დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატურ თოფზე ლულის გაწმენდა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2
ganja1981
ბიჭებო marauder-ის წმენდაზე სადმე არის აქ ლინკი? ანუ ვერ გავიგე ლულის წმენდის დროს როგორ უნდა მოვიქცე...?
იმას ვგულისხმობ, რომ შაშხანის წმენდა ტყვიის მიმართულების საწინააღმდეგოდ კატეგორიულად არ შეიძლება და როგორაა ეს პნევმატიკის შემთხვევაში? marauder-ზე შომპოლი უკნიდან როგორ გავატარო? smile.gif ანუ საიდანაც ტყვია იდება. მოკლედ ამიხსენით marauder-ის პატრონებმა როგორ წმინდავთ ლულას...

წინასწარ დიდი მადლობა...
ja_ja
ganja1981
ნუ ლულის წინიდან წმენდა პნევმატიკაშიც მიუღებელია. აუცილებელია უკანა მხრიდან გაწმენდა.

მარადიორზე ყველაფერი იოლად გვარდება, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ ახლავე აგიხსნი, სანერვიულო აქვთ სხვა თოფების მფლობელებს თორემ მარადიოზე ყველაფერი კარგადაა მოფიქრებული smile.gif

მოკლედ ინსტრუქცია შემდეგია:

1) კლიპი ამოღებულია ფუჭი გასროლა გაკეთებულია, ან სასხლეტი საბრძოლო პოზიციიდან მოხსნილია
2) ჩახმახი, ანუ მიმწოდებელი წინა პოზიციაში უნდა იყოს და ჩაკეტილი.
3) ჩახმახი რომ ზის ბუდეში, მაგას აკვირდები მარცხენა მხრიდან, დაინახავ ვინტს რომელიც იჭერს ჩახმახს. ეგ ვინტი უნდა მოხსნა, მოხსნისას ფრთხილად იყავი ვინტს შაიბა აქვს და არ დაკარგო.
4) ვინტის მოხსნის მერე, ჩახმახი უკან გამოწიე სანამ არ გამოვა კოლოფიდან
5) მორჩა პირდაპირი წვდომა გაქვს ლულის უკანა მხარესთან, დაიადე შამპოლი და წავიდა წმენდა - უბრალოდ ფრთხილეად იყავი ლატუნის ჯაგრისიან საწმენდთან, მარადიორს, ლულაში უკანა მხარეს ჩაყოლებული აქვს რეზინა, რომელიც ჩახმახის ჩაკეტვისას ჰაერს უკან არ აპარებს, მოკედლ ეგ რეზინა არ დააზიანო. დანარჩენი პრობლემები მანდ არაა.
6) გაწმენდის დამთავრების მერე იასნია ჩახმახს ისევ სვავ თავის ადგილზე, თუ ისე მოხვდა რომ ცოტათი შესვლის მერე გაეჭედა ჩახმახი და აღარც წინ მიდის და აღარც უკან, ნუ ებრძოლები, დააკვირსი კოლოფზე არის, ასევე უკანა ზემოთან მხარეს ერთი ვინტი, ეგ ვინტი ამოხრახნე და მერე ჩახმახი უპრობლემოდ ჩაჯდება. თუ ჩახმახის ჩაჯდომისას გაითვალისიწნებ და ჩახმახზე არსებული ვინტის ხვრელს ისე არ შეაცურებ რომ ვერტიკალურად იყოს ეგ ხვრელი განთავსებული, მაშინ ზემოთა ვინტის თავი არ ჩახტება მაგ ხვრელში და აღარ გაგაწვალებს, შედეგად ზედმეტად ზემოთ არსებული ვინტი მოსახსნელი არ გექნება.
7) ჩახმახის ბუდეში დაბრუნების შემდეგ მოუჭირე ის ვინტი რომელიც მე-3 პუნქტშI მოხსენი.

მორჩა სულ ეგაა smile.gif
ganja1981
დიიიიიდიიიიიი მადლობა!!!
ganja1981
და ბარემ ძალიან თუ არ შეგაწუხებ შომპოლის ლინკიც იქნებ დამიდო როგორი უნდა თორე მე რაც მაქ სახლში ის ბოლომდე არ წვდება მოკლეა ანუ...
cz80
ganja1981
მაგნუმში ქონდათ ადრე (გუდვილში) , მანდ ვიყიდე მე და ნორმალურად ვხმარობ..
ვერ გეტყვი, ეხლა აქვთ თუ არა...
ilariona
cz80
ისეთები აღარ აქვთ, ახლა რაც აქვთ არაა მთლად კარგი, ანუ ლითონისაა და შესაძლოა დააზიანოს ლულა!
ganja1981
სადმე ამერიკაში არაა? რამე საიტი ხომ არ იცით რომ ყიდიდეს პნევმატური იარაღის საწმენდ აქსესუარებს
ja_ja
ganja1981
აქ მაგნუმს ადრე რაც ჰქონდა 10 ლარი ღირდა, ახლა არარ აქვს, ეგეტები.

ამერიკაში უნდა ნახო Dowey ფირმის, მაგრამ დიდი ფასი აქვს, და პლიუს ტრანსპორტირების საფასურიც დიდი გამოვა იმის გამო რომ დიდ ცილინდრშია ჩადებული.

კაროჩე ახვალ მგონი 100-150 ლარამდე smile.gif, მაშIნ ისევ მაგნუმში მიხვიდო და ძვირიანი 100 ლარიანი იყიდო ის ჯობია smile.gif
ganja1981
ვახ ვეღარ გავიგე რა ამ საქართველოში როგორ არაფერი არ იშოვნება... sad.gif
ja_ja
მე შემეშალა ფირმის დასახელება ბლინ, Dowey კი არა Dewey არის smile.gif, მოკლედ აგერ ლინკი



26 დუიმიანი ლულიებისთვისაა ანუ ჩვენებურად 66 სანტიმეტრიანია. მარადიორის ლულა 50 სანტიმეტრია, ნუ პლიუს უკან ადგილი სადრაც 10 სანტიმეტრი, კაროჩე იდეალურად ეტევი ზომებში (პლიუს ჩოთქებს დაუყენებ ამ შტუკას....), ცუდი ისაა რომ ღირს $35.99, თავის შიდა შიპინგიანად გამოდის $35.99 + $6.21 shipping ანუ 42.2, პლიუს ქართული კომპანიების ჩამოტანის საფასური დაამატე, სადღაც 2-3 კილოს ჩაგითვლიან იმის გამო რომ ეგ შუკა რომ არ გატყდეს დევს მრგვალ 6 სანტიმეტრის დიამეტრისა და 1 მეტრი სიგრძის პლასტიკატის მილში.

ანუ უხეშად გამოგდის 42.2 + 16 ან 24$, სადღაც საშუალოდ გამოდის 60-65$ დანარჩენი შენ გადაწყვიტე

ganja1981
ხო, მაგრამ მეტრიანით, რომ გავზომე ლულა+ის უკანა ნაწილი გამოვიდა 77 სანტიმეტრი...
ja_ja
ganja1981
კოლოფის უკნიდან ლულის უკანა მხარემდე არის 87-88 მილიმეტრი, ლულა მარადიორს აქვს 50 სანტიმეტრიანი. ის რაც შენ გაზომე და 77 სანტიემტრი გამოგივიდა, არის შრაუდერი, ანუ ლულაზე ზემოდან წამოცმული ჰაერის დამჭერი! smile.gif

მოკლედ ეგ სქელი შტუკა შენ რომ ლულა გგონია დაიჭირე ხელში და მოატრიალე, დაიწყებს ტრიალს, ატრიალე, ატრიალე სანამ უკანა მხარეს რეზბიდან არ გამოვა, მერე წინ გაწიე და მოხსენი, დაინახავ რეალურად ლულა რამხელაა და სად მთავრდება! smile.gif

ლულა მარადიორს უმთავრდება რვიანთან, წინიდან დამტენ პორტთან რომ უკეთია smile.gif

ახლა გადავხედე, პირველ გვერდზე, პირველ პოსტში აშკარად მიწერია რომ შრაუდერი სძვრება!

აგერ რამდენიმე სურათი, შრაუდერის დამაგრების ადგილი კოლოფთან


აგერ ბატონო როგორ არის მოხსნილი და შიგნით გაცილებით წვრილი ლულა ჩანს.

ეს კი რა ყრია შრაუდერში რომ ჰაერი მოკვეთოს



ეს კი რეალურად ლულა სად თავდება



ganja1981
გასაგებია, ანუ წმენდისას ლულაზე რაც არის წამოცმული სქელი "შრაუდერი"ეგეც უნდა მოვხსნა ხო, ხო სწორედ გავიგე?
ja_ja
ganja1981
არა კაცოუ! ეგ მოხსენი რომ რეალური ზომა დაინახო მეთქი (თავიდან ხომ დაწერე გავზომე 77 სანტიმეტრიაო, ხოდა რომ ამეხსნა მაგხელა არაა ლულა მეთქი მაგისთვის დავწერე). ეგ არაფერში არ გიშლის ხელს, იყოს ზედ რავარც არის, ტრუბაა რა, არაფერს აკეთებს და არანაირად არ გიშლის ხელს წმენდისას.
ganja1981
კი მაგრამ შომპოლი ბოლომდე თუ არ გავიდა ჭუჭყიანი პაჩი როგორ მოვაშორო.....???
ilariona
მოდით აქ განვიხილოთ ყველა მოდელზე ლულის გაწმენდის ვარიანტები.

ახლა მარადიორის თემაში აღმოვაჩინე, რომ მარტო ამაზე მიდის საუბარი და გადმოვიტან აქ. როდესაც ვინმეს საკუთარ თოფზე დასჭირდება რჩევა, გთხოვთ გამოიყენოთ ეს თემა.

მარადიორის თემიდანაც გადმოვიტან აქ.
ja_ja
ganja1981
ციტატა(ganja1981 @ 26th March 2012 - 12:37 PM) *
კი მაგრამ შომპოლი ბოლომდე თუ არ გავიდა ჭუჭყიანი პაჩი როგორ მოვაშორო.....???

თუ პაჩებს ანუ ბამბის ნაჭრებს იყენებ მაშინ გინდა არ გინდა უნდა მოაცილო შრაუდერი, ისე მართლა შიგნით დარჩება smile.gif
ganja1981
ხო მაგას ვგულისხმობდი smile.gif ანუ ან 77 სმ-იანი შომპოლი მჭირდება ან შრაუდერის მოხსნა ყოველი გაწმენდისას. და ამ შრაუდერის მოხსნა გაკეთება რთულია თუ მარტივად ხდება ეგ ამბავი...?
ja_ja
ganja1981
ციტატა(ganja1981 @ 26th March 2012 - 01:29 PM) *
და ამ შრაუდერის მოხსნა გაკეთება რთულია თუ მარტივად ხდება ეგ ამბავი...?

თუ ერთხელ მაინც არ მოხსენი ისე ვერ დაიჯერებ. დაატრიალე, დაატრიალე და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. და ყოველ გაწმენდაში რას გულისხმობ რამდენ ხალში ერთხელ აპირებ გაწმენდას smile.gif, მაგი ცეცხლსასროლი კი არაა ყოველი ნადირობის მერე რომ მიხვალ სახში დაშალო და გაწმინდო, მაგას ლულის გაწმენდა კაკრაზ არ უყვარს smile.gif

მინიმუმ 2-3 ათარი გასროლა გინდა და მერე გაწმინდე, თუ სპორტში აპირებ გამოყენებას მაშინ დეგერხა, ყოველ 100-200 გასროლაზე უნდა წმინდო smile.gif
ganja1981
ვსიო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე დიდი მადლობა ყველას!
foxi



ikaaa
წინიდან ის პლასმასის მილი რაღათ უნდა, ვერ გავიგე.
gregory
ციტატა(ikaaa @ 6th May 2012 - 09:52 PM) *
წინიდან ის პლასმასის მილი რაღათ უნდა, ვერ გავიგე.
ikaaa
ნუ ვითომ შრაუდერში რომ ადვილად გაუყარო და არ დააზიანო ...

davita76
WD 40 ით რო გავწმინდო ლულა ატ 44 ზე ხომ შეიძლება?
koknar
davita76
ეგ მგონი ტყვიის ნარჩენებს არ ხსნის, ჟანგის და ეგეთი მაიმუნობებისაა, ზეთი უნდა ლულის საწმენდი ტყვია რო მოაცილოს და მერე გამშრალება კარგათ
davita76
koknar
მადლობა გაიხარე
Multi-Tool
davita76




ეგ ხსნის ტყვიას.
davita76
Multi-Tool
დიდი მადლობა
SVD
რადგან ლულის წმენდასთან არის დაკავშირებული მეც დავწერ.ესეიგი აი სადაც იარაღს აწერია კალიბრი და გამოშვება მაგ ადგილას შიგნიდან აქვს თითქოს მიმხმარივით რაღაცნაირად ვერგავიგე,დღეს გავწმინდა ყურის ჩხირებით მაგრამ მაინც აქ და რავუშველო რამე ზეთი როამოაშოროს ან რავი რითი უნდა გაიწმინდოს?
ja_ja
SVD
რომელ იარაღს? ან ხელმოწერა გააკეტე და იქ მიაწერე რა იარაღები გაქვს რომ ხალხს კითხვები არ უჩნდებოდეს, ან ნუ დაიზარებ ხოლმე და დაწერე რომელ იარაღზეა საუბარი, მე მაგალიტად არ მახსოვს შენ რომელი ფიშტო გაქვენ....
SVD
კროსმან ვანტაჯი ამ იარაღზე მაქვს საუბარი
Multi-Tool
SVD
ადრე თუ ჩაგიხედი მაგ ალულაში, ჰქონდა რამე?
სპილენძის მავთული გაატარე მანდ და გაიგებ რა ხდება.
SVD
ციტატა(Multi-Tool @ Aug 7 2015, 10:53 PM) *
SVD
ადრე თუ ჩაგიხედი მაგ ალულაში, ჰქონდა რამე?
სპილენძის მავთული გაატარე მანდ და გაიგებ რა ხდება.

არა ადრე არ ქონდა ეხლა თითქოსდა მეჩვენება ნარეზებია დატხელებული ეტყობა კაიგაწმენდა უნდა.
okela84
SVD
ნარეზებში ჩაიგლისებოდა ტყვია ყველავარიანტში. მე არ გამიწმენდია ჩემი ლულა არასდროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე ჩქარა პნევმატურებს უბინძურდებათ ნარეზი
SVD
ციტატა(okela84 @ Aug 8 2015, 10:56 AM) *
SVD
ნარეზებში ჩაიგლისებოდა ტყვია ყველავარიანტში. მე არ გამიწმენდია ჩემი ლულა არასდროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე ჩქარა პნევმატურებს უბინძურდებათ ნარეზი

მეც ეგრე მგონია.მაგნუმში თუ იქნება სპეციალური საწმენდი ჯოხი თავის ჩოთქებით?
userman
ლულის ნარეზის გასაწმენდად რომელი ზეთის ხმარება ჯობია ?

ბალისტოლის თუ ოტის ზეთის ?
pilotina
userman
ციტატა(userman @ 17th November 2015 - 07:45 PM) *
ლულის ნარეზის გასაწმენდად რომელი ზეთის ხმარება ჯობია ?

ბალისტოლის თუ ოტის ზეთის ?


ოტისის ზეთი იხმარე თუ ძაან დაბინძურებულია ლულა. თუ არაა ძააან ჭუჭყიანი ბალისტოლი იდეალურია, ტყვიასაც ხსნის, ზეთავს და ჟანგისგანაც ინახავს. არც რეზინებს აზიანებს. ოტისმა შეიძლება რეზინები დაგიზიანოს.
Multi-Tool
მე ბალისტოლს ვხმარობ და მომწონს. მეორე არ მიხმარია
და ვერ შევადარებ.
userman
ციტატა(gabrichidzegocha @ 17th November 2015 - 08:00 PM) *
მე ბალისტოლს ვხმარობ და მომწონს. მეორე არ მიხმარია
და ვერ შევადარებ.


მე კიდევ პირიქით ოტის ზეთს ვხმარობ და ბალისტოლის არ ვიცი , ისე ბალისტოლი უფრო ნაკლები ღირს
SCORPIONS
userman მე ვხმარობ ბალისტოლს,სპირტის 100გრამიან ბოთლებში აქვთ ხოლმე მაგნუმში და არ ვემდური. 7 ლარი მივეცი და მგონი ეგ ზეთი სიბერემდე გამყვება wink.gif biggrin.gif
iduka
გამარჯობა. მეგობრებო მგონი ზედმეტად წვალობთ პნევმატიკის წმენდით. მაქვს Feinwerkbau 600 ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ნაყიდი. ამ ზაფხულს შევიძინე Feinwerkbau 800 X და პისტოლეტი steyr lp10, მათი ერთადერთი რეკომენდირებული წმენდა - ნაბდის ქეჩების სროლაა, მოზრავი და ხელშესახები დეტალების იზეთება მსუბუქად, იარაღები იდეალურად მუშაობს.
SVD
გვანახე ერთი ეგ ფიშტოები.ეგენი ისეთი თემაა მე რომ ვთქვა ბუგატი მყავს თქო არავინ დამიჯერებს.ისიც დაწერე სად და რამდენად იყიდე
iduka
სპეციალურად გადაღებული სურათები არ მაქვს 800 მოდელის, აი პისტოლეტები და 600 მოდელის ვიპოვე. 10 იანვრის მერე ვიქნები ტირში და გადავუღებ თუ გნებავთ.

აქ სურათი როგორ ავტვირთო?

პ.ს. ამით მინდოდა მეთქვა რომ როგორი სერიოზული მწარმოებელიცაა ფაენი და შტეერი, რეკომენდირებულად არ მიიჩნევენ პნევმატური იარაღების "ხეხვას". თორემ ყველამ თავის თოფის თითონ იცის...
iduka
ja_ja
iduka
შენ იმას არ ითვალისწინებ რომ მაგ შტეერის და ფაენს ლულები უკვე გაპრიალებული აქვს, ანუ პალიროვკას რომ ეძახიან, შედეგად ტყვიის ნადები ლულაში იმდენი აღარ რჩება.

თუმცა გარწმუნებ ჩემთან არაერთი LP10 და LP1 მოუტანიათ გასაკეტებლად და ლულის ირგვლივ ჩამოცმული ალუმინის კარკასი და ხვრელები საკმაოდ მოშნადაა ხოლმე გამოტენილი ტყვიის წვრილი დისპერსიული მტვერით. ხელს მოკიდევ და ხელი ეგრევე შავ, მორუხო, მოლურჯო ხდება თითქოს და გრაფიტის ტაოტიან დეტალს მოკიდე ხელიო.

ასე რომ ტყვიის ანაქერცლი მანდაცაა, უბრალოდ იმის გამო რომ ლულების შიგნითა ხვრელი გაპრიალებულია ძალიან ცოტა მტვერი რჩება თვითონ ლულის შიდა კედლებზე, მაგრამ ერთი LP10-ის ლულა მაქვს გაწმენდილი ჩვეულებრივი მეთოდით და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს შტაერის რეკომენდაციებს, კაი ბლომად ჭუჭყიანი ბამბის ტილო გამოვიღე.

P.S მე მაქვს Stayr LG110 და მაგის ლულასაც საკმაოდ ხშირად უნდა ლულის წმენდა თორემ ეგრევე იწყება ხოლმე ტყვიების გაფანტვა. თან ოლიმპიურ 10 მეტრზე არ მაქვს საუბარი, მანდ ერთი ტყვიის დიამეტრის ხელა ხვრელია და ტყვია ტყვიაში ჯდება, მაგრამ აი 50 მეტრზე უკვე სულ სხვა სურათია sad.gif
userman
ეს ზეთი გამოდგება თუ არა ნარეზის გასაწმენდად ?
ja_ja
userman
არ გააკარო პნევმოს ლულას!

ეგ არის ტუტე შემცველი ზეთი, ცეცხლსასროლისთვის, ცაცხლსასროლში სულ სხვა შენადნობის და მარკის ლულები გამოიყენება, პნევმატიკაში კი გაცილებით იაფიანი და მარტივი ფოლადებია, ზოგჯერ კი პროსტა რკინაა ოდნავი წრთობით. შედეგად ეგ ტუტე ნადებთან ერთად ისე გემრიელად ამოგიხრამუნებს ლულაში რაკოვინებს რომ მერე მაგ რაკოვინებში დაიწყებს ტყვიის ნადები გაცილებით მალე ჩაგროვებას და ამობურცული კუნძულების გაკეტებას, რაც შემდეგში უფრო და უფრო ცუდათ იმოქმედებს მიზანზე.

პნევმატიკისთვის გინდა არ გინდა არის, მხოლოდ ერთი მისაღები ზეთი ნადების მოსახსნელად, ეგ არის Otis Uptra Bore . არის სხვადასხვა შეფუთვის და მაქედან გამომდინარე ფასის. ნახავ ამაზონზეც, იბეიზეც და პირამიდზეც, სადაც გაგიხარდება იქ იყიდე.

გამოყენების წესი უხესად შემდეგია, დაიტანე ეგ ზეთი ნეილონის ჩოთქზე (ლატუნის ჩოთქი არაა საჭირო), თუ ნეილონის ჩოთქი არ გაქვს, შეგიძლია ბამბის ნაჭრით ისარგებლო, მაგრამ ნაჭერს ცუდი თვისება ის აქვს რომ ყველგან არ ტოვებს ზეთს და ზოგან გამოწმინდავს... მოკელდ ჩოთქს აპიპინებ მაგ ზეთით და ლულაში 2-3-ჯერ გაატარე, შედეგად ლულაში მაგ სეთი დარჩება ოხრად და ეგრე დატოვე 5-10 წუთი,

შემდეგ კიდევ ერთხელ იგივე გააკეთე და დაინახავ რომ მოშნად ჭუჭყიანი გამოდის ჩოთქიც და ზეთიც... კიდევ აცადე მაქსიმუმ 5 წუთი და მერე დაიწყე აქტიურად მაგის გამოტანა, ანუ აქ უკვე გინდა, ან ბამბის ჩოთქები ოხრად, ან ბამბის ნაჭრები. დაიწყებ ჯერ გამოსუფთავებას და გამოვა მოშნად ჭუჭყიანები, მერე ცოტა სუფთა რომ გამოვა უკვე ბამბის ნაჭერი ან ჩოთქი დაასველე მაგ ზეთით და კიდევ 4-5-ჯერ გაატარე რომ რაღებში თუ სადმე რაიმე არ ამოიწმინდა ისიც რომ დაიძრას და მერე უკვე საბოლოოდ გამომშრალება გასუფთავებაზე გადადიხარ, ანუ იმდენ ჩოთქვს, ან ნაჭერს იყენებ სანამ ბოლოს სუფთა არ გამოვა ლულიდან, ვსიო ეგაა მთელი რეცეპტი smile.gif
userman
ja_ja

მადლობთ ყურადღებისათვის.
mister_io
სალამი ფორუმელებო, ჩემს ფანტომს ლულა აქვს გასაწმენდი რო გავიხედავ შიგნით აშკარად ეტყობა რო ცუდ დღეშია, აქ წავიკითხე რო ბალისტოლს იყენებთ რამდენიმე ფორუმელი და ისიც წავიკითხე რომ განსხვავებაა ამ ზემოთ აღნიშნულ ზეთებს შორის
აქ დავდებ რამდენიმე ლინკს და იქნებ მირჩიოთ რომელი გამოვიყენო
http://western.ge/product/ballistol-2/
http://western.ge/product/ballistol/
http://western.ge/product/ballistol-3/
pilotina
mister_io
ციტატა(mister_io @ 2nd February 2016 - 02:45 PM) *
წავიკითხე რო ბალისტოლს იყენებთ რამდენიმე ფორუმელი


მე ამას ვიყენებ უკვე რამოდენიმე წელია ცეცხლსასროლზეც და პნევმატიკაზეც და არავითარი პრობლემა არ შემქმნია. პნევმატიკის რეზინებსაც არ აზიანებს.
შენი მოყვანილი ლინკებიდან ბოლოს გირჩევდი, ნეიტრალურ ბალისტოლს. პირველიც კაია, მარა წასაკითხია ყურადღებით მოხმარების ინსტრუქცია, თუა გათვლილი რეზინის დეტალებზეც.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2018 Invision Power Services, Inc.