ja_ja მუქთა იყო და გავავსე საბარგული

ისე ლოპოტის მეპატრონეს კი ვუთხარი ცოტას წავიღებ მეთქი, მაგრამ ჩაწყობა რომ სავიწყე ირგვლივ არავინ იყო და შემომევსო საბარგული

ციტატა(kakha @ 2nd December 2011 - 06:42 PM)

ძალიან სამწუხაროა მაგრამ მოგიწევს. აფსუს რა უხას და რა ხალხთან ქეიფს ვმაზავ....
ესეიგი ვერ გაგიცანი რა

რამდენი გასვლა იყო ან შენ არ იყავი და ან მე

არაუშავს, იმედია სანადირო გასვლაზე მაინც გნახავთ.
ესეც სამოქმედო გეგმა
პირველ რიგში ჩამოვწერ რა არის საყიდელი წასვლამდე,
1) საყიდელია რამოდენიმე სკამი.(მე გავივლი დღეს მაღაზიებში და ვიშოვი რამეს იეფად)
2) საყიდელია პინგპონგის შარიკები, რომ გავერთოთ მიზანში სროლით.
3) დასამზდებელია კიდევ ერთი მაგიდა, (წინა მაგიდა 63 ლარი დაგვიჯდა)
4) საჭმელ-სასმელი
5) თეფშები, ღრმა თებშები უხისათვის, კოვზები, ჩანგლები, დანები.
6) საყიდელი კი არაა, მაგრამ ლაშას არ უნდა დაავიწყდეს მაგიდის გადასაფარებელი
7) ჯამ-ჭურჭელი biggrin.gif მე კი ვიცი ამას ვინც ითავებს, მაგრამ მაინც ვწერ რა biggrin.gif შამფურებიც.
8) შეშა, კარგი გამომხმარი რცხილა, შევეცდები ვიშოვო.
9) მჟავის ასორტი (დავილის თხოვნით smile.gif )
საჭმელ სასმელში რა იგულისხმება,
სამწვადე, საუხე მასალა, ყველი, ძეხვეული, კიტრი, პომიდორი, ლიკანი, ლიმონათბის ასორტი, ჩვეულებრივი წყალი.
პურს ვიყიდით რუსთავში დილით ცხელს.
შეკრების დრო და ადგილი:
კვირას, 4.12.2011წ. დილის 08:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან კაკ ვსეგდა.
შემდეგ გავნაწილდებით მანქანებში და დავიძრებით რუსთავისკენ. რუსთავში 08:40 საათზე ვიქნებით და შევუერთდებით რუსთაველ მეგობრებს. (მრ---ჩზ-80-ბესოც რუსთავში დაგვხვდება)
მიახლოებით 09:00 უკვე სრულად შეკრებილები ვიყიდით პურს და დავიძრებით რუსთავის ტყისკენ.
09:30 დავიწყებთ მინი ჩემპიონატისთვის მზადებას, სასროლი პოზიციების მოწყობას, სამიზნეების მოწყობას.
10:00 დავიწყებთ ჩემპიონატს.
ჩემპიონატი ჩატარდება ჯგუფების გაკეთებაში, მონაწილეებს მიეცემათ ლიმიტირებული 20 ტყვია, ექნებათ 4 სამიზნე და თითო სამიზნეში უნდა გააკეთონ 5-ტყვიანი ჯგუფი. გამარჯვებული გამოვლინდება 4-ვე სამიზენში გაკეთებული ჯგუფების საერთო ჯამით.
შემდეგ მანძილებზე 25-50-75-100 მეტრი დაეწყობა შარიკები და დავიწყებთ სროლას. 25 მეტრზე ხელიდან, 50-ზე მაგიდაზე გამაგრებული პოზიციიდან. 75 და 100 მეტრზეც ანალოგიურად მაგიდიდან.
აქ კი გამარჯვებული გამოვლინდება ვინც უფრო მეტ შარიკს მოხსნის. ხო მართლა, შარიკები დაიდება სამ -სამი ყველა მანძილზე. 5 ბევრია და დროც მიაქვს უაზროდ დიდი.
სიტუაცია გართულდება და და აქაც ლიმიტირებული ტყიების რაოდენობა მიეცემა მონაწილეს, 3*4-ზე ანუ 12 ტყვია. პაპრავკები და რამეები აღარ იქნება. მახსოვს წინა გასვლაზე 20 ტყვიას ისროდით და მერე იძახდით აი ხომ მოვხსენიოოო smile.gif მთელი მუღამი ამ სახეობაში ის არის, რომ ადამიანმა სრული სანადირო რეალობა უნდა შექმნა, შარიკი ამ მომენტში არის სამიზნე, რომელიც სროლის შემდეგ გაფრინდა smile.gif ასე რომ გასროლების რაოდენობა აქაც ლიმიტირებულია.
ჩემი აზრით სადღაც 14:00 ეს ყველაფერი დამთავრდება თუ იქნება ყველაფერი ორგანიზებული.
ამის მერე დავიწყებთ საქეიფო მზადებას, მწვადების წვასა და უხის ხარშვას. სუფრის გაშლასა და რავი რა გულაობას blush.gif
კიდევ ერთი რამ მინდა დავწერო, რომ მერე არი იყო პრობლემა. სასროლი ორი მაგიდა გვექნება, ასე რომ სროლას განახორციელებს ერთდროულად ორი ადამიანი. შორი ახლოს კიდევ მოვაწყობთ სამიზნეებს, მიზნის გასასწორებლად.
ამ ორ ადგილას გვეცოდინება რომ მიდის სროლა და დანარჩენი ხალხი იქ არ იბოდიალებს, აი სხვაგან გთხოვთ სროლისგან თავი შეიკავოთ. (ჩამოგართმევთ ფიშტოებს და დაგბლოკავთ ჩემპიონატში) არ შეიძლება ამდენი ხალხი როცაა და ყველა მიმართულებით მიდიოდეს სროლა, პრავილო ბეზოპასნოსწიი. იმედია გაითვალიწინებთ ჩემს თხოვნას big_boss.gif
გადავიდეთ ხალხის მანქანებში განაწილებაზე. (პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ არავინ ასე არასდროს ნაწილდებიან, მაგრამ მაინც იყოს)
1 მანქანა: დავითუსას მანქანა (თქვენ ალბათ პირდაპირ ქალაქის გასასვლელში დაგვხვდეიბთ)
1) დავითუსა
2) კაკოიე (ჭორები დადის მოდისო)
2 მანქანა (ჩემი ტუარეგი ან ცოლის მანქანა)
3)ილარიონა
4)გრიგოლი
5)გრიგოლიჩი (ამ ორ ადამიანს მე გავუვლი) თქვენთან ვიქნები 07:45
6) name- ჩემს მანქანაში გსვავ, რომ დილიდან მოგიყვე ის ისტორია და მიხვდე რაც ხდება
3 მანქანა--თაზოს მანქანა (მონადირე)
7) თაზო
8) ჟორჟიკა
9) კაკო-ჩემი მეგობარი
10) ნორიკა
4) სოხას მანქანა
11) სოხა
12) ჯაჯა (ნახე რა ციფრი მივეცი?)
13) კოკნარა
5) დავილის მანქანა (აი ეს პატიოსანი ხალხი დაგვხვდება რუსთავის შესასვლელში)
14) დავილი
15) ლაშა
16) რემინგტონა
17) ჩზ-80
18) ლაშას მეგობარი
რუსთაველებო, არ ვიცი, როგორ ჩაეტევით, მაგრამ თუ რამეა ქალაქის გასასვლელამდე ტაქსით მოხვალთ smile.gif
სია დაკორექტირდა.