sekurifa ციტატა(sekurifa @ 6th March 2012 - 10:36 PM)

სწორდება საერთოდ ეგეთი დეფექტი?
კი მაგრამ ფასია დიდი კონკრეტულად კი 50 ლარიდან და ზევით, გააჩნია რამდენად რთულადაა, მინიმალური თანხაა 50 ლარი ზშირად თოფი არ ღირს მაგდენი

ასე რომ მგონი ჯობია ცოტაოდენ კუსტარული მეთოდით გასწორება, ერთი მეთოდი KAKA-მ იცის და დაწერს ალბათ.
მეორე მეთოდი კი.....
ნუ მოკლედ შინაარსი ასეთია გჭირდება 2 ცალი V-ს მაგვარი ბლოკი, ნუ ტიპა აი ასეთი

ლულის აქეთ იქე ბოლოებში ათავსებ ამას და ლულას დებ ამოღმავებებში. ნუ ტიპა აი ასე

ეს დუგები არ გჭირდება, ეგ საჭიროა როდესაც ფრეზზე რაიმე მილს ამუშავებ და გინდა რომ დაფიქსირებულ მდგომარეობაში იყოს დეტალი. შენ მაინც ტრიალი დაგჭირდება ასე რომ დუგებს შეეშვი ტყულა ფულის ყრა არის.
მერე გჭირდება ინდიკატორი, სამწუხაროდ ციფრულები ძვირი ღირს, ანალოგური ინტერნეტში ძირითადად დუიმებისაა, შეგიძლაი ელიავაზეც იყიდო, ზოგჯერ 20 ლარად ყიდიან ზოგჯერ 10 ლარად, მაგრამ უმეტესობა კოსმოსურ ფასებს ადებს
გამოიყურება ინდიკატორი აი ასე

გარდა ამისა გჭირდება რაიმე დასამაგრებელი, ან კუსტარული ან ნორმალური, ინდიკატორის ნორმალური დასამაგრებელი აი ასე გამოიყურება

ნუ ბევრნაირია ეგეთი დასამაგრებლები, დაწყებული 20$-დან დამთავრებული 20000$-ით,

ნუ იასნია შენ იაფიანიც გეყოფა
ესეც აწყობილი ვარიანტი

ამი მერე ნუ V ბლოკებს შუა გაქვს ლულა განთავსებული ზემოდან ლულას შუაში ადებ ინდიკატორის წვერს, ანულებ და იწყებ გაღუმვის ძებნას.
ამჯისათვის ლულას ნელნელა ატრიალებ ისე რომ V ბლოკებიდან არ უნდა ამოწიო (ნუ ფრთხილად ატრიალე მაგ ბლოკებზევე), ტრიალილს დროს უნდა უყურო ინდიკატორს, თუ ლულა გადაღუნული იქნება, წვერი ზემოთ ან ქვემოთ გადაიწევს და ციფერბლატზე დაინახავ რამდენი მიკრონით ან მილიემტრით არის, ცენტრიდან გადახვეული
ამის მერე როდესაც იცი სად არის ლულა გაღუნული (გაითვალისიწნე შეიძლება რამდენიმე ადგილზე იყოს გაღუნული სხვადასხვა დახრით და გრადუსით, თავიდან შეეცადე ყველა იპოვო და მერე რიგრიგობით მიყები გასწორებას), V ბლოკებს ახლო მიწევ ისე რომ გაღუნული ადგილი V ბლოკებს შOრის არსებულ სივრცეში მოექცეს და იწყებ გასწორებას.
ამისათვის ლულას ისევ ადებ ინდიკატორს, ატრიალებ სანამ გაღუნული ადგილი ზემოთ არ ამოიწევს, და მერე ზემოდან რაიმე თი უნდა დააწვე, ნუ სტაციონარულად დიდ პრესებს იყენებენ გაღუნულ ადგილზე ზემოდან აწვებიან და თან ინდიკატორის დადებულია ლულაზე და უყურებენ რამდენით ჩაიწია ლულამ.
დორესაც ნოლამდე მივა დამწოლი ძალა უნდა მოასუსტო და ინდიკატორს დააკვირდე, რამდენით აიბზიკება უკან, ნუ როგროც წესი პირველი გასწორება არ ყოფნის, რაცხა მაინც არის აბზეკილი, მერე კიდევ, კიდევ, და ასე შედმეგ რა ზოგჯერ ინდიკატორის შკალით 0-ის ქვევითაც უნდა ჩახვიდე თუ ლულა ჯინაზე უკან იბზიკება, მაგრამ ნელნელა და ცოტ ცოტა.
კაროჩე მაგატი ტვინის ბურღვაა ჩალიჩი და, ასეა თუ ისე ვალერიანა მოიმარაგე

მაგარი ნერვები უნდა.
ნუ კაკა აგიხსნის შპილკების მეთოდს, ძალიან მარტივია, შეიძლება 100%-იანადაც სწორდება, მაგრამ რავიცი ნება მომეცით დავიტოვო ეჭვები

თვალით შეიძLება ვერ დაინახო პატარა გადახრა, სროლისას კი მითუმეტეს დიდ დისტანციაზე ქე ხვდებით რასაც იზამს, მოკელდ ყველაზე კაი მაგრამ ძვირი და ნერვებ მომშლელი არის ინდიკატორით გასწორება.
ნუ სახლის პირობებში ეს ყევლაფერი რომ ითრიო ახალიან, ძალიან ძვირი გამოვა, სადღაც 150-200$-ს აარტყავ, პლიუს ჩამოტანა და თან რკინეულობაა და მძიმეა.... კაკას მეთოდი მხოლოდ ერთი ხის შპილკა ღირს

ელიავაზე შეიძლება ითრიო V ბლოკები და ინდიკატორი, აი ინდიკატორის ფიქსატორი არ მინახაი ელიავაზე, პლიუს პრესის სახით რას გამოიყენებ ეგეც მოსაფიქრებელია