Shalva32 ცოტახანი დაივიწყე ტყვია, სად მიდის როგორ მიდის და ასე შედმეგ, შენ ახლა ჯერ ოპტიკის ტემა გაქვს გასარკვევი, ასე რომ ჯერ იმაზე ნუ ფიქრობ ტყვია ზემოთ მიდის ქვემოთ, იქეთ ატრიალებ თუ აქეთ და რატომ არ მიდის ტყვია ნებისმიერ სასურველ ადგილზე... როგორც უკვე გითხარი ჯერჯერობით ტყვიის საკითხი ვააბშე უნდა დაივიწყო როგორც ასეთი, მაგის განხილვა არც კი მიმდინარეობს.
ანუ მარტივი ანალოგია რომ მოვიყვანო, შენ ახლა წერ რომ მანქანაში გაზის პედალს აწვები და ცოცხალი თავით მანქანა წინ არ მიდის, ამასობაში მატორი ღმუის მარა რავიცი არ მიდის წინ მანქანაო. მე კი გეუბნები ჩაშლილია სიჩქარეების კარობკა და კბილებს მოკიდება არა აქვს და გინდა პედალს დააჭირე და გინდა რული ატრიალე შედეგი არ იქნება მანამდე სანამ ჯერ კოლოფის საქმეს არ მოაგვარებ.
ამიტომაც, ტყვიაზე ვააბშე არაფერს ვამბობთ. სამაგიეროდ შენ რომ წერ
ციტატა(Shalva32 @ 15th August 2014 - 12:20 PM)

დატრიალებისას თუ ზევით მინდა აწევა სამიზნის, ბარაბანი ზევით ამოდის, საპირისპიროდ დატრიალებისას ქვევით ჩადის(თვითონ ბარაბანი)
თვითონ ბარაბანი კი დადის ბაზარი არაა, მაგრამ ბარაბნის სიარული ამ შემთხვევაში იგივეა რაც გაზის პედალზე დაჭერა. შედეგს ეგ არ იძლევა, მე გეუბნები გააკეთე შემდეგი:
1) დამაგრებული უნდა გქონდეს თოფი ვთქვათ იგივე ტისკებში რომ შენზე არ იყოს არანაირად მისი მოძრაობა და რამე რუმე. თოფის დატენვა არ გვაინტერესებს არაფერში ასე რომ პროსტა მკვდრად უნდა იყურებოდეს თოფი წინ.
2) მიდიხარ იმ ადგილზე სადაც იყურება ოპტიკა, დებ ქაღალდს და რამდენიმე წერტილს სვავ, სასურველია სხვადასხვა ფერისას რომ ასე ვთქვათ ასათვლელი სისტემა გქონდეს.
3) მიდიხარ თოფთან იყურები ოპტიკაში და თვალის მოუცილებლად და სახის გაუნძრევლად იწყებ ზემოთ ქვემოთ სატრიალებელი ბარაბნის ტრიალს,\
4) თუ ბაზედე დატანილი გადამკვეთი ხაზები მოძრაობს ფურცელზე დატანილ წერტილებთან მიმართებაში, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ პროსტა იქეთ აქეთ იხტუნავებს, პლიუს ოდნავ ჩაიწევა და აიწევა ხოლმე. ეს პირდაპირი მანიშნებელია რომ ოპტიკაში შიდა მილი ამძვრალია გარე ბარაბნის ვინტიდან.
ახლა რაფერ შეიძლება ასე ხდებოდეს რომ ატრიალებ და ცოცხალი თავით არ ხდება ამოსვლა? გითხარი უკვე ვინტი ვერ ჯდება თავის ბუდეში მეთქი და რა ვქნა არ გინდა დამიჯერო

ანუ რეალში წარმოიდგინე რომ ეგ ბარაბანი რეალურად არის ვინტი, და შიდა მილზე არის მიდუღებული გაიკა... წარმოიდგინე რომ გაიკა პროსტა ჩამოკიდებულია ვინტზე (ნუ ფიქრობ მხოლოდ ოპტიკის მაშტაბებში, პროსტა წარმოიდგინე რომ ვინტზე გაქვს წამოცმული გაიკა და ხელში გიჭირავს.) ახლა წარმოიდგინე რომ გაიკას ატრიალებ ატრიალებ და პუხ... მოძვრა ვინტიდან... რა მოუვა? დავარდება ხომ ძირს... შედეგად ახლა რამდენიც გინდა ატრიალე ეგ ვინტი ჰაერში ის ძირს დავარდნილი გაიკა არაფრის დიდებით ზემოთ არ ამოხტება და ვინტზე არ დაიხრახნება.
მე არ ვიცი მაგ კონკრეტულ ოპტიკაში რაფერაა ეგ ყველაფერი მოწყობილი, შეიძლება ვაბშე მოძვრა ის გაიკა და იმიტომაც ვერ ხერხდება ვინტის ბუდეში ჩაჯდომა, შეიძლება რაცხა მილზე იყო დანაგრებული რომელიც თავისმხრივ თავისუფლად ტრიალებდა შიდა მილზე და როდესაც მოეშვა ბოლომდე ვინტი ადგა და ამოტრიალდა უკუღმა შედეგად ახლა ძირს იყურება და ზემოთ არსებულ ვინტში არ ჯდება (ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა), შეიძლება როცა მოიშვა შიდა მილი წინ ან უკან გაიწია და ასცდა ერთმანეთს ვინტი და გაიკა, შედეგად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთის პირდაპირ რომ დაეხრახნონ ერთმანეთს, შეიძლება გვერდზე სატრიალებელი ვინტით შიდა მილი ძალიან მარცხნივ ან მარჯვნივ გაქვს მიწეული და ამიტომაც აცდენილია ზედა მხარეს არსებული ბოლტი... და ასე შედმეგ და ასე შედმეგ... აზრი დაიყვანება იმაზე რომ ვინტი და გაიკა ერთმანეთში ვერ ჯდებიან და იმიტომაც ვერ ხერხდება ბადის მოძრაობა. პროსტა ვინტის ტრიალი კი არაფერს გაძლევს.
გამოსასწორებლად გინდა ვეებერთელა მოთბინება, და ჩალიჩი რომ ეგებ და შემთხვევით გაარტყა ეგ ორი შტუკა ერთმანეთს, ამისთვის დაგჭირდება ბევრი ტრიალი, პლიუს არაა გამორიცხული რომ გვერდით სამოძრავებელი ბარაბნის ტრიალიც დაგჭირდეს და ჯერადობის შემცვლელი რგოლის მოძრაობაც საჭირო გახდეს... არაა გამორიცხული რომ საერთოდ ვერ გაასწორო მაგ მეთოდით და საერთოდ დასაშლელი გახდეს ოპტიკა. მაგრამ დაშლის მერე აზოტი დაიკარგება და ვეჩნა დაიორთქლება ხოლმე შიგნიდან, პლიუს თითი რომელიმე ლინზაზე თუ მოგიხვდა მერე თითის ანაბეჭდი იქნება ზედ და ვეჩნა გაგიდღაბნის ხოლმე გამოსახულებას და ასე შედმეგ და ასე შედმეგ...
მოკლედ შენი არ ვიცი და მე შენს ადგილზე ახალ ოპტიკას ვიყიდიდი და მაგ ოპტიკას საერთოდ დავიკიდებდი, მაგრამ მე მე-ვარ და შენ კიდევ შენ, ასე რომ ჩემთვის მისაღები მოქმედება შენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს... რავიცი რა გითხრა სხვა