დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატიკა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2
SCORPIONS
ხ.მ.ე.ლ.ო კამათს არ ვაპირებ შენთან!!!
ხ.მ.ე.ლ.ო
---@@SCORPIONS@@---
არც მე გებოქსავები smile.gif
უბრალოდ ვხსნი იმ სიტუაციას, რაც მე შემემთვა მაგ მოდელთან დაკავშირებით. აქ კიდევ მაგიტომ ვართ რომ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ და რეკომენდაციაები მივცეთ ხალხს, თუ ვერკვევით იმ კონკრეტულ საკითხში smile.gif
მქონდა ეგ დამპალი თოფი და სიცოცხლე გამიმწარა და რა ვქნა.
მე არც ის მითქვამს არცერთი ტორუნი არ ვარგა თქო, თუ კარგად იქნება აწყობილი - გამოდგება.
გამოდგომის რისკი არა მარტო ტორუნებზე არსებობს, არამედ ყველა იარაღზე. (ქროსმანიც კი ატრაკებს ამ ბოლო დროს)
უბრალოდ ეგ რისკი მაგ ტორუნზე უფრო მეტად არსებობს, ვიდრე სხვა მოდელებზე...
smile.gif smile.gif smile.gif
SCORPIONS
ხ.მ.ე.ლ.ო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გავიარეთ...გაიმარჯვა მეგობრობამ wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(---@@SCORPIONS@@--- @ Feb 18 2015, 02:38 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გავიარეთ...გაიმარჯვა მეგობრობამ ;)

მეგობრობამ კი გაიმარჯვა, მაგრამ ტორუნის ხარისხი ვერ გაიმარკვებს biggrin.gif თუ არ დახვეწეს ტექნოლოგია, არაფერი ეშველებათ biggrin.gif
xmaladze
ესეც ჩემი გუშინდელი შენაძენი ბატონ გრიგოლთან ძალიან გახარებული და კმაყფილი ვარ ვნახოოთ საქმეში როგორი იქნებაა smile.gif

pilotina
xmaladze

თუ გინდა, რომ მომავალშიც გახარებული და კმაყოფილი დარჩე თოფით, ამ ფორუმზე ბევრი ინფოა რომელიც ეხება ზდპ თოფების მოვლას და სროლას.
გადაიკითხე, განსაკუთრებით ის რაც სროლას შეეხება, იმიტომ რომ ზდპ-დან სროლას თავისი ნიუანსები აქვს და თუ არ გაითვალისწინებ ამ ნიუანსებს კარგ შედეგს ვერ მიიღებ სროლისას და იტყვი მერე თოფის ბრალიაო. სინამდვილესი კი თოფი არაფერ შუაშია, უბრალოდ რაღაც-რაღაცეების გათვალისწინებაა საჭირო.

დასწყისისთვის ამ ვიდეოებს უყურე, რომელიც შეეხება ზდპ-დან სროლის ტექნიკას



xmaladze
როგორც ვიცი ნიტრო პიშტონია აუცილებლად გადავიკითხავ
xmaladze
როგორც ვიცი ნიტრო პიშტონია აუცილებლად გადავიკითხავ

როგორც ვიცი ნიტრო პიშტონია აუცილებლად გადავიკითხავ

ღია სამიზნეც მოსარგები მაქ და მაგ თEმას სად ვნახავ იქნება დამეხმაროოთ
Multi-Tool
xmaladze
გილოცავ და წარმატებებს გისურვებ.

xmaladze
გაიხარე მადლობა
userman
მემგონი კარგი განხილვაა .
ამის ნახვის შემდეგ კი იმედია 4.5 კალიბრის გარდა აღარ იფიქრებთ სხვა კალიბრზე . ყოველ შემთხვევაში მეც ასე ვფიქრობ...

pilotina
userman

ნანახი მაქ ეგ და ბევრ რამეში არ ვეთანხმები.
კი ერთი და იგივე აბსოლუტური ენერგიის შემთხვევაში 4.5 კალიბრის მიზანზე ზემოქმედება ხვედრითი ენერგიის მხრივ (ანუ ჯოული სანტიმეტრ კვადრატზე ) მეტი აქვს, მაგრამ რას გვაძლევს ეგ? ეგ გვაძლევს იმას, რომ ვღებულობთ დირაკოლს, ტყვია ხვრიტავს სამიზნეს და ენერგიის დიდი ნაწილი თან მიაქვს.
ეხლა ავიღოთ 5.5 ან 6.35 მმ. იმის ხარჯზე, რომ ტყვიის განივი კვეთი გაცილებით მეტია, ვიდრე 4.5 მმ-ის, ხვერითი ენერგია კი, ნაკლებია მიზანში მოხვედრისას, მაგრამ ზუსტადაც რომ ეგ არის უკეთესი, ანუ ტყვია გაცილებით მეტ ენერგიას ტოვებს სამიზნეში და დაზიანებაც შესაბამისად გაცილებით დიდია.
ამასაც რომ სულ თავი დავანებოთ, უბრალოდ შეადარე 4.5-ის და 5.5-ის ან მითუმეტეს 6.35-ის მიერ დატოვებული კავიტაციური ხვრელი და ყველა კითხვა ამოიწურება.
მეორე საკითხია, რომ ჩვენი მიზნების უმეტესობისთვის 4.5 -იც საკმარისზე მეტია, მარა იმის თქმა, რომ 4.5 მმ 5.5-ს ან მითუმეტეს 6.35 არ ჩამოუვარდება ეფექტურობაში დიდი შეცდომა მგონია.
okela84
რაღაც ინტრიგებს ხლართავს მთელი მიმოხილვა და ბოლოში თვითონვე მიწასთან ასწორებს მთელს მიმოხილვას მაშინ როდესაც 4.5 ის ჰედშოტებზე და უფრო მაღალი კალიბრების არაზუსტი სროლის მაღალ შედეგიანობაზე იწყებს საუბარს. biggrin.gif

P.s

25 კალიბრის თუნდაც გადაფურხებული 30 ჯოული დაახლოებით 10-15 % ით მეტია 177 ის 30 ჯოულზე.

აღარაფერს ვამბობ ტყვიის თანაბარ სიჩქარეებზე

userman
pilotina
ციტატა(pilotina @ 27th January 2017 - 11:44 PM) *
მეორე საკითხია, რომ ჩვენი მიზნების უმეტესობისთვის 4.5 -იც საკმარისზე მეტია


მაგი ჩემთვის პირველი საკითხია biggrin.gif . მეც სწორედ მაგაში ვეთანხმები თანაც 100 მეტრამდე ნებისმიერი ფრინველის მონადირებაში , ნუ ეხლა ფარშევანგებსა და სირაქლემებს არ ვგულისხმობ. ჩვენს პირობებში არსებულზე ვსაუბრობ.

ციტატა(pilotina @ 27th January 2017 - 11:44 PM) *
4.5 მმ 5.5-ს ან მითუმეტეს 6.35 არ ჩამოუვარდება ეფექტურობაში დიდი შეცდომა მგონია.


რა თქმა უნდა , მარა ამ შემთხვევაში იმ თეორიებს , რომ თავი დავანებოთ . ეფექტურობაში ნაგულისხმები აქვს ფრინველი 50 მეტრამდე მაქსიმუმ , რომლის მონადირებაშიც 4.5 კალიბრიც მშვენივრად ართმევს თავს.
აბა ცხოველებზე კი თქვა კაცმა არ გამოდგებაო ( 4.5 კალ. მინუსებშიც ილაპარაკა მაგის შესახებ ) . თუმცა გამონაკლისები მაგანაც დაუშვა. თუ თავში არც თუ ისე შორიდან მოხვდებაო . მე მაგალითად მაქვს მაგის პრაქტიკა 70-80 კილოგრამიანი ღორი მეზობელმა ზდპ-თი და 2 ლარიანი თურქული ტყვიით ერთი გასროლით დააგდო.( ტყვიის წონა 4.5 გრამი , საწყისი სიჩქარე 305 მ/წმ )

ნუ ეხლა კანონმდებლობაზე აღარაფერს ვამბობ ...
ასე , რომ დაივიწყეთ 4.5 კალიბრზე მეტი biggrin.gif .
pilotina
ეს ტიპი მაგარი ფანია 4.5 კალიბრის. ამ ვიდეოში მის შესაძლებლობებს გვანახებს.



okela84
ყველა ვიდეოში ნამეტანი ახლოდან ესვრიან. ისე კი გავერთე მშვენივრად
xmaladze
ეს ზდპ-საც ეხეა თუ მარტო პცპს ?
userman
xmaladze
ციტატა(xmaladze @ 6th February 2017 - 12:52 PM) *
ეს ზდპ-საც ეხეა თუ მარტო პცპს ?


რა თქმა უნდა ორივეს . ერთი განსხვავებით პცპ უფრო ზუსტია და კომფორტულია. თუმცა ზოგს თოფის ,,გადატეხვა " უფრო კომფორტულად მიაჩნია ვიდრე ნასოსით დატენვა .
xmaladze
აჰა გასაგებია .. ხო ალბათ გემოვნები საკითხია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.