ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o @ 19th October 2012 - 10:30 AM)

მოიცა მოიცა, ეხლა რა გამოდის, ოპტიკას მიბანძებ?
კაი მთქმელს კაი გამგები უნდაო! შენ ჩემს სიტყვებში ვეჩნა ცდილობ იპოვო ის თუ რაში ვცდილობ ჩაგჭრა, გამოგიჭირო, რაღაცით ვაძაგო სიტუაცია... სცდები და მწარედ
ვერ ხვდები რა მინდა ვთქვა, ან ხვდები და ძალით ირგვლივ ტრიალებ და ქირქილობ.
საბოლოოდ რომ გაიგო გიმეოპრედ ჩამოთვლილად
1) ზ.დ.პ- არ უნდა გაგეტესტად ჯგუფებზე 50 მეტრზე, რაც არ უნდა აირის ზამბარა ან სუპერ თერმო ბირტთვული რეაქტორი იყოს ჩაყენებული! აგერ ჩვეულებრივი ვეირაუხის სურათი დააგდო ნიხომ წინა გვერდზე, სულ არ აქვს თოფს აირის ზამბარა...
არა აქვს მნიშვნელობა რა ტექნოლოგია იქნება თოფში, თუ ჯგუფებზე ვსაუბრობთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს 25 მეტრზე მეტი (ნუ პლიუს მინუმ 1-2 მეტრზე არაა საუბარი)... ვერ ხვდები რამხელა განსხვავებაა 25-სა და 50 მეტრს შორის, უმეტესობა PCP 25 მეტრზე ტყვიას ტყვიაში სვავს, მაგრამ 50 მეტრზე უკვე ზოგიერთი 30-40 მილიმეტრზე ადის, თქვენ კიდევ ზ.დ.პ-თი და 50 მეტრზე... თუ ჯგუფის გაკეთებაზეა საუბარი და კლასიკურად შედეგების შემოწმებაზე, ჯერ გააკეთეთ სტანდარტული ტესტი და მერე ალტერნატივად, თუ სურვილი დიდია, გააკეთე 50 და 75 მეტრზე ჯგუფები და დადე ყველაფერი ერთად მინაწერით, აი ამას აკეთეს კლასიკურ დისტანციაზე, მაგრამ ექსტრემ პირობებში შეიძლება ამის მიღება... გამოჩნდება მთლიანი თოფის პოტენციალი და არა რაღაც შუალედური და გაუგებარი იქეთაა თუ აქეთაა თუ საერთო რა არის...
2) არანაირად არ არის გამართლებული ჯგუფების კეთება და 9x-ი, არ ჰქვია ამას ჯგუფები, ეს არის საკუთარი გულის გახარება და რაღაცის მიღება. რაც მცოდნეს, ან ახალბედა ინფორმაციის მაძიებელს არაფერს აძლევს... საკუთარი გულის გასახარებლად ისედაც ქე იცი რასაც გაძლევს და თუ გაკმაყოფილებს ბედნიერებაა, მაგრამ როდესაც ჯგუფზეა საუბარი, იმდენ იქსი უნდა ჰქონდეს ოპტიკას რამდენი მეტრიც არის, ნუ სულ მინიმუმ იმის ნახევარი...
არ გჯერავს შენ და ზურაც აიყოლიე რომ 9 კი არა უკეთესი ოპტიკით 10x-ზე VO-ს ოპტიკით 50 მეტრზე არაერთხელ მაქვს ნასროლი ჯორჯიკას თოფიდან, არ ჩანს ეს დედა არღნიანი სამიზნე, გაიხედავ ოდნავ დიდი ჯერადობის ოპტიკიდან და მიხვდები რაზეა საუბარი... შენ უყურებ რაღაც საერთო წერტის, ჰიპოტეტურ ადგილს რაც მიგაჩნია ერთ ადგილად/წერტილად, სინამდვილეში დიდი ჯერადობის ოპტიკიდან გახედვისას დაინახავ რომ შენს მოხაზულ 10 თეთრიან წერტილს აქვს, ზედა მხარე შუა მხარე, ქვედა მხარე და სხვა გვერდები...
დეგენერატი არაა მთელი სამყარო რომ ესვრიან პატარა წერტილს, 2-5 მილიმეტრიანს და არა 22 მილიმეტრიან ტაფას, იმიტომ რომ მუდმივად ერთ წერტილს უნდა უყურებდე და ერთ წერტილში ისროდე და არა 22 მილიმეტრიანი ტაფის საორიენტაციო ფორმებში... რა გარანტიას მაძლევ რომ სროლისას ხან ერთ კუთხისკენ არ იყო გაწეული ლულა ხან მეორესკენ?! რით იზღვევ თავს რომ მაგის გამო არაა გამოწვეული გაფანტვა და ბანძი შედეგი? ან პირიქით რით იზღვევ თავს და ამტკიდევ რომ ერთგვაროვნად ისროდით მუდმივად და კაკრაზ მაგ დაბალი ჯერადობის ოპტიკის და დიდი სამიზნის ბრალი არაა რომ ეგეთი შედარებით კაი ჯგუფი გამოვიდა, შეიძლება ყოველ გასროლაზე უერთიერთ საწინააღმდეგო გასროლას აკეთებდით და იმის მაგივრად რომ გაფანტულიყო ტყვიები (რაც კაი ოპტიკის და სამიზნის, ასევე მყარი საყრდენის დროს აუცილებლად მოხდებოდა), გამომრიცხავი ტრაექტორიებით გაფრინდნენ და შემთხვევით კარგად დაჯგუუფდნენ!
მილიმეტრის გადახდა საწყის ადგილზე, 50 მეტრში მოგცემს 5 სანტიმეტრზე გადახრას...
გითახით უკვე გვქონდა ეგეთი შედეგი ფორუმზე მეთქი, ამიტომაც ჯგუფებზე სროლისას შესაბამისი პირობებია დასაცავი თუ გვინდა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდეს დადებულ ინფორმაციას, ხოლო რადი პონტა ინფოს დაყრა კი იცით წესებით მიღებული არაა
მოკლედ მე ვამბობ რომ არასწორი შედეგი გაქვთ არასწორი პირობების და ტექნიკური საშუალებების გამო და დადებული შედეგი აფსოლუტურად არაფერზე არ მეტყველებს სანამ ნორმალურად არ გააკეთებთ ტესტირებას, რომელმაც შეილება გვაჩვენოს რომ წინა გვერდებზე დადებული შედეგი დებილობაადა თურმე თოფს აირის ზამბარის ჩადგმის შემდეგ, 50 მეტრზე შეუძლია 10 მილიმეტრიანი ჯგუფები აკეთოს, ან შეილება გვაჩვენოს რომ 50 მეტრი ზ.დ.პ კლასის ბიუჯეტური თოფისთვის როგროც არ იყო მიღებული სპორტისთვის და ჯგუფებისთვის ასევე დარჩა მიუღებელი.
ახლა გინდა დაწერე რომ ოპტიკას გიწუნებ, გინდა დაწერე რომ თოფს გიწუნებ, სროლის ტექნიკას, ბუნებას, ჰაერს, წყალს და დედამიწას... შეგიძლია იუპიტერიც მიაყოლო დავიწუნე იმის გამო რომ არამდგრადი ატმოსფერული პირობები აქვს

...
P.S. შეკაცო ის მაინც გაგეკეთებინათ მოდიფიკაციამდე რას აკეთებდა თოფი იგივე პირობებში და ახლა რას აკეთებს... ასე ცალმხრივი, ცალფაზიანი განხილვა რაიმე საკითხის, არის ჭორ ბიურო forum.ge-ს მეთოდი რაც შეუძლებელია სპეციალიზირებულ ტექნიკურ ფორუმზე მიღებულ პირობად ჩაითვალოს.
ნუ გწყინს ის რომ რაიმე კრიტიკა გამოვთქვი, გამოვთქვი იმიტომ რომ აქ კონკრეტული ზატოჩკის ფორუმია და კონკრეტული პირობებია უკვე, საერთო რადი პონტა პირობები არის, ფორუმ.გე-ზე სადაც ტექნიკური დეტალი არავის აინტერესეს

. აგერ ერთი ჭკვიანი ფორუმ.გე-ზე მიმტკიცებდა რომ co2 პისტალეტი 300 მეტრ წამზე ისვრისო...ერთი მივუთითე ცოტა რამ მესმის და არ გვინდა მეთქი და როჟამ არიქა ეგ რა მაკადრე მეთვითონ ვისროდი და ვიცო რომ ეგრე იქნებაო...
მეთქი კარგად იყავი და გულში რაც გავიფიქრე კი ხვდები.... არ მინდა იგივე სულელური პირობები აქაც იყოს, სადაც მხოლოდ პაპსაზე იქნება აწყობილი ყველაფერი, არ ვართ APPLE-ს კომპანია და დორბლებ ჩამოცვენილი ფანატიკოსები, ასე რომ ტექნიკური ინფო უნდა დაიდოს ტექნიკურად.