დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: weihrauch hw80
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
SCORPIONS
datka25 ზატო,გამოცდილება დავაგროვე,ხან ვაწებე,ხან საფანტი ვუძებნე,მაგრამ ჩეხებს,მაინც ვერ დავუაბგონე wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
თუ ვინმეს გაგიზომიათ,დაახლოვებით,რამდე
ნ მეტრს მიცურავს წყალში ტყვია,პნევმატიური შაშხანიდან გავარდნილი? ვერტიკალურად არა,არამედ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში..ნუ,მაქსიმუმ ზედაპირიდან 45გრადუსით,რომ ვესროლოთ???
ikaaa
გაზომვისა რა ვთქვა მარა, წყლით სავსე ემალირებულ ვედროში ვისროდი და ტყვია ფსკერს მაინც ხვდებოდა.
SCORPIONS
ikaaa ანუ,ვერტიკალურად ესროლე და შხეფებსაც ვერ გაექეცი,ხო?
pilotina
ikaaa
SCORPIONS

ოოოოო, მაგეებს ნუ ეთამაშებით ცუდათ... წყალმა ძალიან ცუდი რიკოშეტი იცის... ერთხელ ვცადე წყლით სავსე ვანაში ვისროლე ასე 45 გრადუსით დახრით და ისე ამოვარდა წლიდან და წუილით მოხვდა კედელს, რომ აზრზე ვერ მოვედი...მას მერე ეგეთ ექსპერიმენტებს აღარ ვატარებ...
mister_io
წყალზე გეკოს ტყვია აკეთებს იკოშეტს და მაგიტო ერიდება ყველა ტბაზე გეკოთი ნადირობას მითუმეტეს თუ სადმე ახლოს დასახლებული პუნქტია , გეკოს ტყვია ხო უფრო მძიმეა პნევმატიკის ტყვიაზე და ჩმა პნევმატური უფრო ხშირ რიკოშეტს გააკეთებს წყალზე
datka25
ციტატა(SCORPIONS @ 29th March 2015 - 10:51 PM) *
ჩეხებს,მაინც ვერ დავუაბგონე

biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
pilotina
ციტატა(pilotina @ 30th March 2015 - 12:10 AM) *
და წუილით მოხვდა კედელს, რომ აზრზე ვერ მოვედი
არ გაგაფრთხილა,უნდა ამოვწუილდე წყლიდანო? smile.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რაცხა ცდა მინდა ჩავატარო დღეს და თუ საღამომდე არ შემოვედი,ე.ი. ამოწუილდა წყლიდან და გამაწუილა შვინდიანისკე wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მანამდე,წერილებიც დაწერეთ,იქნებ გამატანოთ........ wink.gif
datka25
რაღაც აღარ ჩანხარ და მართლა ხო არ ამოწუილდა ტყვია წყლიდან? biggrin.gif
SCORPIONS
datka25 მაგარ ვიდეოს ვტვირთავ ეხლა და ვნახოთ ვენახიიი.... smile.gif biggrin.gif wink.gif რაღა თქმა უნდა საქართველო გავიდა პირველ ადგილზე,ცურვაში!!! ა დაკაზატელსტვაც


SCORPIONS
SCORPIONS



ცურვაში მაინც ვაჯობოთ საზგვარგარეთლებს...... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ტყვიის განმეორადობამ დამაინტერესა და პატარა კონტროლის ტესტი კიდევ ჩავუტარე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif



koknar
SCORPIONS
ეს დასაფანტებული რას ნიშნავს, საფანტი ჩადე შიგნით?
SCORPIONS
koknar ჩავაწებე.. wink.gif
gregory
SCORPIONS
KRM რას ნიშნავს?

okela84
SCORPIONS
წყალში სულაც არ არის საჭირო ტყვიის ძაან მაღალი სიჩქარე. 50 კალიბრიანი 900 მწ-ით ნასროლი ტყვიებიც დაახლოებით მაგ მანძილს გადის წყალში. წყლისთვის სპეციალური ავტომატებია რომლებიც გრძელ ტყვიებს ისვრის და თუ არ ვცდები 15-20-მეტრამდე აქვს გატანა
SCORPIONS
gregoryმაგ ხუთ ლარიან ტყვიებს აწერიათ დიდი ასოებით..თვითონ არ ვიცი


okela84 მაგდენი არ ვიცი..მე,ის გამიხარდა,რომ ქართულმა ტყვიამ და ქართველის დასაფანტებულმა+ქართველთან ნაყიდმა,რო დანარჩენს აჯობა! smile.gif biggrin.gif wink.gif
okela84
SCORPIONS
ოდნავ მოგრძო ტყვია გააკეთე და მსოფლიო რეკორს მოხსნი პნევმატიკაში, ოღონდ ამხელა არ ქნა რაც სურათზეა თორე სამუდამოდ ჩარჩება ლულაში biggrin.gif
SCORPIONS
okela84
ციტატა(aleqsandre @ 30th March 2015 - 07:21 PM) *
ოღონდ ამხელა არ ქნა რაც სურათზეა თორე სამუდამოდ ჩარჩება ლულაში
რა არის მაგხელა?
ja_ja
გადამრევთ რა... ან თოფი არ გენანებათ smile.gif ან სუპერ კავიტაცია რა არის, არავის გინდათ წაიკითხოთ? ნუ ოკელას ფაქტია სმენია და იცის.... და SCORPIONS არ გინდა ცრუ მეცნიერებას შეეშვა და ჭეშმარიტებას მოკიდო ხელი smile.gif

რაის წყლის სიღრმეში შეღწევა smile.gif წყალქვეთ აპირებ ნადირობას თუ რა ხდება smile.gif წყალი ერთერთი ყველაზე მკვრივი სუბსტანციაა და პრაქტიკუალდ ვერცერთი ტყვია 1 მეტრს ვერ სცდება.... ეგ მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებშია რომ ჯარისკაცი წყალში მიცურავს და ქვემოდან გადარებული კამერა აფიქსირებს ისრებივით როგორ დასრიალებენ ტყვიები წყალში smile.gif... ან სხვა სცენა, შპიონი გაიქცა, გადახტა ხიდიდან წყალშI და ცუდი სასტავი დაეწია, და დვტომატიდან დაახალა , სასტავი წყალქვეს სუპერ სექსუალური პოზებით იბრიდება, გადარჩება ერთი და მერე ის იძიებს ფილმის ბოლოს ყველაზე შურს smile.gif

არ არსებობს ეგეთი რამე, არაერთი ექსპერიმენტი დადგმულა, მითბასტერებმა ცალკე დადგეს ექსპერიმენტები, იუტუბზე მოყვარულებს ტონანახევარი ვიდეოები უგდიათ, ვერცერთი ტყვია ვერ ლახავს 1 მეტრს, და რაც არ უნდა კურიოზული იყოს, რაც უფრო ძლიერია ტყვია, მით უფრო იოლად ჩერდება წყალში smile.gif

რეალობაში თუ სიტუაცია ოდესმე შეგექმნათ რომ ვინმე თავს გესხმით და გესვრით, ამასობაში კი სადღაც 1 მეტრიანი ბასეინი არის გვერდზე, შეგიძLიათ თამამად ჩახტეთ ჩაყვინთოთ 1 მეტრზე და დაელოდოთ როგორ დაგაცლით მტერი მთელს აბოიმას, მერე კიდევ ამოდიხართ ბასეინიდან უვნებელი და მუშტებით სულ ცხვირში ამოუყვანთ თავდამსხმელს სათითაო ტყვიას smile.gif


SCORPIONS
ისეთი ტესტები მაინც ჩაატარე რომელსაც რეალობასთან ექნება შეხება, ნუ იქ ბალისტიკურ გელში სროლა ჟელატინში, მიზანში, ვთქვათ საქონლის ან ღორის ძვალში, ბაზრიდან მოტანილ ხორცში და სხვა, ანუ რეალობასთან რაც ახლოსაა... ნუ აი რას იძლევა ის გარემოება რომ წყალში ისვრი ტყვიას? მაქსიმუმ ბაყაყს ესროლო წყალში და ისით თავი როდესაც ზემოთ აქვს ამოყოფილი smile.gif

ნუ ნე ზნაიუ რა, შეიძლება ემ ვურიკინებ მარა რიავიცი... რას ერჩი მაგ გერმანელს ნეტა ვიცოდე, გაამშრალე მაინცა, თორემ ცოდოა smile.gif
okela84
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 30th March 2015 - 08:32 PM) *
რა არის მაგხელა?

ტყვია რომელიც წყალში 20 მეტრში კლავს

okela84
ja_ja

cz80
ციტატა(cz80 @ 28th March 2015 - 12:51 AM) *
+1000

150 ზდპ-სან..ცოტა არ იყოს და..გადაჭAრბებული მეჩვენება..


პირველ ჯერზე არაფერი არ გამოვიდა თუმცა შევეცდები დავამტკიცო ამ ეტაპზე თეორიულად და შემდეგში უკვე ფაქტებით რომ ჩემი ნათქვამი სიმართლეა და დაახლოებით 140-160 მეტრში ვხოცადვი არც თუ

იშვიათად კაჭკაჭებს. მოდი პირობითად ავიღოთ ნიტრო რომელიც 50 მეტრზე აკეთებს 6 სმ-ან ჯგუფებს და მარტივი ფორმულით ანუ დამატებითი ფაქტორების გარეშე გამოვიყვანოთ ჯგუფები რომელიც 150

მეტრზე გამოვა 18 სმ რაც ნიშნავს იმას, რომ ოპტიკის კარგად გასწორების შემთხვევაში რასბროსი გამოდის 9 სმ, კაჭკაჭი ჩემი აზრით სიგრძეში იქნება დაახლოებით 15 სმ და სიგანეში ალბათ 10 სმ, ( კაჭკაჭის ზომებში

შესწორება შეიტანეთ თუ გინდათ ) ანუ თეორიულად გამოდის რო 10-დან სადღაც შვიდი უნდა მოხვდეს, მაგრამ ასეთი თეორია იმუშავებს მხოლოდ უჰაერო და უგრავიტაციო სივრცეში. biggrin.gif

თუმცა ეჭვი მაქვს რომ კარგ ამინდში გრიგოლის თოფით 50 მეტრზე 45-50 მმ-მდეც შეიძლება ჯგუფების დაყვანა, მქონდა მეც ეგ თოფი და ძალიან ბევრი ტყვიაც ვისროლე, მე რაც მახსოვს 25 მეტრზე 5-დან 2-3 ტყვიით

გაერთიანებულ ნახვრეტსაც აკეთებს ძალიან ხშირად, მაგრამ თავისებური ოფოფები მაინც ჭირს და 1-2 ტყვიას გაიქნევს ხოლმე კაი გემრიელად.

ერთი სიტყვით კარგ ამინდში გრიგოლი თუ კიდევ ერთხელ დამრთავს ნებას შევეცდები რო ფაქტებითაც დავამტკიცო ის რასაც ვამბობ

ja_ja
okela84
პირველი აბზაცის მერე უკვე გადავახტი შენს ნაწერს და მედია ნუ მიწყენ, ისეთ იდეალურ პირობებს აყალიბებ რომ ნებისმიერ ფიზიკოს თეორეტიკოსს შეშურდება smile.gif

კაცო 35 მეტრში ჩემი შტირიკიდან 6 მილიმეტრს არ ვცდები, სანტიმეტრი კი არა მილიმეტრი, თან ეს საუბარია 15.9 გრანიან ტყვიაზე და არა 10.5 გრანიანზე! ანუ ლამის კალიბრის ზომის ხვრელს ვსვავ 10 ტყვიიდან 35 მეტრში, და ეს არაა ერთეული შემთხვევითი გარტყმა, მაგრამ სულ რაღაც + 15 მეტრი და თეორიები პროსტა ქრება და იმის მაგივრად რომ მაქსიმუმ 8-9 მილიმეტრი მქონდეს ჯგუფი, უკვე გულზე მეყრება ხოლმე როდესაც 20-25 მილიემტრში ვჯდები.... და ეს შტაერით ბლინ.... ვერ ვიტყვი რომ სროლაში სუპერმენი ვარ, მაგრამ მთლად დაუნიც ამ საქმეში არ ვარ, იმ დღესაც ლულის გაწმენდა რომ არ დამზარებოდა შეიძლება პირველი ადგილი შენთვის არც კი დამეთმო smile.gif

შენ კი 50 მეტრიდან 100 მეტრამდე მაქსიმალური გაფანტვა 2-ჯერ გაზარდე... smile.gif რას ამბობ, შანსი არაა, მითუმეტეს 3-ჯერ გაზრდილ მანძილზე ჩოტკად 3-ჯერ გაზარდე ჯგუფი smile.gif, მანდ გეომეტრიული პროგრესია უფრო იქნება ვიდრე ასე სწორხაზოვანი ზრდა.... ნუ მიწყენ ოკელჯან, მაგრამ ვისაც გვისვრია შორ მანძილზებზე კი ვიცით რომ მთლად ეგრე იოლი არაა მაგ მანძილებზე სროლა და თან სტაბილურობაზე საუბარი, თან 4.5 კალიბრში....
SCORPIONS
ja_ja მთელი დღე ამ ტესტინგს ვეჩალიჩებოდი..მეთქი ბიჭებს რაღაც საინტერესოს ვაჩვენებ და მეც ვნახავთქო...შენც არ მამიკვდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif . მოხვედი,ნახე,დამიწუნე,გახვედ
ja_ja
SCORPIONS
ე ბიჯო შეეშვი იამს რაც არ გამოადგება არავის, აბა გააკეთე იგივე ექსპერიმენტი ხორცზე ან ბალისტიკურ ჟელეზე და ნახავ რომ თემაში ორიმტრიალი იქნება... არც შენ იწუწავებ და თან რეალურად საჭირო მონაცემებს დადებ, არც მე შემოვალ აღარც დავიწუნებ და აღარც გავალ smile.gif
okela84
ja_ja
გასაგებია შენი პოზიცია და შევეცდები ერთხელაც დავიტანხმო გრიგოლი კარგ ამინდში გასასვლელად. ტან ისიც დამავიწყდა რო ადრე 13 გრეინიანი ტყვიებით ვისროდი, ეგ რო გააძრო გრეგორმა უკვე ძაან დაღლილები ვიყავით და აღარ დაგვიწყია ოპტიკის თავიდან სწორება .


ციტატა(ja_ja @ 30th March 2015 - 10:36 PM) *
იმ დღესაც ლულის გაწმენდა რომ არ დამზარებოდა შეიძლება პირველი ადგილი შენთვის არც კი დამეთმო

ეს აღარ უნდა დაგეყოლებინა
ესეც შენი გაწმენდილი ლულა biggrin.gif



მე რაღაც 150 ლარიანი ოპტიკა მქონდა 16-ით. შენ რო ლულას გაწმინდავ მე ოპტიკა ჩამომივა 24X-ნი და მერე ნახე შენ.

მოდი ტირში ჩავატაროთ BR პრიზების და მედლების გარეშე არ გინდაა ?
SCORPIONS
მაიცა,მაიცა ლულის გაწმენდაო???! აკი სანამ 50-100 ტყვიას არ ისვრი თოფიდან,რო იმ ტყვიის ფორმა მიიღოს ნარეზებმაო,თუ როგორცარის რა... აი აქ კი,ნაღდად ავირიე! გთხოვთ გამარკვიოთ რა wink.gif ანუ,ერთერთ პოსტში ადრე მირჩიეს,რომ გაწმენდვის შემდგომ ბლომად ტყვიები მესროლა და მხოლოდ მერე მეცადნა ჯგუფის გაკეთება იმავე ტყვიებით. ჯაჯა,თუ არ ვცდები,შენ დამარიგე ასე. wink.gif სორი,ტოლი გაწმენდვის მერე,ტოლი ტყვიის გამოცვლის მერეო.ანუ,ქროსმანის მერე,რო ჯსბ ვისროლო მაგალითად....
ja_ja
okela84
ციტატა(aleqsandre @ 31st March 2015 - 12:04 AM) *
ეს აღარ უნდა დაგეყოლებინაესეც შენი გაწმენდილი ლულა

კაია, კაია ეგ რომ გაქვს შეჯიბრების მუღამი smile.gif

ეგ "კაი შედეგიც" მეც დიდი ვერაფერი ოპტიკით მაქვს მიღებული მაშინ ჩემი ოპტიკა ჯერ კიდევ გზაში იყო smile.gif

პლიუს მე ერთხელ ამიცდა 5 წლის განმავლობაში ფეხი და შენ ჯერჯერობით ერთხელ გაიარე სწორედ... ნუ აი მინიმუმ 2-3-ჯერ რომ გაიმეორებ სტაბილურად, აი მერე ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ იაღოვაზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

SCORPIONS
რომერლ თოფს რასთან ადარებ????? სტოკი ლულა და სპეც ლულა თავისი პოლირებით???? ოდნავ დამატებითი ინფო დაამატე ხოლმე რა???
gregory
ციტატა(aleqsandre @ 31st March 2015 - 12:04 AM) *
შევეცდები ერთხელაც დავიტანხმო გრიგოლი კარგ ამინდში გასასვლელად.

okela84
ისევ 2 ლიტრი ლუდი უნდა მაგ ამბავს wink.gif
okela84
gregory
გრიგოლ რამდენსაც მოერევი იმდენი იქნება wink.gif

გრიგოლ 150 მეტრზე თუ ვერ ვქენით ვერაფერი 25 დ 50 მეტრზე მაინც გავაკეთებ კარგ ჯგუფებს და ეგ მაინც დავდოთ. მართლა გვიან გამახსენდა 13 გრეინიან ტყვიებს რო ვისროდი

ტყვიებსაც ვიყიდი
koknar
SCORPIONS
ბარემ ამდენი იჩალიჩე არ დაგეზარა, ტყვიებს რაღას ერჩოდი, სტანდარტული ტყვიები უნდა გესროლა კროსმანი ჯიესბი და ეგეთები. მაგას ექნებოდა რაღაცა აზრი თორე ესე გასაფანტებულ ტყვიებს ვინ გაისვრის. მაგალიტად ბაყაყი რო ჩაყვინთავს 60 სმ ზე უკვე აღარ ვესროდი, ეხლა აღარ ვიცი არაფერი. აჩქარდი კარგად არ დაგეგმე ექპერიმენტი smile.gif
cz80
okela84 ერთი მეც შამეხმიანეთ მაგ დროს.. დავესწრო რაძი ინტერესა..
მეც მინდა სროლა ზდპ- დან დიდ მანძილზე wink.gif
koknar
cz80
SCORPIONS
koknar გუშინ,მთელი დღე წვიმდა..ცეცხლიც ჩამქრალიყო,ერთი ასანთის ღერიღა შემომრჩენოდა კოლოფში,ავდექი და ხმელი,მაგრამ დასველებული ტოტმატი მოვკრიფე,სათითაოდ ვაშრე მშრალი მაისურით,რომელიც სათადარიგოდ მქონდა შემონახული.მოკლედ,როგორც იქნა,ავანთე და მივეფიცხე ცეცხლს..ესესაა გამითბა ძვლები,მაგრამ ერთმა ადამიანმა,აიღო და ვედრით გადამისხა წყალი და ჩამიქრო ცეცხლი! შენი ცეცხლი,ისე ვერ ათბობს,როგორც უნდა გაათბოსო. რაც შეეხება ტყვიებს,ერთერთი იყო დაუსაფანტებელი.ბრტყელთავიან
koknar
SCORPIONS
ის ერთი რომ იყო იმიტომ დავწერე იქნებ 2-3 კიდე ყოფილიყო თქო.
მარა ჩემნაირი ინტრიგანი შენს ცეცხლს ვერ ჩააქრობს, მე ამის მჯერა biggrin.gif
SCORPIONS
koknar ტყვიები არ მაქვს რა...რო მექნება,ვესვრი მერე,თუარ ჩამქრალა ცეცხლი საერთოდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ხუთ ლარიანები კი მაქვს,მაგრამ ყველას დასაფანტება მოვასწარი smile.gif biggrin.gif wink.gif
koknar
SCORPIONS
მე კი მაქვს ცეპე ჯიესბი 10.5 იანები მარა მოხუცი ვარ გამოსვლა მეზარება biggrin.gif
SCORPIONS
koknar მე ხო ვარ რა,,მოსაწყვეტი კიტრივით,, ვბერდებით,ბიჯოოოო..კიარ ვახალგაზრდავდებით? მაგრამ,გული არა ბერდება! ერთხელ დავბერდი,ძალიან მაგრად და იმის მერე ნე კაკ ნე აკლემაიუს,მაგრამ ცხოვრება გრძელდება და უნდა ვიცხოვროთ,სანამ....... wink.gif მაიცა,ცეპე ჯსბ რაღაა? ერთხელ ვნახე ჯსბ ლაივში და მის მერე აღარ მეღირსა,ისიც გრეგორიმ მაჩვენა..
koknar

Multi-Tool


SCORPIONS
crosman premier არის ცპ. ანუ პირველი ასოებიდან გამომდინარე.
SCORPIONS
Multi-Tool ააა,წეღან ვუყურებდი და ვიძახდი-ეგეთი ჯსბ ხო მეც მქონდათქო wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაიცა კაცო,ცროსმანია თუ ქროსმანი? ავირივენით იეეეეეე
SCORPIONS
okela84 შედეგებს ველოდებით wink.gif
okela84
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 2nd April 2015 - 08:46 PM) *
შედეგებს ველოდებით

მე კარგ ამინდს wink.gif
gregory
ციტატა(SCORPIONS @ 2nd April 2015 - 08:46 PM) *
შედეგებს ველოდებით

ციტატა(aleqsandre @ 2nd April 2015 - 09:06 PM) *
მე კარგ ამინდს

მე ლუდს smile.gif

SCORPIONS
okela84 კარგი ამინდი,კარგი განწყობა wink.gif ისე,60 მეტრზე თუ დაგიჯგუფებია ბენჟოთი?


gregory +1000 drinks.gif drinks.gif drinks.gif რიავიცი,რიავიცი ჩემი ლუდი კი დაიწუნე და.........
okela84
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 2nd April 2015 - 09:08 PM) *
კარგი ამინდი,კარგი განწყობა ისე,60 მეტრზე თუ დაგიჯგუფებია ბენჟოთი?

60-მეტრზე რო გავაკეთო რას შევადარო მერე ეგ ჯგუფები ? biggrin.gif
SCORPIONS
okela84 მეორედ რომ გააკეთებ,იმას wink.gif
datka25
შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ჩემთვის სიახლეა wink.gif
რა ლამაზია ეს ოხერი. . .

ფასი კი აქვს წოწო smile.gif (http://www.airgunsofarizona.com/Daystate/Pulsar.html) , მაგრამ იმედია, როდესმე ამასაც ვიყიდი wink.gif
datka25
ციტატა(datka25 @ Apr 3 2015, 11:33 AM) *
შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ჩემთვის სიახლეა wink.gif
რა ლამაზია ეს ოხერი. . .

ფასი კი აქვს წოწო smile.gif (http://www.airgunsofarizona.com/Daystate/Pulsar.html) , მაგრამ იმედია, როდესმე ამასაც ვიყიდი wink.gif

აუ შეცდომით დამიპოსტია, სიახლეებში უნდა დამეწერა sad.gif
okela84
datka25
აუუუუუუუუუუუუუუუ, შეყვარებული ვარ მეც ამ თოფზე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.