დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Pyramyd Air-იდან ჩამოტანა რაუნდი 1
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ვიყიდი
გვერდი: 1, 2, 3
ja_ja
მოკლედ გადავწყვიტე ეს თემა ცალკე გავხსნა.

იმ კვირის ბოლოს 23-24 რიცხვისკენ ვგეგმავ პირამიდზე რაღაც-რაღაც წვრილმანის ყიდვას (ტყვიები, დეტალები და ეგეთი სისულეები), როგორც გაირკვა სხვებსაც უნდათ ყიდვა რაღაცეების, მაგრამ ერთი კოლოფი ტყვიის ან სხვა ერთი დეტალის ყიდვა ზოგს არ აწყობს. თან ჩემს მიერ ნაყიდმა ტყვიებმა გვაჩვენა რომ სხვებსაც სურთ რაღაცეები.

ამიტომ ამ თემაში ჩამოვწეროთ ვის რა გინდათ პირამიდიდან, ერთიანად მოვუყრი თავს და ერთ ჩამოტანაზე ჩამოვიტან. ნუ შემდეგ ტრანსპორტირების თანხას და ასე შედმეგშეგატყობინებთ (თავიდან საორიენტაციოს და ბოლოს ზუსტ თანხას)

ამ პირველ თემაშინ ჩავსვავ ხოლმე ვინც რაიმეს დააპირებს და საორიენტაციო ფასებს მივაწერ (ზუსტ ფასი დადგინდება ჩამომტანი კომპსნიის მიერ ტრანსპორტირების ხარჯების წარდგენისას)

დაკვეთის მარშუტი შემდეგია

1) ჩემი პლასტიკური ბარათით ამაზონის მეშვეობით ვყიდულობ პირამიდის საქონელს (პირდაპირ პირამიდი აღარ იღებს საერთაშორისო ბარათებს, საბანკო გადარიცხვა კი ხარჯებს და დროს ზრდის)
2) ამ ეტაპზე გვეცოდინება თვითონ საქონელი რა ღირს და მიახლოებით ტრანსპორტირების ფასი ბარამამდე რა ემატება
3) დაკვეთილი საქონელი მიდის ბარამში, წონიან და საერთო წონის ფასს იძლევიან
4) ამ ეტაპზე საქონლის წონის მიხედვით დაჯამებულ თანხას გადავიანგარიშებთ ყველა საქონელზე სათითაოდ და ჩამოყალიბდება საბოლოო ფასი.
5) თუ დიდი თანხები არ გროვდება გადახდა შეგიძლიათ საქონლის ჩამოსვლის მერე (გარკვეული ფინანსები მაქვს და რაღაც თანხაზე შემიძლია გავიქაჩო, მაგრამ არა ასეულებზე და ათასებზე biggrin.gif)

თუ ეს სისტემა თქვენთვის მისაღებია, შეარჩიეთ რა გსურთ და შევკრიბოთ ერთი პარტია.

P.S. როგორცხვდებით ამ ეტაპზე არ მიირება არანაირი იაღაღის დაკვეთა, შემდგომში შეიძლება პირამიდს დავუკვეთო იარაღი და მაგ შემთხვევაში კიბატონო შეიძლება დამგზავრება


აქ უკვე მიდის დაკვეთები
გთხოვთ გაითვალისიწნოთ ყველა ჯამი და ეგრეთწოდებული საბოლოო ფასი მოყვანილია სავარაუდო თანხებში, ძირითადად იმედია რომ მათი უმეტესობა დაიწევს საბოლოო დაკვეთისა და ტრანსპორტირების ხარჯების გადათვლის შემდეგ. ბევრ საქონელს დასამრგვალებლად ზედმეტ წონას უთითებენ, რაც რეალურ წონას სცდება, შესაბამისად ტრანსპორტირების ფასი წესით ნაკლები უნდა გამოვიდეს.

geojorjika
1) JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, 10.2 Grains, Domed, 500/Tin 1 ცალი - ფასი 12.95 - ტრანსპორტირების შემდეგ საორიენტაციო ფასი 16.7$-დან 17.2$-მდე.
2) Crosman Silicone Chamber Oil - 1 ცალი - ფასი 4.99$ ტრანსპორტირების შედმეგ სავარაუდო ფასი 6.21$ (აქედან პირამიდის 0.22$ და ბარამის 1.00$)
სულ ჯამში - 23.41$

Der Rote Baron
1) JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, 10.2 Grains, Domed, 500/Tin 1 ცალი - ფასი 12.95 - ტრანსპორტირების შემდეგ საორიენტაციო ფასი 16.7$-დან 17.2$-მდე.


Jah
1) Leapers 5th Gen 3-9x32AO Bug Buster Rifle Scope, Illuminated Mil-Dot Reticle, 1/4 MOA, 1" Tube 1 ცალი - ფასი 62.95
2) Beeman .22 Quick Cleaning Pellets 2 ცალი - ფასი 6.35$ -> ჯამში 12.70$
3) Crosman Silicone Chamber Oil - 1 ცალი - ფასი 4.99$ ტრანსპორტირების შედმეგ სავარაუდო ფასი 6.21$ (აქედან პირამიდის 0.22$ და ბარამის 1.00$)
4) B-Square Scope Level - 1 ცალი - ფასი 25.13 ტრანსპორტირების შედმეგ სავარაუდო ფასი 30,2$ (აქედან პირამიდის 0.97$ და ბარამის 4.10$)
5) Leapers Accushot 1" Rings, High, 9.5-11.5mm Dovetail - 1 ცალი - ფასი 9.99 ტრანსპორტირების შედმეგ სავარაუდო ფასი 15,30$ (აქედან პირამიდის 0.99$ და ბარამის 4,32$)
სულ გამოდის ტრანსპორტირების შემდეგ საორიენტაციო ფასი 121,07$


Jah-ზე მე შემეშალა დაანგარიშება, საორიენტაციოდ გადასახდელი იქნება 146.05$ , ჩემი შეცდომა დადეტალური დაანგარიშება არის შედმეგ პოსტში განხილული

ფასს ზუსტად ვერ ვამბობ იმიტომ რომ გამოვდივარ ამაზონის წონებიდან. ამაზონს კი ოპტიკაზე უწერია 2.5 ფუნტი, მე ძალიან მეეჭვება ეგ ოპტიკა მაგდენს იწონიდეს, მაგრამ სხვა დაანგარიშების ამოსავალი წერტილი ამჯერად არ მაქვს sad.gif


bazuka
1) Crosman Silicone Chamber Oil - 1 ცალი - ფასი 4.99$ ტრანსპორტირების შედმეგ სავარაუდო ფასი 6.21$ (აქედან პირამიდის 0.22$ და ბარამის 1.00$)


ninja
ნუ შენი საქონლის საორიენტაციო ვარიანტი ასეთი იქნება:
1) Leapers 5th Gen 6-24x50 AO Varmint Rifle Scope, Illuminated Mil-Dot Reticle 1 ცალი - ფასი 99.99$ ტრანსპორტირების შემდეგ სავარაუდო ფასი 113.41$ (აქედან პირამიდის ტრანსპორტირება ამერიკაში 2.47$ და ბარამის ფასი თბილისამდე 10,95$) წონა ამაზონის მიხედვით გამოდის 1.150 კილოგრამი
2) Leapers Accushot 1-Pc Mount w/1" Rings, High, 11mm Dovetail - 1 ცალი -ფასი 17.95$ ტრანსპორტირების შემდეგ სავარაუდო ფასი იქნება 23.22$ (აქედან პირამიდის ფასი იქნება 0.99$ და ბარამის ფასი 4.28$) წონა ამაზონის მიხედვით გამოდის 450 გრამი
სულ სავარაუდო ჩამოსატანი ფასის ჯამი გამოვა 136.63$


ჯამი
სულ თანხა ჩემი საქონლიანად გამოდის (უკვე ავირიე, მერე დავჯდები მთლიანად დავითვლი smile.gif )$, აქედან ჩემი თანხა ჯერჯერობით არის 71.37
Jah
ჩემი რჩევაა- ნამეტანი არ გავაოფოდ, მსურველებმა დავაგდოთ ლინკი თუ რა გვინდა, და რაოდენობა...
და Ja-Ja შექმნის პირველივე პოსტში სიას.
geojorjika
ja_ja
მინდა ორი პაჩკა JSB Exact 8.4 გრანიანი , 0.177 (ზუსტად მახსოვს ღირს 9.55$)
ან 1 პაჩკა JSB Exact Heavy 10.2 გრანიანი 0.177 რა ღირს არ მახსოვს მგონი 13$ smile.gif
ja_ja
geojorjika
ზუსტად გადაწყვიტე, რომელი გინდა, მეც სწორედ გამიგეთ როდესაც დაკვეთას დავაპირებ რა გადავწყვიტო ასეთ შემთხვევაში?

მოკელდ თუ ისეთ სიტუაციაში ხართ როგორც geojorjika, მაშინ ჩამოყალიბდით შემდეგნაირად:

1) რომელი უფრო გჭირდებათ ჯერ ის მიმიწერეთ
2) და ალტერნატივად თუ ის რაც თქვენ ძალიან გინდათ დაკვეთის დროს არ არის რა დავუკვეთო.
(პრეორდერით დაკვეთა მოსულა, მაგრა დანარჩენი ყველა უნდა ველოდოთ სანამ ერთი პიროვნების მოთხოვნა შესრულდება, ისე არ გამოაგზავნიან დაკვეთას)

ანუ ამ შემთხვევაში მე geojorjika-ს მოთხოვნა მესმის შემდეგნაირად, სურს 2 ცალი JSB Exact 8.4 გრანიანი, მაგრამ თუ ესენი არ იქნება მათ მაგივრად დაკვეთის დღეს უნდა ავიღო 1 პაჩკა JSB Exact Heavy 10.2 გრანიანი.

შეიძლება ეს geojorjika-სთვის მიუღებელია, ამიტომ მე რომ არსწორად არ გავიგო და დაბნევა თავიდან ავიცილოთ, ჯობია ჩამოყალიბებული ზუსტი ინფო მომაწოდოთ.

მე ჩემს ჩამოსატანს გავნსაზღვრად და შემიძLია ჩემს საქონელზე ესა თუ ის გადაწყვეტილება მივიღო, სხვის სურვილს მე ვერ გამოვიცნობ sad.gif, გულთმისნობიდან ჯერ მოშნად შორს ვარ.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 14th May 2009 - 02:59 PM) *
დეტალები და ეგეთი სისულეები

რამე აღმოაჩინე ???
geojorjika
ja_ja
მოკლედ ჯაჯ საბოლოო გადაწყვეტილება : JSB Exact Heavy 10.2 გრანიანი 1 ცალი ან თუ ეგ არ იქნა JSB Exact 8.4 გრანიანი ერთი ცალი
პრიორიტეტი ენიჭება 10.2-ს smile.gif

http://www.pyramydair.com/s/p/JSB_Diabolo_...med_500_Tin/388
Der Rote Baron
JSB–ის ტყვიები მინდა http://www.pyramydair.com/s/p/JSB_Diabolo_...med_500_Tin/388 ხომ კარგებია?? და მითხარით რა დამიჯდება
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(George @ 14th May 2009 - 07:51 PM) *
ხომ კარგებია?? და მითხარით რა დამიჯდება

კარგი კი არის, მაგრამ ძვირი გამოდის smile.gif

თავის ფასი არის 12.95, პაჩკის საორიენტაციო ტრანსპორტირების ფასი იქნება 3.75$-დან 4.25$-მდე ზუსტად თქმა შეუძლებელია. საერთო ჯამში ფასი ითამაშებს სადღაც 16.7-დან 17.2$-მდე.

პირამიდის მიერ ამერიკის ტერიტორიაზე გამოგზავნა 1 დოლარის დიაპაზონშია 0.95-დან 1.05-მდე, დანარჩენი ბარამს დასჭირდება წონა სადღაც 350-გრამამდეა ანუ სადღაც 3$-ის ახლომახლო. თუ მისაღებია მითხარი, იმიტომ რომ პირამიდთან ისევ მოლაპარაკება იქნება საჭირო რომ ხელახლა ამაზონზე დადონ ეგ ტავარი, ამჭუთას ამაზონზე ეგ შტუკა არ აქვთ, დროებით დადეს ჩემი თხოვნით და ისევ წაუშლიათ.

საერთოდ კონკრეტულად jsb-ს პროდუქციაზე მომწერეს ეგენი ცოტა გვაქვს გაყიდვაშიო, ჩამოტანიდან მალევე იყიდება და ამიტომაც ამაზონზე არ ვდებთ გვირჩევნია პირდაპირ ჩვენი საიტიდან იყიდოო. ნუ თხოვნის მერე დადეს, დავუკვეთე და ისევ წაშალეს, თუ ეგ ტყვიები გინდათ მაგაზე მალე ჩამოყალიბდით, იმიტომ რომ 20-დან ისევ მიმოწერები იქნება საჭირო, რომ ეგ ტყვიები ისევ დადონ ამაზონზე.
Der Rote Baron
ja_ja, შენ როგორ ფიქრობ ღირს მაგდენის გადახდა? ერთხელ მაინც ხომ უნდა ვისროლო კარგი ტყვიებით ჰა?
Jah
Ja-Ja
მე ცამწერე:
http://www.pyramydair.com/s/a/Leapers_5th_...MOA_1_Tube/2713 - 1 ცალი
(სამწუხაროდ ჩვენს მაღაზიაში არ არის "მინიკები" პარალაქსით, და მე ვირთხაზე მინიკი მჭირდება.)
http://www.pyramydair.com/s/a/Beeman_22_Qu...ing_Pellets/679 - 2 ცალი
http://www.pyramydair.com/s/a/Beeman_FWB_Joint_Grease/718 - 1 ცალი
bazuka
Jah
ეს სამიზნე ფიშტოსთვის გინდა???


ეს მაინტერესებს http://www.pyramydair.com/s/a/Crosman_1399...ulder_Stock/198 თუმცა ის კიტი თუ ვერ ვითრიე აზრი არ აქვს
geojorjika
ja_ja
მე მინდა უეჭველი ერთი ეს http://www.pyramydair.com/s/p/JSB_Diabolo_...med_500_Tin/388


smile.gif
parna
მაგ საწმენდ ამმუნიციას არენდო ძალიან ძნელათ იწმინდება ჩემსაში ყოველშემთხვევაში ეგრეა თან უწერია დამწვარი ზეთის გასაწმენდადო მაგრად მეეჭვება გაწმინდოს
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(George @ 14th May 2009 - 09:32 PM) *
ja_ja, შენ როგორ ფიქრობ ღირს მაგდენის გადახდა? ერთხელ მაინც ხომ უნდა ვისროლო კარგი ტყვიებით ჰა?

აბა რა ვიცი რა გითხრა, მე მაგალითად ჩემთვის 4 პაჩკა დავუკვეთე 10.2-იანი და 1 პაჩკა 8.4-იანი, მე ჩავთვალე რომ მიღირს, შენი ამბავი შენ უნდა გათვალო.

ჩემის აზრით იარაღში და ოპტიკაში საერთო ჯამში 800$-მდე ვყრი და ახლა 1 და 2 ლარიანი ტყვიებით ვისროლო და ვიწუწუნო არ მაწყობს.

მაგრამ მე ჩემი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ვთვლი ეგრე. ვიღაცისთვის მიუღებელი იქნება, ვიღაცისთვის სხვა გზა არ იქნება, რავიცი აბა... გადაწყვეტილება მხოლოდ შენზეა, ძვირია მაგრამ ყველა თვლის რომ მისაღებია, თუმცა აქვე გაითვალისწინე მაგ ფასად რამდენიმე ათეულ კოლოფ თურქულ ტყვიას იყიდი თბილისშივე წვალება ჩამოტანისა და ლოდინის გარეშე.


Jah
ციტატა(Jah @ 14th May 2009 - 09:47 PM) *
მე ცამწერე:

ოკ ახლა მიახლოებით ვნახავ რა გამოვა და საორიენტაციო ფასს მოვიწერები.


geojorjika
ციტატა(giorgi @ 14th May 2009 - 10:07 PM) *
მე მინდა უეჭველი ერთი ეს http://www.pyramydair.com/s/p/JSB_Diabolo_...med_500_Tin/388

უფ დავიბენი smile.gif თავიდან დავწერე ვნახავ მეთქი, მერე გამახსენდა შენც იგივე ტყვიები გაინტერესებს, ფასი უკვე დავწერე მიახლოებითი, შენს დაკვეთას პირველ პოსტშI გადავიდტან უკვე
Der Rote Baron
ja_ja, ნუ რაც არი არი ჩამამატე სიაში 17$ ის დედაც ვატირე ზატო 500 ჯერ ხოშიანად ვისვრი მარა მაგ ტყვიბეს მხოლოდ მაშინ გამოვიყენებ უკვე ოპტიკაც რომ მექნება
Jah
ციტატა(bazuka @ 14th May 2009 - 09:54 PM) *
Jah
ეს სამიზნე ფიშტოსთვის გინდა???
ეს მაინტერესებს http://www.pyramydair.com/s/a/Crosman_1399...ulder_Stock/198 თუმცა ის კიტი თუ ვერ ვითრიე აზრი არ აქვს

კი სამიზნე კროსმანისთვის მინდა, ჯერ ერთი მინია, მეორე ის რომ კროსმანით ახლო მანძილებზეც მომიწევს მუშაობა, და უპარალაქსო მინიკებს აზრი არ აქვს, ამას კი მთლად 3 იარდიდან აქვს...
კონდახზე შენ თვითონ გადაწყვიტე... მე ჩემსაში 125$ ვთხარე და ნაღდად არ ვნანობ smile.gif
თუ მოგინდება რუსეთიდან შეიძლება შეკვეთა.
კიტ-ზე მეც ველოდები პასუხს... ჩემ 2 მეზობელსაც უნდა...
თუ არა და მე ახლა მოლაპარაკება მაქვს ერთ კაცთან ვინც აკეთებს რედუქტორიან კიტებს!!! მაგრამ ფასი საშინელია sad.gif 380$
თუ გავგიჟდი და რედუქტორიანის ყიდვა გადავწყვიტე, შენ მოგცემ ჩემსას.
მოკლედ ვნახოთ.
bazuka
Jah
ციტატა(Jah @ 14th May 2009 - 11:02 PM) *
რედუქტორიან კიტებს!!!

?????
Jah
ციტატა(bazuka @ 14th May 2009 - 11:08 PM) *
?????

biggrin.gif:D:D
ურედუქტორო რეზერვუარში ჰაერი მიეწოდება პირდაპირ რეზერვუარიდან, და მაგის დოზირება ხდება მხოლოდ კლაპნის ჩაკეტვისას, ანუ კლაპნის მუშაობაზე არის დამოკიდებული. ანუ უფრო ადრე ჩაიკეტება კლაპანი ან უფრო გვიან და ხდება სხვადასხვა დოზის მიწოდება - აქედან არასტაბილური სიჩქარე.
რედუქტორი კი ყოველი გასროლის შემდეგ ავსებს კლაპნის წინა კამერას, ზუსტად დოზირებული ჰაერის მოცულობით, ხო და გასროლისას პირდაპირ რეზიკიდან კი არ ისვრი...
მოკლედ ეს დოზატორია. და რეზერვუარში წნევის ვარდნისას სიჩქარე არ ვარდება smile.gif რა თქმა უნდა გარკვეულ წნევამდე, სადაც შაშხანა გადის "პრიამოტოკზე"
რომ იცოდე დისკოსაც არ აქვს რედუქტორი, როგორც ბევრ სხვა საბიუჯეტო შაშხანას... ევანიკსებიც ყველა "პრიამოტოკია".
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 14th May 2009 - 11:39 PM) *
ომ იცოდე დისკოსაც არ აქვს რედუქტორი, როგორც ბევრ სხვა საბიუჯეტო შაშხანას

ნუ ეგ იასნია, მაგას პლატოც კი პრაქტიკულად არ აქვს.

ყველას
მოკლედ მიახლოებითი ვარიანტები დავთვალე და პირველ პოსტში დავდე, გადახედეთ, შეიძლება მე რაღაც შემეშალა, გინდ რაოდენიბაში, გინდ ფასში გინდ წონაში. ნებისნიერ შეცდომას რასაც ნახავთ მითხარით.


Jah
შენთან ორი კითხვა მაქვს ეგ ოპტიკა მართლა გინდა? ცოტა არ იყოს ძვირი გამოდის 1 დუიმიანი მილისთვის.
და მეორე Beeman/FWB Joint Grease ამაზონზე არ დევს, მომიწევს დაკვეთის წინ პირამიდისთვის მიწერა, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა (არამგონია მარა მაინც) რა ვქნა გამოვტოვო?
ნუ წესით პრობლემა არ უნდა იყოს, აქამდე რაც მივწერე ყველაფრზე მოდიან, ზოგზე ჯუჯღუნით, ზოგზე ხალისით და მგონი ამაზეც არ იქნება პრობლემა რომ ამაზონზე ჩაამატონ, მაგრამ თავს ვიზღვევ.
Jah
ციტატა(ja_ja @ 14th May 2009 - 11:52 PM) *
Jah
შენთან ორი კითხვა მაქვს ეგ ოპტიკა მართლა გინდა? ცოტა არ იყოს ძვირი გამოდის 1 დუიმიანი მილისთვის.
და მეორე Beeman/FWB Joint Grease ამაზონზე არ დევს, მომიწევს დაკვეთის წინ პირამიდისთვის მიწერა, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა (არამგონია მარა მაინც) რა ვქნა გამოვტოვო?
ნუ წესით პრობლემა არ უნდა იყოს, აქამდე რაც მივწერე ყველაფრზე მოდიან, ზოგზე ჯუჯღუნით, ზოგზე ხალისით და მგონი ამაზეც არ იქნება პრობლემა რომ ამაზონზე ჩაამატონ, მაგრამ თავს ვიზღვევ.

სამიზნე ნაღდად მინდა.
ოკ მაშინ ამოაგდე საერთოდ ეს სმაზკა.
და მითხარი რამდენი გამომივა სამიზნე და საწმენდი პელეტები?

პს
1 ინჩიანს იმიტომ ვიღებ რომ, ჩემს კროსმანს როგორც იცი, fx მუსსონის ბარაბანი ექნება smile.gif და ის "ზარაზა" მაღალის ძალიან ასე რომ, 1 დიუიმიანი მილის შემთხვევაშI ზაზორი ბარაბან და მილს შორის რჩება სულ 1.5მმ , ასე რომ სამწუხაროდ მაგრამ 30მმ არ გამომადგება...
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 15th May 2009 - 12:49 AM) *
ოკ მაშინ ამოაგდე საერთოდ ეს სმაზკა.
და მითხარი რამდენი გამომივა სამიზნე და საწმენდი პელეტები?

მაშინ კი არ ამოვაგდებ მეორე ვარიანტსაც დავიანგარიშებ. პირამიდს მაინც უნდა მივწერო jsb-ზე და მაგ სმაზკასაც ვუხსენებ. თუ გამოვიდა ჰო კაი თუ არა და მაგ სმაზკის გარეშე ვარიანტს განვიხილსვთ.

p.s. ისე რა სმაზკაა ეგეთი რას აკეთებს?
Jah
ციტატა(ja_ja @ 15th May 2009 - 07:17 AM) *
ისე რა სმაზკაა ეგეთი რას აკეთებს?

ეს არის მოლიბდენის შემცველი სმაზკა, რომელიც იდეალურია ლითონი-ლითონი ხახუნის ორეულებზე.
ja_ja
Jah
ალტერნატიული ვარიანი ჩავამატე პირველ პოსტში
Jah
ციტატა(ja_ja @ 15th May 2009 - 10:04 AM) *
Jah
ალტერნატიული ვარიანი ჩავამატე პირველ პოსტში

მოკლედ გადაწყვეტილია. ის პირველი ვარიანტი ამოშალე.
მეორე დარჩეს. და ეგ არის. მეტი მე არაფერი არ მინდა.
უბრალოდ რომ ყველამ ჩამოყალიბდებით მითხარით და ფულს მოგაწვდი.
ja_ja
Jah
შეტანილია შესწორება

ყველას
დანარჩენს ველოდები, თუ სურვილია განაცხადეთ.
ja_ja
რჩევა მინდა
აი ეს ზეთი გამოდგება ნასოსისთვის?
თუ რაიმე სხვა ზეთია სილიკონის ბაზაზე საჭირო?
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 15th May 2009 - 02:14 PM) *
ნასოსისთვის?

აუ რამე მაგეთს თუ აიღებ მეც გამომიყოლე უეჭველი რააა
Jah
ციტატა(ja_ja @ 15th May 2009 - 01:14 PM) *
რჩევა მინდა
აი ეს ზეთი გამოდგება ნასოსისთვის?
თუ რაიმე სხვა ზეთია სილიკონის ბაზაზე საჭირო?

კი, სწორად ეს რაღაცა გამოგადგება ნასოსისთვის.
bazuka
ციტატა(Jah @ 15th May 2009 - 03:55 PM) *
კი, სწორად ეს რაღაცა გამოგადგება ნასოსისთვის.

მინდა მინდა მინდა 30.gif 30.gif 30.gif

Jah
გარეთა ღერძას სმაზკავხოლმე ???
ja_ja
Jah
დიდი მადლობა ინფოსთვის

bazuka
მაშინ 2 ცალს ჩავაგდებ, 1 შენ და 1 მე smile.gif
geojorjika
ციტატა(ja_ja @ May 15 2009, 04:04 PM) *
Jah
დიდი მადლობა ინფოსთვის

bazuka
მაშინ 2 ცალს ჩავაგდებ, 1 შენ და 1 მე smile.gif


დაუმატე ერთიც smile.gif ( რა ღირს ვერ ვხედავ და ხომ ვერ დაწერთ smile.gif ? )
ja_ja
geojorjika
ჩაგამატებ ბარემ, ღირს 4.99, ემატება პირამიდის ტარნსპორტირების მიახლოებით 22 ცენტი და ბარამის სადღაც 1$-მდე, ნუ ისევ და ისევ ამაზონის წონიდან გამოვდივარ, რაც მანდ წონა წერია 99 გრამი გამოდის ეგ ზეთი, თუმცა მეეჭვება როგორც ყოველთვის რაფრა შეიძლება ეს მინი ტიუბიკი 100 გრამი იყოს????

უხეში გადაანგარიშების ფასი გამოდის 6.21$ ალბათ დაიწევს 6$-მდე, ან რაიმე ცენტები კიდევ მოაკლდება, ზუსტად ჯერ არ ვიცი.
geojorjika
ja_ja
მინდა მინდა მარა ნასოსი ამით როგორ (რატომ) უნდა დავზეთო ვერ გამიგია smile.gif smile.gif
ja_ja
geojorjika
ნუ შუშაობისას გინდა არ გინდა ნასოსის ზეთი გამოშრება, მერე კაჩაობისას რომ არ გადახურდეს და დგუში არ დააზიანოს (გამოაშროს, დახეთქოს), საჭიროა დაზეთვა. მართალია ეს თავიდან რამდენიმე თვე არ დაგვჭირდება მარა....
Jah
ja_ja
მეც დამიმატე 1 ტიუბიკი რა smile.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 15th May 2009 - 04:45 PM) *
მეც დამიმატე 1 ტიუბიკი რა

ოკ ჩამატებულია
ninja
ja_ja

მე გასული ვიყავი ეხლა ვნახე შენი თემა, ოპტიკის და კრონშტეინების ჩამოტანა მინდა პირამიდ ეარიდან,, თუ გამოვა ეგ ამბავი და რა დამიჯდება აქამდე. ლინკებს აქვე დავდებ
leapers optics
rings
ja_ja
ninja
ნუ შენი საქონლის საორიენტაციო ვარიანტი ასეთი იქნება:
1) Leapers 5th Gen 6-24x50 AO Varmint Rifle Scope, Illuminated Mil-Dot Reticle 1 ცალი - ფასი 99.99$ ტრანსპორტირების შემდეგ სავარაუდო ფასი 113.41$ (აქედან პირამიდის ტრანსპორტირება ამერიკაში 2.47$ და ბარამის ფასი თბილისამდე 10,95$) წონა ამაზონის მიხედვით გამოდის 1.150 კილოგრამი
2) Leapers Accushot 1-Pc Mount w/1" Rings, High, 11mm Dovetail - 1 ცალი -ფასი 17.95$ ტრანსპორტირების შემდეგ სავარაუდო ფასი იქნება 23.22$ (აქედან პირამიდის ფასი იქნება 0.99$ და ბარამის ფასი 4.28$) წონა ამაზონის მიხედვით გამოდის 450 გრამი
სულ სავარაუდო ჩამოსატანი ფასის ჯამი გამოვა 136.63$

გადაწყვიტე და თუ თანახმა ხარ ჩავამატებ სიაში.

P.S. ისე გადაგეხედა airgunshop.ge-სთვის შეიძლება რაიმე ნახო მაგ ფასში.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 14th May 2009 - 02:59 PM) *
1) Crosman 1399 Custom Shoulder Stock - 1 ცალი

ეს ამომიგდე, რარაც გადავიფიქრესავით
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 15th May 2009 - 08:05 PM) *
ეს ამომიგდე, რარაც გადავიფიქრესავით


ოკ ამოვაგდებ
bazuka
ავიჟერი მაგრა, როდის უკვეთავ ??????
ja_ja
bazuka

სადღაც 20-სკენ (იქეთა ხუშთაბათ პარასკევს) უკვე ბევრი რაღაც გროვდება და ჩქარა მინდა დაკვეთის გაშვება, თორემ ბოლი გამდის ვის რა უნდა და რა რა გამოდის smile.gif

არ მეგონა თუ ამდენი რაღაც აგროვდებოდა.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 15th May 2009 - 09:51 PM) *
სადღაც 20-სკენ

ხო მარა, მთავარი, jsb რომ 28-დან შემოაქვთ ???
ninja
ja_ja


მაწყობს ეგ ვარიანტი, ჩაამატე სიაში

პ.ს. როდისთვის იქნება შენი გათვლით თბილისში
Jah
ციტატა(ja_ja @ 15th May 2009 - 08:51 PM) *
სადღაც 20-სკენ (იქეთა ხუშთაბათ პარასკევს) უკვე ბევრი რაღაც გროვდება და ჩქარა მინდა დაკვეთის გაშვება, თორემ ბოლი გამდის ვის რა უნდა და რა რა გამოდის

არ მეგონა თუ ამდენი რაღაც აგროვდებოდა.

ja_ja
ოღონდ არ მცემო... smile.gif
აი ეს ორი რაღაცა დამიმატე და სულ ვჩუმდები smile.gif
B-Square Scope Level
Leapers Accushot 1" Rings, High, 9.5-11.5mm Dovetail
ja_ja
Jah
რატო უნდა გცემო?
თან ახლა მე რომ შენ მოგერევი biggrin.gif ნუ კაი რა , ნუ დამცინი biggrin.gif
ჩავამატებ აუცილებლად


ninja
ციტატა(prioni @ 15th May 2009 - 09:50 PM) *
მაწყობს ეგ ვარიანტი, ჩაამატე სიაში
პ.ს. როდისთვის იქნება შენი გათვლით თბილისში

შენსასაც ჩავამატებ. ნუ როგორ გითხრა, შეიძლება 2 პარტიად დავუკვეთო, იმიტომ რომ BAZUKA-სი არ იყოს JSB-ს ტყვიები 26-28-დან ექნებათ და თუ 20-ში მთლიანად დაუკვეთავ გამოვა რომ ყველა დანარჩენი მინიმუმ 28-დე უნდა ველოდოთ სანამ პირამიდი საქონელს გამოაგზავნის.

ასე რომ მემგონი საქონელი რომელიც ლოდინს მოითხოვს მეორე პარტიად დავუუკვეთავ, ანუ ასევთქვათ პირველი პარტია ხუთშაბათ-პარასკევს და მეორე პარტიას ეგრევე მივაყოლებ, მაგრამ გამოსვლას დაიწყებს 28-დან.

კონკრეტულად ჩამოსვლის დრო ძნელია, საუკეთესო შემთხვევაში 1.5 კვირა (მარტო 2-ჯერ გამომივიდა ეგეთი ტუზის დამთხვევა), ძირითადად კი 2-3 კვირა დაკვეთიდან თბილისში აღებამდე.

ნუ მიმდევრობა ასეთია, 3-5 დღე პირამიდიდან ბარამამდე, მერე ბარამი აგზავნის ყოველ პარასკევს, ანუ გააჩნია რა დღე დაემთხვევა როდესაც ჩავა ტავარი ადგილზე და ბარამის მიერ გამოგზავნა პარასკევს, ჩამოდის სამშაბათს საღამოს, ოთხშაბათს ახარისხებენ და ხუთშაბათს გასცემენ.
პარასკევს კაკრაზ მაგიტომ მინდა, ეგ ნიშნავს რომ მეორე კვირის ხუთშაბათამდე ბარამში უნდა მივიდეს, ოთხშაბათ, ხუთშაბათს ბარამს უხდი და ეგრევე მოდის. და ხუთშაბათს იღებ. აი ეგ თუ აეწყო, გამოდის 2 კვირიანი პონტი.

bazuka
ციტატა(bazuka @ 15th May 2009 - 09:35 PM) *
ხო მარა, მთავარი, jsb რომ 28-დან შემოაქვთ ???

რა ვქნათ უნდა დაველოდოთ JSB-ს, მაგრამ როგორც ვთქვი გამოსავალს ვხედავ დასაცდელი საქონლის ცალკე პარტიად გამოგზავნაში.
bazuka
ეჰჰჰ, მეც მინდოდა რაცხები, მარა მგონი ვირთხის რედუქტორიან ქითზე ვაკეთებ შეჩერებას ამჯერად


ja-ja ოღონდ ის სმაზკა უეჭველი მინდა ხოიცი
bazuka
http://www.pyramydair.com/s/a/Leapers_5th_...Dot_Reticle/338
ეს რა ჯდება????
და მაგაზე მგონი ესენი დამჭირდება
geojorjika
bazuka
დისკოზე აპირებ მაგის დაყენებას? 1.2კგ-ია მაგას თრევა არ უნდა? smile.gif smile.gif
bazuka
geojorjika
Weight: 745g
ეს უწერია და ....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.