da-vinci მდააა

რაცხა ძველი დრო გამახსენდა, აი კომკავშირის წევს რომ რაცხას შეეკითხებოდი და ყველაფერზე რომ გიპასუხებდა იმის გარდა რაც საჭირო იყო

რა დაგიშავეთ

მართლა მაინტერესებს და შეზავებით 1:1-ზე შერევის და ლითონის სტრუშკის გარდა კაკ მინიმუმ საჭიროა კონცენტრაციის ცოდნა, მაგალითად ის მაინც თქვი სად ყიდულობ და რა აწერია ბოთლს დანარჩენს იგივეს გავიმეორებთ შეკაცო.
კონცენტრაცია რა არის თუ გაინტეტრესებს
გადახედე აი ამასგამოდის რომ მარილმჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია არის 38% ამასობაში ვკითხულობთ
ატოტმჟავაზე (სამწუხაროდ ქართული წყარო ვერ ვნახე), გამოდის რომ აზოტმჟავას აქვს მაქსიმუმ 68,4% კონცენტრაცია, ახლა საინტერესოა რომელი კონცენტრაციის (ანუ რამდენ პროცენტიანი წყალნარევი) ერთეულის მჟავები უნდა ავიღო რომ ნახსენები 1:1-ზე შერევა მართებული იყოს> იმიტომ რომ მარტივი მათემატიკით 68%-იანი კაკ მინიმუმ შემცველობით 2-ჯერ აღემატება 38%, ანუ ასეთი სტანდარტული კონცენტრაციების მჟავები რომ ავიღო გამოვა რომ შემცველობით ერთი და იგივე მოცულობაში აზოტმჟავა იქნება 2-ჯერ უფრო მეტი მოლეკულის შემცველი ვიდრე მარილმჟავა.
შეიძლება კაკრაზ ეგრეც არის საჭირო, ანუ წესით 100-100 გრამი ორივე რომ აიღო, სინამდვილეში 100 გრამი აზოტმჟავა შეიცავს 200 გრამი მარილმჟავას ექვივალენტს. შეიძლება ასეც არის საჭირო, რომ ქიმიური რეაქციის დროს, სხვა კრისტალური მესერი შექიმნას, მაგრამ არაა გამორიცხული რომ პირიქით, საჭიროა პირობითად ორივე იყოს 38-38%-იანი რომ მართლა 1:1-ზე შეესაბამებოდეს ერთმანეთს გაანეიტრალონ გამოყოფილი ნივთიერებები და რეაქციაში შევიდნენ რკინასთან...
უფრო სწორედ შეიძლება მარილმჟავა რკინასთან შედის რეაქციაში, გამოიყოფა რაცხა ახალი ნივთიერება, რომელსაც თავის მხრივ გადაამუშავებს აზოტმჟავა, შედეგად თუ 100 გრამი 38%-იანი მარილმჟავა წარმოქმნის იმდენ ნივთიერებას რკინასთან შეხებისას რომ მისი გადამუშავებისთვის საჭიროა 68%-იანი აზოტმჟავა, მაშინ ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ ისე მოხდება რომ:
38%-იანი მარილმჟავა რკინასთან რეაქციისას გამოყოფს ვთქვათ 10 ერთეულ რაღაც ნივთიერებას და მისი გადამუშავებისთვის ასევე საჭიროა 38%-იანი აზოტმჟავა რომელიც ასევე გამოყოფს 10 ერთეულ სხვა ნივთიერებას და ერთმანეთთან შეხებისას რაღაც ახალი მიიღება რომელიც ვარანენიეს აკეთებს... თუ შემთხვევით ჩვენ გამოვიყენებთ 68%-იან აზოტმჟავას, მაშინ გამოვა რომ გამოიყოფა არა 10 ერთეული ნივთიერება, რომელიც რაღაც შტუკის მისაღებადაა საჭირო, არამედ გამოიყოფა ეგ 10 ერთეული ნივთიერება და პლისუ რჩება კიდევ 30%-იანი აზოტმჟავა რომელიც გემრიელად დაახრამუნებს მასში მოხვედრილ თოფის ლულას, იმიტომ რომ გამოყოფილი 10 ერთეული რკინის ოქსიდთან და 38%-იან მარილმჟავასთან ერთად რაცხა რეაქციას გამოიწვევს და ვარანენიეს გააკეთებს, მაგრამ დაუხარჯავი აზოტმჟავა გააგრძელებს რკინის მირთმევას და შედეგად მივიღებ არა შავ ლულას არამედ დაკბეჩის გაუგებარ ტრუბას...
ამიტომაა რომ მაინტერესებს კონცენტრაცია და არა იმიტომ რომ მაგარი ვარ ქიმიაში... გაგებაში არ ვარ მეთქი ქიმიაში და იმიტომ მაინტერესებს რომ რაცხა არ მივქარო მეთქი. გაკეთება მინდა და არა გაფუჭება. თორე ახლა ჩვენ ისე გამოგვდის რა აი ელიავაზე რომ იციან - რკინაა რა წავა... კი მაგრამ - მარკა, წრთობა, დატვირთვა, ეგენი საერთოდ არ უნდა გავითვალისწინოთ? მაგიტომაა მერე ელიავაზე ყიდულობ სვერლოს და იმის მაგივრად რომ ხე გახვრიტოს პროპოჟნიკს ემსგავსება ხოლმე.
არ ვარ დიდი მცოდნე ქიმიის, საშუალო სკოლის მერე წიგნი ხელში არ ამიღია, მაგრამ მაგდენი მაინც მახსოვს რომ აი პირდაპირ რაც მოგხვდება ხელში ის რეაქტივები არ უნდა აურიო ერთმანეთში...
შეკაცო თუ არ იცი გრეხი კი არაა, თქვი არ ვიცი ეგრე ზუსტად მე რომ მჭირდება ვყიდულობ აქა და აქ, ან სიტყვაზე აკუმულატორიდან ვიღებ მარილმჟავას, აზოტმჟავა კი მეგობარს მოაქვს საიდანღაც, ვურევ და ხოშიანი გამოდის.
გასაგები იქნება, რომ შენს შემთხვევაში ამართლებს, მაგრამ მე შეიძლება ის ძმაკაცი არ მყავს რომელსაც შენთვის აზოტმჟავა მოაქვს, შედეგად სხვაგან რაცხას დავითრევ და გაკეთების მაგივრად გავაფუჭებ რაცხას, მერე რა ვქნათ, ჩემს უტვინო თავს დავაბრალო თუ.... აი ეგ "თუ" რომ არ მინდა მოხდეს და უაზრო გადაბრალებები წავიდეს მაგიტომ გვინდა კონცენტრაციები და არა უბრალოდ მოცულობები.
მარტივი მაგალითი, ერთი და იგივე მოცულობის ბამბა და ოქრო რადიკალურად განსხვავებული წინის არის, მანდაც უტრირება რომ გავაკეთოთ კონცენტრაციაა მთავარი, ანუ ბამბის მოლეკულები ერთმანეთისგან დიდ დაშორებაში არიან და ერთი ჭიქის მოცულობაში სიტყვაზე 10 ცალი ეტევა, როდესაც ოქროს მოლეკულები ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ არიან და იგივე ერთ ჭიქაში 10 000 ცალი ეტევა. (ნუ ბაზარიო არაა, ვატრაკებ მანდ ატომური მასა განსაზღვრავს წონას, თუმცა სიმკვრივეს არანაკლები მნიშვნელობა აქვს.) თორემ ეგრე წყალბადი ყველაზე მსუბუქია ბუნებაში, მაგრამ ბევრი როდესაც იკრიბება ისეთ მასას იძენს რომ მზე წარმოიქმნება

P.S იმედია სწორედ გამიგებ, საწყენად არაფერი არ დამიწერია