გადის დრო, სიახლეები იმატებს ჩვენს სპორტში, შედეგები ყოველწუთს უმჯობესდება და პარალელურად იზრდება მოთხოვნილება შეძლებისდაგვარად ავყვეთ რითმს და განვაახლოთ ჩვენი არსენალი ან გავაუმჯობესოთ არსებული.
წლევანდელი შეჯიბრის დისტანციაც გაიზარდა და უკვე გაჭირდა კონკურენციის გაწევა ასე რომ
მოუწია გარდერობიდან გამოღება cometa lynx v10 mk ll - ს
განახლების დასაწყებად საჭირო იყო პირველ რიგში ლულა რომელიც მაჩუქეს თავისი ტყვიებით და დაყენებული მქონდა მეორე თოფზე, დროებით ვითხოვე და დაიწყო აპგრეიდი


ლულა რადგან სხვა თოფზე იყო მორგებული cometa lynx - ზე მოსარგებად გადამყვანი დასჭირდა.

შეეცვალა მიმწოდებელი და დამაკავშირებელი კოლოფი


ჩანაფიქრშივე ნაგულისხმევი იყო მძიმე ტყვიების გასროლა და გათვალისწინებული იყო ჰაერის ხარჯებიც, თავისი რეზერვუარი უკვე აღარ ეყოფოდა გასროლების სასურველ რაოდენობას ამიტომ ამ თოფს 300 ბარიანი 0.5 ლ. კოლბა არ ასცდა, კოლბა ვიყიდე რეზბით m18x1.5 და აღმოჩნდა რომ რედუქტორს ქონდა 5/8"-18UNF რეზბა, ამიტომ რედუქტორიც შეეცვალა და ბარემ 165 ბარიანი შევიძინე ჯერჯერობით არ მჭირდება მაგხელა წნევა ამიტომ 135 ბარამდე დავწიე
რატომღაც ამ რედუქტორებში თავისებური განლაგებით ზის შაიბები

ძველი რედუქტორი იყო 110 ბარზე, 135 ზე სარქველს უჭირდა გახსნა და სიჩქარე არ ქონდა ტყვიას, შეიცვალა სარქველის გეომეტრია უფრო ადვილად გაღებისათვის, მაგრამ მე ორიგინალი სარქველის პარამეტრები არ ვიცოდი და ჩემებურად გავაკეთე

სიჩქარე 1 გრამზე მომცა 250 მ/წ რაც ძალიან ცოტაა, მწარმოებელთან მქონდა მიმოწერა და მარწმუნებს 60 ჯოულამდე უნდა გქონდეს სტანდარტშიო ხოდა მეც შევუკვეთე სტანდარტული კიტი თავისი სარქველით, ვნახო ერთი რა ცვლილებებია და რა ზრდის ენერგიას,
სურვილი მაქვს 1.36 გრამი მინიმუმ 290 ით გავასროლინო

კოლბის გამო კონდახსაც დასჭირდა გადაკეთება, თუმცა დღეს უკვე გადაკეთებული კონდახით უშვებს კომეტაც


საბოლოოდ ვიზუალურად ჩემი აზრით არ დამახინჯდა, თითქოს ძველზე უფრო ესთეტიური ვიდი მიეცა

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯაჯას, გიგას, მონსონას და ალექსას დახმარებისთვის, საჩუქრებისთვის, რჩევებისა და გვერდში დგომისთვის, გაიხარეთ შემოგევლეთ.