დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Discovery (USA)
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
koknar
Power_VANO
არაა, მე ამ დისკოს დაშლას ჯერ არ ვაპირეფ სანამ ლულიდან ჟანგი არ წამოუვა, ადრე ყოველ კვირა ვშლიდი და ვეფერებოდი ვსმასკავდი, როგორც ჩანს არ უხდება მაიდამაინც ჭრელება. არადა დასაშლელია sad.gif პროსტატა ჭირს....
hunter87
ციტატა(Power_VANO @ Dec 10 2011, 06:18 PM) *
hunter87
გადახარჯვა გაქვს საკმაო, ეტყობა სიჩქარეებზე აშკარად.

ერთი რაც ჯა_ჯა-მ გითხრა, მიმწოდებელზე უკან რეზინის ჩამოცმა დამატებით.

მეორე, გადამშვები ზის რეზერვუარსა და ლულას შორის, იმასაც უნდა რეზინების ჩამოცმა, ისიც აპარებს ხოლმე ჰაერს გასროლისას.

მესამე, მარადიორის სასხლეტი მექანიზმი. ნამდვილად სუპერ ტუნინგია დისკოსთვის, შედარება არაა, ცა და დედამიწაა დისკოს და მარადას მექანიზმები.
სიჩქარეებს რაც შეეხება, დაახლოებით ესე უნდა ისროდეს გამართული დისკო, საშუალოდ 260 მ/წმ უნდა გქონდეს დაახლოებით 40 გასროლაზე: http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&a...ost&p=46770

მაგ გაქრონვისას ჩემს დისკოზე იდგა მარადიორის სასხლეტი მექანიზმი და დამატებითი რეზინები, როგორც მიმწოდებელზე, ასევე გადამშვებზე.

+ ასევე გადაიკითხე თავიდან ბოლომდე როგორც ეს თემა, ასევე ესეც: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=272

ბევრ სასარგებლო ინფოს ნახავ შენი ფიშტოს შესახებ.

დიდი მადლობა საჭირო ინფორმაციისთვის
hunter87
ვის შეუძლია მითხრას რა დამიჯდება ჩემი დისკავერის ჭკუაზე მოყვანა. მარადიორის სასხლეტს მე ვიყიდი და დამრტყმელ ზამბარასაც თუ საჭიროა, უბრალოდ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ გაქრეს გადახარჯვა, გაიზარდოს სიჩქარე და სიზუსტე, და რა დამიჯდება ეს ყველაფერი. მარადიორის სასხლეტის დაყენებისას როგორც გრიგოლმა მითხრა მცირე ტიუნინგია საჭირო და შაიბების დაყენება უნდაო, ვის გაქვთ დაყენებული და რამდენად შედეგიანი იყო სასხლეტის გამოცვლა? ჯაჯა შეგიძლია დამეხმარო დისკოს ჭკუაზე მოყვანაში?
doctor
hunter87


მე მაქვს დისკო მარადიორის სასხლეტით და მოდიფიცირებული მიმწოდებლით, კიდევ ოპტომ რაღაცეები აქვს მოდიფიცირებულ ლვ ლულა და დავითუსის კონდახით. რაც შეეხება სასხლეტს ნამდვილად კარგია და უნდა შეცვალო ჩ.მ.ა.
ilariona
hunter87

ვინაიდან შენს პოსტში მხოლოდ ციტატა იყო და ისიც არა სრული, მივაშლი და რაც გინდოდა დაგეწერა ხელახლა დაწერე.

hunter87
მადლობა ილარიონა, არ ვიცი რატო მოხდა მასე მე სრული პოსტი დავწერე, ალბათ ჩემმა კომპმა აურია.

doctor
მეც ვაპირებ მარადიორის სახლეტის დაყენებას და კიდევ რაღაც-რაღაცეების გაუმჯობესებას, ეს ნებისმიერ იარაღს სჭირდება რომ მფლობელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს :) ლულის შეცვლას რაც შეეხება ჯერ ადრეა, ესეც საკმარისია სანადიროდ 60 მეტრამდე. აი მარადიორი რომ მქონდეს მაშინ კი შევუცვლიდი ლულას დიდ მანძილზე ვარმინტინგისათვის, დისკოს შემთხვევაში კი დარწმუნებული ვარ ნადირობისას არსებით სხვაობას არ მომცემს
Power_VANO
hunter87
მარადიორის სასხლეტი მექანიზმი ჯერჯერობით მგონი მარტო მე მაქვს და doctor-ის დისკოზეა დაყენებული. მთელი ამბები რა და როგორ, ამ თემაშია: http://www.airgun.ge/forums/index.php?show...c=1311&st=0
თავისი შაიბების იდეამდე მისვლით.

შედეგით მე პირადად კმაყოფილი ვარ. რეალურად იღებ ძალიან ხარისხიან ორ-საფეხურიან სასხლეტს, დისკოს სასხლეტი მექანიზმი მაგასთან აჩრდილიც არაა smile.gif მოკლედ, დისკოს ტუნინგის აუცილებელი დეტალია სასხლეტი კოლოფის გამოცვლა, ჩმა.

გადახარჯვას რაც შეეხება, ზედა პოსტშიც მოგწერე, ორი ადგილია ძირითადში, საიდანაც ჰაერი იპარება სტოკ დისკოში - ერთი მიმწოდებელი, მეორე - გადამშვები. ერთ ცალ ოც-თეთრიან სანთებელას ყიდულობ, შლი და ორივე დეტალისთვის იღებ რეზინებს smile.gif
tengo
ციტატა(Power_VANO @ 12th December 2011 - 02:20 PM) *
გადახარჯვას რაც შეეხება, ზედა პოსტშიც მოგწერე, ორი ადგილია ძირითადში, საიდანაც ჰაერი იპარება სტოკ დისკოში - ერთი მიმწოდებელი, მეორე - გადამშვები. ერთ ცალ ოც-თეთრიან სანთებელას ყიდულობ, შლი და ორივე დეტალისთვის იღებ რეზინებს

გეთანხმები,მიმწოდებელზე საჭიროა რეზინის ან ახვა რამის გაკეთება და ეფექტს ეს რათქმაუნდა იძლევა, მაგრამ გადამშვებზე დამატებითი რეზინას გაკეთება (მხედველობაში მაქვს კონუსის მხარე)არავითარ ეფექტს არ იძლევა , თუ ყურადღებით დააკვირდები ,მიხვდები რომ იმ ადგილას რეზინისგან რაიმე ეფექტის მიღება უბრალოდ გამორიცხულია. შედეგი მხოლოდ კაპრონისგან დამზადებულმა გადამშვებმა შეიძლება მოგცეს.
ჩემი აზრით თავისი ქარხნული გადამშვები მშვენივრად მუშაობს ,მთავარია ის ერთი რეზინა რომელიც მას აქვს ქარხნულად არ იყოს გახეული ან დამჯდარი ,თვითონ გადამშვები არ იყოს დაზიანებული და აწყობისას არ ქონდეს გადახრა.
ja_ja
hunter87
ციტატა(hunter87 @ 12th December 2011 - 12:31 PM) *
ჯაჯა შეგიძლია დამეხმარო დისკოს ჭკუაზე მოყვანაში?

ნუ სასხლეტის დაყენებაში დახმარება ნამდვილად არაა საჭირო, მაგის გარანტიას გაძლევ, ყიდულობ და აყენებ, უვრალოდ რაიმე დაუყოლიე სასხლეტსა და დისკოს ტრუბას შორის, ასე 0.5 მაქსიმუმ 1 მილიემტრიანი და მგონი ყველაფერი კამფეტივით იქნება.

რაც შეეხება გადახარჯვას და მის შველას, ეუფ smile.gif.... მანდ ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძLება იყოს, და მაგის პოვნა ენდ ჭკუაზე მოყვანა.... აი მინიმალური ჩამონათვალი:

1) სასხლეტი - ნუ იდეაშI ცვლი
2) გადამშვები
3) გადამშვების რეზინები
4) აწყობილი როგორაა
5) დამრტყმელი
6) ზამგარა
7) მიმწოდებელი თავისი რეზინით
8) კლაპანი
9) დამტყმელის ადგილი სადაც მოძრაობს - ( ხაოიანი ზედაპირი ხომ არ აქვს, ან ჟანგები, არ მიქარო მანქანის ზეთი და რაღაც მანდ არ ჩაასხა, უარეს შედეგს მიიღებ)

პროსტა ამ ზამთარში მაგ ყველაფრის ჩალიჩი ისე მეზარება ისე .... smile.gif, ნუ გამოვრიცხოთ ზამბარა და სასხლეტი, მაგეებს კი გამოცვლი, ნახე რომ დამრტყმელი სადაც მოძრაობს იქ ზეთი არ იყოს, ამოამშრალე ეგ ადგილი თუ რაიმე ეგეთს აღმოაჩენ.

მიმწოდებლამდე ჩასვლა შენთვის ცოტა რთული იქნება, კროსმანს დურაკული პოლიტიკა აქვს, ვინტი რომელიც კოლოფს და რეზერვუარს აერთიანებს რაღაც დურაკული თავითაა მაგის ექვსკუთხედს აქ ვერ იშოვი, ჯობია, ვარსკვლავისებური კლუში გამოიყენო, ნიტო T6 ნიტო T5.

დანარჩენი ჯერ დაშალე და სურათები დაყარე ვნახოთ რა ხდება, თუ ვერ მოაბავ თავს, მერე კიბატონო ერთად ვეჩალიჩოთ.

P.S. ისე გრიშას ასევე დაეკითხე დისკოს კლაპანი თუ აქვს რეზერვში, ვთქვათ და დაგვჭირდეს.... ნუ თუ არა აქვს, ეგეც არაა დიდი პრობლემა, ბოლო-ბოლო მაქვს რამდენიმე ზაპასად.
hunter87
'ja_ja' გაიხარე ჯიგარი ხარ, მაგ ყველაფერს გადავამოწმებ და დაგიკავშირდები, მე ჯერ ამ სისტემის იარაღში საიმისოდ არ ვერკვევი რომ დავშალო, ცდები კიდე უცხო იარაღზე არ მიყვარს, მირჩევნია მცოდნე პიროვნებას მივანდო ეგ საქმე ვუყურო და ვისწავლო, რაც არ ვიცი იმ საქმეს ხელს არ ვკიდებ. თან ჩემი უცოდინრობით არ მინდა რამე გავაფუჭო
hunter87
ცოტა ხნის წინ ფერონის დახმარებით ჩემს თოფს უბორკა ჩავუტარე smile.gif როგორც ჯაჯამ მირჩია დავახვიე კაპრონი ზატვორზე დამაგრებულ რეზინთან, გამოიცვალა დამრტყმელი ზამბარა და სასხლეტიც მარადიორის დადგა. შედეგი თვალში საცემია, სროლა გახდა უფრო სასიამოვნო და სიზუსტეც გაუმჯობესდა, გასროლისას ჰაერი აგარ იპარება და მოხვედრისას ტყვია მეტ დეფორმაციას განიცდის. სიზუსტეს არ ვუჩივი. მაგრამ არის ერთი მომეტი, სასხლეტი ღიად დარცა ვინაიდან დისკავერის სასხლეტისგან განსხვავებით მარადიორის სასხლეტს არ მოჰყვა დამცველი რგოლი. რის გამოც სასხლეტი და დამცველი ულამაზოდაა გამოსული კორპუსიდან და ტან დაუცველია, მე მაქვს ერთი ვერსია, რამე ძველი თოფის სასხლეტის დამცველი რკალი ვიშოვო და მცირე გადაკეთების მერე დავაყენო დისკოზე, იქნებ თქვენც რაიმე მირჩიოთ?
Power_VANO
hunter87
ჰო, შეიძლება რაიმე გადააკეთო და ის დააყენო.

მე ვნახე ასეთი გამოსავალი - გრიგოლს ჩამოვატანინე Crosman Challenger 2009-ის დამცველი რკალი და ის დავუყენე. პირდაპირ დგება გადაკეთების გარეშე.

აი ესეთი:

ja_ja
hunter87
ნუ შედეგს გილოცავ.

რაც შეეხება რკალს, შეგიძლია შენ რაც თქვი ეგ სინჯო ან მარტივი რაღაც გააკეთე, რკინის პალასა აიღე (უმჯობესია, ნერჟავეიკა), და მიეცი სასაურველი ფორმა და ეგაა რა smile.gif

დიდი შრომა და ფასი ეგ არ დაჯდება, მაქსიმუმ გაწმენდა გაპრიალებაზე მოგიწიოს ჩალიჩი.



აი ვანოსაც დაუგდია ის სურათი რაც მე შემოგთავაზე გააკეთე შენით მეთქი smile.gif
gregory
Power_VANO
ხომ არ გახსოვს რა დაგიჯდა? blush.gif
Power_VANO
gregory
აი ეგ აღარ მახსოვს ნამდვილად მაგრამ იმდენი არ დამჯდომია რომ მენანა ყიდვა, ეგ კი მახსოვს biggrin.gif
gregory
მგონი 15 ლარი დაჯდა, თუ არ მეშლება unknw.gif
საქმე იმაშია, რომ საბუთები ეხლა ხელთ არ მაქვს და crosmans ნაღდად არ მინდა მივწერ ეს რა ღირს თქო: ისედაც სექტემბრის ტვირთისთვია მადლობა არ მომიხდია და არც ვიცი დამაკლეს რამე თუ არა smile.gif
hunter87
უბრალოდ მაქვს 1 ცალი wink.gif

hunter87
ციტატა(Power_VANO @ Dec 24 2011, 06:57 PM) *
hunter87
ჰო, შეიძლება რაიმე გადააკეთო და ის დააყენო.

მე ვნახე ასეთი გამოსავალი - გრიგოლს ჩამოვატანინე Crosman Challenger 2009-ის დამცველი რკალი და ის დავუყენე. პირდაპირ დგება გადაკეთების გარეშე.

აი ესეთი:


მადლობა რჩევისთვის, ნამდვილად ჭკვიანურია, თან ბევრი წვალებაც არ სჭირდება . ნამდვილად უფრო ჭკვიანურია და მოსახერხებელი. ესეიგი მოჩარხვა და რაღაცეების დაყენება თუ არ სჭირდება და პირდაპირ დგება საჩემო ყოფილა smile.gif

ციტატა(ja_ja @ Dec 24 2011, 07:08 PM) *
hunter87
ნუ შედეგს გილოცავ.

რაც შეეხება რკალს, შეგიძლია შენ რაც თქვი ეგ სინჯო ან მარტივი რაღაც გააკეთე, რკინის პალასა აიღე (უმჯობესია, ნერჟავეიკა), და მიეცი სასაურველი ფორმა და ეგაა რა smile.gif

დიდი შრომა და ფასი ეგ არ დაჯდება, მაქსიმუმ გაწმენდა გაპრიალებაზე მოგიწიოს ჩალიჩი.



აი ვანოსაც დაუგდია ის სურათი რაც მე შემოგთავაზე გააკეთე შენით მეთქი smile.gif

მადლობა გაიხარე
hunter87
ჯაჯა უკვე ვიყიდე კროსმან ჩელენჯერის სასხლეტის დამცავი რკალი, ზუსტად ისეთი სურათზე რომაა, მარა დაყენება არ გამოდის. კონდახი რომ მოვხსენი და მოვარგე რკალი კი დაჯდა კარგად, მარა როგორ დავამაგრო ვე გადამიწყვეტია, სასხლეტის წინ ერტი ხვრელი დარცჰა მარა ის გაჩარხული არაა ისე რომ ვინტი ჩაჯდეს, ათას რამე სვფიქრობ მარა არ ვიცი რომელი უკეთესია, ხან წებოთი დავაპირე დაწებება და ხან სხვა ემთოდები ვცადე. შენ რას მირჩევ?

Power_VANO შენსაზე როგორ დააყენე?

რამე დამატებითი დაგჭირდა?

სახლეტის გამოცვლამ აშკარა შედეგი გამოიღო ადრე თუ საყრდენი უნდა მომენახა ისე მესროლა და მორტყმა ჭირდა, ეხლა ხელიდანაც კარგად ვესვრი, მიუხედავად იმისა რომ ფიქსირება შეუძლებელია. გუშინ 4 ნასროლი მიყოლებით გავარტყი, 1 ტყვია 1 ტრუპი, თან ყველა ხელიდან, მანძილი 20-25 მეტრი იყო. ხოლო ყვანჩალას 50 მეტრი მინიმუმ იქნებოდა რომ დავასვი, შედეგი აშკარაა და ასეც ვიცოდი, უბრალოდ სასხლეტი ძალიან ულამაზოდაა დარჩენილი და ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონო უკვე აპრობირებულ მეთოდს დავჯერდები. რას მირჩევთ?
feroni
რო მოარგე და დააჯდა რატო ვერ დაამაგრე ის თქვი, ვინტი არ წავიდა თუ რა ხდება? იმ ხვრელს რეზბა არ აქვს ანუ? მემგონი უნდა ქონგეს უბრალოდ სხვა ზომის ვინტი გჭირდება, თუ არადა ტოკარს კიდევ ერთი ხვრელი გააკეთებინე სასხლეტის დამცავზე და პირდაპირ კონდახზე მიამაგრე სამარეზი შურუპებით
hunter87
ციტატა(feroni @ Jan 6 2012, 08:45 PM) *
რო მოარგე და დააჯდა რატო ვერ დაამაგრე ის თქვი, ვინტი ატ წავიდა ტუ რა ხდება? იმ ხვრელს რეზბა არ აქვს ანუ? მემგონი უნდა ქონგეს უბრალოდ სხვა ზომის ვინტი გჭირდება

კი იმ ხვრელს რეზბა არ აქვს
feroni
ციტატა(hunter87 @ 6th January 2012 - 08:49 PM) *
კი იმ ხვრელს რეზბა არ აქვს

ჰოდა მაშინ კონდახზე მოარგე სამარეზი შურუპებით, ოღონდ მეორე ხვრელი იქნება გასაკეთებელი რო მარტო ერთ შურუპზე არ იჯდეს და იქეთ აქეთ არ იაროს
gregory
hunter87
ეხლავე დალაგდება ეგ ამბავი wink.gif

hunter87
ეგეც შეიძლება, ხეზე დაჯდეს სამარეზით, მარა მეორე დირკა მართლა დასჭირდება, ეგეც ვიფიქრე, აქვე მივუტან სახელოსნოში ტოკარს და ჩემი მითითების მიხედვით გავაკეთებინებ ისე რომ ხეზე დასამაგრებლად ორი საყრდენი ჰქონდეს, მაგრამ მე მაინც მეტალზე დამაგრება მირჩევნია და მაგ გზებს ვიხილავ, ამ დღეებშI ტოკარსაც ვაჩვენებ
Power_VANO
hunter87
ციტატა(hunter87 @ 6th January 2012 - 08:42 PM) *
Power_VANO შენსაზე როგორ დააყენე?

გრიგოლმა დამირეკა ახლა smile.gif

მოკლედ, მეტჩიკით მოვჭერით რეზბა მე და ჯა_ჯა-მ მაგ ახალ-რეზბამოჭრილ ნახვრეტში გავუშვი ვინტი smile.gif მოკლედ, მოჭერი მაგაში რეზბა.
hunter87
ციტატა(Power_VANO @ Jan 6 2012, 08:58 PM) *
hunter87

გრიგოლმა დამირეკა ახლა smile.gif

მოკლედ, მეტჩიკით მოვჭერით რეზბა მე და ჯა_ჯა-მ მაგ ახალ-რეზბამოჭრილ ნახვრეტში გავუშვი ვინტი smile.gif მოკლედ, მოჭერი მაგაში რეზბა.

ხეში მოჭერი თუ რკინის კორპუსზე, თუ დამცავ რკალზე?

რამდენად მყარია დამაგრება? ხეზე რომ დავამგრო არ მაქვს იმედი რომ კარგად დაიჭერს

გრიგოლ და პოვერ ვანო მადლობა ყურადღებისათვის smile.gif

ეხლა დავაყენე და მაგარი სიმპო რამე გამოდის biggrin.gif თავდაპირველს ბევრად სჯობიაsmile.gif რეზბის მოჭრა და დამაგრებაღა აკლია და კუკლაა. ტოკარი შეიძლება არც დამჭირდეს მეთითონ დავამუშავებ დრელით
hunter87
Power_VANO თუ შეგიძლია იქნებ სურათი მაჩვენო როგორ გაქვს დამაგრებული დამცავი რკალი?
gregory
Power_VANO
და სხვა უკვე არსებული ვინტი(რაც იმ რეზბაზეა) არ არსებობს?
ანუ როგორც ვხვდები, იმ ვინტის რეზბაზე დასვით მარადას კოლოფი?
და კოლოფზე რომ ნორმალური რეზბა მოიჭრას, არა?
Power_VANO
gregory
კი კი, ზუსტად კოლოფზე მოვჭერით რეზბა.

ციტატა(hunter87 @ 6th January 2012 - 09:11 PM) *
თუ შეგიძლია იქნებ სურათი მაჩვენო როგორ გაქვს დამაგრებული დამცავი რკალი?


ხვალ დილით გადავუღებ სურათს და დავდებ smile.gif

ციტატა(hunter87 @ 6th January 2012 - 09:04 PM) *
რამდენად მყარია დამაგრება?

სიმყარით ძალიან მყარია smile.gif
Power_VANO
ესეც სურათი:

gregory
Power_VANO
ანუ იმ "რადნოი" ვინტის ჩამოტანას აზრი არა აქვს?!
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 7th January 2012 - 12:37 PM) *
ანუ იმ "რადნოი" ვინტის ჩამოტანას აზრი არა აქვს?!

არაა საჭირო, მგონი M5 რეზბა მოვჭერით თუ არავცდები და მშვენივრად დაჯდა ყველაფერი.

თავიდან 4.2 მილიმეტრიანი სვერლოთი უნდა ამოხვრეტვა (ძველი ანუ არსებული რეზბა რომ ცოტათი მოცილდეს) და მერე M5 -ი რეზბაა მოსაჭრელი და ვსიო. სილამაზისთვის ელიავაზე შეიძLება მოკლე შავი მრგვალთავიანი (ქუდის ბრტყელი ძირით) ვინტის დათრევა 10-20 თეთრად და სულ ეგაა smile.gif
hunter87
Gaixaret madloba yvelas daxmarebistvis
ilo
მოგესალმებით ყველა ფორუმელს!!!

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძაან მაგარი ფორუმია და ძაან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე პნევმატური იარაღის შესახებ, დიდი მადლობა ამისთვის.

ერთ თვიანი შედარებებისა და ორჭოფის შემდეგ მივეღე გადაწყვეტილება შემეძინა ჩემი პირველი პნევმატური იარაღი და არჩევანი შევარჩერე ბენჟამენ დისკოვერზე, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი და ჰობი გახდა.

პ.ს. ბათუმში თუ მოხვდებით ან რაიმე დაგჭირდებათ მინდა გითხრათ, რომ ბათუმში ერთი თანამოაზრე უკვე გყავთ ჩემი სახით.
ასევე თუ ვინმე არის ამ ფორუმზე ბათუმელი პცპ-შნიკი ჩემს გარდა smile.gif კარგი იქნებოდა მოგვეწყო გასვლები, გაგვეზიარებინა იდეები და გამოცდილება ერთმანეთისთვის.

ilariona
ilo

სალამი და კეთილი იყოს შენი კლავიატურა ამ ფორუმზე, ამასთან ერთად გილოცავ 2013 წელს.

ახლა კი კითხვა მაქვს:

ციტატა(iglait @ 1st January 2013 - 01:21 PM) *
ერთ თვიანი შედარებებისა და ორჭოფის შემდეგ მივეღე გადაწყვეტილება შემეძინა ჩემი პირველი პნევმატური იარაღი და არჩევანი შევარჩერე ბენჟამენ დისკოვერზე, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი და ჰობი გახდა.


როგორც მივხვდი უკვე შეიძინეთ პნევმატური თოფი, ვისგან და სად? რა მდგომარეობაში? რომელი ოპტიკა აყენია?

ისე კი გილოცავთ ახალ შენაძენს და გისურვებთ წარმატებით მის გამოყენებას, მთავარია ბათუმში ყვავები გაწყდეს biggrin.gif


geojorjika
ilo

კეთილი და პატიოსანი, როგორც მივხვდი ამდენი ხანია შენს ნიკს ვაკვირდები რომ კითხულობ და არ წერ, ეს უკვე კარგია რომ ჯერ უკვე ნაფიქრალს და დაწერილს ეცნობი და პირდაპირ კითხვებით არ იწყებ, მოკელდ გილცავ ახალ შენაძენს და დანიშNულებისამებრ გამოგეყენებინოს გამიხარდება კიდევ ერთი აქტიური და მოაზროვნე წევრი თუ შემოემატება ჩვენს ფორუმს

ilariona

ციტატა
როგორც მივხვდი უკვე შეიძინეთ პნევმატური თოფი, ვისგან და სად? რა მდგომარეობაში? რომელი ოპტიკა აყენია?


ეჭვი მაქვს CHICO30 -ს გან იყიდა

CHICO30
ჩემი დისკო აქვს მაგას ანუ ყოფილი გეოჯორჯიკასი biggrin.gif

კეთილი იყოს შენი ფეხი ილოჯან ფორუმზე.

ზედ აყენია bsa 6-24X40 ოპტიკა.
ilo
ilariona
geojorjika
CHICO30

გაიხარეთ. დიდი მადლობა!!!

ასევე ყველას გილოცავთ ახალ წელს. ამ წელში ყველას გისურვებთ პნევმატურის შესახებ კანონის შეცვლის და ვისაც რა პნევმატურის შემოტანა გსურთ ამ წელში შეგეძინოთ. smile.gif

ციტატა(ilariona @ 1st January 2013 - 12:37 PM) *
როგორც მივხვდი უკვე შეიძინეთ პნევმატური თოფი, ვისგან და სად? რა მდგომარეობაში? რომელი ოპტიკა აყენია?


ყოფილი CHICO30-ის დისკო უკვე ჩემია smile.gif

bsa 6-24X40 ოპტიკა უყენია.



დისკო რო შევიძინე ეგრევე გავექანე სოფელში სროლის დასამუღამებლად, თავიდან გამიჭირდა კარგი ჯგუფების გაკეთება თან მსუბუქი ტყვიებით ვისროდი 7.9 გრანიანებით crow mugnium_ით და premier hollow point-ით. ბოლოს კარგი ჯგუფები გამომივიდა (1-2 სანტიმეტრიანი ზუსტად არ გამიზომია).

ამასობაში მოსაღამოვდა და ხეზე ბეღურებიც შემოჯდა. 20 მეტრის მანძილზე პირველს ვესროლე ფრთაში მოხვდა, ჩამოვარდა შეშინებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად დახტოდა ძირს, smile.gif
მეორე დაჯდა, ვესროლე, უთავოდ ჩამოვარდა.
მესამეს ტანის ქვედა ნაწილში მოხვდა სულ შიგნეულობა ქონდა დაფლეთილი.
მივხდი, რომ ამ თოფით ბეღურებზე სროლა არ ღირს.

მერე ტბაზე წავედი და იხვებზე ვცადე ნადირობა, უმეტესი აცდა ზოგი მოხვდა, მაგრამ ვერაფერი ვერ დავაკელი იხვებს, მხოლოდ ერთი დაიჭრა შესამჩნევად, რო მოვარტყი უჩვეულოდ ჩაიწია წყალში მარტო კისერი და თავიღა ჩანდა წყალს ზევით, მაგრამ ერთი წუთში ამოიწია ისევ და გაცურა შუა ტბაში. მივხდი, რომ 7.9 გრანიანებიც არ არის კარგი ტყვიები ამ ტოფისთვის და ცოტა გულიც ამიცრუვდა ჩემ დისკოზეც.

გაქრონვა მინდოდა, მაგრამ, რადგან ქრონი არ მქონდა ავიღე 4 ლუდის ბოთლი (მეტი ბოთლი არ აღმომაჩნდა biggrin.gif) დავაწყე 50 მეტრში, დამაინტერესა თუ გატეხდა, ვესროდი 10.5 გრანიან cum-ებს ოთხივე მიყოლებით დაიმსხვრა.

გუშინ ისევ წავედი იხვებზე სანადიროთ ჩემი დისკოთი და 10.5 გრანიანი cum-ებით. ორმოცამდე ტყვია ვისროლე. თავიდან უმუტესი ავაცილე რადგან თავში ვუმიზნებდი მყარი საყრდენიც არ მქონდა. გადავწყვიტე ტანში მესროლა. საბოლოოდ ორ იხვს სკვაზნოი გავუკეთე და ნასიამოვნები დავბრუნდი ნანადირევით სახლში.


foxi
გილოცავ გაფორუმელებას.ბათუმში ბევრი როკერი მეგობარი მყავს. smile.gif იმედია ჩვენც ვიმეგობრეთ.
კარგია რომ ნადირობის მუღამიც გაქვს. დისკოს cp ებიც მოწონს და baracuda hunter ებიც. იასნია ყველა მძიმეა. სანადიროდ მაინც baracuda hunters ებს, გირჩევ.
ilo
foxi

მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ. smile.gif
CHICO30
ილო. ნელ ნელა სრული გაწმენდა დაამუღამე და ვინაიდან ბათუმში ცხოვრობ ხშირად წმინდე და ნესტიან ადგილებს მოარიდე. ძალიან უცებ იცის ხოლმე ჟანგის მტვერის აკიდება. სადმე ფეჩთან შორიახლოს ან გათბობასთან ან თაროზე რაც შეიძლება მაღლა.
ilo
CHICO30

ვცდილობ ჩიკოჯან smile.gif
ilo
ამ ვიდეოზე რას იტყვით?



ხო მარტლა ახალი შედეგი მაქვს smile.gif 7 გასროლა 40-50 მეტრში ფეხზე დგომით, 5 ზუსტად მიზანში, შედეგი 4 იხვი.

რო დავამუღამე რაღაც ძაან მარტივი გახდა სროლა. smile.gif
CHICO30
ილო გადაიღე ხოლმე ნანადირევი და ადგილები და კარგი პოსტი დადე 1

ხო გითხარი დამუღამება უნდა სროლას და მერე არ გაგიჭირდებათქო.

სად პოულობ ამდენ იხვებს უნდა ჩამოვიდე 1 ბათუმში.
ja_ja
იმას ვიტყბვი რომ ცეცხლსასროლს წმინდავს ... ნუ პნევმოზეც იგივე შეიძლება, მაგრამ არა ყველაზე...

დისკოზე მე არანაირად რეკომენდაციას არ გავუჭევდი ლარუნის ჩოთქს, ეგ საჭიროა მაშინ როდესაც ძალიან ძალიან ჩაბინძურებულია ლულა, დისკოზე კი მაგის მიღება ძალიან ძნელია იმის გამო რომ სუსტი ხრახნები აქვს და ტყვიის ნახედი ზედ ბევრი არ რჩება... ნუ პლიუს შოკიც არ აქვს მაგ ოფის ლულას

ასევე გაითვალისწინე რომ კროსმანის ლულებს ახასიატებს სუსტი ფოლადი... მართალია ლატუნი უბანძეს რკინასაც ვერ დაჩხაპნის, მაგრამ მე პირადად მაინც თავს შევიკავებდი ლატუნის ჯაგრისის გამოყენებისგან
CHICO30
ლულაში თუ ასვინცოვკა ან რამეს დაინახავ მაშინ შეგიძლია გაუსვა ჩოთქი 1-2 ჯერ. ისე რამე მაგარი ნაჭერი და ეგაა
ilo
ციტატა(CHICO30 @ 3rd January 2013 - 07:01 PM) *
სად პოულობ ამდენ იხვებს უნდა ჩამოვიდე 1 ბათუმში.


რო ჩამოხვალ გაჩვენებ კარგ ადგილებს biggrin.gif

აი მეორე ვიდეოეს



უფრო შეეფერება დისკოს როგორც ვხდები, მაგრამ ესენი რაღაც სხვა ზეთებით წმენდენ...
tarasuna
ფორუმელებო მაგ diskos ზედ მანომეტრი რომ უყენია ანუ შნევის მაჩვენებელი, თუ წეიძლება მაგისი დათრევა ან ყიდვა ცალკე?

ფორუმელებო მაგ diskos ზედ მანომეტრი რომ უყენია ანუ შნევის მაჩვენებელი, თუ წეიძლება მაგისი დათრევა ან ყიდვა ცალკე?
geojorjika
შეიძლება , გრიგოლთან, ამაზონზე ან იბეიზე და მრავალ ინტერნეტ მაღაზიაში

შენ ის თქვი რისთვის გინდა თორემ ეგ 2000 PSI-ის დიაპაზონია და პატარა წნევებს ვერ გაზომას, მაგ ისეთს რომელიც მულტიკოპრესულ თოფებში იქმნება, მანდ ერთსაფეხურიანი ნასოსია და დიდი წნევის შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია
tarasuna
geojorjika მაწინ რომელი მანომეტრი გამომადგება ასე 1200-1000 fps მიჩვენოს
geojorjika
tarasuna
და მაგდენ.წნევას ქმნის კომპრესული.პნევმატიკა ეთსაფეხურიანი ნასოსით?

პ.ს. არათემატურად ნუ პოსტავ , შესაბამის თემაში დაპოსტე ან თუ არ არის ახალი გახსენი, უკვე მეორედ გეუბნების ამას
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.