დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Shockwave NP
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
ნიკა
ჰო რავი იჩხრიალოს, მთავარია არაფერი მოუვიდეს
ნიკა
იჩხრიალოს. იჩხრიალოს და... მოკლედ რატომღაც მომინდა რო შემემოწმებინა ეს მუშაობდა თუ არა, ჰოდა გადატეხილზე გავისროლე და ტყაპ! biggrin.gif ჰოდა მეთქი რატო არ დაიჭირათქო და კონდახი მოვხსენი და ისე გადავწიე ლულა. როგორც დავადგინე ის დამჭერი თუ რაღაც გადატეხილი როცაა ლულა თავისუფლად მოძრაობს. როცა თოფი დაბლაა დახრილი ქვევით იწევა ის რაღაც და ვეღარ კეტავს (2). მაღლა როცაა აწეული ეფარება იმ რაღაცას და იჭერს სასხლეტს (1). მგონი კარგად ავხსენი და მგონი ესე არ უნდა იყოს. თქვენ რას იტყვით?

koba1973
მაგ რაღაცას ზამბარა რომ აქვს ეგ იქნება გაწელილი და მაგიტომ. შეცვალე ან დაამოკლე და ისევ იმუშავებს.
ja_ja
ეგ უკვე დაწერეს დამცავია რომ ლულის გადატეხვისას არ დასხლტეს დგუში, ანუ ეგ ღერძი, ლულის გადატეხვისას ბლოკავს სასხლეტს და შემთხვევითი გამოკვრისგან გაზღვევს.... წესით მაგას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ზეგავლენა იმის მერე რაც ლულა ჩაიკეტება, მაქსიმუმ შეიძლება მცველს აყენებდეს...

ახსნის კი რავიცი რა გითხრა მე რაცხა ვერ გავიგე რა რას შვება smile.gif
ნიკა
ja_ja ანუ ლულა რო გადატეხილია ეგ თავისუფლადაა და წინ და უკან მოძრაობს, მარტო იმ დროს ბლოკავს როცა თოფს მაღლა ვწევ. თუ დაბლა დავწევ როგორც მეორე სურათშია ისე იწევა წინ და ვეღარ ბლოკავს

koba1973 მადლობა, ვცდი
ja_ja
მაშინ თუ ყანყალებს დააკვირდი კონდახში რომ ხის ისეთ პოზიციაშია სახსარი, ანუ ცელინდრზეა მიდებული თუ რადგან ტავისუფალი ადგილი ნახა გაიბზიკა... ეგეთ პოზიციაშI რა თქმა უნდა ნორმალურად ვერ იმუშავებს ეგ შტუკა.

ხოლო თუ ეგ მოძრავი დეტალი სწორადაა და ცილინდრთანაა ჩახუტებული, ამასობაში კი ყანყალებს, მაშინ ჯერ მთლიანი სურათი დადე და მიაყოლე მაგას წინა მხარის მოახლოებული სურათებიც, რომ დაინახოს ხალხმა თავში რა ხდება და რიჩაგი საერთოდ როგორ პოზაშია, ნუ დაბოლოებას ქე ვხედავთ წინა სურათებში
ნიკა
გაწელილი კი არა საერთოდ მომძვრალი აქვს ეს ზამბარა. როგორც ჩანს მოტყდა ხო? არც ვიცი როგორ იყო დამაგრებული mda.gif

ja_ja
ნიკა
კი გატეხილია გარანტირებულად, ყური მოტეხილი აქვს ჩასმული იყო ყური აშკარად ზემოთ არსებულ ხვრელში შედეგად ვეჩნა ზამბარა წინ ექაჩებოდა მაგ შტუკას, ხოლო ლულის გადატეხვისას მექანიზმი მას უკან წევდა, როგორც კი ლულა დაიკეტებოდა, მერე უკვე ზამბარა წინ წევდა და თავის ადგილზე აბრუნებდა.
ნიკა
არ მგონია ეს ზამბარა ცალკე იყიდებოდეს. გადატეხვამდე ინსტიქტურად ისედაც კი ვკეტავ ხოლმე სასხლეტს მაგრამ რავი mda.gif
ja_ja
ნიკა
გადამრევ smile.gif

პირველი - საერთოდ მოაძრე ეგ ზამბარა.

მეორე - ნახე მაგ ზომის რაიმე სხვა ზამბარა, სადმე წააწყდები, ელიავაზე, მაღაზიებში ბარახოლკაზე, რავი სადმე....

მესამე - ადექი და ცალი მხარე ისეთივე მიღუნ მოღუნე როგორც ეხლანდელს აქვს, მეორე მოტეხილი მხარე კიდევ შენი ფანტაზიით დაამთავრე, იდეაშI რა უნდა იყოს რაიმე კაკვის ფორმა გინდა რომელიც იმ ყურამდე აიწევა და ჩამნოეკიდება დაჭიმულ მდგომარეობაში... ვსიო smile.gif

მეოთხე და იმენნა ჯოკერი smile.gif - თუ საუბარია ამ მოდელზე გრიშას დაუკავშირდი და შემდეგი პარტიის ჩამოტანისას შენთვის ცალკე პირადად ჩამოიტანს მაგ ზამბარას ორიგინალს, დააყენებ და მორჩება მთელი ეპოპეა smile.gif

ნიკა
რავი დაშლის "მეშინია" ცოტა, მერე რო ვეღარ ავაწყო biggrin.gif სასხლეტის მოხსნა მომიწევს მგონი. მოკლედ, ჯერ მესამეს ვცდი და თუ არადა თბილისში რო დავბრუნდები მივწერ გრიგოლს და ჩამომიტანს იმედია. ხვალ დავწერ შედეგს
ნიკა
მოკლედ, ვერაფერი მოვუხერხე და დავრჩი gregory-ს იმედზე biggrin.gif მადლობა ყველას
Multi-Tool
ნიკა
შე კაცო გრეგორი რათ უნდა მაგას, მოხსენი ეგ ზამბარა და როგორც ჯაჯამ გითხრა, ანალოგიური სიმძლავრის მოიძიე.
ოხრადაა გინდ სამგორის ბარახოლკაზე და გინდ ელიავაზე. გადაჭერი საჭირო სიგრძეზე, გაუკეთე კავები და მორჩა.
არ ვიცი რა დიამეტრია და მავთულის სისქე რა აქვს, თორემ გადავხედავდი, ეგება მე მიგდია სადმე.
ნიკა
Multi-Tool თბილისში არ ვარ და ვიფიქრე როცა დავბრუნდები ბარემ თავისას დავუყენებ მეთქი mda.gif
ნიკა
გამარჯობათ ფორუმელნო. ესეიგი რა ხდება ეხლა, ლულა ზევით და ქვევით მოძრაობს არც ისე დიდი ძალის დატანებით, რამდენიმე მმ-ით. ადრე არ დავკვირვებივარ და ნორმალურია ეს?
pilotina
ნიკა
ციტატა(ნიკა @ 26th November 2016 - 06:18 PM) *
გამარჯობათ ფორუმელნო. ესეიგი რა ხდება ეხლა, ლულა ზევით და ქვევით მოძრაობს არც ისე დიდი ძალის დატანებით, რამდენიმე მმ-ით. ადრე არ დავკვირვებივარ და ნორმალურია ეს?

scratch_one-s_head.gif nea.gif nea.gif nea.gif
ნიკა
pilotina ანუ? ვერ მივხვდი
pilotina
ნიკა

არ უნდა იყოს ეგრე. სავარაუდოდ ლულის ჩამკეტია დასარეგულირებელი, ან მაგ ჩამკეტ მექანიზმში დეტალებია მოცვეთილი.
sekurifa
დადე აბა სურათები იმ ადგილის რითაც ლულა იკეთება.
Multi-Tool
ნიკა
თუ ლულა თავის მუფტასთან ერთად მოძრაობს, ჩამკეტის ბრალი იქნება, ან. მუფტის ხვრელსა და ვინტს შორის ლუფტია. შეიძლება თვით მუფტაშიც ირყეოდეს თუ მუფტა პპლასტიკისაა, მაგრამ არა მგონია ეგრე იყოს.

ნიკა
რაშიც ზის ლულა იმასთან ერთად მოძრაობს, მეც ჩამკეტის ბრალი მგონია. ძალიან არა მაგრამ... გადატეხვის დროსაც ადვილად იწევა და ჩაკეტვისასაც ადვილად იკეტება. შეუშლის რამეში ხელს? დაბლა რო დააწვები და ხელს აუშვებ მერე ისევ ბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობაში
sekurifa
რიგელია გასაკეთებელი. ან ახალი გამოსაჩარხი.
ნიკა
sekurifa ეგ რომელია? ან როგორ უნდა გაკეთდეს?
sekurifa

ესაა რიგელი. თუ გადაცვეთილია ახალია გამოსაჩარხი,მაგრამ ჯერ ამოსაღებია ეგ დეტალი ბუდიდან. გადაწმენდი მისი ბუდეც,ზამბარაც,ხელთავიდან დასაზეთი და მერე შესამოწმებელი. თუ ისევ იმოძრავებს მაშინ გამოსაცვლელია.

სასურველია ეგ დეტალი იყოს ნაწრთობი და ასევე ქონდეს ძლიერი ზამბარაც.
ნიკა
მარტო ზამბარის შეცვლა არ უშველის? ჩემით ვუშველი რამეს? ან სად შეიძლება გაკეთება ხო არ იცი?
Multi-Tool
ნიკა
ზამბარა გაქ სუსტი და გამოცვალე. თუ მაინც იმოძრავა, მაშინ მაგ რიგელს აგრანიჩიტელის ღარი რომ აქვს,
უკანა კედელი 1მმ ით ჩამოთალე. ეს იმას მოგცემს, რომ რიგელი ოდნავ წინ წაიწევს და ფუტაში ამოჩარხულ
ბუდეშიუფრო ღრმად შევა.
რა თქმა უნდა გაწმენდვა და დაზეთვაც არ დაგავიწყდეს, როგორც ზემოთ გითხრეს.

sekurifa
ციტატა(gabrichidzegocha @ 26th November 2016 - 09:15 PM) *
მაშინ მაგ რიგელს აგრანიჩიტელის ღარი რომ აქვს,უკანა კედელი 1მმ ით ჩამოთალე.

ეგეც შეიძლება. ოღონდ თუ ჩამოქლიბავ მერე წინ კონუსებიც უნდა დაუქლიბო როგორც ქონდა. კონუსთან ფრთხილად, ზედმეტად თუ ჩაქლიბავ თოფს ვეღარ გადატეხავ. დააკვირდი აბა ქვემოდან რამხელათი გადადის ჩაკეტვისას რიგელი ღერძზე

სადღაც ასე უნდა იყოს.

ნიკა
ჰო დაახლოებით მასეა რა, ნახევარს ოდნავ ცდება. ანუ ზამბარის შეცვლა უშველის?
sekurifa
უნდა დაშალო. ისე ვერაფერს გაიგებ.
ნიკა
ეუჰ, ჯერ მთლიანად უნდა მოვხსნა ხო? რთულია დაშლა?
sekurifa
რიგელის მოხსნას წესით არუნდა თოფის დაშლა. შტიფტი უნდა გამოაგდო რაც რიგელს იკავებს. მიადე რამე წვრილი რკინა და მიარტყი ჩაქუჩი. შტიფტი გამოვარდება და რიგელიც გამვა.

ოღონდ გადატენილ თოფზე არ ქნა. მოხრილი ლულა გააკავე როგორმე. ან პროსტა გადატეხვაც ეყოფა. გამოჩნდება შტიფტი.
ნიკა
დავფიქრდი და მაინც მირჩევია ვინმე უფრო მცოდნეს მივუტანო, ვინმეს ხო არ იცნობთ ან ვინმე ხო არ ხართ აქ ისეთი ვინც ამაზე მუშაობს?
Multi-Tool
ნიკა
პმ ნახე
xmaladze
მე მაქვს ასეთი კითხვა მოკლედ დამიზნბისას წინა სამიზნ მწვანე ოდნავ მაღლა თუ არაა უკანასთან შედარბით არ მიაქვს სწორად ანუ დაბლა მიაქვს ინსტრუქციაში წერია დასავებიაო ღია არადა უხატია რომ უანა და წინა სამიზნბი ერთმანეთის შუაში უნდა იყოსო მითხრეს რომ გასაჩარხიაო და გაჩარხვა არ ვიცი უეჭვლი გავაფუჭებ რა შეიძლბა გავაკეთო მაქსიმალურად დაბლა მაქვს დაწეული მარა ს პრობლემა ვერ გადავჭერი რა მირჩევთ
koba1973
xmaladze
უკანა სამიზნე მაქსიმალურად მაღლა გაქვს აწეული?
xmaladze
არა მეგობარო პირიქით დაბლა მაქვს დაწული

მაღლა უნდა მქონდეს????
koba1973
xmaladze
უკანა სამიზნე თუ დაბლა დაქვს დაწეული ამ შემთხვევაში დაბლა წაიღებს, ნელ ნელა აწიე მაღლა და შენთვის სასურველ მანძილზე ესროლე ხოლმე. როცა დამიზნების ხაზი და ტყვია დაემთხვევა ერთმანეთს, მიზანიც გასწორებული გექნება.
xmaladze
აჰა გასაგბია ანუ სროლისას ლულის სამიზნე ოდნავ მაღლააა და ისე ვარტყავ მიზანში რაც არაომფორტულია დამიზნებისას როდესაც კაჭკაჭს ვუმიზნებდი ლულა ზემოთ არის და უკანა სამიზნე ქვემოთ ვაზიუბანში მაინც ცხოვრობდეს ვინმე ფორუმელი დამხმარბოდა :დ
Multi-Tool
xmaladze
უკანა სამიზნეს სადაც გადაწევ, ტყ იაც იქეთ წავა. ასწიე უკანა და პრობლემაც მოგიგვარდება.
გასაჩარხი არა მგონია იყოს მანდ.
xmaladze
გაიხარე დიდი მადლობა
geojorjika
xmaladze
ვინ.გითხრა და რაზე გასაჩარხიაო?

ესეიგი ხალხის უვიცობას საზღვარი არ აქვს, კაცმა არ იცის და რეებს ეუბნებიან გადარიეს
xmaladze
მეზობლმა ნახა და მითხრა სამიზნეები არ ემთხვვაო და გუშინ გავასწორეე 2 შაბათს დავდებ შედეგს ანჯუ რანაირად წაიღებს გუშინ ავუწიე ამიზნ და მართლა ჩაჯდა ერთმანეეთში
xmaladze
ავწიე სამიზნე და ტყვია დაბლა მიაქ მარა სწორად რა ვქნა გხვეწებით მირჩიეთ
gela
xmaladze
ციტატა(xmaladze @ 3rd December 2016 - 02:05 PM) *
ავწიე სამიზნე და ტყვია დაბლა მიაქ მარა სწორად რა ვქნა გხვეწებით მირჩიეთ

რა მომენტია იცი? თუ გაასწორებ მიზანს გარკვეულ მანძილზე, შემდეგ სხვა და სხვა მანძილზე შორს ან ახლოს იგივე გასწორებული სამიზნე არ იმუშავებს, შენ ალბათ ფიქრობ რომ, დვუშვათ 20 მეტრში გაასწორებ სამიზნეს და შესაბამისად 35 ან 10 მეტრში იგივე გასწორებული სამიზნით გაარტყავ მიზანს? არაა მასე. გადავიკითხე შენი წინა პოსტები და გიწერია რომ, სამიზნე აუწიე და მართლა ჩაჯდა ერთმანეთში, ანუ გასწორდა სამიზნე, ასე რომ ვთქვათ შენ გაასწორე სამიზნე კონკრეტულ მანძილამდე, შესაბამისად უფრო შორ მანძილზე სროლისას უფრო დაბლა წაიღებს, უფრო ახლო მანძილზე სროლისას მაღლა, ასე რომ ეგ უკვე შენ უნდა დაამუღაო რა მანძილზე როგორ უნდა ესროლო, გაასწორე რაღაც გარკვეულ მანძილზე და შესაბამისად სხვადასხვა მანძილზე შესაბამისად დაუმიზნე მიზანს, უფრო შორს თუ ესვრი ობიექტს ცოტა უფრო მაღლა დაუმიზნე, და შეეშვი სამიზნის ტრიალს მაღლა დაბლა, ასევე ცდომილებას იძლევა მაღლიდან დაბლა და პირიქით დაბლიდან მაღლა სროლის შემთხვევაშიც, ნუ მოკლედ რომ გითხრა უკვე სროლის პრაქტიკაა რაც შენით უნდა დაამუღამო
temo-777
ციტატა(gela @ 3rd December 2016 - 02:56 PM) *

+1

დაახლოებით რაც გითხარი ჩატში.
გირჩევდი რომ ღია სამიზნე გაასწორე 20 მაქსიმუმ 25 მეტრში.
და ოპტიკა 35 მეტრში სადღაც. თუ ნორმალურია რამე.დანარჩენს კი დაამუღამებ.
გაჩარხვა ნაღდად არ გინდა ოღონდ biggrin.gif

ცოტა კიდე აწიე თუ მაგ მანძილზე გინდა გასწორება
koba1973
ვინმე ახლოს არ ცხოვრობთ? პრაქტიკულად აუხსენით ამ კაცს თორემ სანამ თავისით აუღებს ალღოს გაწამდება.
Multi-Tool
xmaladze
ვარკეთილში ვარ და თუ გინდა გსმოდი და აგიხსნი.
mister_io
ციტატა(xmaladze @ 3rd December 2016 - 02:05 PM) *
ავწიე სამიზნე და ტყვია დაბლა მიაქ მარა სწორად რა ვქნა გხვეწებით მირჩიეთ

მოკლედ ღია სამიზნის გასწორების პრინციპი ასეთია , საითაც მიაქვს ტყვია უკანა სამიზნე იმის საპირისპირო მიმართულებით უნდა გადაწიო, მაგალითად თუ ტყვია მარჯვნივ ხვდება მიზნიდან უკანა სამიზნეს ამოძრავებ მარცხენა მხარეს და პირიქით , ასევეა ზემოთ ქვემოთ შესწორებაც თუ ტყვია დაბლა ხვდება მიზნიდან მაშინ უკანა სამიზნე უნდა აწიო ზემოთ, თუ უკანა სამიზნე ბოლომდეგაქვს აწეული და მაინც დაბლა ხვდება ორი ვარიანტია ან ძაან შორ მანძილზე გინდა გაასწორო მიზანი და ტყვია ვარდნას გასწრებს ან ახლოს ნორმალურ მანძილზე ასწორებ მაგრამ ძაან მძიმე ტყვიებს ისვრი და მაინც დაბლა გასწრებს ვარდნას, მაგრამ სავარაუდოდ პირველი მიზეზი უფროა, აბა ცადე მასე ბოლომდე აწეული მიზნით ახლო მანძილიდან ესროლე რაიმე მიზანს რამხელა მანძილზე აიწიოს ზემოთ ტყვიამ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.