ჯაჯა ბატონო მე უკვე ვახსენე რომ მე არ შემხვედრია მეთქი. თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ჩემზე ადრე ვინმე მოიფიქრებდა. რაც შეეხება მანძილს ლულის კვეთიდან კონუსამდე- ბევრი ცდების მერე მივედი დასკვნამდე რომ ეს მანძილი დამოკიდებულია თოფის სიმძლავრეზე (ტყვიის სიჩქარეზე) და ტყვიის სიგრძეზე. ოპტიმალური მანძილი 240 -260 მ.წ. სიჩქარის დროს არის ტყვიის სგრძის 1,2. თუმცა ეს არის ოპტიმალური ზომა და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტი ზომა დგინდება სროლების შედეგად.
რაც შეეხება მასალას, ბატონი გრიგოლი მეკითხებოდა, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ვიცი რომ მაღალ ლეგირებული Fოლადი არ არის. ალბათ სტ10 ან სტ20. არარ უმეტესი. ვფიქრობ მასალას აქ მნიშვნელობაც არ აქვს. მთავარია რკინა იყოს. რადგან დიდ დატვირთვებს ან ცვეთას ეს მექანიზმი არ განიცდის.
რაც შეეხება გიგი30-ის შეკითხვას გრიგოლმა უკვე უპასუხა.
სხვათა შორის ეს მექანიზმი პცპ -სთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე ზდპ-სთვის