დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: iphone 5 ის ოპერაციული სისტემა
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2
ხ.მ.ე.ლ.ო
იქნებ ის მაინც მითხრათ იოს 9.2 ვერსიიდან უკან 8.4 ზე როგორ დავაბრუნო ტელეფონი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ბაიკერი
ხ.მ.ე.ლ.ო
გაყიდე ძმაო ეგ ტელეფონი რა biggrin.gif ხო ხედავ დაგტანჯა
pilotina
ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 22nd February 2016 - 11:36 AM) *
იქნებ ის მაინც მითხრათ იოს 9.2 ვერსიიდან უკან 8.4 ზე როგორ დავაბრუნო ტელეფონი?


ეგ პრობლემაა. აკეთებენ მაგას, სადღაც ამოვიკითხე ინეტში, მარა ჩალიჩი უნდა ბლომად.
დაგუგლე და ნახავ რამეს smile.gif
ბაიკერი
pilotina
დაუნგრეიდი უნდა და შეილება ბევრი ბაგები აიკიდოს. არ ღირს არანაირად.
რადგან ყველაფერი ხდება ეფლის სერვერიდან. იქ იტვირთება ყველანაირი ტელეფონის ინფო, აიქლაუდიც, აფდეითIც და ასე შემდეგ. ხოდა ცოტა ძნელია
Multi-Tool
ხ.მ.ე.ლ.ო
რათ გინდა ეგ ნაკბეჩი ვაშლი? იყიდე ნორმალურ ოპერაციულზე რამე და ისიამოვნე.
მაგ ჩალიჩს და წვალებას, არ ჯობია? biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(Multi-Tool @ Feb 22 2016, 04:26 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
რათ გინდა ეგ ნაკბეჩი ვაშლი? იყიდე ნორმალურ ოპერაციულზე რამე და ისიამოვნე.
მაგ ჩალიჩს და წვალებას, არ ჯობია? biggrin.gif

ეს ნაკბეჩი ვასლი იმიტომ მინდა რომ ანდროიდთან შედარებით არ ჭედავს საერთოდ და კარგად არის დაცული. აი ცოტა ძნელი მოსახმარი კია მაგრამ... smile.gif

pilotina
ბაიკერი


გასაგებია... )) მაშინ არ მიღირს. :/
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
რა იყო შენც ტაჩპების პრობლემა ხომ არ გაქვს Error 53-ი smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Feb 22 2016, 10:16 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
რა იყო შენც ტაჩპების პრობლემა ხომ არ გაქვს Error 53-ი smile.gif

არა არა, რაღაცეები არ მომწონს უბრალოდ და ამიტომ მინდოდა ძველ ვერსიაზე გადასვლა ))
ხ.მ.ე.ლ.ო
დაბლოკილ ეკრანზე რომ რეკავენ და მხოლოდ აღების ღილაკი აქვს, არ შეიძლება გათიშვაც რომ ჩავურთოთ რომ თუ აღება არ გვსურს გავთისოთ.
დაუბლოკავ ეკრანზე ორივე ღილაკი აქვს და დაბლოკილზე მხოლოდ აღება :/
pilotina
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 25th February 2016 - 12:38 PM) *
დაბლოკილ ეკრანზე რომ რეკავენ და მხოლოდ აღების ღილაკი აქვს, არ შეიძლება გათიშვაც რომ ჩავურთოთ რომ თუ აღება არ გვსურს გავთისოთ.


თუ აღება არ გსურს შეგიძლია ტელეფონის გამორთვის ღილაკით გათიშო ზარი, ანუ დააჭერ მაგ ღილაკს და ზარი გაითიშება.
ხ.მ.ე.ლ.ო
ეგ კი მაგრამ საერთოდ რომ გავთიშო მასე მინდა :/
pilotina
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 25th February 2016 - 05:33 PM) *
ეგ კი მაგრამ საერთოდ რომ გავთიშო მასე მინდა :/


რაღაც ვერ ჩავწვდი რას გულისხმობ smile.gif
შემომავალ ზარზე თუ არ გინდა რომ უპასუხო, ანუ დაკიდო ყურმილი ხომ? თუ კი, მაშინ ორჯერ უნდა დააჭირო მაგ ღილაკს, და თუ უბრალოდ ზარის ხმის გათიშვა გინდა ერთხელ.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(pilotina @ Feb 25 2016, 06:20 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო


რაღაც ვერ ჩავწვდი რას გულისხმობ smile.gif
შემომავალ ზარზე თუ არ გინდა რომ უპასუხო, ანუ დაკიდო ყურმილი ხომ? თუ კი, მაშინ ორჯერ უნდა დააჭირო მაგ ღილაკს, და თუ უბრალოდ ზარის ხმის გათიშვა გინდა ერთხელ.

კი კი, რომ დაკიდო ეგ მინდა. ანუ 2-ჯერ ხო? კაი მადლობააა გაიხარეეე... smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
აითუნესით ტელეფონში call tones და text tones რომ ვყრი, მთელ მუსიკებს და ვიდეოებს მიშლის სინქრონიზაციისას და ხომ არ იცით რატო შლის? ერთი ახლაი ზარიც რო ავაგდო მიშლის ყველაფერს... sad.gif
pilotina
ხ.მ.ე.ლ.ო

სინქრონიზაციისას მარტო ის ფაილები უნდა მიუთითო, რომლებსაც იწერ ტელეფონში.
ხ.მ.ე.ლ.ო
მასე ვაკეთებ, სხვა დანარჩენებს რასაც მონიშნულს მანახებს პწიჩკებს ვუშლი მაგრამ მაინც მასე შვრება, როგორც ჩანს სხვა ტოჩკიდან მაქვს შესაცვლელი რარაც და ვერ ვხვდები სადღა შევცვალო რამე sad.gif
mister_io
აბა მეგობრებო საათი არავის გინდათ ჩაკბეჩილი ვაშლის? ფასები თქვენ შემომთავაზეთ
ხ.მ.ე.ლ.ო
20 ლარათ მომყიდე biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
სალამი ფორუმელებო.
როგორა ხართ? smile.gif

ერთი შეკითხვა მაქვს და რადგან აიფონს ეხება და ეს ემაც აიფონზეა აქეთ იქით რო არ დავიწყო წერა ჩემს თამაში მივაწერ...

იბეიზე ასეთი წარწერა რომ იჩითება რაც ფოტოზე შემოვხაზე, რას ნიშნავს, შენ შეგიძლია გაყიდო სხვისი დადებული ტელეფონი თუ რაღაც არასწორად გავიგე?

ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 30th January 2017 - 08:57 PM) *
შენ შეგიძლია გაყიდო სხვისი დადებული ტელეფონი

ეგ ნიშნავს იმას რომ შენც თუ გაქვს ეგეთი გასაყიდი მიდი შენც გაყიდეო, შენ სხვისი ტავარის გაყიდვა შეგიძლია მხოლოდ იმ მომენტიდან როგორც კი იყიდე ნივთი და გადაიხადე ტანხა, ანუ სანამ ტიპი დაშიპავს ან შენამდე გზაშია შენ უკვე შეგიძლია ეგ ნივთი გასაყიდად დადო, პირდაპირ გაქვს მაგის ღილაკი შენს ნაყიდ ნივთების გვერდზე, მაგრამ მანამდე სანამ სხვისია შენ ვერაფერს ვერ იზამ ...

კერძო საკუთრება ამერიკის იდეოლოგიით ხელშეუხებელი რამეა smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
აჰა, გასაგებია. მადლობა. ისე კაი რამეა ეგ იყიდე-გაყიდე. დაჟე არ გამოაგზავნინებ თუ რამეს იყიდი და შტატიდან შტატში გადააგზავნი მხოლოდ თუ ისევ ამერიკელმა იყიდა ვინმემ. იპინგის ფასიც ცოტა მოგიწევს შედარებით...
ნუ ეს მხოლოდ იმ შემთხვევას ვგულისხმობ თუ რაიმეს იყიდი და მოგების მიზნით ცოტა წამატებულ ფასში გაყიდი, რაღაც სარგებელი გრჩება ))
ხ.მ.ე.ლ.ო
სალამი ხალხნო. როგორ ხართ? smile.gif

რაღაც მინდა გკითხოთ ვისაც აიფონები გაქვთ...
ტელეფონს რომ ვაერთებ კომპში და აითუნესით დაკავშირებას ვცდილობ, მიწერს , რომ კომპიუტერი ვერ დაუკავშირდა ტელეფონს რადნან დივაისიდან მოდის მცდარი პასუხხიო. მეორე კაბელით ვცადე დაკავშირება, ვიფიქრე ამის ბრალი ხომ არ არის თქო, და მაინც ეგრე მიწერს. არადა ფანჯარას რომ აგდებს შეერთებისას TRUST-ს ვაწვები და არ უკავშირდება არც აითუნესს და არც სხვა მსგავს პროგრამას. იქნებ თქვენ მითხრათ რამე, რაშია საქმე? sad.gif
koknar
ეპლაიდი ნახე ერთი და იგივე იყოს აიტუნზეც და მობილურზეც და პაროლი შეყვანილი იყოს
ხ.მ.ე.ლ.ო
ეგ თავიდანვე გავაკეთე და ორივე სწორად მაქვს ჩაწერილი :/
ხ.მ.ე.ლ.ო
გავასწორე მოკლედ და პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ თურმე აითუნესს განახლება უნდოდა, ადრე რაც მქონდა ის ვერსია დავაყენე და არ გახსნა, მერე ახალი გადმოვწერე 2016 წელს განახლებული და რომ ჩავწერე გახსნა. რო იცოდეთ მაინც თუ ასეთი პრობლემა შეგექმნათ ოდესმე და დაგჭირდათ თქვენც... smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, აითუნესით ფოტოების ფოლდერი რომ გადამაქვს, წინათ გადაწერილ ფოტოებს შლის და ახალს წერს მარტო და რატომ აკეთებს ესე? ისე ვერ გავაკეთებ რო ახალიც დარჩეს ტელეფონში და ძველიც?
ხ.მ.ე.ლ.ო

სალამი თანაფორუმელებო. ადრე მქონდა აიფონ 5 და ასეთი პრობლემები არასდროს მქონია რაც ეხლა ნაყიდ აიფონ 5-ზე მაქვს და თქვენი დახმარება მჭირდება...

მოკლედ, აითუნესით ვერ გადამაქვს ის ფაილები, რაც მე მურს, მაგალითად წორდი, ექსელი, ნოუთები, და ფოტოებიც კი. (ფოტოების შემთხვევაში, პაპკას რომ ვირჩევ და გადავიტან, შემდეგ სხვა ფოტოების დამატების მიზნით სხვა პაპკას ავარჩევ და გადავიტან, ცოტა ხნის წინ გადატანილ ფოტოების პაპკას შლის და ბოლოს გადატანილი რჩება მხოლოდ, არ ვიცი რატომ აკეთებს ასე)

ამიტომ ადრე ვიყენებდი ამ პროგრამებს: wondershare mobilego, ITools.
ჩემი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს რომ არნიშნულ პროგრამებსაც ვეღარ ვიყენებ, wondershare-ის შემთხვევაში ტელეფონს არ აკავშირებს კომპიუტერთან, მიგდებს იმ ფანჯარას რომელსაც Trust და dont Trust აწერია, მეუბნება რომ Trust მივუთითო, რათქმაუნდა შესაბამისად ვაწვები Trust-ს და ტელეფონი მუდმივად აჩვენებს რომ დაკავშირების პროცესშია, და არ რჩება ეს პროცესი რომ ფაილების გადატანა შევძლო. ხომ არ იცით, რაშია საქმე? კაბელის ბრალი არ არის, რადგან სხვა კაბელიც ვცადე და იგივენაირად აკეთებს.

რადგან ვონდერშეირი ვერ გამოვიყენე, ჩავწერე ITools-ი, ადრე ძალიან მომწონდა ეს პროგრამა, რადგან იმის საშუალებას გაძლევს რასაც სხვა პროგრამები ვერ გაძლევენ.

მოკლედ ჩავწერე და მხოლოდ ერთხელ შევძელი გამოყენება, ეხლა key-ს მთხოვს, არადა ეწერა 3 თვე გექნება უფასო ვერსიაო და 3 ტვე კი არა ერთი დღე გავიდა მარტო. რაშია საქმე რატომ მიქმნიან ეს პროგრამები პრობლემებს, ან მსგავსი შემთხვევები ხომ არ გქონიათ ვინმეს? გთხოვთ დამეხმარეთ. თუ რამე უკეთესი პროგრამა იცით ყველანაირი ფაილების გადასატანად, ეგეც მომწერეთ. sad.gif
koknar
ხ.მ.ე.ლ.ო
ყველანაირი პროგრამის გარეშე, როცა აერთებ ტელეფონს კომპზე და მეათე ფანჯარა გიყენია, უნდა გამოჩნდეს მოწყობილობებში როგორც აიფონი და დისკებში სტორიჯი (ფოტოები, ვიდეოები) ამას თუ აკეთებს ?
ხ.მ.ე.ლ.ო
სტორიჯს არ აჩენდა, მერე სისტემიდან რესეთი გავუკეთე კონკრეტულად მაგის განყოფილებას და ეხლა აჩენს ყოველთვის, აითუნესსაც უკავშირდება უკვე, მაგრამ აითუნესი არ მაწყობს, დებილობაა, ძველ ფაილებს მიშლის როდესაც ახალს ვწერ.
არის ვონდერშეირ მობილეგო და ასევე მთლად უკეთესი აითუულსის პროგრამა და ადრე მაგეებს ვიყენებდი, არ ჰქონიათ რობლემა და ეხლა რომ ვწერ ამ პროგრამებს და ტელეფონს ვაერთებ, არ უკავშირებს. უესბეები შევცვალე არ დააკავშირა, ვინდოუსი მეორედ გადავაყენე და არ დააკავშირა ისევ, იმ დღეს სპეციალურად ვაგზალზე წავიღე და რომ შეაერთეს აითუულსს უპრობლემოდ დაუკავშირდა, ერთი ვარაუდი ისღა მრჩება რომ ჩემი კომპიუტერის ბრალია. მაგრამ თუ კი ვინდოუსი უკვე მეორედ გადავაყენე ამის გამო, რატო არ კეთდება მაინც ვერ ვხვდები sad.gif
maqsimusa
ახალი თემის გახსნა არ მინდა და თუ არ მიწყენთ ამ თემაში დავპოსტავ.

Sammsung galaxy edge S6+ ეს მოდელი მაქვს, ანდროიდ ვერსია 7.0 nougat განვაახლე და თავისი ბრაუზერით (არ ვიცი სახელი) ფორუმებზე რო შევდივარ სადაც youtube ვიდეო დევს პოსტში ვერ ხედავს! ამას წერს რაც სკრინზეა 6.0 ვერსიაზე ხედავდა და რო ვაჭერდი youtube აპლიკაციაში იხსნებოდა ვიდეო. ეხლა საერთოდ ”ჩუვსტვა„ არა აქ. smile.gif რა პლუგინი უნდა დავაყენო მირჩიეთ თუ იცით.
ნიკა
წესით ფლეში უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი დაყენება თუ უშველის, სხვა ბრაუზერი სცადე
maqsimusa
ნიკა
ფლეში მიყენია უახლესი ვერსია ამ ანდროიდისთვის ზუსტათ მაგრამ მაინც ვერა,
ბრაუზერის შეცვლა არ მინდა ვცადე თითქმის ყველა და ყველაზე კარგათ ეს მუშაობს, იქნებ
რამე პლუგინი არსებობს ამისთვის, დაველოდები მცოდნეებს smile.gif
ჯაჯა შენ გეცოდინება რამე როგორც ყოველთვის smile.gif
ja_ja
კაიხანია ანდროიდმა მოსპო ფლეშის მხარდაჭერა sad.gif, ასე რომ დეფაულს ბროუზერი ნიხრ ზიბენ მხარდაჭერენ
ნიკა
ჰო როგორც ჩანს ქრომზეა აწყობილი თავისი ბრაუზერი და მაგაზე ვერ დააყენებ ფლეშს. Puffin სცადე? ცოტა "მძიმეა" მაგრამ მაგ ტელეფონს არ გაუჭირდება
maqsimusa
ცუდია ნამდვილად.

ციტატა(ნიკა @ 7th April 2017 - 11:17 AM) *
. Puffin სცადე?

ვცადე კი და იგივე პრობლემაა.

რაა გასაკვირი იცი Android 6.0 Marshmallow სანამ 7.0 nougat განვაახლებდი ჩანდა პოსტში ვიდეო და რო ვაჭერდი იუთუბ აპლიკაციაში იხსნებოდა და ხელს არ მიშლიდა მაინცდამაინც. განახლების მერე ეგეც კაპუტენ.
ხ.მ.ე.ლ.ო
სალამი თანაფორუმელებს. ვისაც აიფონი გაქვთ, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ხომ აქვს აიქლაუდს 5.0 GB მეხსიერება? ხო და როგორ გადავიტანო მაგ მეხსიერებაზე ის თამაშები რაც ტელეფონში მაქვს ჩაწერილი, რომ ტელეფონის მეხსიერება განმიტავისუფლდეს?
და კიდევ ერთი შეკითხვა, როგორ დავამახსოვრო ის ყველა აპი ტელეფონს, რაც ჩაწერილი მაქვს, რომ სიტყვაზე აიფპონი შევიცვალო, მერე იმ ახალ აიფონში შევიყვანო ჩემი აიქლაუდი და ყველა აპი და ყველა დანარჩენი რამ თავისით ჩაყაროს და ცალ ცალკე გადმოწერა არ დამჭირდეს?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.