SVD ციტატა(SVD @ 22nd March 2015 - 07:54 PM)

უკუცემას და გადატენვას არ ვჩივი გადავტენი როგორმე არ რა უკუცემა უნდა ქონდეს ბოლო-ბოლო სანადირო ხომ არარის ტო
მესმის რომ შენ იმენნა "მაჩო" ხარ და შენთვის არაფერს წარმოადგენს 100 კილოგრამიანი მორის გადატანა თბილისიდან ბათუმამდე საკუთარ ბეჭზე, ეჭვიც არ მეპარება რომ არც კი დაიღლები მაგ დროს, მაგრამ როგორც კი გამოცდილი ადამიანი წაიკითხავს შენს დაწერილს რომ შენთვის გადატენვა საფიქრალი თემა არა და უკუცემაც ახლა დიდი რა უნდა იყოს ბოლო ბოლო ცეცხლსასროლი სანადირო თოფი ხომ არააო, აი მანდ კი გემრიელად გაეღიმება ყველას....
1) ყველა მონადირეს უნდა რომ ნაკლებად დაიღალოს, აი ზ.დ.პ-ზე კი მაგას ვერანაირად ვერ იტყვი, ჯერესერთი ძლიერი ზამბარა და ძლიერი თოფი გინდა არ გინდა გულისხმობს ძლიერს კონსტრუქციას რაც თავის მხრივ გულისხმობს გაძლიერებულ კორპუსს და დამატებით ლითონს კონსტრუქციაში, ბოლოს ეგ ყველაფერი წონაში აისახება, ნორმალური მონადირე იწუნებს თოფს რომლის წონაც 3-3.5 კილოზე მეტია (საუბარი მაქვს ცეცხლსასროლ გლუვლულიან თოფზე რომლითაც მთელი დღე დაბოდიალობს ხანდახან მონადირე), პნევმო კი როგორც წესი 3.5 კილოს ზემოთაა ხოლმე, , დამიჯერე ბოდიალისას ყოველი ზედმეტი 100 გრამი 100 სპილოს წონის ექვივალენტი ხდება.
ცხოვრება კინო არაა რომ ჯანიანი შვარცნეგერივით ბეჭზე მოიგდო ტრაქტორი და პოზიორობ-პოზიორობით მთელი დღე იარო, ვის სცხელა ის ხედისთვის

დაგაგლიჯავს ტყვია წამალი ცალკე ხელებს და ცალკე თოფი, რამდენი ჯარისკაცი დაღუპულა ომებში იმის გამო რომ დაღლილს იარაღი ვეღარ უთრევია, ან დამატებითი ტყვია წამალი ვერ წაუღია და მალე გამოლევია... არ ხარ შენ რაიმე სუპერ ადამიანი... სპეცნაზელებს უჭირთ და შენ....
2) ასევე მაგარ ღიმილს იწვევს ის რომ გადატენვა დიდი არაფერია, როგორ არაა არაფერი როდესაც ორი ხელით უნდა დაეკიდო და ხანდახან კიდევ ძალა არ გყოფნის რომ ჩაკეტო იარაღი, რამდენს გაურბის მაგ დროს ლულა და გაქანებული ლულა რომ იკეტება მერე ზემოთაა ხოლმე აღუნული ლულა..., შეიძლება 1 დიდი არაფერია, 2 გაუძელი 3 ნუ გადაიტანე, მაგრამ ყოველი ეგეთი გადატენვა ბოლოს აისახება მუსკულატურის დაჭიმვაზე რაც არ უნდა ფორმაში იყო ხელი იძაბება და ყოველი შემდეგი მცდელობა სულ უფრო ცუდათ აისახება დაღლილი ხელის გამო სამიზნეზე. არ თქვა რომ შენ სუპერ კაცი ხარ... არავის არ გამოსდის ეს საქმე ამ პლანეტაზე და ნამდვილად არ ხარ გამონაკლისი არც შენ, შეიძლება თავიდან ჯიბრზე არ დაიხიო და გადატენო ხოლმე, მაგრამ დამიჯერე ადრე თუ გვიან ბოლოს შენც მიხვდები რომ მართლა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა ძლიერი ზ.დ.პ-ს გადატენვა.
აღარაფერს ვამბობ ძლიერი და ხისტი ზამბარის ხშირად გატეხვაზე, ხოლო ძლიერი და მაღალ წნევაზე დატენილი ნიტრო პისტონი კი უფრო უარესია გადასატენად თან თავდაპირველი მოღუნვისას განსაკუთრებით. ჰაერზე არ გეუბნები ამ ყველაფერს, არაერთი გამომიცდია და მჭერია ხელში, ბოლო ადამიანი 1 კვირის წინ წავიდა ჩემგან ნიტრო ზამბარით და კაკრაზ იმასაც ვეუბნებოდი ეგ იყო ბოლო როდესაც ზ.დ.პ-ს მოვკიდე ხელი... ნუ სროლამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს და არა სიამაყე იმით რომ მოახერხე და ლულის გადატეხვა დაძლიე

3) აი ცეცხლსასროლი ხომ არაა ბოლო ბოლოო

ეგ 3-ჯერ მეტ ღიმილს იწვევს და გვაჩვენებს რომ საერთოდ გამოუცდელი ხარ არ საქმეში... ბევრი ეგრე ფიქრობს როდესაც ზ.დ.პ-ზე ოპტიკას აყენებს განსაკუთრებით ძლიერ ზ.დ.პ-ზე და შემდეგ უკვირთ კვირაში 2 ცალი ოპტიკა რატომაა საყიდელი და 50 კალიბრიან ბარეტზე გათვლილი ოპტიკა რაფერ იშლება ტილიანი 4.5 კალიბრიდან სროლისას.... გაითვალისწინე რომ პნევმატურ ზამბარ დგუშიან იარაღში იმხელა ძალები მოქმედებს რომ სნაიპერულ ბარეტებსაც კი არ აქვს მაგხელა უკუცემა და დატვირთვები... შენ კიდევ ჯერ დასაწყისში ხარ და ისე რა მოიხსენიებ ზ.დ.პ-ს, კაი რა, რა უნდა იყოს რას მაშინებთო...

გლუვლულიანიდან რომ გავდივართ სასროლათ ხოლმე დღეში 100-დან 200 ტყვიამდე ვისვრი და მხარი ლაითად მაქვს ხოლმე ჩალურჯებული, ისიც იმიტომ რომ უცებ უნდა მოასწრო აწევა, დამიზნება, გაფრენილი თეფშის დაჭერა სამიზნე ხაზზე, თან მხარზე მიდების მოსწრება და თან გასროლა.... ხან იარაღის კონდახი მაიკას წამოედება, ხან ბოლომდე ვერ ასწრებ მიდებას მხარზე და ეგე... ქე გკრა წიხლი იარაღმა და დაგილურჯა მხარი, მაგრამ ეგეთი მცირე დრო რომ არ იყოს დასამიზნებლად და ვასწრებდე მხარზე ადამიანურად მიდებას, როგორც პნევმატიკაში, მაშინ ჩალურჯების ნასახიც არ მექნებოდა
აი ზ.დ.პ-ში კი დაჟე შედარებით "დეტსკი სადის" Hatsan Mod125-ზე სადღაც 30-40 ზედიზედ გასროლაში ჩამონგრეული გაქვს ბეჭი (დაჟე ბიჭები აქ ალბათ შემწიხლავენ - რაის 30-40 გასროლა, 10-20 გასროლაში ბეჭი აღარ გევარგებაო), დალურჯებულიც გაქვს და შემდეგი გასროლისას ქვეცნობიერად ცდილობ თოფი ბეჭს და მტკივან ადგილს არ გააკარო, და ისე გაისროლო, ეგ კი უარესია, იმიტომ რომ შეზების წერტილის არ ქონის გამო ისე გილაწუნებს თოფი მხარში რომ უფრო უარესად იჟეჟები და უფრო გტკივა მხარი...
შენ პროცესიც კი ვერ წარმოგიდგენია ნორმალურად რა ხდება ზ.დ.პ-ში გასროლის დროს.... სანადირო თოფიდან მაქსიმუმ ისვრი 20-დან 35 გრამამდე საფანტს, თან დამიჯერე 20-28 გრამიანი საფანტი გარკვეულ დარტყმას განიჭებს და 35 გრამიანი კი უკვე აშკარად კაი დარტყმას გაძლევს, ანუ ფიზიკის კანონია, ყოველი მოქმედება იწვევს უკუქმედებას... ახლა შენს გახარებას აბა მითხარი რა წინისაა ზ.დ.პ-ში ზამბარა რომელიც თოფის შიგნით ხვანცალებს და დახტის??? არის თუ არა 20-30 და დაჟე 100 გრამზე მეტიც? უფრო მეტსაც გეტყვი მთავარი მანდ ზამბარა კი არა არამედ ის დგუშია რომელიც წინ მოძრაობს და წინააღმდეგობას უქმნის ზამბარას გაფართოების მიმართ....შეგიძლია წარმოიდგინო რამდენად დიდი კინეტიკური ენერგიაა აკუმულირებული??? როგორ ფიქრობ გასროლისას რა ხდება ტყვიას მიყვება ეგ ენერგია თუ ჰაერში ორთქლდება???
როგორც უკვე გითხარი ვერც კი წარმოგიდგენია, გასროლისას ის უბედური "პორშენი" რომელიც წინა უნდა წავიდეს, იგივეა რაც სანადირო თოფში საფანტი, დენთივით მოქმედებს ზამბარა რომელიც ასევე მომენტალურად ფართოვდება და დარტყმით ტალღას წარმოქმნის.... როგორც უკვე გითხარი 30 გრამი უკვე უსიამოვნოა და შენ დგუშის წონა ზაპროსტო სცდება 100 და 150 გრამს, ანუ 5-6-ჯერ მეტ უკუცემას გრძნობ ორგანიზმზე, თითქოს და ეგ საკმარისი არააო, ზ.დ.პ-ს ასევე აქვს როგროც უკუცემა, ასევე ჩვენს ფორუმზე ახლად მოგონებული მოქმედება ეგრეთწოდებული "წინცემა", გამოიხატება ეს იმაში რომ დგუში წინ მოძრაობისას ბოლოს ეჯახება თოფის წინა კედელს და გამომუშავებული იმპულსით წინ მიათრევს თოფს, სწორედ მაგ უკუცემას და წინცემის მიყოლებას ვერ უძლებს ოპტიკები, ცეცხლსასროლზე ერთი სწორხაზოვანი უკუცემა გაქვს და შემდგომ შენი ორგანიზმის მიერ გაწეული ამორტიზირების და მოშვების ეფექტი გაქვს, ზ.დ.პ-ში კი უკან გლეწა, წინ მოხვდა და თოფი წაათრის, მერე შენს მიერ ხელში დაჭერის მცდელობით ისევ უკან მოგაქვს და საკუთარ თავს ურტყავ თოფის კონდახს... აეეეე, საკუთარი თავის გალახვა მიდის იმის ჭე

გამომიცდია და კაი ნაჩხუბარი და ნაცემი რომ დავბრუნებულვარ ხოლმე ბავშობაში აი რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე ზ.დ.პ-ს მერე, სროლიდან 1-2 დღე დალურჯებული ადგილი გტკივა, ბეჭში ძვლები კაი 3 დღეც პაწა დისკომფორტს გიქმის....
მოკლედ შეეშვით რა აი სუპერ-ძალას, სუპერ-მენს, აირონ-მენს და სხვა მენებს... თუ ძლიერი იარაღი გინდა მაშინ PCP-ა შენი გამოსავალი და მოდი დაივიწყე რა ეს ზ.დ.პ.... შენც და სხვაც ვერ შეელიეთ იმ აზრს რომ კაი და ძლიერი ძვირი უნდა ღირდეს და გინდათ 300 ლარიანი თურული ქაქით მიიღოთ ის რასაც 3000 ევროიანი თოფი აკეთებს უმარტივესი გადაფურთხებით.... ვერ მიიღებ, არ არსებობს ეგეთი რამ.... უფროს წორედ ახლა ჯიბრში თუ ჩადგები ბოლოს შეგიძლია 30-იანი არმატურის ზამბარა გააკეთო და იმით გაისროლო თოფიდან და დაამტკიცო აგერ ხომ გავაკეთეო, მაგრამ ზომა, ფორმა, ხარჯი და შედეგი ხომ არის, ამ დროს მთავარი.... ამდენი ფულის ჩაყრას და ჩალიჩს გეყიდა რა თავიდანვე ის რაც საჭირო იყო...
გარდა ამისა, მილიონ ადგილზე მაქვს დაწერილი არაერთმა ექსპერტმა ცდების დროს დაამტკიცა რომ პნევმო იარაღის მაქსიმალურად მისაღები სიჩქარე არის 270-280 მეტრი წამში და არანაირი 300-50 და მითუმეტეს 400 და 500 მეტრ წამი არაა მისაღები.... სხვა თუ არაფერი არსებობს აირების გაფართოების ფიზიკა, ჩვეულებრივ ატმოსფერულ ჰაერს არ აქვს, მაგხელა გაფართოების კოეფიციენტი რომ უცბათ შეკუმშვის შედეგად მიღებულმა ნაკადმა ვთქვათ და 350 მეტრ წამზე მეტი მოგცეს, ეგეც რომ მიიღო უკვე სუპერ ზეწოლებზე გადადიხარ, 280-ის ზემოთ ყოველ მომატებულ 1 მეტრზე უფრო მეტი ძალა და რესურსი იხარჯება ასე რომ არარენტაბელურია...
საზღვარგარეთ სასტავს ვისაც ეგეთი არაადეკვარური იდეები აწუხებდა მიხვდა, რომ ფიზიკა არ მისცემდა მეტის საშუალებას ამიტომაც, გადავიდნენ სხვა აირებზე რომელსაც მეტი გაფართოების კოეფიციენტი აქვს, მაგალითად წყალბადი, ან არგონი... მაგრამ არგონი არაადეკვატურად ძვირი ჯდება და ყოველ მეორე ბუდკაში არ იყიდება, ხოლო წყალბადი წნევის ქვეშ გამოირჩევა თვითაალებადობით და ქე ხვდები რაც მოხდება (ბოლო ბოლო გაიხსენე აბა წყალბადის ბომბი რას აკეთებს, შიგნით ერთი ჰაერის ბუშტის ოდენა მოცულობა წყალბადია, მაგრამ ენერგია ისეთი გამოიყოფა რომ .....)...
ამიტომაც, მოდი რა შევეშვით უაზრო ბაქიაობას, რომ შენთვის გადატენვა არაფერია და რას ვწუხვართ აქ, არაერთ ათეული იუზერი მინახია ამ ფორუმზე რომელიც იგივეს წერდა და ბოლოს სანატრელი მახინჯობის შეძენის მერე ყველამ დაწერა, კი იყავი მართალი რომ ამბობდი, მაგრამ არ დაგიკჯერე და მივქარეო, ამიტომაც, შენც პროსტა კიდევ ერთი ასეთი მომხმარებელი რომ არ იყო, მთელი ძალით ვცდილობ არ მიქარო...
თუ შენთვის ძალა სუპერ აუცილებელი კრიტერიუმია, მაშინ შეეშვი ზ.დ.პ-ს და გადადი PCP-ზე,. მესმის ძვირია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს...
და ბოლოს მიუხედავად იმისა რა იარაღს ამოირჩევ, კიდევ ერთხელ ვამბობ 270-280ზე მეტი სიჩქარე საჭირო ნამდვილად არაა, არაერთი მოსულა ჩემთან გაოცებული თვალებით რომ 30-40 მეტრში ქედანი ჩამოაგდო და როდესაც ქრონოგრაფით სიჩქარე გავზომეთ აღმოვაჩინეთ რომ იარაღი სულ რაღაც 180-190 მეტრ წამით ისროდა, ანუ 200-იც კი არ იყო და 30-40 მეტრზე ქედანს ყოფნიდა, ზ.დ.პ მეტ მანძილზე სამუშაოდ მაინც არ გამოგადგება, ასე რომ დაეშვი დედამიწაზე

P.S. აუ დავიღალე რა ამდენი წერით და თან კაციშვილი რომ არ გისმენს

სულ იმას ვიძახი ერთი დიდი სტატია უნდა დავწერო მეთი და სულ მეზარება, მერე კიდევ ყოველ მეორე პოსტში ერთი და იგივე შინაარსის პროსტინების წერა მიწევს
ბაიკერი ციტატა(ბაიკერი @ 23rd March 2015 - 06:46 PM)

როგორც ვიცი 800დან 900მდე არის იდეალური სიჩქარე
იქნებ საზომი ერთეულიც მიაწერო ხოლმე, ან ჩვენებურ მეტრულ სისტემაში დაწერო, თორემ 900 რა?... 900 გაცოფებული ციყვის ნახტომი კვირაში???