დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Bushnell 4-12 x 42mm Laser Rangefinder Riflescope
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2
ilariona


როგორც იცით ძალიან მიყვარს ნადირობა, საერთოდ გლუვლულიანის მოყვარული ვიყავი ყოველთვის, მაგრამ წელიწადზე მეტია, რაც მოვიწამლე აირგანით.

თავიდან ვიყიდე ბენჟამინ მარადიორი და დავაყენე ოპტიკა ბარსკა 4-12-50, დუპლექსი. ნუ როგორც დამწყებით აირგანლეს ბევრი რამ არ მესმოდა და ვერ ვხვდებოდი თუ რატომ ვერ ვარტყავდი შორ მანძილზე, მაგრამ შემდეგ შევიძინე ბევრად უკეთესი თოფიც და ოპტიკაც, თოფი ვაირაუხი და ოპტკია კი ვალტერის 8-32-56 მილ დოტით თავისივე პარალაქსის გასწორებით, მაგრამ პრობლემა რჩებოდა ყოვლეთვის მანძილი!!!



მაქვს მანძილზომიც, ნადირობის დროს კი ძალზედ მოუხერხებელია ჯერ გაზომო მანძილი, შემდეგ გადადო მანძილმზომი, ამოიღო თოფი, დაუმიზნო და სამიზნე უკვე მიფრინავს smile.gif არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ პნევმატიკაში ძალზედ მნიშვნელოვანია მანძილი ტყვიის ტრაექტორიის სწორი გათვლისთვის.

ბევრი ვიფიქრე ამ პრობლემის გადასაჭრელად და თითქმის ერთი წელი ვუტრიალე ამ ოპტიაკს smile.gif სულ მინდოდა შემეძინა, მაგრამ ინტერნეტში ვერ მოვიძიე სათანადო ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს ოპტიკა, რანაირად ზომავს და საერთოდ ამ ოპტიკაზე ძალზეც ცოტა რამ წერია ინტერნეტ სივრცეში. ამის გამო ამ ოპტიკის ყიდვა მქონდა შეჩერებული!

3 კვირის წინ ჩემთან იყო მოსული ჯაჯა და მასწავლა ამაზონიდან რაღაცეების გამოწერა biggrin.gif თან გადავქექეთ მთელი ინტერნეტ სივრცე და რაღაც მცირე ინფორმაციებიც მოვიძიეთ ამ ოპტიკაზე, ერთი რაც დავადგინეთ, რომ ამ ოპტიკას აქვს მილდოტის ბადე და ზომავს მანძილს, მეტი ინფო არ იყო. ნუ ბევრი არც მიფიქრია, ამაზონის გამოყენებაც ვისწავლე და პირველი რაც დავუკვეთე იყო ეს პტიკა! ვინაიდან ძალზედ მომწონდა პნევმატიკისთვის.

ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ დეკლარირება დამავიწყდა და საბაჟომ გამიჩერა, რომ დაედგინათ ამ ოპტიკის რეალური ფასი, გუშინ კი შემიფასეს 608 დოლარად და მომანიჭეს დ.ღ.გ-ს გადასახადი ოპტიკის ღირებულების შესაბამისად.

გუშინ გვიანი იყო, რომ გამოვიტანე გადამზიდავისგან და აღარ დამიწყია აწყობა, დღეს რა თქმა უნდა ეგრევე გავხსენი ყუთი და ძალზედ გახარებული დავრჩი (გაღუნული არაა კაკა გასკდი გულზეეე biggrin.gif )

ამ ოპტიკის პლიუსებს და მინუსებს ალბათ უფრო გამოყენების დროს დავწერ, მაგრამ დღეს რაც ვნახეთ ძალზედ კარგი რამ ჩანს!

ახლა კი დავწერ ერთ დღში შექმნილ შთაბეჭდილებას:

პლიუსები:

1) პარალაქსის ავტომატური გასწორება
2) მანძილის ძალზედ სწრაფად გამოთვლა
3) წონა (680 გრამი)
4) ზომა (ძალზედ კომპაქტურია)
5) ნათელი, მაქსიმალურ ჯერადობაზეც ძალზედ ნათელი რჩება.
6) დისტანციური პულტი, რომლის მეშვეობითაც ადვილად ვზომავთ მანძილს.
7) მოყვება საკუთარი რინგები (ვივერის)
8) მოყვება ცეცხლსასროლზე გათვლილი ტურეტები


მინუსიები:

მინუსები ჯერ ვერ ვუპოვე (ფასს თუ არ ჩავთვლით) და ალბათ გამოყენების დროს რამე გამოხტება, თუ არ გამოხტა და ხო საერთოდ კარგი smile.gif

ახლა კი იხილეთ ადგილზე გადაღებული სურათები.





















ეს კი უკვე რელსზე დამაგრებული smile.gif ასეთი მეთოდით დავაყენებთ ბულკაზე biggrin.gif აი შენ კაკოიე ლოთო, ხომ გაჯობე იდეაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif









davil
მშვიდობაში და სიკეთეში ძამიკო, მაგარი რამე ჩანს და იმედია მინუსებს ვერასოდეს უპოვი
geojorjika
ilariona
ვაა გილოცავ ძალიან მაგაროა , გამიხარდა wink.gif

ისადა ეგ პულტი რასა იქმს?
ilariona
davil
geojorjika

დიდი დიდი მადლობა smile.gif

ციტატა(giorgi @ 29th March 2012 - 09:05 PM) *
ისადა ეგ პულტი რასა იქმს?


ოპტიკაზე ზედვე აქვს პნოპკა, რომელზეც დაწოლის შემდეგ გიჩვენებს მანძილს, ნუ ცოტა მოუხერხებელ ადგილზეა და ამ პულტით კიდე იგივეს აკეთებ, ოღონდ აყენებ იქ სადაც მოხერხებულია რა.

ერთი სიტყვით ამ პულტზე დაწოლით იგებ მანძილს და პლიუსი ისაა, რომ სადაც გინდა იქ დააყენებ.
geojorjika
ilariona
ჰოო კაი რამე ყოფილა smile.gif
cz80
ilariona
ვააა ილუუშ, ჩამოვიდა რავარც იქნა ტო smile.gif
აისრულე ოცნება ხომ biggrin.gif
მშვიდობაში, წარმატებულ ნადირობებში და რავი აბა რაღა გითხრა smile.gif
საღოლ! wink.gif

პ.ს. ისა და, საბაჟოზე რამე "ლაზერული დამიზნების ზე ოპტიკად " ხო არ შერაცხეს,თუ ბეზ პრაბლემ,მარტო დ.ღ.გ.-ეთი დაკმაყოფილდნენ? biggrin.gif
ja_ja
მაგარი კაი რაცხაა... ვატრიალე დღეს ხელში... მდაა რეალურად დავფიქრდი სანადიროდ ჩემთვისაც რაიმე ეგეთი ხომ არ დამეთრია...

თუმცა ჯერ ამ ყმაწვილს შევხედავ რაფრა გაამართლებს აირგანზე.
ilariona
cz80
გაიხარე ბესარიონ, საბაჟოზე მარტო დ.ღ.გ და ერთი დურაქული კითხვა smile.gif ხომ სანადირო თოფის ოპტიკააო? biggrin.gif პასუხად გავეცი კი და მორჩა საქმე smile.gif
dawiti
გილოცავ ილარიონ, აბა შენ იცი არ გაახარო ეხლა ნადირი და ფრინველი
monadire.
ამაზე ნაკლები ოპტიკური სამიზნე არ უნდა დააყენო თავმოყვარე ჰაერთოფელმა! დღეს ვნახე და იფიფიფ! შეიძლება თოფი გაყიდიოს ისეთია რა! ( რა ტყემალი იყო კაცოო, გოჭი შემაჭამას პონტში) good.gif
foxi
აუუუ ეს რა გიყიდია! მაგ ოპტიკაზე ვოცნებობ რამდენი ხანია. გილოცავ გილოცავ.
nikola_migina
გილოცავ!!! უკეთესი და უკეთესი გეყიდოს... smile.gif
ilariona
ja_ja

ისე ცოტა ნაჩქარევად კი დავწერეთ ეს რეპორტი smile.gif ისე მომეწონა ეს ოპტიკა, რომ მთავარი მინუსი სულ ამომივარდა თავიდან.

ესეიგი რა არის ამ ოპტიკის მინუსი, მანძილს ზომავს 30 იარდიდან, ანუ 27.5 მეტრიდან, რატომღაც უფრო ახლო მანძილს არ ზომავს.

ნუ იდეაში მასე ახლოს დიდად არც გჭირდება ადამიანს მანძილის ცოდნა, ვინაიდან თითქმის ჯვარში გიწევს სროლა და სამიზნეც იდეალურად ჩანს, მაგრამ მაინც მინუსია smile.gif
giorgi-RW1k77X2
ilariona

მოკლედ, შენ არ ისვენებ არა???
მართლა ძალიან კარგი რანცხა შეგიძენია!
მომილოჩავს ჩემო ძმაო, ეგ ერთი და სხვა მრავალი უკეთესი მომელოცოს კიდევ!
იმედია მოვახერხებ ერთხელ მოცლას და დიდი ინტერესი მაქვს, რომ "ნამდვილ დუბინტში" გავიჭყიტო smile.gif. შენ და შენი ოპტიკა კი უკვე ნათელი წერტილი ხართ ამ ამბავში smile.gif
კიდევ გილოცავ და გილოცავ !
gregory
ilariona
გილოცავ, გილოცავ!
ყველა მიზნის 100% მოხსნაში! ძაან სიმპატიურად გამოიყურება smile.gif
koknar
მშვიდობაში, ილოჯან! ყველაფერში პირველი ხარ smile.gif ეგეთი მგონი აირგანზე არავის არ დაუყენებია. დააა მასალა რისია, კორპუსი მეტალია ?
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 30th March 2012 - 10:45 AM) *
კორპუსი მეტალია ?

ჯერესერთი ქართულად ლითონია smile.gif და არა მეტალი...

მეორეცესერთი ლითონის კორპუსი არა აქვს, შემწვარი სტაფილოს და სიმინდის დაპრესილი ფყუჩეჩის ნარევია smile.gif, ახალ ვერსიაში რომელსაც 2013 წელს გამოუშვებენ (თუ საერთოდ დადგა ეგ წელი) იქნება დაპრესილი მაჩვებისგან გაკეთებული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ე ბიჯო გადამრევთ რა თქმა უნდა ლითონი იქნება და რა თქმა უნდა ალუმინი, აბა სხვა მასალისგან კორპუსი ვის გაუგია smile.gif, სხვადასხვა ოპტიკას რომ უწერია არმირებული რეზინისგანააო.... ზოგს ისე ესმის თითქოსდა მთლიანად რეზინის კორპუსი არის ხოლმე, მაგრამ რეზინა არის ალუმინის კარკასზეა ხოლმე გადაფარებული smile.gif. მოკელდ გინდა ასე გინდა ისე და ლითონი კორპუსში ყოველთვის არის smile.gif
koknar
ვა მე ლათინურად ვწერ შენ რა გინდა biggrin.gif ჟანგბადს კიდე ოქსიგენს დაუძახებ. შეცდომაა?
ilariona
giorgi-RW1k77X2
gregory
koknar

დიდი მადლბოა ბიჭებო, მართლაც, რომ მაგარი კმაყოფილი ვარ და გახარებულიც smile.gif

koknar
ციტატა
მშვიდობაში, ილოჯან! ყველაფერში პირველი ხარ


რაის ყველაფერში? ერთი ოპტიკაა რაც მოვასწარი თორე მარადიორებს და ვაირაუხებს მიაქვს ქვეყანა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
დააა მასალა რისია, კორპუსი მეტალია ?


ნუ მაგაზე უკვე გიღადავიათ აქ და რაღა პასუხი გაგცე? biggrin.gif
norica_dragon
ილუშ გილოცავ, ჩემი ოცნაბა აიხდინე biggrin.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 30th March 2012 - 11:20 AM) *
ვა მე ლათინურად ვწერ შენ რა გინდა ჟანგბადს კიდე ოქსიგენს დაუძახებ. შეცდომაა?

დამიწყო ამან ახლა ჯინჯერ მარკეტი (ანუ "რიჟა ბაზარი") ინკოლორში (ანუ "ცვეტში") biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Davitus
გილოცავ ვეჟო

მუაგარი რამეა, აი შენ პირველი გადალახე ბარიერი "ოპტიკა თოფზე ძვირი უნდა ღირდესო" ნუ სიტყვასიტყვით არასწორია, მაგრამ იდეაში მაგ კლასს განეკუთვნება ეგ შტუკა

მოკლედ სულ გაზომილ და მოზომილ ნადირობებში ძმაო smile.gif


ახლა რა მაინტერესებს, პარალაქსს ავტომატურად რომელი პრინციპით აცწორებს ხომ არ იცი ან ხომ არ გაქვს დასერჩილი, მი ახლა მაგის ძებნის თავი არ მაქვს, შენ ალბათ გეცოდინება

ნუ მაგ "ელეკტროოპტიკებში" რამდენიმე პრინციპია და ეგმაინტერესებსსავით
ilariona
Davitus

გაიხარე დავით smile.gif ბარიერი პირველმა ჯაჰმა გადალახა, პროსტა მერე გული აიცრუა და გაყიდა, თორე ნიკკო ბევრად უნდა ჯობდეს წესით ამ ოპტიკას.

ციტატა
ახლა რა მაინტერესებს, პარალაქსს ავტომატურად რომელი პრინციპით აცწორებს ხომ არ იცი ან ხომ არ გაქვს დასერჩილი, მი ახლა მაგის ძებნის თავი არ მაქვს, შენ ალბათ გეცოდინება

ნუ მაგ "ელეკტროოპტიკებში" რამდენიმე პრინციპია და ეგმაინტერესებსსავით


სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რა პრინციპით, მაგრამ ერთი რამ კი დავაფიქსირე, როდესაც ელემენტი არ იდო მაშინ არ სწორდებოდა პარალაქსი, აი ელემენტი ვატაკე და ეგრევე დაიწყო გასწორება.

ასე, რომ მგონი რანცხა ელექტრონულად უნდა იყოს, თუნდაც არ ვარ დარწმუნებული ბოლომდე.
Davitus
ilariona

ელეკტრონულია იასნია, ვიდეო კამერის პრინციპით იქნება ეგ, ავტოფოკუსირება smile.gif
ilariona
Davitus

შეიძლება smile.gif ერთი ვიცი ნაღდად, რომ ძაან მაგარი ფუნქციაა ნადირობის დროს! დამატებით არანაირი რგოლის ტრიალი არ გიწევს. ერთი სული მაქვს, როდის დავაყენებ თოფზე და გავსინჯავ.
TAMPLIER
ვააა უფროსო ეს რა მანგარო რამე შეგიძენია!!გილოცავ სულით და გულით რა გახარებული იქნები წარმომიდგენია.
მალე ეგეთი სვაროვსკის შეგეძინოს

ისე მაგ ნივთის შეძენის მერე ნორიკა თუ გინახია smile.gif smile.gif
Davitus
ისე მაინც მაგარ ფასში გაქვს ნაყიდი


აქ ნახე რა ღირს smile.gif

http://www.ebay.com/itm/Bushnell-Yardage-P...=item27c40155ea
ja_ja
ისე ხანდახან იბეიზე მაგარი უნამუსო გამყიდვლები იჩითებიან ხოლმე, არიქა და გავარდნილი აქვს, საიტს სახელი რომ იაფად შეიძLება რაცხას დათრევაო და მაგ შემართებაზე აქვს ბევრს თავისი ბიქნესი აგებული, სუფთა იყიდე გაყიდე აქვთ ხოლმე მოწყობილი....
Davitus
ja_ja

გეთანხმები, ამაზონი და იბეი სპეკულიანტების საყვარელი საიტებიცაა, ბევრი რამ ისეთი რაც ამაზონზე ძვირია, იბეიზე იაფია, და იბეიზე ხშირად მინახია ძვირად ბევრი საქონელი (მხოლოდ ერთ ადამიანთან არა) ზოგადად ძვირად და ამაზონზე ბევრად იაფად (ესეც ზოგადად)

ამიტომ მე ორივეგან ვადარებ ხოლმე ნებისმიერ (ბაი ით ნაუ) ნივთს

ნუ აუქციონი უკვე სხვა რამეა, და მაგით იბეი უნიკალურია
tengo
ilariona

ილო გილოცავ ! მართლა მაგარია. კარგახანია მანძილმზომებიანებს მეც ვათვალიერებ, მშვიდობაში და ყველა სამიზნეების მოხსნაში.
bazuka
ilariona
იფფფფ მუაგარი რამაა, ადრე ვყლაპამდით მაგაზე ნერწყვებს მარა ვერავინ გავბედეთ და ვერ გადავდგით ის ნაბიჯი რაც შენ გადაგიდგამს, ამიტომაც საღოლ და მშვიდობაში

Davitus
ციტატა(Davitus @ 1st April 2012 - 09:24 PM) *
ახლა რა მაინტერესებს, პარალაქსს ავტომატურად რომელი პრინციპით აცწორებს

აი ის როგორ იძახიის, "ჩემი სუბიექტური აზრითო" - ოო თუ როგორაა biggrin.gif
მოკლედ პარალაქსის გასწორებაზე რატომ იგონონ ველიკები და ამატონ ზედმეტი რაღაცეები, როცა გაქვს მანძილმზონი ...
მოკლედ მანძილმზომი ადგენს მანძილს ობიექტამდე, აქვდის მონაცემს პარალაქსის მატორს და ის აყენებს სასურველ პოზიციაში.. ელემენტარნო ვატსონ wink.gif
ilariona
bazuka
tengo

გაიხარეთ მოლოცვისათვის smile.gif

bazuka

თემოჯან, გული უნდა დაგწყვიტო და შენი თეორია ფეხქვეშ უნდა გავთელო biggrin.gif მანძილის გაზომვის გარეშეც მშვენივრად ასწორებს პარალაქვს! საკმარისია სამიზნეს დაუმიზნო და ზუსტად ერთ წამში პარალაქსი გასწორებულია.
geojorjika
ilariona
ავტო ფოკუსი აქვს ? biggrin.gif biggrin.gif

მაგას ცავატანემ პარალაქსის კი არა ფოკუსის გასწორება ჰქვიან , პარალაქსი სხვა ხილია wink.gif

ინდე
koknar
geojorjika
ეს სიბრძნის კარაბადინი რაც შენ დადე ამბობს რომ პარალაქსი არის სხვადასხვა მანძილზე მდებარე ობიექტების დაკვირვებისას ახლო მდებარე უფრო დიდზე რო მოძრაობს ვიდრე შორს მდებარე, ანუ სტერეო ეფექტის პონტი რა... და კიდე სწერია რო პარალაქსი აქვთ მხოლოდ ორ ჩასაჭყეტიან ხელსაწყოებს ანუ სტერეო თუ არაა, პარალაქსზე ბაზარი უაზრობაა.
geojorjika
koknar
Частным случаем является параллакс прицела. Он равен расстоянию между осью ствола и осью прицела, обычно это довольно малая величина при стрельбе по ростовой мишени, но при стрельбе с высокой точностью приходится учитывать те несколько сантиметров, которые разделяют ствол и прицел.
koknar
ანუ მანც ორ ღეძს შორის ურთიერთ ქმედებაა, და ოპტიკაზე პარალაქსი გაასწორე უაზრო გამოთქმაა ? ეგრე გამოდის
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 19th April 2012 - 11:57 PM) *
ოპტიკაზე პარალაქსი გაასწორე უაზრო გამოთქმაა

ოპტიკაზე ნებისმიერ ვარიანტშI უაზრობაა, თოფზე გაასწორე კიდევ რაცხა შინაარსი შეიძლება ამოიკითხო, მაგრამ ოპტიკაზევე პარალაქსი რაფერ smile.gif?
ilariona
აუფ smile.gif რაის ოპტიკაზე, რაის ღერძზე, რაის ფილოსოფია და ფიზიკის კანონები ჰა?

გლეხურად და ლამაზად ჯვარი თვითონ სწორდება! ფსიოო biggrin.gif

დელოწ ვამ ნეჩეგო რა
leogeo
გილოცავთ შენაძენს და გისურვებთ წარმატებულ სროლებს !
მანძილმზომი თუ შეამოწმეთ? სიზუსტეს ვგულისხმობ
ilariona
leogeo

გაიხარე.

მანძილმზომი კი შევადარე ჩემს მეორე მანძილმზომს და ზუსტად იგივე მეტრაჟი აჩვნეა, ან ორივე იტყუება და ან ორივე სწორად აჩვენებენ.

leogeo
მე უფრო მგონია რო ორივე სწორად გიჩვენებს smile.gif . მაგარია, პულტის ფუნქციახო საერთოდ გლიჯავს .
ilo
ilariona

მაგარი რამე ჩანს, მაგრამ პრაქტიკაში როგორია? რას გვირჩევდი ამის ყიდვასთან დაკავშირებით?
geojorjika
ilo

პრაქტიკაშიც მაგარი რამეა
ilo
geojorjika

ეგ მაფიქრებს რომ 12-ის მეტი არაქვს ზუმი? შენ გამოცადე? ისე ოპტიკა მანძილმძომით აირგანელბში ერთია მხოლოდ?
geojorjika
ilo
კი ერთია, მეც მისვრია და მაგარია, პატრონი გეტყვის უკეთესად
CHICO30
და 12 ზე მეტი რად გინდა? სად ხმარობ მაგაზე მეტ ზოომს? რა მანძილზე
ilariona
ilo
პნევმატიკიდან სანადიროთ იდეალური ოპტიკაა, ნათელი ლინზები, სწრაფი მანძილის გაზომვა, ავტომატურად პარალაქსის გასწორება, რავი ამაზე მეტი აირგანისთვის საჭირო არაა (სანადიროთ)

მართლა კარგი რამაა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
Cowboy
ამ ოპტიკაზე მაინტერესებს, მაგალითად ახლო მანძილზე როა გასწორებული, შორს რო დაუმიზნებ მაღლა აწევა არ ჭირდება? ნებისმიერ მანძილზე ჯვარში ხვდება მერე? რავი თუ სწორად დავსვი კითხვა...
geojorjika
Cowboy
ეგეთი რამე არ არსებობს, და ეგ ოპტიკაზე კი არ არის დამოკდებული იარღზე, კალიბრზე, ტყვიაზე, მის ბალისტიკურ მონახემებზე, გარემო პირობებზე და რავიცი კიდევ რაზეა დამოკიდებული
Cowboy
ციტატა(giorgi @ 8th March 2014 - 02:46 AM) *
ეგეთი რამე არ არსებობს, და ეგ ოპტიკაზე კი არ არის დამოკდებული იარღზე, კალიბრზე, ტყვიაზე, მის ბალისტიკურ მონახემებზე, გარემო პირობებზე და რავიცი კიდევ რაზეა დამოკიდებული

აჰა, გასაგებია, მადლობა smile.gif
და სიტყვაზე, დისკოზე ღირს ამის დაყენება რამე რო იყოს? smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.