დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკური სამიზნის გასწორების ტექნიკა
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2, 3
sekurifa
დღეს როგორც იქნა მივაგენი იმ მიზეზს რაც ხელს უშლიდა ოპტიკის გასწორებას. ანუ გავიგე თუ რატომ არ ყოფნიდა პაპრავკა ბადეს ქვედა მხარეს ვერტიკალში.
ახლა ვფიქრობ და ნერვები მეშლება რომ პრობლემა ცხვირწინ მქონდა სულ და არც მომაფიქრდა ამის გაკეთება რა 24.gif

ესეიგი აქ კონდახის ბრალი ყოფილა. როცა თოფი კონდახში იდება, ყველა ის სამაგრი ადგილი რითაც სისტემა კონდახზე მაგრდება ერთდროულად არ აჯდება კონდახს. ანუ შუა ვინტს რომ დავუჭერ მერე თოფი აიწონა-დაიწონას აკეთებს კონდახში ერთი მილიმეტრის სიმაღლეზე.

სასხლეტთან რომ სამაგრ ვინტს ვუჭერ რვიანები წინ მაღლა იწევს და თუ რვიანებსაც მერე გადავუჭერ უკვე ლულას ხრის ძირს და ამის ხარჯზე ჯდება ბუდეში.

გამოდის რომ ასე გადაღუნული ლულით ვისროდი ამდენხანს და სირცხვილი და ჯანდაბა მე რომ აქამდე ვერ ვიფიქრე ამაზე smile.gif როცა დღეს რვიანები ავუშვი შესამოწმებლად გაიმართა ლულა წელში და სულ მლოცა და მლოცა რა smile.gif

ეტყობა ეს მიტო გამომეპარა რომ აწყობისას ჯერ რვიანები დავუჭირე და მერე დანარჩენი. ახლა მოვაშლიფივკებ კონდახში საყრდენ ადგილებს და ყველაფერი გასწორდება. ასე რომ ოპტიკას არაფერი არ ჭირს და მეც საბოლოოდ მომეშვა გულზე smile.gif

აი რაც ზაზორია სურათზე იმხელათი ხრიდა რვიანები ლულას ქვემოთ.
ja_ja
აჰაა ესეიგი გუშინ ჩაუჯექი ხომ იმის მერე რაც ლულასა და რეზიკს შორის დაცილება წინ და უკან სხვადახვა იყო და რემინგტონას თოფზე კი ერთნაირი იყო smile.gif..

ძალიან კაი რომ ყველაფერი გაირკვა...
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 2nd December 2012 - 01:39 PM) *
ძალიან კაი რომ ყველაფერი გაირკვა...

ხო რა ეგრეა smile.gif ხანდახან რა მარტივ რაღაცაშია საქმე და მანდამაინც მაშინ ბრმავდება თვალები smile.gif ეს ახლა ვნახე ყველაფერი. გუშინ არ მეცალა. რომ ჩამოვედით პირდაპირ სამსახურში გავიქეცი მერე smile.gif
smekosmeko
კარგია პრობლემა რომ მოაგვარდა. ანუ ოპტიკა მუშაობს ხოშიანად smile.gif
ilo
ციტატა(ja_ja @ 9th October 2012 - 11:27 AM) *
ამ ლინკზე


ამ ლინკს ხსნის თქვენთან? ჩემთან არ გახსნა.
sekurifa
სულ დამავიწყდა რომ დამეწერა აქ. ჩემს ოპტიკას საბოლოოდ აღმოაჩნდა ქარხნული მიზეზი. ანუ ბრაკია. ყველას დიდი მადლობა თუ ვინმემ რამე რჩევა მომეცით ოპტიკის გასწორებასთან დაკავშირებით.

თურმე ოპტიკის ბრალი ყოფილა და მე თოფს ვაბრალიდი. ოპტიკის ბრაკმა რამოდენიმე დღის წინ იჩინა თავი. ანუ ჯვარი მერტიკალში საერთოდ აღარ მოძრაობდა. შევაკეთე დროებით მარა საბოლოოდ სხვაგვარი რამ ჭირდება ახლა ჩემს ოპტიკას.

ამის გამო მიტო არ ყოფნიდა პაპრავკები ოპტიკას ვერტიკალში.
ja_ja
sekurifa
მაგარი დამაინტრიგებელი რაცხა დაწერე ახლა შენ, იმენნა მაგრა დამაინტერესა რა პრობლემა აქვს და რაფერ დაადგინე, ეგეთ ინტერესში კაიხანია არ ვყოფილვარ smile.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 10th January 2013 - 11:43 PM) *
მაგარი დამაინტრიგებელი რაცხა დაწერე ახლა შენ, იმენნა მაგრა დამაინტერესა რა პრობლემა აქვს და რაფერ დაადგინე, ეგეთ ინტერესში კაიხანია არ ვყოფილვარ

დავწერ მაგასაც. ხომუნდა იცოდეს სხვამაც თუ რამე ეგეთი შეემთხვა. თან ამ პრობლემის მოგვარებაში ისევ შენ უნდა მოგმართო მერე. გამოსაცარხი მექნება რაღაც დეტალები.

ანუ თავიდან რომ ვიყიდე ოპტიკა ხომ დავწერე რომ ვერტიკალში პაპრავკა არ ყოფნიდა. სვლა ქონდა ძან პატარა. თურმე სვლა კიარ ქონია პატარა არამედ ის ტრუბკა რომელსაც ბარაბნები ამოძრავებენ არ ფიქსირდებოდა ვერტიკალში ბოლომდე. ანუ ეგ ტრუბკა უნდა ედებოდეს მილის კედელს ბოლომდე როცა მოშვებულია ბარაბანი ბოლომდე.

მერე როცა უჭერ ბარაბანს,გამოდის მარეგულირებელი ლაპა რომელიც წევს ქვემოთ ბადის ტრუბკას და ვაცერებთ სასურველ დონეზე. ხოდა ჩემს ოპტიკას ეგ ქონდა ზუსტად მოშლილი. ანუ შიდა ტრუბკა არ მიდიოდა ბოლომდე მილის ზედა კედლამდე როცა ზედა ბარაბანი ბოლომდე იყო მოშვებული. სულ ცოტას აიწევდა და მერე ბარაბნის ლაპა პუსტოიზე მუშაობდა და არაფერს არ არეგულირებდა.

სამი დღის წინ კი საერთოდ ერთი მილის ნაბიჟით მოძრაობდა. ანუ საერთოდ გაჩერდა ვერტიკალი ერთ დონეზე. რაუნდა მექნა. ავდექი და დავშალე ოპტიკა.
მოვხსენი ბარაბნები და პრობლემაც გამოჩნდა. შიდა ბადის ტრუბკა დაბლა იყო დახრილი და ზემოთ აღარ იწევდა. ჰორიზონტალს კიდე არაუშავს,აქვს საკმაოდ სვლა და მაგაზე პრობლემა არ მქონია თუმცა აწი რას იზამს არვიცი.

ხოდა დროებით შიდა ტრუბკას გამკვრივებული სილიკონი დავუტნიე რომ ზამბარის ფუნქცია შეასრულოს და აწიოს ზემოთ შიდა ბადის ტრუბკა. ავაწყვე ოპტიკა და მერე კი გასწორდა მაგრამ ეს დროებითაა. ახლა საჭიროა ბარაბნების ბუდის ქვემოდან გახვრეტა სადღაც 5-6 მილიმეტრის დიამეტრით. მერე რეზბის მოჭრა და ახალი მარეგულირებელი ვინტის გამოჩარხვა რომელიც უკვე ქვემოდან მიაწვება შიდა ბადის ტრუბკას და ისე აწევს მას. ან რამე ზამბარა დაყენდება რომელიც ამ ტრუბკას ქვემოდან მიაწვება და ბოლომდე აიყვანს.



koknar
ციტატა(ja_ja @ 10th January 2013 - 10:43 PM) *
რაფერ დაადგინე

და რაფერ შეაკეთე ?

sekurifa
ანუ, ეგ მილაკი თავისუფლად ყანყალებდა? ქვემოდან მიმწო;ი რატო დაჭირდა
sekurifa
ციტატა(koka @ 11th January 2013 - 01:18 AM) *
ქვემოდან მიმწო;ი რატო დაჭირდა

არ ადიოდა ბოლომდე ზემოთ. ლაპას არ ედებოდა ზემოთ. მოსლაბებული არაა კაი მიწოლა უნდა რომ დაიძრას. უბრალოდ ეგეთი ბრაკი აქვს რა.

koknar
sekurifa
ზედმეტ ჭკუსსწავლებაში არ ჩამითვალო და თუ გახსენი და იმ ტრუბკამდე მიხვედი, შიგნით ინერტული გაზი უნდა ყოფილიყო, შეიძლება ჰერმეტულობა არ დაგირღვევია ანუ შიდა მოცულობა არ გახსნილა არ ვიცი მაგ ოპტიკის ზუსტი სქემა მარა თუ ჰაერია ეხლა შიგნით ტემპერატურულ ცვლილებაზე დაიორთქლება შიგნიდან.
sekurifa
ციტატა(koka @ 11th January 2013 - 01:32 AM) *
არ ვიცი მაგ ოპტიკის ზუსტი სქემა მარა თუ ჰაერია ეხლა შიგნით ტემპერატურულ ცვლილებაზე დაიორთქლება შიგნიდან.

ხო ვიცი რომ აზოტია შიგნით მარა სხვაგვარად რომ არ ეშველებოდა ამ საქმეს. მგონი წინა ნახევარში ჰერმეტულობა არ დარღვეულა. პარალაქსი ამას ცენტრში აქვს და ცენტრიდან წინა ლინზამდე დახუფულია. ანუ პარალაქსის პატარა ლინზა ჰერმეტულად მოძრაობს ბუდეში და კორპუსის წინა ნახევარში ჰაერს არ ატარებს.

გამოვცადე უკვე. ორი დღეა ყინვაში ვატარებ და მერე სახლში თბილ ითახში შემაქვს. თოფი და ოპტოკა გარედან სულ იცვარება მარა ლინზები არა.
ja_ja
sekurifa
მანდ მემგონი ზემოთ ამომწევი ზამბარა იქნება ამოვარდნილი ბუდიდან, მოღუნული დრეკადი პლასტინაა ხოლმე როგორც წესი, დააკვირდი სურათებს






რაც შეეხება ჰაერს მანდ უკვე შესულია და გააჩნია როდის დაიწყებს დაორთქვლას... ისე მე რამდენადაც ვიცი აზოტის შოვნა პრობლემა არაა და შეიძLება შეშხაპუნება smile.gif, რუსები ერთი პერიოდი ეგრე აკეტებდნენ, ანუ იმათტან ოპტიკის შიტანა აწყობილი არ შეიძლებოდა, ამიტომაც ნაწილებად ყიდულობდნენ ჩინური ქარხნებიდან მერე ერთი სასტავი აწყობდა და აზოტსაც უშხაპუნებდა შიგნით... ნუ ახლა რა დონე გამოდიოდა მაგაზე არაა საუბარი, მთავარი ისაა რომ აზოტის შეშხაპუნება მერეც შეიძლება, მტავარია ძირიტადი პრობლემა მოგვარდეს
koknar
ja_ja
მისტერ, მანდ როგორაა, რამე გერმეტიკი არ უსვია, ან წეპო რამე, თორე ხო გაუვა ეგ აზოტი 1 საათში ? (აზოტზე ნორიკას მიაკითხეთ მაგას ექნება 1-2 ლიტრა მაცივარში)
sekurifa
ja_ja
უკანა კორპუსი ვერ მოვხსენი ვერაფრით. ანუ შიდა ტრუბკას ვერ ვიღებ რა.
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 11th January 2013 - 02:50 PM) *
მისტერ, მანდ როგორაა, რამე გერმეტიკი არ უსვია, ან წეპო რამე

ძირს ვინტი რომ აქვს ხოლმე ოპტიკებს აი მაგ ვინტს ხსნი უშვებ შიგნით აზოტსა და მის სუფტა გამდიდრებულ ნარჩენებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მერე მაგ ვინტს უჭერ ოღონდ რეზბაზე ლოკტაიტს ან რაიმე ეგეთ რეზბის გამაჩერებელს უსვავ და უჭერ....

გაზი როგორც წესი წნევით შიგნით არ არის, უბრალოდ ჰაერის ჩანაცვლება ხდება რომ გამოდევნილი იყოს ჩვეულებრივი ჰაერი შესაბამისი ნესტით (ანუ წნევით რომ იყოს, მერე ზაფხულში ლინზებს გაფართოებული აირი მიაწვება, ზამთარში კიდევ ვაკუომისკენ იქნება მიდრეკილება smile.gif), და დალშე მოქმედებაში თვითონ აზოტის თვისებები მოდის რა გახურება გაციებაზე ნიტო რეაქცია არ აქვს ნიტო ხრენ ივო ზნაიტ... კაროჩე დალშე ქიმიის წიგნი უნდა გადაიკითხო რომელიც სკოლის მერე მე არ წამიკითხია smile.gif

დიდი სუპერ ჰერმეტიზაცია ვიცი რომ არ არის, ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტურ მოდელებში, იმიტომ რომ მსმენია როდესაც რაიმე მიზეზით სახელოსნოში ხვდება ოპტიკა და მხოლოდ გარეგნული რაიმე შესწორებაა საჭირო, ხშირად ხელოსნები დამატებით წამახალისებელ სერვისად აკეთებენ აზოტის შეშხაპუნებას (ნუ ტიპა ძველი შეიძლება გაპარულიყო და....).

მოკლედ სრული ტექნოლოგია მაგ აზოტთან მიმართებაში არ ვიცი და ნუ მკითხავთ ისე თითქოს და სპეცი ვიყო, მხოლოდ ასე ვთქვათ ატრივოჩნი ინფორმაციები მაქვს, მეთვითონ მხოლოდ ერთი ოპტიკა მაქვს დაშლილი და მერე აწყობის გარეშე აიდა სანაგვეში smile.gif ლინზები დღემდე სადღაც გარაჟში მიყრია biggrin.gif

sekurifa
ციტატა(sekurifa @ 11th January 2013 - 03:05 PM) *
უკანა კორპუსი ვერ მოვხსენი ვერაფრით. ანუ შიდა ტრუბკას ვერ ვიღებ რა.

და რისთვის გინდა ამოღება? ასევტქვათ სრული პირიბორკა გინდა?

ნუ მაშინ ჯერ ის გაითვალისწინე რომ შეიძლება აწყობა არ გამოგივიდეს, ახლა ყველა ოპტიკაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგირთს იმდენად ჩახუჭუჭებული მექანისმები აქვს და ისეთი მიკროსკოპული რომ....

რაც შეეხება მოხსნას... ნუ ძირითადად არის, 2 ტიპის დამაგრება, 1 სტანდარტული ვინტები და რეზბები, დააკგირდი სადმე რაიმე ჩამალული რეზბა ხომ არაა, ან დეტალის მოხრახვნა თუ შეიძლება. 2 ხშირად გამოიყენება ასევთქვათ ჩაჯდომის ტექნიკა თუ რავისი რა დავარქვა, ნუ ტიპა პატარა პაზია ერთერთ დეტალში ამოღებული მეორეში კი მაგ პაზში ჩასასმელი რგოლია, პატარა ძალის დატანებით ხდება ჩაჯდომა დამახასიატებელი TKAP ხმის გამოცემით... შეიძლება ეგეც იყოს.... კროსმანის 4-16-ზე გარე უკანა ნასადკები ეგრე ზის...

ნუ მოკლედ ხრენ ივო ზნაიტ smile.gif დაკვირვება და ჩალიჩი უნდა... შენ ისეთი ტიპი ხარ აუცილებლად მიაგნებ, მთავარი მხოლოდ ერთია, არ გამოიყენო ძალიან დიდი ძალა, გინდა იყოს მოშვება, გინდა ვინტი გინდა მუხლიდან ამოგდება...
sekurifa
ja_ja
არა ვინტები არააქვს მგონი. გარედან არ ეტყობა არაფერი. ახლა კრასკის ქვეშ თუა არვიცი. მოტრიალებითაც ვერაფერი ვქენი. არ ძვრება რა. უკნიდან რომ დავშალო არმინდა. არც მაგის კლუჩები მაქვს და რეზბებზეც რაღაც ლაკია გადასმული. მგონი სულ დაშლას ჯობია ახალი ვინტი გავუკეთო ქვემოდან რომელიც მაგ ტრუბკას აწევს.
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 11th January 2013 - 05:58 PM) *
მგონი სულ დაშლას ჯობია ახალი ვინტი გავუკეთო ქვემოდან რომელიც მაგ ტრუბკას აწევს.

პროსტა დაწევა რომ დაგჭირდეს მერე რას აკეთებ?
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 11th January 2013 - 05:59 PM) *
პროსტა დაწევა რომ დაგჭირდეს მერე რას აკეთებ?

მოუშვებ მაგ ვინტს და დაიწევს ისევ ძირს. დაწევით კი იწევა აი მაღლა არ ადის თორე smile.gif
ja_ja
sekurifa
აი კიდევ ინფო იმედია გამოგადგება.



P.S. ისე ცოტა რომ შეაჯანჯღარო ხელში რაიმე რაწკარუწკი არ ისმის შიგნით? იქნებ მომძვრალია ეგ ზამბარა?
sekurifa
ჯაჯა ჩემს ოპტიკას შუაში აქვს პარალაქსი და ეგრე არ გავოვა ზამბარის ცასმა. ბარაბნების მერე პარალაქსის ლინზა დასრიალებს.
Dave
დამეხმარეთ ოპტიკის გასწორებაში ხალხნო smile.gif მაქვს utg 4x16x40 და ვერ ვასწორებ მიზანს sad.gif კორეკტირება მარჯვნივ დატრიალებას ითხოვს, მაგრამ რაღაც დონემდე მიდის და მერე აღარ ტრიალებს .... როცა ვიყიდე ვინტი რომ აქვს



აი ეს მოვუშვი და მერე დავუჭირე ისევ და რამე შუაში იქნება ეგ ფაქტი?
gregory
სალამი,
პირველ როგში შეხედე რინგების დაყენების სისწორეც ;
მერე რინგებს ადგილები გაუსწორე smile.gif
Power_VANO
Dave
ეგ ვინტი უნდა მოუშვა, მერე დაატრიალო რეგულატორი საპირისპირო მხარეს, მერე დაუჭირო ისევ ეგ ვინტი. ჯამში რასაც მიიღებ, ისაა რომ გაჩნდება დამატებითI რეგულირების საშუალება smile.gif

ანუ უშვებ ვინტს, ატრიალებ რეგულატორს საპირისპირო მხარეს (მოშვებულ ვინტზე რეალურად კლიკები არ ხდება და არ იცვლება სამიზნე), უჭერ ვინტს და ისევ არეგულირებ.
Dave
gregory
Power_VANO

მადლობა, გავასწორე უკვე ... საპირისპირო მხარეს უნდა დამეტრიალებინა თურმე და მე კიდე გული მისკდებოდა smile.gif
avto866
სალამით

ოპტიკას ვერვასწორებ ჩემს ნიტროზე 3-9x32 ოპტიკააქ

ბადეს ვერვწევ ზევით (მაქსიმალურად ავწიე) და არყოფნის

რინგებსაც შევუცვალე ადგილი და შედეგი იგივეაა, ტყვია მიფრინავს ზევით და ოდნავ მარჯვნივ
ReMiNgToN
avto866
რინგზე დაუდე ქაღალდის მაგვარი რომ ოდნავ ზემოთ დააყენოს ოპტიკა, ბევრი არ დასჭირდება, ისე შესაძლებელია ლულა ან თვითონ რელსი იყოს დაღუნული smile.gif
avto866
ReMiNgToN

კი ეგეც ვცადე და აიწია ოდნავ smile.gif

და მარჯვნივაც როუნდაგავასწორო ოდნავ?
ja_ja
avto866
შემთხვევით ლულა ხომ არ გაქვს ცოტა ზემოთ აპრეხილი????
avto866
ja_ja
ვერმივხვდი აპრეხილი რატოუნდაიყოს? რამე წუნი შეიძლება ქონდეს?
ja_ja
avto866
ციტატა(tato866 @ 2nd September 2013 - 11:18 AM) *
ვერმივხვდი აპრეხილი რატოუნდაიყოს?

ნუ თუ ზემოთ მიდის იმდენად ტყვიები რომ ოპტიკა ვერ ადის მაქამდე, ... რავი ვივარაუდე რომ ლულის ღერI და ოპტიკის ღერძი სხვადასხვა გრადუსით დგას და ზ.დ.პ-ებშI ერთერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა შემთხვევით გადატენვისას ლულის ხელიდან გამოსხლტომა, ლულა გამოქანებული იკეტება ამასობაში ინერციის იმპულსი შერჩენილია და ლულის წინა ნაწილი ზემოთ იქაჩება, შედეგად არის ეგეთი შემთXვევები როდესაც ლულის წინა ნაწილი აპრეხილია ხოლმე...

ნუ რავი თუ ოპტიკა წესრიგშია სხვა მე ნამდვილად არ ვიცი რა შეიძლება იყოს... იმიტომ რომ წესით სპორტულ პნევმოებზე რელსი პირიქით დახრილიც კი არის, ხოლმე 2 გრადუსით, ანუ წინ უფრო ძირს იყურება ხოლმე იმისათვის რომ ოპტიკაში ტყვიის ვარდნის ეფექტის პაპრავკების შეტანის საშუალება გქონდეს უფრო დიდ დისტანციაზე... ანუ როგორც ხვდები ტყვია ძირითადად ქვევით მიდის ხოლმე და მაგ ეფექტის კომპენსირებისთვის ქვევით არის ხოლმე პირიქით ოპტიკა დახრილი....

ნუ შენ კიდევ წერ რომ ტყვია ზემოთ ხვდება, ოპტიკის ბარაბნის მოძრაობა არ გყოფნის, პლიუს ქარალდიც ჩაუფილე და მაინც არ გეყო.... ნუ რავი რაცხა ნიტოა...

P.S. ისე ნუ გვიწყენ და სურათი რომ დადო რაფერ გაქვს ოპტიკა დამაგრებული კაი იქნება, ომიტიომ რომ ხშირია შემთხვევა როდესაც მომხმარებელს მიაჩლია რომ ოპტიკა სწორედ აქვს დამაგრებული და სინამდვილეში ზემოთ ქვემოთა და გვერდითა პაპრავკების ბარაბნები არასწორად აქვს ხოლმე დაყენებული.... ნუ მოკელდ ყველა ვარიანტი განსახილველია...

ისე ბარემ ისიც მოიწერე, ოპტიკა თოფს მოყვა თუ ცალკე იქნა შეძენილი, რომელი რინგები და რომელი ოპტიკაა (ლინკებს თუ დაყრი მთლად უკეთესი), პლიუს რა მანძილზე ისვრი რა პოზიციიდან რას ესვრი.... ნუ რაც მეტ პარამეტრებს მოგვაწოდებ მით უფრო სწორი რჩევა იქნება დაწერილი
avto866
ja_ja

ფოტოებსაც გადავუღებ და დავდებ ამდღეებში smile.gif

ოპტიკა მოყვა,

ციტატა(ja_ja @ 2nd September 2013 - 01:58 PM) *
ნუ რაც მეტ პარამეტრებს მოგვაწოდებ მით უფრო სწორი რჩევა იქნება დაწერილი

გავითვალისწინებ smile.gif
gregory
avto866
და ქაღალდი( იმედია1-2 მმ) და არა 1 ფენა რომელლ რინდს ჩაუფინე?

ilo
avto866

რა მანძილძე ესვრი რო აღარ ყოფნის ბრუნი?
ცოტა ჩააწეკი და მაგრად დაატრიალე ვერტიკალური მარეგულირებელი.
შესაძლებელია ახალი როა ოპტიკა მსუბუქი მოძრაობით არ გადატრიალდეს...
ReMiNgToN
avto866
რომელი ნიტრო გაქვს ისიც დაწერე აბა სანამ სურათებს დადებ smile.gif
name
მოკლედ, 4 წელია არ გამისწორებია ოპტიკა, ხოდა განულება როროგ იყო აღარ მახსოვს, leapers scope 6-24x50



ბოლომდე უნდა დაუშვა ,მაგრამ კლიკებით არ უნდა დავტრიალო ხო? ისრის საწინაღმდეგო მიმართულებით გადავტრიალო თავისუფალი ბრუნვით ?
koknar
მაგას რო მოუშვებ ბარაბანი ტრიალებს მაგრამ კლიკებს არ ამოძრავებს, როცა გაასწორებ რა მენძილზეც გინდა მერე მოუშვებ მაგ ექვსკუთხებს და ბარაბნებს ნულზე დასვავ მერე მოუჭერ ისევ
name
ეგ ხო, მაგრამ ჯვარი ხო გადაადგილენბულია წინაზე როგოც მქონდა გასწორებული, მაგ ჯვარს კლიკები ამიძრავებს, და თუ კლიკებით არ მოძარობს , ეგ ბოლომდე დაშვებული ხალასტოი ტრიალი რას ანულებს?
koknar
იმას ანულებს რომ, როცა მაგალითად შკალა დგას 10 ზე და ისვრის წერტილში, მოიყვან 0 ზე და გაისვრის ისევ წერტილში, აი წინაზე რაც გქონდა მაგ ამბავზე ვერ გავიგე რას გულისხმობ
name
აა ოკ გასაგებია,

ვიგულისხმე, წინა რაც მქონდა გასწორებული ოპტიკის კრესტი, ანუ ბადეს ხო გადადგილებ აქვს გაკეთებული
temo-777
name
მაგის მოშვება რათ გინდა რო?
სხვა ციფრი ეწეროს ზედ მთავარია ნოლი გასწორებული ქონდეს smile.gif
pilotina
temo-777
ციტატა(temo-777 @ 7th April 2016 - 03:15 PM) *
მაგის მოშვება რათ გინდა რო?
სხვა ციფრი ეწეროს ზედ მთავარია ნოლი გასწორებული ქონდეს



კლიკებს თუ ხმარობ სხვადასხვა მანძილზე სასროლად მაშინ გჭირდება მანდ ნოლზე დაყენება, რომ გასროლის მარე ისევ დააბრუნო პირვანდელ პოზიციაზე ბადე.
gregory
ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 03:21 PM) *
რომ გასროლის მარე ისევ დააბრუნო პირვანდელ პოზიციაზე ბადე.

pilotina
არც ისე ბევრ ოპტიკას აქვს ეგ ფუფუნება sad.gif
ისევ იმ პოზიციაზე შეიძლება რღარ დაბრუნდეს sad.gif

koknar
gregory
რატო არ უნდა დაბრუნდეს, 10 კლიკი რო მისცე ზემოთ მერე 10 ქვემოთ, სხვაგან დაჯდება ?
gregory
ციტატა(koka @ 7th April 2016 - 03:46 PM) *
gregory
რატო არ უნდა დაბრუნდეს, 10 კლიკი რო მისცე ზემოთ მერე 10 ქვემოთ, სხვაგან დაჯდება ?

koknar
თეორიულად იქვე უნდა დაბრუნდეს, მაგრამ პრაქტიკა სხვანაირია.
ბიუჯეტურ სკოპებზე მაქვს საუბარი, თორე ნაითფორსი, სვაროვსკი და მისთანები კი დადგებიან ზუსტად...
koknar
რეზინის ფერჩატკებით ხოოო 6.gif
gela
ისე ლიპერსებზე ეაც დავკვირვებულვარ, არასოდეს არ ბრუნდებოდა კლიკები იგივე პოზიციაზე, შეიძლება მე შემხვდა ბრაკი, ან ყველა ეგეთია არ ვიცი, დავუშვათ 10 კლიკი ზემოთ და მერე იგივე ათი ქვემოთ ზუსტად არ დამჯდარა, ხან ცხრა მოუთხოვია ხან 12, ეს პირობითად თორე ზუსტი ციფრები არ მახსოვს, ნუ დამაინტერესა ადრე და რომ ვცადე ლიპერსმა იგივე პოზიციაზე არ დააბრუნა, 3X9-40 -ზე ვამბობ
geojorjika
gela
ოპტიკები რომლის კლიეკების ზუსტად მუშაობს როგორც წესი 500$-ზე ზევით ღირს როგორც მინიმუმ
pilotina
gregory
ციტატა(gregory @ 7th April 2016 - 03:34 PM) *
არც ისე ბევრ ოპტიკას აქვს ეგ ფუფუნება
ისევ იმ პოზიციაზე შეიძლება რღარ დაბრუნდეს


ნუ თუ ძაან იაფიანია მაშინ ხო, მარა ჩემი HAWKE-იც არ განეკუთვნება ტოპ კლასს, მარა 60 კლიკი მივეცი ზემოთ, ვისროლე, მერე ისევ 60 ქვემოთ და მოხვედრის წერტილი ისევ იქ დასვა საცა იყო...
gela
geojorjika
ციტატა(giorgi @ 7th April 2016 - 09:28 PM) *
ოპტიკები რომლის კლიეკების ზუსტად მუშაობს როგორც წესი 500$-ზე ზევით ღირს როგორც მინიმუმ



ნუ წესით მასეც უნდა იყოს, აბა ბიუჯეტურმა თუ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც მაგარითად ნაითფორსმა, მაშინ ვინღა იყიდის ძვირიანს?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.