დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ამარჩევინეთ მარადორი vs ხაჩიკა :|
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
ბაიკერი
ბევრი კითხვა მაქვს ძალიან. და არ ვიცი რითი დავიწყო.

პცპ მინდა აუცილებლად კლიპიანი, აუცილებლად სანადიროდ, ზუსტი, ძლიერი და 50 მეტრში მინიმუმ რომ ისროლოს კარგად crazy.gif ბევრი მოვინდომე ხო?

დავსერჩე ბევრი საიტები ფორუმები და მარადიორს აქევებ, ასევე ჰატსან 44ს. ვერ გამიგია რომელი ჯობს. რათქმაუნდა რესურსიანი და გამძლე მინდა იყოს.

ახლა ნიტრო ვენომ დასკი მაქვს ბატონი გრიგორისგან ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ. თითქმის არ მიხმარია რადგან ზამთრის პერიოდში ვიყიდე მარა რაც შევამოწმე ძალიან ზუსტია, ძლიერი და კომფორტული.

ამას გავყიდი სანამ რამე სხვას შევიძენ, უბრალოდ მინდა წინასწარ ვიცოდე რა მინდა. ჩემ ჩამოთვლილ ორ მოდელს მოყვება რამე? ნასოსი ან ოპტიკა.
და ამ ორ მოდელს თუ ჯობს რომელიმე სხვა ფირმის სხვა მოდელი რაც არ ვიცი.

წინასწარ მადლობა. მალე შემოგიერთდებით პისიპი სასტავს biggrin.gif

ხ.მ.ე.ლ.ო
აბა ამ თემას გადაავლე თვალი, მაგ ფასში თუ გაწყობს smile.gif
ბაიკერი
მაგას ოპტიკაც არ მოყვება, თან ნახმრის კვალობაზე ძვირი მეჩვენება.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ბაიკერი @ Feb 24 2014, 09:50 PM) *
მაგას ოპტიკაც არ მოყვება, თან ნახმრის კვალობაზე ძვირი მეჩვენება.

ოპტიკას მოაყოლებს 1200 ლარსი, ძვირი არ არის ჩემი აზრით რადგან ბევრი შრომა და მოდიფიკაციაა ჩადებული smile.gif
ბაიკერი
იარაღი იარაღზე მაინტერესებს რომელი ჯობს მარადიორი თუ ჰატსანი. გამძლეობაში, სიზუსტეში და პრაქტიკულობაში.

რომ გადავწყვეტ ჩემ ვენომს გავყიდი და გადავალ პცპზე.
geojorjika
ბაიკერი
ეგ არის დაახლოვებით ესეთი კითხვა , ოპელ ვექტრა ჯობია თუ ფორდ ესკორტი? რომელიც მოგწონს ის იყიდე, ერთი კლასია, მარადიორი უფრო ძვირია მაგრამ სამაგიეროდ ინტეგრირებული შრაუდერი აქვს და აპგრეიდის უფრო მარტივია
ბაიკერი
არაა ეგეთი კითხვა. დავწერე რა კრიტერიუმების მიხედვით ვაპირებ ყიდვას. უცხოურ ფორუმებზე წერია რომ ჰატსანი უფრო ზუსტია 50 მეტრის მერე, მარა სანადიროდ მაინც მარადორი ჯობსო.

პ.ს. შრაუდერი რას ნიშნავს?
norica_dragon
ჰაჩიკას 1 მინუს აქვს - ნამეტნავად მიჯაჭვულია ლულა რეზიკზე, მარადასჰან განსხვავებით, რაც სვადასვა წნევებზე ლულის ოდნავ გადახრას იწვევეს... smile.gif თუმცაამას მარტო ფურჩელზე სროლისას იგრძნობ მილიმეტრებში smile.gif ჰაჩიკას ლულა ჩემი აზრით მარადას ჯობია smile.gif

მე მარადას ვიყიდიდიsmile.gif
ბაიკერი
ნასოსები და ოპტიკა არც ერთს მოსდევს ხო? მარტო დისკოვერს?
gela
ბაიკერი

სწორი გითხრა ჯორჯიკამ, მარადა ცოტა ძვირია, თუმცა აპგრეიდის ამბავში ჰაცანზეც შეგიძლია ექსპერიმენტების ტარება, ვიზუალური მხარე მე მარადასი მომწონს, გადატენვის სისტემა რატომღაც ჰაცანის მირჩევნია, უფრო მეპრაქტიკულება, ოპტიკის სამაგრების მხრივაც იდეალურია ჰაცანი, ორივენაირი რინგი მიდის, ვივერიც და დოვეტაილიც, მარადას შემთხვევაში დოვეტაილები უნდა იყიდო, ძირითადად ოპტიკებს უმეტესად ვივიერის რინგები მოყვება ხოლმე, და დოვეტაილები ახლიდან საჩალიჩო ხდება, არა ყოველთთვის, ეს ისე უმნიშვნელო პრობლემა, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი, მარადას პლიუსი გარდა ვიზუალური, ინტეგრირებული შრაუდერი, ჰაჩიკას შემთხვევაში გჭირდება დამატებითი მოდერის ყიდვა,

პირადად ჩემს აზრს ჩამოვაყალიბებ პლიუს მინუსებზე, ვაკონკრეტებ, ჩემს აზრს : )) ესეც რაც უცბად გამახსენდება : ))

ჰაჩიკას პლიუსები მარადასთან მიმართებაში
1. ცვლადი რეზერვუარი,
2. ოპტიკური სამიზნის დასამაგრებელი რელსი ვივერიც და დოვეტაილიც (მერცხლისკუდა)
3. მანომეტრი რეზერვუარზე, რომელიც მარადას მანომეტრზე ზუსტად მუშაობს
4. დამტენი პორტი.
5. ღია სამიზნე ( თუ სურვილი გაქვს რომ ღია სამიზნითაც ისროლო : )
6. გადატენვის მექანიზმი
7. კლიპში ტყვიების შედარებით იოლად ჩაწყობა
8. ტყვიის მეორედ მიწოდების დაბლოკვა ლულაში, როდესაც გაუსროლელი ტყვია ჯერ ისევ ლულაშია

ახლა კი მინუსებიც
1. შედარებით დაბალი მოცულობის რეზერვუარი
2. დეტალების დამუშავების ხარისხი
3. სასხლეტი მარადასთან შედარებით უხეში ( თუ მოხსნი და დაამუშავებ ეგეც მოგვარდება) , მაგრამ პირველადი ეგეც მინუსია
4. ვიზუალური მხარე მარადასთან შედარებით ( განსაკუთრებით გამოირჩევა პლასმასის კონდახიანები : )
5. ბალანსი
6. სილუმინატის დეტალები, გადამტენ სახელური და კოლოფი

ახლა მარადას პლიუსები

1. ვიზუალური მხარე
2. რეზერვუარის მეტი მოცულობა
3. სიჩქარის რეგულირების 3 ხერხი
4. ბალანსი
5. დეტალების დამუშავების ხარისხი
6. რბილი სასხლეტი
7. ინტეგრირებული შრაუდერი

ახლა მინუსები

1. გადამტენი მექანიზმი ( ჩემთვის მოუხერხებელია სხვისთვის არ ვიცი )
2. არაცვლადი რეზერვუარი
3. ოპტიკური სამიზნიის რელსი , მხოლოდ დოვეტაილი
4. მანომეტრი კონდახზე ქვემოდან ( ჩემთვის მოუხერხებელია სხვისთვის არ ვიცი )
5. დამტენი პორტი (ჩემთვის მოუხერხებელია სხვისთვის არ ვიცი)
6 ღია სამიზნის არ არსებობა
7. ტყვია როცა ლულაშია, და არ გახსოვს, შეიძლება მეორეც თამამად და ალალად გადაუშვა,შესაბამისად იქნება ერთი გასროლა და ორი დირკა biggrin.gif
8. გადამტენი თუ ბოლომდე კარგად არ გამოწიე და რიგ შემთხვევებში კლიპი იჭედება და გიწევს ჯაჯგური : )) ასე რომ ყოველი მოძრაობა გადატენვა დაფიქრებულად და სრულყოფილად ჭირდება
9. მანომეტრის შეცდომით ჩვენება. დროა განმავლობაში ნასოსის და რეზერვუარის მანომეტრები ერთმანეთის მაჩვენებლებს არ ემთხვევა.
ბაიკერი
ციტატა(gela @ Feb 24 2014, 10:45 PM) *

ვა ჯიგარი ხარ smile.gif გაიხარე. და სიზუსტეში არაა სხვაობა? ისე ჰატსანის ყიდვა სად უფრო ადვილია?

და შენ რას აირჩევდი
gela
ციტატა(ბაიკერი @ Feb 24 2014, 09:56 PM) *
ვა ჯიგარი ხარ smile.gif გაიხარე. და სიზუსტეში არაა სხვაობა? ისე ჰატსანის ყიდვა სად უფრო ადვილია?

და შენ რას აირჩევდი

სიზუსტე ორივეს კარგი აქვს, კროსმანის პრემიერებს, ანუ ცეპეებს 10.5 გრეინიანებს ორივე ჯიგრულად ისვრის, არჩევით მე ვერაფერს გირჩევ, მე ჩამოგიწერე პლიუს მინუსები, დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო. ჰაცანის ყიდვა სად შეიძლება და მონადირემ უკვე მოგწერა მაგის შესახებ და დაუკავშირდი, თუ მარადა გინდა გრიგოლს დაუკავშირდი, მე პირადად რომელს ავირჩევდი, ეს ცოტა სხვა თემაა, მე რომელსაც ავირჩევდი, ჯერ იმის ფული არ მაქვს : ))
ბაიკერი
ჰატსანები თურქეთიდან უყიდია ვინმეს?
ნახმარზე გული არ მიმდის რაც მიყიდია მერე მინანია ყოველთვის რომ არ გამომდგარა კარგი. მითუმეტეს მაგხელა თანხა.
gela
ციტატა(ბაიკერი @ Feb 24 2014, 10:16 PM) *
ჰატსანები თურქეთიდან უყიდია ვინმეს?
ნახმარზე გული არ მიმდის რაც მიყიდია მერე მინანია ყოველთვის რომ არ გამომდგარა კარგი. მითუმეტეს მაგხელა თანხა.

გული თუ არ მიგდის მაშინ მიდი მაგნუმში, ან თამარ მეფეზე ან გუდვილში დიღომში და იქ იყიდე 800 ლარად, თურქეთიდან ჩამომტანი მე არავინ მახსენდება და შენ თუ გყავს ვინმე მაშინ იმას გამოაგზავნინე, ოღონდ 4.5 კალიბრზე დიდი არა, თორე საბაჟო ჩამოგართმევს : )
ბაიკერი
მადლობ გელა. კარგად ავარჩევ კიდევ. ისე პცპ იარაღის ცვეთადი დეტალი რა არის? მაინც რამდენ გასროლაზე უნდა სასუალოდ ტეხაბსლუჟივანიე?
sekurifa
ციტატა(ბაიკერი @ 24th February 2014 - 08:50 PM) *
მაგას ოპტიკაც არ მოყვება, თან ნახმრის კვალობაზე ძვირი მეჩვენება.

ხმელომ რაც ლინკი მოგცა (gialo რომ ყიდის ბულკას) გგონია მაღაზიის თაროდან უკეთესს ჩამოგიღებენ? შენ არ იცი რამდენი პლიუსი აქვს ბულკას თორე არც კი დაფიქრდებოდი.

ჯერ ერთი რომ ბალანსი უნიკალურია და თოფი უფრო მჩატე გეჩვენება ხელში ვიდრე ქარხნული კონდახით რადგან წონა თანაბრად ნაწილდება ორივე ხელზე. მოკლეა ბა სატარებლად მოხერხებული. სიზუსტეც მეტი აქვს ხელიდან სროლისას.

კიდე ის გაითვალისწინე რომ პცპ არა ის თოფი რომ ზედეპესავით მიაყუდო და არ მოიკითხო წელიწადი. მას განსაკუთრებული მოვლა უნდა. რეზერვუარს დაშლა უნდა ხანდახან და შიგ კლაპნებს გაწმენდა/ ხანდახან ტაიტო გადააქვს ნასოსს და კლაპანი არ კეტავს ხოლმე. რეზინკების გამოცვლა უნდა გეხერხებოდეს რომ დაგჭირდეს და ასევე ნასოსის დაშლა აწყოდა ბოლომდე.

ჰასტანი ამ მხრივ უფრო ადვილი დასაშლელია ვიდრე მარადა. ძან დიდი პლიუსია რომ რეზერვუარი ცალკე იხსნება ისე რომ თოფის დაშლას არ საჭიროებს.

მარადაც და ჰასტანიც უსაშველოდ მძიმეა მაგრამ ბულკა კონდახი უკვე სხვა საქმეა. რაც შეეხება სიზუსტეს ორივე ზუსტია და ორივე ძლიერია. ისე გირჩევ სანამ საყიდლად წახვალ ხელში დაიკავო ორივე მოდელი (ბულკა პირველ რიგში)
gela
ციტატა(ბაიკერი @ Feb 24 2014, 10:25 PM) *
მადლობ გელა. კარგად ავარჩევ კიდევ. ისე პცპ იარაღის ცვეთადი დეტალი რა არის? მაინც რამდენ გასროლაზე უნდა სასუალოდ ტეხაბსლუჟივანიე?

ტეხაბსლუჟივანიეზე აი კი გითხრა სეკურიფამ, მაგრამ ნუ შეგაშინებს ეგ ტეხაბსლუჟივანიეები, თუ იარაღი გიყვარს, ყველაფერს იოლად გაუმკლლავდები და ეს ფორუმიც იმიტომ არსებობს რომ ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდოთ , ასე რომ, შენ რომელიც დაგევასება და მოირგებ, რომლითაც უფრო კარგად ინადირებ და რომელიც უფრო შენს გემოვნებაში ზის ის იყიდე : ) ყველა რჩევა გასათვალისწინებელია, თუმცა გადაწყვეტილებას ყოველთვის საკუთარი გემოვნება გაღებინებს, wink.gif ვა ეს ბოლო სიტყვა როგორ უხეშად ისმის ,, გაღებინებს'' არა და სულ სხვა კონტექსტში დავწერე biggrin.gif
ბაიკერი
ვინმეს ამ ფორუმზე აქვს მარადიორი რომ დავიაკვო და ერთი ორი გავისროლო კიდეც?

ვინ იჯიგრებს

gela
არ შევუშინდები არაფერს biggrin.gif ვუვლი ყველაფერს კარგად

sekurifa
მადლობა ახსნისთვის. ფორუმელის თოფს რაც შეეხება სანამ ჩემსას გავყიდი ეგეც გასუხარდება მანამ :|
gela
ბაიკერი

მე მაქვს მარადა, მაგრამ რუსთავში ვარ, კვირაობით მცალია მარტო, თუ ჩამოხვალ გაგასროლინებ : ))
ბაიკერი
ვა მაგარია. PM მოგწერე
okela84
თუ ფასში არ არის სხვაობა და მარადაზე ხელი მიგიწვდება ალბათ მარადა. ჰაჩიკას PCP არ მქონია მარა ზდპ-ები მქონდა და ისე შემზიზღდა ეგ მწარმოებელი, რო ვეღარ შევიყვარებ ვერასდროს, მსოფლიოში ნომერ პირველ მწარმოებლადაც რო იქცეს biggrin.gif
name
ბაიკერი
მეც მარადას გირჩევ თუ ფასს წევდები, მაგრამ შენი გადასწყვეტია მაინც
ბაიკერი
სულ 20 დოლარია სხვაობა
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Mar...365#Description

http://www.pyramydair.com/s/m/Hatsan_AT44P...ifle_Black/2779

თუ მეჩვენება?
gialo
რას ემდურეით ხაჩიკას? 50 მეტრში მშვენივრად ხსნის იხვებს wink.gif
ბაიკერი
რატომ ამბობთ რომ თუ გაქვს საშუალებაო ვერ გავიგე. 20 დოლარია სხვაობა რაც ვნახე. თU სხვადასხვა იარაღებია. იქნებ ამიხსნათ წესიერად მცოდნეებმა. ერთი ფასი თუ არის მარადა ჯობს
gela
ციტატა(ბაიკერი @ Feb 26 2014, 10:00 PM) *
რატომ ამბობთ რომ თუ გაქვს საშუალებაო ვერ გავიგე. 20 დოლარია სხვაობა რაც ვნახე. თU სხვადასხვა იარაღებია. იქნებ ამიხსნათ წესიერად მცოდნეებმა. ერთი ფასი თუ არის მარადა ჯობს

მეტი რაღა წესიერად აგიხსნათ? ყველამ რაღაც თავისი აზრი ჩამოაყალიბეს და მეც იმხელა ტექსტი და შედარებები მოგიყვანე, რომელს რა პლიუს მინუსი აქვს, მაინც კითხულობ ამიხსენითო, მაშინ კონკრეტულად დაწერე. იმ ყველაფრის გარდა რაც მე ჩამოვწერე და რაზეს სხვებმა გიპოასუხეს კიდევ რა გაინტერესებს და კიდევ რაზე გაქვს შეკითხვები? თორე ასე მგონია სულ ტყუილად ჩამოგიწერე ის პროსტინა, რომლისთვისაც თვალი წესიერად არ გადაგივლებია და კიდევ იგივე კითხვას სვავ, თუ რომელი ჯობიაო, აბა რა ვიცი, მაგაზე რაღა უნდა გიპასუხოთ?
ja_ja
ბაიკერი
ეს თემები თუ გაქვს წაკითხული?

1) Benjamim Marauder - ახალი თოფი, ახალი ხედები
2) Hatsan AT44w-10 - ენერგია, ხმა და ჰაერი

წესით ამომწურავი ინფორმაციებია მანდ თუმცა დაკონსპექტებულად და ამოკრეფილი ინფორმაციის სახით გელამ მგონი მაქსიმუმი ინფო მოგაწოდა დანარჩენი რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ ხელს შეავლებ ერთსაც და მეორესაც და მერე შენითვითონ გადაწყვიტავ რომელისკენ უფრო მიგდის გული.
ბაიკერი

gela
არა ვერ გამიგე. ყველაფერი წავიკითხე და მადლობელიც ვარ. უბრალოდ ფასები ერტი და იგივეა მგონი რა ლინკებიც დავდე. ნუ 20$ ანსხვავებს. და თვითონ იარაღებში ხომ არ არის სხვაობათქო. ანუ 420 დოლარიოანი მარადიორი და კიდევ 510 ადევს მგონი შავია. იგივე კალიბრი. ეს იაფიანი და ის ძვირიანი ხო იგივეა ფერის გარდა?
geojorjika
ბაიკერი
ჰაცანი თბილისში 800 ლარი ღირს და მარადიორი 1500 თუ მეტი
ბაიკერი
geojorjika
ა თბილისის ფასები უთქვამთ? არ ვიცოდი. დიდი მადლობა ყველას. შევეცდები მალე შევიძინო პცპ. და შემოგიერთდებით. აღარ შეგაწუხებთ ზედმეტი კითხვებით 24.gif
gregory
ციტატა(giorgi @ 27th February 2014 - 12:20 AM) *
ბაიკერი ჰაცანი თბილისში 800 ლარი ღირს და მარადიორი 1500 თუ მეტი

geojorjika
მერე მარადა ნასოსიანად ღირს მაგდენი wink.gif

ReMiNgToN
მარადიორი დაითრიე გირჩევნია... მითუმეტეს ეხლა უკვე დიდი სხვაობა აღარაა ფასში smile.gif
ilariona
რა თქმა უნდა მარადა, ჰაჩიკა ვინ ჩემი ფეხებია smile.gif

foxi
მარაუდერს სადაც გინდათ და როცა გინდათ იქ გააბახებს ჩემი ქარხნული ჰაცანი! ნადირობაში რა თქმა უნდა. ქაღალდებს მე არ ვესვრი. wink.gif
gialo
ციტატა(foxi @ Feb 28 2014, 10:41 AM) *
მარაუდერს სადაც გინდათ და როცა გინდათ იქ გააბახებს ჩემი ქარხნული ჰაცანი! ნადირობაში რა თქმა უნდა. ქაღალდებს მე არ ვესვრი. wink.gif

good.gif
ilariona
foxi
ქაღალდი მხოლოდ თოფის სტაბილირ სროლას ამოწმებს,

მე ჯერ არცერთი ჰაჩიკა არ მინახავს რომ სტაბილურად ისროდეს.

მარადას კი ერთი ლულის შეცვლა უნდა და იდეალური სანადირო იარაღი ხდება.

okela84
კონკრეტულ კითხვებზეც საკმაოდ ამომწურავად გიპასუხეს და საიტზეც საკმარისი ინფოა, გადმოკოპიებული რევიუები არ არის. ორივე თOფი საკმაოდ ბევრს ქონდა და პრაქტიკული ცოდნაც გაგიზიარეს. ჩემი აზრით საკმარისი რჩევები მიიღე და დანარჩენი უკვე გემოვნებაზე და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ბაიკერი
ციტატა(ilariona @ Feb 28 2014, 11:13 AM) *
foxi
ქაღალდი მხოლოდ თოფის სტაბილირ სროლას ამოწმებს,

მე ჯერ არცერთი ჰაჩიკა არ მინახავს რომ სტაბილურად ისროდეს.

მარადას კი ერთი ლულის შეცვლა უნდა და იდეალური სანადირო იარაღი ხდება.

აუ ეს რაღა იყო. ლულის შეცვა რაღაში უნდა ან რისი ლულა უნდა დაუყენდეს? scratch_one-s_head.gif
foxi
ციტატა(ilariona @ 28th February 2014 - 11:13 AM) *
მე ჯერ არცერთი ჰაჩიკა არ მინახავს რომ სტაბილურად ისროდეს.

არც მარაუდერი. ლულის შეცვლამდე. უბრალოდ ჩემი ჰაცანი გამომადგა ალბათ. ბოლოს ოპტიკა როდის გავასწორე აღარც კი მახსოსვს.
ისეთი სიზუსტით ისვრის აირ არმსზეც კი ამაღებინა ხელი. არა და ყველაზე მაგრად აირ არმსი მინდოდა გახსოვთ ფორუმელებს.
ბაიკერი
ლულა რა ჯდება? ან ადვილია შეცვლა?
ikaaa

foxi
ციტატა(kakha @ 28th February 2014 - 07:02 PM) *
ისეთი სიზუსტით ისვრის აირ არმსზეც კი ამაღებინა ხელი.

ვიცი რო ქაღალდზე სროლა არ გიყვარს, მარა ერთხელ მაინც გეცადა, არ გაინტერესებს როგორ ჯრუფს გააკეტებს? smile.gif
iorama
დავითას მარადიორს ლულა კიარა და ყიდვისას რო დაურეგულირა კაკომ სიჩქარე ისიც კი არ შეცვლილა მარა კი იცით რა შედეგებს იძლევა. მაგას ვერცერთი ხაჩიკა ვერ იზავს დარწმუნებული ვარ.
ბაიკერი
და რა შედეგებია რო იცოდე ქარხნული თოფით გეტყვი- ბოლნისის შეჯიბრზე ქულებში 50 შესაძლოდან 49 ქულა. ჯგუფებში კი იმავე დღეს არ ჩათვლილი(ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო) სამი ტყვია ერთ ''დირკაში''. კიდევ ერთი საპრიზო ადგილი რომელიც ამ დილის 5 საათზე,თან ''ბუხოი''-ზე არ მახსენდება smile.gif
რჩევით მე ვერაფეს ვერ გირჩევ, აგრამ მე ცალსახად მარადიორს ვანიჭებ უპირატესობას
ბაიკერი
ვსიო გადავწყვიტე. უეჭველი მარადიორს ვიყიდი. ფასიც იგივეა. მადლობა ყველას
tarasuna
XISICO PCP გამოცდილო აირგანელებო მაინტერესებს ეგ კლევმო როგორია და თუ გირს 400ლარის გადახდა, რა სიჩქარე აქვს 10.5 გრანიანი ტყვით და 40-50 მეტრზე თუ მოინადირებს იხვისხელა ფრინველს?
ბაიკერი
გირჩევ დაამატო და დისკო იყიდო. ბევრად ჯობია
smekosmeko
ჰაცანით თითქმის ყოველდღე ვნადირობდი სხვადასხვა ობიექტზე სხვადასხვა სიტუაციებში და სხვადასხვა ამინდში. შედეგი? არცერთ სიტუაციაში არ უმტყუნია, იდიალურად ისვრის, სიზუსტე მაღალი აქვს. 120 მეტრზე მელოტასხელა ობიექტს თითქმის (იდეალურად ჩასაფრებული) სტაბილურად იღებს ყველა გასროლიდან. მე მაგრად მასიამოვნა ამ იარაღმა. ვერ ვიტყვი რომ მარადა ცუდია, მე დიზაინით მარადა მომწონს, მაგრამ ჰაცანს მხოლოდ ის დაიწუნებს ვისაც არ უნადირია სისტემატიურად ამ კონკრეტული ფიშტოთი. აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება ჰაცანმა უამრავი მოდელი გამოუშვა დახვეწლი და უფრო დიდი ენერგიის მქონე.

ასევე არსებობს ატ44-ის ლონგ ვერსია უფრო მეტი ენერგიით + ვალტერის ლულით. ამას მერე ცოტა ხელს სეავლებ და მე პირადად დარწმუნებული ვარ მარადას ბევრად აჯობებს. ერთი დიდი პლიური მარადას აქვს მოდერი ლამაზად გაკეთებული. არ ვაღიარებთ მაგრამ დროა ვთქვათ რომ მარადა და ჰატსანი (ატ44) ერთი დონის იარაღია. ხოლო დანარჩენი ჰაცანის ახალი მოდელები ჯობს მარადას.

Yუ ფასით ვადარებთ მაშინ არა ატ44-ი არამედ უნდა შევადაროთ hatsan bt65-ს. მარადამ რომ hatsan bt65-ს აჯობოს ამის 2% შანსი არსებობს მაქსიმუმ.
ბაიკერი
ეს ენერგიებზე ლაპარაკი ჩEმი აზრით უაზრობაა რადგან 4.5 კალიბრს ფაწტიურად საკმაო ენერგიით აფრენენ ორივე. გრძელი თურქი ზებგერითIთ ისვრის და აზრი? აი 25 კალიბრშI უკვე მგელია Bტ 65 მარა ეგ კალიბრი სად გვაქ smile.gif
soso66
მოგესალმებით.მე ორივე თოფი მაქვს და შედარებაც შემიძლია.ერთად-ერთი პლიუსი მარადასი არის ბევრად უკეთესი ბალანსი.
და ეს მართლაც სერიოზული პლიუსია,განსაკუთრებით ხელიდან სროლისას. დანარჩენი ან გემოვნების ამბავია ან ხაჩიკა ჯბია.
სიზუსტეზე მე ვერ ვიმსჯელებ იმიტომ,რომ ორივე თოფი ჩემზე უკეთესად ისვრის.
koknar
ციტატა(ბაიკერი @ 23rd February 2015 - 01:13 AM) *
გრძელი თურქი ზებგერითIთ ისვრის და აზრი?

გეთანხმები, ზებგერითი სიჩქარე პნევმატურ ტყვიებზე აბსულიტური უაზრობაა. ალბათ ლულიდან 4-5 მეტრში ჩამოდის 290 ზე. აეროდინამიკა საერთოდ სხვაა აქვს, ეგრევე გააძრობს ჰაერი ზედმეტ ჯოულებს და მერე ჩვეულებრივად იფრენს გინდა 280 ით გისროლია
koknar
ზებგერითი ცეცხლასროლის ბაზარია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.