xmaladze ციტატა(xmaladze @ 11th July 2017 - 01:34 PM)

ხოო მაგრამ რო კრძალავდეს რატომ შეიტანდნენ ჩამონათვალში
რატომ კითხულობ მხოლოდ ისეთ კანონს რომელიც საშენოა და გინდა ძალით დახუჭო თვალი რეალობაზე, რომელიც იმენნა გაგჭედავს.
ანუ სიმარტივისთვის შენს მიერ მოყვანილზე არის შემდეგი კომენტარი:
1) ნადირობა დაშვებულია სანადირო პნევმატური იარაღი - 100%-იანია, დაშვებულია ეგ საქმე, მაგრამ მაინტერესებს შენი გადასახედიდან როგორ ამტკიცებ რომ ესა თუ ის მოდელი რომელიც ეხლა შენ ხელში გიჭირავს იმენნა სანადირო მოდელია? სადმე რომელიმე ქვეყანაში არის ეგეთი მკაფიო განმარტება და კლასებად გამოყოფა ან ტექ პასპორტში რომელიმეს უწერია რომ ეს არის სანადირო მოდელი, ეს არის გასართობი და ის კიდევ სპორტული? შესაბამისად ვინც ეგ კანონი დაწერა უკვე ვერ მეგობრობს ლოგიკასთან და აი ვთქვათ მე ვარ პატრულის ან გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი და გაგაჩერე, რაფერ მიმტკიცებ რომ შენს ხელთ არსებული პნევმატური თოფი არის სანადირო მოდელი? იმედია უკვე ხვდები რამდენად უცნაურ სიტუაციაში ხვდები
2) კარგი ვთქვათ და გაქვს თოფი რომელსაც პასპორტში უწერია რომ იმენნა საქართველოს ტერიტორიაზე სანადირო მოდელია, ნუ აი 100%-ით კანონს აკმაყოფილებს... მაშინ ისევ როგორც პატრულის თანამშრომელი გეკითხები, - კაი ეს სწორედაც რომ სანადირო მოდელია, მაგრამ გააქვს შენ მისი ტარების უფლება? გაფორმებული გააქვს? რაიმე საბუთი სანებართვოდან გაცემული გააქვს?
და ამ შემთხვევაში რა საბუთს წარმოადგენ? ანუ ისევ ხვდები ხომ კიდევ ერთი კანონის უცნაურობაა, გაქვს მაგრამ არ გაქვს

მოკლედ პირველი თავი და თავი არის ის რომ თუ კანონი (ასე ვთქვათ შსს-ს პირველი შტო) მავალდებულებს გაფორმებას და კანონის აღმასრულებელი (ასე ვთქვათ შსს-ს მეორე შტო) პატრულის ან სხვა ორგანოს სახით ამოწმებს ჩემს რეგისტრაციას და თუ არ მაქვს მსჯის, კითხვა მიჩნდება სანებართვოსთან (ანუ შსს-ს მესამე შტოსთან), რომ მოვედი და არ მიფორმებ და შენს გამო პირველი შტო რომ მავალდებულებს და მეორე კიდევ მართმევს შენ მესამე შტო რატომ არ ასრულებ კანოით შენზე დაკისრებულ ვალდებულებას და რატომ არ მიფორმებ ჩემს საკუთრებაში კანონიერი გზით შეძენილ და კანონიერი მოთხოვნით რეგისტრაციის მოთხოვნით მომართულ თოფს?!!!
აი ეგაა პრობლემა რომ ერთ სტრუქტურას პრაქტიკულად აქვს 3 ხელი და ერთი ხელი აზრზე არაა, ან არ სცნობს მეორე ხელი რას აკეთებს
დაჟე იმ უკუღმართული წესებით რაც ეხლაა მიღებული რომ ხდებოდეს რეგისტრირება, ყველანაირი პრობლემა გაქრებოდა, თუნდაც იგივე სანადირო და არა სანადირო იარაღისა, იმიტომ რომ მაგას ვერც შენ დაამტკიცებ რომ სანადიროა და ვერც ის დაგიმტკიცებს რომ სანადირო არაა, მთავარი მოსადავებელი გაფორმება იქნება.