ბაიკერი gregory არა მანდ გუშინ რაღაც ინფოებს გადავაწყდი კიდევ , ანუ ჟორამ რაც მოყვა ეგ პონტია, სრული აფიორა და პლიუს კიდევ ერთი კუდი აქვს თურმე მაგას, მაგალითად ყიდულობს ვიღაც გირს 10 000$-ად, ნუ მიტანილი გაქვს უკვე ტიპი თანახმაა კი ყველაფერი ეგაა ის სსრკ-ც არტყია და ყველაფერი კარგადაა, პროსტა სანამ ფულს გადაგიხდის, ლაბორატორიის შემოწმება უნდა რომ დასკვნა დადონ რომ პადელკა არაა

გეუბნება აი აქა და აქაა შემოწმება და ისინი ზუსტა პასუხს იტყვიან, მიდიხარ მარტო, ან მოგყვება ტიპი, ამოწმებენ და ნუ თანხას წერენ მომსახურებისას, და ეგ თანხა იასნია შენ უნდა გადაიხადო, იმიტომ რომ ჯერ გირი შენია და შენს გირს, გილზას, ვინტს, ნემსს, პაბედის ლოგოს თუ რაც არის გიმოწმებენ და მე მყიდველმა რატომ უნდა გადავიხადო, რამდენი შენნაირი მოდის დღეში

... პროსტა შემოწმება 200-300$ ღირს

ბევრიც როდესაც ხედავს რომ აი-აი წამებიც და 10 000 მისია, ნუ 200$-ის დედაც ვატირე რა და იხდიან, და აი მანდ მთავრდება სცენარი

იმიტომ რომ დასკვნაში იწერება - რომ ის არაა რაც საჭიროა, ამიტომაც სდელკა არ შედგება....
შედეგად:
1) შეგრჩა გირი რომელიც გეგონა რომ 10 000 ღირს, და ამასობაში პროსტა გირი იყო და გირი დარჩა შესაბამისად გირის ფასი რომ იყო პირობითად 5 ლარი იგივე დარჩა და არა მითიური რაღაც სუპერ მილიონები
2) გადაყარე 200-300$ შემოწმებაში და გაქვს ახლა დოკუმენტალური დადასტურება, რომ ხელთ მართლა რაცხა რკინის ჯღანი გირი გაქვს, რომელიც 5 ლარი ღირს, რეალში ისიც თუ ვინმემ იყიდა საერთოდ
3) ის სუპერ მყიდველი ბედნიერი წავიდა და შენს ფალშივკა გირში 10 000 ტყუილა არ დახარჯა
მაგრამ ყველაზე საინტერესო დალშე ხდება

4) იმ შემმოწმებელმა იშოვა 200-300$ რაღაც სისულელის შემოწმებაში
5) ვინც ვითომ და სუპერ მყიდველი იყო, მივა ახლა შემმოწმებელთან ლაბორატორიაში და შეკრული ბიზნესიდან გამომდინარე წელს მიიღებს 50%-ის სახით, რომ ვიღაც სულელი მიიყვანეს და ფული გადაახდევინეს ისეთ რამეში რაც პროსტა არც საჭირო იყო, არც წარმოსადგენი და ნუ ვაბშე რა პროსტა ტიპს ჯიბიდან ფული ამოაცალეს, ოღონდ კრიმინალის გარეშე, თაღლითობით მიაცემინეს თავისი ხელით ფული
ახლა ზემოთ მოყვანილ ლინკზე ტიპი რომ წერს - შემოწმებულია ლაბორატორიაშიო
ესე იგი მაგ საცოდავმა უკვე გაიარა ეგ ციკლი

გადაყარა ფული და არის გაბითურებული, ახლა ფსიქოლოგიურად არ ნებდება, რომ მოტყუებულია და ელოდება თეთრ რაშზე შემჯდარ რაინდს რომელიც მივა და უკვე მაგ ლაბორატორია შემოწმებულ გილზებს 150$-ად იყიდის
პროსტა იმდენად გამწარებულია ტიპი რომ მისი ტვინი უბრალოდ არ იღებს იმ მწარე რეალობას რაშიც მოხვდა

ასე რომ თუ ვინმე წერს ვიყიდი ამას და ამას მილიონადო, დაურეკეთ და უთხარით მაქვს და მოგყიდითქო, ნახავთ რომ მოდის სდელკაზე, პროსტა უთხარით რომ ახლა ნუ დამაწყებინებ ოღონდ ლაბორატორიაში შეამოწმე და რამეთქი, თუ ყიდულობ მოგიტან და იყიდეთქო და ნახავთ რომ დაიწყება უკვე გაქცევის მცდელობები

ანუ თევზივით კრუჩოკიდან ჩამოხტომის ყველანაირი სულელური მიზეზი გაუჩნდება, რომ აი ახლა არ სცალია, რომ უკვე ოხრად აქვს ნაყიდი, რომ შემოწმების გარეშე რატომ უნდა იყიდოს და .... იასნი გახდება თქვენთვის რაც ხდება