დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნემვატიური იარაღის შემოტანა...
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3
TORA
გასაგებია smile.gif))) შეტევაზე რატო უნდა გადმოვიდე ეს ხომ ელემენტარული ზრდილობის საკითხია რომ დიდ ადამიანს არ ვეუზრდელო smile.gif))
ja_ja
feeder
ნუ BSA-ზე ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი მშვენიერი მწარმოებელია სხვა თუ არაფერი მაგის ლულებს ცალკე თრეულობს სასტავი და მაგაზე გადაყავთ ხოლმე თოფები, მაგრამ DAYSTATE უფრო სხვა აურა აქვს რაცხა ლეგენდების გმირია...

რეალში რომელი ჯობია და რომელი არა კაცმა არ იცის, სხვა საიტების დაყრდნობით ჩემმა მტერმა თქვას რამე, რამდენი ავყებით რუსების ან ამერიკელების რჩევას იმდენჯერ 180 გრადუსით სულ სხვა შედეგები მივიღეთ თოფებიდან, აგინებენ იაფიანს და ამასობაშI ნორმალურია, ლეგენდებს წერენ ძვირიანებზე და ნუ ნაღდად არაა ის რასაც მოელი smile.gif

მოკედლ აქ არცერთი მაგ ფირმის იარაღი არავის არ ჰქონია, ასე რომ ვერაფერს ვერ გეტყვით კონკრეტულს, აი შენ ჩემოიტან და მერე გაგვიზიარე გამოცდილება დაგვაჭერინე ხელში და მერე უკვე შენც გვეტყვი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩვენც გვექნება შესადარებელი რომელი ჯობია და რომელი არა.

რაც შეეხება საექსპორტოზე გამოსატანს, ნაღდად არ ვიცი მაქაური კანონები ზუსტად რაფრა მუშაობს, თუ იქ ვინმე გყავს იმან უნდა გაიკითხ გამოიკითხოს...
gela
DaV1nCh
ისე მე ერთი ჩვენი ყოფილი ახალბედა ფორუმელი მახსენდება, სახელს არ დავასახელებ : )) რომელიც ლიჟბი რამე დაეწერა. კომპეტენტური იყო საკითხში თუ არა, და ამით იმატებდა პოსტების რაოდენობას და ფორუმზე ტიტულის მომატებას ცდილობდა, შედეგად, მიიღო დიდი ჯარიმა, დასაჯეს ჩვენმა ფორუმის მთლა უმფროსებმა, როცა კი შეატყვეს მისი ამ ჩანაფიქრის შესახებ : ) ხოდა არ მინდა ვიფიქრო რომ შენც მაგიტომ წერ ხოლმე, თან შენ ჩვენზე კარგად იცი რომ ბევრი არაფერი არ იცი : )) ხოდა ეს ფორუმი იმისათვის კი არ არის რომ ვინმემ აქ პოსტების რაოდენობა დააგროვოს და ტიტული მოიპოვოს, დამიჯერე აქ მაგაზე კანფეტებს არავინ არ არიგებს, აქ მნიშვნელობა აქვს რამდენად გამოსადეგ პოსტს დადებ, შეიძლება თვეში ერთხელ დაწერო რამე და იმდენად ინფორმაციის შემცველი დაწერო რომ ყველას გამოადგეს, და არა ყოველდღე ლიჟბი რამე დაპოსტო, რომელიც არავის არაფერში არგია, მოდი გავუფრთხილდეთ ჩვენს ფორუმს და ასე თუ ისე დავიცვათ ზედმეტი უაზრო ნაჯღაპნისაგან, ახლა მე რასაც ვწერ ესეც თემიდან გადახვევაა, მაგრამ საჭიროა რომ გაითვალისწინოს ჩვენი ფორუმის ახალბედა წევრებმა, თორე ძველებს არ ჭირდებათ ამის მითითება თუ როგორ უნდა მოიქცნენ,. მითუმეტეს დარწმუნებული ვარ აქ დარეგსიტრირებულ ახალბედა წევრების უმეტესობას თვალიც არ აქვთ გადავლებული ფორუმის წესებისთვის, თორემ ამხელა პროსტინის ჩამოწერა ნაღდად არ დამჭირდებოდა,
feeder
ja_ja მადლობა, გასაგებია.

dawiti
feeder Daystate ამ მოდელის იარაღი საქართველოში არავის აქვს და კარგი იქნება თუ მაგ მოდელზე შეაჩერებ არჩევანს smile.gif
ja_ja
dawiti
და BSA ვინმეს აქვს? smile.gif
dawiti
ja_ja ხო მაგიც არავის smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ვისაც სიახხლეები გაინტერესებთ საბაჟოსთან და პნევმო იარაღების შემოტანასთან დაკავშირებით:
21 ში გამოვიწერე ბესტექსით 4.5 კალიბრის ზდპ პნევმატიკა და ჩამოვიდა 16 დღეში, გასატანად რომ მივედი მითხრეს საბაჟომ შეაკავა რომ კარგად გადაამოწმონ მონაცემები და დაადგინონ ფასის შესაბამისობაო. ამისათვის გადავუგზავნე ინვოისები გადამზიდ კომპანიას, რათა საბაჟოსათვის გადაეგზავნათ. შემდეგ 1 კვირა და 4 დღე იყო დაკავებული საბაჟოზე და მეხუთე დღეს მომწერეს ამანათის გატანა შეგიძლიათო. მივედი და გამოვიტანე. სულ ეს არის. smile.gif ანუ საბაჟომ შეიძლება შეაკავოს მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხარისხიანი შემოწმების შედეგად გამოგატანენ smile.gif

შენიშვნა, უფრო მეტად კი მეგობრული რჩევა: შედარებით საკმაოდ იაფი კი დამიჯდა ამ იარაღის ჩამოტანა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო გირჩევთ, რომ ვისაც ამერიკული პნევმოს ყიდვა მოგინდებათ, ცოტაც მოითმინეთ, თანხა დაამატეთ და გრეგორთან იყიდეთ, რათა მერე ჩემსავით არ ინანოთ smile.gif
მეგობრული რეკლამა გრეგორს. smile.gif
gela
ხ.მ.ე.ლ.ო
მე ვიცი რომ ბესტექსი თავისივე ოფისში ანბაჯებინებს ყოველგვარი ზედმეტი სირბილის გარეშე : ) 6 იანვარს გამოვიტანე ბოლო ნიტრო და მსგავსი არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა რომ განბაჟება არ დაჭირდა, გადასამოწმებლადაც არ წაუღიათ, თუ ახალი მოიფიქრეს რამე, მაშინ უნდა ველოდო მეც სიახლეებს ჩემს მარადასთან დაკავშირებით : ))
თუ პარამეტრებზეა საქმე, მაშინ შეიძლება ჩემს თოფზეც იგივე მოხდეს, სხვა უკვე გარკვეულ ნივთებზე კი ბესტექსის ოფისშივე ანბაჟებენ ყოლიფერს : ))
gela
ციტატა(x.m.e.l.o @ 21st January 2014 - 12:40 PM) *
შედარებით საკმაოდ იაფი კი დამიჯდა ამ იარაღის ჩამოტანა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო გირჩევთ, რომ ვისაც ამერიკული პნევმოს ყიდვა მოგინდებათ, ცოტაც მოითმინეთ, თანხა დაამატეთ და გრეგორთან იყიდეთ, რათა მერე ჩემსავით არ ინანოთ smile.gif
მეგობრული რეკლამა გრეგორს

მე ვკითხე გრიგოლს მარადას შესახებ და აღარ მაქვსო , თან ხის კონდახიანები აღარ გამოდისო, თორე მეც მერჩივნა გრიგოლთან ყიდვა,
TARASICHA
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jan 21 2014, 01:40 PM) *
ვისაც სიახხლეები გაინტერესებთ საბაჟოსთან და პნევმო იარაღების შემოტანასთან დაკავშირებით:
21 ში გამოვიწერე ბესტექსით 4.5 კალიბრის ზდპ პნევმატიკა და ჩამოვიდა 16 დღეში, გასატანად რომ მივედი მითხრეს საბაჟომ შეაკავა რომ კარგად გადაამოწმონ მონაცემები და დაადგინონ ფასის შესაბამისობაო. ამისათვის გადავუგზავნე ინვოისები გადამზიდ კომპანიას, რათა საბაჟოსათვის გადაეგზავნათ. შემდეგ 1 კვირა და 4 დღე იყო დაკავებული საბაჟოზე და მეხუთე დღეს მომწერეს ამანათის გატანა შეგიძლიათო. მივედი და გამოვიტანე. სულ ეს არის. smile.gif ანუ საბაჟომ შეიძლება შეაკავოს მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხარისხიანი შემოწმების შედეგად გამოგატანენ smile.gif

ეგეთი რამე ჩემთვისაც არ უთქვამთ, მე 17 იანვარს გამოვიტანე ბესტექსიდან Benjamin Nitro Piston 0.177 და არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ჩემ გარდა კიდევ ბევრი ელოდა თოფს და არავის არ შექმნია პრობლემა, ამ 5 დღეში თუ რამე შეიცვალა არ ვიცი scratch_one-s_head.gif
ja_ja
gela
TARASICHA
რა გჭირთ ხალხნო smile.gif

პროსტა აქვს უფლება საბაჟოს ამორჩევითათ გააჩეროს ნივთი და შეამოწმოს. თუ აღმოჩნდა რომ ინვოისი არ მოყვება მაშინ მათი ავადმყოფური ტვინი იწყებს უკუღმართად მუსაობას smile.gif

ეგრე მეც რომ ჩამოვიტანე 120$-იანი ულტრაბუქი და მიუხედავად იმისა რომ მივუთიტე გადამზიდავს რომ 120$-იანია, მისვლისას დამხვდა წითელი სკოჩით გადაფუთული ყუთი, ანუ არ დაიჯერეს და გადაამოწმეს, პროსტა შიგნით იდო ინვოისი და ვერაფერი თქვეს, რომ არ ყოფილიყო ინვოისი ჩვეულებრივად დაიტოვებდნენ და ჩემგან მოითხოვდნენ იმეილს ან ინვოისს...

თუმცა ეს ბოლო პუნქტი არ მესმის რა, აი მომკალით და არ მესმის smile.gif ონლაინში მიღებულ ნებისმიერ წერილს და ინცვოისს ისე გადავაკეთებ რომ 10000000$-იანს 10$-ს ჩავუწერ და ჩემს ფეხებს გადაამოწმებენ, მაინც ფორმალობაა და რაღას ითხოვენ აი მაგას უკვე ვეღარ ვხვდები smile.gif
gela
ja_ja
ჩემსას სავარაუდოდ კი არა აუცილებლად მოაყოლებენ ინვოისს, ბედი მაქვს ასეთი biggrin.gif მარადა დაჯდა ადგილზე 420 ამერიკული უზალთუნი, გამოგზავნა 68 ქურუში და გაბაჟების გარდა კიდევ რა თამასუქი უნდა შევუზიდო. შემთხვევით სადმე რამე ყური ხომ არ გექნება მოკრული ამ საკითხთან დაკავშირებით? : ))
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gela @ Jan 21 2014, 03:22 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
მე ვიცი რომ ბესტექსი თავისივე ოფისში ანბაჯებინებს ყოველგვარი ზედმეტი სირბილის გარეშე : ) 6 იანვარს გამოვიტანე ბოლო ნიტრო და მსგავსი არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა რომ განბაჟება არ დაჭირდა, გადასამოწმებლადაც არ წაუღიათ, თუ ახალი მოიფიქრეს რამე, მაშინ უნდა ველოდო მეც სიახლეებს ჩემს მარადასთან დაკავშირებით : ))
თუ პარამეტრებზეა საქმე, მაშინ შეიძლება ჩემს თოფზეც იგივე მოხდეს, სხვა უკვე გარკვეულ ნივთებზე კი ბესტექსის ოფისშივე ანბაჟებენ ყოლიფერს : ))

ოფისში მხოლოდ დეკლარაცია მომცეს თუ რამდენი უნდა გადამეხადა განბაჟების თანხა და ამანათი, მეტი არაფერი. დანარჩენი იმის გადაწყვეტა, დაეშვათ თუ არა ჩემი თოფი საქართველოს სამოქალაქო ბრუნვაში, საბაჟომ გადაწყვიტა. საბაჟოზე ახდენენ კალიბრის შემოწმებასა და ფასის შესაბამისობას. აქედან გამომდინარე, რადგან მარადა შედარებით ძვირი ღირს, ნამდვილად უნდა ელოდო იმას რომ საბაჟომ დააკავოს და ხარისხიანად შეამოწმოს.
ხო მართლა, განბაჟება არ დასჭირვებია ჩემს ნიტროსო რომ თქვი, თუ 300 ლარზე ქვემოთ დაგიჯდა ეგ ნიტრო, მაშინ არ დასჭირდებოდა განბაჟება და შესაბამისად შეიძლება არც უფიქრიათ იმაზე, გადავამოწმოთ თუ არაო... smile.gif
ja_ja
gela
ჰოდა ახლა 420+68 =488 +18%=575.84 * კურსზე ლარებში

ამას მერე დაემატება საბაჟოს მომსახურების საფასური (5 ევრო) ადრე ვეჩნა 11 ლარს იღებდნენ არ ვიცი ახალ კურსის გამო თუ შეცვლიან. დალშე იმპორტის გადასახადი 1 თუ 2 ლარი, ასევე ვითომ და უფასოდ მარა მგონი 30 ლარს დაამატებს გადამზიდავი კომპანია საბუთების გაფორმება გამოფორმებაში და დალშე ბანკში, ეს მომსახურების ღირებულება, დ.ღგ.ს და იმპორტის გადასახადის სათითაო გადარიცხვისთვის თითო თითო ლარი, სულ 3 ლარი.

ჰო კიდევ პაწუა რჩევა, საგადასახადოს გადასარიცხი თანზები ზოტა ზედმეტობით გადარიცხე, ასე 1 ლარი წაამატე რა თორემ ეგ ჩათლახები კაპიკებში ცვლიან ხოლმე თანხებს სანამ ანგარიშზე თანხა დაჯდება, მერე შენ სიტყვაზე 11 ლარი გაქვს გადასახადი და იქ აღმოჩნდება რომ 11 ლარი და 5 თეთრია. ამ 5 თეთრს იასნია კაციშვილი არ უყურებს, ეს ჩემისები კიდევ 1 წლის მერე პანიკას წევენ რომ აი გადასახადები არ გადაიხადე ჰაი ჰუი, ვალი გაქვს სახელმწიფოსი და ამ ტილიანი კაპიკების გამო დაგადებენ ჯარიმებს დაგიყადაღებენ ყველაფერს და მერე შენ გიწევს სირბილი და დედის გინება რომ გიჟები ხომ არ ხართ ეგრე არაა ასეა და კაროჩე რა...

ჩვენთან ხომ იცი სასამართლოში პროკურორმა კი არ უნდა დაამტკიცოს რომ დამნაშავე ხარ პირიქით შენ უნდა დაამტკიცო რომ უდანაშაულო ხარ smile.gif თან არ სჯერავთ რომ ეუბნები არ დამიშავებია :0 გეუბნებიან აბა რითი დაამტკიცებ რომ არ ხარ დამნაშავეო smile.gif

კაროჩე მე 2-ჯერ მომიწია ეგრე მაგათ გამო სირბილი smile.gif დღესდღეობითაც რაღაც 1 თეთრი მაწერია და ონლაინით გადახდა არ ხდება, პლიუს ის ძველი კოდი გაუუქმებიათ და ბანკების მეშვეობითაც ვერ გადაიხდი, უნდა მიხვიდე მაგათთან ფილიალში და იქ რაცხა უნდა გაასწორებინო, მანდ მესვლა მეზარება და ყოველწელიწადს სატელეფონო დრუჟნი გინება გვაქვს ხოლმე smile.gif

ამასობაშირომ ვიცი ეგეთი ამბების პონტი, სპეციალურად ყველა შესაძლო ანგარიშზე ზედმეტობით მაქვს საგადასახადოში თანხა შეტანილი ზოგან 1 ლარი ზოგან 10 ლარი (იქ იმპორტი, აქ მიწის გადასახადი, აქ დღგ და ასე შედმეგ), მარა ამ დაწყევლილი რაცხა ანგარიშზე ვერ შემაქვს ვერაფერი და ყოველ წელიწადს რაცხას მიბლოკავენ smile.gif. ასე რომ გაითვალისწინე ბანკში საბუთებით რომ მიხვალ მიაშავე რაცხა თეთრებით მეტი მაინცა ან თუ ზუსტად გადაუხდი მერე საგადასახადოს გვერდზე შედი 4-5 დღის მერე და შეამოწმე რაიმე არასწორად ხომ არ დაიანგარიშეს smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Jan 21 2014, 04:04 PM) *
gela
TARASICHA

თუმცა ეს ბოლო პუნქტი არ მესმის რა, აი მომკალით და არ მესმის smile.gif ონლაინში მიღებულ ნებისმიერ წერილს და ინცვოისს ისე გადავაკეთებ რომ 10000000$-იანს 10$-ს ჩავუწერ და ჩემს ფეხებს გადაამოწმებენ, მაინც ფორმალობაა და რაღას ითხოვენ აი მაგას უკვე ვეღარ ვხვდები smile.gif

მართალი ხარ, მეც არ მესმის, მაგის შეცვლა ფოტოშოფით, დაჟე "პაინტითაც" კი biggrin.gif ისეა შესაძლებელი რომ კაციშვილი ვერ გაიგებს smile.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 21st January 2014 - 05:57 PM) *
მაგის შეცვლა ფოტოშოფით, დაჟე "პაინტითაც" კი

რათ უნდა ფოტოშოპი და პეინტი!!! წერილი და ინვოისი ხომ ტექსტურ ფორმატში მოდის!!!! დაიადე და შეინახე PDF-ად მერე კი გახსენი და რაც გინდა ის ჩაწერე smile.gif თუ გინდა იქეთ დაადე ვალი საბაჟოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ბოლოს ამ შენებურ ლამაზ დუკუმენტს ბეჭდავ და ახუტებ, დუკუმენტ სლუში დუკუმენტ! smile.gif წავიდნენ და გიმტკიცონ რომ ნიტოა smile.gif მოგთხოვენ აბა შენს ელ ფოსტაში შეგვახედეო თუ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ვერ არიან რა smile.gif მაგაზე U2G-ში ვიკაიფე ეგრე რაცხა განსაბაჟებელი რომ ჩამომივიდა და მომწერეს ინვოისი თან წამოიღეო smile.gif მეთქი ახლა ოხ თქვენი რა smile.gif ნეტა არ მიმეთითებინა მეთქი რეალური თანხა მეთქვენ გიჩვენებდით სეირს მეთქი smile.gif

P.S. ადრე ბარამს ვეკაიფე ეგრე, ბანკის ამონაბეჭდის ხარჯზე ხდებოდა საქონლის გაცემა, მეც ავდექი და იბანკით გადავიხადე, მერე კიდევ ამოვბეჭდე და წავიღე, ის PDF-ი კი შევინახე smile.gif

მეორე ჯერზე რომ ჩამოვიდა საქონელი ის PDF-ი გავხსენი ჩავასწორე თანხა და თარიღები, ამოვბეჭდე და გავუტანე, უპრობლემოდ მომცეს საქონელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პროსტა მერე მაინც შარში რომ არ გავხვეულიყავი გადავრიცხე თანხა იმავე დღეს, მარა ფაქტი ერთი შედგა, შეგეძლო გამოგონილი საბუთი მიგეტანა და არანაირი გადამოწმების მექანიზმი არ ჰქონდათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ბოროტმოქმედი რომ ვყოფილიყავი იმენნა ვიგულავებდი smile.gif

P.S. p.s. ეს მოყვანილი მაგალითი არ განიხილოთ ვინმემ როგორც მოქმედების სახელმძღვანელო, უბრალოდ მოვიყვანე ფაქტი რა არის რეალობა და რა არის კონტროლის მექანიზმის არ არსებობა smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
ja_ja
თუ გინდა იქეთ დაადე ვალი საბაჟოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მართლაც რომ ---> biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ja_ja
P.S. p.s. ეს მოყვანილი მაგალითი არ განიხილოთ ვინმემ როგორც მოქმედების სახელმძღვანელო, უბრალოდ მოვიყვანე ფაქტი რა არის რეალობა და რა არის კონტროლის მექანიზმის არ არსებობა smile.gif

ხო ნუ, ხუმრობა არ ღირს მაინც ამაზე, შეიძლება რამე ამოგიქექონ, თან ისიც შემთხვევით biggrin.gif

ვაი საწყალო საქართველოვ smile.gif არავინ არაფრის გაგებაში არ არის, სატირელია სასაცილო რო არ იყოს ))))))
iorama
ხ.მ.ე.ლ.ო
Mე 18-ში მივიღე ბარამით და არანაირი პრობლემა. ვფიქრობ რაღაც მიზეზი იქნებოდა და ამის გულისთვის საქართველოს ნუ უწოდებ უბედურს wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(iorama @ Jan 21 2014, 11:06 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
Mე 18-ში მივიღე ბარამით და არანაირი პრობლემა. ვფიქრობ რაღაც მიზეზი იქნებოდა და ამის გულისთვის საქართველოს ნუ უწოდებ უბედურს wink.gif

მაგის გამო არ მიწოდებია smile.gif იმის გამო ვუწოდე საწყალი, რომ არაპროფესიანალებით არის სავსე უმეტესი დაწესებულება smile.gif
gela
ეს ვიხალისოთ თემაში უნდა ჩამეწერა წესით მაგრამ აქ იყოს, მოკლედ გუშინ გამოუშვა ბესტექსმა მარადა და ოპტიკური სამიზნე და არ გამომიგზავნა კრონშტეინები იმიტომ რომ ეგ ცეცხლსასროლისააო, მივწერე, მეთქი იარაღი გამომიგზავნეთ, ოპტიკურუ სამიზნე გამომიგზავნეთ და მაგ ოპტიკური სამიზნის კრონშტეინებია თქო, მოკლედ ცირკია ცირკი biggrin.gif
gela
მწერენ რომ

ბესტექსი:: , რაც მოდის პნევმატურ იარაღთან ერთა იმაზე პრობლემა არ არის. კონკრეტულად ამას არ გამოაგზავნიან რაც ცალკე იგზავნება, ამერიკიდან ვინაიდან ითვლება როგორც ცეცხლსასროლი იარაღის აქსესუარათ რომლის ტრანპსორტირებაც აშშ-დან აკრძალულია. შეგვიძლია უკან დაუბრუნოთ მაღაზიას.

ჩემი პასუხი smile.gif ოპტიკური სამიზნე თუ შეიძლება ხალხო, მისი კრონშტეონები რაღა გახდა? : )) რა შუაშია აქ ცეცხლსასროლი? ეს უშუალოდ სამიზნის აქსესუარია და არა ცეცხლსასროლის : )
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gela @ Jan 22 2014, 09:51 PM) *
ეს ვიხალისოთ თემაში უნდა ჩამეწერა წესით მაგრამ აქ იყოს, მოკლედ გუშინ გამოუშვა ბესტექსმა მარადა და ოპტიკური სამიზნე და არ გამომიგზავნა კრონშტეინები იმიტომ რომ ეგ ცეცხლსასროლისააო, მივწერე, მეთქი იარაღი გამომიგზავნეთ, ოპტიკურუ სამიზნე გამომიგზავნეთ და მაგ ოპტიკური სამიზნის კრონშტეინებია თქო, მოკლედ ცირკია ცირკი biggrin.gif

აი მერე იტყვიან რატომ ამბობ რომ უბედურია საქართველოვო. უვიცების მთელი არმიაა რა მოკლედ. ამხელა ოპტიკას აგზავნიან და რინგებმა რა დააშავა. ესეიგი რინგი მარტო ცეცხლსასროლ იარაღზე ყედება. რინგი საშიშია და ოპტიკა არა ხო? biggrin.gif biggrin.gif
ვაი ვაი....... smile.gif

gela
უკვე ისე დავვიზმენდი, მობილური ტელეფონი მაქვს გამოწერილი და მეშინია უარი არ მითხრან ჩამოტანაზე, რავიცი იქნებ სიცოცხლისთვის საშიში ან ცეცხლსასროლი იარაღის აქსესუარია და... smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
კიდევ კარგი არ დავუკვეთე მათან უნდა გამეშვა რინგები biggrin.gif
gela
ციტატა(geojorjika @ Jan 22 2014, 10:33 PM) *
კიდევ კარგი არ დავუკვეთე მათან უნდა გამეშვა რინგები biggrin.gif

ის მაინც მითხარი ვის უნდა ჩამოატანინო და ბარემ მეც მაგათთან გადავალ, ან ჩემთვისაც ჩამოატანინე და უზალთუნებს ჩაგიკუჭავ ჯიბაში : )))
geojorjika
gela
აზრზე არა ვარ biggrin.gif
gela
ციტატა(geojorjika @ Jan 22 2014, 10:55 PM) *
gela
აზრზე არა ვარ biggrin.gif

ეეეჰ რაავა დაგვიდგა საქმე, ჩაქრი ჩაქრი ბესტექსო და ამერიკის საბაჟობ და ჩვენო კანონმდებლობავ რომ ოპტიკური სამიზნე ჩამოგაქვს, თავისივე კრონშტეინებით, პნევმატური თოფი ოპტიკურ სამიზნესთან ერთად და ცალკე კრონშტეინებისა თურმე პილოტსა შინებია, ე მანდ არ აიშვასო biggrin.gif
gregory
gela
და ვერ უთხარი იმ რინგებს პირდაპირ აწერია: AIRGUN?

gela
ციტატა(gregory @ Jan 23 2014, 10:16 AM) *
gela
და ვერ უთხარი იმ რინგებს პირდაპირ აწერია: AIRGUN?

აი ეგ ვეღარ მოვიფიქრე : )) მოიცა მივწერო ახლავე

მოკლედ ამ პოსტს რომ ვწერდი კაკრაზ დამირეკა ბესტექსის წარმომადგენელმა და მითხრა,გადავწყვიტეთ თქვენი საკითხი და იქით რეისზე გამოგიგზავნითო, : ))
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gela @ Jan 23 2014, 10:25 AM) *
აი ეგ ვეღარ მოვიფიქრე : )) მოიცა მივწერო ახლავე

მოკლედ ამ პოსტს რომ ვწერდი კაკრაზ დამირეკა ბესტექსის წარმომადგენელმა და მითხრა,გადავწყვიტეთ თქვენი საკითხი და იქით რეისზე გამოგიგზავნითო, : ))

ნწ ნწ ნწ, რა გულის პატრონები არიან, დაეწვათ გულები 14.gif მაინც არ გაწყენინეს 14.gif

ციტატა(gela @ Jan 22 2014, 10:41 PM) *
ის მაინც მითხარი ვის უნდა ჩამოატანინო და ბარემ მეც მაგათთან გადავალ, ან ჩემთვისაც ჩამოატანინე და უზალთუნებს ჩაგიკუჭავ ჯიბაში : )))

მემგონი კამექსს ჩამოაქვს ეგ რინგები და ზოგადად ნაწილები...
Ex3
მე კამექსით ჩამოვიტანე bug buster უპრობლემოდ , არც შეჩერება , არც კითხვა და არაფერი.
bako888
პირმიდაირიდან ვინმეს ხო არ ჩამოუტანია ან რამე პობლემა ხო არ შეგქმნიათ მაგ საიტიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით??
ja_ja
bako888
ყველა თემაში ერთი და იგივეს ნუ წერ.

საიტს კონკრეტულად პრობლემა არასდროს არ აქვს, პრობლემა ქართულ გადამზიდავ კომპანიებს აქვს და არა ამერიკულ საიტებს.

ჩამოუტანია მაგ საიტიდან არაერთს და პრობლემა არც მაგ საიტთან და არც ამაზონთან და არც სხვასთან არ ყოფილა. საიტს იმენნა ახატია, გადაუხადე, მისამართი მიუთითე და თუ შტატი სადაც აგზავნი რაიმე შეზღუდვებს არ აწესებს, არანაირი პრობლემა არ იჩითება, დალშე პრობლემები მხოლოდ ქართულ კომპანიებთან უნდა გაარკვიო
gela
კაროჩე ამ ბესტექსმა ხან ჩამომაქვს და ხან არა შენი რინგებიო, გუშინ გადმომირეკეს და გავარკვიეთ, იქითა რეისზე გამოგიგზავნითო, ახლა ვურეკავ საიტზე არ ასახულა თქო და, ბოდიშითო რაღაც გაუგებრობა მოხდაო და ისევ ვერ გიგზავნითო, მოკლედ გაგიჟებას ვარ , 30 მმ ვივერის რინგები რომ 30 მმ დოვეტაილებში გამიცვალოს, არის ვინმე ისეთი, თანხას დავუმატებ ან რა ვიცი მიშველეთ რამე თორე გავაქანე აი მარადიორი და შემუანარცხე კედელაზე
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gela @ Jan 24 2014, 10:31 AM) *

მაინცდამაინც გაცვლა გსურს? გუდვილში არ იყიდება სამაგისო რინგები?
gela
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jan 24 2014, 12:42 PM) *
მაინცდამაინც გაცვლა გსურს? გუდვილში არ იყიდება სამაგისო რინგები?

არ აქვთ თორე ამდენ წუწუნს დავიწყებდი? მონობლოკი აქვთ მარტო, და იმასაც იმხელა წონა აქვს, მაინც რინგებზე უნდა ვიფიქრო და, აჰა ვფიქრობ უკვე რა ვქნა მეტი : ))
ikaaa
gela
ლილოს ბაზრობაზე არ გინდა რო გახვიდე?

ხვალ შაბათია და ის მაღაზია ღია იქნება სადაც ეგენი აქვთ, სათამაშოების რიგშია.

თუ ხარისხი არ მოგეწონება დროებით მაინც დააყენებ, 10 ლარის დედაც ვატირე. smile.gif
gela
ციტატა(ikaaa @ Jan 24 2014, 06:34 PM) *
gela
ლილოს ბაზრობაზე არ გინდა რო გახვიდე?

ხვალ შაბათია და ის მაღაზია ღია იქნება სადაც ეგენი აქვთ, სათამაშოების რიგშია.

თუ ხარისხი არ მოგეწონება დროებით მაინც დააყენებ, 10 ლარის დედაც ვატირე. smile.gif

ვივერები აქვთ მანდ, ვიყავი უკვე , და თან 30 მმ ტრუბაზე არ აქვთ
gela
მოკლედ კამექსს მივწერე და მე ჩამოგიტანო მაგ რინგებსო, ხოდა ავდექი და გავიარე რეგისტრაცია მაგათთან, იმან ჩემი პირადი კოდი მომანიჭა, მერე ეს ყველაფერი გავუგზავნე ბესტექსს და ვუთხარი რომ კამექსის მისამართზე მიეტანათ, და კაიო : ) მოკლედ თუ ახლა კამექსმა არ აღმოაჩინა და არ გადათქვა ამათსავით, რომ უიოო, ეს რა დაგვემართაო და ჩვენც ვერ ჩამოგიტანთო , მერე უნდა ვიკაიფო რაა, ახლა ამათ უნდა გადავაგზავნინო ბარამთან, მერე იასნია ისინიც ვერ ჩამოიტანენ, ( აბა ამათ ვერ ჩამოაქვთ და... )) ხოდა მერე ბარამიდან ისევ ბესტექსთან გადავამისამართებ, იქიდან ისევ კამექსი და ასე გავაგრძელებ სანამ რონგები ისე არ გაიცვითება რომ საწყობში მისული შორიდანვე იცნონ საწყობის თანამშრომლებმა, ნუ მანამდე მე უკვე მექნება ნაშოვნი, ბაზარი არაა, მაგრამ ამით დავსაჯი და ვამოგზაურებინებ ჩემს დოვეტაილის რინგებს : ))) გაყინულ ტვინიანები არიან ეს ჩვენის გადანგრეულები რაა, იარაღი მოაქვთ, ოპტიკური სამიზნე მოაქვთ, კრონშტეინები რომელსაც პირველივე სიტყვა საიტზე AIRGUN აწერია, ჩათვალეს რომ ცეცხლსასროლისაა და გამიჩერეს, ნეტა ის ვიღაც ....ლე ამანახა, ვისი უტვინო და ზერელე დამოკიდებულების და გადაწყვეტილების საფუძველზეც ეს რინგები გამიჩერეს, რომ თვალებში იდაყვი ჩავაცეცხლო, სულ თავში უნდა ვურტყა გამოგზავნილი ოპტიკა და მარადა შრაუდერით უნდა გავუყეთო ერთ ადგილას და გამოვკრა ცეპე 300-ით
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gela @ Jan 24 2014, 10:30 PM) *

ანუ შესაძლებელია რომ ბესტექსით გამოიწერო რაღაც ნივთი, მაგრამ ამერიკაში ან ჩინეთში შიდაგადაზიდვების შედეგად სხვა გადამზიდის, მაგალითად კამექსის მისამართზე მიატანინო?
მაგ დროს პაიპალზე ხომ გაქვს უკვე მონიჭებული მონაცემები სიტყვაზე ბესტექსის მიერ, აღარ დაგჭირდება შეცვლა მაგალითად კამექსის მიერ მონიჭებული მონაცემებით?
gela
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jan 25 2014, 09:54 AM) *
ანუ შესაძლებელია რომ ბესტექსით გამოიწერო რაღაც ნივთი, მაგრამ ამერიკაში ან ჩინეთში შიდაგადაზიდვების შედეგად სხვა გადამზიდის, მაგალითად კამექსის მისამართზე მიატანინო?
მაგ დროს პაიპალზე ხომ გაქვს უკვე მონიჭებული მონაცემები სიტყვაზე ბესტექსის მიერ, აღარ დაგჭირდება შეცვლა მაგალითად კამექსის მიერ მონიჭებული მონაცემებით?

ანუ ასე ვათქვათ. ამაზონიდან გამოვიწერე და მივუთითე ბესტეხსის მისამართი, კი მივიდა იქ მაგრამ არ აისახა სისტემაში, მერე გადავურეკე წარმომადგენელს, და მათ მითხრეს რომ გაჩერებულია და სხვა გადამზიდით მესარგებლა, მითხრეს თუ გინდათ უკან დავაბრუნებთ, თუ არა და მოგვწერეთ სხვაგადამზიდის მისამართი და იქ გავუშვებთო, ხოდა დავრეგისტრირდი კამექსში და იქ მინიჭებული მისამართი და პირადი კოდი გადავუგზავნე ბესტექსს, ხოდა გადააგზავნიან რა : ) მანამდე კი კამექსს გავუგზავნე ამ რინგების ლინკი და , მხოლოდ მას შემდეგ რაც მათგან მივიღე ეგრეთწოდებული ,,დაბრო'' დავრეგისტრირდი და გავუგზავნე ბესტექსს მაგათი მისამართი,
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gela @ Jan 25 2014, 11:10 AM) *

აჰა. გასაგებია.
ნეტავ ისე თუ არის შესაძლებელი, სანამ რამე პრობლემა შეიქმნება მანამდე თავიდანვე რომ დაავალო სხვა გადამზიდის მისამართზე მიტანა ბესტექსს და იმან მიიტანოს და იმ სხვამ, მაგალითად კამექსმა კი ჩამოიტანოს, ანუ წინასწარ თუ შეიძლება შეთანხმება, მაინცდამაინც პრობლემაზე შექმნამდე... smile.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 25th January 2014 - 09:19 PM) *
მანამდე თავიდანვე რომ დაავალო სხვა გადამზიდის მისამართზე მიტანა

ეგ შეუძLია იმას ვინც მოგყიდა საქონელი და არის დარეგისტრირებული შესაბამისი გადამზიდავის საიტზე, შეგიძLია მიწერო სანამ გზაშია და იამს შეუძლია ჩაასწოროს მისამართი.

წესით შენც შეგიძLია რეგისტრირება გადამზიდავი კომპანიების საიტებზე, მაგრამ შენ როგორც საქონლის მიმრებს გაძლევენ თუ არა სანამ გზაშია საქონელი მისამართი შეუცვალო ეგ არარ ვიცი sad.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Jan 25 2014, 09:29 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

ეგ შეუძLია იმას ვინც მოგყიდა საქონელი და არის დარეგისტრირებული შესაბამისი გადამზიდავის საიტზე, შეგიძLია მიწერო სანამ გზაშია და იამს შეუძლია ჩაასწოროს მისამართი.

წესით შენც შეგიძLია რეგისტრირება გადამზიდავი კომპანიების საიტებზე, მაგრამ შენ როგორც საქონლის მიმრებს გაძლევენ თუ არა სანამ გზაშია საქონელი მისამართი შეუცვალო ეგ არარ ვიცი sad.gif

რატომ ვკითხულობ იცი? პაიპალზე ვარ დარეგისტრირებული. ადრე სულ პირველად გადამზიდი "გექორის" საიტზე ვიყავი დარეგისტრირებული და შესაბამისად მისი მონაცემები მქონდა მითითებული, მერე დავრეგისტრირდი ბესტექსე და ისევ შევცვალე პაიპალზე გადამზიდის მიერ მინიჭებული მისამართი და დავინახე რომ 1 Uსდ ეგრევე ჩამომაჭრა, ანუ მისამართის ცვლილების გამო (რაც არც კი დამიბრუნდა უკან biggrin.gif) ეხლა ბარამზე რომ დავრეგისტრირდე ოპტიკის და რინგების გამო და პაიპალზე შევცვალო ისევ მისამართი, ეგრევე 1 Uსდ-ს კიდევ მომაჭრის (თან არც დამიბრუნებს უკან biggrin.gif )
ხო და ამდენ მისამართის ცვლას, თვითონ საიტებზეც, საიდანაც იწერ პროდუქციას და თვითონ პაიპალზეც, მასე გაკეთება თუ შეიძლებოდა ამიტომ მაინტერესებდა.
საბოლოო ჯამში ალბად არ შეიძლება...
koknar
ოპტიკაძე ვკითხე კამექსს და ეს მომწერეს და რა კუკობაა, ანუ ამათ გარდა ყველაფერი შეიძლება ?

ja_ja
მდაა ეს მგონი ის თემაა თავდაცვაში რომ გვითხრა ტიპმა smile.gif

კაროჩეო ედიკას დროსო საჭირო იყო იარაღის რეესტრის გაკეთებაო და იმის მაგივრად რომ სპეციფიკაციები ჩამოეწერათ ჩამოწერის ყველა იარაღი რაც ინ დროს იცოდნენო და დღეს მაგალიტად მაკაროვი იყიდება მაღაზიაში და რეალურად სახელმწიფო იარაღის რეესტრშია შეტანილიო smile.gif ანუ წესით ნებისმიერ დროს ოფიციალური მოწმობის მქონე მაკაროვის პატრონს შეიძLება დაადგნენ თავზე და გაუტრაკონ უკანონოდ გაქვს იარაღი რადგანაც სამხედრო დანიშNულების სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი და ამის გამო არ შეიძLება სამოქალაქო ბრუნვაში იყოსო smile.gif

იგივე ჩანს მაგ სიაში smile.gif მანდ არის რუსული ოპტიკური პრიცელების სია smile.gif "იდიოტები" სხვა სახელს ვერ ვნახულობ, ანუ რუსული ოპტიკური სამიზნეები შეტანილია იგივე სამხედრო დანიშNულების რეესტრში შესაბამისად საბაჟოს ამობეჭდილი აქვს, გაკრული აქვთ რომ აკრძალულია და მისი შემოტანა არ შეიძლება.

ამათ უტვინო თავში ჩამახედა რა smile.gif ან ვინ იყიდის მაგ კუკუობას, ან რომელი სამხედრო იყენებს ჩვენთან მაგ ოპტიკებს smile.gif ვაი ამათ პატრონს smile.gif და იმის პატრონს ვინც ეგ შეადგინა 300-ჯერ ვაი მაგის პატრონს რომ რუსული იარაღისა და ოპტიკის გარდა ვერაფერი მოიფიქრა.... ზარმაცი იყო ტიპი და იმის მაგივრად სპეციფიკაციები ჩამოეწერა ადგა და ნუსხა შექმნა რუსული სამხედრო წარმოებისა smile.gif რომელიც დღეს სახელმწიფო რეესტრშია და აფსოლუტურად გამოუდეგარია, მაგრამ ამასობაში მაგ ზარმაცი უტვინო კაცის გამო სხვა ყველაფერი დანარჩენი რადგან სახელმწიფო სამხედრო დანიშNულების ნუსხაში არ არის, აკრძლული არაა სამოქალაქო ბრუნბვაში smile.gif

კომიკურ ფილმში ვცხოვრობთ რა ბლიაძ ბუდუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 25th January 2014 - 09:35 PM) *
1 Uსდ-ს კიდევ მომაჭრის (თან არც დამიბრუნებს უკან)

ნუ გეშინია სინამდვილეში შენ გიბრუნდება ეგ ჩამოჭრილი 1$

ანუ მუშაობს შემდეგი პრინციპი, გადამოწმების სახით ხდება 1$-ის ან უბრალოდ დაბლოკვა (მაგ შემთხვევაში 30 დღეში ბლოკი მოეხსნება და დაგიბრუნდება ანგარიშზე თაბხა), ან მუშოაბს მეორე პრინციპი 1$ ჩამოგეჭრება და 1-2 დღეში შენს პეიპალის ანგარიშზე ჩანს როგოც პლიუს თანხა, გადახდისას ჯერ ეგ 1$ ჩამოგეჭრება და მერე დანარჩენი თანხა რაც არ ეყოფა საქონელს ის ჩამოგეჭრება. ანუ თუ ღირს საქონელი 64$ და შენ 1-2 დღით ადრე პეიპალმა 1$ აგახია, მაშინ იმ 64$-იანი ნივთის შეძენისას ჯერ ჩამოიჭრება პეიპალის ბალანსზე აქტივში არსებული1$ და პლიუს დაემატება შენი ბარათიდან 63$ რომ მთლიანად შეიკრას და 64$ გამოვიდეს.

პეიპალის წამომადგენელმაც ეგ მითხრა რომ დავუკავშირდი, მაგრამ რომ ვაკვირდებოდი იმ 1 $ ის დაბრუნებას ვერანაირად ვერ ვამჩნევდი. მხოლოდ ერთხელ შევამჩნიე-პირველად პეიპალზე მონაცემების შეცვლისას რომ ის ერთი დოლარი 1 თვის შემდეგ დამიბრუნდა. იავიცი , ალბად შეუმჩნეველი პროცესია. ხო ნუ მეც არ მგონია რომ სადმე იკარგებოდეს... ბრუნდება მაგრამ ისე რომ ვერ ვამჩნევ. smile.gif

ხ.მ.ე.ლ.ო
ხალხნო და ჯამაათნო biggrin.gif

გეგულებათ რომელიმე მაღაზია, რომელიც ჩვენი თხოვნა-შეკვეთის შედეგად ჩამოიტანს პნევმატურ იარაღს?

მე მინდა პნევმოს გამოწერა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მეშინია, ერთხელ, ცოტა ადრე ჯერ იყო და იარაღი რომ ჩამოვიდა საბაჟომ გამიჩერა, სანამ ინვოისები არ ვაგზავნე არ გამომატანეს. მერე იყო და თოფი რო გავხსენი მომეწონა, მაგრამ ლულაში რო გავხედე, რამის ინფარქტი მივიღე, 700 ლარი თოფი დამიჯდა (თან მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და წვალებით ვაგროვებდი ფულს biggrin.gif) და ამ დედა აფეთქებულს ნარეზები არ ჰქონდა ლულაში, ანუ დეფექტური იყო sad.gif

ჰო და, ამ ყველა ცუდი მოსალოდნელობისგან რომ თავი ავირიოდოთ, რომელიმე მაღაზია თუ იცით, რომელსაც ვთხოვთ ესა და ეს პნევმატური იარაღი მინდა და ჩამომიტანეო, დაახლოებით ფასს გვეტყვის და თუ თანახმა ვიქნებით ჩამოვატანინებთ.

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ადრე მქონდა ასეთი შემთხვევა, მივედი ვაგზალზე შედარებით ახალ გახსნილ პნევმო მაღაზიაში, სადაც თურქული თოფები ჰქონდათ და ვკითხე ამერიკულ პნევმოზე ჩამოიტანთ თქო? და კიიო და ფასიც მითხრეს მიახლოებით. ხო და იქ საუკუნეა არ ვყოფილვარ და არც ვიცი რა ხდება, ამიტომ მაინტერესებს თქვენგან სანამ იქ მივალ, გეგულებათ მსგავსი მაღაზია რომელიც ჩვენი დავალება-სურვილით ჩამოგვიტანს პნევმოს?
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
რა იარაღი გინდა , აქ არ იყიდება?
okela84
ხ.მ.ე.ლ.ო
პმ-ში მოგწერე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.