დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: minchanin-ის სახელოსნოში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2
minchanin
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია.






სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი


სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები


შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი)


ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი


სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1)


სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2)


სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3)


სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია)


სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი


სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში.

სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც.
monadire.
გილოცავ, კარგია, მაგრამ რაღაც განათება მეჩვენება ძალიან ცოტა! არა?
CHICO30
ეს სახელოსნო თბილისშია?
ja_ja
ვა რავარც იქნა კიდევ ერთი ჩაიჩმაისტერი გაიჩითა smile.gif
koknar
minchanin
შენ ძმაო ოპტიკასაც გაასწორებ ამ სახელოსნოში, რაზვალზე რო არაფერი ვთქვათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
minchanin
ვსიო დროა ავაატრი დააყენო და გადმოყარე ქართულ ბაზარზე აირის ზამბარები smile.gif
CHICO30
ძალიან მაგარია.

ჯაჯა შენც არ გაწყენდა ასეთი სახელოსნო biggrin.gif თუ უკვე არ გაქვს რა თქმა უნდა.
minchanin
დიდი მადლობა მოლოცვებისთვის. პირველი სურათი ჩასმის ცდისთვის ჩავდე პოსტში, რადგან არ ვიცოდით სხვა სურათები როგორ გამოვიდოდა, და ამიტომ ადმინს ვთხოვ პირველი პოსტი მთლიანად წაშალოს და მის ადგილსე გადაიტანოს ის პოსტი სადაც ყველა სურათებია ერთად. რაზედაც ვიხდი თავიდანვე მადლობას.

ჯაჯ, აირის ზამბარებს კი გავაკეთებ, მაგრამ ავატარი რა არის რომ არ ვიცი.

monadire.
გეთანხმებით რომ განათება სუსტია, მაგრამ ყველა სამუშაო ადგილზე თავისი განათება უნდა დადგეს.
ilariona
minchanin

პირველ რიგში გილოცავ მშვენიერ სახელოსნოს, თქვენი ნაწერებიდანვე ჩანდა, რომ მოწესრიგებული პიროვნება იყავით და სახელოსნოზე ეს ნათლად აისახა.

ძალიან მიყვარს ესე მოწესრიგებულად, რომ გაქვთ ყველაფერი თავის ადგილზე.

მეორე საკითხი:

ციტატა(minchanin @ 23rd June 2012 - 12:38 PM) *
გეთანხმებით რომ განათება სუსტია, მაგრამ ყველა სამუშაო ადგილზე თავისი განათება უნდა დადგეს.


არა სწორი მიდგომაა, დამიჯერე ეგ კაცი რასაც გეუბნება მართალია, უკვე 2 წელია დღე და ღამე ლამპოჩკების ყურებაშია და იცის biggrin.gif

განათება ჯერ უნდა მიიღო საერთოო ჯამში კარგი და მერე კი ადგილობრივი. რაც არ უნდა ძლიერი განათება დაიყენო სამუშაო დაზგასთან უკან თუ სიბნელეა მაინც არა კომფორტული იქნება მუშაობა.


ja_ja
minchanin
ციტატა(minchanin @ 23rd June 2012 - 12:38 PM) *
მაგრამ ავატარი რა არის რომ არ ვიცი

შეკაცო შენი სახელთან minchanin რომ წერია ამოდენა გასიებული ნაცრისფერი ბუასილი რომ ხატია და აწერია ავატარის გარეშე შეცვალეთო smile.gif




სხვა ხალხის იგივე ავატარებს დააკვირდი აბა ყველას ტავისი პერსონალური ვირტუალური წარმოსახვა აქვს, გამოხატავს ადამიანის პირონბებას ემოციას, ინტერესს, ნუ რავი რანცხა ისეთია რა პერსონალურს რომ ხდის ადამიანს smile.gif
Davitus
minchanin

გილოცავთ! ძალიან მიყვარს ასეთი მოწესრიგებული ადამიანები, სახელოსნოც შესაბამისი გაქვთ! ჩემი ოცნებაა ეგეთი სახელოსნო მქონდეს, იმედია როდისმე ავისრულებ!

წარმატებები ყველანაირ საქმიანობაში!

კონკრეტული მისამართის დაწერა რათქმაუნდა უხერხულია და ისე მეც მაინტერესებს ზოგადად თბილისში თუა ეგ სახელოსნო smile.gif
minchanin
Davitus
ეს სახელოსნო ზესტაფონშია.
Davitus
minchanin

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მსგავსი სახელოსნო ზესტაფონის მაშტაბით არსად არ მოიძებნება!

იმდენი დანადგარია, ნერწყვი მომადგა რა (ვითომ ყველასთან მუშაობა ვიცოდე)
WARNer brother
გილოცავთ!
რა საოცრებაა!როგორი მოწესრიგებული დალაგებული და ა.შ საოცრებაა სახელოსნო კი არა!
ძალიან დიდ პატივს გცემთ ბატონო minchanin
მშურს თქვენი (თეთრი შურით რა თქმა უნდა smile.gif )
ხ.მ.ე.ლ.ო
ვახხხხხხხხხ, ეს ის დიდი ხნის ნანატრი სახელოსნოა როგორც ვხედავ, გილოცავთ minchanin სულ კაი საქმეში და მუშაობაში wink.gif
gigi30
ვიფიქრე, სად დაიკარგა, ნუთუ გული გაუტყდა და ისევ ბელორუსიაში წავიდა-მეთქი. თურმე რაში ყოფილა საქმე. კარგია: თან სამუშაო, თან ჰობი... ბევრი განუხორციელებელი იდეა მაქვს პნევმატიკაშიო წერდით, ბატონო minchanin, შემოგვთავაზე, გვანახე...
sekurifa
minchanin გილოცავთ და ძალიან გამიხარდა რა. იმედი მაქვს თქვენი გამოცდილება და თქვენი გაზის ზამბარები ბევრ ზედეპეს მომხმარებელს გადაიყვანს ახალ საფეხურზე. ვუყურებ თქვენს სახელოსნოს და ისევ მომინდა ზედეპე და ახალი თავგადასავლები მასთან დაკავსირებული smile.gif

კიდევ ერტხელ გილოცავთ და მეამაყება რომ მე საქართველოში პირველი მერცხალი ვიყავი ვინც თქვენი გაზის ზამბარა ჩავსვი ჩემს თოფში და ბევრი კარგი სასიამოვნო მომენტები მაქვს გასახსენებლად smile.gif
tengo
minchanin
მშვენიერი სახელოსნი მოგიწყვია, გილოცავ და წარმატებები საქმიანობაში.
CHICO30
ეხლა იმედია გაზის ზამბარა უფრო ნაკლები დაჯდება 50$ ზე. კაკ მინიმუმ გამოგზავნის 10$ ხომ მოაკლდება biggrin.gif

უეჭველი უნდა ვიყიდო ისევ ჰატსან მოდ 99 და თქვენი ზამბარა ჩაცაყენო. ზდპ-ს მაინც სხვა მუღამი აქვს.
gregory
minchanin
სოსო გილოცავთ, ძაან მაგარად მოგიწყიათ სახელოსო!
ლიცენზიაც ხომ არ აგიღიათ ?
minchanin
CHICO30
გაზის ზამბარის ფასი შედარებით ნაკლები იქნება. სრულ ინფორმაციას ამ საკითხზე დავწერ შესაბამის თემაში.

gregory
არა ,ლიცენზია ჯერ არ ამიღია, ამისათვის კიდევ ცალკე მოთხოვნებია შესასრულებელი. ალბათ კიდევ ერთი-ორი თვე დამჭირდება.
EnDeL
გილოცავთ, მოწესრიგებულობაზე რაღა დავამატო არ ვიცი... წარმატებებს გისურვებთ.

ძალიან გამეხარდა რომ უკვე შეძლებთ გაზის ზამბარების გაკეთებას... უახლოეს მომავალში აუცილებლად გესტუმრებით
geojorjika
minchanin
გილოცავთ , ძალიან მომეწონა , ყველაფერი მოწესრიგებულია smile.gif
nikola_migina
გილოცავთ!!! ვახ რა ბედნიერი ვარ biggrin.gif ჩემი თოფი მალე გაკეთდება biggrin.gif
foxi
საქმე კაცს აჩენს კაცი კი საქმით ფასდება. გილოცავ! ქართულ პნავმატურ სამყაროში კიდევ ერთი დალაგებული,მოწესრიგებული,
რაც მთავარია მცოდნე კაცი გამოჩნდა. ახლა უკვე ვიფიქრებ მეორე იარაღის ყიდვაზე. რომელსაც ეს კაცი დაატუნინგებს ჩემ გემოზე.
minchanin
გამარჯობათ!
შეიძლება ვინმე დაინტერესდეს, ჩავატარე ავტომობილის (ფოლკსვაგენ პასატ ბ3) მუხრუჭის მაღალი წნევის შლნანგის ტესტირება.













450 ატმოსფეროს გაუძლო და არ გასკდა. მეტად არ დამიტუმბია, რომ მანომეტრი არ გაფუჭებულიყო
ja_ja
minchanin
შეიძლება დავინტერესდე მიზანი რა იყო? ვსმისლე PCP-ს ვარიანტში იაფიანი შლანგის ალტერნატივის მოძებნა? უ მაგაზეა საუბარი, მაშინ რეზბაა საინტერესო... ძIრითადად ყველა პნევმო შლანგს ერთი რეზბა აქვს, და მაგას რა რეზმა აქვს?

P.S. ისე მუხრუჭების შლანგები მეტსაც კი უძლებენ.... მარააა... smile.gif
ja_ja
უპს, უპს, უპს...

ახლა სულ სხვა არღაც გამახსენდა... თუ მაგ შლანგის PCP-ს ვარანტში გამოყენებაზე ასაუბარი ახლავე დავივიწყოთ ჯობია. მიზეზები შედმეგია:

ჯერესერთი შლანგი 450-საც და 600-საც უძლებს, მაგრამ ეგ არის, ასევთქვათ არაგამეორებადი გაძლება, ანუ ყოველი ეგეთი სტრესული გამოყენების შემდეგ შემდეგ ჯერზე მაგ შლანგების გამძლეობა ეცემა.

შემდეგი ეგ შლანგები გათვლილია სითხეზე და თან ბრანტი სითხის გამოყენებაზე. სტრუქტურა უხეში წარმოდგენისთვის შეგვიძლია დავყოთ 3 დონედ, შუდა გამძლე შრე, შუა გამტარი ხვრელების მქონე შრე, და გარე დამცავი შრე, ოღონდ არა წნევის დამჭერი, არამედ გარე ფაქტორებისგან დამცავი...

ეგ შლანგები ისეა გათვლილი რომ თუ პირველმა შიდა შრემ გამოაპარა რაიმე, მეორე შრემ უნდა გაატაროს, ნელა, მაგრამ უნდა გაატაროს, გარე რეზინის შრე კი ისეთია რომ ხშირი მოღუნვისას მიკრობზარებს იჩენს, შედეგად სითხეს შეუძლია მინი გამოსასვლელები მოძებნოს და ნელნელა გამოვიდეს.

ნუ ეგ რომ ჭირს, ყველა ტორმუზის შლანგს და ადრე თუ გვინა ეგ ემართება ყველამ ვიცით. ცუდი ისაა რომ ჰაერის მიმართ ეგ პონტი არ ამართლებს, ჰაერი უფრო წვრილი ნაწილაკებისგან შედგება და პირველმა შიდა შრემ თუ დაიწყო გაპარებს... მანდ უკვე სითხესავით კი არ დაგის, აეეე, ისე ერეკება რომ ჩემს მტერს, პლიუს გარე რეზინის შრეს ბაბონივით ბერავს და....

კაროჩე იქ სადაც სითხის შემთხვეაში ნელნელა აპარებს და საშიშI არაფერი ხდება, ჰაერის შემთXვევაში, ან კაი ხმაზე დაიბრახუნებს, რაც ყველაზე უმტკივნეულოა, ან ისეთს შემოულაჭუნებს პატრონს რომ ჩემს მტერს... :0

მეკლედ ჯობია მაგ შლანგებს მოვერიდოთ, მითუმეტეს არც ეგენია ნამეტანი ძვირი და არც პნევმატიკის შლანგებია მანეტანი ძვირიანი, ასე რომ ....
gregory
ციტატა(minchanin @ 23rd August 2012 - 10:22 PM) *
450 ატმოსფეროს გაუძლო და არ გასკდა

minchanin
რითი ტენი ჰაერს ამხელა წნევაზე?
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 24th August 2012 - 08:54 AM) *
რითი ტენი ჰაერს ამხელა წნევაზე?

ჰაერს რას ჩატენის სითხეა შიგნით smile.gif

ანუ შლანგს სიტყვაზე წყლით ავსებ, იმ სატესტო შტუკასაც და მერე ტისკში უჭერ... იმის გამო რომ წყალი პრაქტიკულად არ იკუმშება (ნუ იმ მიკრო მინიმუმს რაც იკუმშება არ ვიღებთ მხედველობაში) და შედეგად დგუშს არ სჭირდება დიდი სვლა, საკმარისია დიდი ძალით მოჭერა რომ უკვე მიიღო სასურველი წნევა smile.gif
minchanin
თითქმის ყველაფერი გაირკვა.
ბატონო გრიგილ, დაწნეხვა ხდება ზეთით. დამწნეხი ცილინდრის მანჟეტები ზეთში უფრო კარგად მუშაობენ ვუდრე წყალში.
რაც შეეხება ჯაჯას მიერ გამოთქმულ აზრს - ვერ შევეკამათები, რადგან არ გამოვრიცხავ მისი აზრის რეალობას. მაგრამ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მინსკში , იმის გამო რომ მაღალი წნევის ჰაერი ყველასათვის ხელმისაწვდომია თითქმის არავინ არ იყენებს მაღალი წნევის ნასოსს.

ყოველ შემთხვევაში მე მინსკში მაღალი წნევის ნასოსი არავის ხელში არ მინახავს. თითქმის ყველა იყენებს მაღალი წნევის აკვალანგის ბალონებს და ავტომობილის მუხრუჭის შლანგებს. მიუხედავად იმისა რომ თვითონ მაღალი წნევის შლანგებიც პრინციპში ხელმისაწვდომია, მაგრამ ოთხჯერ ძვირი პლიუს გადამყვანი შტუცერები. არ გამიგონია რომ ეს მუხრუჭის შლანგი ვინმეს გასკდომოდეს, თორემ ფორუმზე იტყოდნენ. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ja_ja
ციტატა(minchanin @ 24th August 2012 - 12:07 PM) *
. მიუხედავად იმისა რომ თვითონ მაღალი წნევის შლანგებიც პრინციპში ხელმისაწვდომია, მაგრამ ოთხჯერ ძვირი პლიუს გადამყვანი შტუცერები.

ნუ შტუცერები და რამე რუმე იდეაში მაგ შლანგებზეც საჭირო იქნება, მემგონი იმიტომ რომ მეეჭვება მანდ 1/8 რეზბა იყოს, სხვა რეზბები პნევმატიკაშI არ გამოიყენება და შედეგად გადამყვანი მაინც იქნება საჭირო...

აი რაც შეეხება 4-ჯერ დიდ ფასს... მე მართალი გითხრა მუხრუჭის შლანგების ფასი არ ვიცი, მაღალი წნევის შლანგის ფასები მერყეობს 10$-დან ზემოთ სიგრძის და მწარმოებლის მიხედვით...

ნუ მესმის რომ არაობიექტურ რაღაცას დავწერ ახლა smile.gif იმიტომ რომ რეალურად შლანგის ფასები არ ვიცი... მაგრამ მეეჭვება ეგრეთწოდებული "ტარმაზნოი შლანგები" 10 ლარზე იაფი ღირდეს... კაკრაზ მაგ სიგრძის ჰაერის შლანგები ფოლადის "აპლიოტკით" ღირს 10$... ნუ რავი 6 ლარისთვის მე არ გავრისკავდი, თუმცა ყველა თავის არჩევანში თავისუფალია smile.gif

იდეაში მე თუნდაც იმ მინსკის მომხმარებლების მიკვირს... ესეიგი ყიდულობ არც თუ იაფ იარაღს (ნუ პრაქტიკულად ყველა PCP უფრო ძვირია ვიდრე ზ.დ.პ), ყიდულობ ოპტიკას, ჩიხოლს, ბალონს, უხეშად რომ ვთქვათ სადღაც 1000$ ხტები და უცებ შლანგზე აკეთებ 2-3$-ის ეკონომიას, ნუ რაღაც შეუფარდებელი რისკი და ეკონომიაა ჩემი გოიმური გადასახედიდან smile.gif

რავიცი, რავიცი....

ნუ რომ არ იშოვებოდეს და სხვა ალტერნატივა არ გქონდეს კიდევ ჯანდაბას (ეგეთი შემთხვევა მესმის), მარაააა.... smile.gif
koknar
ja_ja
იქნებ თოფებსაც თვითონ აკეთებენ, ლულას იყიდიან და მიდი მოვდივარ, მერე კაკრაზ ბელარუსის შლანგებიც მიუდგება biggrin.gif biggrin.gif
minchanin
მეგობრებო და ბატონებო! დიდ კამათს არ გავმართავ, მაგრამ ვიტყვი ჩემს რამოდენიმე მოსაზრებას.
შტუცერები რა თქმა უნდა ჭირდება, მაგრამ მისი წყვილი შტუცერი მე დამიჯდა 10 დოლარი (ორი მხრიდან 20) . იძულებული ვიყავი გადამეხადა, რადგან მათი იმედიანად შლანგზე წამოგების გზა მე ვერ მოვნახე (შეიძლება ცოდნა და გამოცდილება არ მეყო). და ისე "კაკ ნი

ბუდ" მიმაგრება მე ვერ გავბედე. გარდა ამისა მე ვახსენე, რომ მაღალი წნევის შლანგები პრინციპში ხელმისაწვდომია მეთქი. რადგან მინსკის გარდა სხვაგან ეს შლანგები არ იყიდება, და ბელორუსია გაცილებით მეტია ვიდრე მინსკი. რაც შეეხება ავტო-მუხრუჭის შლანგს, მათი ყიდვა 2 დოლარად შეიძლებოდა. თანაც მათ შტუცერებზე მეტრული რეზბაა. ე.წ. ინომარკებში ძირითა

დად არის მ10 ბიჯით 1მმ. ხოლო ჟიგულებში კი მ10 ბიჯით 1,25. ისე მე დარწმუნებული ვარ რომ ზესტაფონში, კი არა ქუთაისშიც ვერ ვიშოვი ეგეთ შლანგს. მე არ მინდა რომ ვინმემ იფიქროს, თითქოს მე ჩემს "აღმოჩენას" რეკლამას ვუკეთებდე. მით უმეტეს რომ ჯაჯას უკვე გამოუცდია ეს შლანგები 600 ატმოსფეროზე. მე გამოვთქვი ჩემი აზრი იმ ხელ

მისაწვდომ საგანზე, რომელიც შეიძლება ვინმეს გამოადგეს.

რაც შეეხება კოკლარას გამოთქვას - ცოტა არ იყოს დამცინავად ჟღერს, ამიტომ დავტოვებ უპასუხოდ.
ja_ja
minchanin
ციტატა(minchanin @ 24th August 2012 - 09:07 PM) *
შტუცერები რა თქმა უნდა ჭირდება, მაგრამ მისი წყვილი შტუცერი მე დამიჯდა 10 დოლარი (ორი მხრიდან 20)

ეგეთს ვის გააკეთებინე არ გადამრიო smile.gif, აეუფ.... მე შტუცერებს რომ ვაკეტებ... მდაა ფასს არ დავწერ მაგრამ აშკარად ავწევს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
minchanin
ja_ja
მაღალი წნევის სტანდარტული შტუცერები არ არის ჩვეულებრივი ყოვლად გავრცელებული შტუცერები. მათი შეერთება ხდება მორზეს მსგავსი კონსტრუქციით. გარდა ამისა მათი შეერთება შლანგთან ხდება არა უბრალო ხამუთით, არამედ შტუცერის შემოჭ*ლენტვით (თუ არსებობს ასეთი სიტყვა. ერთი სიტყვით მსგავსად "ტორმოზნოი" შლანგებისა) და თქვენ თუ ასეთებს აკეთებთ , თანაც გაცილებით იაფად, ღმერთმა გაგიმარჯოთ.
koknar
minchanin
თუ რამე ცუდათ ვიხუმრე ბოდიშს ვიხდი, უბრალოთ აქ ვხუმრობთ ხოლმე და არავის არ წყინს. უბრალოთ ვერ გავთვალე რომ თქვენ მინსკიდან ხართ და ტრაქტორსაც ბელარუსი ქვია. უბრალო დამთხვევა იყო მეტი არაფერი smile.gif
ja_ja
minchanin
ციტატა(minchanin @ 24th August 2012 - 11:26 PM) *
თქვენ თუ ასეთებს აკეთებთ , თანაც გაცილებით იაფად, ღმერთმა გაგიმარჯოთ.

შენ შტუცერებზე კი არა ესეიგი შლანგების თავი ბოლოზე საუბრობდი smile.gif შტუცერები ჩემი გაგებით და აზრით არის, რაღაც ამდაგვარი









და სხვა ამდაგვარი სისულელეები, ანუ ის რაც უკვე შლანგზე დამაგრებულ ლითონის ბოლოებზე ეხრახნება, მაგრდება და ასე შედმეგ...

ამ ყველაფრის მერე მე სულ სხვა კითხვა გამიჩნდა, კიმაგრამ იმ შლანგს რომელსაც ატესტირებდი თავიდან არ ჰქონდა თავისი რკინის ბოლოები? ნუ ჯერესერთი მეეჭვება არ ჰქონოდა, რამდენადაც ვიცი "ტარმაზნოი შლანგები" უკვე თავისი დასამაგრებლებით იყიდება რომლებიც უკვე შემოპრესილია თვითონ შლანგზე ...

ხოლო თუ შლანგს თავი და ბოლო არ აქვს და დამატებით კიდევ ლამის 20$-ია გადასახდელი, ნუ მაშინ ნაღდად არ ღირს მაგ შლანგებზე ჩალიჩი, პნევმატიკის შლანგები უფრო იაფი და გამძლეა, ჩემის მოკრძალებული აზრით.

რაც შეხეება ბელორუსიას და შლანგების არ არსებობას... ნუ ვიზიარებ მაგ ხალხის გასაჭირს და ასეთი გამოუვალი სიტუაციის დროს, კიდევ მისაღებია რაღაც შლანგ-ნახელავი შტუკები, სულ არ ქონას რა თქმა უნდა ეგ ჯობია, მაგრამ ჩვენთან ინტერნეტიც ღიაა, საზღვრებიც, პრობლემას არ წარმოადგებს შლანგების ჩამოსატანად და არც ფასია დიდი, პლიუს თვილისშიც იყიდება ხოლმე ხანდახან....
minchanin
მაღალი წნევის შლანგები, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, იყიდება მეტრაჟობით, და რა თქმა უნდა მათ თავზე არაფერი არ აქვს. მაგრამ იქვე ფირმაში უყენებენ როგორც თქვენ ახსენეთ, გადამყვანებს, მსგავსი მეთოდით, როგორც "ტორმოზნოი" შლანგზე. თავის მხრივ ამ გადამყვანებს აქვთ "დედალ-მამალი" ნახევარ სფეროები, რომლებიც შეერთებისას ერთმანეთში ჯდება და

"გაიკით" ეჭირება. ეს სფერული ზედაპირები იმდენად ზუსტადაა დამუშავებული, რომ შეერთება აბსოლუტურად ჰერმეტულია. რაც შეეხება "ტარმაზნოი" შლანგებს, მათ უფრო ხელმისაწვდომი "რეზბავოი" გადამყვანები აქვთ, რომელთა ხრახნის ზომები მე ზემოთ ვაჩვენე. რა თქმა უნდა თუ "ფირმენნი" შლანგი ხელმისაწვდომია, "ტარმაზნოი" შლანგებზე ჩალიჩს აზრი არ აქვს.

სამწუხაროდ ამაზონი ბელორუსიაში არ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში მაშინ როცა მე იქ ვცხოვრობდი.
guricha
გილოცავთ ძალიან კარგი სახელოსნოა! მეც ახალი ვარ ფორუმზე და ცოტა ჩხირკედელაობა მეხერხება და მიყვარს მყუდრო და მოსახერხებელი გარემო, ასევე პატარა გარაჯის მფლობელი ვარ და ჩემთვის საჭირო ინსტრუმენტებით სავსე კუთხე მაქვს, რაც შეეხება ზდპ ზე თუ რამის შემოთავაზება შეგიძლიათ შტოგერზე მზად ვარ კლიენტი გავხდეsmile.gif
ja_ja
guricha
ციტატა(guricha @ 30th August 2012 - 11:28 AM) *
თუ რამის შემოთავაზება შეგიძლიათ

ეს ტიპა ისეთი პონტი გამომივიდა იქეთ შემეხვერწე თუ რაიმეს გაკეთება გინდა ჩემს თოფზეო smile.gif

მგონი პირიქით შენ უნდა სთხოვო გაგიმზადოს აირის ზამბარა (ნუ სთხოვო არასწორია, იმიტომ რომ თანხა უნდა გადაუხადო და თანხის გადახდისას მგონი თხოვნა აღარ გამოდის)... ენი ვეიმ, ეგ პონტი უნდა დაგეწერა შესაბამის თემაში და არა აქინე smile.gif
guricha
ციტატა(ja_ja @ Aug 30 2012, 03:36 PM) *
guricha

ეს ტიპა ისეთი პონტი გამომივიდა იქეთ შემეხვერწე თუ რაიმეს გაკეთება გინდა ჩემს თოფზეო smile.gif

მგონი პირიქით შენ უნდა სთხოვო გაგიმზადოს აირის ზამბარა (ნუ სთხოვო არასწორია, იმიტომ რომ თანხა უნდა გადაუხადო და თანხის გადახდისას მგონი თხოვნა აღარ გამოდის)... ენი ვეიმ, ეგ პონტი უნდა დაგეწერა შესაბამის თემაში და არა აქინე smile.gif

არა ტიპა მასეთ პონტში არ მითქვამს დამიჯერე, პრინციპში გამგები სწორად გაიგებს, ბევრჯერ ავღნიშნე ფორუმზე რომ ამ საქმეში ჩაინიკი ვარ და ვეძებ ადამიანს ვინც ამ საქმის მცოდნეა ვისაც მივაბარებ თოფს და გააკეთებს ისე როგორც საჭიროა, უფასოდ და კაი ბიჭობით და ძმაკაცობით ფასდაკლება კიდე არსად მომიხსენიებია, ფორუმზე დახმარებისთვის დავრეგისტრირდი ძამიკო თუ თქვენ წრეში შემომიშვებთ დამიჯერეთ მეც გამოსადეგი ადამინაი ვარ და თუ არა ყველას ჩვენი გზა გვაქვს, დახმარება ვითხოვე უბრალოდ და ამით ვინმე არ დამივალდებულებია
minchanin
გიპასაუხე პმ-ში.
guricha
გაიხარეთ, ხვალ დაგიკავშირდებით
guricha
მოკლეთ სოსო, გაიხარეთ ტელეფონით კონსულტაციისთვის, და როგოც შევთანხმდით ისე მოვიქცევი ან ასე სამშაბათისთვის გამოგიგზავნით იარაღს ან კიდევ მე თვითონ გესუმრებით იქეთ კვირას, თუ ვინმე მსურველი ხართ ან დაინტერესებული კიდევ პრობლემა არაა წამობრძანდით
guricha
მოკლეთ ჩემი თოფი გავუგზავნე ბატონ სოსოს და დაველოდები რეზულტატებს, ჩემს ძმაკაცსაც და სიძესაც იგივე აქვს და შედარება აუცილებლად იქნება, ჯერჯერორიბთ ჰაერის ზამბარაზე და მერე კიდე მივხედავ ნელნელა
minchanin
გამარჯობათ. ნელნელა ვიწყებ ძველის გახსენებას და ახლის შქმნაზე ფიქრს.
სტეოგერ იქს 10-ზე იქნა დაყენებული , ჩემი კონსტრუკციის "ნადულნიკ-სტაბილიზატორი"




ეს მექანიზმი გამოიყენება ტურბულენტური აირების მოსაცილებლად, ტყვიის ლულიდან გამოვარდნის მომენტში. მსგავსი მექანიზმები გამოიყენება ცეცხლსასროლ სნაიპერის თოფებში. ხაზს ვუსვამ-მხოლოდ მსგავსი, რადგან ჩემი კონსტრუკციის გამოყენება ცეცხლსასროლ იარაღში კატეგორიულად აკრძალულია მოსალოდნელი გარანტირებული ტრამვის გამო. ეხლა ცოტა

თეორია. თუ ვიმსჯელებთ ტყვიის შიგა და გარე ბალისტიკით-ტყვია ლულაში მოძრაობისას მოქმქდებს როგორც დგუში და დიდი სიჩქარით გამოდევნის ლულაში არსებულ ჰაერს, რომელიც ერევა გარე ატმოსფეროში არა ისრის მსგავსად სწორად, არამედ იკლაკნება და იწვევს ლულის კვეთთან ჰაერის "ზავიხრენიეს" (ქართულად ვერ გადმოვთარგმნე), გარდა ამისა ტყვ-

იის ლულიდან გამოვარდნისას დაწნეხილი ჰაერი, რომელიც მას აწვებოდა (თუ დავუჯერებთ თეორიას) ასწრებს გვერდებიდან ტყვიის გადაადგილებას დაახლოებით 2,5-ჯერ (ცეცხლსასროლ იარაღში 4-ჯერ) რომელიც თავის მხრივ ასევე უმატებს "ზავიხრენიეს" ლულის კვეთთან არსებულ ჰაერს, და ტყვია შედის არაერთგვაროვან, სხვადასხვა მხარეს სწრაფად

გადაადგილებად ჰაერის მასაში, რაც თავის მხრივ უჯიკავებს ტყვიას რათა გადააადგილოს მიღებული ტრაექტორიიდან.
ზემოთნაჩვენები ხელსაწყო -"ნადულნიკ-სტაბილიზატორი"- გამოიყენება ასეთი ტყვიის ხელისშემშლელი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, რათა ტყვიას მოაცილოს ცუდი ტუბულენტური ჰაერის ნაკადი მისი ლულიდან გამოვარდნის შემდეგ.

ეს ხელსაწყო არის რეგულირებადი, რის გამოც მე მას ვუწოდე ჩემს მიერ გამოგონილი. რადგან მსგავსი მინახავს, ხოლო რეგულირებადი არ შემხვედრია. რეგულირება ხდება კონუსის ლულის კვეთიდან დაშორებისა, რაც გავლენას ახდენს ტყვიის ტრაექტორიაზე. კონუსის გადაადგილება შეიძლება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საგნით რომლის საშუალებითაც შეიძლება

კონუსის ამოხრახვნა ან ჩახრახვნა საჭირო მანძილზე, ხოლო შემდეგ კონუსზე არსებული ნახვრეტის საშუალებით მისი დაფიქსირება და სპეციალური "კლუჩით" "კონტრგაიკის" მოჭერა, და კონსტრუკციის საბოლოო დაფიQსირება. "ნადულნიკ სტაბილიზატორის" ზუსტად დასარეგულირებლად შეიძლება დაჭირდეს 100-ზე მეტი გასროლა. რეგულირება ხდება შემ-

დეგნაირად- ყველა ეს ხელსაწყო დაახლოებით უკვე დარეგულირებულია. საჭიროა რამოდენიმე გასროლა და ჯგუფის გაკეთება. შემდეგ კონუსის გადაადგილება ზემოთნახსენები მეთოDით ორი ბრუნით, მისი კონტრგაიკით დროებით დაფიქსირება, და ისევ ჯგუფის გაკეთება. შემდეგ ისევ ორი ბრუნი იმავე მიმართულებით, ისევ სროლა. შემდეგ ისევ ორი

ბრუნით გადაადგილება და ისევ სროლა და ა.შ. შემდეგ კონუსის დაბრუნება ძველ ადგილზე და უკვე საწინააღმდეგო მხარეს მისი ორი ბრუნით გადაადგილება და სროლა. შემდეგ ამ ოპერაციის კიდევ გამეორება. და შემდეგ ისევ გამეორება. შემდეგ ჯგუფების ანალიზი, და საუკეთესო ჯგუფის გამოვლენის მერე ხდება კონუსის ამ ჯგუფის შესაფარდ ადგილზე დაბრუნება

და შემდეგ მისი გადაადგილება საწინააღმდეგო მხარეებში უკვე თითო ბრუნებით. და ა.ს. და ასეთი მარტივი მეთოდით კონუსის ყველაზე საუკეთესო მდებარეობის დადგენა და საბოლოო დაფიქსირება კონტრგაიკით.

ხელსაწყო გამოცდილია არა მარტო ჩემს მიერ, და მას მხოლოდ დადებითი შეფასება აქვს. ის ასევე ასრულებს ლულის დამამძიმებლის როლს. შეკვეთის მიხედვით შეიძლება დამზადდეს მსგავსი ხელსაწყო ღია სამიზნისთვის "მუშკით". მათი წონა მერყეობს 160 -დან 250 გრამამდე მისი ზომისა და კონსტრუკციის მიხედვით. თუ დავუჯერებთ თეორიას, ზოგიერთო პნევმოფანატი თავის თოფზე სამკილოგრამიან დამამზიმებელს აყენებს. რა თქმა უნდა ეს ეხება არა ლულის გადატეხვით ზდპ-ებს, რადგან ალბათ ყველა თოფის მექანიზმი ვერ გაუძლებს მას და ლულა თავისით გადაიხსნება.

ფასი საშუალოდ 50 ლარი. ერთი შეხედვით მექანიზმი ვინმეს მარტივად შეიძლება ეჩვენოს , მაგრამ ეს სწორი არ არის რადგან ის უნდა დამზადდეს საკმაოდ მაღალი სიზუსტით , თორემ დადებითის მაგივრად უადყოფით შედეგებს მივიღებთ. თუ ჩემი ბილეტრისტიკა ვინმესთვის ახალი არ იყოს ნუ მიწყენთ.
gigi30
ზდპ-სთვის რამდენად ეფექტურია, ანუ თქვენი სტოგერის მაგალითზე რამდენად მოიმატა სიზუსტე და შემცირდა ხმა.( ბატონო სოსო, პმ-ში შეიხედეთ...)
gregory
minchanin
ძალიან კარგი საქმე წამოგიწყია! მასალა რაა?

ციტატა(gigi30 @ 22nd September 2012 - 10:18 PM) *
შემცირდა ხმა

gigi30
ჩმა აქ ხმის შემცირებაზე საერთოდ არაა საუბარი
ja_ja
minchanin
ნუ მიწყენ მხოლოდ სიმართლისთვის ვიტყვი რომ შტეიერი, აირ ამრმსი, რიპლი და კიდევ ვიღაცაც აწარმოებენ თავისი თოფებისთვსი რეგილირებად ჰაერის ნაკადის მომკვეტებს, მაგალითად შტეერში ვიცი რომ მომკვეთის განთავსება შეიძლება მინიმუმ ლულის ჭრილიდან 5 მილიემტრზე, მაქსიმუმი არ ვიცი, ალაგ, ალაგ ინფორმაციით ვიცი რომ ზოგიერთი ამტკიცებდა რომ 20 მილიმეტრი ოდეალურიაო, მაგრამ რა ენერგეტიკის თოფზე იყო არ ვიცი... ნუ უხეშად კაკ მინიმუმ მოძრაობს 5-დან 20 მილიემტრამდე.

თუმცა რა თქმა უნდა ქარხნული და ბრენდის სახელი ყოველთვის კოსმოსური თანხა ღირს smile.gif

ნუ მოკლედ იმისთვსი ვახსენე რომ ქარხნულებიც არსებობს რეგულირებადი...

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.