სამწუხაროდ არ გაჩერდება დიდხანს ეგ საღებავი და დაიკარგება ეს ლამაზი "ვიდი"
არა უშავს , კიდე გადავღებავ
ეგ ვითომ რატომ?
რა თქმა უნდა ლულის ვიბრაციას შეამცირებს, და ეს სიზუსტეს მოუმატებს
ja_ja
Feb 2 2012, 11:26 AM
ცოტა არ იყოს მემგონი ნამეტანი დიდი შტუკა წამოაცვი თოფს.
შენი ახსნიდან არ ჩანს რაფერაა დამაგრებული ლულაზე (საერთოდ ახსნაზე და აზრის გადმოცემაზე ზალაინ ბევრი სამუშაო გაქვს ჩასატარებელი), მოკელდ თუ უბრალოდ ეგ მოდერი ლულის ბოლოზეა წამოცმული, ნამეტანი ვავა დღეში ხარ. ერთხელაც ან რაიმეს წასდებ, ან ხელით შემთხვევით შენ ან მეგობარი წაეპოტინევით მოდერს გადასატენად და ვავა მოხდება კერძოდ ცენტრიდან გადაიხრება და მიზანს აგირევს
თუ ლულას კარგა ღრმად ეცმევა და სადღაც მოდერის შუაშია ის ადგილი რომელიც ლულის ბოლოში არსებულ რეზბაზე ჯდება, მაშინ კარგადაა საქმე, იმიტომ რომ ხელი რომც წაგიცდეს დიდი არაფერი მოხდება, ყოელ შემთხვევაში ისე იოლად არ გამოვა მწყობრიდან როგროც პირველ შემთხვევაში, თან გრძელი ბერკეტი გამოდის და შეგიმსუბუქებს თოფის გადატენვის პროცესს.
ახლა თქვი რა მეთოდით გაქვს ლულაზე მოდერი დამაგრებული
P.S. ისე მაინც ნამეტანი დიდი ბალაყანაა და კანონ დამცავებს მგონი უაზრო ეჭვებს და კითხვებს გაუჩენს.
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 2 2012, 11:39 AM
ეგ როგორ დამავიწყდაააა ესეიგი რა ხდება: ჯაჯა სიდიდეს რაც შეეხება, ესეთი მინდოდა რა, უფრო ლამაზია ხომ ხვდები ხო უხდება ეხლა მაგრად მოდერები მაქვს ნანახიი იმხელები რო თოფი აღარ ჩანს რაც შეეხება მის ლულაზე დასმას, სადღაც მოდერის შუაში არ არის ის ადგილი რომელიც ლულის ბოლოში არსებულ რეზბაზე ჯდება, არამედ უფრო დიდი ადგილი ჯდება თვითონ ლულაზე, ლულის ტუჩიდან მოდერი მხოლოდ სულ რაღაც 5 სანტიმეტრითაა დაშორებული.. ამიტომ შესაბამისად იარაღს უმატებს მხოლოდ 5 სანტიმეტრს, შეგახსენებთ რომ ეს მოდერი იარაღის სიგრძის გასაზრდელად არ გამიკეთებია, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალისთვის და ცოტა ხმის შესამცირებლად, რაც წარმატებით აისახა.. მინდა ავღნიშნო რაც შეეხება დამაგრებას, კარგად მაგრდება რადგან ბოლოში 1 სანტიმეტრი სისქის გამოჭრილი რეზინა აქვს და ლულაზე ისე ჯდება რომ არ ცურავს, მის შემდეგ იგივე ლულის სისქის ნახვრეტისოდენა ფიცარი მაქვს ჩასმული რომ მოდერმა გვერდიდან გვერდამდე მოძრაობა ვერ განახორციელოს, ესეც 1 სანტიმეტრისაა და სულ რომ შევკრიბოთ ბოლოში მოდერს იკავებს 2 სანტიმეტრი. ხოლო მოდერის თავის ქალას ( )რაც შეეხება, იქაც 1 სანტიმეტრის სისქის ფიცარი მაქვს გახრეტილი და ეს ფიცარი უკვე თვითონ ლულის რეზბაზეა გახვრეტილი და იქ ჯდება მყარად. ასე რომ შემიძლია დიდი სიამაყით ვათხოვო ჩემს მეგობრებს პნევმო
gregory
Feb 2 2012, 11:43 AM
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 2nd February 2012 - 12:39 PM)
ცოტა ხმის შესამცირებლად
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 2nd February 2012 - 12:39 PM)
იარაღს უმატებს მხოლოდ 5 სანტიმეტრს
ხ.მ.ე.ლ.ო იქ +1 სანტიმეტრი ფიცარი და რაღა ხმა უნდა ჩაახშოს?! არამგონია რაიმე ეფექტი ქონდეს მაგ ამბავში. რაც შეეხევბა
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 2nd February 2012 - 11:48 AM)
რა თქმა უნდა ლულის ვიბრაციას შეამცირებს
აქაც არამგონია რაიმე განსაკუთრებული ეფექტი მოგცეს
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 2 2012, 11:48 AM
ციტატა(gregory @ Feb 2 2012, 12:43 PM)
ხ.მ.ე.ლ.ო იქ +1 სანტიმეტრი ფიცარი და რაღა ხმა უნდა ჩაახშოს?! არამგონია რაიმე ეფექტი ქონდეს მაგ ამბავში. რაც შეეხევბა
აქაც არამგონია რაიმე განსაკუთრებული ეფექტი მოგცეს
გრეგორ მაგ 5 სანტიმეტრში ის 1 სმ ფიცარი არ იგულისხმება, მაგის გარეშეა 5 სმ ით დაშორებული, ხმას რაც შეეხება კუსტარულად დამზადებულმა მოდერმა მეტი რა ხმა უნდა ჩაახშოს, ის კი არა ნაყიდი მოდერები ვერ ახშობენ ხმას, რასაც ახშობს, მე ამითაც კმაყოფილი ვარ და ეს ლულის ვიბრაციას რაც შეეხება რახან ყველაფერი მინუსს მიაწერე, იფიქრე ბარემ ეს რაღა არისო და ესეც მინუსად გადააქციე?
foxi
Feb 2 2012, 11:55 AM
ისე გიყვარს შენი თოფი, სულა რაღაცას უკირკიტებ. ბოლო მონაცემებით საკმად კარგი შედეგები გქონდა.ვითომ გიღირდა მაგის მერე კიდევ რამის გადაკეთება? ჯაჯას ვეთანხმები იმ აზრში რომ,მოდერი ლულის ხრახნის შუამდე მაინც უნდა იყოს, რომ არ გადაიღუნოს გადატენვის დროს. ხმის ამბავი როგორაა ეგეც დაწერე როცა გამოცდას გაატარებ.
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 2 2012, 12:12 PM
კი კი დავწერ აუცილებლად, არა მგონია დიდად რამე შეცვალოს, ცუდისკენ არა ყოველი შემთხვევისთვის, აი მერე გავიტან და გამოვცდი რა, ჯერ ოპტიკას ველოდები და თან მაგრად ცივა, ეხლა რა გამიყვანს მაგისთვის გარეთ?
მართლაც ბევრს ვუკირკიტებ ხოლმე, მართლა მიყვარს: ნუ მარტო ეს არა, საერთოდ იარაღები მაგრად მიზიდავს... და ნადირობა ჩემი ჰობია
sekurifa
Feb 13 2012, 08:47 PM
ხო მართლა სულ დამავიწყდა ერთი ნიუანსი ამ თოფთან დაკავშირებით რამაც მე ძალიან გამაკვირვა. შეიძლება ვცდები და თუ ასეა შემისწორებენ აქ სხვები.საქმე ის არის რომ ამ თოფს არააქვს ფასკა.ანუ როცა ვნახე გამომავალი მხარე, იქ იყო ცილინდრისებური ნახვრეტი ნარეზების გარეშე სიღრმით სადღაც 5-6მმ და თანაც 4,5მმ ზე ცოტა ფართე დიამეტრის.ანუ გამოდის ის რომ ტყვია გასროლისას როცა გაიწურება და ნარეზებს მოსცდება მერე უნდა გაიაროს ის 5მმ სიგრძის ცილინდრისებური დერეფანი და მერე გამოვა გარეთ. ეს ქარხნულად აქვს ასე თუ ფასკის მოჭრა დაავიწყდათ? მგონი როცა ტყვია ნარეზებს დატოვებს მერე ჰაერის ნაკადი მას ცოტა ტრაექტორიას შეუცვლის სანამ საბოლოოდ გარეთ გამოვა თუ რამე მეშლება მითხარით და თუ არა მაშინ ხმელოს ახალი ფასკის მოჭრა მოუწევს
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 13 2012, 09:15 PM
გეშლება სეკურიფ, ზუსტად აღარ გახსოვს
ხო კიდე ნახავ და მერე დააკვირდი
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 18 2012, 12:58 PM
ცალკე თემა გავხსენი ჩემს ოპტიკასთან დაკავშირებით, აქ კი კიდევ სხვა ცვლილებებთან ერთად ვიტყვი რომ, აი როგორ გაალამაზა ჩემმა შექმნილმა მოდერმა და ჩემმა ლამაზმა ოპტიკამ ჩემი რემინგტონი (სიტყვა "ჩემი" ტავტოლოგიაა, მაგრამ არა უშავს ) ...........
და ბოლოს. პ.ს. ესეც მე
აქ იმიტომ დავწერე ეს პოსტი რომ ცოტა ხანში ნადირობის სურათებსაც ავტვირთავ... პასუხს ველოდები და
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 18 2012, 01:10 PM
პ.ს. სანშაიერით იმდენად გრძელდებოდა ოპტიკა რომ ლულის გადატეხას უშლიდა ხელს და არ გამიკეთებია
როცა დავაყენე ოპტიკა, იმ დღეს შემომაღამდა, ამიტომ ვეღარ მოვითმინე და მეორე დღესვე ბალკონში გავიტანე და 5-ე სართულიდან წავინადირე "ბალკონში"-სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ გარეთ გასვლა-გატანა დამეზარა... სულ მოვინარიდე 5 ცალი გვრიტი, მეტი ვერ გავიმეტე, ესეც წანადირების შედეგები:
რაც შეეხება ტერიტორიებს თუ სად მოვინადირე და რა მანძილზე: წითელი ცოლორით არის მონიშნული სად ისხდნენ ეგ გვრიტები. პირველ ფოტოზე 3 ცალი მოვინადირე : აქედან 2 ცალი 20 მეტრის სიშორეზე პირდაპირ მჯდარი და 1-ი კიდევ 25 მეტრის სიშორეზე ზემოდან დაბლა 45% იანი კუთხის დაქანებით.
ამ ფოტოზე ერთი ცალი მოვინადირე 18 მეტრის სიშორეზე, ზემოდან დაბლა 180 % იანი დაქანებით ანუ ბალკონიდან ეზოში პირდაპირ ქვემოთ ჩაშვერილი ლულით
ამ ფოტოზე კი მინდა ავღნიშნო ჩემთვის ძალიან გასახარი შედეგი. 60 მეტრის სიშორეზე მჯდარი ტყვიის მოხვედრისთანავე გაშეშდა
ტყვიებს რაც შეეხება ვისვროდი 10.65 გრანიან ბარაკუდებს...
ამ ყველაფრის შემდეგ, გაპუტვამდე და მწვადების შეწვამდე შენობის (კორპუსის) სახურავზე ავედი და ცოტა წავიფოტოგენურე, ასე ვთქვათ
sekurifa
Feb 18 2012, 04:33 PM
ვაუ ხმელო მალადეც რა ჰანტინგი მოგიწყვია ყველაფერი კარგია,თოფიც მაგარ ვიდზე გაქვს მარა აივნიდან ნადირობას მოერიდე თორე ერთ მშვენიერ დღეს მოგიკაკუნებენ კარებზე და შენი თოფი დაასრულებს სიცოცხლეს რაიონული განყოფილების შემნახველი საკნის თაროზე გიჩივლებს ვიღაც და პრობლემები შეგექმნება.გარეთ მაინც არ გადიოდე მაგ ფიშტოთი.ვინმემ რომ შეგხედოს ცეცხლსასროლი ეგონება.
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 18 2012, 04:38 PM
კარგი რჩევაა, გავითვალისწინებ
ja_ja
Feb 18 2012, 04:38 PM
ხ.მ.ე.ლ.ო 4- ადგილზე ტექსტი ჩაგისტორე, თუ რა ტექსტი ჩაგისწორე ეგ უკვე PM-ში მოგწერე, კიდევ ერთხელ რაღაც ასეთს დავინახავ და ახსნა განმარტების გარეშე ბანს ჩაგახუტებ, გამოვტოვებ ვირნებს და სხვა სისულეებს. დაიოკე ემოციები და დაუკვირდი ტექსტებს.
nihontoman
Feb 18 2012, 08:16 PM
ციტატა
არ ვიცი რატომ, მრა სურათს რომ ვუყურებ დატენილი მგონია თოფი ისე სწორი რჩევაა - აივნიდან არ გინდა მასე ღიად ნადირობა - ან ცოტა დაიმალე ან საერთოდ ნუ გაისვრი გარეთ
Davitus
Feb 18 2012, 09:47 PM
ხ.მ.ე.ლ.ო
აქ ხალხი რასაც გირჩევს, წყენად ნუ მიიღებ, პირიქით გამოგადგება...
ფოტოპოზირება კარგია, მაგრამ სასხლეტზე საჩვენებელი თითის დადებით იარაღის ჭერას ნუ მიეჩვევი, თუ იარაღთან ურთიერთობას გააგრძელებ, მავნე ჩვევად გადაგექცევა და საბოლოოდ შეიძლება ცუდი შედეგით დაგიმთავრდეს...
საჩვენებელი თითი, სასხლეტს უნდა ეხებოდეს, უშუალოდ სროლის მომენტში, ოქროს წესია ეს!
დანარჩენი რაც შენიშვნა მოგცეს, მაგის გარდა, კარგი ბიჭი ხარ რომ ცუდი რაღაცეებით არ ერთობი და ცხოვრების ჯანმრთელ წესს მიყვები
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 19 2012, 08:43 AM
ციტატა(Davitus @ Feb 18 2012, 09:47 PM)
ხ.მ.ე.ლ.ო
აქ ხალხი რასაც გირჩევს, წყენად ნუ მიიღებ, პირიქით გამოგადგება...
არა, რა წყენად, პირიქით, მადლობელიც ვარ
ფოტოპოზირება კარგია, მაგრამ სასხლეტზე საჩვენებელი თითის დადებით იარაღის ჭერას ნუ მიეჩვევი, თუ იარაღთან ურთიერთობას გააგრძელებ, მავნე ჩვევად გადაგექცევა და საბოლოოდ შეიძლება ცუდი შედეგით დაგიმთავრდეს...
სანამ მაგ სურათს გადავიღებდი 4 ჯერ ზედიზედ დავაჭირე მაგ სასხლეტს, არც ეგეთი უყურადღებო ვარ ძალიან ფრთხილი ვარ
საჩვენებელი თითი, სასხლეტს უნდა ეხებოდეს, უშუალოდ სროლის მომენტში, ოქროს წესია ეს!
ამაში გეთანხმები
დანარჩენი რაც შენიშვნა მოგცეს, მაგის გარდა, კარგი ბიჭი ხარ რომ ცუდი რაღაცეებით არ ერთობი და ცხოვრების ჯანმრთელ წესს მიყვები
სპასო...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.