ამ შაბათ კვირას მაინც არ გამოვიდოდა გასვლა

გუშინ გასული ვიყავი მთაწმინდაზე და პატარა ექსპერიმენტები ჩავატარე. ქარის საზომით გავზომე ნიავის სიჩქარე, სტაბილურად უბერავდა 2.5-3 მეტრი წამში (ანუ 9-10 კილომეტრი საათში) იყო ძლიერი ქარის ამბერვებიც, რამდენიმე გაზომვა გავაკეთე 15 წუთიანი ინტერვალებით 2 საათისთვის მაქსიმუმი იყო 5.3 მეტრი წამში (19 კილომეტრი საათში) სადღაც 4 საათისკენ უკვე ძლიერად უბერავდა, მაქსიმუმი რაც დავაფიქსირე იყო 7.8 მეტრი წამში (ანუ 28 კილომეტრი წამში) ასეთ პირობებში სროლა მაინც არ გამოვიდოდა.
ესეც ფოტო დოკუმენტალური მასალები. ქარის მზომი დაყენებულია მაქსიმალური სიჩქარის დაფიქსირებაზე, ანუ დაუბერა 3 მეტრამა, დააფიქსირებას და ქარის ჩავარდნის დროსაც წერს 3-ს, მერე კიდევ მოუბერა დ ავიდა 4.5-მდე გაჩერდება 4.5-ზე. ანუ მაქსიმალუი შემობერვა რაც იყო იმას აჩვენებს. მიმდინარე ჩვენება ცოტა მოუხერხებელია, მილიწამებში იცვლება მონაცემები, 5.3, უცებ 1.5, მერე 8.5 მერე 0.5 და ვერ გაიგებ რა ხდება თუ მილიწამებში არ გაინტერესებს ქარის შემობერვა. ასე რომ ყველაზე კაია მაქსიმალური ძალის გაგება.

ანუ კილომეტრებში ეს არის 19.08 კმ/საათში

ანუ კილომეტრებში ეს არის 24.12 კმ/საათში

ანუ კილომეტრებში ეს არის 26.28 კმ/საათში

ანუ კილომეტრებში ეს არის 28.08 კმ/საათში