დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: PCP სიახლეები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14
giga2010
სალამი მეგობრებო, ერთ ახალ ვიდეოს გავაზიარებ. გამაკვირვა მისმა სიზუსტემ, FX-ზეა ვიდეო და თუ მარტო სიზუტე დაგაინტერესებთ 9:30 წუთიდან ნახეთ

okela84
რა მანძილია გიგა ?
giga2010
ციტატა(aleqsandre @ 1st June 2019 - 12:33 PM) *
რა მანძილია გიგა ?

9;30 წუთიდან, პირველად ისვრის 50იარდზე, მერე 75 და ბოლოს 100
nihontoman
giga2010
ეს მეც ძალიან მხიბლავს მასეთ მანძილზე მასეთი სიზუსტე მართლა აღსანიშნავია. ალბათ კალიბრის დამსახურებაცაა, ოღონდ მე მაინც ვიქონიებდი 4.5მმ-ში და ვისროდი ალბათ სლაგებს smile.gif
geojorjika
კონდახის გამო ვიყიდდი მაგ ფიშტოს
okela84
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 1st June 2019 - 08:03 PM) *
ალბათ კალიბრის დამსახურებაცაა, ოღონდ მე მაინც ვიქონიებდი 4.5მმ-ში და ვისროდი ალბათ სლაგებს

მაგხელა კალიბრით და მაგსიგრძე დაკიდებული ლულით მასეთი სიზუსტის მიღწევა ურთულესი საქმეა.
nihontoman
okela84
მასეთი სიზუსტე არა, მაგრამ ძალიან გამაკვირვა Artemis CP2-მა გუშინ. სიმძლავრე ექნება ალბათ 10-11 ჯოული, მაგრამ ძააააალიან დიდ დისტანციაზე (მინიმუმ 60 მეტრი, ძააალიან გაბოტებული ნაბიჯებით 78-9 ნაბიჯი იყო) ჯსბ ტყვიებით ისე კარგად ისროდა, რომ რავი. ჯგუფები მაგ მანძილზე არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვისროლეთ რედბულის ქილაზე და საყრდენიდან როლისას ტყვიები დაალოებით 2-3სმ ჯგუფში ჩაჯდა, რაც 12 ჯერადიანი ოპტიკით დაბალსიმძლავრიანი CO2 ფიშტოთი ძალიან შთამბეჭდავად მეჩვენა. განსაკუთრებით გაასწორა ტყვიები რომ იდეალურად ერთნაირი ტრაექტორიით მიფრინავდა და ეს ყველაფერი ოპტიკაში ჩანდა გარკვეულად smile.gif
vexam
ციტატა(nihontoman @ Jun 2 2019, 02:25 PM) *
okela84
მასეთი სიზუსტე არა, მაგრამ ძალიან გამაკვირვა Artemis CP2-მა გუშინ. სიმძლავრე ექნება ალბათ 10-11 ჯოული, მაგრამ ძააააალიან დიდ დისტანციაზე (მინიმუმ 60 მეტრი, ძააალიან გაბოტებული ნაბიჯებით 78-9 ნაბიჯი იყო) ჯსბ ტყვიებით ისე კარგად ისროდა, რომ რავი. ჯგუფები მაგ მანძილზე არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვისროლეთ რედბულის ქილაზე და საყრდენიდან როლისას ტყვიები დაალოებით 2-3სმ ჯგუფში ჩაჯდა, რაც 12 ჯერადიანი ოპტიკით დაბალსიმძლავრიანი CO2 ფიშტოთი ძალიან შთამბეჭდავად მეჩვენა. განსაკუთრებით გაასწორა ტყვიები რომ იდეალურად ერთნაირი ტრაექტორიით მიფრინავდა და ეს ყველაფერი ოპტიკაში ჩანდა გარკვეულად smile.gif

გამარჯობა. 2 შეკითხვა მავს ცპ2-თან დაკავშირებით:
1. ჯსბ რომელი შეურჩიეთ;
2. ლულაში ტყვიის მიწოდების ხარვეზი როგორ გაასწორეთ?
მადლობა წინასწარ.
nihontoman
vexam


1) ჯსბ შუათანა შევურჩიეთ, 0.547 გრამიანი ეკზაკტები. მძიმეებიც მაინტერესებდა რას იზავდა, მაგრამ ვერსად ვიშოვე სამწუხაროდ :/
2) ლულაში ტყვიის მიწოდები ხარვეზი საკმაოდ მარტივად გასწორდა - ავიღე ლულა, ავიღე დრემელი და კონუსიანი თავი და საწყისი 6-7მმ ძალიან პატარა კუთხიანი კონუსით გავაფართოვე. ანუ საოლოო ჯამში ალბათ სულ თავში ნახევარი მილიმეტრით გაფართოვდა და 6-7მმ სიღრმეზე გადაიზარდა საწყის დიამეტრში. ამის მერე ავიღე 2000-იანი შკურკა და ბამბიას ჩხირი და ეს ახლად დამუშავებული ადგილი ცოტა გავაპრიალე რომ ნაწიბურები მომეშორებინა. ასევე 2000-იანი შკურკით გავაპრიალე ლულის ფასკაც - ალაგ ალაგა მიკრო ნაწიბურები ქონდა და მოვაშორე (შკურკის საყრდენად ავიღე მომრგვალებულ თავიანი შურუპის თავი და ნელ-ნელა მივაპრიალე.

ამასთან ავიღე სპირტში დასველებული რამდენიმე ბამბის ჩხირი და გავატარე. როცა სუფთები გამოვიდა, ავდექი და მწვანე პოლირების პასტა რომაა, იმაში კარგად ამოსვრილი ყურის ჩხირები გავატარე ლულაში (ზოგი ისე და ზოგის ვისროლე. ვიცი რომ არაა თლა იდეალური მეთოდი, მაგრამ მგონი თუ არაფერი ავაკეთე, არც გამიფუჭებია biggrin.gif


ja_ja
ეს ჩინელები სულ გაგიჟდნენ



geojorjika
ეს რა უბედურებაა?

კოვბოის სტილში უნდა ისროლო?
ja_ja
უფრო შვარცის რეჟიმში უნდა გადაერთო smile.gif

ისე გილზა 17 CC რავარია?
nihontoman
ეს გილზები სუფთა კანონის loophole-ის გამოყენების საშუალება მგონია და მეტი არაფერი :/ უბრალოდ "ცეცხლსასროლი" არაა და "ჰაერსასროლია".

ლამაზი კია ის დიდი კარაბინი და რაძი კაიფა იქონიებდა კაცი .72 კალიბრში :დ
feeder
მაგარია ეს ედგანაანთ ბალღი, ფაქტია )) დაიპყრობს ალბათ კიდევ ერთხელ ბაზარს.

ja_ja
კაი რამეა გართობის მხრივ, აი როგორც ტექნოლოგია მომწინს, მაგრამ რამდენად გაამართლებს ეგ ჯერ კიდევ სანახავია. ჯერ ნამეტანი ახალი ხილია, მაგრამ იდეა მომხიბვლელია
ბაიკერი
ja_ja
1 წელია იტესტებაო და ყველანაირად გაამართლაო ედუარდამ.

პირდაპირ ბარაბნიდან სროლა ცოტა მეუცხოვასავით მარა ფაქტია ზუსტია ძალიან.
ja_ja
მოკლედ ეხლა სტოპ, სულ არ მაინტერესებს რას განიხილავთ, ყველას ბანს ჩამოგირიგებთ….

აკი ვთქვი მორჩა რბილი დამოკიდებულკება მეთქი, ბოლო 1 კვირა ვერ შემოვდიოდი სამსახურის გადამკიდე და 4 გვერდი ფლუდი გაგივსიათ, რა უნდა ამ თემაშიში რომელიმე მწარმოებლის ან მოდელის განხილვას და ბატალიებს? აქ მხოლოდ უნდა დაიდოს სიახლე და მორჩა, პირველადი ვაუ კომენტარებიც კი იშლება ხოლმე, მაქსიმუმ ვინც დადებს დადოს სურათი ან ვიდეო და პირველადი მოკლე აღწერა ან ლაითი გაკვრითი 1-2 აბზაციანი განხილვა… რა პოლემიკები მოაწყვეთ?!

მოკლედ ბოლო 4 გვერდი იშლება ყველანაირი განმარტების გარეშე, შემდეგში თუ რომელიმე მოდელის განხილვა იგეგმება ყველანაირად მივესალმები ყველაზე მქუხარე ბატალიებსაც მაგრამ არა ოფტოპიკში და ფლუდში!

ეხლა ჩამოვივლი სხვა თემებსაც და თუ იქაც რამე დამხვდა ხომ ვავა ამრევებს
ja_ja
შედარებით ახალი გამოჩენილი თოფი, სრულად ავტომატური, მართალი გითხრათ მე მის გამოყენების სფეროს ვერ ვხედავ გარდა პლინკისა და სულიერი სიხარულისა, მაგრამ ახალია და შეესაბამება თემას…

მაშ ასე გაიცანით Hatsan Blitz Full Auto PCP Air Rifle

გამოდის 4 კალიბრში, 4.5-დან 7.62-ის ჩათვლით თუმცა 4.5 გაყიდვაში ფიზიკურად ვერ ვნახე…. ავტომატურ რეჟიმში ისვრის 4.5 კალიბრში 140-ს 5.5 კალიბრში 130, 6.35-ში 110 და 7.62-ში 100 გასროლა, ოღონდ სიჩქარეები ვავა თუ 4.5 და 5.5-ში სიჩქარე 320 მეტრ წამს აღწევს (უკვე სიზუსტე სიჩქარის გამო დიდ დისტანციაზე ვავა, ავტომატიკაზე აღარაფერს ვამბობ), 6.35-ში უკვე 295 მეტრ წამი და აი 7.62-ს რა აზრი აქვს არ ვიცი 221 მეტრ წამი… მგონი ჯობდა ნაკლები გასროლა და მეტი სიჩქარე გაეკეთებინათ მაგრამ ავტომატურ რეჟიმში ისე უცებ იქნებოდა დასატენი რომ….



კლიპები დიდია, სხვა რა გზა ჰქონდათ ავტომატურ რეჟიმში ტყვიები მომენტალურად იცლება, სამწუხაროდ 4.5-ში ვერ ვნახე ოფიციალურ საიტზეც ინფორმაცია, ხოლო 5.5-ში არის 21 ტყვია კლიპში, 6.35-ში 19 და 7.62-ში მხოლოდ 16... ისე ბარემ FX IMPACT-ისგან გადმოეკოპირებინათ, ზომა ფორმა, და უფრო მეტ მოცულობას მიირებდნენ მაგრამ...



ბალონი უკვე 580 კუბიანი და 250 ატმოსფეროზე იტენება, მოკელდ ტექნიკურ მონაცემებს ნახავთ ოფიციალურ საიტზე, ფასებს მაღაზიებში, მაგალითად pyramydair-ზე, ძვირი ამერიკის ბაზრისთვისაც კი არაა და ჩვენთან წესით უფრო იაფად შეიძLება გაჩნდეს თუ ვინმე შემოიტანს


ემოციები და ვაუ ეფექტები შეგიძლაით აქ ნახოთ



ჩემის აზრით აქვს რაღაც ვაუ ეფექტი, მაგრამ აი წონა ოპტიკის გარეშე 4 კილო, პლიუს გაბარიტები და HATSAN-ისებული რათაც ტლანქი გაუგებარი ფორმა….. რავიცი რავიცი… თუმცა კაია რომ სუფთა მექანიკაა და ევანიქსივით რაღაც ელემენტები და ჭიახრახნები არ გამოიყენება
userman
4 კილო მაგხელა თოფისთვის ბევრი არაა . როგორც ჩანს კარბონის ბალონი აყენია ,

მარა ეს ოპტიკის სამაგრის ასეთი კონსტრუქცია არ მომწონს სურათში რომაა ,
ანუ ლულაზე და მითუმეტეს რეზიკზე რომაა დაკავშირებული , სულ ოპტიკის სწორებაში უნდა იყოს კაცი ,,,

ესეც კაი რამე ჩანს , ელექტრო ავტომატი , სიზუსტეც მაგარი აქვს

https://www.youtube.com/watch?v=5J6Rx_WtR9w&t=1s
vatato


ბენჯამინმა სამი ახალი მოდელი გამოუშვა (პცპ)
Cayden
Akela
Kratos
MonSoon
აი akela ანუ ბულპაპი უნამოსადაა დაკოპირებული ეფიქსიდან.
aleqsa
ციტატა(bedo @ 15th April 2020 - 09:19 PM) *
აი akela ანუ ბულპაპი უნამოსადაა დაკოპირებული ეფიქსიდან.



MonSoon

ნუ ეგ ზოგადად ყველა დაბალი ან საშუალო კლასის კომპანიის დამახასიათებელი თვისება იყო და ეხლაც არის როგორც ვატყობ, მარა უნდა იყოს ეს მასე თუარა მაგას არ ვკამათობ!!!
giga2010
მგონი წააგავს, იგივე მოდელია კოლბის გარეშეც
geojorjika
ja_ja
პლინკის რა გითხრა მაგრამ სანადიროდ არ უნდა იყოს ცუდი. 2 კილოთI ნაკლები და ნაცევარი მეტრით მოკლე რომ გახდება მერე smile.gif
okela84
აკელაზე ვივერი რამხელაზეა გადმოკიდებული, მაგას ძაან ფაქიზად თუ არ მოეპყარი ასიანი მიიღუნება თუ რამე მეზობლი გალაქტიკიდან წამოღებული მეტალი არაა.

ეფიქსაც მასე აქვს რომელსაც ამსგავსებთ ?

ისე კი მოვინახულებ გრიგოლმა თუ ჩამოზიდა და მითუმეტეს 25 გრეინების 280 ით გაქნევის პოტენციალი თუ აღმოაჩნდა რომელიმეს.

პ.ს
რა იყო ბარემ ოკელა დაერქმიათ მაგ ჩემანალებს )))))
ბაიკერი
აუ 16 ჯოული როგორ Მიყვარს ყველაზე მაგარი ენერგიაა ყვავამდე რა smile.gif) ჰაერი ვაფᲨე არ იხარჯება Თან
MonSoon
okela84
ციტატა(aleqsandre @ 17th April 2020 - 08:03 PM) *
პ.ს
რა იყო ბარემ ოკელა დაერქმიათ მაგ ჩემანალებს )))))

ექსკლუზივი უნდოდა შენგან და ...... biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ფრთხილად ყველას ისეც ფლუდის ზონას ვხედავ...
vatato
ყველასათვის ცნობილი PYRAMIDAIR.COM-გან მიღებული ინფორმაციით მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის გაყიდვაში იქნება AIR VENTURI AVENGER PCP თოფი. AVENGER-ის ეს მოდელი გათვლილი არის ბიუჯეტური თოფების მარკეტისთვის და მისი ფასი იქნება დაახლოებით 300 აშშ დოლარი. აღნიშნული თოფი არის პირველი მოდელი ბიუჯეტურ თოფებში, რომელშიც წნევის რეგულატორის რეგულირება ხდება გარედან, სასხლეტის წინ მოთავსებული ხრახნის საშუალებით. აღნიშნული რეგულირება, დამრტყმელი ზამბარის გარედან რეგულირებასთან ერთად თოფს აქცევს ტიუნინგის მოყვარულთათვის დაუშრეტელ წყაროდ. ასეთი იარაღი ადრე 300 დოლარიან თოფებში არ არსებობდა. თოფს აქვს გვერდიდან დატენვა, (როგორც M16-ს), მოყვება მჭიდი (მრგვალი) რომლის ტევადობაც არის 8 ტყვია 0.25 კალიბრისთვის; 10 ტყვია 0.177 და 0.22 კალიბრებისთვის. მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იარაღს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
კალიბრი ტყვიის სისწრაფე ენერგია გასროლების რაოდენობა ბალონის ერთი დატენვით
.177 1,000 FPS 22 Ft/Lbs 70 shots max.
.22 930 FPS 34 Ft/Lbs 60 shots max.
.25 900 FPS 45 Ft/Lbs 24 shots max.
ბალონი გათვლილია მაქსიმალურ 4,350 PSI-ზე .რეგულატორის ყველაზე მაღალი წნევა არის 3,000 PSI (მაქსიმალური სიძლიერისთვის).
აღნიშნული თოფის კიდევ ერთი უნიკალურობა 300 დოლარიანი თოფისთვის არის წნევის ორი მაჩვენებელი. ერთი ბალონისთვის, მეორე კი რეგულატორისთვის.
გარდა ამისა თოფი აღჭურვილია ორ საფეხურიანი რეგულირებადი სასხლეტით, აგრეთვე კომბნირებული picatinny/deovetail სამაგრით ოპტიკური სამიზნისთვის, და პიკატინით ბიპოდის დასამაგრებლად






იარაღზე წინასსწარი შეკვეთის მიემა შეიძლება პირამიდაზე და აირგუნდეპოზე

ინფორმაცია აღებულია https://hardairmagazine.com/-საიტიდან
giga2010
ნამდვილად კარგი ინფოა. მეც ველოდებოდი მის გამოსვლას. საინტერესო იქნება რეალში რას იზავს. მახასიათებლები კი ძალზედ ფართო აქვს, განსაკუთრებით რედუქტორის რეგულირება.
მადლობა ინფოსთვის i-m_so_happy.gif
vatato
ერთი რაც არის სტოკი მაეჭვებს, პლასტმასი არა მგონია ხარისხიანი იყოს
ბაიკერი
იქნება ჩვეულებრივი ანგავი. როგორც გაუნტლეტი იყო. სასხლეტიც ნაგავი ექნება. 300 დოალრში მაგდენ რამეს ფიზიკურად კარგს ვერ ჩადებს ვერავინ
vatato
ნუ, მანდ თაიდანავე უწერიათ, რომ ეს არის ბიუჯეტური და შესაბამისი ხარისხიც იქნება. უბრალოდ კარგია, რომ ასეთ ბიუჯეტურში ამდენი რამე ჩადეს. თუ როგორ გაამართლებს, ამას ვნახავთ ცოტა ხანში
vatato
PCP მწარმოებლებს კიდევ ერთი შეემატა. თურქული კომპანია "ასელკონი"
უშვებენ როგორ ბულპაპებს, ასევე კლასიკურსაც. იარაღს აღწერაში არ ფიგურირევს რედუქტორი, თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა კრიტიკული ნაწილი, ლულა და რეგულატორიც მზადდება მათ კუთვნილ ქარხანაში, სადაც ხდება ცეცხლასროლი იარაღის წარმოება

თოფების მოკლე აღწერას შეიძ₾ება გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

https://interaselkon.com/air-rifles
ja_ja
რაცხა დიდი ვერაფერია

ერთი დაიგივე თოფია და ყველა MX სახელითაა, პირველი ჩვეულებრივი და მე-5 სერიადაა გასაღებული პროსტა არის მატოვი და ბრჭყვიალა, მერე იგივეები კოლბებით, მერე იგივეები ოღონდ პულპაპად, მერე ბულპაპები კოლბებით, მერე დაგრძელებული ლულით და უიაზროდ გრძელი კონდახით... კაროჩე რა 1 მოდელია და კონდახების, ფერების, ლულისა თუ ბულპაპის გამოა გამრავლებული... სირცხვილია smile.gif

იასნია თურქების სირცხვილია smile.gif
vatato
ციტატა(ja_ja @ Jul 18 2020, 05:49 PM) *
რაცხა დიდი ვერაფერია

იასნია თურქების სირცხვილია smile.gif

მართალია, დიდი ვერაფერი ვერ არის, უბრალოდ "კუმ ფეხი გამოყო"-ს ვარიანტია
vatato
არტემისი ყველასთვის ცნობილი პ15-ს ახალ ვარიანტს უშვებს პ35-ის სახელით. ძირითადი სხვაობა როგორც შევატყვე არის დასატენი მექანიზმი, რომელიც არის წინ გადმოტანილი ჩAხმახის თავზე
https://www.youtube.com/watch?v=502twMOnTAA

სამწუხაროდ ვიდეო ესპანურ ენაზეა smile.gif

NRG
ტიპიური თურქული სტილია მძიმეები და ჯანიანები ცოტა უკეთესი ვიზუალებით, კაია სიახლეები რაც მეტი ბრენდი იქნება ჩვენთვის უკეთესი
NRG
ციტატა(vatato @ 26th September 2020 - 10:24 PM) *
პ35-


მომწონს ეს მოდელი წინ გადატანილი გადასატენი კომფორტულია ყველა ვარიანტში
vatato
კიდევ ერთი თურქული კომპანია გამოდის ბაზარზე, pishtovarms.com საიტი 10 დღეში იქნება ონლაინში. გამოუშვებენ როგორც რეულირებულ, ისე ჩვეულებრივ იარაღებს.
https://www.pishtov.us/res/pdf/PishtovPCPAirCatalog.pdf
aleqsa
ციტატა(vatato @ 2nd October 2020 - 10:38 PM) *



საინტერესოა
ja_ja
vatato
ციტატა(vatato @ 2nd October 2020 - 10:38 PM) *
კიდევ ერთი თურქული კომპანია გამოდის ბაზარზე, pishtovarms.com საიტი 10 დღეში იქნება ონლაინში. გამოუშვებენ როგორც რეულირებულ, ისე ჩვეულებრივ იარაღებს.
https://www.pishtov.us/res/pdf/PishtovPCPAirCatalog.pdf

მერამდენე ერთგვარვანი კონსტრუქცია? smile.gif

გიჟები არიან რა ეს თურქები, იყიდიან სტანოკებს, გადმოაკოპირებენ ყველაზე ძველ და მარტივ მექანიზმს, დაარქმევენ ახალ სახელს (ისე სახელმა მაგარი გაასწორა - ფიშტო არმს smile.gif ) და აიდაა ბაზრის დაკავებაზე წავიდა ჩალიჩი smile.gif

რაიმე ახალი მაინც შექმნან, აგერ ედგანიც კი უკვე გაურბის კლასიკურ ფორმებს და ხან რას უშვებს ხან რას, ამერიკა და ევროპა ხომ საერთოდ ლამის კოსმოსურ ტექნოლოგიებს იყენებს უჩვეულო გადატენვებს, უჩვეულო და უფრო დახვეწილ მექანიზმებს....

მალე 2 პნევმო მონადირე შეხვდება ერთმანეთს ერთნაირი ფორმის თოფით და დაუწყებენ ერთმანეთს დაკითხვას
- შენ რომელი ფირმის თოფი ფაქვს,
- მე ფიშტო მაქვს,
- მე კიდო კიშტო,
- აუუ რას ამბობ კიშტო მაგარია
- კი მაგარია მაგრამ აი ფიშტო უფრო მაგარია, იგივე მექანიზმი აქვს მაგრამ M3 ვინტის მაგივრად M4-ს იყენებს და + 30 სიმტკიცეს მატებს smile.gif

ნუ ეს რაღაც ცუდ ხასიათზე გავიღვიძე მემგონი smile.gif.. წესით რაც მეტი მწამროებელი მით უკეთესია, სხვა თუ არაფერი ფასების კონკურენციის მხრივ, მაგრამ რაღაც სიახლეების დანახვა უფრო სასიხარულო იქნებოდა ვიდრე სხვადასხვა სახელის ერთგვაროვანი კონსტრუქციები
ბაიკერი
ციტატა(ja_ja @ Oct 3 2020, 12:18 PM) *
vatato


მალე 2 პნევმო მონადირე შეხვდება ერთმანეთს ერთნაირი ფორმის თოფით და დაუწყებენ ერთმანეთს დაკითხვას
- შენ რომელი ფირმის თოფი ფაქვს,
- მე ფიშტო მაქვს,
- მე კიდო კიშტო,
- აუუ რას ამბობ კიშტო მაგარია
- კი მაგარია მაგრამ აი ფიშტო უფრო მაგარია, იგივე მექანიზმი აქვს მაგრამ M3 ვინტის მაგივრად M4-ს იყენებს და + 30 სიმტკიცეს მატებს smile.gif



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


აუ მაგრად ვიცინე
vatato
ციტატა(ja_ja @ Oct 3 2020, 12:18 PM) *
vatato

მერამდენე ერთგვარვანი კონსტრუქცია? smile.gif

გიჟები არიან რა ეს თურქები, იყიდიან სტანოკებს, გადმოაკოპირებენ ყველაზე ძველ და მარტივ მექანიზმს, დაარქმევენ ახალ სახელს (ისე სახელმა მაგარი გაასწორა - ფიშტო არმს smile.gif ) და აიდაა ბაზრის დაკავებაზე წავიდა ჩალიჩი smile.gif

რაიმე ახალი მაინც შექმნან, აგერ ედგანიც კი უკვე გაურბის კლასიკურ ფორმებს და ხან რას უშვებს ხან რას, ამერიკა და ევროპა ხომ საერთოდ ლამის კოსმოსურ ტექნოლოგიებს იყენებს უჩვეულო გადატენვებს, უჩვეულო და უფრო დახვეწილ მექანიზმებს....

მალე 2 პნევმო მონადირე შეხვდება ერთმანეთს ერთნაირი ფორმის თოფით და დაუწყებენ ერთმანეთს დაკითხვას
- შენ რომელი ფირმის თოფი ფაქვს,
- მე ფიშტო მაქვს,
- მე კიდო კიშტო,
- აუუ რას ამბობ კიშტო მაგარია
- კი მაგარია მაგრამ აი ფიშტო უფრო მაგარია, იგივე მექანიზმი აქვს მაგრამ M3 ვინტის მაგივრად M4-ს იყენებს და + 30 სიმტკიცეს მატებს smile.gif

ნუ ეს რაღაც ცუდ ხასიათზე გავიღვიძე მემგონი smile.gif.. წესით რაც მეტი მწამროებელი მით უკეთესია, სხვა თუ არაფერი ფასების კონკურენციის მხრივ, მაგრამ რაღაც სიახლეების დანახვა უფრო სასიხარულო იქნებოდა ვიდრე სხვადასხვა სახელის ერთგვაროვანი კონსტრუქციები

გემრიელად გამეცინა smile.gif smile.gif
vatato
Umarex-მა დააანანონსა GAUNTLET2 , რომელიც მხოლოდ 0,22 და 0,25 კალიბრში იქნება. პირველ ვერსიასთან შედარებით გაიზარდა ბალონის მოცულობა და მუშა წნევა.
ახალი ბალონი 0,22 კალიბრშ იძ₾ევა 70+ სროლის რაოდენობას, ხოლო 0,25-ში 50+. ტყვიის ენერგია 0,22 კალიბრის შემთხვევაში აღწევს 44 ჯოულს, ხოლო 0,25 კალიბრის შემთხვევაში 69 ჯოულს
გასაყიდი ფასი იქნება 449 ამერიკული დოლარი


https://airgunwire.com/umarex-airguns-annou...-pcp-air-rifle/
ja_ja
კი ეგ კაიხანია დაანონსებულია, უბრალოდ იმდენჯერ აქვთ პირველი ვერსია მოტანილი შესაკეტებლად და იმდენად მოუხერხებელი და კონსტრუქციულად გართულებული კვანძები აქვს რომელიც რეალში ეგრე რთულად გასაკეთებელი არ იყო...

ბაზარზე იმდენი გადასარევი ახალი თოფია გამოსული რომ იმათ ფონზე ძალიან ჩაძირულია ეს მოდელი თუნდაც მე-3 ვერსია გამოვიდეს მომვალ წელს.. რადიკალურად თუ არ შეცვლიან არაფერს აზრი არ ექნება მაგ თოფს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.