დღეს კარგი ამინდი გამოვიდა ქაღალდზე სასროლად და გადავწყვიტე ჩემი crosman 1720T დამეტესტა. ჰაერის გადამშვები დაუპატარავე და სიჩქარე მსუბუქი JSB-ით 8.44 გრ მივიღე 224 მ/წმ. ადრე მქონდა 245 ამ ტყვიებით. მძიმე jsb-ით 207 მ/წმ, ადრე მქონდა 223 მ/წმ. სამაგიეროდ გასროლების რაოდენობამ 3000 psi-დან 2000 psi-მდე შეადგინა 30. ადრე მქონდა 20-21.
გასროლებს შორის სხვაობა 2-3 მ/წმ.
ვისროლე 50 მეტრზე, როგორც ავღნიშნე ქარი არ იყო. მძიმე JSB-ით მივიღე ეს შედეგები



ნუ 30 სმ ლულის კვალობაზე არ არის ცუდი შედეგი ჩემი აზრით. მაგრამ ყველაზე საინტერესო მერე დაიწყო
ერთი ორი წლის წინ ნაყიდი H&N Sniper Medium ტყვიები მქონდა და ეგენიც გავაყოლე ხელს სასროლად. წონა 8.5 გრ. აქამდე არ მისვრია საერთოდ ეგ ტყვიები, რადგან მთლიანად JSB-ზე ვიყავი გადასული და სხვა ბრენდი არ მაინტერესებდა.

თან ლულა JSB-ის შემდეგ აე გავწმინდე და ეგრევე ვატაკე ეს H&N -ები.
შედეგმა მართლაც გამაოცა. აგერაა და თქვენ თვითონ შეაფასეთ. მანძილი 50 მეტრი, ზედიზედ ეს სამი ჯგუფი გამოვიდა:



არ დაგავიწყდეთ, ლულა 30 სმ, LW. ხო, ეს მესამე ჯგუფი 4 ტყვია 10 მმ-ში ჩაჯდა.
აი ასეთი საკვირველი რამ მივიღე

P.S. ხო, არ იფიქროთ რომ ამ შემცირებულ სიჩქარეზე რამე პრობლემა მქონდა ცოცხალ სამიზნეებზე. იქვე გამოვცადე ყვავ - კაჭკაჭებზე და ნამეტანი მოეწონათ, 60-70 მეტრამდე უპრობლემოდ ცვივოდნენ