დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატიკა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2
TORA
გამარჯობათ პნევმატური თოფის ყიდვა მინდა სანადიროდ და ძმურად მირჩიეთ რომელ ვიყიდო ძლიერი რო იყოს და ნადირიც რო მოკლას ველი პასუხს smile.gif))
okela84
iaragi.ge-ზე შედი და მანდ არის კარგი არჩევანი smile.gif
ja_ja
DaV1nCh
მდაა კითხვაა, მოკლედ არ ვიცი smile.gif, ნუ დიდ ბოდიშს მოვიხდი წინასწარ იმაზე რასაც დავწერ, მაგრამ აშკარად მცდარი წარმოდგენები გაქვს და გადამეტებული მოლოდინები, ან არასწორად ასახელებ მიზნებს, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ....


ციტატა(DaV1nCh @ 3rd December 2013 - 12:28 PM) *
ძლიერი რო იყოს და ნადირიც რო მოკლას


მმმმ... ეეეეე ისა კაცო smile.gif ვაა რა ქვია.... ეგ რომელ ნადირზეა საუბარი? ლომი, ვეფხვი, დათვი, ტირონაზავრი smile.gif რაის ნადირი კაცოუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პნევმატიკაა 4.5 (ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს - პეპელაა კაცო, პე-პე-ლა)

ჰა-ჰა კურდღელი გააგორო ისიც თუ დაბოლილია და დაჯდა სადმე გაუნძრევლად smile.gif არანაირი ოცნებები ისეთი ზომის არსებებზე როგორიცაა - მელია მგელი, ტურა ნუ ზემოთ ხომ საერთოდ... ნუ ახლა ვირთხა თუ ნადირში გადის არ ვიცი

მოკლედ ჯობია ზუსტად დასვა ამოცანა, ანუ კუნკრეტულად რისთვის გინდა?

როგორც ვხვდები ნადირობაზე გაქვს აქცენტირება, ძალიან კაი, ახლა ბიუჯეტიც უნდა დაასახელო და რაც მთავარია სანადირო ობიექტების გაბარიტები, როგორც ზემოთ დავწერე, ვირთხა, ციყვი და რაცხა ეგეთი არსებიბი კიბატონო, მაგრამ კურდღლის ზემოთ უკვე... უფრო ორიენტაცია ფრინველზე უნდა გქონდეს და არა ნადირზე, რადგან 4.5-იანი პნევმატიკის არეალში არ ხვდება ნადირი როგორც ასეთი.

მოკლედ იმისათვის რომ მართებულად და ზუსტად გირჩიოს ხალხმა თუ რომელ იარაღზე ჯობს ყურადღების გაჩერება სასურველია ჯერ ხალხს მიაწოდო შემდეგი ინფო:

1) გამოყენების ძირითადი სფერო
2) ბიუჯეტი
3) პნევმატიკის ტიპი (თუ შერჩეული გაქვს რა თქმა უნდა)
4) ნადირობის სპეციფიკაციები (ანუ ჩამჯდარი ერთი ადგილიდან, თუ ხეტიალი ტყეღრეში), წესით შენი აღნაგობაც რომ დაასახელო ხალხს დაეხმარება იმაში რომ აგარჩევინოს მსუბუქი ან მძიმე იარაღი
5) სანადირო ობიექტების გაბარიტები
6) სამუშაო (ანუ სანადირო) დისტანციები


პირველი ორი და მეექვსე აუცილებელი პარამეტრია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მოგწერს ისეთივე პასუხს როგორიც ზედა მომხამრებელმა დაწერა, ზოგი იმ მაღაზიაში გაგიშვებს, ზოგი ამ მაღაზიაში, მაგრამ კონკრეტიკა აფსოლუტურად არ იქნება.
TORA
ჰო კურდღელს ვგულისხმობ მე და ეგეთს რა უფრო სანადიროდ 500 ლარის ფარგლებში შორს სანადიროდაც რო იყოს ძლიერი თოფი მოკლედ
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(DaV1nCh @ Dec 3 2013, 01:35 PM) *
ჰო კურდღელს ვგულისხმობ მე და ეგეთს რა უფრო სანადიროდ 500 ლარის ფარგლებში შორს სანადიროდაც რო იყოს ძლიერი თოფი მოკლედ

თუ არ ვცდები, კურდღელზე და ზოგადად ცხოველებზე ნადირობა პნევმატიკით აკრძალულია საქართველოში და ასე თამამადაც ნუ ახსენებ smile.gif მაგ ფასში კიდევ რავიცი რავიცი.. კი შეგიზლია რაღაცის ყიდვა მაგრამ "ნადირი" biggrin.gif მეეჭვება რო მოკლას biggrin.gif biggrin.gif
okela84

ციტატა(DaV1nCh @ 3rd December 2013 - 01:35 PM) *
ჰა-ჰა კურდღელი გააგორო ისიც თუ დაბოლილია და დაჯდა სადმე გაუნძრევლად

biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
ja_ja


ჰა-ჰა კურდღელი გააგორო ისიც თუ დაბოლილია და დაჯდა სადმე გაუნძრევლად smile.gif არანაირი ოცნებები ისეთი ზომის არსებებზე როგორიცაა - მელია მგელი, ტურა ნუ ზემოთ ხომ საერთოდ... ნუ ახლა ვირთხა თუ ნადირში გადის არ ვიცი



ესეც ნუ იტყვი, foxi-s და ტურას ამბავი დაგავიწყდა? smile.gif
TORA
ამაზონიდან ან მანდედან რო გამოიწერო საბაჟოზე შემოიტან ? და ეს pcp იარაღი რას ნიშნავს
name
ასე მგონია უბრალოდ, ლირიკული გადახვევით დაეთანხმე კურდღელიო, მაგრამ ბოლოში მაინც ახსენებ სანადიროდ ძლიერი თოფი იყოსო, გატყობ ისევ ძლიერობანა თოფი გინდა, ხოდა ja_ja მგონი ახლიდან გიწევს იგივე ნაირად ჩამოუწერა ძლიერ თოფებზე )))

DaV1nCh
ძლიერი პნევმატიკები ბევრია, ზოგი მაღალ ფასიანი ზოგიც დაბალი მაგრამ სხვა მინუსები აქვს და ასე შ....
500 ლარში საკმაოდ ნორმალური სიძლიერი პნევმო მოგივა, ოგღონდ ზამბარა დგუშიანი და მგონი ნიტროს სამბარიანი, პცპ არ მოგივა გარდა გამონაკლისი შემთხვეაში, წეგან კაი გირჩია ერთ ერთმა ფორუმელმა iaragi.ge
okela84
კურდღელს თითქმის ნებისმიერი პნევმატიკა ააფართხალებს თავში თუ გაარტყი, მაგრამ ნუ ჯაჯას თქმის არ იყოს, პნევმატიკისთვის სასროლ მანძილზე ძაან ძნელია საქართველოში კურდღლის გაუნძრევლად პოვნა და მერე თავში გარტყმა 500 ლარიანი პნევმატიკით smile.gif
TORA
ამაზონიდან რო გამოვიწერო საბაჟოზე გამოატარებენ ?
ja_ja
ნუუუ დასმულ კითხვებზე პასუხი მაინც არ გამეცი, უფრო სწორედ ნაწილობრივი პასუხი გამეცი.

მოკელდ მოდი ასე ჩამოვყალიბდეთ, დიდი განსხვავებაა ძლიერ და ზუსტს შორის. ძლიერი არის, მაგალითად Hatsan Mod 125 ანუ მისი ძლიერი ძმები Mod 135 და Mod 155 მარა ნუ ჩემს მტერს რა მაგათი ძალა, ხელებს მოგამტვრევს დატენვისას, ბეჭს დაგინგრევს გასროლისას და ხელებში იხტუნევებს ისე თითქოსდა გავარვარებული რკინა გიჭირავსო, შედეგად რათ გინდა მაგის ძალა თუ ეს ყველაფერი ხელს შეგიშლის მიზანში მოხვედრაში?

აქ ბევრს ვურჩიეთ არ გინდა მაგი იარაღი თქვა, მარა ბევრი ფასს მისდევს... 330-350 ლარი მაგარი მომხიბლავია. ნუ ყიდულობენ და ბოლოს 2-3 კვირაში მაიმარკეტზე აგდია ხოლმე ეგ იარაღი გასაყიდად, მაგ იარაღის მომხმარებელს კი სამუდამოდ ვკარგავთ ხოლმე იმიტომ რომ მცდარი და არასასიამოვნო შეგრძნებები რჩება პნევმატიკაზე sad.gif

ნუ 500 ლარიან ბიუჯეტში PCP სამწუხაროდ ვერ ჩაეტევა, ასევე გამოირიცხა ნაკლები ძალის გამო პისტოლეტები და co2-ზე მომუშავე თოფები.

დაგვრჩა ძირითადად ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა, ანუ გადასატეხ ლულიანები.

მანდ გვაქვს ასეთი სიტუაცია არის რკინის ზამბარებზე და ჰაერის ზამბარებზე (ეგრეთწოდებული "ნიტრო")- 500 ლარამდე იარაღები სამწუხაროდ რკინის ზამბარიანები დიდი ძალით და თან სიზუსტით, ანუ ორივეთი ერთად არ ხასიათდებიან, ან ერთი აქვს ან მეორე, ანუ შედარებით სუსტი და სამაგიეროდ ზუსტი, ან ქაჯური ძალა და სიზუსტე ნოლი.

მოკლედ რკინის ზამბარიანი ძლიერი და ზუსტი უნდა ეძებო ძირითადად 500 ლარის ზემოთ, ძირითადად გერმანულები. ასე რომ მანდაც მგონი გავიფილტრეთ და დავრჩით ნიტრო სისტემაზე.

ნიტრო სისტემაზე კი გვაქვენ ერთადერთი არჩევანი, ამერიკული კომპანია Crosman-ი. ნუ მაგ შემთხვევაში okela84-მ ერთერთი სწორი არჩევანი მიგითითა, crosman-ის ქართული წარმომადგენლობა არის iaragi.ge.

ახლა დავუბრუნდეთ კონკრეტულ მოდელებს....

ჩემის აზრით არ ღირს Benjamin Nitro-ზე გაჩერება, ნამეტანი დიდი მუტრუკია, ძალა დიდი აქვს და მძიმეც არის, ნადირობისას კი ეგ ორი ფაქტორი ხელის შემშლელია და არა აქვს მნიშვნელობა ჯანიანი კაცი ხარ თუ სუსტი ახალგაზრდა. მოკელდ ბევრი რჩევას არ ითვალისწინებს და მაინც ძლიერისკენ იხედება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, მაგრამ პირადად მე არ გირჩევდი არანაირად.

უფრო ჯობია გაჩერდე შემდეგ მოდელებზე (და ერთერთი ამოირჩიო):

Remington Nitro
Nitro Venom Dusk
Nitro Venom
Vantage NP

ძირითადად ყველა ერთი ძალის და სიზუსტის მატარებელია, არჩევანი უნდა გააკეთო მხოლოდ შენი გადასახედიდან რომელიც უფრო მოგეწონება, რომელი უფრო დაჯდება შენს ტანზე და ბოლო არჩევანი იქნება ხის და პლასტიკატის კონდახებს შორის. (ნუ ითვლება და სახეტიალოდ უფრო პლასტიკატის კონდახი ჯობია, რადგან არ სველდება, ნაჩხაპნებს მეტად უძლებს, ჭუჭყი ისე არ ემჩნევა და დიდი მოვლა არ უნდა ხის კონდახისგან განსხვავებით, მაგალითად გაპრიალება, მასტიკის წასმა და ასე შედმეგ)

ნუ ოპტიკა ყველას მოყვება, ახლა არჩევანი შენ უნდა გააკეთო რომელი ოპტიკა გირჩევნია, ცვლადი თუ ფიქსირებული.


მგონი სულ ეგაა რა smile.gif დალშე გრიშას უნდა დაუკავშირდე და ფასები გაარკვიო რომელი გინდა და რომელი არ გინდა.
Dave
DaV1nCh

შე კაი ადამიანო გადახედე ჯერ ფორუმს, გადაიკითხე რამოდენიმე თემა მაინც, დავიჯერო ვერ ნახე შენთვის სახარბიელო იმფორმაცია ამ საათივით აწყობილ ფორუმზე ?! აი თუ გეზარება და მარტივად გინდა ყველაფრის ასე ვთვათ მოყომარება მაშინ მე ნაღდად არ დაგეხმარეი და იმედია არც არავინ დაგეხმარება აქედან .....

ადამიანი გეუბნები ჩამოგვიწერე კრიტერიუმები, თავისი ნუმერაციით და დაკონკრეტებული მიზნებით. დაგიწერა ადამიანმა და შენ ისევ აი ამაზონიდან რომ გამოვიწერო რა იქნება, დააკავებენ, არ დააკავებენ ? ჯერ გაერკვიე საერთოდ რა გინდა, როგორც მინიმუმ 4-5 შენთვის სასარგებლო თემა გადაიკითხე და აი მერეც თუ ვერაფერს მიხვდი მერე უკვე ყველა დაგეხმარება smile.gif
TORA
და გრიშა ვინ არის რო ამიხსნა და მერე ტელეფონი მომცე smile.gif))
ja_ja
DaV1nCh
მოკელდ ცუმპაცუმპით და ცეკვაკცეკვით მიდიხარ და იზეპირებ აი ამ თემას, იცოდე მოვალ და შევამოწმებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაც შეეხება გრიშას, მაგი არის, მაგ საიტის მფლობელი ტელეფონს კი მისსავე საიტზე ნახავ. და წინსწრებით გაფრთხილებ არ დავინახო ფორუმზე ღიად დაწერილი იყოს ვინმეს საკონტაქტო ინფორმაცია (ნებისმიერი სახის, იქნება ეს ელ-ფოსტა, ტელეფონი, სკაიპი, თუ ნებისმიერი სხვა რამ, მაგისთვსი არსებობს PM-ი) გადახედე ფორუმის წესებსაც თორემ ისე ვამჩნევ მალე ბევრ წესს დაარღვევ და პირველადი ახალი შემოსული მომხარებლის ჩვეულ საჯარიმო სანქციებსაც აიკიდებ smile.gif

ასე რომ ნურც თავს ჩაიგდებ შარში და ნურც ადმინისტრაციას ჩცააყენებ უხერხულ მდგომარეობაში smile.gif

და მოგწერე ამ Benjamin Nitro-ს და Trails ნუ გაეკარები მეთქი smile.gif მარა მაინც მაგისკენ გაგირბის თვალი, თან 0.22-იანს აქ არ შემოგატანინებენ.

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 3rd December 2013 - 02:26 PM) *
ესეც ნუ იტყვი, foxi-s და ტურას ამბავი დაგავიწყდა?

არ დამავიწყდა, მაგრამ მანდ რამდენიმე ფაქტორი იყო, პირველი გასროლის მერე დიდ მანძილზე დევნა, მეორე საკონტროლო გასროლა და .... პლიუს ნუ გამორიცხავ დამთხვევითობასაც, ყოველთვის ეგრე არ ემთხვევა ყველა ფაქტორი, ასე რომ გამონაკლისი ... ნუ გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს მუდმივ ფაქტორს.
ikajava
მოიცა და კურდღელზე, ტურაზე, მელაზე და ა.შ. ნადირობა დაშვებულია??
ja_ja
კურდღელზე არცერთი იარაღით არაა დაშვებული ადირობა გარდა სპეციალური კერძო სანადირო მეურნეობებისა.

მელია არ ვიცი და ტურა და მგელიც რომ აკრძალულია და ლამის მინისტრის ხელის მოწერა უნდა ეგ ვიცი თუ არა და მიგარჭობენ ბრაკონიერის იარლიყს და ვავა მერე წამოვა შტრაფი შტრაფზე.
geojorjika
ერთხელ და სამუდამოდ

საქართველოში თავისუფალი ნადირობა ყველაფერზე გარდა განსაზღვრული ტიპის გადამფრენი ფრინველებისა, ისიც კვოტის შესაბამისად ნადირობა აკრძალულია

კერძო სანადირო მეურნეობებში თუ გინდა დინოზავრებზე ინადირე არავინ არაფერს არ გეუბნება
piettro
ციტატა(ja_ja @ Dec 3 2013, 08:53 PM) *
კურდღელზე არცერთი იარაღით არაა დაშვებული ადირობა გარდა სპეციალური კერძო სანადირო მეურნეობებისა.

მელია არ ვიცი და ტურა და მგელიც რომ აკრძალულია და ლამის მინისტრის ხელის მოწერა უნდა ეგ ვიცი თუ არა და მიგარჭობენ ბრაკონიერის იარლიყს და ვავა მერე წამოვა შტრაფი შტრაფზე.


ტურა იმდენია ჩემთან, კვირაში ორ სამს მაინც აგორებენ biggrin.gif ერთი მონადირე მყავს მეზობელი, ცოცხლადაც დაუჭერია რამდენჯერმე. ზრდასრულიც და ლეკვებიც smile.gif

კიდევ რომ დაიჭერს, ფოტოებს დაგიდებთ smile.gif
Der Rote Baron
ააახრინეწ 6.gif
TORA
ja_ja ბენჟამინ ნიტრო უფრო ძლიერია ბენჟამინ ტრეილი თუ რემინგტონ ნიტრო და ის რა პონტია Steyr LG110 HP 4.5mm ძლიერი თოფია? და მოკლედ ესე მოვიფიქრე რო გამოვიწერ ამაზონიდან და სჰენი რჩევა მჭირდება ორ გადამაწყვეტინო რომელი გამოვიწერო შორს რო ვინადირო ფრინველზეც კურდღელზეც და სიმძიმეს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ძლიერი თOფი იყოს რო მითხარი ბენჟამინზე რო .22 იანებია .177 დევს ამაზონზე
http://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-...40mm+riflescope აი ეს ნიტროა და http://www.amazon.com/Benjamin-Trail-Weath...+.177+air+rifle ეს ტრეილი და რატო არ მირჩევ ამათ ამიხსენი smile.gif) ველი პასუხს
dato_janashvili
DaV1nCh
ძაან გულითაც რომ გინდოდეს .22-იანს ვერ ჩამოიტან საქართველოში, კანონით აკრძალულია.
piettro
DaV1nCh
dato_janashvili -ს ვეთანხმები, .22 ანუ 5.5 კალიბრის პნევმატიკას ვერ შემოიტან საქართველოში. საბაჟოზე გააჩერებენ და ჩამოგართმევენ smile.gif
ja_ja
DaV1nCh
ეს უკვე ბოლოჯერ გაფრთხილებ, ფორუმის წესები გადაიკითხე, მართლა ხუმრობის გარეშე, კოპი პეისტებს ნუ ყრი. აქ პოსტი დადე PM-ში იგივე მომწერე, რა იყო ბადეს მიგებ სად გაგცემ პასუხს?

კიდევ ერთხელ გამოგიჭერ წესების დარღვევაში და მერე ნუ დარჩები ნაწყენი.

DaV1nCh
ციტატა(DaV1nCh @ 4th December 2013 - 05:19 PM) *
ველი პასუხს

გამეცინა smile.gif რაის პასუხს ელი smile.gif ოდნავ რაიმე თუ მაინც დაგიძებნია მოგიძიებია? რაის Steyr LG110 HP???? ადრე დაწერე ბიუჯეტი მაქსიმუმ 500 ლარია. იცი მაინცა რა ღირს ეგ იარაღი ასე დიდის ამბით რომ მოიხსენია? 10-ზე გაამრავლე შენი ბიუჯეტი და კიდევ ზემოდან ასე 3-4 ათასი დაამატე, ჩაჯდები 10 000 ლარშI და მერე თუ ხელში ეგ თანხა გექნება მერე ვილაპარაკოთ მაღალ მატერიებზე smile.gif

შტაირი კი არა არცერთი PCP არ მოვა შენს ბიუჯეტში... და ბოლოს რასაც ვწერ იმას წაკითხვა უნდა. ჯერესერთი მოგწერე Pm-ში ნუ მწერ რჩევებზხე მეთქი დადე ფორუმზე. შენს გარდა სხვასაც შეიძლება ჰქონდეს კითხვები და ის გამოიყენებს (თუ რა თქმა უნდა საერთოდ წაიკითხავს, ახალ თაობას საერთოდ არ უყვარს არაფრის წაკითხვა, შემოვა და ეგრევე ყველამ პასუხი უნდა ჩააბაროს, ამასობაში შენამდე 2000 კაცს რომ იგივე პასუხი მიწერა ხალხმა და ყველა უკვე ნერვებზეა ერთი და იგივეს წერით მაგი არავის აღელვებს, მერე აფეთქება იწყება და - რას მერჩI რა დავაშავეო smile.gif )

დავწერე რომ 4.5-იანზე მეტს არ შემოგატანინებენ მეთქი, შენ თუ კითხვა არ გიყვარს რა ვქნა? დაუკვეთე 0.22, გინდაც 0.25, ჯანდაბას აღარ ვიჟმოტოთ და ბარემ 9 მილიმეტრიანი იყოს ან ვაბშე 0.44-იანი ან 0.50-იანი, ნებისმიერი ეს იარაღი ჩამორთმეული იქნება საზღვარზე, კიდევ თუ ბოროტი მებაჟე შეგხვდა კანონის დარღვევისთვის ერთჯერად ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოგიწერს 600 ლარის სახით. მერე ვუკაჩაოთ იმ ტიპს რატომ დაგვაჯარიმა smile.gif

არ შეიძლება დღევანდელი კანონების გადამკიდე 4.5-ზე მეტის შეძენა და შემოტანა.

და ბოლოს მე რომ დაგიოგდე ლინკი სტატიის სადაც თოფების კლასებზე იყო საუბარი წაიკითხე რამე თუ გახსენი ნამეტანი დიდი იყო და დაიკიდე? რისთვისაა თუ იცი დაწერილი? იმისთვსი რომ ყოველი ახალბედა გაერკვეს რასთან აქვს საქმე იყიდოს მამონტი თოფი და ემოციებს აყვეს თუ ადეკვატური თოფი.

ხომ მოგწერე ესეთი რამე

ციტატა(ja_ja @ 3rd December 2013 - 03:46 PM) *
მოკელდ ცუმპაცუმპით და ცეკვაკცეკვით მიდიხარ და იზეპირებ აი ამ თემას, იცოდე მოვალ და შევამოწმებ


მერე რომ ვერ მაბარებ პასუხს smile.gif რა გიყო ახლა smile.gif

მოთოკე ამბიციები, ნუ წარმოიდგენ ტავს რემბოს პონტში თოფით ხელშI და მეზობლები თუ მეგობრები რომ ნერწყვით იხრჩობიან შენს დანახვაზე. არ მოხდება ეგეთი რამე, ან მოხდება 1-2 კვირიანი ეფექტით, მერე კი წყევლით გაიქცევი და გაყიდი მაგ თოფსაც, ამ გართობასაც დაივიწყებ და ფორუმიდანაც გაიქცევი ისე როგორც შენამდე არაერთი მოქცეულა. თუ მართლა რაიმე ინტერესი გაქვს ნუ გააწბილებ ხალხს, ჯერ კაკ მინიმუმ სულ მინიმუმ 1-2 კვირის საკითხავი მასალა გაქვს ფორუმზე გადასახედი, გასაანალიზებელი და მხოლოდ შემდეგ შეგიძლია რაიმეზე ფიქრის დაწყება.
monadire.
ციტატა(ja_ja @ 4th December 2013 - 09:50 PM) *
DaV1nCh
ეს უკვე ბოლოჯერ გაფრთხილებ, ფორუმის წესები გადაიკითხე, მართლა ხუმრობის გარეშე, კოპი პეისტებს ნუ ყრი. აქ პოსტი დადე PM-ში იგივე მომწერე, რა იყო ბადეს მიგებ სად გაგცემ პასუხს?

კიდევ ერთხელ გამოგიჭერ წესების დარღვევაში და მერე ნუ დარჩები ნაწყენი.

DaV1nCh
ციტატა(DaV1nCh @ 4th December 2013 - 05:19 PM)
ველი პასუხს
გამეცინა რაის პასუხს ელი ოდნავ რაიმე თუ მაინც დაგიძებნია მოგიძიებია? რაის Steyr LG110 HP???? ადრე დაწერე ბიუჯეტი მაქსიმუმ 500 ლარია. იცი მაინცა რა ღირს ეგ იარაღი ასე დიდის ამბით რომ მოიხსენია? 10-ზე გაამრავლე შენი ბიუჯეტი და კიდევ ზემოდან ასე 3-4 ათასი დაამატე, ჩაჯდები 10 000 ლარშI და მერე თუ ხელში ეგ თანხა გექნება მერე ვილაპარაკოთ მაღალ მატერიებზე

შტაირი კი არა არცერთი PCP არ მოვა შენს ბიუჯეტში... და ბოლოს რასაც ვწერ იმას წაკითხვა უნდა. ჯერესერთი მოგწერე Pm-ში ნუ მწერ რჩევებზხე მეთქი დადე ფორუმზე. შენს გარდა სხვასაც შეიძლება ჰქონდეს კითხვები და ის გამოიყენებს (თუ რა თქმა უნდა საერთოდ წაიკითხავს, ახალ თაობას საერთოდ არ უყვარს არაფრის წაკითხვა, შემოვა და ეგრევე ყველამ პასუხი უნდა ჩააბაროს, ამასობაში შენამდე 2000 კაცს რომ იგივე პასუხი მიწერა ხალხმა და ყველა უკვე ნერვებზეა ერთი და იგივეს წერით მაგი არავის აღელვებს, მერე აფეთქება იწყება და - რას მერჩI რა დავაშავეო )

დავწერე რომ 4.5-იანზე მეტს არ შემოგატანინებენ მეთქი, შენ თუ კითხვა არ გიყვარს რა ვქნა? დაუკვეთე 0.22, გინდაც 0.25, ჯანდაბას აღარ ვიჟმოტოთ და ბარემ 9 მილიმეტრიანი იყოს ან ვაბშე 0.44-იანი ან 0.50-იანი, ნებისმიერი ეს იარაღი ჩამორთმეული იქნება საზღვარზე, კიდევ თუ ბოროტი მებაჟე შეგხვდა კანონის დარღვევისთვის ერთჯერად ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოგიწერს 600 ლარის სახით. მერე ვუკაჩაოთ იმ ტიპს რატომ დაგვაჯარიმა

არ შეიძლება დღევანდელი კანონების გადამკიდე 4.5-ზე მეტის შეძენა და შემოტანა.

და ბოლოს მე რომ დაგიოგდე ლინკი სტატიის სადაც თოფების კლასებზე იყო საუბარი წაიკითხე რამე თუ გახსენი ნამეტანი დიდი იყო და დაიკიდე? რისთვისაა თუ იცი დაწერილი? იმისთვსი რომ ყოველი ახალბედა გაერკვეს რასთან აქვს საქმე იყიდოს მამონტი თოფი და ემოციებს აყვეს თუ ადეკვატური თოფი.

ხომ მოგწერე ესეთი რამე

ციტატა(ja_ja @ 3rd December 2013 - 03:46 PM)
მოკელდ ცუმპაცუმპით და ცეკვაკცეკვით მიდიხარ და იზეპირებ აი ამ თემას, იცოდე მოვალ და შევამოწმებ

მერე რომ ვერ მაბარებ პასუხს რა გიყო ახლა

მოთოკე ამბიციები, ნუ წარმოიდგენ ტავს რემბოს პონტში თოფით ხელშI და მეზობლები თუ მეგობრები რომ ნერწყვით იხრჩობიან შენს დანახვაზე. არ მოხდება ეგეთი რამე, ან მოხდება 1-2 კვირიანი ეფექტით, მერე კი წყევლით გაიქცევი და გაყიდი მაგ თოფსაც, ამ გართობასაც დაივიწყებ და ფორუმიდანაც გაიქცევი ისე როგორც შენამდე არაერთი მოქცეულა. თუ მართლა რაიმე ინტერესი გაქვს ნუ გააწბილებ ხალხს, ჯერ კაკ მინიმუმ სულ მინიმუმ 1-2 კვირის საკითხავი მასალა გაქვს ფორუმზე გადასახედი, გასაანალიზებელი და მხოლოდ შემდეგ შეგიძლია რაიმეზე ფიქრის დაწყება.
ასეთი თბილი და ჰუმანური პასუხი არავისთვის გაუცია ამ კაცს ჯერ, wink.gif ხოოოდა დაუჯერეთ! თორემ ხომ წარმოგიდგენიათ ეს გაბრაზებულზე რეებს სჩადის! tako.gif გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები (ფორუმი ამისთვის არსებობს) და დამიჯერეთ, ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი! ვოტ!
TORA
ხოდა მე ის გითხარი რო .177 ბენჟამინ ნიტრო რო გამოვიწერო თქო
TORA
ისე ja_ja benjamin nitro რო მოვძებნო ამაზონზე მაგ სახელით არ ძებნის ტრეილებს აგდებს და მაგას რა ქვია benjamin nps თუ ეს benajmin titan gp nitro piston და .177 კალიბრიანები არი
TORA
ისე ავარჩიე და ტქვენ დამეხმარებით გამოწერაში
iorama
DaV1nCh
რამდენი წლის ხარ?
TORA
15 გაფორმება უნდა ?


http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Tra..._Air_Rifle/2052 აი ნახეთ
cz80
DaV1nCh
ამჟამად გაფრთხილებით და პოსტვის 7 დღიანი შეზღუდვით შემოვიფარგლე..მიზეზი მოგწერე პმ-ში

გადაიკითხე ფორუმის წესები

მგონი 7 დღეში მოახერხებ და გადახედავ ფორუმის წესებს მაინც
bachana
სად დამეპოსტა არ ვიცოდი და რა მაინტერესებს ერთგან ფორუმზე მოვკარი თვალი და რემინგტონი და ვინჩესტერი ქროსმანს ეკუთვნის ხო (ანუ ეს და ეს ამერიკულებია) http://www.mymarket.ge/product_info.php?pr...164&video=1 http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...5911800&p=8
geojorjika
ეგენი არც ერთი არ უდნდა იყოს კროსმანის მოდელი

ja_ja
მაგას დიდი ყურის მოკვრა არ სჭIრდება, გადადიხარ კროსმანის საიტზე და ნახულობ ყველაფერს

უკვე არაერთგან დავწერე რომ კროსმანს აქვს შესყიდული სავაჭროპ მარკები როგორიცაა Benjamin, Crosman, Remingtom, Sheridan, Martin, Whinchester.... ყველა ხსენებული სახელი არის Crosman-ის მფლობელობა და რეალურად კროსმანის ინჟინრების გაკეთებული, შესაბამისი მუშა ხელის წარმოებული, და ბოლოს მარკეტინგის დეპარტამენტი თვლის რომ იმ იარაღს უნდა მიაწეროს ეს სახელი, ამაას ეს სახელი და ასე შედმეგ.....
geojorjika
ja_ja
ოფოციალურ საიტზე მე ეგ მოდელები კონკრეტულად ვერ ვიპოვე
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 30th March 2014 - 10:15 PM) *
ოფოციალურ საიტზე მე ეგ მოდელები კონკრეტულად ვერ ვიპოვე

სადღაა ბლინ, მოიცილა უკვე ყველა ეგ ძველი მოდელი, გამოუშვა ათასეულობით გადასცა დილერებს და თვითონ გადავიდა ახალ მოდელებზე, პლიუს პრაქტიკულად ყველაფერი გადაიყვანა ნიტრო პისტონზე.

კსტატე კროსმანს ის მიდგომაც უყვარს რომ ნაწილ მოდელებს უშვებს და საიტზე არ უდევს ხოლმე, ხშირია რომელიღაც ფირმის დაკვეთილ მოდელებზე, მაგალიტად პირამიდაირს უყვარს ხოლმე რაცხა თავისი კონკრეტული ზახოდების მქონე მოდელის დაკვეტა ხოლმე, ამასობაშI რადგანაც მთლიან სერიაში არაა და მხოლოდ ერთი დამკვეთისთვის კეთდება პარტია, ამიტომაც საიტზე ვერაფერს ნახავ ხოლმე smile.gif
bachana
ანუ ეს თოფები ხარისხით არ ვარგა ვერ გავიგე http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...5918432&p=3 და ესეც მაგატნაირია??
ja_ja
bachana
ციტატა(bachana @ 30th March 2014 - 11:37 PM) *
ანუ ეს თოფები ხარისხით არ ვარგა ვერ გავიგე

და ვინმემ რამე ახსენა ვარგა არ ვარგას პონტში? მე დავაზუსტე მწარმოებლის წარმომავლობა, ხოლო ხარისხზე და ვარგა არ ვარგაზე არაფერი არ მითქვია.

და საერთოდ საიდან მოდის ეს სტრანნი ჭორი რომ არიქა და კროსმანის პროდუქცია ნაგავია ჩინურია და არ ვარგა? ჩინეთში იწყობა ყველაფერი, იქნება ეს პნევმატური იარაღი, მანქანის ამორტიზატორი, ქვემეხი თუ თვითმფრინავის ნაწილი, აღარაფერს ვამბობ ელექტრონიკაზე, მაგრამ სიტყვა ჩინეთი ჩვენთან რომ ნაგავთან ასოცირდება არ ნიშნავს რომ რეალობაშიც ეგრეა.

მაგალითად გადაიკითხე Nikko Stirlin-ის ოპტიკები რა ღირს და რას წერს ხალხი, ოლიმპიადებს იგებენ, ამასობაში ავსტრალიური ფირმაა გადაბარგებული ჩინეთში და იქ უშვებს ყველაფერს...

ანუ ჩინეთში არის, პადვალში გაკეთებული ნაგავი პლანშეტებიც რომელიც ყიდვიდან 2-3 დღეში ფუჭდება, და ჩინეთშივეა აწყობილი APPLE iPhone 4-იც და 5-იც... და რა აქვს ხარისხის მხრივ დასაწუნებელი აიფონს იმის გამო რომ ჩინეთშია აწყობილი? ბოდიში სიტყვაზე და პლანეტის ნახევარი მოსახლეობა აიფონის ხელში დაჭერაზე ანანიზმში გადადის... smile.gif

ახლა ისე არავინ გამიგოს თითქოს და კროსმანის ადვოკატი ვიყო და მის ინტერესებს ვიცავდე, მაგრამ უკვე მერამდენედ ტივტივდება რომ არიქა კროსმანია ჩინურია და ნაგავიაო smile.gif პირველ რიგში კროსმანი არის კანადელების მიერ დაარსებული ფირმა რომელიც ნიუ-იორკშია. მეორეც ესერთი შეისყიდა უმეტესობა სხვა ბრენდები... ბაზარი არაა - არ უშვებს სუპერ პუპერ იარაღებს, მაგრამ თავის კლასში პრაქტიკულად კონკურენტი არ ყავს და მუშაობს ძირითადად ამერიკული ბაზრისთვის.

ამერიკის ბაზარი კი საქონლის გაყიდვის მხრივ არის კატასტროფა. ძალიან პრეტენზიულია, ერთი რაღაც ნიტო და ჩათვალე ჩავარდნილია ბიზნესი, აღარ იყიდება არაფერი და შენს სახელს ყველა ერიდება. აქედან გამომდინარე კომპანიას აქვს შესაბამისი ხარისხის კონტროლიც და მომსახურება სერვისიც. ანუ ჩინეთში მზადდება დეტალების ნაწილი, იქნება ეს ვინტი, კონდახი, პლასტმასის დეტალები თუ სხვა რამე. შემდეგ ეს ყველაფერი ჩადის ამერიკაში და კონკრეტულად ნიუ-იორკის შტატში არსებულ ქარხანაში იწყობა. აქვს თავისი ხარისხის კონტროლიც და შესაბამისი ფასის პოლიტიკაც.

მაგალითად თუ რომელიმე კროსმანის იარაღი ღირს სიტყვაზე 100-150$ იგივე შესაძლებლობის გერმანული ვეირაუხის იარაღი უკვე 500-600 ღირს... იასნია ფასთა სხვაობა ჰაერიდან არ მოდის, იმ გერმანულში კონსტრუქციაც უფრო დახვეწილია უფრო ზუსტი დამუშავებაა, ნაწიბურები არაფერს აქვს, გალოკილია, მარტო ლულა ღირს 100-150$ გერმანულ თოფებში და შედეგად ფასიც მაღალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ არავის არ უნდა ზ.დ.პ-ს ყიდვა 500-600 დოლარად გარდა საქმის მცოდნეებისა, კოლექციონერებისა თუ საქმეში ჩახედულებისა, ფართო მოხმარებელს ამ შემთხვევაში ამოძრავებს ფასი და მაშინ მიჩნდება კითხვა საიდან ეს პრეტენზია რომ სიტყვა ჩინური არ ერიოს ნაწარმში და თან იასნია იაფი უნდა იყოს ისე რომ განბაჟებაში არ მოხვდეს.... საიდან? smile.gif

არაა გლეხი ფირმა კროსმანი, გარკვეული მოდის დამაარსებელიც კი არის, მაგალითად ეგრეთწოდებული ნიტრო პისტონი მიუხედავად იმისა რომ მისი მოგონებული არაა (პირველად Gamo-მ გამოიყენა), იმდენად დახვეწა და იმდენად მოსდო პლანეტას რომ დღეს ჩვეულებრივი რკინის ზამბარის მწარმოებლებს პრობლემები შეექმნათ, იგივე თურქული ჰაჩიკები და ესპანური გამოებიც უკვე ჰაერის ზამბარაზე გადადიან იმიტომ რომ კონკურენციას ვეღარ უწევენ კროსმანს.

ნუ კროსმანი თუ არ მოსწონს ვინმეს და ქიხიაო იძახის, მაშინ ძალიან მაინტერესებს მითხრას იმ კაცმა რომელი ჯობია აბა ჰაცანი, ტორუნი, გამო, ნორიკა... რომელი? ყველა ხსენებული ან უარესი ქაქია, ან პრაქტიკულად იგივე კროსმანია რა განსხვავებაა ამიხსნას იმ შფოთის შემომტანმა რომელი ჯობია smile.gif და რით ჯობია smile.gif

შესაბამისად ფასი ხარისხის ამორჩევისას რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ. წუნი კი შეიძლება როგორც კროსმანის პროდუქციაში იყოს ასევე ვეირაუხის პროდუქციაში, უბრალოდ კროსმანი 10-ჯერ და 50-ჯერ მეტს პროდუქციას უშვებს ვიდრე გერმანელები შედეგად ბაზარზე წუნიც 10-ჯერ და 50-ჯერ მეტი ჩანს, თორემ ორივეს წარმოების პროცენტული წუნი დამერწმუნე ერთი და იგივეა და წუნის გარეშე კიდევ წარმოება თან მასიური არ არსებობს.

კაროჩე ნამეტანი გავაჯაზე, მარა დიდ ბოდიშს მოვიხდი ამაღელვა ამ სტრანნი სიტყვა "ჩინურის" ხსენება biggrin.gif ცოტა ავღშფოთდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
AK5335
გამარჯობათ ხალხო .. ჩემი პირველი პოსტია და სხვა თემაში ვწერ ვიცი ,მაგრამ ახალი თემის გახსნას რა აზრი აქ როდესაც იგივე შინაარსის თემა ეგ ხო და დავწერ რა აქ.....მოკლედ თვენი არ იყოს მეც მინდა გავხდე მფლობელი პნევმატური იარაღის ,რუსული მაქ ძველი ტირის თოფი რომელიც 10 მეტრზეც ვერ სროულობს ზუსტად biggrin.gif და ქაღალდს თუ ხვრიტავს ,მღრნელებზე ხო ზედმეტია საუბარი..ამიტომაც მიდა შევიძინო რამე ნორმალური ხარისხის და ადვილად დასააფგრეიდებელი პნევმატიკა შაშვზე,მღრნელებზე სანადიროდ ..როგორც ყოველთვის რამე საკითხი რო დამაინტერესებს რო არ წავიკიტხო მიმოხილვები და გამოცდილი ხალხის აზრი ისე არ შემიძლია და ამიტომაც ვიკითხე სვადასხვა თემები თქვენ საიტზე და ასევე უცხოურ რუსულ საიტებზეც და ზამბარ დგუშიან და პცპ პნევმატიკა რა წარმოადგენს აზრზე ვარ ..პცპ თავი ნაღდათ ,და ამიტომაც დაინტერესებული ვარ ზამბარ დგუშიანი და ნიტრო სისტემით პნევმატიკებზე ..ამის წინ შევიარე სანადირო მარაზიაში და ვათვალიერებდი ჰატსან 125 მაგრამ უცბათ გადავიფიქრე მისი ზედმეტ სახელის გამო ,რუსულად კი ვიცი მისი ზედმეტ სახელი ქარტულად ალბათ ასე იქნება "ოპტიკის გამანადგურებელი" ..ამიტომაც დავიწყე კიდე ძებნა და მიმოხილვების კითხვა და შევარჩიე Stoeger X20 (გამო ჰუნტერ 440 კოპია) და Crossman x1000 ....ამათ თუ ვიყიდე რომელიმეს მინდა ჩავუდგა გაზის ზამბარა ...რომელის ყიდვა ღირს აქედან ???და იმასაც ვფიქრობ ნიტრო ვენომ ხო არ მეყიდათქო გადაკეთებაც არ უნდა ნიტრო პისტონია ...ეხლა რაც სეეხება პარამეტრებს იარაღის სიზუსტესთან ერთაც მინდა ძალა ქონდეს ნორმალური და ტყვია სამიზნეს რო მოხვდება ამ ცემი რუსული ტირის თოფისგან განსხვავებით მიზანს ან ხვრეტდეს (არ მაქ საუბარი რკინაზე :დ ) და ამიტომაც მაინტერესებს სტოეჯერის ყიდვის შემთვევაში რომ შეუცცვალო პრუჯუნა გაძლიერებულზე რამდენ ჯოული ექნება ძალა ან ნიტრო ვენომს რამდენი აქ ძალა ხომ არ იცით (ვიცი კი რომ აქ ჩამოტანილი იარაღი მოსუსტებული პრუჟუნით ჩამოდის რათა კანონი არ დაირღვეს და 7.5 ჯოულს არ გადაცილდეს ) ..
ასევე ამინტერესებს ყიდვის შემთვევაში მე თვითონ დეკონსერვაციას ვერ გაუკეტებ ფიშტოს და არის ვინმე ვინც აკეთებდეს მაგას და ასევე მოდიფიცირებას ანუ გაზის ზამბარის დამონტაჟებასაც,მიზნის გასწორებას და ას.შ
bachana
ჯაჯა მეც ვიცი რომ კარგი ფირმაა ქროსმანი და მისი იარაღიც მაქ, მარა მე ეგ ვინჩესტერი მეგონა იმენა ჩინელების ანუ ქროსმანს ეკუტვნოდა თუ არა არ ვიცოდი და რახან გავიგე რო თავის დროზე ქროსმანის მიერ იყო გაკეთებული ვიცი რო ცუდი არ იქნება და თურქებს ემჯობინება
ja_ja
ნუ ვაბშეტა კაი გამარჯობა, მაგრამ შემდეგში თხოვნა მექნება - იქნებ ტექსტი აბზაცებად დაყო თორემ თითქოსდა ერთ ამოსანთქვაზე საუბრობს ოპონენტიო ისეთი შეგრძნევა დამეუფლა... დაძაბულობის გამო ბოლო რამდენიმე წინადადებას გადავახტი და ამ ტექსტ რომ ვწერდი მეთქი მაიცა გადავხედო რა უწერია მეთქი კაცს smile.gif ძალიან ძნელია ამხელა ტექსტის ერთ აბზაცად წაკითხვა. ასე რომ კარგად დაუმეგობრდი ღილაკს ENTER და .. smile.gif

რაც შეეხება ხსენებულ იარაღებს Stoger X20 ძალიან შორს არაა წასული Hatsan mod 125-ისგან ასე რომ რა დიდი განსხვავებაა ვერ ვხვდები. პროსტა ერთ ოპტიკის გამანადგურებელის კლიჩკა აქვს და ერიდები და მეორე ნაკლებად ცნობილია და ამიტომაც ჩათვალე რომ არაა გამანადგურებელი smile.gif ? მოკლედ შეეშვი მაგასაც, Stoger-იდან უნდა იყიდო X5 ან X10 დალშე აზრი არ აქვს.

დაივიწყე ზამბარის გაძლიერება და ჰაი ჰუი, ანუ ისევ Hatsan 125-ს მიღებ smile.gif იმ უბედურ თოფს სხვა კი არაფერი აქვს რომ ანგრევს მსროლელსაც და აქსესუარებსაც smile.gif ერთადერთი საზიზღარი რაც მაგ თიოფშია არის, ძლიერი ზამბარაა, რომლის ჩაყენებასაც ლამობ სხვა თოფში რომ მიიღო იგივე ქაქი ზედმეტსახსლის გარეშე smile.gif

ციტატა(AK5335 @ 31st March 2014 - 11:46 AM) *
ვიცი კი რომ აქ ჩამოტანილი იარაღი მოსუსტებული პრუჟუნით ჩამოდის რათა კანონი არ დაირღვეს და 7.5 ჯოულს არ გადაცილდეს

საიდან ასეთი ინფორმაცია? სად ვინ რა გითხრა? რომელი ერთი არის საქართველოში ეგეთი ჩამოტანილი? უმეტესობას ამერიკიდან ჩამოაქვს და კაკრაზ არაფერი შესუსტებული არ აქვს, საიდან ეს ახლად გამომცხვარი ლეგენდა? გინდა აქაური მოწმედი მაღაზია იყოს, გინდა საიტებიდან გამოწერილი და ჩამოტანილი, ეგეთი უაზრობა მე არ გამიგია... შენ შემთხვევით რუსულ ფორუმებზე წაკითხულ ტექსტებს საქართველოს ხომ არ აწერ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნიტრო პისტონის იგივე ჰაერის ზამბარის ჩაყენებაზე კი რა გითხრა... რა თქმა უნდა შეგიძლია ეგრეც ქნა, მაგრამ რატომ ვერ ვხვდები? ზედმეტი ხარჯია, პირდაპირ ნიტრო ზამბარიანი რომ იყიდო გრეხია? არის საქართველოში საკმარისი მოდელები აგერ გადახედე საიტს iaragi.ge ამოირჩიე რომელიც გინდა, უმეტესობა მანდ კაკრაზ ნიტრო პისტონზეა. არის ძვირიანებიც და არის, იაფიანებიც.

მაგალითად შეგიძლია გადახედო მედელებს Nitro Venom, Vantage NP, Titan NP, Remington Nitro, Nitro Venom Dusk და სხვა, მგონი ესენი ძვირი მოდელები არაა, და ყველა ნიტროზეა, აქვეა ჩამოტანილი შეგიძლია მიხვიდე ნახო ფასით აარჩიო და ითრიო (არანაირი შეზღუდვა და უაზრობები) თუმცა შეგიძლია გარისკო და იქედანაც ჩამოიტანო, მარა ამ ბოლო დროს ამაზონიდან ჩამოტანილი ბევრს წუნიანი აღმოაჩნდა, აქ კი პირდაპირ წარმომადგენელთან თრეულობ და რაღაც დაცვა მაინცაა. ყოველ შემთხვევაში ამაზონით საქონლის მოცილებაზე არაა ეგ საიტი.

თუ ნიტრო პისტონს დაითრევ დაივიწყე დეკონსერვაცია, არ სჭირდება ეგეთ თოფებს დეკონსერვაცია, აი თუ რკინის ხვეულ ზამბარიანს დაითრევ, მაშინ გჭირდება, მარა ის კაცი ვინც მაგას აკეთებდა აქ აღარაა, და სხვა ვინმე მოკიდევ თუ არა მაგ საქმეს არ ვიცი....

და საერთოდ რაცხა სტრანნად გიწერია, ნახევარი კითხვაა და ნახევრად შენთვითონ სცემ პასუხს და დევიბენო ცოტა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

svani
ყველას მოგესალმებით მე ახალი წევრი ვარ ფორუმის. მაშასადამე გამოუცდელი..ვერ ვერკვევი პნევმატიკაში... დღეს შევიძინე პნევმატური თოფი TORUN- mod 201 Tasco 3-7x28 ოპტიკით პირველად შევიძინე ტირი ოპტიკის გასწორება მინდა და თუ შეგიძლიათ რომ გამასწორებინოთ და მაინტერესებს როგორი თოფია ძალიან იაფად ვიყიდე კაი მდგომარეობაშია ვიზუალურად ასე ჩანს დანარჩენი ვერ ვერკვევი როგორ შევამოწმო კარგია თუ არა? და რა მაინტერესებს ტყვიები სად შევიძინო და რა ხარისხის ტვიები? ძალიან დიდი მადლობა წინასწარ რჩევები თუ შეგიძლიათ რომ მომცეთ? რა როგორ რანაირად... და რა მაინტერესებს თუ იკირიბებით ფორუმელები ან სანადიროდ ან რაიმე კუთხით?
ja_ja
პირველი, Welcome მაგრამ ჩვენს წესებს ნუ არღვევ და ნუ დაიზარებ ძიების გამოყენებას..

ანუ აი ამ განყოფილებაში შენი თემა წაშლილია, მოხდა ეს იმის გამო რომ ჩვენი ფორუმის წესების პუნქტი 5.11 დარღვეულია, ისევე როგორც დაირღვა 5.6 პუნქტი, ანუ შენს მიერ შექმნილ თემას ჰქონდა სათაური "პნევმატური თოფი", იმედია არ გაგიკვირდება აქ ყველას პნევმატური თოფი აქვს და მერე რას უნდა ნიშნავდეს იგივე სათაურის მქონე თემა? smile.gif

შემდეგ კი ვეებერთელა თხოვნაა გამოიყენე ძიების ფუნქცია, შენს მაგივრად მე ჩავწერე ძებნაში ჯადოსნური სიტყვები "სამიზნის გასწორება" და "ოპტიკის გასწორება", მომენტალურად ამომიყარა 3 თემა რომლებშიც ნუ აი რავიცი რამდენია უკვე ნალაპარაკევი smile.gif

1) ოპტიკური სამიზნის გასწორება ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ

2) ოპიკური სამიზნის გასაწორებელი აგრეგატი

3) მიზნის გასწორების ხერხები და შესაძლო პრობლემები??

ნუ აი აურაცხელი ინფორმაციაა და იმედია სასურველ ინფოს მოძებნი, ხოლო თუ მაინც გექნება კიტხვა უკვე არსებულ და შესაბამისი შინაარსის მქონე თემაში დასვი კითხვა რომ არც ფორუმზე იყოს დომფხალი და არც შენ გიწევდეს სადღაც რაღაცეების უშინაარსოდ ძებნა...


რაც შეეხება თოფს... - ნუ რავი ჯერ საერთოდ ჯობდა ყიდვის წინ გეკითხა smile.gif ახლა რავიცი რა ვქნათ უკვე შეძენილია და რომც ვინმემ გითხრას ცუდიოა რას იზამ? ასე რომ უფრო ჯობია სხვა კუთხით დასვა კითხვა, ნუ ტიპა რა შეიძლება გაუკეთდეს რა შედეგის მომცემია და ასე შემდეგ, თორემ პასუხი კითხვაზე - კარგია თუ ცუდია შეილძება მთლად სასიამოვნო არ აღმოჩნდეს.

P.S. ნუ მიწყენ რომ ფორუმის წესებს გახსენებ, მაგრამ მხოლოდ მისი მეშვეობით ხერხდება რაღაც წესრიგის დაცვა, მიუხედავად საკმაოდ მკაცრი წესებისა ყოველთვის ყველას არ ვსჯით და ბოროტად არ ვიყენებთ უფლებებს, ეს პირველი შემთხვევაა და გთხოოვ შემდეგში მიაქციო ყურადღება წესებს, თორემ მერე ან მე ან სხვა ადმინი გაბრაზდება მიაშლის ყველაფერს და მერე ნუ გაგვინაწყენდები რაღა ცისე რომ არ მოხდეს როგორც გინდოდა.

იმედია ერთმანეთს გავუგებთ.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(svani @ Feb 17 2015, 01:43 AM) *
ყველას მოგესალმებით მე ახალი წევრი ვარ ფორუმის. მაშასადამე გამოუცდელი..ვერ ვერკვევი პნევმატიკაში... დღეს შევიძინე პნევმატური თოფი TORUN- mod 201 Tasco 3-7x28 ოპტიკით პირველად შევიძინე ტირი ოპტიკის გასწორება მინდა და თუ შეგიძლიათ რომ გამასწორებინოთ და მაინტერესებს როგორი თოფია ძალიან იაფად ვიყიდე კაი მდგომარეობაშია ვიზუალურად ასე ჩანს დანარჩენი ვერ ვერკვევი როგორ შევამოწმო კარგია თუ არა? და რა მაინტერესებს ტყვიები სად შევიძინო და რა ხარისხის ტვიები? ძალიან დიდი მადლობა წინასწარ რჩევები თუ შეგიძლიათ რომ მომცეთ? რა როგორ რანაირად... და რა მაინტერესებს თუ იკირიბებით ფორუმელები ან სანადიროდ ან რაიმე კუთხით?

მაგ მოდელის სახელის გაგონებაც არ მინდა, მე მქონდა და სიცოცხლე გამიმწარა ისეთი რაცეები სჭირდა სულმთლად ახალს, სახლი გამიშრო. თავიდანვე ვერ შევნიშნე ყიდვისას და რამდენჯერმე რომ გავისროლე ისეთი რამეები არმოვუჩინე, რომ თოფის გადაგდება და პნევმო-ჰობის მიტოვება მომინდა...
ნუ, იმედია ეგ კარგად არის აწყობილი და პრობლემებიც არ აქვს....
ზუსტად ეგ ოპტიკა მქონდა მეც, მაშინ მახსოვს 38 ლარი მივეცი biggrin.gif ეგ ოპტიკაც დაბალხარისხიანი ჩინური ნაგავია და რამდენიმე გასროლაში შეიძლება ჩაგიშალოს თოფმა

კაი ეხლა, გული ნუ დაგწყდება ამ ყველაფერზე, კაცი იმედით ცოცხლობს. შემოწმება შესაძლებელია გარეთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო ან პატრული და ან გარემოს დაცვა არ დაგადგეს თავზე თორემ შეიძლება თოფიც ჩამოგართვან და ჯარიმაც დაგიწერონ, იქიდან გამომდინარე რომ პნევმატიკასთან დაკავშირებით დღესდღეობით კანონმდებლობა მოუწესრიგებელია...
ja_ja
ეეე მე ვცდილობდი ცოტა პოლიტიკურად შორიდან მოვლას და შენ იმენნა კაცს თავში ესროლე smile.gif რას ერჩოდი...
SCORPIONS
svani კარგი ის იარაღია,რომელიც ადამიანს გაქვს! ანუ,ნელ-ნელა გაერკვევი და შენს ჭკუაზე მოიყვან იარაღს wink.gif გული არ გაიტეხო არასდროს..მჯობს,მჯობი არ დაელევა. ვიღაცას შეიძლება 2000$ პნევმო აქვს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენ კუთვნილ იარაღს აჯობებს,სიზუსტეში ან სიმძლავრეში. და კიდევ,ჯობს მსუბუქად მოარტყა,ვიდრე მძლავრად ააცილო smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Feb 17 2015, 07:24 PM) *
ეეე მე ვცდილობდი ცოტა პოლიტიკურად შორიდან მოვლას და შენ იმენნა კაცს თავში ესროლე smile.gif რას ერჩოდი...

ტორუნ მოდ 201 თთან დაკავშირებით მშვიდი პოლიტიკა ვერ დაგეხმარება biggrin.gif

ციტატა(---@@SCORPIONS@@--- @ Feb 18 2015, 12:18 PM) *
svani კარგი ის იარაღია,რომელიც ადამიანს გაქვს! ანუ,ნელ-ნელა გაერკვევი და შენს ჭკუაზე მოიყვან იარაღს ;) გული არ გაიტეხო არასდროს..მჯობს,მჯობი არ დაელევა. ვიღაცას შეიძლება 2000$ პნევმო აქვს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენ კუთვნილ იარაღს აჯობებს,სიზუსტეში ან სიმძლავრეში. და კიდევ,ჯობს მსუბუქად მოარტყა,ვიდრე მძლავრად ააცილო smile.gif

ხო კი გეთანხმები, რაც გაქვს, ის კარგია, მაგრამ ტყუილი იმედებითაც ნუ მოვიტყუებთ თავს.
ეგ თოფი სულ რომ არაფერი, უხარისხო ლითონისგანაა დამზადებული.
მაგრამ ხომ ვამბობ, იმასაც გააჩნია როგორი ხარისხით არის აწყობილი და თუ კარგად არის აწყობილი და არაფერი დეფექტი არ აქვს, მაშინ გამოადგება სანადიროთაც და გასართობადაც, მითუმეტეს რომ კარგი ძალა აქვს მაგ თოფებს, აი სიზუსტეზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ჩემმა თოფმა ჯგუფების გაკეთების საშუალებაც კი არ მომცა.
ისეთი დეფექტი ჰქონდა, რომ 8 მეტრაში ტყვიებს 5 სანტიმეტრის რადიუსში აჯგუფებდა და წარმოიდგინე ეხლა 50 მეტრაზე რამხელა გადაცდომა ექნებოდა smile.gif
SCORPIONS
ხ.მ.ე.ლ.ო ჩემი ვარია 80-დან ჯგუფებს ვერ ვაკეთებ დღემდე! ჩემი ნათესავი კი 42 მეტრში 2თეთრიანს არ აცელს,ჩემივე იარაღით!!!
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(---@@SCORPIONS@@--- @ Feb 18 2015, 01:35 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო ჩემი ვარია 80-დან ჯგუფებს ვერ ვაკეთებ დღემდე! ჩემი ნათესავი კი 42 მეტრში 2თეთრიანს არ აცელს,ჩემივე იარაღით!!!

მერე ეგ რა შუაშია იმასთან რასაც მე ვამბობ. იმ მიზეზით ვერ ვარტყავდი რომ თოფი ცუდად იყო თქო აწყობილი, ლულის კოლოფი ფრთებს შორის რომ ჯდება, აი ის ფრთები იყო გაღუნული და ლულა გვერძე მიდიოდა შესამჩნევად, მაგის გარდა კიდევ ლულის ჩამკეტი ვერ კეტავდა და გასროლისას თოფის კოლოფი 1 მილიმეტრით იხსნებოდა, აბა ეგეთი დეფექტის მქონე თოფმა რა ჯგუფები უნდა გააკეთოს.
შენ შემთხვევაში კიდევ საქმე შენშია, ვერ ისვრი და ვსიო smile.gif სად დეფექტი და სად ვერ სროლა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.