არც ისე ადვილი აღმოჩნდა სასურველი ფორმის და ზომის მიცემა, დანარჩენს კი ფოტოებიდან შეიტყობთ


ფორმა ასე თუ ისე მივეცი, მექანიზმიც მოვარგე და დრო მივიდა გალაქვაზე. გადავიკითხე ცოტა ცოტა რაღაც-რუღაცეები და ლაქზე უარი ვთქვი, ვაპირებდი ზეთი წამესვა, მაგრამ სამსახურში შემტენეს რაგაც სითხე იტალიურიაო მაგით ვამუშავებთო კაკლის ზედაპირებს მაგარიაო და მეც გადავწყიტე მისი გამოყენება, ყვითელი სითხეა და სუნი აქვს ძველებური ოლიფის, რამაც გული გამიხეთქა ლამის, მარა დამამშვიდეს გაუქრებაო და აჰა...

ეგაც შენი გამზადებული კონდახი და ოლიფა

ეგაც შენი ადგილ-ადგილ წასმული სითხით რომ შეძლოთ შედარება

და ესაც უკვე საბოლოო იერსახე
კონდახზე მუშაობის პერიოდშივე დადგა საკითხი სასხლეტის წინ გადატანის, გავეცანი რის საშუალებაც იყო საიტზე და კვლავ ჯაჯას გარაჟთან ამოვყავი თავი, დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანს ვუთხრა იმიტომ რომ სავსებით უანგაროდ დამეხმარა უცნობ ადამიანს. მქონდა რაგაც პატარა გეგმა რაც იოლად განვახორციელეთ მე და ჯაჯა ბატონმა მაგრამ პრაქტიკაში ჩაფლავდა ჩემი კონსტრუქცია და მეორე ვიზიტის დროს უკვე მივაგწიეთ სასურველ შედეგს.

რკინის რვიანზე რატომგაც უარი ვთქვი, ბოლობოლო 2 პლასტმასის რვიანი აქვს ხაჩიკას

მარტივი მექანიზმია და უნდა აგინიშნოს რომ კარგად მუშაობს, ქარხნულივიტ რბილი არ არის, მაგრამ ნორმალურია და თავისუფალი სვლაც გააჩნია. დალიან მოკლედ ვწერ და თუ ვინმეს შეკითხვა ექნება შევეცდები ვუპასუხო.

რაც შეეხება ოპტიკას მქონდა UTG 3x9x50, მაგრამ არ მომწონდა, მძიმე იყო, ჯვარი ძალიან მსხვილია და პარალაქსის გასწორებაც მოუხერხებელია. ამიტომ გამოვიწერე აი ეს Vector Optics 3.5-10x40 RAPTOR, ეს ოპტიკა ზურას აქვს დახასიატებული სეკურიფას და მე მხოლოდ იმას ვიტყოდი რომ მშვენიერია ამ დონის იარაღისთვის სანადიროთ.
მომდევნო ეტაპზე უკვე ოპტიკის სამაგრი წამოიჟრა და აქ ზურა დამეხმარა სეკურიფა, მადლობა ზურა

მართალია დიდი ხანი მომიწია ლოდინი მაგრამ ვფიკრობ რომ გირდა და ჩმიხალო ანდრეიმ თავი არ შეირცხვინა ქარტველი აირგანელების წინაშე

ესაც საბოლოვო შედეგი, რა თქმა უნდა ვიზუალური თვალსაზრისით, ჯერჯერობით სიჩქარის დარეგულირების მხრივ არაფერი გამიკეთებია