აბა ხალხნო და ჯამაათნო, ხვალ გამოვდივარ თბილისისკენ.
იმედია მალე ჩავეხუტები ჩემს ფიშტოს და გაგახარებთ ახალი რეპორტებით.
მე რა დღეში ვარ არ მკითხოთ, დაწითლებული, დამწვარი, დამარილებული, ცოტა მაკლია და შებოლილიც ვიქნები

ჰოოო აქ ვსინჯე იარაღების მაღაზიებში ჩამორბენა, სულ 2 ცალი ვიპოვე, პრაქტიკულად ქართულის ანალოგებია. არაფერი საინტერესო არ იყო, ერთადერთი გამოს co2 პისტოლეტები (ოღონდ ფასი არაფრის არ მიკითხია მიკითხია), ოზიტაი-ს ტყვიები ოხრად, გამოს ტყვიები და გამოს PBA თუ რაღაც 2 ცალი ერთ შეკვრაში 6$-ად.
არის კიდევ გადასატეხ ლულიანი 2 სახის ჰატსანის პმევმო. დანარჩენი ქინძობაა სანადირო თოფები, გაზის რამდენიმე პისტოლეტი, რაღაც სუპერ დაგვანჯული .22LR კლასის იარათი და ოხრად ანკესები.
ვოოტ. მოკლედ იმედია 19-ში თბილისში ვიქნები. თუ ხვალ გამოვედი 1.5 დღე ხაზზე ვეღარ ვიქნები, რადგან ავტობუსით მოვდივარ და მაგ შობელძაღლს 30 საათი უნდა გზაში, მოკლედ მაგარი მაზოხიზმია. თუ კაცს ოდნავ მაინც სცემ საკუთარ უკანა ნალს პატივს ამხელა გზაზე ავტობუსით არ უნდა წამოვიდე.