დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემთხვევით ხომარიცით ვინმემ?
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
sekurifa
ასეთ სამიზნეს ვიყიდი სადმე თბილისში? ხომარ მოგიკრავთ თვალი.ამაზონზე რომარის ვიცი.
ja_ja
sekurifa
ეგ სპორტული პონტია და აქ როგორ წარმოგიდგენია ვინმე მაგ საქმეს, პატივს სცეემს? ვგულისხმობ მაღაზიას და ნებისმიერ სხვა გამყიდველს.
sekurifa
ციტატა(ja_ja @ Dec 5 2011, 09:13 PM) *
sekurifa
ეგ სპორტული პონტია და აქ როგორ წარმოგიდგენია ვინმე მაგ საქმეს, პატივს სცეემს? ვგულისხმობ მაღაზიას და ნებისმიერ სხვა გამყიდველს.

ხო ალბათ ამაზონიდან მომიწევს გამოწერა.მეც მაგ თვალსაზრისით მინდა სტანდარტულ ოლიმპიურ დისტანციებზე სასროლად ქაღალდზე.
Davitus
დიოპტრული სამიზნე ქვია მაგას, მაიმარკეტზე ვნახე 2ჯერ, ერთი ჩინური იყო, მეორე სავეცკი
iduka
ციტატა(sekurifa @ Dec 5 2011, 05:22 PM) *
ასეთ სამიზნეს ვიყიდი სადმე თბილისში? ხომარ მოგიკრავთ თვალი.ამაზონზე რომარის ვიცი.



მოგესალმებით ყველას.

თბილისში ვერ ვიშოვე ვერც მე. ამაზონზე ვიყიდე ამასწინათ და ეხლა ხელოსანთან მაქვს დატოვებული. კროსმან რავენზე უნდა დავაყენო სახლში გასართობათ. ვნახოთ რა გამოვა. smile.gif
ja_ja
iduka
და ხელოსანთან რატომ გაქვს დატოვებული? გაფუჭდა თუ რა მოხდა?
iduka
ja_ja

თავის ფასთან ძალიან კარგი თოფია, მაგრამ სამიზნეები არ მომწონდა. რავენს უკანა სამიზნე დაბლა აქვს, რაც დიოპტრიული სამიზნის დაყენების შემთხვევაში უკანა სამიზნის წერტილი მაღლა იწევდა. ასევე წინა სამიზნეც დაბლა აქვს და მისი მოჭრაა აუცილებელი. მის ადგილზე კი წინა დიოპტრი დამაგრდება ხელოსნის მიერ შეჭრილ რელსებზე.
sekurifa
iduka - შენ რომელი გამოიწერე დადე ლინკი. ისე რავენისთვის მართლა კარგია. თოფიც ისეთია დაბალ სიჩქარიანი და სტანდარტულ დისტანციაზე (10 მეტრი) ხელიდან კარგი იქნება ქაღალდზე სასროლად. მე რომ რავენი მეჭირა ხელში კონდახი მომეწონა კარგად იჯდა ხელში.მეც ახლა კანონს ველოდები და სპორტული თოფი მინდა ქაღალდზე სასროლად ვიყიდო.
iduka
sekurifa

http://www.amazon.com/Air-Venturi-Sight-Mi...5334&sr=8-2

http://www.amazon.com/Air-Venturi-Front-Ac...d_bxgy_sg_img_b

სწორედ დაბალი სიჩქარის გამო კარგია 10 მეტრში.

რა კანონს ელოდები სპორტული თოფის საყიდლად ვერ მივხვდი?

ამის შეძენას ვაპირებ თუ გამიმართლა:

http://www.amazon.com/Feinwerkbau-FWB-Fein...W17CGE2ZJPHG7W3
sekurifa
iduka - რა კანონს ველოდები და (ანუ ყველა ველოდებით აქ smile.gif ) პნევმატური იარაღის შემოტანაზე.ჯერ ვერაფერს შემოიტან საქართველოში ვერსაიდან. მეც მინდა გამოვაგზავნიო ჩემთვის მარა სადაა smile.gif მე ამ ორიდან მინდა რომელიმე.
sekurifa
თუ ვინმე წააწყდებით დეოპტიკურ სამიზნეს სადმე მაიმარკეტზე ან მაღაზიაში მაცნობეთ აქ.მე უფრო რუსული მინდა ვიდრე ჩინური. ასე მგონია ჩინური აურევსთქო.
ja_ja
iduka
ციტატა(iduka @ 6th December 2011 - 04:49 PM) *
რა კანონს ელოდები სპორტული თოფის საყიდლად ვერ მივხვდი?

სპორტულია, სანადირო, თუ მხარზე გადასადები ან კედელზე და შკაფში ჩამოსაკიდებელი, მაგას მნიშვნელობა არა აქვს, კანონში დურაკული შეცდომაა გაპარული, რის გამოც, კანონი ნებას რთავს ყველაფერზე და არანაირი ნებართვა და ლიცენზია საჭირო არაა. ერთადერთი სტანდარტების ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს, რა არის პნევმატური, რა არის სპორტული და რა არის სანადირო. იმათმა თავი ვერ მოაბეს უკვე 1.5 წელი გავიდა, რის გამოც კურიოზული სიტუაციაა, გვეკუთვნის, ნებადართულია, მაგრამ არ გვეკუთვნის smile.gif


კერძოდ საბაჟომ გაჭედა, იმის გამო რომ ძველი კანონი აღარ მოქმედეს, ახლის მიხედვით კი სტანდარტები უნდა იყოს შემუშავებული და ეს სტანდარტები რეალურად არ არსებობს, ... ნუ კოკლედ ჭედავენ რა აბა ჩვენ რა ვიცით რომ სტანდარტებს რომ შეიმუშავებენ ეგ იარაღი სტანდარტებში ჩაეტევაო... ამიტომაც ყველა პნევმატურ იარაღცს და შვილდ ისარს (ასევე პეინტლოლს და აირსოფტს) აჩერებენ საბაჟოზე და სტანდარტების მიღებამდე აგზავნიან საწყობშI და არავის ატანენ.

საბაჟოზე უკვე 1 საწყობი გაივსო მემგონი პნევმატიკით მარა არავის არ ატანენ.
Davitus
sekurifa

რუსულში მაქსიმუმ რამდენს გადაიხდი, ვკითხავ და თუ აწყობს გეტყვი
sekurifa
ციტატა(Davitus @ Dec 6 2011, 07:59 PM) *
sekurifa

რუსულში მაქსიმუმ რამდენს გადაიხდი, ვკითხავ და თუ აწყობს გეტყვი

მე მაგათი ფასი არვიცი და თუ ვინმე გაყიდის Mირჩევნია თვითონ მითხრას ფასი. მყიდველისთვის თავისთავად რაც უფრო იაფი იქნება უკეთესია მაგრამ გამყიდველს რაც უღირს ის უნდა აიღოს ხო?
iduka
ja_ja არ ვიცოდი. ვერც მაღაზიებს შემოაქვთ?
ilariona
ციტატა(iduka @ 7th December 2011 - 03:53 PM) *
არ ვიცოდი. ვერც მაღაზიებს შემოაქვთ?


ვერა ვერ შემოაქვთ, ყველას უჩერებენ პნევმატიკასა და მასეთ რანცხეებს. სამწუხაროდ სანამ კანონი არ ჩამოყალიბდება იქამდე გაჩერებულია შემოტანები.

უკვე ერთი ცელი სრულდება რაც ყველაფერი გაჩერებუ
iduka

ცუდია ძალიან.

და მაღაზიებშიც აღარ იყიდება?
ilariona
ციტატა(iduka @ 7th December 2011 - 04:12 PM) *
ცუდია ძალიან.


გეთანხმები 100%-ით sad.gif მაგრამ სამწუხარო რეალობაა.

ციტატა(iduka @ 7th December 2011 - 04:12 PM) *
და მაღაზიებშიც აღარ იყიდება


აი მთელი პარადოქსიც მაგაშია, რომ იყიდება biggrin.gif მაგნუმშიც იყიდება, ქარავანშიც იყიდება, ქარავანმა ერთი შემოტანა შემოიტანა კიდეც (ეტყობა რომელიღაცა უვიცი მებაჭე შეხვდა და გაეპარათ საქონელი) დინამოს მაღაზიებშიც იყიდება რაღაცეები და რავი რა.
ja_ja
iduka
ციტატა(iduka @ 7th December 2011 - 04:12 PM) *
და მაღაზიებშიც აღარ იყიდება?

რაც შემოტანილია 2010 წლის 31 დეკემბრამდე ის იყიდება, ასევე რამდენიმე კურიოზი მოდა როდესაც ზოგიერთმა მებაჟემ რომელმაც არ იცოდა ან გამორჩა, გამოუშვა საქონელი, მაგრამ ეგ საბოლოოდ გადაიკეტა ამა წლის სექტემბერში.

მოკლედ ამ წუთას ვეღარც კერძო პირებს ვეღარ შემოაქვთ ვეღარც მაღაზიებს, ვეღარც სპორცმენებს, იდიოტიზმია სუფთა წყლის :0

აგერ 1 კვირის წინ ერთი ჩვენი ფორუმელი ჩამოვიდა საქართველოში მინსკიდან, წამოიღო თავისი პნევმატიკა (ნუ იქ ცხოვრობდა კაცი დიდხანს და დაბრუნდა რა სამშობლოში), მოკელდ თვითონ შამოუშვეს, თოფი დაიტოვეს smile.gif უკვე სიმწრის სიცილი გვაქვს ატეხილი და რაც მთავარია საშველიც ჯერჯერობით არ ჩანს.

სტანდარტების ორგანიზაციას შევთავაზეთ დახმარება და უარი გვითხრა ჩვენ უფრო მაგარი სპეციალისტები გვყავსო (ემჩნევათ რა მაგრებიც არის 18 თვე გავიდა და მარტივი რაღაც ვერ ჩამოაყალიბეს), მებაჟეები არ იძახიან ვისი სიტყვიერი აკრძავლაა რომ არავის ატანენ პნევმატიკას (ნუ კი ვხვდებით, მარა ჭორი ერთია რეალობა მეორეა), კანონმდებლები, სანაბართვო და თავდაცვაში იძახიან - რას ამბობთ ნებადართულია 5.5-ის ჩათვლით რაც გინდათ იყიდეთ შემოიტანეთ არანაირი პრობლემა არააო, მაგრამ რეალობა საბაჟოზე სულ სხვაა smile.gif
nikola_migina
ვაიმე ეს რა საშინელებაა smile.gif თუ არ ისვრი პცპ-თი ან გეკოტი არ ვარგა.
ilariona
nikola_migina

ეს ვის მიმართ ან და რის მიმართ იყო? რაღაც ვერ მივხვდი.
nikola_migina
ციტატა(ilariona @ 7th December 2011 - 10:05 PM) *
ეს ვის მიმართ ან და რის მიმართ იყო? რაღაც ვერ მივხვდი.

მე ვიგულისხმე რომ ეს რამიზნე არ არის კარგი როდესაც არ გაქვს პცპ ან გეკო smile.gif
iduka
ja_ja
ilariona

მადლობა განმარტებისთვის.

nikola_migina

არ ვიცი რა იქნება, გავტესტავ და დავდებ შედეგებს როგორც სახლში მექნება.

nikola_migina
ზამბარ-დგუშიანზე აყენებ?
iduka
nikola_migina
კი, კროსმან რავენზე.
nikola_migina
მეც იგივე თოფი მაქვს... biggrin.gif
sekurifa
ლულას ვინმე ასწორებს თბილისში? მეგობარს აქვს ზ.დ.პ.და ლულა აქვს გაღუნული.
ilariona
sekurifa

რა ზ.დ.პ აქვს? ნიტრო ხომ არა?
sekurifa
არვიცი რა მოდელია.აჩუქეს და სოფელში აქვს. ნიტრო ნამდვილად არ არის. სწორდება საერთოდ ეგეთი დეფექტი?
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 6th March 2012 - 10:36 PM) *
სწორდება საერთოდ ეგეთი დეფექტი?

კი მაგრამ ფასია დიდი კონკრეტულად კი 50 ლარიდან და ზევით, გააჩნია რამდენად რთულადაა, მინიმალური თანხაა 50 ლარი ზშირად თოფი არ ღირს მაგდენი smile.gif

ასე რომ მგონი ჯობია ცოტაოდენ კუსტარული მეთოდით გასწორება, ერთი მეთოდი KAKA-მ იცის და დაწერს ალბათ.

მეორე მეთოდი კი.....

ნუ მოკლედ შინაარსი ასეთია გჭირდება 2 ცალი V-ს მაგვარი ბლოკი, ნუ ტიპა აი ასეთი




ლულის აქეთ იქე ბოლოებში ათავსებ ამას და ლულას დებ ამოღმავებებში. ნუ ტიპა აი ასე



ეს დუგები არ გჭირდება, ეგ საჭიროა როდესაც ფრეზზე რაიმე მილს ამუშავებ და გინდა რომ დაფიქსირებულ მდგომარეობაში იყოს დეტალი. შენ მაინც ტრიალი დაგჭირდება ასე რომ დუგებს შეეშვი ტყულა ფულის ყრა არის.

მერე გჭირდება ინდიკატორი, სამწუხაროდ ციფრულები ძვირი ღირს, ანალოგური ინტერნეტში ძირითადად დუიმებისაა, შეგიძლაი ელიავაზეც იყიდო, ზოგჯერ 20 ლარად ყიდიან ზოგჯერ 10 ლარად, მაგრამ უმეტესობა კოსმოსურ ფასებს ადებს

გამოიყურება ინდიკატორი აი ასე



გარდა ამისა გჭირდება რაიმე დასამაგრებელი, ან კუსტარული ან ნორმალური, ინდიკატორის ნორმალური დასამაგრებელი აი ასე გამოიყურება


ნუ ბევრნაირია ეგეთი დასამაგრებლები, დაწყებული 20$-დან დამთავრებული 20000$-ით, smile.gif ნუ იასნია შენ იაფიანიც გეყოფა

ესეც აწყობილი ვარიანტი




ამი მერე ნუ V ბლოკებს შუა გაქვს ლულა განთავსებული ზემოდან ლულას შუაში ადებ ინდიკატორის წვერს, ანულებ და იწყებ გაღუმვის ძებნას.

ამჯისათვის ლულას ნელნელა ატრიალებ ისე რომ V ბლოკებიდან არ უნდა ამოწიო (ნუ ფრთხილად ატრიალე მაგ ბლოკებზევე), ტრიალილს დროს უნდა უყურო ინდიკატორს, თუ ლულა გადაღუნული იქნება, წვერი ზემოთ ან ქვემოთ გადაიწევს და ციფერბლატზე დაინახავ რამდენი მიკრონით ან მილიემტრით არის, ცენტრიდან გადახვეული

ამის მერე როდესაც იცი სად არის ლულა გაღუნული (გაითვალისიწნე შეიძლება რამდენიმე ადგილზე იყოს გაღუნული სხვადასხვა დახრით და გრადუსით, თავიდან შეეცადე ყველა იპოვო და მერე რიგრიგობით მიყები გასწორებას), V ბლოკებს ახლო მიწევ ისე რომ გაღუნული ადგილი V ბლოკებს შOრის არსებულ სივრცეში მოექცეს და იწყებ გასწორებას.

ამისათვის ლულას ისევ ადებ ინდიკატორს, ატრიალებ სანამ გაღუნული ადგილი ზემოთ არ ამოიწევს, და მერე ზემოდან რაიმე თი უნდა დააწვე, ნუ სტაციონარულად დიდ პრესებს იყენებენ გაღუნულ ადგილზე ზემოდან აწვებიან და თან ინდიკატორის დადებულია ლულაზე და უყურებენ რამდენით ჩაიწია ლულამ.

დორესაც ნოლამდე მივა დამწოლი ძალა უნდა მოასუსტო და ინდიკატორს დააკვირდე, რამდენით აიბზიკება უკან, ნუ როგროც წესი პირველი გასწორება არ ყოფნის, რაცხა მაინც არის აბზეკილი, მერე კიდევ, კიდევ, და ასე შედმეგ რა ზოგჯერ ინდიკატორის შკალით 0-ის ქვევითაც უნდა ჩახვიდე თუ ლულა ჯინაზე უკან იბზიკება, მაგრამ ნელნელა და ცოტ ცოტა.

კაროჩე მაგატი ტვინის ბურღვაა ჩალიჩი და, ასეა თუ ისე ვალერიანა მოიმარაგე smile.gif მაგარი ნერვები უნდა.

ნუ კაკა აგიხსნის შპილკების მეთოდს, ძალიან მარტივია, შეიძლება 100%-იანადაც სწორდება, მაგრამ რავიცი ნება მომეცით დავიტოვო ეჭვები smile.gif თვალით შეიძLება ვერ დაინახო პატარა გადახრა, სროლისას კი მითუმეტეს დიდ დისტანციაზე ქე ხვდებით რასაც იზამს, მოკელდ ყველაზე კაი მაგრამ ძვირი და ნერვებ მომშლელი არის ინდიკატორით გასწორება.


ნუ სახლის პირობებში ეს ყევლაფერი რომ ითრიო ახალიან, ძალიან ძვირი გამოვა, სადღაც 150-200$-ს აარტყავ, პლიუს ჩამოტანა და თან რკინეულობაა და მძიმეა.... კაკას მეთოდი მხოლოდ ერთი ხის შპილკა ღირს smile.gif

ელიავაზე შეიძლება ითრიო V ბლოკები და ინდიკატორი, აი ინდიკატორის ფიქსატორი არ მინახაი ელიავაზე, პლიუს პრესის სახით რას გამოიყენებ ეგეც მოსაფიქრებელია
sekurifa
მადლობა ჯაჯა ასე ვრცლად და გულიანად რომ ახსენი.მაგ პრინციპით კუსტარული ხელსაწყოს გაკეთება შეიძლება შტანგელით.(შტალგელი ინდიკატორის როლს შეასრულებს.)ცოტას გადავაკეთებ შტანგელს და გამოვა ინდიკატორი.მართალია ციპრული უკეთესია მარა სტანდარტულითაც გამოვა.
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 7th March 2012 - 12:35 AM) *
კუსტარული ხელსაწყოს გაკეთება შეიძლება შტანგელით

მეეჭვება გაამართლოს შტანგელმა. ინდიკატორს სხვა მოქმედება აქვს, შუპი მოძრაობს მუდმივად, ანუ ვთქვათ მასქიმალური სვლა აქვს 2 სანტიმეტრი, შენ შუა პოზიციას ირჩევ და ანოლებ, შედეგად 10 მილიემტრი + ში შეუძლია აღრიცხოს, 10 კი მინუსში.

შუპს ადებ ლულას და მოძრაობისას პირდაპირ ონლაინში იცვლება მნიშვნელობები.

შტანგელი კი რომ გაინძრევა აფიქსირებს მნიშვნელობას, თან ხანდახან ცოტათი ზედმეტად აჭერ ხოლმე ხელს... ინდიკატორს კი რავიცი ალბათ 0.5 გრამი ძალა უნდა იმდენად მგრძნობიარეა... თან ისეთი პონტია რა ხანდახან გადაატრიალებ გიჩვენებს ვთქვათ პლიუსებში 0.07 მილიმეტრს, და გადამოწმების მიზნით უკან აბრუნებ გიჩვენებს 0-ს და ხელახლა ატრიალებ, ისევ 0.07-ს გიჩვენებს, ნუ რწმუნდები რა რომ სწორეა, შეიძლება ცოტა იქეთ აქეთ გადაწევაც დაგჭირდეს რომ ზუსტად იპოვო ადგილი... შტანგელის შემთხვევაში წარამარა უნდა ჩამოწიო ხელით თუ აწიო. პლიუს ცოტა მეტ ძალას დააჭე შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა მოგცეს და ასე შემდეგ...

ნუ ვერ ვიტყვი რომ შეუძლებელია, მაგრამ მაგრად მოუხერხებელია და ცდომილების დაფიქსირება შეუძლებელია, თუ არ დაიზარებ გაირბინე ელიავაზე... თუმცა ბლინ შენ თბილისში არ ხარ ხომ... მდაა ხრენოვა...


sekurifa
ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 - 11:55 PM) *
თუმცა ბლინ შენ თბილისში არ ხარ ხომ... მდაა ხრენოვა...

თბილისში ვარ აბა სად ვარ. 10 წელია აქ ვცხოვრობ biggrin.gif
შტანგელს დამეჭერ ზამბარას ამოვაცლი და შიდა ვიწრო ფეხი ჩამოცურდება.აი მერე თავისუფლად იმოძრავებს ზემოთ-ქვემოთ ცალი ფრთა რომელიც ლულაზე დაიდება.თუმცა ჩაპრესით მაინც ვერ ჩავპრესავ ვერაფრით.კარგი იყოს,რომ ვნახავ თოფს შევხედავ რამდენად დაზიანებულია.
ja_ja
sekurifa
რავიცი ახალციხეო თუ ახალქალაქიო რაცხა ეეგთს არ ამბობდი?... თუ ვსმისლე იქ წავიოდეთ შეკრების ვარიანტშიო? ავიბენი კაროჩე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ციტატა(sekurifa @ 7th March 2012 - 02:36 AM) *
შტანგელს დამეჭერ ზამბარას ამოვაცლი და შიდა ვიწრო ფეხი ჩამოცურდება

მოჟეტ ბიტ, ა მოჟეტ ი ნე ბიტ smile.gif ნუ ჯერ მართლა ნახე რამდენად არის გადაღუნული და მერე უკვე დალშე შეიძლება თავის მტვრევა.

P.S. უი ახლა დავუკვირდი შენ ამბობ სტანდარტულ შტანგელზე? რკინის რომ არის? მაგით ძალიან გაგიჭირდება მეასედების დაჭერა. სუფთა თვალების დათხრაა... ციფრული მაინც დაითრიე, 20-25 ლარი ღირს ელიავაზე. ანდა სადაც მაგდენი შტანგელში უნდა გადაიხადო ბარემ ინდიკატორი ითრიე, შემდეგშიც გამოგადგება.
kaka8079
sekurifa
სარეცხის დასამაგრებელი შპილკები ხო აზრზე ხარ არა აი ეგა გჭირდება ერთიც ცალი სასურველია ხისა იყოს დაშლი მაგას ორ ნაწილად დადებ მაგიდაზე ან სადაც მოგეხერხება ოღონდ მყარი საყრდენი იყოს,ლულას დადებ შუშაზე ან ლამინატზე და გააგოებ გამოაგორებ და დაინახავ კიდეც სადაც არის გაღუნული,დაიმახსოვრებ მაგ ადგილს ანუ სადაც კუზი აქვსდა სწორედ ამ კუზს მოაქცევ ზემოთ მხარეს და ისე ჩადებ ლულას შპილკების ღარებში და ჩაქუჩით დაარტყამ,არ შეგეცოდოს არაფერი დაემართება დარტყმისაგან,მერე აიღებ ლულას და ისევ გაგორებ და შეხედავ გასწორდა თუ პირიქით კიდევ დაემატა დეფეკტი,მოკლედ ასე იჩალიჩებ და უეჭველი გამოვა ეგ საქმე.
sekurifa
იცით რა მაინტერესებს, რემენი ვიყიდე ჩემი წდპ-სთვის smile.gif და როგორ მირჩევთ დავამაგრო. უკანა მხარეს ჩვეულებრივად ჩაიხრახნება კონდახში სამაგრის შურუფი მაგრამ წინა მხარეს როგორ ვქნა? ანუ ბიპოდი მე არ მიგია რომ ზედ დავამაგრო რემენი და წინაც ხეში გავუშვა რვიანებს შორის? ხომარ ომოქმედებს ხეზე ან მერე ბზარს ხომარ აიკიდებს ვითომ?

გეცოდინებათ რომ ჰასტანის პეცეპეებს ცოტა ხრუბკი ხე აქვთ და ვშიშობ ცოტას. რას მირჩევთ?
Davitus
sekurifa

ბზარს რანაირად აიკიდებს, წვრილი სვერლოთი გახვრიტე და სამარეზი მერე გაუშვი, ხეზე სადაც გინდა იქ გაუშვი, ქვემოდან კარგა ბლომად მსხვილი ადგილები აქვს ჰაცანს
koknar
sekurifa
წინა სამაგრი შეგიძლია რეზიკში გაუშვა მარა გასროლების რაოდენობა შეგიმცირდება !
sekurifa
ციტატა(koka @ 1st August 2012 - 07:28 PM) *
ბზარს რანაირად აიკიდებს, წვრილი სვერლოთი გახვრიტე და სამარეზი მერე გაუშვი, ხეზე სადაც გინდა იქ გაუშვი, ქვემოდან კარგა ბლომად მსხვილი ადგილები აქვს ჰაცანს

ხო რავი მე მიტო ვიკითხე რომ რაც ჰაცანები ვნაზე ზედეპეები თითქმის ყველას ბზარი ქონდა ალაგ ალაგ. ანუ თურქულ კაკალს ახასიათებს ბზარის აკიდება რა. მგონი აჯობებს ჯერ გავხვრიტო და გაიკით ავიყვანო სამაგრი.
ციტატა(koka @ 1st August 2012 - 07:28 PM) *
წინა სამაგრი შეგიძლია რეზიკში გაუშვა მარა გასროლების რაოდენობა შეგიმცირდება !

რამდენიანი სამარეზი გაუშვა რეზიკში რომ ძან არ დაუვარდეს გასროლების რაოდენობა? თუ ჯობია ავტოგენით მივადუღო პირდაპირ? smile.gif
gregory
ციტატა(Davitus @ 1st August 2012 - 06:48 PM) *
ბზარს რანაირად აიკიდებს, წვრილი სვერლოთი გახვრიტე და სამარეზი მერე გაუშვი, ხეზე სადაც გინდა იქ გაუშვი, ქვემოდან კარგა ბლომად მსხვილი ადგილები აქვს ჰაცანს

მერე მართლა გეუბნები!!! საპონი წაუსვი სამარეზს და ისე ჩაახრახნე
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 1st August 2012 - 07:28 PM) *
წინა სამაგრი შეგიძლია რეზიკში გაუშვა მარა გასროლების რაოდენობა შეგიმცირდება !

შენა კაცო რა დალიე, რა მოწიე smile.gif რაის რეზიკში სამარეზი smile.gif რეებს ამბობ smile.gif


sekurifa
არაფერი თავისტეხვა საჭირო არაა, ჰაჩიკას მგონი არა აქვს ხომ თავისით სამაგრები? ნუ არაა პრობლემა ან ამაზონზე დაიადე, სადღაც 10-11$ ღირს ან აქვე იყიდე სადრაც 30 ლარი ღირს, მგონი 2 ცალიანი კომპლექტი (წინა უკანა).

დალშე ყველანაირი ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე მოხსენი კონდახი თოფს, ამოატრიალე და სწორ ზედაპირზე დადე რომ იქეთ აქეთ გადახრილი არ იყოს, სავარაუდო ადგილები მონიშნე სად გინდა თავში და ბოლოში დამაგრება ნახსენები ვინტების (ჯობია მაქსიმალურად ბოლოში და მაქსიმალურად ტავში, მაგრამ ნაპირიდან 2-3 სანტიმეტრი დატოვე, უკეთესია 4-5, განსაკუთრებით წინიდან , მომავალში ბიპოდის დაყენებას თუ დააპირებ დაგჭირდება ეგ დისტანცია), დალშე ორივე ადგილზე გაზომე კონდახის სისქე, გაყავი სუაზე და ფანქრით შუა ხაზი მკრთალად გაავლე, ნუ კრესტიკი რომ გქონდეს შენი მუშაობისთვსი, მთელს სიგრძეზე იასნია არ გჭირდება.

დალშე გინდა სვერლინნი სტანოკი, ნუ ეგ კაია იმით რომ მაგიდა აქვს და კონდახი სწორ სიბრტყეზე იქნება იქეთ აქეთ გადახრის გარეშე და სვერლოც სწორად ვერტიკალურად იმოძრავებს. ნუ სამარეზის ზომები არ მახსოვს, მაგრამ დააკვირდი სამარეზს ხრახნები რაც აქვს იმაზე პატარა სვერლო გინდა, ნუ ტიპა აი ღერძი რა სისქისაც აქვს, სამარეზს ან ცოტა ნაკლები, უხეშად ჩემი მეხსიერებით უნდა ეყოს 3 მილიმეტრიანი სვერლო.

იღებ მოკელდ და ამ სვერლოთი ხვრიტაბ კონდახს სამარეზის ზომას, + 1 ან 2 მილიმეტრი, ნუ ცოტა მეტი ცოტა ნაკლები არანაირი პრობლემა არაა პროსტა თუ ვინტი მთლიანად ბოლომდე არ გადის, უკეთესია თუი სკვაზნოიზე არ გახვრიტავ.

მოჭერისას გრიშამ რაც გითხრა ჭკვიანური გითხრა, საპონი აიღე, ოღონდ არც წყალწყალა რომ იყოს, და არც გამხმარი. აი მუდმივ მოხმარებაში რომ არის, საპონი და ცოტა პლასტენილივით ზედაპირი რომ აქვს ეგეთი გინდა.... დაიადე სამარეზი და ჩამოუსვი ხრახნებით საპონზე რომ ცოტაოდენ საპონი აკრიფოს ვინტმა... მერე დაუმიზნე ხვრელს და წაიდა მოჭერა... საპონი ვინტს სრისლ სრიალით ჩააძვრელს ხვრელში, პლიუს ხახუნის და დაჭიმულობის გარეშე მოაჭრევინებს ხრახნებისთვის ადგილს. ი ვსიო.


P.S. პრაქტიკისთვის შეგიძLია რაიმე სხვა ხე აიღო, დაჟე სპეციალურად თხელი რომ ექსპერიმენტი ჩაატარო გახლეჩვაზე... გაუკეთე ხვრელი დრელით ვთქვათ იგივე 3 მილიმეტრიანი სვერლოთი, და მოუჭირე სამარეზი, თუ უპრობლემოდ მოიჭრება რეზბა და ჩაჯდება, ზნაჩიტ მწვანე შუქი ანტია, თუ ხემ ბსარი გაიჩინა ესეიგი უფრო წვრილი სვერლოა საჭირო და ასე შედმეგ... როდესაც ექსპერიმენტებს მორჩები, მერე შეგიძლია კონდახს მიადგე.
ilariona
სად ზ.დ.პ, სად რეზერვუარი და საერთოდ სადაა სამარეზი?

კოკნარ, მოეშვი უკანონო ნიკის ქონას biggrin.gif

ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 2nd August 2012 - 12:17 AM) *
სად ზ.დ.პ, სად რეზერვუარი და საერთოდ სადაა სამარეზი?

ვაბშეტა სეკურიფას AT44-ზე უნდა ქამრის დაყენება smile.gif ეგა კიდო ზ.დ.პ არ არის smile.gif სამარეზი კი არის, ვინტი რომელიც კონდახში იხრახნება რომ მერე ზედ თავისი სამაგრიანი ღვედი დამაგრდეს....

შენ არცერთ თოფზე ეგეთი შტუკა არ გაქვს რაკ ჩტო ნე სტრაკუი smile.gif

აი ასეთ ნაბორის დამაგრებაზეა საუბარი

ilariona
ja_ja
ეეეე, შენა და რეებს მასწავლი ამ სიბერეში ჰა? biggrin.gif

ცოტა ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ მაგდენი კი ვიცი, რომ რეზერვუარზე სამარეზი არ ეხრახნება.

კაი კაი წავედით ოფებში!

მერე განვიხილოთ

და საერთოდ სეკურიფას ზ.დ.პ-სთვის უნდოდაეგ რემნის ჩამოსაკიდი.

ვოტ ტაკ ტებე
Davitus
კაროჩე რა, აქ იმენნა ისეთი სიტუაციაა, ლიჟბი ვინმემ პოსტი დაეწეროს: "ოპტიკის ხუფი როგორ გავხსნაო" იმენნა დიდი ტუტორიალი დაიდება

ja_ja

შენა კიდე კაცო, რა ინფორმაციული ფაღარათი გჭირს, მაგრა ასწორებს იასნია როცა დეტალურად დებ ბევრ რამეს, მაგრამ აი ეგეთი მარტივი რაღაცის სტეპ ბაი სტეპ დადება აღარ გამიგია რა

მემგონი ჩვევაში გადაგდის აი biggrin.gif

მაგ კაცს რამდენადაც ამ ფორუმიდან დავაკვირდი ბევრი რამეც ეხერხება და იმიტომ შემოვიფარგლე ერთწინადადებიანი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალით, ხოდა მე ლიჩნად შეურაწყოფილად ვიგრძნობდი თავს, ვინმემ ლურსმნის დაჭედების 1 გვერდიანი ტუტორიალი რომ დამიწეროს


მალე, მემგონი აქ საერთოდ მცირედი აზროვნებაც დაეზარება ხალხს, იმენნა დათვურ სამსახურს უწევთ
koknar
მდააა.... ჩემი იუმორი არ შეფასდა, არ მეგონა თუ მართლა იფიქრებდა ვინმე ეგეთი რამის გაკეთებას sad.gif, ეგრე აღარ ვიხუმრეფ !
ilariona
koknar
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

sekurifa
ციტატა(koka @ 2nd August 2012 - 11:05 AM) *
ჩემი იუმორი არ შეფასდა, არ მეგონა თუ მართლა იფიქრებდა ვინმე ეგეთი რამის გაკეთებას

მე ხო შეგიფასე smile.gif
ციტატა(ilariona @ 2nd August 2012 - 08:58 AM) *
და საერთოდ სეკურიფას ზ.დ.პ-სთვის უნდოდაეგ რემნის ჩამოსაკიდი.

არა მე პცპ-ესთვის მინდა. ჰაცანის ზედეპე მიტო ვახსენე რომ ხის მასალა ერთიდაიგივე აქვს ყველას. ზდპ საც და პცპ საც. ხრუპკი ხეა რა ძან. ნაცნობს ამასწინ თავისი ჰასტან 95 მზეზე ედო და პრედახრანიტელთან ბზარი გაუჩნდა უმნიშვნელო. ნუ ატ-44 ს წინა მხარე კი აქვს სქელი და ალბათ ხეში გაუშვებ რა. იმასაც ვფიქრობდი რვიანის რეზბაზე ხომარ დავსვა როგორმეთქო.
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 2nd August 2012 - 10:02 AM) *
მემგონი ჩვევაში გადაგდის აი

გადაგივა აბა რა იქნება, აგერ ნათელი მაგალითი მაქვს ნორიკა, მარტივი საქმე იყო და AA 510-ზე მოახერხა და ვინტი ჯერესერთი დამრეცად გაუკეთა, მეორეცესერთი გვერდულად, მესამეცესერთი ხვრელი არ დაადო, მეოთხეცესერთი იმ ადგილზე დაადო სადაც ძირითადი კონდახი და დეკორატიული შავი ხის დანამატი ერთდებოდა.

შედეგად, ბიპოდი გადაღრეცილი დგას და ყველა მხრიდან ქაღალდებს უყენებს. კონდახი გახეთქა, ხის წინა ნაწილი მგონი 2-ჯერ გასძვრა....

იასნია ასეთ რაღაცეებს რომ უყურებ აღარ გინდა რომ სხვა ადამიანი იგივე შარში მოყვეს smile.gif
Davitus
ja_ja

არა ნუ ნორიკაზე მე საერთოდ ლაპრაკიც არ მაქვს, კიარადა აზრადაც არ გამიელვებია, მაგან ლურმანი რომ დააჭედოს ჩაქუჩით, იმენნა ტექნოლოგიური მიღწევების უმაღლესი გამოვლინება იქნება

ახლა წავა პოსტები ისეთი, რომ მოკვდება ეგ ბათუმში სლოკინით

biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.