ნიტროს მფლობელების თემა ჩაძირულა...
ვაგრძელებ ტყვიების ტესტს ჩემი ნიტრო ვენომით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ვეძებ ვენომისთვის შესაფერის ტყვიას სანადიროდ. წინა ტესტში შეცდომა მქონდა დაშვებული - პლასტელინი იმდენად მაგარი იყო, რომ ტყვია ვერ ახერხებდა ექსპანსიურობის გამოჩენას... დიდხანს ზელვა კიდე დამეზარა და შედეგად კი მივიღე ის რაც ზევით წერია...
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე ხელახლა ჩამეტარებინა ტესტი და წინა შეცდომაც გამეთვალისწინებინა...
ავიღე პლასტელინი გავჭერი ოთხად და მივუშვირე დენის გამათბობელს დაახლოებით 10 წუთი

შედეგად რა თქმა უნდა პლასტელინი ბევრად დარბილდა... გადავზილე, მივაღებინე სასურველი ფორმა და მსხვერპლს პირველი ჭრილობა მივაყენე ბარაკუდა ჰანტერით (0.67 g-10.34 gr )

როგორც ხედავთ ხვრელი წინა ტესტისგან ბევრად განსხვავდება

დავითრიე სახაზავი და დავიწყე ჭრილობის გაზომვა...

ტყვიამ შეაღწია 6სმ-ზე და აქედან დასაწყისში 3.5 სანტიმეტრზე საკმაო დარტყმის მიყენება შეძლო

რაც შეეხება დეფორმაციას... პლასტელინიდან ამოღებული ტყვია ასე გამოიყურებოდა

ჰანტერი ბევრად ფორმაშეცვლილი გვინახავს, მაგრამ ჩემი ფიშტო ამ წონის ტყვიებს დაახლოებით 255-260 მ/წმ სიჩქარით ისვრის. (მე ქრონოგრაფი არ მაქვს, იუტუბში ვნახე ვიღაც ტიპი ქრონში ატარებდა ქროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიას)
წინა ტესტისგან განსხვავებით ამ ტყვიით ბევრად კმაყოფილი ვარ

შემდეგი იყო პრედატორი (8gr)

ამ ტყვიამ ჰანტერის მსგავსი კვალის დატოვება ვერ მოახერხა პლასტელინში, მაგრამ გაიყო სამ ნაწილად...

თავი (წითელი) სადღაც ჩაიკარგა, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, (ბევრიც არ მიძებნია) მაგრამ ამოვიღე დარჩენილი ორი ნაწილი

ტესტის მესამე მონაწილე გახლდათ მსუბუქი ჯსბ ექზაკტი. ეს უკანასკნელი ჩემს ფანტომს ისე ძალიან მოსწონდა, რომ ლულაში სხვა ტყვიას არ იკარებდა

შესაძლოა ქროსმანის ტყვიებიც მოსწონებოდა მსუბუქები, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი სასურველი ტყვიის შერჩევისგან, რომ როგორც კი სასურველი შედეგი მივიღე სხვა ტყვიებს აღარ გავკარებივარ...
მოკლედ ვესროლე ეს ტყვიაც პლასტელინს... პირველი შეხედვისთანავე ჩანს რომ იგივე დიამეტრის ხვრელი გააკეთა, როგორიც პრედატორმა

ესეც შეღწევის მანძილი

მსხვერპლის განსაკუთრებულ დაზიანებას როგორც ხედავთ ადგილი არ ქონია
ეს კი თავად დეფორმირებული ტყვია

სიმართლე გითხრათ ამ ტყვიისგან გაცილებით მეტს მოველოდი... sad.gif
დღევნდელი ტესტის ბოლო, მეოთხე მონაწილე იყო H&N-ის Crow Magnum .,57g 8.80 gr. მგონი ამ ტყვიის შესახებ ფორუმზე მხოლოდ ზედაპირული საუბარი გვქონდა, ან მე გამომრჩა...
დავტენე ფიშტო და ჩავახუტე პლასტელინს ზემოაღნიშნული ტყვია... არ დაგიმალავთ და ესეთ შედეგს არ ველოდი, არ ვიცი რატომ...

როგორც ხედავთ საკმაოდ განიერი ხვრელია

პლასტელინის მეორე მხარეს ხელი რაღაცაზე მომიხვდა... მმდა ტყვიის თავი...

გავჭრათ პლასტელინი და ჩავიხედოთ შიგნით...

მშვენიერია... ალბათ დაგაინტერესებთ რა მოუვიდა ტყვიას.

ტყვიის ფრთა ბოლო ნაწილში გაჩერდა, ხოლო თავი კი გამოვიდა გარეთ...
ეს კი ჩვენი დანაწევრებული ტყვია. ნახეთ ტყვიის თავმა როგორი ფორმა მიიღო...

ტყვიამ ექსპანსიურობაც გამოიჩინა და ამის შემდეგ თავმა ფორმა შეიცვალა და მთელი ენერგია გადავიდა მასზე (შედარებისთვის მაგალითად მოვიყვან პრედატორებს, იდენტური პრინციპია მოქმედების)...
დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე H&N-ის ტყვიებმა ჰანტერმა და ქროუ მაგნუმმა მოიგო ჩემი გული... როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ აუცილებლად გავტესტავ ქროსმანის ტყვიებსაც. ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება... შემდეგ უკვე გადავინაცვლებ ღია სივრცეში და დავიწყებ შორ დისტანციებზე ქაღალდზე სროლას...
დღეს კი სულ ეს იყო. მომიტევეთ თუ თავი შეგაწყინეთ...