დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: PCP სიახლეები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14
ja_ja
ნუ იდეაში ცხოვრება ვეჩნა წინ მიდის, და აქ ჩამოვყაროთ ხოლმე ვინც რა ახალ იარაღებს გადააწყდება.



აგერ მაგალითად ერთი Daystate Wolverine


რაცხა ახალ კალიბრშიც კი იჩითება 0,303



ესეც სპეციფიკაციების გვერდი





ეს მეორე სიახლე EVANIX Speed

ნუ თეორიულად ახალი არაა იმიტომ რომ 2011-ში უკვე გამოდიოდა და დაჟე პირამიდზე იყიდება კიდევათაც 1500$-ად, მაგრამ 2011-ში იყო ჩვეულებრივი, ფორმის, ახალ 2012-ში კი პულპაპია გაკეთებული smile.gif






ნუ ეს ძველის ვიდეო


და ვიცი რომ ყველას ნერწყვების ყრა და იდეების ფართხალი დაგეწყოთ ასე რომ რაც ვნახე მექანიზმის მუშოაბაზე სურათები ყველაფერს გთავაზობთ smile.gif

ნუ მოკლედ მარტივი გზით წავიდნენ რა, FX-ის მეთოდი არარ აირჩიეთ, რაღაც Airsoft-ის პრინციპია გაკეთებული, უბრალოდ დგუში ამოაგდეს და დარტყმელი დასვევ ი ვსიო smile.gif
























ja_ja
ნუ ნელნელა გავაგრძელებ ამ თემას...


სიახლე Air Forces-ს პროდუქციაშიც
წელს პრაქტიკუალდ პირველად Air Forces-ს იარაღებმა მიიღეს ლამის 12 წლიანი არსებობის შემდეგ მანომეტრი. აქამდე ტენიდა მომხმარებელი თოფს და იცოდა რომ დატენა 3000PSI-ზე, მაგრამ რამდენიმე გასროლის მერე რა დარჩა რეზერვუარში არ იცოდა.

ერთერთ უდიდეს ხარვეზად სწორედ ეს პრობლემა ითვლებოდა.

წელს ეტყობა კომპანიას შერცხვა და გადაწყვიტა გული გაეხარებინა თავისი იარაღის მოყვარულებისთვის



ან შეიძლება ნამუსმა კი არა უფულობამ შეაწუხა და ამ პროდუქტიოთ დააპირა მომხარებლებისგან კიდევ ერთხელ ფულის ამოღება. რამდენი გახარებული მომხმარებელი იყიდის ახლა ამ ბალონებს smile.gif



შედმეგი არის კომპანია კროსმანის Marauder Woods Walker Air Pistol

დიდი არაფერი უბრალოდ ისევ იგივე მარადიორის პიდტალეტი უბრალოდ კომუფლირებული.





მთავარი ცვლილება მოხდა იგივე მარადიორის პისტალეტში, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის სახალისო კალიბრში 0.177-ში, ახალ მოდელს დაერქვა ახალი სახელიც.

1720T Target PCP Pistol

რაღაც საინტერესო და ამასობაში გაუგებარი ნაზავია, მისი დიდი ძმა 0.22-იანისგან განსხვავებით პრეტენზია ნადირობაზე კი არა მიზანში სროლაზე აქვს, ამიტომაც არის 1 ტყვიანი (კლიპი მისთვის არ არსებობს) და აქვს LW-ს ლულა.



სავარაუდოდ ამ მოდელის გამოშვების მერე კომპანია კიდევ ერთ მარკეტინგულ სხვლას გააკეთებს, და გამოუშვებს იგივე კალიბრში ახალ თოფს, ოღონს კლიპით, გაყიდის, ცალკე კოლოფსაც კლიპით (სავარაუდოდ) ფული ხომ უნდა ამოქაჩონ smile.gif

ნუ დალშე მე თუ რამეს მოვიძიებ დავყრი თუ არა და თქვენც ნუ დაიზარებთ.
ja_ja
პირველ პოსტშI ასევე მქონდა კიდევ ერთი ევანიქსის სიახლე ჩასმული, მაგრამ რატომღაც წაისალა


მოკლედ არის კიდევ ერთი სიახლე ისევ EVANIX-ისგან, ამჯერად Conquest , თუუმცა საწყს სამუშაო მოდელს ერქვა EVANIX GIANT (შემდეგ შეკვეცეს რეზერვუარების მოცულობა და მიიღეს Conquest-ი smile.gif )


ეს არის EVANIX GIANT-ი




თუ გაინტერესებთ სიზუსტე რაფერ აქვს გიგანტს.... თუ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოს დავუჯერებთ FX-ის ახალ თოფებს პიტავს და ნაქებ Smoot Twist ლულასაც ბუხლებზე იმტვრევს.





ესეიგი EVANIX GIANT-ს აქვს 2 ცალი 480 კუბიკიანი რეზერვუარი, თითოეული იტენება 250 ბარზე.... დანარჩენი ახლა რამდენი უსასრულო გასროლა იქნება თქვენთვის მომინდვია smile.gif







ნუ Conquest-ი მოკრძალებული წლევანდელი მოდელია, აუცილებელი გახდა ამ მოდელის გამოშვება რამდენიმე მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ წინა EVANIX GIANT-ი, ოპტიკის და სხვა პრიბამბასების გარეშე, მხოლოდ თოფი დატენილი ჰაერით იწონიდა 4.450 კილოგრამს, როგორც ხვდებით კოშმარული წონაა smile.gif, ხელიდან სროლა წარმოუდგენელია, ამიტომაც ევანიქსი იძულებული გახდა შემოკლებული შედარებით ნატიფი ვერსია გამოეშვა Conquest-ის სახით.




ნუ რა თქმა უნდა ეს ორივე მოდელი EVANIX Speed-ისავით ელექტრო მექანიზმებით მუშაობს და ყველა ამ ელექტრო თოფის ლულას ჩოკი არ აქვს!



P.S. სხვათაშორის EVANIX Speed-ის ბულპაპი გამოჩნდა პირამიდის საიტზე ახალი სახელითEvanix MAX Bullpup და საოცარი ფასით 1,769.95$





ამერიკულ საიტებზე მიმოხილვებიც კი იჩითება, აგერ ერთერთი ცნობილი ადამიანის შეფასება და მიმოხილვა პრაქტიკული გადასახედიდან


nihontoman
ვააა, ეგ ბულპაპი მეძახის და მიხმობს... მარა ეეეჰ...
gigi30
ეს ნახეთ? http://www.hatsan.com.tr/new_pcp_at-p1.asp მართალია ჩვენს ბაზარზე შემოსული არაა ჯერ(საერთოდ თუ ვეღირსეთ "საზღვრის გახსნას" პნევმატიკისთვის), მაგრამ საინტერესო ჩანს.

foxi
აბა ესეც გადაიღეთ სანამ ცხელია:
http://www.hatsan.com.tr/new_pcp_bt65_sb_elite.asp
2 აბოიმით მაგარი პრიკოლია. smile.gif

ja_ja
gigi30
foxi
ოხ მოკელდ გახდნენ რა ამერიკელები, მარტო ტექსტის დაგდება რა პონტია? სურათის ჩასმა გრეხია? smile.gif, ვერ ვიტან ამერიკულ ფორუმებს არანაირი ვიზუალური დატვირთვა არა აქვს, მხოლოდ მშრალი ტექსტი, და ლინკები. ჩამოაგდეთ ინტრიგა, გაახალისეთ საკუთარი დაწერილი.... უუუხ! ზარმაცენ, შვახენ კუხენ!!!! smile.gif

geojorjika
ძალიან საინტერესო შტუკებია
EnDeL
ციტატა(kakha @ 20th March 2012 - 06:03 PM) *
აბა ესეც გადაიღეთ სანამ ცხელია:
http://www.hatsan.com.tr/new_pcp_bt65_sb_elite.asp
2 აბოიმით მაგარი პრიკოლია.



კაი როჟაა მაგრამ პლასტმასის კონდახით 4.23 კილო ? o_O crazy.gif მაგას რომ ხის კონდახი ჰქონდეს აღარ მინდა ვიფიქრო რამდენზე ავიდოდა წონა biggrin.gif
gela
ციტატა(EnDeL @ Mar 21 2012, 03:48 AM) *
კაი როჟაა მაგრამ პლასტმასის კონდახით 4.23 კილო ? o_O crazy.gif მაგას რომ ხის კონდახი ჰქონდეს აღარ მინდა ვიფიქრო რამდენზე ავიდოდა წონა biggrin.gif

პლიუს კიდევ ოპტიკა და მართლა უაზრო წონამდე ავა : ) ჩემთვის უაზრო წონამდე, თორე, სხვისთვის შეიძლება პრობლემა არც იყოს
ja_ja
EnDeL
ციტატა(endel @ 21st March 2012 - 03:48 AM) *
კაი როჟაა მაგრამ პლასტმასის კონდახით 4.23 კილო ?

ოპტიკის გარეშე! smile.gif გააჩნაი რა ოპტიკას დააყენებ 0.500-დან 1.100 კილომდე კიდევ იქნება დასამატებელი smile.gif
ilariona
ja_ja
gela
EnDeL

ოპტიკა საშუალოდ 800 გრამი, სოშკებიც 400 გრამი და კი გამოვა 5.5 კგ biggrin.gif

არ გინდა მაგით იარო და ინადირო biggrin.gif მოგწყვიტავს წელს
ja_ja
მოკელდ წლევანდელი ელი საკმაოდ საინტერესოა სიახლეებით smile.gif

ერთერთი სიახლე Steyr-მაც გაჩითა, ბევრი უცხოური ფორუმიდან ვიცი რომ შტაირს უტრაკებდნენ იმაზე რომ მისი თოფები კი გამოდის HP მოდიფიკაციაში, მაგრამ რეალურად იგივე სპორტული ვერსიებია და არაფრით განსხვავდება სტანდარტული სპორტული ვერსიისგან, გარდა დიდი კალიბრისა და ენეტგეტიკისა, მცველი რომ მცველი ისიც კი არ ჰქონდა თოფს.

როგორც სჩანს ამოუვიდათ ავსტრიელებს ეს სიტუაცია და გამოუშვეს ახალი მოდელი LG 110 HIGH POWER HUNTING 5



ნუ დასახელებაში ციფრი 5 მიუთითებს რომ 5 ტყვიანი ვერსიაა და ბიატლონული მიწოდების სისტემა. გაიჩითა 3 კალიბრში 4.5 მმ, 5.00 მმ და 5.5 მმ

კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლეა ამ თოფში, ასე მაგალიტად სხვა არცერთ მწარმოებელს არ აქვს, 650 მილიმეტრიანი ლულა!!!! პლიუს გაზრდილი რეზერვუარი.... მოკლედ ბევრი საინტერესოა, მაგრამ 5 ტყვიანი სწორხაზოვანი კლიპი (Ij-61-ის ვარიანტშია რა გაკეთებული) რას იზამს მაღალ ენერგეტიკაზე.... მგონი რომ Evanix-ივით გააპარებს ჰაერს ყველა მხრიდან.




მოკელდ გასართობად, აგერ შტაირის სანადირო მოდელების საიტი, ეს კი კონკრეტულად განხილული თოფის გვერდი
P.S. თქვენი არ ვიცი და რაღაცით კოლოფის მექანიზმი მაგონებს Walther 1250-ის ფორმებს... თუმცა დაშლილი ჯერ ვერსად ვნახე...

ისე ლულაზეც და რეზერვუარზეც კაცი უარს არ იტყოდა... მოკედლ რომ ვთქვათ მინდააააა smile.gif
nihontoman
და რაზე უნდა გააპაროს ჰაერი? არა მგონია რუსებზე ან კორეელებზე მაღალ დონეზე არ იყვნენ...


ისე, არც მე ვიტყოდი უარს, ოღონდ მთლიან თოფზე...
geojorjika
მართალია პცპ არ არის მაგრამ ვალტერმა დაიწყო ზდპ–ების წარმოება smile.gif

რატომ? კაცმა არ იცის



აგერ ბატონო ლინკი

აგერ სარეკლამო როლიკი



ფასი კოშმარული biggrin.gif

Price £359.95

nihontoman
ვა, საინტერესო რამე ჩანს. იმედია ვაირაუხის და ეარარმსის დონეზე ან უფრო მაგლა დგას biggrin.gif Made In Germany-მ გაასწორა...
ja_ja
დღეს შემთხვევით აღმოვაჩIნე ნაწილობრივი სიახლე... კროსმანმა მარადიორის ახალი მოდიფიკაცია გამოუშვა, იდეაში არაფერი ახალი არაა უბრალოდ კონდახია ცოტა გადაკეთებული და თან ხის აღარაა Marauder Rifle Synthetic Stock



რავი მგონი კლასიკური ხის ვერსია ჯობია, აბა შეადარეთ smile.gif

sekurifa
ჰასტანის ფეისბუქის გვერდზე ეს სურათი დაიდო. გერმანიაში გამოფენაზე ქონდათ საქონელი წარმოდგენილი, მაგრამ ის ვერ გავიგე ეგ თოფი რაც სურათზეა ახალი ჰასტანის პცპ -ა?

geojorjika
sekurifa
დიანას გავს

nihontoman
ბატონი ჯაჯას რჩევით აქ დავპოსტავ ახალი შაშხანისა შესახებ ევანიქსისაგან smile.gif

კორეელები, როგორც ჩანს, არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და საკმაოდ საინტერესო დიზაინებს გვთავაზობენ თითქმის ყოველ წელს. დაწყებული AR სერიით, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ბაზარზე არსებული სხვა მწარმოებლებისაგან (დიდი რეზერვუარი, ტყვიის მიწოდების (თუ არ მიწოდების) თვისებური სისტემები და ა.შ. ელექტრო ავტომატური პ.ც.პ. შაშხანებიც კი გააკეთეს! არც ეხლა უღალატიათ ტრადიციისათვის და გამოუშვეს ახალი ბულპაპის სტილის შაშხანა - Evanix Rainstorm 3D Bullpup. თვალსაჩინოებისათვის:



როგორც ხედავთ, ამ პატარას "ფიშკა" მისი გაბარიტები და ერთობ ქარიზმატული დიზაინია. ამ მხრივ, ვიტყოდი, რომ ბარემ ეარფორსის ცნობილ ტალონ/კონდორებს არა თუ არ ჩამოუვარდება, შეიძლება გადაუჯოკროს კიდეც. კორპუსი ალბათ ალუმინის შენადნობია, რადგან მისი მცირე გაბარიტების მიუხედავად, წონა 3.5 კგ-ია, რაც თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბევრი "სრული ზომის" შაშხანის წონაა (ინგლისელები მგონი ამაზე მძიმეები არ უნდა იყვნენ). ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიმძიმის ცენტრი გაცილებით ახლოსაა მსროლელთან რაც აადვილებს "მანევრირებას" და დიდი პრობლემები არ უნდა შეიქმნას. პლიუსი ალუმინის ისაა, რომ შესაძლებლობას გვაძლევს თითქმის მთელ სიგრძეზე პიკატინის ტიპის სამაგრის გაკეთება ყველა შესაძლო აქსესუარისათვის - ოპტიკა, ბიპოდი, ლაზერი, ნაღმტყორცნი biggrin.gif * კორპუსის მასალაზე ინფო არ მაქვს, ეს უბრალოდ ვარაუდია


რა აქვს ამ მოდელს კარგი:
დიზაინი. კორეელებს იმჰო დიდი *ვერები აქვთ ასეთი შაშხანის ბაზარზე გამოშვებისათვის და აპლოდისმენტები ეკუთვნით biggrin.gif
შაშხან საკმაოდ მძლავრი ჩანს (გასროლების რაოდენობა დიდი არაფერი) და კალიბრების დიიიდი არჩევანია, დაწყებული სტანდარტული 4.5მმ-დან, დამთავრებული 9მმ-თი. ჩვენ ეს რამდენად უნდა გვიხაროდეს არ ვიცი, მარა იმედია მალე გავიგებთ biggrin.gif
აქვს მანომეტრი ქვემოდან (ლულაში ყურება არაა მგონი სასიამოვნო) და დამტენი პორტი (დასატუმბად რეზერვუარის ამოხრახვნა არ იქნება აუცილებელი);
არის ბარაბნიანი, 4.5მმ-ში 13 და 5.5მმ-ში 11 ტყვიის მოცულობით;
გაბარიტები სანადიროდ იდეალურია;
აქსესუარების მოყვარულთათვის დიდი ადგილია.

რა აქვს მოდელს ცუდი/ჩემთვის გაუგებარი:
გადასატენი ბერკეტი (ეგრეთ წოდებული Sidelever ტიპის) არის უკანა მხარეს და არამგონია ადვილი იყოს სამიზნისაგან თვალების მოუშორებლად ლულაში შემდეგი ტყვიის მიწოდება. ეს ბერკეტი წინ რომ გაეწიათ, გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა;
გამშვები მექანიზმის ასამოქმედებლად საჭიროა 3 კგ ტოლი ძალდატანება. რატომღაც მგონია, რომ ეს ძალიან ბევრია და იმედია, რეგულირებით შეიძლება მისი შემსუბუქება (ეს ქაღალდზე ზუსტი სროლის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);
როგორც ჩანს, მოდერი იქნება საჭირო, თორემ, სანამ ობიექტამდე ტყვია მიაღწევს, ალბათ ბათქუნის ხმა დააყრუებს...
200 ატმოსფეროდან 45 გასროლა (კაცმა იცის რამხელა მრუდი იქნება) ცოტა არ იყოს და კარგი მაჩვენებელი არ იქნება... შეიძლება ვცდები, მარა მაინც...
900 მკვდარი პრეზიდენტი ცოტა არაა და ბევრი კარგად დაფიქრდება სანამ მათი ამ მიმართულებით გაშვებას გადაწყვეტს.

მოდელი როგორც ჩანს ძალიან ახალია, დიდი ვერაფერი ინფო მის შეახებ ვერ ვნახე, ამიტომ, ამ ეტაპზე არსებულს დასჯერდით. გაგრძელება ან იქნება, ან - არა biggrin.gif

პ.ს. ეს პოსტი სუ მთლა ჩემი აზრია ამ მოდელთან დაკავშირებით და ისე მიიღეთ, როგორც გსურთ.
პ.პ.ს. რამდენი ხანია ამხელა პოსტი აღარ გამიკეთებია აქ biggrin.gif
პ.პ.პ.ს ეს 5.5 ან 6.35 კალიბრში მაგარი დამხატავდა....
sekurifa
ციტატა(giorgi @ 16th April 2013 - 08:43 PM) *
sekurifa  Reduced: 54% of original size [ 1165 x 242 ] - Click to view full imageპირამიდზე გამოჩნდა ჰაცანის ეგ ფიშტოჰაცანის PCP იარაღების სრულიოფიციალური კატალოგიინფო ძალიან ცოტაა ნეტში აგერ რეალური მფლობელის პაწა სურათებიაგერაც ცოტა ჩემთვის გაუგებარ ენაზე

ვა რა საინტერესო აგრეგატია smile.gif ჩემი სიმპატიები დაიმსახურა ნამდვილად. ეგ ალბათ МЦ - სავით იქნება ხელში.
WARNer brother
რამდენად ახალია არ ვიცი მაგრამ ჰაცნმა გამოუშვა საკმაოდ საინტერესო კომპაქტური PCP

გამოდის .177 , .22 და .25 კალიბრებში
კონდახი რეგულირეაბდია. ასევე შეილება მოხსნას, როგორც ჩანს ჰაცანმა გამოუშვა ბიუჯეტური TDR იარაღი...
როგორც მისი კონკურენტები, ის ტყვიას ანიჭებს არა 16 ჯოულ ენერგიას, არამედ 20 ჯოულს (ან 27ს და 30ს სხვა კალიბრებში)
მწარმოებლის განცხადებით აკეთებს 35 გასროლას ერთ დატუმბვაზე, იტენება 200 ბარზე
აქვს 10 ტყვიიანი მჭიდი

ახლავს პლასმასის კეისი გადასატანად


ja_ja
ნუ თვითონ პისტოლი ახალი არაა, მარა აი კონდახი რომ მიაბეს ოოოოო

ისე აშკარად ითხოვდა ეგ აგრეგატი კონდახს, თორემ ადრე მხოლოდ პისტოლი იყიდებოდა და ბოლკა მაგისგან ვერავინ გააკეთა ისეთი კონსტრუქცია აქვს, ცალი ხელიდან ვერავინ ისტოდა იმდენად მოუხერხებელი და მძიმე იყო... მოკლედ ჩემის აზრით კონდახი აშკარად მისცემს საშუალებას დაიმკვიდროს თავისი ადგილი ბაზარზე.
WARNer brother
ფასია საინტერესო ძალიან, თუ იგივე მარადას პისტოლეტზე იაფი იქნება , საკმაოდ პოპულარული გახდება დარწმუნებული ვარ.
მაგრამ ეს კონდახი რამდენად მოსახერხებელია არ ვიცი
ilariona
აბა ბრიტანელების მოტრფიალენო, შეხედეთ რა სილამაზეა smile.gif



feeder
http://www.youtube.com/watch?v=BILboFeIyOI

ეს ნახეთ რა "სიგიჟეა", სუპერ. (თუ იცით გაყიდვაში არის საერთოდ?)
geojorjika
WARNer brother
ეგ საკმაოდ ძველია მოდელია, ნეტში მაინც დასერჩე
ja_ja
EnDeL
WARNer brother
ორივეს პოსტები ამოღებულია ამ თემიდან, შემდეგში სანამ რაიმეს ამ ტემაში დადებთ გუგლში მაინც დასერჩეთ რა...
bazuka
ამ ბოლო 1-2 კვირაში, ამერიკულ მწარმოებლებში სიახლეა

გამოვიდა აირფორსის ახალი თოფები



და მარადიორს შეუცვალეს კონდახი





პლანშეტით ვარ და ვეცდები რამე მარტივი სურათები დავდო
geojorjika
bazuka
გადი ეხლა აქედან და კომპიუტერით შემოდი , ამხელა ადმინისტრატორი რეებს ასწავლი აქანა ბაღნებს ჰა? biggrin.gif
bazuka
geojorjika
ბიჯოუ, შენ თუ ტელეფონი გაგიტყდა, მე ვიდეოკარტა მიმიბუგეს ლეპტოპზე ბოვშებმა
და რაც დარჩა მუშა მდგომარეობაში, იმაზე ცოცხალი რიგია და რა ვქნა ჰაა?
geojorjika
bazuka
ნდააა, დაღცი მაშIნ შენც დაზარალებული ყოფილხარ biggrin.gif

ესეც თემა რომ არ გავაოფო, რას გავს ეს ჩემისა AT44-ის ტაქტიკური ვარიანტი

ja_ja
ეს თურქები ხომ საერთოდ რა.... ერთი და იგივე რკინის ნაჩინკაა და ყველას შეგვიღუტუნეს უკვე კონდახების სუპერ მოღუნული იდეებით, ან ვინ ყავთ ასეთი მოღუნულ ტვინიანი დიზაინერი რომ ვერც დაიოკა სურვილები ვერც მიაღწია თავის სუპერ მოღუნულ პიკს....

bazuka
ნუ ახალ მარადიორში არის რანცხა გაუმჯობესებიბი, მაგალითად ნებისმიერ მხარეს უმტკივნეულოდ გადასაგდები ბოლტი. იდეა აიღეს Marauder Pistol-ისგან, დეპინგერი ჩააყოლეს რომლითაც მთელი ინტერნეტი არის, გავსებული და ყველა ყიდიდა 60-დან 100$-მდე, მოკლედ ეგ ბაზარი მოსპეს smile.gif, კონდახის რეგულირებადი ლოყის ჩანართიც ცუდი იდეა არაა. აი კონდახის საერთო ფორმა რავი არის რა, მარა აი ფერი თუ ეგეთი გახადეს, აშკარად ჯობია იმ ბოლო ვერსიების სტრაშნი ტრაწიან ფერს რაც გამოდიოდა...

ნუ ასევე წერდნენ თავიანთ ბლოგზე რომ გასროლების რაოდენობა დაარეგულირეს ქარხნულად და რაცხა კლაპან დამრტყმელის სისტემაა შეცვლილი.... ბოლტის ფორმაა კიდო შეცვლილი, ადრე თუ შარიკი ჰქონდა ახლა რაცხა Rem 700-ის პაროდიის პონტშია გაკეთებული

გადასარევი იქნებოდა რედუქტორი ჩაეყოლებინათ და ელექტროობაც ჩაემატებინათ, მარა მაგი ჯერ სხვებმა აკეთონო smile.gif ასე ვთქვათ რედუქტორების სამუშაო დამიტყოვეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif... ისე კი საერთო ჯამში დიდი პლიუსი კროსმანს, აშკარად უყურებს ბაზარს და რასაც სასტავი ჩალიჩობს, ცდილობს გააუმჯობესოს თოფში... იმ ტექნოლოგიეს ამატებს თვითონ ქარხნულ ვერსიაში, კაირგი პონტია, ანუ უყურებს თავის მომხმარებლებს და ითვალისწინებს მათ აზრს smile.gif



აი რაც შეეხება AIRFORCE-ს მანდ მგონი რეგრესთან გვაქვს საქმე და არა პროგრესთან smile.gif ამ ჩემისებმა ერთადერთი რაც დაამატეს თოფს ეგ არის პატარა მოცულობის ბალონი დიდის მაგივრად და დამტენი პორტი პლიუს მანომეტრი smile.gif ანუ მოცულობა იმის მაგივრად გაეზარდათ შეამცირეს და ახლა მომხარებელი იძულებულია მაგ ეგზემპლარების ყიდვის მერე კიდევ 200$ გადაიხადოს ნორმალური ბალონის დასათრევად smile.gif

მაგ სამ ახალ თოფში AirForce Escape, AirForce EscapeUL და AirForce EscapeSS-ში ყველაზე რეალური წინწასული რაცხა ცვლილება აქვს AirForce EscapeSS. ანუ სამივე ახალი მოდელი დამზადებულია AirForce Talon-P-ს ბაზაზე, შესაბამისი ბალონებით, პროსტა ერთს მიუყენეს 24 დუიმიანი გრძელი ლულა, მეორეს 18 :-იანი და მესამეს AirForce EscapeSS დაუტოვეს სტანდარტული 12"-იანი ლულა პროსტა მოდერი გაუზარდეს და ბალონზე ბეჭზე მისადები დაუმატეს smile.gif ანუ მხოლოდ 2 შტუუკა დაამატეს მოდერის სიგრძე და ბეჭის მისადები და ამაში მოითხოვეს 185$-ით მეტი smile.gif და კიდევ მოუწევს კაცს 200$-ის დახარჯვა 0.5 ლიტრიანი ბალონის შესაძებად, შედეგად ბეჭზე მისადები პლასტიკატის დევაისი იქნება გადასაგდები, და თოფში დარჩება ერთადერთი სიახლე, ცოტა დაგრძელებული მოდერატორი smile.gif, ჩვენი გამოცდილებით კი მაგი მგონი საკმარისი არ იქნება smile.gif ასე რომ ჩემის მოკრზალებული აზრით ისევ ჯობია Talon P-ს შეძენა, მერე დიდი ბალონის დათრება და დიდი მოდერის ცალკე ჩამოცმა, აი მერე ისევ კლასიკურად იქნება მაგარი პიპია smile.gif

აგერ ორიგინალი AirForce TalonP და აგერ ახლად გამომცხვარი AirForce EscapeSS იპოვეთ 10 განსხვავება
geojorjika
ეს ახალი მარადიორი რაცხა ნამეტანი მესიმპატიურა smile.gif
TORA
ja_ja
და ჯაჯა სიზუსტეში, ან სიძლიერეში, არის რაიმე გაუმჯობესება ძველ მარადას და ახალ მარადას შორის ?
ja_ja
DaV1nCh
ციტატა(DaV1nCh @ 9th February 2014 - 11:57 AM) *
და ჯაჯა სიზუსტეში, ან სიძლიერეში, არის რაიმე გაუმჯობესება ძველ მარადას და ახალ მარადას შორის ?

არამგონია მანდ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება იყოს, ძIრითადი კონსტრუქცია და ლულა იგივე დარჩა ასე რომ სავარაუდოდ იგივე შედეგებთან გვექნება საქმე, მარა ჯერ რეალური შედეგები არ გვაქვს უბრალო მიზეზის გამო... არ არსებობს ბაზარზე გასაყიდი ახალი ვერსია smile.gif
TORA
რაღაც გული დამწყდა, 1 კვირის წინ რო გამოვიწერე ძველი მოდელი და მაგიტო ვიკითხე sad.gif(
gregory
ციტატა(ja_ja @ 9th February 2014 - 11:59 AM) *
რეალური შედეგები არ გვაქვს უბრალო მიზეზის გამო... არ არსებობს ბაზარზე გასაყიდი ახალი ვერსია

ეგრეა ნამდვილად

ციტატა(DaV1nCh @ 9th February 2014 - 12:01 PM) *
რაღაც გული დამწყდა, 1 კვირის წინ რო გამოვიწერე ძველი მოდელი და მაგიტო ვიკითხე (

ეგ ვერსია მხოლოდ მაისში გამოჩნდება გაყიდვაში. აი რაც შეეხება ეგეთივეს, ოღონდ პლასტიკის კონდახით უფრო ადრე იქნება

TORA
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Mar..._Air_Rifle/1774 უკვე დადებულა გასაყიდად
Multi-Tool
geojorjika
თურქები არიენ, მგონი.
Multi-Tool
BM500 და BM500 LW - თურქულებია
HM1000, HM1000x, TM1000 Thumbhole, TM1000 Vertical Target-ამერიკულებია.
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 9th February 2014 - 11:10 PM) *
აგნები ვინ არიან იცით ვინმემ?

ნუ კი დაწერა ხალხმა თურქულები არიანო, მარა აი საიდან ეგეთი დასკვნა აზრზე არ ვარ, ან შენ რა დეგემართა smile.gif დიზაინს მანც შეხედე, სუფთაწყლის AA EV2-ის მიმწოდებელი და კოლოფი აქვს, ეგეთ რაცხაებს მხოლოდ ინგლისელები აკეთებენ smile.gif

თუ კონტაქტში გადახვალ ნახავ რომ ტენესის შტატი წერია კონტაქტებში (შტატი სადაც ყველა ყველაფრიდან ისვრის smile.gif ) smile.gif ხოლო რაც შეეხება თვითონ RAW ფირმას, ეგენი კაიხანია არსებობენ ბაზარზე, ფესვები საიდანაა თავს ვერ დავდებ, მარა უფრო გავს თეობენის ამერიკულ ფილიალს. თეობენი კი სუფთაწყლის ბრიტანელია.

P.S. კსტატე თურქებს გავს თურქებსო smile.gif ის ტილიანი თურქული AT44-იც კი თურქული არაა, ეგეც ბრიტანულია (მგონი Webley Rider 10-იყო მოდელი) და თურქებს აქვთ შესყიდული ლიცენზია წარმოებაზე. იგივე Webley-საა ჰაჩიკას ნასოსიც smile.gif
geojorjika
არ ვიცი აქ დავწერე თუ არა

მოკლედ ჩინელებმა ხომ ყველაფერი უნდა გადააკოპირონ, ჰოდა ედგანის ჯერიც მოვიდა.



მწარმოებლის საიტი (მივწერე, მაგრამ უცხოპლანეტელებივით ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა)


აქ არის სრული განხილვა

გამოდის კალიბრში 4,5 და 5,5 , როგორ ამბობებ ედგანზე იაფი ეღირება, ბევრად იაფიო
cz80
იაფი იქნება , აბა ვის რა ჯანდაბად უნდა ჩაინა კოპიო
ja_ja
საინტერესოა ედგანის რეაქცია ამ შტუკაზე smile.gif
foxi
უკვე დავინტერესდი მაგ თოფით. გორგიკ თუ რამეს მოგწერენ გვაცნობე.
gela
geojorjika
ციტატა(giorgi @ 15th February 2014 - 04:50 PM) *
როგორც ამბობებ ედგანზე იაფი ეღირება, ბევრად იაფიო



ისე მართლა მაინტერესებს რა ეღირება და თუ მოგწერენ არ დაიზარო და დააგდე ინფო friends.gif

თან ქვემოთ ჩამოვუყევი და რა კარქი ფოტოები დევს, ნერწყვი მომადგა : )))

პ.ს ისე კაი იქნებოდა კლიპიანი ვერსიაც რომ გამოეშვათ : )
ikaaa
მეც მომწონს რატომღაც smile.gif
ციტატა(gela @ 15th February 2014 - 11:01 PM) *
პ.ს ისე კაი იქნებოდა კლიპიანი ვერსიაც რომ გამოეშვათ : )

ისე კლიპი რო ქონდეს, მსროლელს არ შეუშლიდა?

მემგონი ლოყაზე მოედებოდა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.