CHICO30 ტირში ნებისმიერ მსურველს შეუძლია წამოსვლა, უბრალოდ უნდა იყოს მზად ხარჯების გაწევაზე, ანუ დარბაზის დაქირავება რაც დაჯდება, ის გაიყოფა მონაწილეების რაოდენობაზე და შესაბამისად დასადები იქნება ის თანხა რაც მოგიწევს.
მაგალითად ვთქვათ და 1 საათი ჯდება 20 ლარი, ტირში დავყავით 3 საათი (რეალურად როგროც წესი 1.5-2 საათი ვართ ხოლმე ისიც მაქსიმუმ

), ანუ გადასახდელია ტირისთვის 60 ლარი. სულ მონაწილეობა მიიღო 5-მა კაცმა, ესეიგი კაცზე გამოვა 12 ლარი. ამასობაში არა აქვს მნიშვნელობა შენ მოხვედი გაისროლე 1 ტყვია და წახვედი თუ ბოლომდე იყავი. ნუ ასევე იმ დღეს თუ იქნება სხვა ხარჯიც მაგალითად - სპეციფიური სამიზნეები, დამატებითი ბალიშები, სკამები (თუმცა აქვე გამოგიტყდები, იმ ტირში ბალიჩიც ჩვენი მიგვაქვს და სამიზნეებიც, მაგათი მაგიდა და სკამიც არ ვარგა

, ასე რომ ჯერჯერობით მაგის ხარჯები არ გვქონია

) თუ ეს პირობები მისაღებია მაშინ ველქომ.
ისე შეჯიბრზე და დიდ გასვლებზე წამოსვლის წინ საჭიროა ასეთ ონისძიებებზე და მინი გასვლებში მონაწილეობა, რომ ხალხმა გაგიცნოს და შემდეგ შავი კატა შავ მეშოკში არ აღმოჩნდეს, თორემ ერთმა წევრმა ისეთი რამ გააკეთა რომ დრემდე ყურები ყალყზე გვიდგას ელფებივით და უცნობი ადამიანი თუ არის, დიდ გასვლებზე არ მიგვყავს რომ ისევ იგივე კურიოზი არ მოგვივიდეს

(ნუ ეს მერე პირადი შეხვედრისას გავიაროთ რა მოხდა და რა იყო)