინდა, მაგრამ დავიტანჯე უკვე ამ პოსტებით
ხ.მ.ე.ლ.ო
Jun 2 2018, 03:29 PM
ბაიკერი
Jun 2 2018, 06:19 PM
რედუქტორიანი რეზერვუარი თავისი გარე დამტენი პორტით და მანომეტრით ჯდება 150$ საქართველომდე. ენერგია ადის 280 მეტრ წამამდე მძიმეებით
ბაიკერი
Jun 14 2018, 12:06 AM
გაიყიდა. დახურეთ თემა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.