დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: леший იგივე ტყის გობლინი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
ikaaa
userman
+1 ჩემ დისკოზე დავაპალიროვკე და არანაირი შედეგი არ მომცა, კარგად კი ისვრის, მარა უკეთესი არ გახდა.
ბაიკერი
pilotina
გავაკეთებ კიდევ. 5იანებს ბევრს smile.gif
ja_ja
ხალხო არასწორი დასკვნები გაქვთ ლულის გაპრიალებაზე....

არაფერ შუაშია ტვისტთან და სიგრძესთან.....

გაპრიალება ხდება როგორც ცეცხლსასროლში ასევე პნევმატიკაში და ძირითადი აზრი არის ხრახნების გაკეთებისას გამოწვეული ხარვეზების გასწორება.

უმეტეს მაღალი დონის მწარმოებლის ჩვეულებრივ ლულებს აქვს შესაბამისი პუანსონის გატარებისას მიკრო ტალღები რაც გამოწვეულია მაღალი სიმკვრივის პუანსონის გათრევით წვრილ ხვრელში... ნუ აი მიწაზე რომ ბლოკს მიათრევ და ხახუნის გამო რომ გეწინააღმდეგება, შედეგად წრფივი მოძრაობის მაგივრად იღებ მინი წყვეტილ ბორძიკ მოძრაობებს... ლულაში ეგ იწვევს მიკრო ტალღების წარმოქმნას.

ტყვია როდესაც ეგეთ უსწორმასწორო ლულაში გადის დამატებით ხახუნს განიცდის, პლიუს ჩაღრმავებულ ადგილებში ტყვიის გარსის ნადები იწყებს დაგროვებას, ნადების ზრდისას კი უფრო და უფრო უჭირს შემდეგ ტყვიას წრფივი მოძრაობა.


არის კიდევ დაბალი სეგმენტის ლულები, მაგალითად თურქული... მაგათ გარდა ზემოთ აღწერილისა თვითინ ხრახნებზეც აქვს ნაწიბურები, რაც დამატებით ტყვიის მიკრო დაგლეჯვა დაჩიჩქვნას იწვევს.... პლიუს მეტი ნარჩენი ლულაში...


ნებისმიერ შემთხვევაში 2 ძირითადი პრობლემა წარმოიქმნება, დაბინძურებული ლულა რომელშიც შემდეგ ტყვიას უფრო და უფრო უჭირს... და დეფორმირებული ტყვია ლულიდან გამოსვლისას.... ჰაერში კი ზედმეტი ნებისმიერი ნაწიბური იწვევს ტურბულენტობას და რეაქტიული მოძრაობის კანონების მიხედვით ტყვია ტრაექტორიიდან გადადის....



პოლირების ძირითადი აზრია ზემოთ ხსენებული უსწორმასწორობები გაასწოროს, რაც გამოიწვევს კუკის ნაკლებ დაბინძურებას, ტყვიის ერთგვაროვან მოძრაობას და ნაკლები ნაწიბურების წარმოქმნას ტყვიის ზედაპირზე. ეს ერთობლიობა ბოლოს აისახება სიზუსტეზე და იმ გარემოებაზე რომ ლულას ნაკლებად უნდა წმენდა....


ეს არის ძირითადი შინაარსი, თუმცა არასწორი პოლირება უარეს შედეგს იძლევა, კერძოდ ლუკის გეომეტრიის შეცვლას, ხრახნების ალაგ ალაგ გაქრობას ტაც ბოლოს გამოიწვევს ტყვიის დეფორმირებასაც და ზოგიერთ შემთხვევაში ტყვიის ხრახნებიდან მოწტვეტას... ამ დროს დიდი ნაფლეთები რჩება ლულაში და ტყვია ტრიალს ერთგვაროვნად ვერ აკეთებს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კიდევ საერათოდ ვერ ასწრებს ფეხის მოკიდებას, გაითლება და ლუკიდან ისე გამოვა თითქოს გლუვლულიანიდან გაგისვრია smile.gif


ტვისტი სა სიგრძე სუმ სხვა რამეა და მაგის გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს განსაკუთრებით თუ ცეცხლსასროლთან გავავლებთ პარალელებს...

პნევმო სამყაროში ძირითადად არსებობს 3 ტვისტი. ჩქარი, საშუალო და ნელი. სხვანაირ კლასიფიცირებაში შეგხვდებათ ენერგეტიკით გამოყოფილი, შინაარსობლივად ნაკლებ ენერგიაზე გათვლილი იგივეა რაც ნელი ლუკა და პირიქით მაგნუმ კლასის ლულა ნიშნავს ჩქარ ლულას...


შინაარსობლივად საქმე არის შემდეგი:

- ნელი ლულა ნიშნავს ძალიან ჩახუჭუჭებულად დატრიალებულ ხრახნებს, რადგან ტყვია ნელა მოძრაობს ლუალში და ამასობაში გიროსკოპული ეფექტი რომ შინარჩუნოს საჭიროა ნუ პირობითად რომ ვთქვათ 3 წამში გავლისას 1 მეტრის მანძილზე გააკეთოს თავის ღერძის ირგვლივ 4 ბრუნი გააკეთოს. ანუ ტვისტი იქნება 25 სანტიმეტრი

- საშუალო ლულაზე იმის გამო რომ ტყვია უფრო ჩქარა მოძრაობს და იგივე 1 მეტრს პირობითად გაივლის 2 წამში მაგრამ იგივე 25 სანტიმეტრი რომ დატოვო გამოვა რომ უფრო მეტ ბრუნს გააკეთებს იგივე 3 წამის მანძილზე რაც გამოიწვევს ტყვიის ტრაექტორიიდან გადასვლას ტრიალის მიმართულებით... ნუ აქ ძალიან ბევრი თეორიები იწყება და გადავახტები....

- ჩქარი ლულა უკვე იგივე 1 მეტრს გაივლის 1 წამში და ტვისტი კიდევ უფრო გასაზრდელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე 25 სანტიმეტრი ტვისტის შემთხვევაში ვერ მოასწრებს ტრიალს და ანის გამო მისი გარეკანი უბრალოდ გაითლება ან ხრახნებზე რასაც სწორედაც ხრახნიდან გადახტომა ჰქვია....


მოკლედ რაც მეტია სიჩქარე მით უფრო გრძელია ტვისტი და ჩქარი კუკიდან ნელა გასროლა ნიშნავს რომ ტყვია სასურველი ბრუნების აკრეფას ვერ მოახერხებს, შედეგად გიროსკოპული ეფექტი კაპუტ და მაკე გადაიხრება ტრიალის მიმართლებისკენ.

ხოლო ნელი ლუკიდან ჩქარი გასროლა გამოიწვევს ტყვიის გათლას და ბოლოს ისე გამოძვრება ლულიდან თითქოს და გლუვი ლულიდან გამოვიდაო, შედეგად ისევ უზუსტობა...


თუ ამ საკითხზე წავიდა კამათი, მაშინ ტვისტი უნდა იყოს ბევრი პარამეტრის განხილვა, ანუ სიჩქარე, კალიბრი, ტყვიის წონა, სიმკვრივე და სხვა და სხვა... ასეთი ჩაძიება როგორც წესი მიდის ხოლმე ტაქტიკურ იარაღში ან მაღალი დონის იარაღში.
okela84
ja_ja
გასაგებია მაგრამ, პალიროვკა კალიბრს ხო აფართოვებს თუნდაც მიკროსკოპულად, ანუ ნარეზის ზედაპირი სრულად რო გაუპრიალო ზოგიერთ უხარისხო ლულას, შიდა დიამეტრი იზრდება და შესაბამისად თუ ქარხნულად უკვე ოპტიმალური მოკიდება აქვს ნარეზის უსწორმასწორო ზედაპირს, გამოდის რომ მომხმარებელს კუსტარული პალიროვკისთვის საჭირო მეასედები აღარ რჩება. ნუ ეხლა პნევმატიკაში ტყვია ისედაც მჭიდროდ ზის ნარეზში და კალიბრში მინიმალურმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითი ეფექტი არ მოგცეს, მაგრამ ცეცხლსასროლის შემთხვევაში დღესაც ორად არის გაყოფილი აზრი ეგრედწოდებულ აბკატკაზე.


ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია და წინა პოსტშიც ავღნიშნე რომ ვარაუდით ვწერ
userman
ციტატა(aleqsandre @ 6th April 2017 - 05:02 PM) *
ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია და წინა პოსტშიც ავღნიშნე რომ ვარაუდით ვწერ


მოდი და ჩემს ვარაუდსაც დავწერ smile.gif .

ხომ შეიძლება ბევრმა გასროლამ ლულა გააპრიალოს ? ანუ ახლის შემთხვევაში , თუ იძლეოდა 25 მმ. ჯგუფს 5-7 ათასის გასროლისას გაპრიალდეს და შემდეგ თავისით გაუმჯობესდეს ჯგუფები და 15-20 მილიმეტრში ჩაჯდეს .
gregory
userman
რათქმაუნდა!
სად გამოცგილო და 1000 ყ-ზე გადამხტარი და სად ახალბება biggrin.gif
ეხლა კი სერიოზულად რომ ვთქვათ.
გასროლები ვერანაირად ვერ გააკეთებს ლულის პალიროვკას. შეიძლება უხეში ნაწიბურები მოაშოროს, მაგრამ ბევრ ადგილას, ვთქვათ სადაც მიკროდეფორმაცია იყო , უაესს დამართებს.
მერე მეტალის დაქანცულობა და ტემპერატურული ვარდნები გააჩენს უამრავ მიკრობზარს და ლითონის მოდუნებას გამოიწვევს(განსაკუთრებიტ ცეცხლსასროლში).
მართლაც რომ შველოდეს გასროლების რაოდენობა, მაშინ განცხადებები ასე დაიწყებოდა: ვყიდი "აბკატანი" კარაბინს. 1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო biggrin.gif
pilotina
ციტატა(gregory @ 6th April 2017 - 06:32 PM) *
მართლაც რომ შველოდეს გასროლების რაოდენობა, მაშინ განცხადებები ასე დაიწყებოდა: ვყიდი "აბკატანი" კარაბინს. 1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო


კაი იყო. კარგად მაცინე. lol2.gif
userman
ციტატა(gregory @ 6th April 2017 - 06:32 PM) *
გასროლები ვერანაირად ვერ გააკეთებს ლულის პალიროვკას. შეიძლება უხეში ნაწიბურები მოაშოროს,
მართლაც რომ შველოდეს გასროლების რაოდენობა, მაშინ განცხადებები ასე დაიწყებოდა: ვყიდი "აბკატანი" კარაბინს. 1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო


ისე ცეცხლსააროლზე არც მიფიქრია

ისე პატარა დაკვირვება და ამას არ იტყოდი gregory biggrin.gif .
მოკლედ ძალიან ვეცადე შენსკენ ვყოფილიყავი , მარა შენ ვის წისქვილზე ასხავ წყალს ნამდვილად ვერ გავიგე ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .
okela84
ამ ხუმრობაში გეტყვით რომ 1000 თუ არა 100-200 გასროლა სჭირდება ცეცხლასასროლის აბკატკას, სულ მცირე ლულის რესურსის გასაზღდელად.
okela84
ციტატა(gregory @ 6th April 2017 - 06:32 PM) *
1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო

მაგნუმ კალიბრებში უკვე სიცოცხლის ბოლო წამებშია ლულა1000 გასროლაზე
gregory
ციტატა(userman @ 6th April 2017 - 07:30 PM) *
მარა შენ ვის წისქვილზე ასხავ წყალს ნამდვილად ვერ გავიგე ...

ნუ რავი აბა smile.gif
ის კი აი რა მგომია: კაცი რომ 1000 გაისვრის ჯგუფი თავისთავად პატარავდება smile.gif

maqsimusa
ცეცხლსასროლში ყოველი გასროლა იწვევს შესაბამის ცვეთას ლულის, ასე რომ არავითარი აბკატკა არაა საჭირო, ამთემაზე კამათი შორს მიდის ყოველთვის, ასე რომ ჩემი აზრი დავაფიქსირე და გავდივარ ჩემისით biggrin.gif
ja_ja
userman
ციტატა(userman @ 6th April 2017 - 05:45 PM) *
ხომ შეიძლება ბევრმა გასროლამ ლულა გააპრიალოს ?

თუ პნევმატიკაზე ვსაუბროთ ეგ შეიძLება მოხდეს ალბათ მილიონი გასროლის მერე ისიც ტეორიებში smile.gif იმიტომ რომ შენ მხოლოდ მხედველობაში იღებ ცვეთაც, ანუ მაგალტად ბრინჯაოს ქანდაკება რომ ავიღოთ რომელსაც ერთ ადგილზე კიდევ ხელს მილიონობით ტურისტი, ის ადგილი პრიალდება ხოლმე, იმედია გინახავს ან გსმენია ეგეთი რამ... შეიძლება იგივე პარალელები გაავლო მაგრამ ძალიან შეცდები თუ მაგას იზამ smile.gif

საქმე იმაშია რომ ტურისტის ყოველი ხელის მოკიდება ნიშნავს მიკროსკოპული რაოდენობით რაღაცის მოცილებას და თან გაყოლას, იქნება ეს მტვერი, ჭიჭყი თუ ლითონის ნაწილაკები, აი ლულაში კი ეგ ეფექტი არ მუშაობს smile.gif ლულაში რომ ეგ პრინციპი მუშოაბდეს მაშინ არასდროს გასაწმენდი არ იქნებოდა ლულა smile.gif

საქმე იმაშია რომ ლულაში პირიქით ტყვიის ნადები ყოველთვის ემატება და ემატება, შედეგად ის ძირითადი ქვედა ფენა რომლის გაპრიალებასაც შენ ელოდები, ალბათ არასდროს არ მოხდება sad.gif გამოწმენდის შემდეგ უსწორმასწორობა პირველივე ტყვიიდან იყოვებს "ჯალოჟნიკად" ახალი ტყვიის ნადებს რომელზეც შემდეგი და შემდეგი დასრიალებს, ბოლო ბოლო გექნება გაგებული ტერმინი ტყვიაზე მოჯდომა, ტყვიის აბკატკა.... ანუ ეგ ნიშნავს იმას როდესაც ლულაში ერთი და იგივე ტიპის ტყვიის შენადნობის ფენა ჯდება და შემდეგი ტყვიები იგივე ზედაპირზე სრიალისას უფრო სტაბილურად მოძმრაობს, ვიდრე სხვა შენადნობის ან ახლად გაწმენდილი ლულის შემთXვევაში... კაროჩე რუსული ტერმინი "ასვინცოვკა" იმედია გაგიგია...

რაც შეეხება კითხვას
okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th April 2017 - 05:02 PM) *
გასაგებია მაგრამ, პალიროვკა კალიბრს ხო აფართოვებს თუნდაც მიკროსკოპულად

რა თქმა უნდა გაპრიალება ავტომატურად გულისხმობს მაგას, და არასწორად გაპრიალება უარესს შედეგს იწვევს მეთქი, საერთოდ ნარეზების წაშლის ჩათვლით... ამიტომაც, ლულა უნდა გაპრილდეს სპეციალური ხსნარებით და არა კუსტარულად აღმოჩენილი მეთოდებით, პლიუს შესაბამისი მოძრაობებით და ასე შედმეგ... თორემ პროსტა მიადექი და უქაუნე სანამ ხახუნის გამო არ გაწითლდება smile.gif ნუ ეგ მეთოდი არ მუშაობს, მე რამდენადაც ვიცი 3 თუ 4 ნაწილად ყოველ ლულას ხოლმე და თითო ნაწილს 50-დან 150 მოძრაობას უკეთებენ ხოლმე. ექსპრემია მგონი 300... მაგის მერე უკვე პირიქით უფრო და უფრო აფუჭებ ლულას...
ბაიკერი
ახალი ოპტიკა ჩავაცვი ჯიგარს smile.gif

ძირითადი მიზეზი ისაა რომ თვალის რელიეფი აქვს ამ ოპტიკას 9 სანტიმეტრი. განსხვავებით ვაიპერისაგან. ვაიპერზე ჟირაფის კისერი უნდა გქონოდა რომ გესროლა ან საკმაოდ უკან უნდა დაგეყენებინა და გადატენვაზე პრობლემა იყო. ეს კიდევ საკმაოდ კარგად ზის ტავის ადგილას. ესეც ოპტიკის ლინკი.
http://www.hawkeoptics.com/airmax-2-7x32-amx.html







userman
ბაიკერი

მშვიდობაში !!!
okela84
i-m_so_happy.gif
ბაიკერი
მადლობა smile.gif რა დანიშნულებაც აქვს ამ თოფს მაგისთვის 7X სრულიად საკამრისად მიმაჩნია


პლიუს წონა. 200 გრამამდე დავზოგე biggrin.gif
okela84
ციტატა(ბაიკერი @ 9th April 2017 - 10:36 PM) *
რა დანიშნულებაც აქვს ამ თოფს მაგისთვის 7X სრულიად საკამრისად მიმაჩნია

100%
mamukaaa
როდისმე გვეღირსება რუსული პსპ-იები საქართველოში?
არადა რამდენი კაი რამეა.
ბაიკერი
67 მეტრი
საიდშოთის ტესტი

https://youtu.be/6zBJ7dc-oJE






giga2010
ბაიკერი
მშვიდობაში ნიკა, მაგარია.
ლეში კი ნამდვილად პატარა მონსტრია big_boss.gif
ბაიკერი
gela
ბაიკერი

სად ხვდება ტყვია ვერ ვხედავ unknw.gif
ბაიკერი
gela
პირველივე მილდოტზე ერთად დაჯდა სამივე smile.gif
gela
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 16th March 2019 - 10:26 PM) *
პირველივე მილდოტზე ერთად დაჯდა სამივე



უი კიი, ახლა დავაკვირდი და დავინახე, მშვენიერია good.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.