დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 21+ წლის ასაკის პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2
nihontoman
ja_ja

ეგ ვიდეო ღადაობის პონტში დავდე ხუთი დანის ტარება ერთად მეც არ მესმის. ზოგისათვის კი ნორმაა, მარა რავი...


კარგი თუ გაინტერესებს, მე 20 წლის სტუდენტს, რომელსაც არც ყუთები აქვს სახსნელი, არც წერილები მოსდის კონვერტით და არც მანქანა ყავს და შესაბამისად შემთხვევით ჩაკეტილ კარებსაც ვერ გააღებს დანით (თუმცა მე მაგას არ ვიზამდი), რისთვის შეიძლება დასჭირდეს დანა ჯიბეში, გაგცემ პასუხს.

ძირითადად არც არაფერში. რაკი 21 წლის ჯერ არ ვარ, არც მიტარებია არანაირი დანა ჯიბით, თუ არ ჩავთვლით ყველაზე პატარა ვიქტორინოქსს ან შვეიცარულ ბარათს, რომელთა ყველა ფუნქციას ძალიან კარგად ვიყენებ ყოველდღიურად - მაკრატელი და ქლიბი ფრჩხილების დასაჭრელად (ადვილად მემტვრევა ფრჩხილები და ვერ ვიტან როცა ტანსაცმელს ან სხვა ქსოვილს ედება); კბილის საჩიჩქნს პირდაპირი დანიშნულებით, მას შემდეგ რაც შესვენებაზე რამეს მივირთმევ და არ მინდა უნივერსიტეტში ლობიოს კანით გამოჭედილი კბილებით ვიარო biggrin.gif; კალამი, როცა ჩვეულებრივ კალამს ვკარგავ ან მრჩება, პინცეტი როცა რამე მერჭობა ხელში ან თმას ვიპუტავ rofl.gif და ა.შ. დანის პირს ძირითადად ვხმარობ მაშIნ როცა ვარ გარეთ და მჭირდება უცებ რამე შეფუთვის გახსნა, ან როდესაც აღმოვაჩენ რომ წიგნის ფურცელი ერთმანეთზეა მიკრობილი (ერთი-ორჯერ მომხდარა), როცა უსა2გეორგიადან გამოვდივარ და ამანათის ნახვა მინდა (ხო ვიცი, ეგ უკვე ახსენე, მაგრამ მე ყოველთვის მასე ვარ biggrin.gif), როცა ფანქარს წერისას წვერი წატყდება და გასათლელია (კი ფანქარიც ისეთივე საჭიროა, როგორც კალამი) როგორც წესი დანა გაცილებით იშვიათად მჭირდება ხოლმე, ვიდრე სხვა დანარჩენი ინსტრუმენტები, მაგრამ ხანდახან მაინც საჭიროა და როცა ასეთი მომენტი დგება, ძალიან მიხარია ხოლმე რომ მომზადებული ვარ smile.gif

პლიუს ამას, ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს ვაჩუქე სპაიდერკოს ყველაზე პატარა დანების ნაკრები. არც ერთ მათგანს არ გააჩნია ჩამკეტი მოწყობილობა და პირები ისეთი პატარა ზომისაა, რომ მათი გამოყენება "ცუდი" მიზნებით ან მათი ჯიბეში ტარებით "დაცულობის" შეგრძნების გაჩენა წარმოუგენლად მიმაჩნია... თუმცა მას შემდეგ რაც ვაჩუქე, ჩემი კურსელი სულ თან ატარებს ერთ-ერთს და მიზზი ის აღმოჩნდა, რომ ზალიან ბევრ რამეში იყენებს. მაგალითისათვის ავიღოთ სიტუაცია, რომელსაც მე პირადად შევესწარი, როდესაც "საველე" პირობებში მანქანაში ჩავამონტაჟეთ ლეპტოპი თავისი კვების წყაროთი - უპს-ით და იქ დაგვჭირდა აკუმლატორიდან უპს-ზე შნურების დაერთება, რისთვისაც საჭირო იყო რამდენიმე უკვე ნაყიდი შნურის გადაჭრა, უპს-ის პლასტმასის კორპუსში პატარა ჭრილის გაკეთება დამატებითი შნურების გასაყვანად, საიზოლაციო თერმომილების სიგრძეზე დაჭრა, რამდენიმე ziptie-ს გადაჭრა და კიდევ რამდენიმე წვრილი ოპერაცია, რომელიც ყველა ამ პატარა დანით შევასრულეთ სწრაფად და ხარისხიანად...

თუ გაინტერესებს რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ზომის დანა, მაშინ გეტყვი, რომ დიდი ზომის ჯიბის დანის გამოყენება კიდევ უფრო ბევრ რამეშიდაც შეიძლება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი ზომის პირიან დანას შეუძლია გააკეთოს ის საქმეები რასაც პატარა დანა გააკეთებს და პლიუს ამას ის საქმეებიც, რომლებსაც პატარა დანა ვერ გააკეთებს biggrin.gif ქალაქში არ ვატარებ ხოლმე, თუმცა თუ სოფელში ჩავდივარ ჩამაქვს და სამწვადე ჯოხების გათლიდან დაწყებული, ხორცის და სხვა პროდუქტების დაჭრით დამთავრებული ყველაფერში ვხმარობ. ქალაქში სხვა სიტუაციაა და რაკი პირადად არ მქონია დიდი დანის ტარების შემთხვევა ასეთ სიტუაციაში, ვერ გეტყვი დანამდვილებით ვერაფერს, თუმცა იყო შემთხვევა როდესაც მინატრია რომ ჯიბეში მდებოდა, კერძოდ კი ჩემი ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტისას იპოდრომზე, გადავაწყდი საკმაოდ არამეგობრულად განწყობილი ძაღლების ჯგუფს და დაახლოებით 100 მეტრი მანძილის გავლა მომიწია ზადნით, სანამ ყეფა და ღრენა არ მოსწყინდათ და თავი არ დამანებეს. რომელიმე მათგანს რომ გამოეწია საკბენად, მოგერიების შანსები ძალიან ცოტა მექნებოდა - დიდი ძაღლები იყვნენ და ცუდად დამთავრდებოდა ჩემთვის ეგ ყველაფერი... მაგ შემთხვევაში ჩემი სპაიდერკო მილიტარი რომ მქონოდა თან, მეცოდინებოდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში მთლად დაუცველი არ ვიქნებოდი...

შენ ეს შეიძლება გატრაკებად მიიჩნიო, მაგრამ ჩემთვის იმ დროს სხვანაირად იდგა საქმე...

პროსტო გასატრაკებლად არ ვიძახი ამას. არც ისეთი ჯიუტი ვარ, რომ როდესაც ვხედავ ჩემი მოსაზრების საპირისპირო არგუმენტს, მაინც ჩემსაზე დავდგე, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ არ გესმის ჩემი მიზეზი იმაზე თუ რატომ არ მომწონს ეს კანონპროექტი. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც გგონია, რომ ჩემთვის დანის ტარება არის პრიორიტეტი, რომ მას განვიხილავ როგორც რაღაც "მაწიბალ" აქსესუარს, რომლის ტარებითაც თავი მაგარი როჟა მგონია და ა.შ. ბევრის შემთხვევაში მართლა ასეა და მაგათი დედაც ვატირე - მაგნაირების გამოა ეხლა ეს კანონპროექტი შეტანილი. ჩემს შემთხვევაში, მე როგორც მაღალი ხარისხიანი ინსტრუმენტების დიდ მოყვარულს, მიზიდავს მათი ფუინქციონალური დიზაინი, დამუშავების მაღალი დონე, ესთეტიკა და ა.შ. და როგორც ხედავ მარტო მე არ ვარ ასე - სანადირო, საველე, "საბრძოლო" და სხვა დანიშნულების დანებთან ერთად ყველაზე მეტად პოპულარული არის ჯიბის დანები ყოველდღიური ტარებისათვის, რომელიც არის ფუნბქციონალური ინსტრუმენტი და ასევე დახვეწილი აქსესუარი (ხშირ შემთხვევებში). თუ მათ დანიშნულება არ აქვთ, მაშინ რატომ იწარმოება ისინი ამდენი რაოდენობით? რატომ ყიდულობს ხალხი მაჯის საათს, როდესაც თითქმის ყველგან და ყვეკლაფერზე არის საათი (მობილური მაგალიტად)?

რა გამოდის? გამოდის რომ ხანდახან საჭიროა დანა ჯიბეში გედოს სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. ნუ ჩემს შემთხვევაში მაინც ასე, სხვებზე არ ვიცი...smile.gif

ყველაფრის და მიუხედავად, რომ მიიღონ ეს კანონი და აღმოჩნდეს, რომ ცივი იარაღით ჩადენილმა დანაშაულებების შემთხვევებმა იკლო რაოდენობაში, ხმას არ ამოვიღებ, მზად ვარ შევეგუო სიტუაციას და თუ ერთი ადამიანით ნაკლები გარდაიცვლება დანით მიყენებული ჭრილობებისაგან, მზად ვარ ვთქვა რომ კანონპროექტი კარგი იდეა იყო. ბოლოს და ბოლოს, სხვისი სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ჯიბით დანის ტარების უფლება... თუმცა ერთი საინტერესო დეტალი გასათვალისწინებელია - ბოროტმოქმედები იმით გამოირჩევიან კანონმორჩილი ხალხისაგან, რომ ისინი კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, შესაბამისად არაა გამორიცხული რომ დანით ხალხის დაჭრის სტატისტიკურმა რაოდენობამ არ იკლოს. ან თუნდაც დანის გამოყენების მაგივრად გადავიდნენ სხვა - კანონით ჯიბით სატარებლად დაშვებულ საგნებზე, როგორიცაა სახრახნისი, ან სადგისი, ან ლურსმანი.

ისე თემას რომ გადავუხვიოთ - ინტერნეტ ექსპლორერი მართლა უვარგისია ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ნელია და ძალიან დატვირთული. თუ არ გჯერა, შეგიძლია აი ამ ლინკზე შეხვიდე ქრომით და ინტერნეტ ექსპლორერით და ცადო ვთქვათ ყველა მაზდის ძიება. შედეგები ამოვარდება ჰორიზონტალური ხაზების სახით, რომლებიც "ჩაკეცილია" და მათ გასახსნელად საჭიროა მარცხენა მხარეს არსებული + ნიშნებზე მაუსის გადატარება. ქვემოდან ზემოთ სწრაფად აატარე მაუსი ჯერ ექსპლორერში, მერე ქრომში და ნახე განსხვავება biggrin.gif
cz80
ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
ბოროტმოქმედები იმით გამოირჩევიან კანონმორჩილი ხალხისაგან, რომ ისინი კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, შესაბამისად არაა გამორიცხული რომ დანით ხალხის დაჭრის სტატისტიკურმა რაოდენობამ არ იკლოს. ან თუნდაც დანის გამოყენების მაგივრად გადავიდნენ სხვა - კანონით ჯიბით სატარებლად დაშვებულ საგნებზე, როგორიცაა სახრახნისი, ან სადგისი, ან ლურსმანი.

+100000000000

ისე ერთი აზრი უნდა შევთავაზო ამ ჭკუისკოლოფებს,
იქნებ მამაკაცის სასქესო ორგანოს ტარებაც შეზღუდონ რაიმენაირად, ზატო გაცილებით იკლებს გაუპატიურებების რიცხვი biggrin.gif biggrin.gif

ვაი ამათ პატრონს..კი არადა ვაი ჩვენ პატრონს sad.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
ძალიან კარგად ვიყენებ ყოველდღიურად - მაკრატელი და ქლიბი ფრჩხილების დასაჭრელად

ჰოო, ეგ ჰოო, ნუ მაგის გარეშე დღეს კაცი რაფერ იქნები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
კბილის საჩიჩქნს პირდაპირი დანიშნულებით, მას შემდეგ რაც შესვენებაზე რამეს მივირთმევ და არ მინდა უნივერსიტეტში ლობიოს კანით გამოჭედილი კბილებით ვიარო

კაცოუ სად ჭამ ხოლმე ლობიოს ისე რომ კბილის საჩიჩქნი ჯოხები არსადაა ხოლმე smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
თუ გაინტერესებს რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ზომის დანა, მაშინ გეტყვი, რომ დიდი ზომის ჯიბის დანის გამოყენება კიდევ უფრო ბევრ რამეშიდაც შეიძლება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი ზომის პირიან დანას შეუძლია გააკეთოს ის საქმეები რასაც პატარა დანა გააკეთებს და პლიუს ამას ის საქმეებიც, რომლებსაც პატარა დანა ვერ გააკეთებს

ეს ხომ სუფთა კომკავშირის ტავჯდომარის სიტყვებია, ყველაფერი თქვი და სინამდვილეში არაფერი biggrin.gif რა არის ეს biggrin.gif


ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
ა თუ სოფელში ჩავდივარ ჩამაქვს და სამწვადე ჯოხების გათლიდან დაწყებული, ხორცის და სხვა პროდუქტების დაჭრით დამთავრებული ყველაფერში ვხმარობ

ახლა სოფელში და ტყეში სამწვადე ჯოხების გათლაზე არც არის მგონი კანონპროექტი smile.gif

კაროჩე ნიხო შენთვითონ ხვდები რომ ატრაკუნებ, კი არ ატრაკებ, არამედ ატრაკუნებ smile.gif, ახლა ის პაწუა დანები რაც დააგდე მაგაზე არც არის საუბარი, ყოველ შემთXვევაში ჩემი მხრიდან, არ ვიცი კანონი მაგასაც ითვალისწინებ თუ არა, ნუ იდეაში ბავშვისთვსი მინც მიუღებლად მიამჩნია, მაგრამ ეს უკვე ჩემი სუბიექტური აზრია და აქ ვუშვებ ვარიანტს, რომ შეიძლება ვიღაცამ არასწორად ჩათვალოს და ასე შემეგ, უმცა არ მესმის რატომ...

ეგრე თუ დააკვირდი მე მულტითულზე ვთქვი მაგაზერ არ ვლაპარაკობ მეთქი, მაგრამ მაინც ამ დიდ დანებზე მიდის ტირილი smile.gif რაის სამწვადე ჯოხები ქალაქში კაცოუ! smile.gif

P.S. ბროუზერებზე მე ჩუმად ვარ, აქ მაგ საკითხის განხილვა ნი-ნი...


koknar
cz80
koknar
biggrin.gif rofl.gif
ikaaa
არ შეიძლება უბრალოდ განისაზღვროს დანის პარამეტრები? როგორ შეიზლება ვიქტორინოქსის 3სმ-იანი დანაც, დანა იყოს და ჩვეულებრივი ზომის დანა.
აქ ზოგი წერს მე დანა საერთოდ არ მჭირდებაო, ზოგიც მე ისეთ საქმეზე ვარ, დანა ყოველწუთას მჭირდებაო. ეს იგივეა რაც , რომ გავყოთ საზოგადოება ორ ნაწილად მწეველებად და არამწეველებად, ვინც ეწევა, ყოველთვის ექნება ჯიბეში სიგარეტი და სანთებელა, იმიტომ , რომ ჭირდება. ასევეა დანაც და ხომ არ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ?
ამიტომაა საჭირო პარამეტრები, დაადგინონ გარკვეული სიგრძე, ის რომ დანა არ უნდა იყოს კნოპკიანი და სხვა. აბა ეხლა რა გამოდის? მე დანა არასდროს მიტარებია, მარა მაქ გსაღებზე ვიქტორინოქსის 3სმ-იანი დანა, რომელსაც იმ დანის გარდა კიდევ ბევრი რამე აქვს და ბევრ რამეში ვიყენებ , მასეთი დანები ვის არ დააქვს გასაღებზე , ის თქვით biggrin.gif ეხლა არამგონია მაგის გულისთვის ვინმე დააჯარიმონ, თუ ყურადღება არ მიიქცია, მაგალითად გაეხვია კაცი რაღაც შარში, თავისი ეყოფა, გაჩხრიკეს, უპოვეს ეს შენი ფრჩხილების საჩიჩქნი დანა, აჰააა შენ დანასაც ატარებ? მორჩა, დანის პარამეტრები განსაზღვრული არაა, მაგათთვის ეგეც დანაა.
nihontoman
ja_ja
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო ხომ გაგიგია ? biggrin.gif ხოდა მეც ეგრე გამომივიდა.

ძალიან კარგად მესმის შენ რასაც ამბობ: შენი გადმოსახედიდან არაა საჭირო ჯიბის დანის ტარება ქუჩაში, რადგან შენ არ დაგჭირვებია არასოდეს. მე შევეცადა მომეყვანა ჩემი არგუმენტები, მაგრამ შენ ისევ ყველაზე სუსტებს მიადექი მათ შორის - ჩემი ბრა;ლია აქამდე კანონს რომ ვემორჩილებოდი და დიდი დანა არ მიტარებია რომ აგმეგო რაში გამომადგებოდა კონკრეტულად მე... biggrin.gif

ბავშვისათვის თუ მიუღებლად მიგაჩნია, მეც მიუღებლად მიმაჩნია ქუჩაში არასრულწლოვნისათვის დანის ტარების უფლების მიცემა, მაგრამ 40 წლის კაცსაც რომ უკრძალავ ქუჩაში ჯიბის დანის ტარებას, ეგ სხვა რამეა. ბავშვებისათვის (და ცოტა დიდებისათვისაც, ვნც 18-20 წლისაა) ისედაც აკრძალულია ჯიბის დანის ტარება და საკმაოდ დიდი ჯარიმებით ისჯება...

თუ მაინც არ დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა, შენ თვითონ მოძებნე ინტერნეტში, დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო რამე იქნება. smile.gif

და ზოგადად ჩემი ხედვა ასეთია - კანონშემოქმედება არის ურთულესი სამუშაო. დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა იქნეს გამოკვლეული საგულდაგულოდ და მხოლოდ შემდეგ იქნეს შემუშავებული პროექტი და დამტკიცდეს იგი. მითუმეტეს როდესაც რაღაცა იკრძალება, ყოველთვის მოიძებნება ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთაც ეს აკრძალვა ეხება და გასათვალისწინებელია მათი ინტერესებიც. ძალიან მარტივია რარაცის აკრძალვა და იმის იმედის ქონა, რომ ეს აკრძალვები იმუშავებს და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ ძალიან რთულია სწორი რეგულაციების დაწესება აკრძალვების რაც შეიძლება მინიმალური დოზით. ჩვენს შემთხვევაში გვაქ თითქმის აბსოლუტური აკრძალვა, რადგან ქალაქში ფაქტიურად ჯიბეში დანა ვერავის ვერ ექნება, ხოლო ტყეში და მიკარგულ ადგილებში არც ისე მუშაობს კანონი და არც ასე...

და საერთოდ - როდესაც 18 წლის ახალგაზრდა მიგყავს ჯარში, სახელმწიფომ იმდენი ნდობა და დაფასება უნდა გამოიჩინო მის მიმართ, რომ ყველა წვრილმანი არ აუკრძალო.



koknar


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აი ეგეთი სიტუაციაა დახლოებით...
ja_ja
აუ მე უკვე მკიდია ეს საკითხი smile.gif

ვიცი რომ აიკრძალება და ახლა აქ თუ გინდა შევაკლათ თავი ერთმანეთს არაფერი შეიცვლება smile.gif

ვსიო მე ნიხტ ინტერესტნო ამ თემაIშ, რას ჩემი აზრი იყო გამოვთქვი დალშე უაზრო კამათი გამომივა smile.gif
CHICO30
30 წელი მივლია, მითევზავია და მინადირია დანის ტარების გარეშე და შემდეგშიც როგორმე მოვახერხებ.

ვეთანხმები ჯაჯას რაც არ უნდა ფეხისტყაოსნის ხელა პოსტები ვწეროთ არაფერი შეიცვლება უბრალოდ დაველოდოთ კანონს როგორ დახვეწავენ.
smekosmeko
უმარტივესი საკიოთხია და იჭრება რთულად. ესე არც დასრულდება კამათი სანამ იარსებებთ smile.gif რატო აიკრძალა დანა? და არა მობილური? ბევრი დავა უნდა ამას? დამოკიდებულია ადამიანზე.. მე ვატარებ დანას სიტყვაზე და ვარ ესე მშვიდად სულ არანაერი ბრობლემები. აგერ გვერდით ვიღაც ატარებს და დანს და კაცი მოკლა. რამოხდა? რატო მოკლა ვირაც? ნერვები აგეთხრება და მობილურს მაქს კედელზე მიაფშვნი და დანას? ცივი აზროვნებით დანას ვინმეს დაარტყამ? და ცხელი გონებით? ანუ როცა ეგეთი სახის პრობლემა შეგეჩეხება ცხელი გონება ჯიბეში ხელს ჩაიყოფს და დანას მოიძიებს (არ დაგეკითხება მიცემ თუ არა უფლებას)... აბა იმიტო არ იგრძალება რომ სამსახურებში რაღაც კარდონები არ ჭრათო. იასნა უნდა იყოს აკრძალული ტარება! კარდონების საჭრელად არსებობს სპეციალური საშუალებები. დანა უნდა იყოს ტყე-ღრეში (პიკლინიკი, ნადირობა, თევზაობა) ან სახლში. ესე უფრო ნაკლები შანსია რომ ვინმე დაჭრან ან მოკლან. ვსიო. მაგრამ კონტროლი? ეხლა გააჩერე ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭები 70%-ს დანა ექნება. აგერ ჩემი 15 წლის ძმა მოდის ქუჩაში, ვიღაც მთვრალი ნაბიჭვარი აჩერებს, უაზრო კითხვებს უსმევს, მერე კი იღებს დანას და 12-ჯერ უყრის ფილტვებში... თქვენ კი ამბობთ რომ მერე რა, არუნდა იყოს აკრძალულიო? შენ თუ გაქვს საკუთარი თავის იმედი ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ესე უსაფრთხოდ ატარებს დანას. ჩემი აზრი ეგეთია.
foxi
არანაირი იარაღის ტარების მომხრე არ ვარ!!!! ვინც დანას ატარებს ან მშიშარაა ან თითონაც არ იცის რაში ჭირდება ქალაქში დანა.
ტყავის ქურთუკებს რომ ხდიდნენ მაგ დროს 2 კაცი ისე ვცემეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა, ეხლაც ქაშას ჭამენ ის ნაძირლები. ჩემი ძმაკაცი კი ისეთ ნაჭრილობევს ატარებს მაგას არაცდროს დაავიწყება დანიანი ხალხი.

სხვა საკითხია ტყეებში, ტბებზე თუ ასეთ ბუნების პიკნიკ სიყვარულობაში აიკრძალება ცივი იარაღის ტარება.მაშინ მოგვიწევს გაპროტესტება.
koknar
foxi
მა ქამარ-ხანჯალი რო გვეკეთა ოდითგანვე? სულ პიკნიკებზე დავდიოდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
koknar
+1 biggrin.gif

რავიცი რავიცი... აკრძალონ და ვნახოთ როგორ შეიცვლება სიტუაცია. ოღონდ მაგ აკღძალვას მაშინ შესაბამისი რეალიზება უნდა, ანუ პოლიციამ უნდა დაიწყოს ჩხრეკა... ესე ადვილად ხალხის ჩხრეკა იქნება დანა გქონდესო არ შეიძლება... მივლენ მერე იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რაკი დანის ტარების გაკონტროლება ცოტა ძნელია, აკრძალავენ საერთოდ ჯიბის დანების ქონას. მერე იარეთ პიკნიკებზე გალესილი კოვზებით... smile.gif ნუ ეს ისე, ვატრაკებ ჩემთვის biggrin.gif
bazuka
სამსახურში სიარულის დროს რათქმაუნდა დანა არ მჭირდება არაფერში, არც ოპერასა თუ თეატრში სიარულის დროს
თქვენ წარმოიდგინეთ არც რესტორანში, მარა სოფლეში როცა ვარ დანა სულ თან დამაქვს, და ყველაზე მაგარი ისაა, კაი მე ჯანდაბას
და ჩემი თუში მეზობელი ბიძები, ლაჩრები ყოფილან პაგალოვნად ყველა, სოფლის ქუჩა ითვლებათუარა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად?
ან ცენტრზე, კალოზე, წისქვილზე და ეგეთებზე აღარ მაქვს საუბარი. ხოდა დაერიეთ და დასტყანით ეს ლაჩარი მამაჩვენის სოფლელი თაობა.

რას აღარ წაიკითხავ, სასაცილოც აღარააა
foxi
bazuka

კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა მეტი არაფერი.
ja_ja
bazuka
ბაზუკ მოდი დავაკვირდეთ ვინ გაატრაკებს ეგრე სოფელი იქნება თუ ტყე დანის ტარებაზე... ნუ თავს ვერ დავდებ არა მეთქი, ამიტომაც ვამბობ მოდი დავაკვირდეთ მეთქი, მაინც სხვა არაფერი დაგვრჩენია smile.gif
bazuka
ja_ja
ვერ დაგეთანხმები გიო, ეს დედანაქაჩი კანონი ისეთი არუნდაიყოს, რომ მე კანონდამრღვევი გამოვდივარ
და ვიღაცის კეთილ ნებაზე არ ვარ დამოკიდებული. დაკვირვება არდაკვირვებას აზრი არ აქვს
gregory
ხო აი კიდო ერთი აფსურდი:
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6162-Iს


სტანდარტი არაა და რითაც გინდა იმით იარე და არა მარტო 21-ის ზევით?! აბა როგორ გიმტკიცებენ რომ დანა, რომელსაც ატარებ ”ცივი იარაღია”? მოკლედ არაფერი დალაგდება კიდევ კაიხანი ჩმა
ilariona
gregory

აცალე ცოტა ხანიც და მოიყვანენ ამ თემას ჭკუაზე.

მთავარია პარლამენტმა მიიღო ეს კანონი და ახლა შსს დაამუშავებს უკვე და მალე გამოსცემენ.

მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მალე დარეგულირდება.
alexius85
უსა2ჯორჯია რომ უარს მეუბნებოდა დანის ჩამოტანაზე წინასწარ იცოდნენ ალბათ რომ ამ კანონს მიიღებდნენ)
nihontoman
alexius85
და როდის გითხრეს უარი? ან რატომ გითხრეს? ტარება აკრძალეს, ქონა ხომ არა???
CHICO30
რა უფლება აქვთ უარი გითხრან? რასაც საბაჟო გამოატარებს ყველაფერი უნდა ჩამოიტანონ. ვინ ეკითხებათ მაგათ შემოტანის რეგულირებას.
ilariona
გთხოვთ აქ ნუ განიხილვათ უსა2გეორგიას.


განიხილეთ თემატურად ყველაფერი, მაგრამ მაგათ რა შემოაქვთ და რა არა ამ თემაში არა განსახილველი.


g.goka
ციტატა(ja_ja @ May 12 2012, 07:04 AM) *
bazuka
ბაზუკ მოდი დავაკვირდეთ ვინ გაატრაკებს ეგრე სოფელი იქნება თუ ტყე დანის ტარებაზე... ნუ თავს ვერ დავდებ არა მეთქი, ამიტომაც ვამბობ მოდი დავაკვირდეთ მეთქი, მაინც სხვა არაფერი დაგვრჩენია smile.gif



პირველ რიგში მოგესალმებით უპატრონო ქვეყნის შვილებს pleasantry.gif

ჰოდა დაკვირვებაზე თუა საქმე დამაკვირდით ბატონო... სხვა ფორუმის ლინკს დავაგდებ თუ არ მიწყენთ ძალიან. google.ge ვარ მე და აქ ვერ გადმოვიტან იმ ნაწვალებ პოსტებს.
ვისაც სურვილი აქვს გადახედოს http://forum.ge/?showtopic=34588399&st...;#entry40859029

პატივისცემით, უკვე ემიგრაციაზე მეოცნებე კაცი...
g.goka
ციტატა(gregory @ Jun 7 2012, 07:00 PM) *
ხო აი კიდო ერთი აფსურდი:
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6162-Iს


სტანდარტი არაა და რითაც გინდა იმით იარე და არა მარტო 21-ის ზევით?! აბა როგორ გიმტკიცებენ რომ დანა, რომელსაც ატარებ ”ცივი იარაღია”? მოკლედ არაფერი დალაგდება კიდევ კაიხანი ჩმა



ესეც სტანდარტი რის მიხედვითაც შეუძლიათ დაგვაჯარიმონ
(ანუ დაწყებული საპარსი ბრიტვიდან - ჩაქუჩი და ლომი რო გეჭიროს "პ..დეცია")...







თუ ვინმე დაჩაგრულად არ გრძნობს თავს, მაშინ დაასაბუთეთ...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.