gregory
Apr 2 2012, 01:12 PM
მართალია, გადავდოთ ცოტახნით
norica_dragon
Apr 2 2012, 01:34 PM
ხალხნო 23 გრადუსია გამოცხადებული მეტი რა ქნას??
ilariona
Apr 2 2012, 02:14 PM
norica_dragon ბიჭო, 23 გრადუსი კი არის გამოცხადებული მაგრამ მანდანა წვიმას ვერ ხედავ? თუ გავილუმპეთ და ტრუსიკამდე დავსველდით ვინღა იქნება იქ მსროლელი და მითუმეტეს პური მჭამელი ჰა? თოფები სველი, ტალახი, ფუუუუ

ერთი სიტყვით ჯაჯასაც ველაპარაკე ტელეფონზე და პრიზზე კიდევ რაღაც შეხვედრა უნდა მოვაწყოთ დღესო, რომ ბოლო ბოლო ჩამოვყალიბდეთ ვინ გაგვიკეთებსო, ვინაიდან რაღაც პრობლემებია ჩვენს დახატულ პრიზზე.
მაისის პირველ რიცხვებში გადავიტანოთ და კარგა გემრიელად მომზადებულები ვიქნებით რა.
აბა კიდევ კტო ზა და კტო პროწივ!
cz80
Apr 2 2012, 02:23 PM
ციტატა(ilariona @ 2nd April 2012 - 03:14 PM)

აბა კიდევ კტო ზა და კტო პროწივ!
ია ზა ( ნუ ეს "კარუსელის" პონტში, ორჯერ ხმის მიცემა ხო მოსულა

)
norica_dragon
Apr 2 2012, 02:44 PM
გადადეთ გადადეთ და ერთ თვეში ერთი ჩემნაირი როგაგეძრობათ კიდე ნახავთ მერე

:P
ამ შეჯიბრისთვის ვერ ასწრებდა, იქეთ თვეში კი ნამდვილად ექნება ასე რომ სერიოზული კონკურენტი მეყოლება
geojorjika
Apr 2 2012, 07:34 PM
ilariona ციტატა
მაისის პირველ რიცხვებში გადავიტანოთ
ვეთანხმები გამკრელიძის დასკვნას
foxi
Apr 2 2012, 11:24 PM
ამინდი მთავარია თორე ისევ ისე მარტო ქეიფი შეგვჩება.

ისე ნორიკა რას გვექაჩება.
norica_dragon
Apr 3 2012, 03:26 PM
მე ჩემ თავი არ მიგულისხმია, ლულა ვიგულისხმე
sekurifa
Apr 3 2012, 03:46 PM
ციტატა(ilariona @ 2nd April 2012 - 03:14 PM)

მაისის პირველ რიცხვებში გადავიტანოთ და კარგა გემრიელად მომზადებულები ვიქნებით რა.
თუ მაისში გადაწყდება მგონი უკვე პცპ -ეც მექნება ნაყიდი. ნათქვამია "ჟიგულიდან რომ მერსედესზე გადახვალ,მაშინ იქნები კარგი მძღოლიო

"
koknar
Apr 16 2012, 12:10 AM
გადადებული პარტია როდის განახლდება? რაღაც ნამეტანი უქარო ამინდებია და სანამ დაცხება იქნებ მოესწროს. მაგ. მომავალ კვირას
kaka8079
Apr 16 2012, 08:31 PM
როდისთვის იგეგმება შეჯიბრი?
ilariona
Apr 17 2012, 09:35 AM
koknar
kaka8079
მაისის დასაწყისში 10 რიცხვამდე ინდა ჩატარდეს თორე მერე ფტ გვიახლოვდება და იმისთვის უნდა მოვემზადოთ.
ilariona
Apr 25 2012, 11:47 AM
წამოვწევ ამ თემას და ჯაჯას ვთხოვ რაღაც წესებზე ჩამოვყალიბდეთ.
იდეაში გასვლის რეპორტში წერია ყველა მინუსი რაც დაფიქსირდა და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვაკოპიროთ, მაგის მერე შეგვიძლია კიდევ რაღაცეები დავამატოთ და ეგაა.
norica_dragon
Apr 26 2012, 11:51 AM
არ გინდათ რომ პრიზი კარგი ოპტიკაც იყოს??
davil
Apr 26 2012, 12:31 PM
norica_dragon არ მაწყობს ოპტიკა ძამია, მე ისედაც კარგი ოპტიკა მაქ და რაღათ მინდა მინდა მეორე
ilariona
Apr 26 2012, 08:31 PM
რა დროის პრიზებია?
შეჯიბრისთვის მგონი ჯაჯა ისეთ წესებს ამზადებს, რომ შეჯიბრის წინ ადვოკატი უნდა დავიქირავოთ

კარგად გაგვაცნოს წესები, რომ ჯაჯამ ფეხებში არ გვესროლოს
ilariona
May 1 2012, 06:35 AM
დრო: 19-20 მაისი.
ადგილი: ბოლნისი-ხრამის ხეობა.
მიზეზი: ბრ-50 ჩემპიონატი.
აზრი: საღამოთი თაზოსთან სახლში უგემრიელესი მწვადი და ღვინო.
ახლა რა ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ

შაბათ დილას წავიდეთ პირდაპირ იქ სადაც პირველი დიდი გასეირნება მოვაწყვეთ და ჩავატაროთ იქ ჩემპიონატი, ამასობაში ბოლნისში დაგვახვედრებენ გემრიელ სუფრას და ჩემპიონატის მერე ავიდეთ თაზოსთან, ვიქეიფოთ გემრიელად და დავიძინოთ იქვე. (ადგილები არის პრობლემა არაა)
კვირას დილით გემრიელი პახმელიანობა მოვაწყოთ და წამოვიდეთ.
აი ასეთი იდეები გვაწუხებს მე და თაზოს
geojorjika
May 1 2012, 08:01 AM
ilariona ხანდახან რა კაი რამეს იტყვი ხოლმე რა
ja_ja
May 1 2012, 09:03 AM
ოოო ძალიან კაი მაგ დროისთვის იმედია ჩემი ოპტიკაც ჩამოვა......
Davitus
May 1 2012, 09:19 AM
ციტატა(ilariona @ 1st May 2012 - 07:35 AM)

დრო: 19-20 მაისი.
ადგილი: ბოლნისი-ხრამის ხეობა.
მიზეზი: ბრ-50 ჩემპიონატი.
აზრი: საღამოთი თაზოსთან სახლში უგემრიელესი მწვადი და ღვინო.
ახლა რა ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ შაბათ დილას წავიდეთ პირდაპირ იქ სადაც პირველი დიდი გასეირნება მოვაწყვეთ და ჩავატაროთ იქ ჩემპიონატი, ამასობაში ბოლნისში დაგვახვედრებენ გემრიელ სუფრას და ჩემპიონატის მერე ავიდეთ თაზოსთან, ვიქეიფოთ გემრიელად და დავიძინოთ იქვე. (ადგილები არის პრობლემა არაა)
კვირას დილით გემრიელი პახმელიანობა მოვაწყოთ და წამოვიდეთ.
აი ასეთი იდეები გვაწუხებს მე და თაზოს
სუპერ-პუპერ-დრუპერ-სექსი იდეააა
მე უეჭველი წამოვალ, ალბათ მაშინით
უბრალოდ 8:30 ზე ადრე მე ვერ ვარ თავისუფალი და თუ ძაან ადრე არ წახვალთ მე უეჭველი მოვდივარ, 2 დღით
(თურმე რა სარგებელი აქვს ამ ნადირობის სეზონის დახურვას, ვიქენდებზე დრო მაქვს თავზესაყრელად

)
kaka8079
May 1 2012, 09:20 AM
ilariona
მშვენიერი გეგმა მოგიფიქრებიათ.
ilariona
May 1 2012, 09:26 AM
ძალიან კარგი, რომ მოიწონეთ იდეა

სიმართლეს გეტყვით და მეც მომწონს ეგ იდეა
ხოდა მაშინ დარჩენილი საქმეები უნდა მოვამთავროთ, რომ კარგი გამოვიდეს ყოლიფერი.
მედლები უკვე მოოქროვებაზეა წაღებული.
პრიზი დასამთავრებელია და გთხოვთ ვინმემ წამოწიეთ პრიზის საკითხი.
ნასოსები იმედია მოესწრება
norica_dragon
May 1 2012, 10:26 AM
მეც ძაან მომწონს, უბრალოდ ერთი წავარჯიშება მინდა კიდე, ოღონდ იმენა ვარჯიში რასაც ქვია, შეჯიბრის ფრომა რომ არ ქონდეს მკაცრი წესებით

უბრალოდ ბუნებაში გასვლას ვგულისხმობ
gregory
May 1 2012, 11:23 AM
ilariona გადასარევი გეგმაა
foxi
May 1 2012, 01:50 PM
ციტატა(Avto @ 1st May 2012 - 11:26 AM)

მეც ძაან მომწონს, უბრალოდ ერთი წავარჯიშება მინდა კიდე, ოღონდ იმენა ვარჯიში რასაც ქვია, შეჯიბრის ფრომა რომ არ ქონდეს მკაცრი წესებით
უბრალოდ ბუნებაში გასვლას ვგულისხმობ
ძალიან მაგგარი იდეაა.
ილარიონას იდეაც მაგარია. უბრალოდ მივლინებასში ვიყავი და შეიძლება ისევ წავიდე. ასე რომ შეჯიბრზე წამოსვლას ჯერ ვერ შეგპირდებით.
Power_VANO
May 9 2012, 08:28 PM
ციტატა(ilariona @ May 1 2012, 07:35 AM)

დრო: 19-20 მაისი.
ადგილი: ბოლნისი-ხრამის ხეობა.
მიზეზი: ბრ-50 ჩემპიონატი.
აზრი: საღამოთი თაზოსთან სახლში უგემრიელესი მწვადი და ღვინო.
ახლა რა ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ

შაბათ დილას წავიდეთ პირდაპირ იქ სადაც პირველი დიდი გასეირნება მოვაწყვეთ და ჩავატაროთ იქ ჩემპიონატი, ამასობაში ბოლნისში დაგვახვედრებენ გემრიელ სუფრას და ჩემპიონატის მერე ავიდეთ თაზოსთან, ვიქეიფოთ გემრიელად და დავიძინოთ იქვე. (ადგილები არის პრობლემა არაა)
კვირას დილით გემრიელი პახმელიანობა მოვაწყოთ და წამოვიდეთ.
აი ასეთი იდეები გვაწუხებს მე და თაზოს

მშვენიერი იდეაა, მეც წამოვალ 100%. მანამდე ვივარჯიშებ და შეჯიბრისთვის რამდენიმე ქარმზომსაც დავამზადებ
ja_ja
May 9 2012, 08:41 PM
მე როგორ მერხევა ბლიაძ!!!!
ოპტიკა ჩკა ბლინ!!!! შნაიდერმა 1.5 კვირა მიმოწერის მერე დღეს ძლივს მომწერა პასუხი, ახლა სანამ მე გერმანულად რაიმეს ავუხსნი (ნუ მე რა.. ტიპა გუგლი აუხსნის, კსტატე სანამ გერმანულად არ მივწერე მაგ კუკუებმა პასუხი არ მომწერეს.... ინგლისური წერილები იმენნა დაიკიდეს)... ოპტიკა მინდა ბლინ!!!!
Power_VANO
May 9 2012, 09:43 PM
ja_ja
მდაა, რა უნდათ, რატომ არ გიგზავნიან?
და რომ გამოიგზანება, რა ფოსტით მოდის, ექსპრესია რამე, ერთ კვირაში ჩამოგივა?
ja_ja
May 9 2012, 10:59 PM
ჩვეულებრივი ფოსტაა... 1 კვირაშI მოესქრება თუ არა კაცმა არ იცის... პლიუს ჩვენი საბაჟო რამდენ დღეს გაჭიმავს....
ganja1981
May 9 2012, 11:09 PM
ja_ja რა ოპტიკაა თუ საიდუმლო არაა?
ilariona
May 10 2012, 12:27 AM
ganja1981 კარგი ოპტიკაა

ადრე თუ გვიან ყველა მივალთ იქამდე, რომ თოფს ოპტიკას ვამჯობინებთ.
ja_ja
May 10 2012, 07:13 AM
ilariona მთლად ეგეთი არაა, მთლად ეგეთს 3-4 ათასი უნდა მარადმწვანეში. ამჯერად ტავი ვიფხანე ვიფხანე და გადავწყვიტე რომ ეგეთი ფასიანი არ მინდა, ნუ მაგის მეოთხედი დასი ამჯერად მყოფნის
ganja1981 ჩამოვა და გაიგებ....
Power_VANO
May 10 2012, 08:40 AM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 9th May 2012 - 11:59 PM)

ჩვეულებრივი ფოსტაა... 1 კვირაშI მოესქრება თუ არა კაცმა არ იცის... პლიუს ჩვენი საბაჟო რამდენ დღეს გაჭიმავს....
ჩვეულებრივს 1-დან 3 თვემდე უნდოდა ხოლმე ჯა_ჯ, ესე 1 წლის წინ. ახლაც 1 თვე მაინც მოუნდება ალბათ
norica_dragon
May 10 2012, 09:55 AM
ნახეთ რა კატა ჩავატარე?? კონკურენტი ოტიკის გარეშე დავტოვე

ეგ არაფერი ჯაჯ ილიას ოტიკა გამოიყენე უთოფოდაა ჩემთან შკაფის თავზე
ganja1981
May 10 2012, 10:06 AM
არა მე უბრალოდ იმიტომ ვიკითხე, რომ სახლში თავისუფალი ოპტიკა მაქ ბარსკა და შემეძლო თხოვება თუ გჭირდებოდა...
ilariona
May 10 2012, 10:10 AM
ganja1981
გამოხვალ ჩემპიონატზე?
kaka8079
May 10 2012, 10:32 AM
ja_ja
ქართული გადამზიდავი კომპანია ხომ არის გერმანიაში ხო და იმით ისარგებლე და ქე იქნება ერთ კვირაში აქა შენი ოპტიკა.
Power_VANO
May 10 2012, 10:59 AM
ციტატა(kaka8079 @ 10th May 2012 - 11:32 AM)

ja_ja
ქართული გადამზიდავი კომპანია ხომ არის გერმანიაში ხო და იმით ისარგებლე და ქე იქნება ერთ კვირაში აქა შენი ოპტიკა.
მართალ -> camex.ge-ს ჩამოაქვს გერმანიიდან.
და კიდევაა მგონი 1-2
ilariona
May 10 2012, 11:31 AM
Power_VANO
kaka8079
Vovovo.ge
მე ტურბინა გერმანიიდან ამათმა ჩამომიტანეს და მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდათ.
feroni
May 10 2012, 11:37 AM
ციტატა(ilariona @ 1st May 2012 - 07:35 AM)

დრო: 19-20 მაისი.
ადგილი: ბოლნისი-ხრამის ხეობა.
მიზეზი: ბრ-50 ჩემპიონატი.
ეს გადაწყვეტილია თუ კიდევ შეიცვლება ჩემპიონატის თარიღი?
kaka8079
May 10 2012, 11:55 AM
ilariona ჰა შვილიშვილი ბაბუას ასწავლიდაო არა?
ganja1981
May 10 2012, 12:39 PM
ციტატა(ilariona @ May 10 2012, 11:10 AM)

ganja1981
გამოხვალ ჩემპიონატზე?
თუ მეცალა ჩემპიონატის დღეს აუცილებლად გამოვალ
ilariona
May 10 2012, 01:10 PM
feroni ციტატა
ეს გადაწყვეტილია თუ კიდევ შეიცვლება ჩემპიონატის თარიღი?
ჯერ ეგ თარიღი ძალაშია, უკვე დავიწყებთ მზადებას!
ციტატა
ჰა შვილიშვილი ბაბუას ასწავლიდაო არა?
kaka8079 არ გინდა რა
ganja1981 ციტატა
თუ მეცალა ჩემპიონატის დღეს აუცილებლად გამოვალ
კარგი იქნება, ახალი ძალები საჭიროა და მითუმეტეს კარგი ხალი ყოველთვის მისაღებია ჩვენს სეკტაში
TAMPLIER
May 10 2012, 01:26 PM
ilariona
May 10 2012, 01:36 PM
TAMPLIER დაიკარგე აქედან

ეგ თემები იცი სადაც უნდა განიხილო.
მორჩა აქანა ფლუდაობა.
ja_ja
May 10 2012, 01:56 PM
feroni ციტატა(feroni @ 10th May 2012 - 12:37 PM)

ეს გადაწყვეტილია თუ კიდევ შეიცვლება ჩემპიონატის თარიღი?
მგონი შეიცვლება, სულ წვიმებია იმ კვირაშI და ჩურჩხელებად თუ წავალთ არ ვიცი
ilariona ციტატა(ilariona @ 10th May 2012 - 02:10 PM)

ჯერ ეგ თარიღი ძალაშია, უკვე დავიწყებთ მზადებას!
გადახედე ამინდევს.... მაისის ბოლომდე წყალდიდობებია

P.S. ნუ ტიპა, ეგებ და გადაგაწევინოთ და მეც ოპტიკა ჩამომივიდეს
ilariona
May 10 2012, 02:10 PM
ja_ja
გადავხედე და წვიმებია გამოცხადებული, მაგრამ 8 აპრილსაც მაგის გამო გავმაზეთ ჩემპიონატი და საბოლოო ჯამში +25 გრადუსი იყო და ნიავიც კი არ იყო.
მერე შენ ის ჯაჯა არა ხარ, BR-ში ნებისმიერ ამინდში უნდა გამოხვიდეო რომ წერდი?
ja_ja
May 10 2012, 03:01 PM
ilariona ციტატა(ilariona @ 10th May 2012 - 03:10 PM)

მერე შენ ის ჯაჯა არა ხარ, BR-ში ნებისმიერ ამინდში უნდა გამოხვიდეო რომ წერდი?
კი ახლაც მაგას ვიძახი, მაგრამ ოპთიკ ნეთუ

, სავსემ ნეთუ და....
ilariona
May 10 2012, 03:11 PM
ja_ja ჩემს ოპტიკას გათხოვებ, ოპტიკა არაა პრობლემა. თან სხვისი თოფებით გამოდიან და ოტპიკა ხომ სავსემ ნე პრობლემა რა.
ჯერ შენ გამოდი ჩემი ოპტიკით და მერე მე გამოვალ ისევ ჩემი ოპტიკით
ყურადღება მიაქციე, რომ ვექტორას გათხოვებ და არა ვალტერს

ნორკამ ერთხელ ხომ გაჯობა ჭკუაში და ახლა მეორედაც უნდოდა ეჯობნა

ვალტერას გთავაზობდა

აღარ იცის როგორ მოგიგოს
ja_ja
May 10 2012, 03:45 PM
ilariona ციტატა(ilariona @ 10th May 2012 - 04:11 PM)

აღარ იცის როგორ მოგიგოს
ჰოო შემოთავაზებისთვის დიდი მადლობა, ვნახოთ რაფრა იქნება საქმე, მაგრამ მე პირადად მაგარი წინააღმდეგი ვარ ოპტიკების და თოფების მიმოცვლის, ხან ერთი აურევს ხან მეორე და ვერცერთი ვერ ისვრის

ასეა თუ ისე დღეს მოშნად სალაპარაკო გვერქნება საღამოთი...
საბოლოოდ წესებსაც ვამთავრებ და ჩამოვყალიბდეთ რაი და რაფრა...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.