დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ინიციატივა
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2
minchanin
ჯაჯა, ყურადღებით წავიკითხე შენი გამოხმაურება. გადავწყვიტე პასუხი არ დამეწერა. საერთო საქმეს, ჩემს ამბიციებზე უფრო წინ დავაყენებ. თანაფორუმელებმა განსაჯონ რამდენად კორექტულია შენი პასუხი. უმჯობესად ვთვლი სამუშაო ატმოსფეროში დაბრუნებას.
ilariona

minchanin
სამოქმედო გეგმა გვინდა, რას ვაპირებთ და როგორ! ასე ფორუმელებოს ძახილით ვერაფერს ვერ ვიზავთ.

საერთო ჯამში ძალზედ ცოტანი ვართ, რომ რამეს მივაღწიოთ. რომელი ფორუმების გაერთიანებაზეა საუვარი??? ჩვენს გარდა არის რამე ფორუმი?

ისე როგორ წარმოგიდგენიათ ეს საკითხი? საიდან უნდა დავიწყოთ, ვინ შევაწუხოთ?

რავი, ჩვენ ვცადეთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა და ამაო იყო ცდა.

აბა გვირჩიეთ რა წყალში გადავხტეთ და მე მზად ვარ გვერდში დაგიდგეთ. ოღონდ ჯაჯასი არ იყოს მაგ საქმეს ვერც მე ვერ ვითავებ.
geojorjika
ilariona
იმდღესაც ვისაუბრეთ მაგაზე, მემგონი ცოტახანი გაჩერება ჯობს თვალში არავის რომ არ გავეჩხიროთ სანამ დალაგდება ცოტა სიტუაცია
ReMiNgToN
ერთ რამეში გამარკვიეთ თუ შეიძლება, ახლანდელი კანონით 4.5 პნევმატიკა დაშვებულია, უბრალოდ შემოტანა არ შეიძლება და ფაქტიურად ვისაც გვაქვს არ გვაქვს პრობლემა დიდად. ანუ მიზეზი კანონის ცვლილების მოთხოვნის რა არის? ის რომ საბაჟოზე დაუშვან, 5.5 დაგვრთონ, არასრულწლოვნებს აუკრძალონ, ძალაზე შეზღუდვა დააწესონ, გაფორმება მოითხოვონ და ასე შემდეგ? რა გარანტია გვაქვს რომ კანონის შეცვლის მოთხოვნის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი? მე ვკითხულობ ხოლმე ამ თემის პოსტებს და მაინც ვერ მივხვდი კონკრეტულად რა ვინდა იმათგან. მე კი ვიცი რაც მინდა, მაგრამ ამით საქმე სულ არ გავაფუჭოთ
koknar
ციტატა(buybuya @ 28th December 2012 - 06:04 PM) *
მაგრამ ამით საქმე სულ არ გავაფუჭოთ


ეხლა გინდა სულ აკრძალონ გინდა შეზღუდონ მაინც minchanin -ს დაბრალდება biggrin.gif biggrin.gif
minchanin
ReMiNgToN
გადაიკითხე ჩემი პოსტები სულ პიველი გვერდიდან და ყველაფერს მიხვდები.
ციტატა(ilariona @ 28th December 2012 - 05:46 PM) *
minchanin
სამოქმედო გეგმა გვინდა, რას ვაპირებთ და როგორ! ასე ფორუმელებოს ძახილით ვერაფერს ვერ ვიზავთ.

საერთო ჯამში ძალზედ ცოტანი ვართ, რომ რამეს მივაღწიოთ. რომელი ფორუმების გაერთიანებაზეა საუვარი??? ჩვენს გარდა არის რამე ფორუმი?

ისე როგორ წარმოგიდგენიათ ეს საკითხი? საიდან უნდა დავიწყოთ, ვინ შევაწუხოთ?

რავი, ჩვენ ვცადეთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა და ამაო იყო ცდა.

აბა გვირჩიეთ რა წყალში გადავხტეთ და მე მზად ვარ გვერდში დაგიდგეთ. ოღონდ ჯაჯასი არ იყოს მაგ საქმეს ვერც მე ვერ ვითავებ.

ისეთი შთაბეჭტილება შემექმნა, თითქოს შენ ამ თემაზე არაფერი არ წაგიკითხავს.
ReMiNgToN
koknar
მინჩანინი რა შუაშია biggrin.gif უბრალოდ რავი მე დიდად არ მაწუხებს ეს კანონი , რადგან მეეჭვება რამე გამოსწორდეს, ხოდა იმის მეშინია პირიქით არ მოხდეს
ilariona
ციტატა(minchanin @ 28th December 2012 - 06:26 PM) *
ისეთი შთაბეჭტილება შემექმნა, თითქოს შენ ამ თემაზე არაფერი არ წაგიკითხავს.


ნუ თქვენ თუ ესე ჩათვალეთ ალბათ მასეც არის.

მე ამ თემიდან გავდივარ საერთოდ, რაიმე ახალი თუ იქნება ისედაც შევიტყობ.

ისეც ნუ იზავთ, რომ საერთოდ ავკრძალოთ ამ კანონთან დაკავშირებით წერა. ერთი პერიოდი გვქონდა აკრძალული და კარგი შედეგიც იყო ფორუმზე, დაძაბული და უზრდელური ტონები არ არსებობდა, არც გადაბრალებები მიდიოდა ერთმანეთის მიმართ.

ამ თემას რომ ვკითხულობ და თქვენს ჩამოუყალიბებელ პოზიციას რომ ვხედავ მაგიტომაა რომ ვკითხულობ რას აპირებთ მეთქი. ვერ გავიგე საბოლოო ჯამში რა არის მიზანი, ასე წერა, მოდით პარლამენტი შევაწუხოთ, მოდით შსს შევაწუხოთ, მოდით ერთად ავდგეთ ფორუმის სახელით და გავიდეთ სადმე, მოდით რამე ვიღონოთ, არ მოგვიტანს არაფერს ახალს და სასარგებლოს. მე პირადად არა ერთი შეხვედრა მქონია ამ ორი წლის მანძილზე ძალოვნებთან და სულ ერთი და იგივე პასუხს ვიღებ ყველასგან.


ან ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა, ან ამ თემას წავშლი და იმედია არ მიწყენთ, ვინაიდან უაზრობაში გადადის ეს ყველაფერი და ერთმანეთსაც კი უკვე წყენით მივმართავთ (თუნდაც არავის ერთმანეთისთვის ზიანი არ მიგვიყენებია). მინდა ერთი იცოდეთ:

არ ვართ არავინ ვალდებულები თავი გამოვიჩინოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა სულ ცალ ფეხზეც მკიდია ეს კანონი, ვინაიდან თქვენ გაქვთ რაღაც პრობლემა და მე მინდა როგორც ფორუმელს მხარში დაგიდგეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავაკეთო ვინმეს გასაკეთებელი. მე შემიძლია მხარში დაგიდგეთ და არა მე გავაკეთო. არც დრო მაქვს მაგის და მითუმეტეს არც სურვილი.

სამუშაო ვითარებაში დავბრუნდეთო რომ წერთ, რას გულისხმობთ მაგაში? რა უნდა ვიღონოთ მითხარით ერთი სიტყვით მაინც, კარგით მე არ ვკითხულობ ამ თემას და დებილი ვარ! ვთქვათ და საერთოდ ისეთი დებილი ვარ, რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანის ნიჭი არ მაქვს, დამეხმარეთ ამ შემთხვევაში და დამიღეჭეთ ის რაც მე უნდა ვითავო, მითხარით, რომ შენ თუ ამას იზავ, ყველაფერი დალაგდება და შენ ამ საერთო საქმეში დიდი ნაბიჯს გადადგავ.

არ მესმის რატომ არ ხსნით რა უნდა გააკეთოთ ფორუმელებმა. პარლამენტში მივიდეთ? შსს-ში მივიდეთ? თავდაცვაში მივიდეთ? რა ვიღონოთ მე დებილს ამიხსენით რა.


პატივისცემით,

ილია ბერძენიშვილი

minchanin
ilariona, აი ჩემი პირველი პოსტი ამ თემაზე.
ასეთი აზრი წარმოიშვა, ხომ არ მიგვემართა პარლამენტისთვის და გვეთხოვა 'იარაღის შესახებ' კანონში ცვლილების შეტანა პნევმატიკასთან დაკავშირებით? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის გაურკვეველი სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი - ფაქტიურად შეუძლებელია პნევმატიკის შემოტანა საზღვარზე, მაღაზიებშიც ასეთი იარაღის არჩევანი ძალიან შემცირდა, და რაც არის დარჩენილი ისინიც უაზროდ ძვირია და ა.შ.
გასაგებია ის განწყობაც, რომ ''არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას მაინცო'', მაგრამ თუ არ ვცადეთ, საერთოდაც არავის გავახსენდებით. თანაც რაც მეტი იქნება ხელმომწერი, იმედია ყურადღებასაც მეტს დავიმსახურებთ. არადა მგონი ხელმოწერები არ უნდა გაჭირდეს, საკმაოდ ბევრნი ვართ პნევმატიკის მოყვარული.
არის ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა გზა და ეგეც განხილვის თემაა. ისე, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ უბრალოდ მიმართვის გაკეთება და ტექსტიც დავწერეთ ''შავად". აქვე გამოვაქვეყნებ. გადახედეთ და ვიმსჯელოთ როგორ აჯობებს ამ საქმის მოგვარება.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს

ბატონო დავით,
შეიძლება ჩვენს მომართვაში აღწერილი პრობლემა არასერიოზულადაც მიიჩნიოთ, იმ უამრავ სამართლებრივ პრობლემებთან შედარებით, რაც თქვენ გაქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ათასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამოსწორებაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.
2010 წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლების ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე საქართველოში სპონტანურად დაიწყო პნევმატური იარაღის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. აღნიშნულმა კამპანიამ გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ასახვა ჰპოვა, როგორც საკანონმდებლო აქტებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებებში.
2010 წლის 2 ივლისს ‘იარაღის შესახებ’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პნევმატური იარაღთან მიმართებაში კანონში არსებული შეზღუდვა შეიცვალა და კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა განესაზღვრა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს. მიუხედავად კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა, აღნიშნულმა სააგენტომ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ ‘მოახერხა’ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება.
2012 წლის 24 აპრილს დაიწყო პნევმატური იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აბსურდული ტალღა. ისევ შევიდა ცვლილებები ‘იარაღის შესახებ’ კანონში და ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პნევმატური იარაღი ფაქტიურად გაუთანაბრეს ცეცხლსასროლ იარაღს - კანონში გაჩნდა პნევმატური იარაღი რეგისტრაციის, ბალისტიკური შემოწმების და ა.შ. მოთხოვნები. ამჯერად უკვე სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. თუმცა დღევანდლამდე ასეთი ტექნიკური მახასიათებლები ისევ არაა შემუშავებული.
აღწერილმა ქმედებებმა შექმნა აბსურდული და სერიოზული როგორც სამართლებრივი, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მესამე წელია, რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო სტრუქტურების მიერ ხდება უამრავი ადამიანის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა - 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ პნევმატური იარაღს მიმსგავსებულ არცერთნაირ ნივთს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პნევმატურ იარაღს მიმსგავსებული ბავშვების სათამაშობის შემოტანაც კი აიკრძალა. თან ასეთი ნივთების ჩამორთმევა, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესის დარღვევით - არავითარი ადმინისტრაციული წარმოება, არავითარი წერილობითი სახის დოკუმენტი, არავითარი ახსნა-განმარტება! მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქმული წუხილი და მხრების აჩეჩვა - ჩვენ რა ვქნათ? ხომ იცით ეს ‘იმის’ მოთხოვნააო! ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგისთვის ჩამორთმეული ნივთები უბრალოდ ბავშვის სათამაშოა, სხვებისთვის კი ბიზნესი და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამ ხნის განმავლობაში ზოგის ბიზნესი საერთოდ დაიხურა, ზოგისას კი სერიოზული ზიანი მიადგა. აღნიშნულთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა ხდებოდა კერძო ორგანიზაციებში, სადაც შენახვისათვის საკმაოდ დიდი გადასახადი გროვდება. არადა დარღვევები იმდენად აშკარაა, რომ საკუთრება ჩამორთმეული მოქალაქეებს ნივთები ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდებათ, ხოლო შენახვისათვის გათვალისწინებული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.
დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი ვისაც პნევმატური იარაღი აქვს, ერთის მხრივ შეიძლება სამართალდამრღვევად მივიჩნიოთ, რადგან შეუძლებელია კანონის მოთხოვნების შესრულება (პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და ა.შ.), მეორე მხრივ კი არ არსებობს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პნევმატური იარაღის დიფერენცირების საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, რათა განესაზღვრა რეალური სამართალდამრღვევი.
კი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იარაღთან დაკავშირებული საკითხი არაა უმნიშვნელოვანესი, იმ პრობლემებთან შედარებით რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, შვეიცარია) იარაღთან დაკავშირებული უფლება კონსტიტუციითაც კია გარანტირებული. თან საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ სამარცხვინოც კია, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს საკითხი ასეთ აბსურდულ დონემდე იყოს მიყვანილი. ჩვენთვის რა თქმა უნდა აშკარაა, რომ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს ლოგიკური, გამომდინარეობდეს საჭიროებიდან, იყოს გასაგები და სრულყოფილი. დღეს არსებული სიტუაციით კი, თითქოს ასეთი შეზღუდვები არსებობს (თან აუცილებელზე გაცილებით მკაცრი), მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია. ამიტომ ძლიერი პნევმატური იარაღი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერის ხელში (მაგ. არასრულწლოვანის), ხოლო სახელმწიფოს იმის სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ საყვედური მაინც უთხრას ასეთ პირს.
ბატონო დავით,
მთელი ამ გაუგებარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თვით `იარაღის შესახებ` კანონში მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის იმ კრიტერიუმების ასახვა, რომლების მიხედვითაც მოხდება აკრძალვების და/ან შეზღუდვების დაწესება. ასეთი ჩანაწერი მიღებული პრაქტიკაა და თითქმის ყველა სახელმწიფოში სწორედ კანონითაა განსაზღვრული პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები (აკრძალვები) და აღნიშნული მახასიათებლების დაწესების უფლება არ აქვს მინიჭებული რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორ ეს `იარაღის შესახებ` კანონის ამჟამინდელ ვერსიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თქვენი ნდობის შემთხვევაში, ცვლილებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, მზად ვართ უმოკლეს ვადაში წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია და/ან მოგაწოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც.

რომ მრავალი ხელმოწერების შეგროვებას თავი ავარიდოთ მიზანშეწონილად ვთვლი ამ მიმართვის ბოლოს ხელი მოეწერათ ჩვენს, ოჩოპინტრეს, ბაზიერის, იარაღის (მგონი ასეთი საიტიც არსებობს) ადმინისტრატორებს. დანარჩენი მე მგონი ზემოთ საკმაოდ გასაგებად წერია.
giorgi555
ჩვენი მთავრბის ახლახან მიღებული დადგენილების გამო კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს თემა და დათა თუთაშხია გამახსენდა - რა ენერგიაც ამ კამთებშია ჩაქცეული ის ენერგია რომ ამ საქმის გადასაწყვეტად გამოგვეყენებინა დარწმუნებული ვარ დღეს ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა. რა ხალხი ვართ ეს იმერლები, ჭამაც კი გვავიწყდება თუ საკინკლაო საქმე გამოჩნდა. biggrin.gif
piettro
giorgi555
სულ minchanin-ის ბრალია ყველაფერი biggrin.gif ახლა ჩემი ჯერია biggrin.gif
დღევანდელი გადასახედიდან (და ალბათ მაშინაც) სასაცილოდ ჟღერს ეს პირველი პოსტი.
არ მქონდა წაკითხული და გადავიკითხე სამივე გვერდი თავიდან ბოლომდე smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.