დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ვყიდი ჰაერის ზამბარებს
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
გვერდი: 1, 2
ja_ja
guidanacho
ბოლოჯერ გავაერთიანე შენი პოსტები და გაფრთხილება მოგწერე PM-ში, ამის მერე ვორნები წამოვა.
minchanin
guidanacho
პასუხი პირად შეტყობინებაში მოგწერეთ.
guricha
minchanin
გამარჯობათ, შტოგერი X50 მაქვს დაახლოებით 2200 ტყვია აქვს გასროლილი უკვე და მინდა ჰაერის ზამბარაზე გადასვლა, თუ თქვენ საკონტაქტოს მომაწვდით დაგიკავშირდებოდით და გამოგკითხავდით რა არის ასაზომი იქნებ მეც გავერკვე თუ არადა უკიდურეს შემთხვევაში შემიძლია თოფი გამოგიგზავნოთ ზესტაფონში, ან ბოლო ბოლო ჩამოვიდე თუ ამის გაკეთება დიდ დროს არ მოითხოვს, იქნებ ვინმე კიდე მსურველი იყოს თქვენი სერვისის და გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა მგზავრობაცsmile.gif
minchanin
გიპასუხე პმ-ში.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(guidanacho @ Aug 3 2012, 02:24 PM) *
minchanin გამარჯობათ მაინტერესებს სტოგერ იქს 20ზე სუპრესორზე რომ წავიდეს ისეთი ჰაერის ზამბარა თუ გაქვთ მე ვერ ვერკვევი და კიდე მაინტერესებს ჰაერი იცლება ბევრი გასროლის შემდეგ ერთგვარი ბალონივითა და უნდა ტენო თუ როგორია?

minchanin და გამოგზავნა როგორ ხდება ან ფული სად შეიძლება რომ ჩავრიცხო ჯერ არ ვაპირებ ოღონდ ყიდვას ფულს ველოდები და მერე მოგმართავთ თუ ვინმემ იყიდა ეს ჰაერის ზამბარა იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ როგორ მოახერხეთ ფულის გადახდა მიღება და რა დროში და საბაჟოზე ან ეგეთ რამეზე პრობლემა ხომ არაა?


გადაიკითხე თემები, ყველგან არის ახსნილი რო არ იცლება და სულ ერთიდაიგივე ძალას ინარჩუნებს, მემგონი თუარ ვცდები 8000 გასროლის შემდეგ შესაძლებელია მისი ხელოსანთან გადაგზავნა და ხელის შევლება-როგორც მინჩანინმა თქვა.

საბაჟო რა შუაშია? smile.gif მინჩანინს სახელოსნო ზესტაფონში აქვს wink.gif
dawiti
ციტატა(x.m.e.l.o @ 31st August 2012 - 07:42 AM) *
საბაჟო რა შუაშია?


სად წაიკითხე საბაჟო??????
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(dawiti @ Aug 31 2012, 10:59 AM) *
სად წაიკითხე საბაჟო??????

guidanacho - ს პოსტში წერია , წაიკითხე რო მეკითხები? smile.gif გადაიკითხე და დაინახავ smile.gif
geojorjika
minchanin
თემას გამოვაცოცხლებ

შეკვეთა ისევ შეიძლება?

Hatsan Mod 95-ზე თუ დაამზადებთ ჰაერის ზამბარას?
minchanin
ვსეგდა პაჟალუსტა. ზამბარის პარამეტრებზე და მის ჩაყენებაზე და ა.შ. რაც შესაბამის თემაშია ნახსენები, ვფიქრობ უმჯობესია ვილაპარაკოთ პირად შეტყობინებებში. ზუსტად ერთი "ზაგატოვკა მაქვს' დარჩენილი, რომელიც ერთი ჩვენი თანაფორუმელისთვის დიანაზე დასაყენებელი ზამბარისთვის იყო შეძენილი.
Dave
minchanin
მაინტერესებს იჟ 38 ში თუ არის ჰაერის ზამბარის ჩაყენება შესაძლებელი და რამდენად ეფექტური იქნება?
minchanin
Dave
იჟ 38 -ში ჰაერის ზამბარის დაყენება არაეფექტურია.
Dave
minchanin
ანუ არაფერს შეცვლის ვიბრაციის გარდა?
minchanin
ციტატა(Dave @ Oct 28 2012, 12:13 AM) *
minchanin
ანუ არაფერს შეცვლის ვიბრაციის გარდა?

სწორად გაიგეთ.
Dave
minchanin

შედარებით მაღალ წნევაზე რომ დაიტენოს ზამბარა მაინც არაფერი შეიცვლება ? თუ გადატენვაზე იმოქმედებს მაგრად?
minchanin
.
minchanin
Dave
სიმძლავრე დიდად არ მოემატება. რადგან დგუშის სვლისა და მისი დიამეტრის შეფარდება 2,4 -ზე ნაკლებია (შეადგენს 2.14). რა თქმა უნდა შეიძლება ზამბარა დაიტენოს უფრო მეტი წნწვით, თოფის სიმძლავრე ცოტათი მოიმატებს, მაგრამ გახდება არა თუ Aრა კომფორტული, არამედ შეიძლება გამოიწვიოს ლულის გაღუნვა, ასევე ლულის "კალოდკის" სამაგრი "შტიფტის" დეფორმაცია,

კონდახში სამაგრი ვინტების დეფორმაცია, ოპტიკის დასამაგრებელი "მერცხლის კუდის" მოტეხვა (ოპტიკის გამოყენების შემთხვევაში) და ა.შ. ეტთი სიტყვით 150-200 გასროლის მერე თოფი სერიოზულად დაზიანდება. რომ არაფერი ვთქვათ არა კომფორტულ სროლაზე. ამიტომ ჰაერის ზამბარის გამოყენება იჟ-38 -ში არა ეფექტურია. ამაზე ნათქვამია ამ თემის პირველ პოსტში.

თუმცა იქ არასწორადაა ჩასწორებული, და დგუშის სვლისა და მისი დიამეტრის შეფარდება მილიმეტრებშია გამოხატული. სწორი იქნებოდა თუ "მმ"-ს მოვხსნიდით და რიცხვებს შუა მძიმეს (,) ჩავსვავდით. ჰაერის ზამბარის არა ეფექტურობა ჩვეულებრივ ხვეულ ზამბარასთან შედარებით ხდება როცა (როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე) დგუშის სვლისა და მისი დიამეტრის შეფარდება 2,4 -ზე

ნაკლებია. ეს გამოწვეულია იმიტომ რომ საწყისი ენერგია ხვეულ ზამბარას უფრო მეტი აქვს ვიდრე ჰაერის ზამბარას. ხოლო დაახლოებით 50-60 მილიმეტრის გავლის მერე (მხედველობაში მაქვს დგუშის დიამეტრი 25 მმ.) მისი ენერგია უტოლდება ხვეული ზამბარის ენერგიას, ხოლო დგუშის სვლის უფრო მეტად გადიდების დროს, მისი ენერგია უფრო მეტად მატულობს, და

ეფექტურობაც მეტია. ჰაერის ზამბარა უფრო იოლად გადალახავს "ჰაერის ბალიშს" ვიდრე ხვეული ზამბარა. სწორედ ამიტომ გამოიყენება დამამძიმებლები ხვეული ზამბარის გამოყენების შემთხვევაში. ალბათ ბევრი თანაფორუმელისთვის ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები თეორია ახალი არ იყოს. მაგრამ ახალბედებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.
Dave
minchanin

დიდი მადლობა სრული და ამომწურავი პასუხისთვის smile.gif
CHICO30
მინჩანინ მინდა ისევ ერთი ზდპ ვიყიდო და ყველაზე ეფექტური ჰაერის ზამბარა რომელ იარაღებზეა 50 მეტრზე სანადიროდ.
მე მქონდა ჰაერის ზამბარიანი ჰატსან მოდ 99 და კარგი იყო შენ კიდევ რეებს მირჩევდი.
minchanin
ციტატა(CHICO30 @ Nov 4 2012, 09:45 PM) *
მინჩანინ მინდა ისევ ერთი ზდპ ვიყიდო და ყველაზე ეფექტური ჰაერის ზამბარა რომელ იარაღებზეა 50 მეტრზე სანადიროდ.
მე მქონდა ჰაერის ზამბარიანი ჰატსან მოდ 99 და კარგი იყო შენ კიდევ რეებს მირჩევდი.

ისეთ რამეს მეკითხებით რომ ზუსტად როგორ გიპასუხოთ არ ვიცი. იარაღის შერჩევა ძალიან პირადია და ამიტომ ის რაც მე შეიძლება მომწონდეს თქვენ არ მოგეწონოთ. მე მაგალითად ვიყიდდი (ბიუჯეტური თოფებიდან) მაგ მანძილზე სანადიროდ ჰატსან 150, 155. თუ მასში ჩავაყენებდი ჰაერის ზამბარას 10 მმ-იანი შტოკით. მაგრამ სამწუხაროდ მე ჯერ ამ ზამბარებს ვერ ვამზადებ, რადგან ჯერ ვერ შევარჩიე საჭირო ზაგატოვკა. ასევე შეიძლებოდა სტეოგერ Х50. მქონდა მაგ თოფთან შეხება სულ ცოტა ხნის წინ და საკმაოდ ხარისხიანადაა ნაკეთები.
ისე მინდა შეგეკითხოთ - რატომ გაყიდეთ ჰატსან 99 თუ ისევ ზდპ-ს ყიდვას აპირებდით?
CHICO30
შენ მაგ თოფებს ბიუჯეტურს ეძახი? biggrin.gif იმიტომ გკითხე რომ სწორედაც შენ იცი რისი შტოკი გაქ რისი ზამბარა, რაზე ღირს დაყენება რაზე არ ღირს. სამი იარაღი მეც ვიცი (ჰატსან მოდ95, მოდ99, და მურკა) მაგრამ კიდე თუ რამეს მირჩევდი.
minchanin
ციტატა(CHICO30 @ Nov 8 2012, 10:16 PM) *
შენ მაგ თოფებს ბიუჯეტურს ეძახი? biggrin.gif იმიტომ გკითხე რომ სწორედაც შენ იცი რისი შტოკი გაქ რისი ზამბარა, რაზე ღირს დაყენება რაზე არ ღირს. სამი იარაღი მეც ვიცი (ჰატსან მოდ95, მოდ99, და მურკა) მაგრამ კიდე თუ რამეს მირჩევდი.

რატომ არ არის ბიუჯეტური.მაიმატკეტზე შეიძლება 300-350 ლარად წაწყდე. და შეიძლება უფრო იაფადაც. აგერ სეკურიფამ იჯ-60 იყიდა 20 ლარად. ყოველ შემთხვევაში მათი ფასები გაცილებით იაფია ვიდრე ვაირაუხის ან დიანას ფასები.


რაც შეეხება ჰაერის ზამბარებს მათზე - მე ჯერ ვერ ვაკეთებ 10 მმ-იანი შტოკით. მაგრამ შეიძლება უკრაინიდან გამოწერა. თქვენ მეკითხებოდით ტექნიკურ მხარეს და არა ჩემს შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მე ასე გავიგე.

duda
ბატონი მინჩანინ შეკვეთებს კიდევ იღებთ ?? Gamo Silent Cat თავის ზამბარა რაც ეყენა გამიტყდა sad.gif http://www.amazon.com/Gamo-Silent-Cat-Air-...pd_sim_sbs_sg_1
Dave
duda

ლევან შენ ხარ ??? მინჩანინი აქ აღარ შემოდის როგორც მე ვიცი და ბაზიერზე ნახე smile.gif
ikaaa
ხანდახან მაიმარკეტზეც დებს ხოლმე თავის განცხადებას smile.gif
duda
არა დავე , ლევანი არ ვარ, შალვა ვარ, ახალი ცევრი ვარ smile.gif მაგრამ დიდ მადლობა დავე და თქვენც იკა რომ დამაკვალიანეთ smile.gif იმედია როგორმე დაუკავშირდები smile.gif
gregory
ციტატა(shalva7878 @ 6th December 2013 - 06:25 PM) *
იმედია როგორმე დაუკავშირდები

duda
პმ ნახეთ smile.gif

sekurifa
ციტატა(shalva7878 @ 6th December 2013 - 05:25 PM) *
იმედია როგორმე დაუკავშირდები

მინჩანინი ეგრე ზეპირად მარტო თოფის მოდელის სახელით არ აკათებს ჰაერის ზამბარებს. უნდა გქონდეს წინასწარ გაზომილი დგუშის სვლის ზომა და სივრცე დგუშის შიგნითა ძირიდან ზადნიკამდე (ანუ იმ ადგილამდე სადაც უკან უნდა დაჯდეს ჰაერის ზამბარის უკანა მხარე.

თუ ასეთი რამის გაკეტება არ შეგიძლია მაშინ თოფი უნდა გაუგზავნო ზესტაფონში და თვითონ იზამს ყველაფერს თუმცა შეიძლება მაგ თოფის ზამბარის ზომა კროსმანის ზამბარის ზომებს დაემთხვეს და გრეგორის დაუკავშირდი, თუარ ვცდები მას ქონდა კროსმანის ჰაერის ზამბარა.

gregory
ციტატა(sekurifa @ 6th December 2013 - 08:31 PM) *
თუარ ვცდები მას ქონდა კროსმანის ჰაერის ზამბარა.

კი, მაქვს smile.gif

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.